globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 31 იანვარი, 2015 წელი

Posted by Globalresearch on Jan 31st, 2015 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Культура» (რუსეთი): სიბნელე საქართველოს მთებზე

«Зеркало недели» (უკრაინა): ჯეფრი პაიეტი, აშშ-ის ელჩი უკრაინაში: „საქართველოში ძალიან სწრაფად და ეფექტურად გადადგეს ნაბიჯები პოლიციის იმიჯის გასაუმჯობესებლად“

_______________________

«Культура» (რუსეთი), 31 იანვარი, 2015 წელი

http://portal-kultura.ru/articles/world/81985-na-kholmakh-gruzii/

სიბნელე საქართველოს მთებზე

ვადიმ ბონდარი

ამ დღეებში საქართველოში ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე ალექსანდრე ვერშბოუ იმყოფებოდა, იგი ქვეყნის ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგენლებს შეხვდა და საქართველოსას და ალიანსს შორის ურთიერთობის საკითხები განიხილა. ვიზიტის დროს მან მოინახულა ის ადგილი, სადაც ნატოს საწრთვნელი ბაზა (ცენტრი) უნდა აშენდეს. „ჩვენი ინტეგრაცია ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან ქართველი ხალხის მტკიცე არჩევანია და ყველაფერს გავაკეთებთ საბოლოო მიზნის მისაღწევად“, – დაარწმუნა სტუმარი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საინტერესოა, რომ ეს ვიზიტი განხორციელდა მართალია, მრგვალი თუ არა, მაინც ყურადსაღები თარიღის წინ, რომელიც საქართველო-რუსეთის ურთიერთობებს ეხება. დღეს ეს ურთიერთობები უფრო მშვიდობიანი და ზომიერი ხასიათისაა, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს იყო, მაგრამ შიგა და შიგ ანტირუსული გამოხტომები მაინც ხდება, ქვეყანა კი დასავლეთთან მტკიცე პარტნიორობას ესწრაფვის. ამ ფონზე ზედმეტი არ იქნება გავიხსენოთ 1801 წლის 30 იანვარი, როცა გამოქვეყნდა რუსეთის იმპერატორის პავლე პირველის მიერ ხელმოწერილი მანიფესტი საქართველოს რუსეთთან მიერთების შესახებ. იმ დროს ქართველი თავადები – ისევე როგორც სხვა ხალხების წარმომადგენლები – ცრემლმორეულნი თხოვდნენ რუსეთს ისინი თავის მფარველობისა და დაცვის ქვეშ მიეღო. შემდგომ საქართველოს დიდი შვილები რწმენითა და სიმართლით ემსახურებოდნენახლა უკვე საერთო სამშობლოს და საკუთარ თავს რუსად მიიჩნევდნენ, მაგალითად, როგორც პეტრე ბაგრატიონი.

აღსანიშნავია, რომ საქართველო რუსეთთან შეერთების მომენტში, თავისი დღევანდელი სახით, არ არსებობდა – იყო მცირე, შავი ზღვისაგან საკმაოდ შორს მდებარე, მუდამ ოსმალეთის იმპერიისა და სპარსელების მიერ დაჩაგრული, შიდა დაპირისპირებებით დასუსტებული ქართლ-კახეთის სამეფო. შემდგომ წლებში დღევანდელი საქართველოს სხვა ნაწილები რუსეთის შემადგენლობაში დამოუკიდებლად ერთიანდებოდნენ. ეს ფაქტი ზალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, განსაკუთრებით მათთვის, ვინც ისტორიული მოვლენების თავისუფალ ინტერპრეტირებას ახდენს. ასე მაგალითად, ოსეთის ტერიტორია რუსეთის შემადგენლობაში 1774 წელს შევიდა. 1810 წელს – იმერეთის სამეფო, 1828 წელს – გურიის სამტავრო, 1854 წელს – სვანეთი, 1857 წელს – სამეგრელო. აფხაზური მიწები რუსეთს საბოლოოდ 1864 წელს მიუერთდა. ისიც გასახსენებელია, რომ ისტორიული ქართული მიწები ოსმალეთს და სპარსეთს რუსმა ჯარისკაცებმა საკუთარი სისხლის ფასად წაართვეს. ეს ყველაფერი რომ არ ყოფილიყო, „ძლიერი ქართული სახელმწიფო“ დღეს, ყველაზე უკეთეს შემთხვევაში, მხოლოდ მონაკოს ტოლი იქნებოდა, უარეს შემთხვევაში კი ქართველებს, ქურთების მსგავსად, ან საკუთარი სახელმწიფო აღარ ექნებოდათ, ან სრულიად აღარ იარსებებდნენ. იმპერატორ ალექსადრე პირველის 1801 წლის სექტემბრის მანიფესტში ამის შესახებ პირდაპირაა ნათქვამი: „ირგვლივ მოსახლე მტაცებელი ხალხები მზად იყვნენ [ქართლ-კახეთის] სამეფოს თავს დაასხმოდნენ და მისი ნარჩენები დაეპყროთ. ამ ყველანაირი ბოროტების შედეგად ქართველი ხალხი გაწყდებოდა და აღიგვებოდა პირისაგან მიწისა. უფსკრულის პირას მდგარი ქართველები არაერთხელ ითხოვდნენ რუსეთისაგან მფარველობის მიღებას“. ჯერ კიდევ ახსოვდა ბევრ ქართველს სპარსეთის შაჰის აბას პირველის შემოსევა 1616 წელს კახეთში: მან უკან დაბრუნებისას ათასობით ჩამოხრჩობილი დატოვა წარწერით: „არა იმიტომ, რომ მტერი ხარ, არამედ იმიტომ, რომ ქართველი ხარ“.

იმპერტაორმა ალექსანდრე I-მა თავის მანიფესტში ქართლ-კახეთის „ანშლიუსთან“ დაკავშირებით რუსეთის პოზიცია განმარტა: „არა ძალის მიერთებით, არა ანგარებით, არა ისედაც მსოფლიოში ყველაზე დიდი იმპერიის გაფართოებისათვის ვღებულობთ ჩვენს შემადგენლობაში ქართლის სამეფოს. ღირსება და ადამიანურობა გვავალდებულებს გვაკისრებს იმ წმინდათაწმინდა მოქმედებას, ყურად ვიღოთ მწყურვალთ თხოვნა და დავამყაროთ საქართველოში მმართველობა, რომელიც უზრუნველყოფს მართლმსაჯულებას, პირად და ქონებრივ უსაფრთხოებას და ყველას დაცვას კანონის საფუძველზე“. ამასთან, სრულიად უპრეცედენტოდაა ნათქვამი: „თქვენი მიწებიდან აღებულ ყველა გადასახადს თქვენსავე სიკეთისათვის დავხარჯავთ“.

არცერთი ევროპელი კოლონიზატორი, რომლისკენაც ასე მიიწევს საქართველო, არასად ასე არ აკეთებდა. საქართველოს საუკეთესო შვილებმა ეს ყველაფერი კარგად იცოდნენ. მაგალითად, ცნობარში „ქართველი გენერალიტეტი (1699-1921)“ წარმოდგენილია ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მიერ შეტანილი მასშტაბური წვლილი საერთო სამშობლოს – რუსეთის წარმატებებში როგორც 1812 წლის სამამულო ომის, ასევე რუსეთ-თურქეთის ომების, კავკასიაში რუსეთის გავლენის განმტკიცების დროს. არანაკლები ერთობლივი წარმატებები იქნა მიღწეული სხვა სფეროებშიც. ასე რომ, რუსეთის იმპერია ხალხთა საპყრობილე ნამდვილად არ ყოფილა.

პრაქტიკულად ნულიდან იქნა შექმნილი მოწინავე სოფლის მეურნეობა და მრეწველობა – იმ დარგების ჩათვლით, რომლებიც ადრე ჩანასახშიც კი არ იყო. კოლხეთში ამოაშრეს ჭაობები და მალარიის საუკუნეობრივი მავნე კერა 220 ათა ჰექტარ აყვავებულ ტროპიკულ ბაღად გადაიქცა. თბილისის საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი ლამაზი ქალაქი გახდა. შავი ზღვის სანაპიროზე აშენდა იმ დროისათვის ყველაზე კეთილმოწყობილი საკურორტო-გამაჯანსაღებელი კომპლექსი. „როგორც რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკის ინსტიტუტის გამოკვლევაშია აღნიშნული, „საქართველო საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული რესპუბლიკა ყველა მაჩვენებლით“.

მაგრამ 1990-იანი წლების დასაწყისში გაჩნდნენ ძალები, რომლებმაც გადაწყვიტეს  სანაგვეზე გადაეყარათ თითქმის 200-წლოვანი თანაცხოვრების ისტორია. საქართველო, ლიტვის შემდეგ, მეორე რესპუბლიკა იყო, რომელიც საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან გავიდა. აი, აქ უნდა ვეძებოთ საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლების კონფლიქტის მიზეზები ავტონომიებთან – აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან, რომლებიც არ დაეთანხმნენ საქართველოს დამოუკიდებლობას და საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში დარჩენა გადაწყვიტეს.

1991 წელს საქართველოს პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ რუსეთთან ვაჭრობა აკრძალა, რამაც უდიდესი ზიანი მიაყენა რესპუბლიკის სოფლის მეურნეობას და მრეწველობას. წარმოების მოცულობა შემცირდა 43%-ით, ხოლო მთლიანი შიდა პროდუქტი – თითქმის 45%-ით. დაიწყო მასობრივი ემიგრაცია, უპირატესად რუსეთში, რის შედეგადაც საქართველომ იმდენი მოსახლეობით შემცირდა (20%), რამდენიტაც არცერთი რესპუბლიკა არ შემცირებულა. ზოგიერთი მონაცემით, დამოუკიდებლობის პირველ პერიოდში (1991-1996 წლები) საქართველო 1,2 მილიონმა მცხოვრებმა დატოვა.

სიტუაცია ვერ გამოასწორა თავიდან ფეხებამდე რუსეთმოძულე და პროდასავლურად განწყობილმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელმაც ხელისუფლებამ ძალის გამოყენებით ჩაიგდო (უკრაინული სცენარის ანალოგიურად). მთლიანი შიდა პროდუქტის დონე კიდევ უფრო დაეცა და თითო სულ მცხოვრებზე მხოლოდ 5000ათასამდე დოლარი შედგინა წელიწადში (შეადარეთ: აზერბაიჯანში – 10 000 დოლარი, სომხეთში – 5500 დოლარი). საგარეო ვალებმა ერთობლიობაში 12 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც რესპუბლიკის თითქმის სამი ბიუჯეტს უდრის. უმუშევრობამ 40%-ზე მეტს გადააჭარბა. თუ 2007 წელს სიღარიბის ზღვარის მიღმა მოსახლეობის 6,4% იყო, 2012 წელს მათმა რაოდენობამ 11%-ს მიაღწია. ამის მიუხედავად დასავლურმა ინსიტუტებმა საქართველო ბიზნესის საუკეთესო ხელმშემწყობი ქვეყნების ათეულში მოაქციეს და ეს მაშინ, როცა ცხოვრების უფრო უკეთესი პირობების მქონე რუსეთს 112-ე ადგილი მიუჩინეს.. ახლახან აშშ-ის სარეიტინგო სააგენტოებმა რუსეთის საინვესტიციო გარემო „ნაგავამდე“ დასწიეს, საქართველოს კი მოუმატეს: საქართველო – ეს ხომ ძალაა!

მაგრამ ყველაფერი ბრიტანულმა გაზეთმა „გარდიანმა“ გააფუჭა: ამ დღეებში გამოქვეყნდა სტატია, რომლის თანახმად, „ნაგვური“ რუსეთიდან გადარიცხული თანხებით 9  პოსტსაბჭოთა ქვეყნის ეკონომიკა საზრდოობს. კონკრეტულად საქართველოს საბიუჯეტო შემოსავლები რუსეთიდან გადარიცხულ თანხებზე 12%-ითაა დამოკიდებული! არადა, საქართველო თბილისში რუს მსახიობებს „სირცხვილის დერეფნებს“ უწყობს… გასულ თვეში თბილისში რუსი ბიზნესმენი მიხეილ ხუბუტია სცემეს…

როგორც ჩანს, ღამის სიბნელემ არა მხოლოდ საქართველოს მთებზე დაისადგურა, არამედ მისი მოსახლეობის გარკვეული ნაწილის თავებშიც. მოვა დრო და მათ თვალები აეხილებათ, გონება გაუნათდებათ. მთავარია, რომ ძალიან არ დაგვიანდეს.

«Зеркало недели» (უკრაინა), 31 იანვარი, 2015 წელი

http://gazeta.zn.ua/internal/chrezvychaynyy-i-polnomochnyy-posol-ssha-v-ukraine-dzheffri-payett-nyneshnee-vashe-pravitelstvo-mirovogo-klassa-no-chleny-pravitelstva-ne-mogut-predlagat-tolko-slova-_.html

ჯეფრი პაიეტი, აშშ-ის ელჩი უკრაინაში: „საქართველოში ძალიან სწრაფად და ეფექტურად გადადგეს ნაბიჯები პოლიციის იმიჯის გასაუმჯობესებლად“

უკრაინული ყოველკვირეული გაზეთის „ზერკალო ნედელის“ მთავარი რედაქტორი იულია მოსტოვაია უკრაინაში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ჯეფრი პაიეტს ესაუბრება. ინტერვიუში ამერიკელი დიპლომატი უკრაინის წინაშე მდგარ პრობლემებზე საუბრობს: კორუფცია, ბიუროკრატია, სხვა სოციალურ ეკონომიკური და პოლიტიკური საკითხები, რომლებიც სწრაფ და გონივრულ გადაჭრას მოითხოვენ. ინტერვიუში ჯეფრი პაიეტი საქართველოს გამოცდილებასაც მოიხსენიებს.

გთავაზობთ ამონარიდს:

შეკითხვა: კორუფციასთან ბრძოლა. ხედავთ თუ არა განსხვავებას ამ საკითხისადმი ძველი და ახალი ხელისუფლების დამოკიდებულებაში?

ჯეფრი პაიეტი: რა თქმა უნდა, მე კოლოსალურ განსხვავებას ვხედავ… ოღონდ მხოლოდ სიტყვებში. საქმე იმაშია, რომ სიტუაცია რეალურად, პრაქტიკულად უნდა შეცვალო და არა ზეპირი განცხადებებით. წინა ხელისუფლების დროს ყველა ლაპარაკობდა კორუფციულ სქემებზე  ენერგეტიკაში, სოფლის მეურნეობაში, მმართველობის სიტემაში და ა.შ. მაგრამ შედეგი არაფერი. დღეს უკრაინაში ძლიერი სამოქალაქო საზოგადოებაა და მჯერა – ხელისუფლება იმას ვეღარ გაბედავს, რასაც ადრე ბედავდა. გამოწვევა იმაში მდგომარეობს, რომ შეტევა უნდა მოხდეს როგორც დიდ კორუფციაზე (მაღალ ეშელონებშ), ასევე მცირეზეც (დაბალ ეშელონებში). დიდი კორუფცია ვიქტორ იანუკოვიჩის დროს მილიარდობით იზომებოდა ენერგეტიკის სექტორში, ინფრასტრუქტურულ პროექტებში: არავინ არ იცის სინამდვილეში რა ფული დაიხარჯა აეროპორტებისა და ევროჩემპიონატის სტადიონების მშენებლობაზე, რამდენი სახელმწიფო თანხა წავიდა კერძო ჯიბეში. ამის გარდა არის მცირე კორუფციაც ყოველდღიურ ცხოვრებაში, რომელიც ყველაზე მეტად სახელმწიფო სტრუქტურებისა და მოქალაქეებს შორის ურთიერთობაში არსებობს. მე ძალიან მაინტერესებს შინაგან საქმეთა მინისტრის ახალი მოადგილის [ეკატერინე ზღულაძის] საქმიანობა, რომელმაც კიევში საპატრულო პოლიციის ორგანიზება დაიწყო ე.წ. „სახელმწიფო ავტოინსპექციის“ ნაცვლად. პატრული კანონისა და გამჭვირვალე ნორმების საფუძველზე იმოქმედებს. ეს ძალიან მაგონებს საქართველოს გამოცდილებას, სადაც ძალიან სწრაფად და ეფექტურად გადადგეს აუცილებელი ნაბიჯები პოლიციის იმიჯის გასაუმჯობესებლად რიგითი მოქალაქეების თვალში. მოხარული ვარ, რომ კიევის მერი ვიტალი კლიჩკო ამ საკითხს ყურადღებით ეკიდება და თვითონ ეწვია პოლიციის საკადრო ცენტრს.

რასაკვირველია, ყველაზე რთული ანტიკორუფციული მუშაობა გასატარებელი ენერგეტიკულ სექტორში. ეს, ცხადია, ვიღაც-ვიღაცა გავლენიანი და ფულიანი ადამიანების ინტერესებს და საბანკო ანგარიშებს ეხება, მაგრამ რას იზამ, ეს სახელმწიფოს გადარჩენის საკითხია.

შეკითხვა: როგორც ცნობილია, ახალი საპატრულო სამსახური არასაბიუჯეტო თანხებით ფინანსდება, თქვენ კი მას პატრონაჟს უწევთ. რომელი წყაროებიდან ხდება ფულის მოზიდვა შეერთებული შტატებიდან? ხომ არ მიგაჩნიათ, რომ მინისტრების ხელფასებიც სხვა წყაროებიდან უნდა დაფინანსდეს, როგორც ეს საქართველოში განხორციელდა? თუ გავითვალისწინებთ ჩვენი მინისტრების დაბალ ხელფასებს, ეს იდეა ერთობ მიმზიდველი ჩანს…

ჯეფრი პაიეტი: მე, ალბათ, არასაკმარისად ვიცი, თუ როგორ ფინანსდებოდა ქართველი მინისტრების ხელფასები, რომ ამ მაგალითზე ვისაუბრო. მაგრამ თუ საკითხს გლობალურად მივუდგებით, ალბათ, საჭიროა მთავრობის შემადგენლობის შემცირება, რომ დანარჩენებს ხელფასები მოემატოთ. ვიცი, რომ მთავრობაში, მცირე ხელფასის მიუხედავად, ბევრი აქტიური და ჭკვიანი ადამიანი ენთუზიაზმით მუშაობს, მათ მხარი უნდა დავუჭიროთ და წავახალისოთ.

Comments are closed