globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 31 მარტი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Mar 31st, 2016 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Reuters» (დიდი ბრიტანეთი): დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ფილიპ ჰამონდის თბილისში ვიზიტის შესახებ

«КоммерсантЪ» (რუსეთი): „რუსეთი საერთაშორისო ნორმებსა და წესებს იგნორირებს“ // დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა უწყების მეთაურის განცხადებით, რუსეთი საფრთხეა არა მარტო საქართველოსათვის, არამედ „ყველასათვის“

«Эхо» (აზერბაიჯანი): რასთანაა დაკავშირებული ინვესტიციების გადინება აზერბაიჯანიდან საქართველოში?

———————–

«Reuters» (დიდი ბრიტანეთი), 31 მარტი, 2016 წელი

http://uk.reuters.com/article/uk-britain-georgia-hammond-idUKKCN0WW1HR

http://ru.reuters.com/article/topNews/idRUKCN0WW1UW

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ფილიპ ჰამონდის თბილისში ვიზიტის შესახებ

მსოფლიოს რიგი წამყვანი მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მიერ  („ფრანს პრესი“, „როიტერი“, „დოიჩე ველე“) ფართოდ შუქდება  საქართველოს საგარეო პოლიტიკაში მომხდარი მნიშვნელოვანი მოვლენა – 30 მარტს თბილისში დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ფილიპ ჰამონდის ვიზიტი, მისი შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ერთობლივი პრესკონფერენცია და ა.შ.

უცხოურმა მასმედიამ, მათ შორის სააგენტო „როიტერ“-მა ყურადღება განსაკუთრებით მიაქცია ფილიპ ჰამონდის განცხადებებს რუსეთის შესახებ, რომელიც მან გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გიორგი კვირიკაშვილთან ერთად გამართულ პრეს-კონფერენციაზე.

„რუსეთი კვლავ აგრძელებს საერთაშორისო სამმართლის პრინციპებისა და ნორმების დარღვევას, რაც ყველა ჩვენთაგანისათვის საფრთხესა და გამოწვევებს წარმოადგენს“, – განაცხადა ფილიპ ჰამონდმა თბილისში ვიზიტის დროს. „თუ რუსეთს ეკონომიკური სანქციების მოხსნა სურს, მაშინ მოსკოვმა უკან უნდა დაიხიოს და უკრაინის შესახებ მინსკის მოლაპარაკების პირობები უნდა შეასრულოს“, – ასე უპასუხა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა „როიტერის“ კორესპონდენტის მიერ დასმულ შეკითხვას – „წარმოადგენს თუ არა რუსეთი საფრთხეს საქართველოსა და ბალტიისპირეთის სახელმწიფოებისათვის“.

პუბლიკაციის ავტორი აღნიშნავს, რომ 2008 წელს საქართველოს რუსეთთან ომი ჰქონდა. „ფილიპ ჰამონდმა საქართველოს, რომელსაც პროდასავლური კურსი აქვს აღებული, მხარდაჭერა აღუთქვა“, – წერს ჟურნალისტი მარგარიტა ანთიძე..

დიდი ბრიტანეთის საგარეოპოლიტიკური უწყების მეთაური ფილიპ ჰამონდი, რომელიც ხშირად მწვავედ აკრიტიკებს ხოლმე კრემლის მოქმედებას, საქართველოში პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან მოლაპარაკების მიზნითაა ცამოსული. იგი დაინტერესებულია აგრეთვე სამხრეთკავკასიური გაზსადენის გაფართოება-რეკონსტრუქციით. როგორც ცნობილია, მილსადენის ოპერატორი კომპანია „ბრიტიშ პეტროლეუმი“ გახლავთ“, – ნათქვამია „როიტერის“ მიერ გავრცელებულ მასალაში.

————–

დამატებითი დასავლური წყარო ფილიპ ჰამონდის ვიზიტის თაობაზე -

გერმანული „დოიჩე ველე“: http://www.dw.com/ru/глава-британского-мида-назвал-россию-глобальной-угрозой/a-19151807

«КоммерсантЪ» (რუსეთი), 31 მარტი, 2016 წელი

http://www.kommersant.ru/doc/2951265

„რუსეთი საერთაშორისო ნორმებსა და წესებს უგულებელყოფს“

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა უწყების მეთაური აცხადებს, რომ რუსეთი საფრთხეს წარმოადგენს არა მარტო საქართველოსათვის, არამედ „ყველასათვის“.

გიორგი დვალი, თბილისი

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეტა მინისტრი ფილიპ ჰამონდი საქართველოს ორდრიანი სამუშაო ვიზიტთ ეწვია. მან მადლობა გადაუხადა საქართველოს ხელმძღვანელობას იმ გადაწყვეტილების გამო, რომელიც ავღანეთში ქართული სამხედრო კონტინგენტის გაზრდას ითვალისწინებს. ბრიტანული საგარეო საქმეთა უწყების მეთაურმა მხარდაჭერა აღუთქვა საქართველოს ნატოსთან ინტეგრირების საკითხში და მკაცრად გააკრიტიკა მოსკოვი, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ „რუსეთი დასავლეთის ბევრ საზრუნავს იზიარებს“.

„რუსეთი უგულებელყოფს და ყურადღებას არ აქცევს საერთაშორისო ნორმებსა და წესებს“, – განაცხადა ფილიპ ჰამონდმა გიორგი კვირიკაშვილთან ერთად გამართულ პრეს-კონფერენციაზე თბილისში. როგორც ბრიტანული საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, „რა თქმა უნდა, რუსეთის, მოქმედება, ყოველი ჩვენთაგანისათვის საფრთხესა და გამოწვევას წარმოადგენს“.

ბატონმა ფილიპ ჰამონდს არ დაუკონკრეტებია, მოსკოვის რომელ მოქმედებას მიიჩნევს იგი „ყველასათვის საფრთხეს“, თუმცა გასაგებია, რადგანაც ამ ფრაზამ საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადების კონტექტსში გაიჟღერა: „რუსეთი აგრძელებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებას და ანალოგიურად მოქმედებს უკრაინის მიმართაც… სანამ ოკუპაცია გრძელდება, ეს ჩვენთვის სერიოზული გამოწვევა იქნება“, – აღნიშნა გიორგი კვირკაშვილმა და ჟურნალისტებს აცნობა, რომ ფილიპ ჰამონდთან პირისპირ საუბრის დროს დიდი დრო დაუთმეს სწორედ ამ თემაზე – ოკუპაციაზე და რუსეთთან ურთიერთობაზე მსჯელობას.

სხვათა შორის, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეტა მინისტრმა იქვე მიანიშნა, რომ მოსკოვთან არა მარტო უნდა ვიდაოთ, არამედ უნდა ვითანამშრომლოთო იმ საკითხებში, რომელთა მოგვარების შესახებ ერთობლივი ინტერესი არსებობს: „რუსეთს მნიშვნელოვანი ზალა და გავლენები აქვს. მოსკოვი იზიარებს ჩვენს შეშფოთებას და საზრუნავს, განსაკუთრებით „ისლამური სახელმწიფოსტან“ ბრძოლის საკითხში“, – აღიარა ბატონმა ფილიპ ჰამონდმა და თან ხაზგასმულად მეგობრული ტონით დაამატა: „მე მჯერა და არანაირი ეჭვი არ მაქვს, რომ რუსეთს „ისლამურ სახელმწიფოზე“ გამარჯვება სურს… ამისათვის აუცილებელია ერთობლივი მუშაობა საერთაშორისო წესების გათვალისწინებით“.

თბილისში გამართულ პრეს-კონფერენციაზე პირველად გაცხადდა, რომ საქართველო ავღანეტში ნატოს ოპერაციაში („გადამწყვეტი მხარდაჭერა“) მონაწილეობის მიღების მიზნით 900 სამხედრო მმოსამსახურეს გაგზავნის (ადრინდელი 700-ის ნაცვლად). პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ფილიპ ჰამონდთან მოლაპარაკების დროს ამ თემაზეც იმსჯელეს: „დიდი ბრიტანეთი აფასებს ჩვენს ძალისხმევას და მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ სწრაფვას“, – დაასკვნა პრემიერმა. რაც შეეხება ბატონ ფილიპ ჰამონდს, მას ამ საკითხზე ბევრი არ ულაპარაკია და სიტყვაძუნწობა გამოიჩინა.

«Эхо» (აზერბაიჯანი), 31 მარტი, 2016 წელი

http://www.echo.az/article.php?aid=98268

რასთანაა დაკავშირებული ინვესტიციების გადინება აზერბაიჯანიდან საქართველოში?

„საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაცია მოწმენდილ ცაზე ჭექა-ქუხილივით გაისმა: ქართული უწყების წინასწარი ინფორმაციის თანახმად, 2015 წელს საქართველოს უმსხვილესი უცხოელი ინვესტორი აზერბაიჯანი გახდა – ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ, 2015 წელს აზერბაიჯანიდან საქართველოში გატანილი იქნა 542 მილიონი დოლარი და სესაბამისად, ქართულ საინვესტიციო პორტფელში 40%-იანი მოცულობით, აზერბაიჯანმა პირველი ადგილი დაიკავა. წინა მონაცემებს თუ შევადარებთ (303 მილიონი დოლარი – 2014 წელს), ეს ნიშნავს, რომ ბოლო პერიოდში აზერბაიჯანიდან საქართველოში დიდი რაოდენობით კაპიტალი გაედინება“, – წერს მკვლევარი აჰმედ ალილი. იგი აღნიშნავს, რომ აზერბაიჯანელი მეწარმეები და ბიზნესმენები ყოველთვის აქტიურად აბანდებდნენ კაპიტალსა და ინვესტიციებს მეზობელი ქვეყნის ეკონომიკაში, მაგრამ აზერბაიჯანში ბოლო დროს განვითარებული კრიზისის ფონზე ეს ფენომენი საინტერესო ხდება და შესწავლას მოითხოვს“. მკვლევარის ყურადღებას იპყრობს ის ფაქტიც, რომ მასმედიის ზოგიერთ საშუალებაში აზერბაიჯანელი ბიზნესმენების ინტერვიუებიც კი ქვეყნდება იმის შესახებ, თუ რატომ წყვეტენ ისინი ბიზნესსაქმიანობას აზერბაიჯანში და რატომ იწყებენ საქართველოში მაშინ, როცა თვით აზერბაიჯანი ფინანსური კაპიტალისა და რესურსების ნაკლებობას განიცდის.

რით შეიძლება აიხსნას ინვესტიციების გადინება აზერბაიჯანიდან საქართველოში?

ავტორი აანალიზებს საერთაშორისო გამოცდილებასა და პრაქტიკას ფინანსების მიზიდვისა და კაპიტალის დაბანდება-ინვესტირების სფეროში აშშ-ის მაგალითზე: დელავერის შტატის ხელისუფლებამ ბევრი კანონი მიიღო ბიზნესის წარმოების სფეროში – გაამარტივა კანონმდებლობა, მოახდინა ბიზნესის დერეგულირება, შეამცირა გადასახადები სხვა შტატებიდან ბიზნესმენების მიზიდვის მიზნით. ეკონომიკურ წრეებში ეს მოქმედება ცნობილია ტერმინით „დელავერის ეფექტი“, რომელიც ერთგვარ კონკურენციას ასახავს შტატებს შორის – ვინ უფრო მეტ უკეთეს პირობებს შეუქმნის ბიზნესს და შესაბამისად, ვინ მიიზიდავს უფრო მეტ ინვესტიციებს.

რადგანაც საქართველო და აზერბაიჯანი ორივე ერთ რეგიონში მდებარეობს, ისინი ერთმანეთისათვის ბუნებრივ კონკურენტებს წარმოადგენენ. აქედან გამომდინარე, აჰმედ ალილი ასკვნის, რომ ბიზნესისათვის საქართველოში უფრო კარგი პირობებია შექმნილი, კონკურენციის პროცესი იქ უფრო აქტიურად და სამართლებრივად მიმდინარეობს. „აშკარაა, რომ ამ „ორთაბრძოლაში“ საქართველო იგებს. მაგრამ უფრო საწყენია ის ფაქტი, რომ ჩვენი მეზობელი ინვესტიციებს არამარტო კავკასიის რეგიონის ფარგლებს გარედან იზიდავს, არამედ თვით აზერბაიჯანიდან, სადაც  მანათის მკვეთრი დევალვაცია მოხდა, მოსახლეობის ცხოვრების დონე დაეცა და საერთოდ, ქვეყანა ნაკლებმიმზიდველი გახდა ინვესტორებისათვის“, – აღნიშნავს მკვლევარი.

ავტორი პუბლიკაციაში ეხება აზერბაიჯანის მთავრობის მიერ განხორციელებულ ძალისხმევასაც, რომელიც ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისკენაა მიმართული.

Comments are closed