globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 31 ივლისი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Jul 31st, 2015 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Московский комсомолец» (რუსეთი): რითი უპასუხებს რუსეთი საქართველოს სანქციებს? მოსკოვთან ურთიერთობის „დათბობა“ თბილისური ბლეფი აღმოჩნდა

«Независимая газета» (რუსეთი): პეკინიდან ბაქომდე – ექვს დღეში: ჩინეთ-ყაზახეთ-აზერბაიჯანის სარკინიგზო მარშრუტის აპრობაცია

«Комсомольская правда» (რუსეთი): ინტერვიუ მარია გაიდართან: „თავის დროზე ქართულ რეფორმებს უსამართლოდ ვექცეოდი – მეჩვენებოდა, რომ ისინი „ფასადურია“, თუმცა სხვაგვარად აღმოჩნდა“

——————-

«Московский комсомолец» (რუსეთი), 31 ივლისი, 2015 წელი

http://www.mk.ru/politics/2015/07/30/chem-otvetit-rossiya-na-sankcii-gruzii.html

რითი უპასუხებს რუსეთი საქართველოს სანქციებს? მოსკოვთან ურთიერთობის „დათბობა“ თბილისური ბლეფი აღმოჩნდა

მარინა პერევოზკინა

(შემოკლებით)

დღის ანეკდოტი: საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. რატომ არის ეს ანეკდოტი? გასაგებია, რატომაც. საკმარისია რუკას შეხედოთ და მიხვდებით. შავ ზღვაში არის ასეთი თევზი, ბარაბული, პატარა თევზი, რომელიც იმით იკვებება, რასაც ზღვა მისცემს. როგორ შეიძლება თევზმა ზღვას სანქციები დაუწესოს? მხოლოდ ერთი გზით: ნაპირზე გამოირიყოს.

რას ნიშნავს რუსეთი საქართველოსთვის და საქართველო რუსეთისათვის? უფრო სწორედ, დავსვათ კითხვა: რას აწოდებს საქართველოს რუსეთს? ამას სკოლის მოსწავლეც კი უპასუხებს: ღვინოს, ხილს და გასტარბაიტერებს, კიდევ „ბორჯომს“, რომელიც უკვე ერთი ბოთლი ყირიმული ღვინის ფასი ღირს. რას აწოდებს რუსეთი საქართველოს? ეს კითხვა კი უკვე რიტორიკულია.

ყველანაირი სანქციების არსი და მიზანი ისა, რომ მოწინააღმდეგეს უკბინო, ტკივილი მიაყენო. აქვს საქართველოს იმის საშუალება, რომ სანქციებით რუსეთს ტკივილი მიაყენოს? არაფერი ამის მსგავსი მას არ აქვს. აქვს რუსეთს იმის საშუალება, რომ საქართველოს ტკივილი მიაყენოს? რამდენიც გინდა. მე არ გამიკვირდება, რომ საპასუხო ზომები შეიძლება უკვე ხვალიდანვე იქნეს მიღებული: საქართველოდან ღვინის, ხილის, მინერალური წყლის იმპორტის სრული აკრძალვა; არალეგალურად მცხოვრები ქართველების გაძევება და მათი დოკუმენტების შემოწმება, ვინც რუსეთში თითქოსდა ლეგალურად იმყოფება; ქართველების ბიზნესის კონტროლი-შემოწმება შესაბამისი უწყებების მიერ. რა მოჰყვენა ამას, ისიც გასაგებია: ალბათ, გამოჩნდებიან რუსი ბიზნესმენები, რომლებიც სიამოვნებით დაიკავებენ ქართული ბიზნესისაგან გათავისუფლებულ ნიშას. კიდევ: ქართველი კანონიერი ქურდების გაძევება ისტორიულ სამშობლოში; რუსეთში ქართულ ტურისტულ კომპანიებს მუშაობა აეკრძალებით, ხოლო რუსულს – საქართველოში სამოგზაურო ტურების ორგანიზება.

საქართველო, რასაკვირველია, მშვენიერი, ლამაზი და უძველესი ქვეყანაა, მაგრამ დედამიწაზე არის სხვა ღირსშესანიშნავი ადგილები, სადაც შეიძლება  იმოგზაურო, დატკბე და იცხოვრო, ბოლოს და ბოლოს. ქართული ღვინო, რა თქმა უნდა, ცუდი არ არის, მაგრამ არც უკეთესია ესპანურ, ფრანგულ და ჩილიურ ღვინოებზე, ფასი კი ქართულს ზოგჯერ უფრო მეტი აქვს. მით უმეტეს, თუ თბილისის აეროპორტში უბაჟო ვაჭრობის მაღაზიაში („დიუთი-ფრი“) ღვინოებს ნახავთ, მიხვდებით, რომ რუსეთში მაინცდამაინც საუკეთესო ქართული ღვინო არ სემოდის.

საქართველოს ქცევა ადასტურებს, რომ ეს ყველაფერი – „ურთიერთობის დათბობა“, „ურთიერთობის გაუმჯობესება“ მხოლოდ თბილისის ტაქტიკური მანევრი ყოფილა. საერთოდ კი, საქართველოში რუსეთის მიმართ კარდინალურად არაფერიც არ შეცვლილა, უბრალოდ, გადარეული რუსოფობია შედარებით უფრო მოქნილი რუსოფობიით შეიცვალა, ანუ ანტირუსული კურსი კვლავ გრძელდება, მაკიაჟით შენიღბული-შელამაზებული. სანქციებისადმი მიერტება აქ მთავარი არაა. მთავარია ის, რომ ქართველი დაქირავებულები უკრაინაში იბრძვიან და ჩვენს თანამემამულეებს ხოცავენ, უკრაინელებს დამსჯელი ოპერაციების ჩატარებას ასწავლიან…

ახლა არავინ თქვას, რომ ყველაფერ ამას მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის გუნდის წევრები და მისი მხარდამჭერები აკეთებენ. კი, მიხეილ სააკასვილმა დიდი როლი შეასრულა უკრაინაში ქართველი მოხალისეების გაგზავნა-მიზიდვაში, მაგრამ ამ „მოხალისეების შეგროვება-გადაბირება თბილისში დრესაც რომ ღიად მიმდინარეობს იქაური ორგანიზაცია „თავისუფალი ზონის“ მიერ? რა, განა საქართველოს ხელისუფლებას არ შეუძლია თავის თანამემამულეებს და მოქალაქეებს უკრაინის საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობა აუკრძალოს, ხოლო ვინც უკვე იბრძვის, მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრას? შეუძლია, მაგრამ ამის ნაცვლად საქართველოში მათ, ვინც უკრაინაში იღუპება, გმირებად მოიხსენიებენ.

საქართველოს არამეგობრულ ნაბიჯებს გულგრილად და უყურადღებოდ ნუ მოვეკიდებით. ფინია, რომელიც სპილოს უყეფს, ცხადია, კომიკური პერსონაჟია, მაგრამ როცა ძაღლების ხროვა თავს დაგესხმება, ეს უკვე სასაცილო აღარ არის. წარმოიდგინეთ დათვი, რომელსაც ძაღლები სხვადასხვა მხრიდან უტევენ… აი, სწორედ ასეთი ტაქტიკა გამოიყენება დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ.

————–

ბოლო წუთს მიღებული ინფორმაცია: საქართველოს ხელისუფლებამ განმარტება გააკეტა – პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, რომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს არ შეერთებია და მით უმეტეს, მას არანაირი ახალი სანქცია არ შემოუღია. როგორც ირკვევა, ჯერ კიდევ გასული წლის 23 ივნისს საქართველო შეუერთდა ევროკავშირის მიერ დაწესებულ მხოლოდ ერთ სანქციას, რომელიც საქართველოში ყირიმული პროდუქციის იმპორტის აკრძალვას ითვალისწინებს და რადგანაც ევროკავშირმა 19 ივლისს ეს სანქცია კიდევ ერთი წლით გააგრძელა, გამოდის, რომ საქართველოზეც აღნიშნული სანქციის ვადის გაგრძელება ავტომატურად ვრცელდება. უბრალოდ, ქართული პოლიტიკის ამ დეტალის შესახებ ფართო საზოგადოებამ რატომღაც არაფერი იცოდა. პრინციპში, ეს არაფერს ცვლის, რადგანაც გინდა ერთს შეუერთზე და გინდაც ასს, მაინც რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ სანქციას უერთდები. საინტერესოა, რატომ არ ვიცოდით ამის შესახებ ჩვენ თითქმის მთელი ერთი წლის განმავლობაში? და კიდევ ჩნდება ასეთი კითხვაც, უკვე ჩვენი ხელისუფლების მიმართ: რატომ არ დააწესა რუსეთმა საპასუხო სანქციები საქართველოს წინააღმდეგ ჯერ კიდევ ერთი წლის წინათ?

«Независимая газета» (რუსეთი), 31 ივლისი, 2015 წელი

http://www.ng.ru/cis/2015-07-31/1_azerbaijan.html

პეკინიდან ბაქომდე – ექვს დღეში: ჩინეთ-ყაზახეთ-აზერბაიჯანის სარკინიგზო მარშრუტის აპრობირება

„ჩინეთი-ყაზახეთი-აზერბაიჯანის მარშრუტით პირველი საკონტეინერო მატარებლის ტესტური გაშვება წარმატებით დასრულდა. მხარეთა კოორდინირებული მოქმედებით დადგინდა კონკურენტუნარიანი ტარიფი რეგიონთაშორისო სატრანსპორტო გადაზიდვებზე, რომელიც სულ რაღაც ექვსი-შვიდი დრე გრძელდება. ეს მარსრუტი არის ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მარშრუტის გაგრძელება, რომელიც მოწოდებულია უზრუნველყოს კონკურენტუნარიანი გადაზიდვები ევროპიდან ჩინეთისაკენ და პირიქით. ამ მარშრუტს უკვე ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი უწოდეს“, – ნათქვამია „ნეზავისიმაია გაზეტაში გამოქვეყნებულ სტატიაში (ავტორი – სოხბეთ მამედოვი).

როგორც კომპანია „ყაზახეთის რკინიგზები“ იუწყება, სატვირთო მატარებლების პირველი რეგულარული გაშვება მარშრუტით ჩინეთი-ყაზახეთი-აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთი პირველი სექტემბრისათვისაა დაგეგმილი. ეს ყველაფერი შესაძლებელი გახდა იმ მსხვილი სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის დასრულებით, რომელიც მიმდინარე წელს განხორციელდა საქართველო-თურქეთის საზღვარზე, – აღნიშნულია პუბლიკაციაში და იქვე ვრცლადაა გადმოცემული ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ტექნიკური მონაცმები, რვირთბრუნვა, მოსალოდნელი ეკონომიკური სარგებლიანობა და სხვა.

„აზერბაიჯანში ამ სარკინიგზო მაგისტრალის ექსპლოატაციას დიდ მნიშვნელობას აძლევენ. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან არსებული სტრატეგიული კვლევების ცენტრის დირექტორი ფარხად მამედოვი ამბობს, ეს პროექტი ხელს უწყობს მარავალი ტრენდის შექმნას, მაგალითად, სატვირთო ოპერაციების გასაიოლებლად ბაქოს გარეუბანში შენდება დიდი ტერმინალი – საზღვაო პორტი ალიათი, რომლის ტვირთბრუნვა წელიწადში 11 მილიონ ტონაზე მეტი იქნება“.

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზისადმი დიდ ყურადრებას ამჟღავნებენ აგრეთვე შუა აზიისა და შორეული აღმოსავლეთის ქვეყნებიც, მაგალითად, თურქმენეთის, ყაზახეთის და ავღანეთის კვალდაკვალ დაინტერესება გამოხატეს უზბეკეთმა და ტაჯიკეთმა: „თურქმენეთს კასპიის ზღვის სანაპიროზე კარგად მოწყობილი ნავსადგური აქვს – თურქმენბაში, რომლით სარგებლობა ტაჯიკეთსაც შეუძლია“, – ამბობს ტაჯიკეთის ელჩი აზერბაიჯანში ზოჰირ საიდოვი.

გუშინ თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ერდოღანი ჩინეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა. მან ჩინეთ-თურქეთის ბიზნეს-ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე თურქეთიდან უკვე ტესტური მატარებელი გაიშვა. თურქმა ლიდერმა ჩინელ ბიზნესმენებს ამ რკინიგზით სარგებლობისაკენ მოუწოდა“, – აღნიშნულია სტატიაში.

«Комсомольская правда» (რუსეთი), 31 ივლისი, 2015 წელი

http://www.kp.ru/daily/26413/3287543/

ინტერვიუ მარია გაიდართან: „თავის დროზე ქართულ რეფორმებს უსამართლოდ და უყურადღებოდ ვექცეოდიმეჩვენებოდა, რომ ისინიფასადურია“, თუმცა სინამდვილეში სხვაგვარად აღმოჩნდა

გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდაში“ გამოქვეყნებულ ინტერვიუში უკრაინის ოდესის ოლქის ვიცე-გუბერნატორის მოვალეობის დროებითი შემსრულებელი მარია გაიდარი საუბრობს როგორც საქართველოს ექს-პრეზიდენტისა და ოლქის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის, ასევე ზოგადად, საქართველოსთან დამოკიდებულების შესახებ.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

- მიხეილ სააკაშვილის მიწვევის მიუხედავად, მე რუსეთიდან წასვლას მაინც ვაპირებდი… უბრალოდ, მისგან მიღებული მოწვევა ჩემს სურვილს დაემთხვა. რუსეთთან შედარებით, უკრაინაში რეფორმების გატარება უფრო იოლია, რადგან ეს მოსახლეობასაც სურს და ხელისუფლებასაც…

- თქვენ ნამდვილად ფიქრობთ, რომ რუსეთი დაესხა თავს საქართველოს?

- იცით, 2008 წელს მე ასე არ ვფიქრობდი. ახლა კი მიმაჩნია, რომ მართლაც ასე მოხდა – რუსეთი დაესხა თავს საქართველოს. 2008 წელს მე მეჩვენებოდა, რომ ასეთი რამ შეუძლებელი იყო.

- თქვენი პოზიცია ხშირად იცვლება, თითქოსდა ვიღაც გკარნახობთ

- იცვლება!?

- დიახ, საქართველოსთან მიმართებით.

- არა, არ იცლება. ჩემთვის მიხეილ სააკაშვილი „ტელევიზორის კაცი“ იყო, ჯორჯ ბუშივით… მე აშშ-ის პრეზიდენტს შევხვედრივარ და დავწმუნდი, რომ ძალიან ჭკვიანი ადამიანია. თუმცა, როცა მიხეილ სააკაშვილს ტელეშოუში ვუყურე, მივხვდი, რომ ჯორჯ ბუში მასთან შედარებით სულელია.

- თქვენ რამდენიმე წლის წინ თქვენი მომავალი უფროსი მიხეილ სააკაშვილის ასეთივე ეპითეტით შეამკეთ

- მე მხოლოდ სოციალური ქსელის სხვა მონაწილის ჩანაწერის რეპოსტი გავაკეთე, მაგრამ საქართველოს მიმართ არასდროს არანაირი პოზიცია არ დამიფიქსირებია. საერთოდ კი, ვფიქრობ, რომ თავის დროზე ქართულ რეფორმებს უსამართლოდ და უყურადღებოდ ვექცეოდი – მეჩვენებოდა, რომ ისინი „ფასადურია“, თუმცა სინამდვილეში სხვაგვარად აღმოჩნდა…

- ბევრი ქართველს მიხეილ სააკაშვილი გულწრფელად სძულს

- მე ბევრი ქართველი მეგობარი მყავს… დიახ, მეც მეუბნებიან, რომ იგი საშინელი პიროვნებაა, საშინელიო…. მაგრამ როცა თვითონ შეხედავ და გაესაუბრები, სულ სხვა ურთიერთობა ყალიბდება… ეს ეხება საქართველოსთან ომსაც: მე მართლაც დიდი ხნის განმავლობაში ვიყავი დარწმუნებული იმაში, რომ რუსეთს არ შეეძლო თავს დასხმოდა საქართველოს, რომ ეს შეუძლებელი იყო, რომ ეს უაზრო მოქმედება იქნებოდა… ახლა კი, როცა დავინახე რა ხდება უკრაინაში, მივხვდი, რომ სრული სინამდვილეა, რომ რუსეთი მართლაც თავს დაესხა საქართველოს.

Comments are closed