globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 31 ოქტომბერი 2016 წელი

Posted by nanamaoglobal on Oct 31st, 2016 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): საქართველო: არჩევნების მეორე ტურის 50 სავარძელი

«The Associated Press» (აშშ): საქართველოს მმართველი პარტიის მიზანი – საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება

«Независимая газета» (რუსეთი): როგორ ირჩევდნენ ქართველები პარლამენტს // დასავლეთი და აღმოსავლეთი ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციებში შეერთდნენ

«Настоящее время» (ჩეხეთი): ახალქალაქი ორთავიანი არწივით: როგორ იღებს საქართველოს სომხური ქალაქის მოსახლეობა რუსეთის მოქალაქეობას

———————-

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 31 ოქტომბერი, 2016 წელი

http://www.amerikiskhma.com/a/second-round-single-mandate-elex/3572101.html

საქართველო: არჩევნების მეორე ტურის 50 სავარძელი

ნინო დალაქიშვილი

არჩევნების მეორე ტური საქართველოში, რომელსაც 50 მაჟორიტარი დეპუტატის ვინაობა უნდა დაედგინა, დასრულებულია. კონკურენტები უმეტესწილად, „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები იყვნენ, თუ არ ჩავთვლით ჭიათურაში„თავისუფალი დემოკრატების“ ერთადერთ შემორჩენილ წარმომადგენელს  თეიმურაზ გაფრინდაშვილს და მთაწმინდის უბანს, სადაც ერთმანეთს თავისუფალი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ნიკა რურუა დაუპირისპირდნენ.

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე 30 ოქტომბრის საღამოს აცხადებდა, რომ მისი პარტიის წარმომადგენლები ყველა უბანზე დამაჯერებლად იმარჯვებენ (ცედკოს მონაცემებით, 50-დან 48 ოლქში „ქართული . თუ არჩევნების მეორე ტურს შევაჯამებთ, ის არცთუ მშვიდობიანად და არცთუ ცივილიზებულად გამოიყურებოდა. ადგილი ჰქონდა ფიზიკური დაპირისპირების შემთხვევებსაც, რა დროსაც დაზარალებული საავადმყოფოშიც კი მოხვდა და ისმოდა სიტყვა, რაც ყველაზე სამარცხვინოდ ჟღერს მაშინ, როდესაც დემოკრატიულობაზე პრეტენზიის მქონე ქვეყანაში მიმდინარეობს არჩევნები: კარუსელი.

კარუსელის თაობაზე კი არა მხოლოდ მარნეულში საუბრობდნენ, არამედ თბილისშიც. ხოლო იმას, რომ ამგვარ მცდელობას მართლაც ჰქონდა ადგილი, ცესკომაც დაადასტურა განცხადებით, რომელშიც აღნიშვნული იყო, რომ ცესკოს წარმომადგენლებმა არ დაუშვეს უბნებზე ამომრჩევლები, ვინც უკვე მარკირებაგაკეთებული მივიდა ხელახლა ხმის მისაცემად. კარუსელი სწორედ ამას გულისხმობს: ხმის მიცემას განმეორებით და არაკანონიერად. საინტერესოა ისიც, რომ მთაწმინდის უბანზე, სადაც სალომე ზურაბიშვილი და ნიკა რურუა უპირისპირდებოდნენ ერთმანეთს, ორივე კანდიდატი ერთმანეთის მიმართ სწორედ იმ ბრალდებით გამოდიოდა, რომ ისინი ეგრეთ წოდებული კარუსელის გამოყენებას ცდილობდნენ და ამომრჩეველთა უკანონო მობილიზებას აორგანიზებდნენ. ნაციონალური მოძრაობის წევრმა რომან გოცირიძემ კი ისიც განაცხადა, რომ „მთაწმინდაზე ეგრეთ წოდებული მოძველბიჭო ელემენტები საარჩევნო პროცესზე გავლენის მოხდენას ცდილობდნენ“.

ფიზიკური დაპირისპირება დასისხლიანებამდე მივიდა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სობისში, სადაც მკლავჭიდი ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს შორის გაიმართა. „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ პროვოკაცია ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების მხრიდან დაიწყო, კონკრეტულად კი ყოფილი „ზონდერის“ ბადრი ბასიშვილის ჯგუფის წევრის მხრიდან ისმოდა შეურაცხყოფა. ინციდენტი იმით გამოიხატა, რომ საკრებულოს ქართული ოცნების დეპუტატმა კობა ბერიანიძემ ნაციონალური მოძრაობის აქტივისტს ალბერტ მერებაშვილს სცემა, რის შემდგომაც ის საავადმყოფოში მოხვდა. საქმეს პოლიცია ცემის მუხლით იძიებს.

ცესკოს მონაცემებით, ყველაზე მაღალი აქტივობა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში 52 პროცენტი დაფიქსირდა, ყველაზე დაბალი კი 21 პროცენტი – გორში, სადაც ქართული ოცნების კანდიდატი, ფაქტობრივად, უკონკურენტო მდგომარეობაშია, რადგან 8 ოქტომბრის არჩევნების შემდგომ აქ კანდიდატურა მოხსნილად გამოაცხადა და პოლიტიკური ტაიმ–აუტი აიღო თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა ირაკლი ალასანიამ. ასეთმა გადაწყვეტილებამ მეორე ტურს აზრი დაუკარგა, თუმცა საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად, არჩევნები მაინც გაიმართა.

რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციების დაკვირვების შედეგად აღმოჩენილი დარღვევების ჩამონათვალს, ის ასე გამოიყურება: ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა, ხელმეორედ ხმის მიცემა, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა, აგიტაცია საარჩევნო უბანზე, არაუფლებამოსილი პირების ყოფნა საარჩევნო უბანზე, საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადოდ წარმოება, გადასატან საარჩევნო ყუთთან დაკავშირებული ხარვეზები, მარკირების პროცედურის დარღვევა, დამკვირვებლის საქმიანობაში ხელის შეშლა.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის გამარჯვებულები 2229 საარჩევნო უბანზე გამართული არჩევნების შედეგად გამოვლინდებიან. ქართული ოცნება თუ 46 უბანზე საკუთარი კანდიდატების გაყვანას მოახერხებს, ის საპარლამენტო ცხოვრებას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ექსკლუზიურად განსაზღვრავს და ნებისმიერ გადაწყვეტილებას, მათ შორის კონსტიტუციის შეცვლასთან დაკავშირებით, საკუთარი შეხედულებისამებრ მიიღებს.

————-

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში 50 მაჟორიტარული ოლქიდან 48-შიქართული ოცნებადემოკრატიული საქართველოსკანდიდატმა გაიმარჯვა. გამონაკლისია ორი ოლქი: ხაშურის 43 მაჟორიტარული ოლქი, სადაცთოფაძემრეწველებისკანდიდატმა სიმონ ნოზაძემ გაიმარჯვა (მიიღო ხმების 61,55%) და თბილისში, მთაწმინდის 1 მაჟორიტარული ოლქი, სადაც, წინასწარი მონაცემებით, დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა (მიიღო ხმების 67,58%). ამრიგად, სავარაუდოდ, მე-9 მოწვევის პარლამენტშიქართულ ოცნებასსაკონსტიტუციო უმრავლესობა ექნება და 115 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი.

«The Associated Press» (აშშ), 31 ოქტომბერი, 2016 წელი

http://hosted.ap.org/dynamic/stories/e/eu_georgia_election?site=ap&section=home&template=default

საქართველოს მმართველი პარტიის მიზანი – საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება

სტატიაში გადმოცემულია საქართველოში გამართული საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგები, რომელიც მაჟორიტარულ ოლქებში გამოვლინდა. გარდა ამისა, მასში ნაჩვენებია მმართველი და ოპოზიციური პარტიების – „ქართული ოცნებისა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საგარეოპოლიტიკური პრიორიტეტები – მსგავსება და განსხვავება, საუბარია მიხეილ სააკაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის როლზე ორივე პარტიის საქმიანობაში და ა.შ (ავტორი – მიხეილ ჯინჯიხაშვილი).

გთავაზობთ მოკლე შინაარსს:

„ორივე პარტია – მმართველი „ქართული ოცნებაც“ და ოპოზიციური „ნაციონალური მოძრაობაც“ პროდასავლურები არიან: ორივეს სურს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანება. მათ შორის განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ „ქართული ოცნება“ პარალელურად რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებასაც ცდილობს. პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ინტერვიუში უკვე განაცხადა, რომ საქართველო გააგრძელებს „ევროკავშირთან და ნატოსთან ინტეგრირების პროცესს და პარალელურად რუსეთთან დაძაბულობას შეამცირებს. რუსეთს და საქართველოს 2008 წლის აგვისტოში ერთმანეთთან ხანმოკლე ომი ჰქონდათ, რის შედეგადაც  საქართველომ სეპარატისტულ რეგიონებზე – აფხაზეთზე და სამხრეთ ოსეთზე კონტროლი დაკარგა. ორივე რეგიონს რუსეთისადმი კეთილგანწყობილი დამოკიდებულება აქვთ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსეთს განუწყვეტლივ აკრიტიკებდა, შესაბამისად, იგი კრემლისთვის მიუღებელ პიროვნებას წარმოადგენდა. ამასთან, იმის მიუხედავად, რომ მიხეილ სააკაშვილი ამჟამად უკვე საქართველოს მოქალაქე აღარ არის, იგი მაინც რჩება ოპოზიციური „ერთიანი ნაცმოძრაობის“ საკვანძო ფიგურად, რომელიც მმართველ პარტიას და მის ლიდერს – რუს ოლიგარქს ბიძინა ივანიშვილს აკრიტიკებს.

„ქართული ოცნება“ მაგნატმა ბიძინა ივანიშვილმა შექმნა, რომელმაც თავისი სიმდიდრე რუსეთში საქმიანობით დააგროვა. მოგვიანებით იგი საქართველოს პრემიერ-მინისტრი გახდა, შემდეგ კი თანამდებობიდან გჰადადგა. როგორც ამბობენ, ბიძინა ივანიშვილი გადადგომის მიუხედავად, მთავრობის საქმიანობაზე კვლავ დომინირებულ გავლენას ახდენს.

პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემდეგ „ქართული ოცნება“ ქვეყნის კონსტიტუციის შეცვლას გეგმავს, კერძოდ, პრეზიდენტი საერთო-სახალხო წესით კი აღარ იქნება არჩეული, არამედ მხოლოდ პარლამენტის მიერ. ოპოზიციური „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელმა გიგა ბოკერიამ უკვე განაცხადა, რომ „ბიძინა ივანიშვილს სურს პრეზიდენტის პირდაპირი კენჭისყრით არჩევის უფლება წაგვართვასო“. თავის მხრივ, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს აღმასრულებებლმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ კი გაამართლა კონსტიტუციის დაგეგმილი ცვლილება და განაცხადა, რომ ამით უფლებამოსილების გადანაწილება მოხდება და პარლამენტი გაძლიერდება.

პარლამენტში, „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, კიდევ ერთი პოლიტიკური პარტია შევიდა – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი ექვსი ადგილით, რომელიც რუსეთისადმი ტოლერანტულადაა განწყობილი.

———–

საქართველოს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგების შესახებ სტატიები გამოაქვეყნა დიდი ბრიტანეთის სამაუწყებლო კომპანია „ბი-ბი-სი“-ს რუსულმა სამსახურმა სათაურით „ქართულმა ოცნებამ“ მეორე ტურშიც გამარჯვება გამოაცხადა“ (ავტორი ნინა ახმეტელი), რადიოსადგურ „დოიჩე ველეს“ რუსულმა სამსახურმა – „საქართველოს მმართველმა პარტიამ საკონსტიტუციო უმრავლესობა მიიღო“ (ავტორი – ალექსანდრე დელფინოვი) და სხვებმა (წყაროები: http://www.bbc.com/russian/features-37819076, http://www.dw.com/ru/a-36206441).

«Независимая газета» (რუსეთი), 31 ოქტომბერი, 2016 წელი

http://www.ng.ru/courier/2016-10-31/11_6848_gruzia.html

როგორ ირჩევდნენ ქართველები პარლამენტს

დასავლეთი და აღმოსავლეთი ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციებში შეერთდნენ

გია ფაცურია, ა/ო „კონსტიტუციის დაცვის კავშირის“ ხელმძღვანელი

(შემოკლებით)

საქართველოს მმართველმა „ქართულმა ოცნებამ“ და მისმა არაფორმალურმა ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა მოწინააღმდეგე „ნაციონალებზე“ გამანადგურებელი წარმატება მოიპოვა -  საკონსტიტუციო უმრავლესობა პარლამენტში, რაც თავისთავად ერთპარტიული მთავრობის შექმნას გულისხმობს. „ქართული ოცნება“ მთლიანად აკონტროლებს სასამართლო სისტემას (საკონსტიტუციოს ჩათვლით), ტელესივრცეს („რუსთავი-2“-ის გამოკლებით)… ამ დროს კი ოპოზიციიურ „ნაცმოძრაობაში განხეთიქლებაა – პარტია დაყოფილია პრეტორიანელებად (ანუ მიხეილ სააკაშვილის მომხრეებად) და „იდეურ მედასავლეთეებად“, რომლებიც განწირულნი არიან ერთმანეთთან კონფრონტაციისა და იმ როლისათვის, რომელსაც მათ ბიძინა ივანიშვილი უმზადებს. ოლიგარქისათვის „ნაცების“ ბითუმად თუ პიროვნულად შესყიდვა უკვე პრობლემას აღარ წარმოადგენს. პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღევანდელ სიტუაციაში ბევრს ვერაფერს წყვეტს, მით უმეტეს რომ ბიძინა ივანიშვილი თავის მთავარ პოლიტიკურ შეცდომად სწორედ მარგველაშვილის პრეზიდენტად წამოყენებას თვლის და მას პერიოდულად ბრალს უყენებს სახელმწიფო სახსრების გაფლანგვაში – მიხეილ სააკაშვილის ყოფილი რეზიდენციის შენახვა, სადაც მარგველაშვილი ზის, სახელმწიფო ბიუჯეტს დიდი თანხები უჯდება, უფრო შედარებით ნაკლებად პომპეზურ სენობაში გადასვლა კი პრეზიდენტს კატეგორიულად არ სურს.

ფაქტია, რომ „ქართული ოცნების“ ასეთ გამანადგურებელ გამარჯვებას არავინ ელოდა -  თითქმის ყველა წინასაარჩევნო გამოკითხვა ისეთ გაურკვეველ ვითარებას მოწმობდა, რომ საკონსტიტუციო უმრავლეოსობის მოპოვებაზე „ქართულ ოცნებაში“ უკვე არავინ ოცნებობდა, ყოველ შემთხვევაში, ამას საჯაროდ არ აცხადებდნენ. მეც სწორედ ამან გამაბრიყვა, როცა საკუთარი თავი დეპუტატობის კანდიდატად წამოვაყენე ვაკის პირველ საარჩევნო ოლქში, სადაც თავის დროზე დეპუტატად კენჭს იყრიდნენ მიხეილ სააკაშვილი და გიორგი გაჩეჩილაძე – მისი მთავარი მოწინააღმდეგე 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში.

მე მიხეილ სააკაშვილთან ცოტა რამ მაქვს საერთო – მხოლოდ ის, რომ 2004 წელს, „ვარდების რევოლუციიდან“ რამდენიმე თვის შემდეგ მისი გენერალური პროკურორის ირაკლი ოქრუაშვილის პირადი სანქციით დამაპატიმრეს, შემდეგ კი მისი იუსტიციის მინისტრის ზურაბ ადეიშვილის პირადი განკარგულებით ჩემს ანგარიშზე ევროვალუტა ჩაირიცხა (სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად). ჰოდა, გასაკვირი არაა, თუ რატომ აღმოვჩნდი 2012 წელს, საპყრობილედან გათავისუფლებისა და ისრაელში ემიგრაციის შემდეგ, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბში. მე მაშინ არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის დაცვის კავშირის“ ხელმზღვანელი ვიყავი, რომელმაც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს ასობით დამკვირვებელი მიიზიდა. არჩევნები ჩვენ მოვიგეთ, შემდეგ კი რადიო „საქართველოს ხმაში“ დავიწყე მუშაობა, ჩემი გადაცემებით ვაკონტროლებდი ქართული ღვინის ხარისხს, რომ რუსულ ბაზარზე უხარისხო პროდუქცია არ გასულიყო…

მაგრამ როგორც ოტო ფონ ბისმარკი ამბობდა, „რევოლუციებს გენიოსები ამზადებენ, ახორციელებენ ფანატიკოსები და მისი ნაყოფით კი ვიგინდარები სარგებლობენ“. გენიოსებზე და ფანატიკოსებზე რა მოგახსენოთ, ისინი მაინცდამაინც თვალში მაზოლებს არ მიჩენდნენ, ვიგინდარა პარტიები კი ბლომად იყვნენ. მათი რაოდენობა განსაკუთრებით „გაშლილ მაგიდაზე“ ადგილების დაკავების დროს გამოჩნდა… ამიტომაც მე უარი ვთქვი რამდენიმე პარტიის შემოთავაზებაზე პარლამენტის დეპუტატად ბალოტირების მიზნით და გადავწყვიტე მარტოს მეცადა ბედი, დამოუკიდებელი კანდიდატის სახით.

ვერ ვიტყვი რომ იაკობ კედმის წიგნი „უიმედო ომები“ ჩემს შესახებაა დაწერილი, მაგრამ მის შინაარსთან რაღაც მაკავშირებს: ვაკის საარჩევნო ოლქში რეგისტრაცია ორჯერ გავიარე – შარი მომდეს, რომ ამომრჩეველთა ხელმოწერები ყალბიაო. ისე ჩანდა, რომ „ზემოთ“ ვიღაცას აშკარად არ უნდოდა დამოუკიდებელი კანდიდატი ვყოფილიყავი და ბოლოს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დადგენილებამ მიშველა. ამის მიუხედავად, ჩემი გვარი ცესკოს საიტზე დეპუტატობის კანდიდატთა სიებში მაინც არ გამოქვეყნებულა მანამ, სანამ გენპროკურატურაში შეტანილი საჩივრის საფუძველზე თამარ ჟვანიას დაპატიმრება არ მოვითხოვე…

მოკლედ, მე ჩემი „უიმედო ომი“ დავიწყე…

სატელევიზიო დებატებში მონაწილეობამ არ მომიწეია, რადგან დებატები, ფაქტიურად, არც ყოფილა. სამაგიეროდ, ყოველ საღამოს აჩვენებდნენ სერიალ „ჰეროკრატიას“, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ფულებით რეჟისორმა გიორგი ხაინდრავამ გადაიღო. ფილმი მიხეილ სააკაშვილის დროინდელ ციხეებში არსებულ სიტუაციას ასახავს. ფილმისთვიუს არ მიყურებია. არა იმიტომ, რომ გიორგი ხაინდრავას სარეჟისორო ტალანტს არ ვაფასებს, არამედ უფრო იმიტომ, რომ მე თვითონ მქონდა ეს ყველაფერი გადატანილი და „ნაცების“ მოწინააღმდეგედ ჩემი „მოქცევა“ საჭირო არ იყო.

პარლამენტში ვერ მოვხვდი. თავს მხოლოდ იმით ვიმშვიდებ, რომ ჩემს საარჩევნო ოლქში ყველაზე მეტი ხმები მე მოვაგროვე, ვიდრე ერთად აღებულმა სხვა დანარჩენმა ოთხმა კანდიდატმა ე.წ. „კვალიფიცირებული პარტიებიდან“, რომლებსაც ბიუჯეტი აფინანსებდა. პარლამწნტის ექს-სპიკერის ნინო ბურჯანაძის პარტიის კანდიდატმა მხოლოდ 12 ხმით მაჯობა…

„დასავლეთი დასავლეთია, აღმოსავლეთი კი აღმოსავლეთი, ისინი ვერ შეერთდებიან“… დაივიწყეთ [მწერალ რედიარდ კიპლონგის] ეს სიტყვები. საქართველოში მათი შეერთება უკვე განხორციელდა: დასავლეთი ჭორვილაში, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციაში „დასახლდა“, აღმოსავლეთი კი სოლოლაკში, ბიძინა ივანიშვილის თბილისურ ბიზნეს-ცენტრში. მათთან ერთად ჩრდილოეთიც და სამხრეთიც“.

«Настоящее время» (ჩეხეთი), 31 ოქტომბერი, 2016 წელი

http://www.currenttime.tv/a/28080870.html

ახალქალაქი ორთავიანი არწივით:

როგორ იღებს საქართველოს სომხური ქალაქის მოსახლეობა რუსეთის მოქალაქეობას

სტატიაში გადმოცემულია საქართველოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონში არსებული მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ვითარება, რომელიც ადგილობრივ სომხურენოვან მოსახლეობას რუსეთში ემიგრაციისაკენ უბიძგებს (ავტორი – ზვიად მჭედლიშვილი).

„საქართველოს თუ რუსეთის მოქალაქეობა? ახალქალაქის რაიონი სომხურენოვანი მოსახლეობა რთული არჩევანის წინაშე დადგა: ადგილობრივად სამუშაო არ არის, გარდა ამისა, ბევრი სომეხი ჯერ კიდევ კარგად ვერ ფლობს სახელმწიფო ენას – ქართულს, ამიტომ ისინი საქართველოში საკუთარი თავის რეალიზების შესაძლებლობას ვერ ხედავენ და რუსეთში სამუშაოს საძებნელად მიეშურებიან, სადაც რუსულ პასპორტებს იღებენ. რასაკვირველია, ისინი იძულებულნი ხდებიან უარი თქვან საქართველოს მოქალაქეობაზე, ან ეს ფაქტი დამალონ, რაც სისიხლის სამართლის პასუხისმგებლობას იწვევს, – ნათქვამია სტატიაში, რომელშიც ერთ-ერთი სომხური ოჯახის – სტეფანიანების ისტორიაა ასახული.

ავტორი ესაუბრება მოსახლეობის წარმომადგენლებს – პენსიონერ ვლადიმირ ქორეფიანს, რომელიც ნოსტალგიით იხსენებს „დიდ საბჭოთა ძმურ ოჯახს“  („ეჰ, რა კარგი იყო საბჭოთა პერიოდი, ყველაფრით უზრუნველყოფილნი ვიყავით!“) უმუშევარ მოვსეს სტეფანიანს („აქ არავითარი პერსპექტივა არ არის. ახალგაზრდა კაცი ოჯახის სარჩენად რუსეთში სამუშაოდ მიდის“), არუთინ ქოროფიანს („რუსეთში რომ იმუშაო, მოქალაქეობის მიღებაა საჭირო“) და სხვებს, რომლებიც დუხჭირ ცხოვრებაზე ლაპარაკობენ.

როგორც ავტორი აღნიშნავს, იგი შეეცადა რაიმე ოფიციალური სტატისტიკური ცნობები მიეღო სამოქალაქო რეესტრიდან სამცხე-ჯავახეთის რეგიონში საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმის თაობაზე, მაგრამ უშედეგოდ. „მოსახლეობა ახალქალაქს არა მარტო უმუშევრობის გამო ტოვებს – აქ კიდევ ერთი პრობლემა ისაა, რომ უფროსმა თაობამ ქართული სახელმწიფო ენა არ იცის. ახალგაზრდობა ასე თუ ისე ფლობს, რადგან სკოლაში ასწავლიდნენ. შესაბამისად, ბევრ მათგანს იმედი აქვს, რომ იქნებ თვით რეალიზება მოახერხოს“.

———-

«Настоящее время» - „რადიო თავისუფლება//თავისუფალი ევროპის“ და „ამერიკის ხმის“ ერთობლივი მედიაპროექტი. რედაქცია განთავსებულია პრაღაში, კორესპონდენტები მუშაობენ რუსეთში, უკრაინაში, აზერბაიჯანში, საქართველოში, ყირგიზეთში და სხვა ქვეყნებში.

Comments are closed