globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 11 აპრილი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Apr 11th, 2015 and filed under უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«La Croix» (საფრანგეთი): პაპ ფრანცისკის შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან

«Forbes» (აშშ): ვლადიმერ პუტინი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება, ქართველები კი კიევში დემოკრატიის განვითარებაზე ზრუნავენ

«Reporter» (უკრაინა): ალექსანდრე ტურჩინოვი: „საქართველო უკრაინის საიმედო მოკავშირეა“

———————-

«La Croix» (საფრანგეთი), 11 აპრილი, 2015 წელი

http://www.la-croix.com/Urbi-et-Orbi/Actualite/Rome/Les-chefs-d-Etat-se-succedent-aupres-du-pape-Francois-2015-04-10-1301005

პაპი ფრანცისკის შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან

სებასტიან მაიარი, რომიდან

(შემოკლებით)

ამ დღეებში პაპი ფრანცისკი ორი სახელმწიფოს მეთაურს შეხვდა:  სლოვაკეთისა და საქართველოს პრეზიდენტებს – ანდრეი კისკას და გიორგი მარგველაშვილს.

წმინდა საყდრის განცხადებაში ხაზგასმულია კავკასიაში საერთაშორისო წესრიგისა და სტაბილურობის მნიშვნელობა და მინიშნებულია, რომ საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორია რუსეთს უკანონოდ აქვს ოკუპირებული.

გიორგი მარგველაშვილს, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მემკვიდრეა პრეზიდენტის პოსტზე (2013 წლიდან), საქართველოს კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების შედეგად უფლებამოსილება შეზღუდული  აქვს – უფლებების ნაწილი პრემიერ-მინისტრს გადაეცა.

პაპთან შეხვედრისას დროს საუბარი შეეხო საქართველოს როგორც ქრისტიანული  ქვეყნის „ადგილს ევროპაში“. აღსანიშნავია, რომ ვატიკანს ეწვევა აგრეთვე საქართველოს მეზობელი ქვეყნის – სომხეთის პრეზიდენტიც. იგი მონაწილეობას მიიღებს კვირას, 12 აპრილს გამართულ მესაში, რომელსაც პაპი ფრანცისკი სომეხთა 1915 წლის გენოციდის ასი წლისთავთან დაკავშირებით ჩაატარებს.

«Forbes» (აშშ), 10 აპრილი, 2015 წელი

http://www.forbes.com/sites/melikkaylan/2015/04/10/putin-prepares-to-reinvade-as-saakashvilis-georgians-boots-ukraines-democracy/

ვლადიმერ პუტინი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება, ქართველები კი კიევში დემოკრატიის განვითარებაზე ზრუნავენ

ამერიკულ გამოცემა «Forbes»-ში გამოქვეყნებულ სტატიის ავტორი მელიკ კაილანი, რომელიც რამდენიმე დღის წინ კიევში იმყოფებოდა, წერს, რომ მის ხელთ არსებული მონაცემების თანახმად, რუსეთი შეტევისათვის ემზადება: „ქვეყნის აღმოსავლეთის საზღვართან რუსული არმია სამ ეშელონადაა თავმოყრილი უკრაინაში შესაჭრელად და მთელ ფრონტზე უკრაინის თავდაცვითი ძალები გასანადგურებლად. „იმ დროს, როცა მსოფლიო ირანის ამბიციებსა და სანქციების მოხსნაზე დაობს, ჯერ კიდევ არსებობს სახელმწიფო, რომელიც დასავლეთს განადგურებით ემუქრება, რომელიც [სულ რამდენიმე თვის წინათ] მზად იყო ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად… ჩვენ უნდა გავაკეთოთ დასკვნა, რომ რუსეთის მიერ ყველა სამხედრო კამპანია წინასწარ იყო დაგეგმილი და წინ უძღოდა რომელიმე მსოფლიო მნიშვნელობის მქონე ღონისძიებებს: პეკინის ოლიმპიადა და საქართველო, სოჭის ოლიმპიადა და ყირიმი, მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატი და დონბასი… თვითონ განსაჯეთ: სხვა ქვეყნის საზღვართან რომ ამდენი ტექნიკა და შეიარაღება  მოაგროვო და გადაჭრა ლოჯისტიკასთან დაკავშირებული პრობლემები, ამისათვის დრო და მომზადებაა საჭირო.

ასე რომ, ასეთ შემთხვევევბში სხვას არაფერი არ უნდა დაბრალდეს. არ ყოფილა არც მიხეილ სააკაშვილის „პროვოკაცია“ საქართველოში და არც უკრაინელი „ფაშისტები“ ყირიმსა და დონბასში. რუსული აგრესიის მიზეზი არ ყოფილა. აგრესიის მიზეზებს მოსკოვი თვითონ იგონებდა და დეზინფორმაციის სახით საერთაშორისო საზოგადოებას კვებავდა, რათა მისი რეაქცია კრემლისთვის სასარგებლო ყოფილიყო. დღევანდელ სიტუაციაში თითქოსდა აღარაა ამის თქმის აუცილებლობა, თითქოსდა ყველას ყველაფერი ესმის, მაგრამ სამწუხაროდ, მთლად ასე არ არის. საქართველოში რუსეთის აგრესია მიხეილ სააკაშვილის „უგუნურ და უპასუხისმგებლო“ მოქმედებას არ გამოუწვევია. [სანამ იგი რამეს მოიმოქმედებდა], რუსული ტანკები როკის გვირაბით უკე სამხრეთ ოსეთში შედიოდნენ. ამ ყველაფერს ის რადიო- და სატელეფონო საუბრების ადასტურებენ, რომლებიც გაიშიფრა და გამოქვეყნდა, დასავლეთი კი მათ იგნორირებას ახდენს. სინამდვილეში კი ასე იყო: საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თავის ჯარებს უბრძანა, რომ საბრძოლო მოქმედებები არ დაეწყოთ მაშინაც კი, როცა მათ [რუსებმა] ინტენსიური სროლა დაიწყეს. არადა, თუ არჩეული პრეზიდენტი აგრესიას არ უპასუხებდა, მაშინ ამას ერთი შედეგი მოჰყვებოდა, რაც მოსკოვს სურდა: რეჟიმის შეცვლა. აი, ასე თამაშობს ვლადიმირ პუტინი: აგრესიას არ პასუხობ – წააგებ, უპასუხებ და მაინც წააგებ.

(…)

უკრაინაში დღეს აღმშენებლობითი პროცესი სწრაფი ტემპებით გრძელდება. რევოლუციას თავისი მიზნებზე უარი არ უთქვამს იმის მიუხედავად, რომ უამრავი საგარეო თუ საშინაო პრობლემა არსებობს. დღეს იქ ამაღლევებელი პროცესი მიმდინარეობს იმისა, თუ როგორ უნდა იყოს დაცული დასავლური ფასეულობები. უკრაინის მთავრობამ თავისთან მიიწვია სახელგანთქმული, კრისტალურად პატიოსანი, ზეკომპეტენტური ქართველი ტექნოკრატები და მათ კორუფციასთან საბრძოლველად საკვანძო როლების შესრულება შესთავაზა. აბა, დაფიქრდით: ქვეყნის მთავრობა თავისთან იწვევს უცხოელ პოლიტიკურ მოღვაწეებს, რათა მათ ის მართონ! აი, ასეთი შემართებით და განწყობით მოქმედებს უკრაინის ხელისუფლება თავისი იდეალების დასაცავად. მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტ პეტრო პოროშენოკოსთან შექმნილი საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობაშია, მის თანამოაზრეებს კი, ქართველი ყოფილ მაღალჩინოსნებს კიევში მაღალი თანამდებობები უკავიათ. ყოველივე ეს იმიტომ ხდება, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ გატარებული რეფორმები საერთაშორისო ბრენდად იქცა. რამდენი წელი გავიდა, მაგრამ მიხეილ სააკაშვილის მთავრობის წევრებს დღესაც კი ხვდებიან გამოცდილების გასაზიარებლად  ისეთი შორეული ქვეყნის წარმომადგენლები, როგორიცაა სურინამი… მათ სურთ ისწავლონ, თუ როგორ უნდა მართონ სახელმწიფო.

უკრაინის სინამდვილიდან ორ მაგალითს დავასახელებ და ესეც საკმარისი იქნება: ქარიზმატული და აბსოლუტურად მოუსყიდველი საქართველოს შს მინისტრის ყოფილი მოადგილე ეკა ზღულაძე-გლუკსმანი, რომელიც თავის ქვეყანაში უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა, დღეს უკრაინის შს მინისტრის მოადგილეა. ეკა ზღულაძე იმდენად მოთხოვნადი იყო თავის სამშობლოში, რომ მას ბიძინა ივანიშვილმა დარჩენა შესთავაზა. ეკა ბრძნულად მოიქცა და უარი უთხრა (წარმოიდგინეთ, როგორი კონფლიქტი მოხდებოდა, ეკა რომ თავის თანამდებობაზე დარჩენილიყო: ივანიშვილმა ხომ საზოგადოებაში მაფიოზურო პრაქტიკა დააბრუნა!). ამჟამად ეკა ზღულაძემ უკრაინის სამართალდამცავი ორგანოების (შს სამინისტროს) რეფორმა დაიწყო – ამცირებს გაბერილ ბიუროკრატიულ აპარატს და ამზადებს ახალ პერსონალს. ეკა ზღულაძე საოცარი აღმოჩენაა. ზუსტად იგივე შრომისმოყვარე და პატიოსანი, ღირსეული პიროვნებაა უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილე დავით საყვარელიძე, რომელიც საქართველოში ჯერ თბილისის მთავარი პროკურორი, შემდეგ პარლამენტის წევრი იყო მიხეილ სააკაშვილის პარტიიდან. სხვა ამოცანებთან ერთად, მას მიზნად აქვს დასახული პროკურატურის გარდაქმნა და ამ სამართალდამცავი ორგანოსადმი საზოგადოების ნდობის დაბრუნება. ისინი ორივე ახალგაზრდები არიან, გამოცდილი და თავდადებული იდეალისტები. მათ სეეძლოთ მაღალი ხელფასები მიეღოთ და მსოფლიოს ყოველ ქვეყანაში უზრუნველად ეცხოვრათ, მაგრამ ამის ნაცვლად მათ სადღეღამისო მუშაობა და უკრაინელი ხალხისადმი სამსახური აირჩიეს“, – აღნიშნულია პუბლიკაციაში.

«Reporter» (უკრაინა), 10 აპრილი, 2015 წელი

http://www.reporter.com.ua/uanews/c68c-1004/

ალექსანდრე ტურჩინოვი: „საქართველო უკრაინის საიმედო მოკავშირეა“

„ჩვენი ქვეყნისათვის ნატოში გაწევრიანება ტერიტორიული მთლიანობის ერთაერთ გარანტიას წარმოადგენს“, – განაცხადა უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ალექსანდრე ტურჩინოვმა „ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის“ პროექტის პრეზენტაციის დროს. პროექტის მიხედვით, უკრაინისთვის ევროატლანტიკური და ევროპული ინტეგრაცია საშინაო და საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს წარმოადგენს.

ალექსანდრე ტურჩინოვის თქმით, უკრაინა თავის საიმედო მოკავშირეებად მიიჩნევს პოლონეთს, დიდი ბრიტანეთს, კანადას, საქართველოს, ლატვიას, ლიტვას, ესტონეთს, მოლდოვას, რუმინეთს, შვედეთს, იაპონიას და ავსტრალიას.

უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა უკრაინის საფრთხეებად გ და გამოწვევებად დაასახელა კორუფცია და სახელმწიფო მმართველობის არაფექტური სისტემა, ეკონომიკური კრიზისი, შეზღუდული ფინანსური რესურსები და მოსახლეობის ცხოვრების დონის დაქვეითება.

უკრაუინის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიას“ 2020 წლამდეა გათვლილი. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ქვეყნის რაკეტული დაცვის უზრუნველყოფას“, – განაცხადა ალექსანდრე ტურჩინოვმა.

Comments are closed