„რეზონანსი“: “ისლამური სახელმწიფო” საქართველოს ხელისუფლებასთან მოლაპარაკებას გეგმავს? // პანკისელები სირიიდან დაბრუნების მსურველი საქართველოს მოქალაქეებისათვის ხელშეუ-ხებლობის გარანტიებს ითხოვენ
„ახალი თაობა“: თარხან ბათირაშვილი საქართველოს ხელისუფლებასთან მოლაპარაკებას აპირებს
„ახალი თაობა“: ინტერვიუ კონსტანტინე ზალდასტანიშვილთან: ავსტრიის ელჩს საქართველოში, სავარაუდოდ 2016 წლის მეორე ნახევარში წარმოგზავნიან
———————
„რეზონანსი“, 01 აგვისტო, 2015 წელი
“ისლამური სახელმწიფო” საქართველოს ხელისუფლებასთან მოლაპარაკებას გეგმავს?
პანკისელები სირიიდან დაბრუნების მსურველი საქართველოს მოქალაქეებისათვის ხელშეუხებლობის გარანტიებს ითხოვენ
ელზა პაპოშვილი
(შემოკლებით)
პანკისში სირიიდან დაბრუნებული ვინმე აბდულა საინფორმაციო სააგენტო “ევრაზია დეილისთვის” («EurAsia Daily») მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებასა და თარხან ბათირაშვილს შორის შესაძლოა, დიალოგი ან მოლაპარაკება წარიმართოს. მოლაპარაკების მთავარი თემა კი სირიიდან დაბრუნებული მებრძოლების ხელშეუხებლობის საკითხი იქნება.
„ჩვენი გადაწყვეტილება „ბაიათის“ (არაბულად – „ფიცი“) მიცემაზე, პირველ რიგში განპირობებულია ყურანის წინასწარმეტყველებით ისლამური ხალიფატის შექმნის თაობაზე. ჩვენ ამას ისლამი მოგვიწოდებს და გვავალდებულებს.„ისლამურ სახელმწიფოს“ ერთგულება შევფიცეთ მუსულმანების სიცოცხლის უზრუნველსაყოფად, მათი კეთილდღეობისა და ძლიერების განმტკიცებისათვის.
ისლამური სახელმწიფოს“ კონტროლირებულ (ანუ შამეს) ტერიტორიაზე შარიათული კანონები მოქმედებს, აქ კი ჩემი ოჯახია. მე ჩემი ვალი სირიაში მოვიხადე და უკან დავბრუნდი. თუმცა ადრე თუ გვიან ყველა შეფიცული უკან დაბრუნდება, „ისლამური ხალიფატის“ რიგებში. ჯერ-ჯერობით ეს შეუძლებელია, რადგან ჩვენს ოჯახებს სირიაში წასვლა არ სურთ, ეშინიათ.
ჩვენ საქართველოში ვცხოვრობთ და ეს ჩვენი ქვეყანაა. თუ საქართველო ჩვენს წინააღმდეგ ბრძოლას არ დაიწყებს, არც ჩვენ არ გამოვალთ საქართველოს წინააღმდეგ… მაგრამ თუ ჩვენ შეგვავიწროვებენ, ჩვენ ვალდებულები ვართ საკუთარი თავი დავიცვათ. ამ ბრძოლაში სხვა მუსლუმანებიც დაგვეხმარებიან. ახლა ისინი სირიის დასახმარებლად მიდიან, მაგრამ თუ საჭირო იქნება, აქაც მოვლენ. თუმცა მე მგონია, რომ საქართველოში ამ მხრივ სიტუაცია არ დაიძაბება. ჩვენ ვთვლით, რომ „ისლამური სახელმწიფო“ საქართველოსთან მოლაპარაკების დასაწყებად ემზადება. მოლაპარაკების მიზანია შეფიცულთა ხელშეუხებლობის უზრუნველყოფა. მათ რომ მშვიდობიანი მოლაპარაკება არ უნდოდეთ, საქართველოში დღემდე სიტუაცია ძალიან დაიძაბებოდა. ჩვენ არ გვაქვს დეტალური ცნობები, მაგრამ ყველა პანკისელმა იცის, რომ მოლაპარაკებები ნამდვილად იქნება“, – აცხადებს აბდულა ინტერვიუში.
საქართველოში ჩეჩნური დიასპორის წატმომადგენელი და პანკისის კვიდრი მექა ხანგოშვილი „რეზონანსთან“ საუბრისა ამბობს, რომ პანკისი ხეობის მოსახლეობას მართლაც რუსთ, რომ სახელმწიფოსა და თარხან ბათირაშვილთან მოლაპარაკება გაიმართოს, რათა ხეობიდან წასული ახალგაზრების დაბრუნების შემთხვევაში მთავრობამ მათი ხელშეუხებლობის პირობა დადოს, თუმცა მექა ხანგოშვილს ვერ წარმოუდგენია ეს დიალოგი როგორ და რა ვითარებაში უნდა გაიმართოს. იგი ასევე უარყოფს ინფორმაციას, რომ სირიიდან პანკისში რამდებიმე მებრძოლი დაბრუნდა და ფიქრობს, რომ სირიაში მებრძოლი საქართველოს მოქალაქეები თავიანთი ქვეყნის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებს არ დაიწყებენ, მათ შორის არც თარხან ბათირაშვილი, რომლის გავლენა „ისლამურ სახელმწიფოზე“ ძალიან დიდია.
„სიმართლე რომ გითხრათ, ინტერვიუში მოხსენიებული ვინმე აბდულა ჩემთვის უცნობი პიროვნებაა, თუმცა მისი უსაფრთხოებიდან გამომდინარე, შესაძლოა სახელი შეცვლილი იყოს. აქვე გეტყვით, რომ პანკისის ხეობის მცხოვრებლების მხრიდან საქართველოს ხელისუფლებისადმი მართალაც იყო თხოვნა, რომ ვინც სირიიდან დაბრუნდებოდა, ის ახალგაზრდები არ დაეპატიმრებინათ. პანკისელებს განსაკუტრებით აშინებთ იმ კანონის მირება, რომლის მიხედვით უკანონო სამხედრო ფორმირებასი მონაწილეობა დასჯადია. სწორედ ამ საკითხზე სურთ მათ ხელისუფლებასთან მოლაპარაკება, რომ სირიიდან უკანდაბრუნებული ახალგაზრდები პასუხგებაში მიცემულნი არ იყვნენ.
მე არ ვიცი, როგორ და სად შეიძლება გაიმართოს ხელისუფლების წარმომადგენლისა და თარხან ბათირაშვილის შეხვედრა. იგი ადრე ქართულ არმიაში მსახურობდა და შეიძლება მას აქ ჰყავდეს ადამიანები, ვინც მასთან საუბარს შეძლებენ. სხვა მხრივ მისი პირდაპირი კომუნიკაცია სახელმწიფოსთან ვერ წარმომიდგენია. თუმცა, გინდაც რომ იყოს ამის სესაძლებლობა, ნორმალური ფსიქიკის მქონე ადამიანებმა ამ საკიტხზე ასე საჯაროდ არ უნდა ისაუბრონ. იმასავ გეტყვით, რომ სირიაში სიტუაცია გართულდა და სირიაში მებრძოლთა მოქმედებამ ტერორიზმის ხასიათი მიიღო, იქიდან უკვე პანკისში არავინ დაბრუნებულა. ისე კი, არა მგონია, რომ იქიდან დაბრუნებულმა რომელიმემ თავისი სამშობლოს წინააღმდეგ ტერაქტი განახორციელოს. გაგიგონიათ, რომ რომელიმე პანკისელი თავის ქვეყანას დამუქრებოდეს? თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ ამ ახალგაზრდების გამოყენება თუნდაც რუსებმა ან სხვა დაინტერესებულმა ძალებმა სცადონ“, – ამბობს მექა ხანგოშვილი.
კავკასიის საკითხების ექსპერტი მამუკა არეშიძე ამბობს, რომ საქართველოს უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ამ საკითხის განსჯა არ შეიძლება, მით უმეტეს იმ თემისა, უნდა გაიმართოს თუ არა რაიმე სახის მოლაპარაკება თარხან ბათირაშვილსა და საქართველოს სახელმწიფოს შორის. რაც სეეხება თვით ფაქტს, მამუკა არეშიძე ადასტურებს, რომ სირიიდან საქართველოში მართლაც დაბრუნდა ორი მებრძოლი, „თუმცა ისინი სირიაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებს და „ისლამური სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ ომს უარყოფითად აფასებენ. სწორედ ამიტომ დაბრუნდნენ უკან. შესაბამისად, პანკისელთა სურვილი ნამდვილად არის, რომ უკანდაბრუნებულებს სახელმწიფო არ სეეხოს და მათი დაპატიმება არ მოხდეს. რაც შეეხება თარხან ბათირაშვილთან მოლაპარაკებას, ამაზე ვერაფერს გიპასუხებთ, რადგან ინფორმაცია არ მაქვს, რა თქმა უნდა, მე არ გამოვრიცხავ იმ ფაქტს, სირიიდან დაბრუნებული ახალგაზრდები მართვადი იყვნენ, თუმცა ის, რაც პანკისში ხდება, საზოგადოებას და სახელმწიფოს მასზე უკვე აქვს წარმოდგენა. ამასთან, ჩვენს ქვეყანაში არსებობს რეგიონები, რომლის კონტროლი ამ თვალსაზრისით არ ხდება, მაგალითად, ქვემო ქართლი, სადაც უფრო საშიში სიტუაციაა. თითქმის იგივე მდგომარეობაა აჭარაში. აქედან გამომდინარე, ყველაფრი გაკონტროლება რთულია. ვინ დაუნმტკიცებს თურქეთიდან ჩამოსულ ადამიანს, რომ იგი სამუშაოდ კი არა, სირიაში საბრძოლველად იმყოფებოდა? აბდულას განცხადებებში, რა თქმა უნდა, გაფრთხილებისა და მუქარის ნიშნები იკვეთება. ვიტყვი იმასაც, რომ საქართველოდან გაუსვლელად, ჩვენი მოქალაქეები „სკაიპის“ მეშვეობით ფიცს სდებენ „ისლამური სახელმწიფოს“ წინაშე…. მუქარა, რომელიც აბდულას საუბარში ჩანს, ნამდვილად მუქარაა. სახელმწიფომ ეს უნდა გაითვალისწინოს“.
„საქართველოს ევროპელი დემოკრატების“ ლიდერი პაატა დავითაია მიიჩნევს, რომ „ისლამურ ხალიფატს“ საქართველოსადმი დიდი ინტერესი ამოძრავებთ, მათ სურთ, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორია გააკონტროლონ. პაატა დავითაიას აზრით, თუ საჭირო გახდება, სახელმწიფოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ჩვენი ხელისუფლება თარხან ბათირაშვილთან მოლაპარაკებაზე უნდა დათანხმდეს. „არსებობს ორი მთავარი საკითხი: „ისლამური ხალიფატის“ გაძლიერება და თურქეთთან მათი დაპირისპირება. რა უნდა გააკეთოს ასეთ შემთხვევაში საქართველომ? მართალია ამ თემაზე ღიად საუბარი საჭირო არ არის, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებამ ერთმნიშვნელოვნად ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ ქვეყანას საფრთხეები თავიდან ააცილოს, გინდაც დიალოგისა და შუამავლების გზით. ამ მიზნით ყველა ღონე უნდა იქნეს გამოყენებული. საეღტოდ კი, მე მგონია, რომ თარხან ბათირაშვილი არ არის ის პიროვნება, რომ ვინმეს რაღაც დაპირება მისცეს „ისლამური სახელმწიფოს“ სახელით. ერთ ადამიანს მთელი „ისლამური სახელმწიფოს“ გაკონტროლება არანაირად არ შეუძლია. საქართველო სპეცსამსახურებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისათვის, რომ ქვეყანას „ისლამური სახელმწიფოდან“ მიომდინარე საფრთხეები ააცილოს“.
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიეტეტის წევრი ვიქტორ ჯაფარიძე ამბობს, რომ ის არ იცნობს პანკისელების მოთხოვნას. მისი თქმით, მან პირველად გაიგო, რომ სირიიდან დაბრუნებულნი სახელმწიფოსაგან ხელშეუხებლობას ითხოვენ. იგი არ იმ ინფორმაციას ფლობს, რომ სირიიდან ორი ახალგაზრდაა პანკისში დაბრუნებული. ამასთან, ვიქტორ ჯაფარიძის თქმით, კანონი, რომელიც უცხოეთის უკანონო შეირაღებულ ფორმირებებში მონაწილეობას კრძალავს, ჯერ არ არის ძალაში შესული და, შესაბამისად, სირიაში მებრძოლ პანკისელებს დაბრუნებისთვის დრო ჯერ კიდევ აქვთ. „პირველად მესმის ტქვენგან, რომ პანკისელებს სახელმწიფოსადმი ასეთი მოთხოვნა აქვთ, ასევე არ ვფლობ ინფორმაციას, რომ სირიიდან საქართველოში რომელიმე მებრძოლი თუ დაბრუნდა… რაც სეეხება ჩემს პირად დამოკიდებულებას ამ საკითხის მიმართ, მიმაჩნია, რომ მათი დაპატიმრება არ უნდა მოხდეს, თუ ისინი საქართველოს კანონთან შეუსაბამო ქმედებას არ ჩაიდენენ. რაც შეეხება კანონს, რომელიც საქართველოს მოქალაქეს უკანონო შეირაღებულ ფორმიერებაში მონაწილეობას უკრძალავს, ძალაში შესული არ არის და, სესაბამისად, სირიაში ნამყოფი პირების დაკავების ვერანაირ მიზეზს ვერ ვხედავ“, – აცხადებს ვიქტორ ჯაფარიძე.
„ახალი თაობა“, 01 აგვისტო, 2015 წელი
თარხან ბათირაშვილი საქართველოს ხელისუფლებასტან მოლაპარაკებას აპირებს
„ახალ თაობაში“ ამ სათაურით დაბეჭდილ სტატიაში (ავტორი შორენა მარსაგიშვილი) დეტალურადაა გადმოცემული «EurAsia Daily»-ში გამოქვეყნებული ინტერვიუ სირიიდან საქართველოში დაბრუნებულ ვინმე აბდულასთან.
———
პუბლიკაციის დასასრულს მოცემულია ინფორმაცია თარხან ბათირაშვილის შესახებ: იგი წარმოშობით პანკისელია, სოფელ ხალაწნიდან. მისი ოჯახი დრემდე იქ ცხოვრობს. მამაიმისი მართლმადიდებელი ქრისტიანია. თარხან ბათიღაშვილი რადიკალიზმით არასდროს გამოირჩეოდა. იგი საქართველოს არმიაში მსახურობდა, მონაწილეობდა 2008 წლის ზაფხულში მომხდარ საქართველო-რუსეთის ომშიც. ყოფილი თანამებრძოლები მას დადებითად ახასიათებენ და ამბობენ, რომ თარხან ბათირაშვილს გულწრფელად სურდა სამხედრო მოსამსახურე ყოფილიყო.
ომის სემდეგ ჯარიდან ბევრი სამხედრო მოსამსახურე გაუშვეს, მათ შორის იყო თარხან ბათირაშვილიც. მან რამდენჯერმე სცადა სამსახურში აღდგენა, მაგრამ არ გამოუვიდა. სხვადასხვა მიზეზების გამო დააკავეს და პატიმარიც იყო. როგორც ამბობენ, სწორედ ციხეში გახდა იგი რადიკალი სილამისტი. სირიაში წავიდა და ახლა „წითურ გენერალს“ მთელი მსოფლიო იცნობს, რომელიც საქართველოს ხელისუფლებასთან მოლაპარაკებას აპირებს.
„ახალი თაობა“, 01 აგვისტო, 2015 წელი
ინტერვიუ კონსტანტინე ზალდასტანიშვილთან: ავსტრიის ელჩს საქართველოში, სავარაუდოდ 2016 წლის მეორე ნახევარში წარმოგზავნიან
მარიამ ჩუბინიძე
(შემოკლებით)
ინტერვიუ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ავსტრიის რესპუბლიკაში, საქართველოს მუდმივ წარმომადგენელთან ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა (ეუთო) და ვენაში განლაგებულ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში, – კონსტანტინე ზალდასტანიშვილთან:
- ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა ავსტრიული მხარის გადაწყვეტილება, საქართველოში დიპლომატიური წარმომადგენლობის გახსნასთან დაკავშირებით. რით შეიძლება აიხსნას ეს გადაწყვეტილება, განსაკუთრებით, მთელ რიგ ქვეყნებში, ავსტრიის საელჩოების დახურვის გადაწყვეტილების ფონზე?
- მიმდინარე წლის ივნისში ავსტრიის საგარეო საქმეთა ფედერალურმა მინისტრმა სებასტიან კურცმა გააჟღერა ავსტრიული მხარის გადაწყვეტილება ლიტვაში, ლატვიაში, ესტონეთსა და მალტაზე ავსტრიის საელჩოების დახურვის და მათ სანაცვლოდ, საქართველოში, მოლდოვაში და ბელარუსში ახალი საელჩოების გახსნის შესახებ. ფედერალური მინისტრის განცხადებით, ბალტიისპირეთის ქვეყნები ევროკავშირისა და ნატო-ს წევრები არიან და შესაბამისად, მათი უსაფრთხოება ამ ორგანიზაციების მიერ არის უზრუნველყოფილი. ავსტრიის პირველი დიპლომატის თქმით, ავსტრიამ ყურადღება უნდა დაუთმოს იმ ქვეყნებს, სადაც რუსული საფრთხე განსაკუთრებით მაღალია, საქართველოში კი ეს საფრთხე ბევრად დიდია, ვიდრე ბალტიისპირეთის ქვეყნებში. სებასტიან კურცის განცხადებით, ავსტრიის საელჩოების ქსელი უნდა გაძლიერდეს პოლიტიკურად დაძაბულ რეგიონებში, მზარდი ბაზრებისა და ინოვაციური ცენტრების სიახლოვეს.
საქართველოში ავსტრიის საელჩოს გახსნის გადაწყვეტილება, ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის მიმართ ავსტრიული მხარის განსაკუთრებულ დაინტერესებაზე მეტყველებს. ამ გადაწყვეტილებას, ბოლო წლების განმავლობაში, ავსტრიული მხარესთან ჩატარებული აქტიური მუშაობა უძღოდა წინ. ავსტრიის საგარეო საქმეთა ფედერალურმა მინისტრმა სებასტიან კურცმა, გასული წლის დეკემბერში, მის ქართველ კოლეგა თამარ ბერუჩაშვილს, ბაზელში გამართულ შეხვედრაზე განუცხადა, რომ საქართველო იქნება პირველი ქვეყანა, რომელშიც ავსტრია ახალ დიპლომატიურ წარმომადგენლობას გახსნის. ბატონმა კურცმა პირობა შეასრულა. ავსტრიის ელჩს საქართველოში, სავარაუდოდ, 2016 წლის მეორე ნახევარში წარგზავნიან. ორ ქვეყანას შორის არსებული მჭოდრო და ინტენსიური ურთიერთობები ნამდვილად იმსახურებს, რომ საქართველოში ავსტრიის საელჩო ფუნქციონირებდეს. ბუნებრივია, ეს კიდევ უფრო გააღრმავებს საქართველო-ავსტრიის ორმხრივ ურთიერთობებს.
- თქვენ საქართველოსა და ავსტრიას შორის ურთიერთობებს შეეხეთ, როგორ ვითარდება ეს ურთიერთობები?
- ავსტრიასთან ურთიერთობა, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატში, ჩვენი ქვეყნისთვისაც უაღრესად მნიშვნელოვანია. შესაბამისად, ავსტრიაში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის მუშაობის დიდი ნაწილი სწორედ ევროკავშირის ამ ქვეყანასთან თანამშრომლობის გაღრმავებას ემსახურება. ავსტრია განუხრელად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკას და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კურსს. საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში (EUMM) ამჟამად 7 ავსტრიელი დამკვირვებელი ირიცხება.
საქართველო და ავსტრია აქტიურად თანამშრომლობენ როგორც პოლიტიკურ, ასევე ეკონომიკურ და კულტურულ-საგანმანათლებლო სფეროებში. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაღრმავებას ხელს უწყობს ორმხრივი სახელშეკრულებო ბაზის მუდმივი სრულყოფა. ბოლო ორი წლის განმავლობაში, ორი ქვეყნის დარგობრივ უწყებებს შორის ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმებს გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობის, ტექნოლოგიების, ინფრასტრუქტურის და განათლების სფეროებში თანამშრომლობის შესახებ. ქართულმა და ავსტრიულმა მხარეებმა ხელი მოაწერეს ასევე საქართველოსა და ევროკავშირს შორის უნებართვოდ მყოფი პირების რეადმისიის შესახებ შეთანხმების საიმპლემენტაციო ოქმს. შარშან გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი ორი ქვეყნის სავაჭრო პალატებს შორის. მიმდინარე წლის სექტემბერში ხელი მოეწერება კიდევ ერთ ურთიერთგაგების მემორანდუმს – ხელოვნებისა და კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ.
ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობის დინამიურობა, როგორც ავსტრიაში, ასევე საქართველოში განხორციელებული უმაღლესი და მაღალი დონის ვიზიტებითაც დასტურდება. ბოლო ორი წლის განმავლობაში, საქართველოს სტუმრობდა ავსტრიის ფედერალური პრეზიდენტი, ავსტრიის საგარეო საქმეთა ფედერალური მინისტრი, ავსტრიის სოფლის და ტყის მეურნეობის, გარემოს დაცვის და წყლის მეურნეობის ფედერალური მინისტრი და ავსტრიის ეროვნული საბჭოს (პარლამენტის) პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი. ავსტრიაში კი საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის სამი, საქართველოს ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, საქართველოს თავდაცვის მინისტრის და საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის ვიზიტები განხორციელდა.
აქტიურია თანამშრომლობა საპარლამენტო დონეზეც. გასული წლის დასაწყისში, ავსტრიის ეროვნულ საბჭოში (პარლამენტში) პირველად ჩამოყალიბდა საქართველოსთან მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფი. ანალოგიური ჯგუფი შექმნილია საქართველოს პარლამენტშიც. ავსტრიელი პარლამენტარები გასულ წელს ეწვივნენ საქართველოს და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, მათ შორის ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებულ პროექტებს ადგილზე გაეცნენ. მიმდინარე წელს, ვენაში მოეწყო საქართველოსთან მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის წევრების შეხვედრა ავსტრიაში ვიზიტად მყოფ საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან შემდგარ დელეგაციასთან.
- თქვენ აღნიშნეთ, რომ ავსტრიის რესპუბლიკა მხარს უჭერს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის კურსს. რაში გამოიხატება ეს მხარდაჭერა?
- საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მხარდაჭერის ნათელ დასტურს, ავსტრიის რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს (პარლამენტის) მიერ, სულ ცოტა ხნის წინ, მიმდინარე წლის 8 ივლისს, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ხელმოწერილი ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება წარმოადგენს.
ვინაიდან ასოცირების შეთანხმებას შევეხე, მინდა გავიხსენო გასული წლის 14-18 ივლისს, ავსტრიის რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს (პარლამენტის) პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, კარლჰაინც კოფვის ვიზიტი საქართველოში. ბატონმა კოფვმა ვიზიტის მსვლელობისას მიიღო გადაწყვეტილება, ვიზიტის ორი დღით გაგრძელების შესახებ, რათა ქუთაისში სიტყვით გამოსულიყო პარლამენტის იმ ისტორიულ სხდომაზე, რომელზეც საქართველოს პარლამენტმა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება ერთხმად მოახდინა. ავსტრიელი პოლიტიკოსის ეს ნაბიჯი საქართველოს ევროპული არჩევანისადმი ავსტრიის და პირადად ბატონი კოფვის დიდ მხარდაჭერაზე მიუთითებს. საგულისხმოა, რომ ავსტრიის ფედერალური პრეზიდენტი ჰაინც ფიშერი საქართველოს, აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგის სამიტამდე ორი დღით ადრე ეწვია, რითაც საქართველოს ევროპული მისწრაფებების მკაფიო მხარდაჭერა გამოხატა.
ავსტრია მხარს უჭერს ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის მინიჭებას. ამის შესახებ ავსტრიის ფედერალურმა პრეზიდენტმა ფიშერმა მიმდინარე წლის მაისში საქართველოში მისი ვიზიტის დროს განაცხადა.
ევროკავშირთან დაახლოების პროცესში, ავსტრია პრაქტიკულ დახმარებას უწევს საქართველოს. ავსტრიული ორგანიზაციები საქართველოში ევროკავშირის ე.წ. Twinning-ის 10 პროექტს ახორციელებენ.
(…)
- თქვენ ასევე ბრძანდებით საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ეუთო-სა და ვენაში განლაგებულ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში. როგორ ვითარდება საქართველოს ურთიერთობები ამ ორგანიზაციებთან?
- პირველ რიგში მოგახსენებთ ეუთო-ს ფარგლებში ჩვენი საქმიანობის შესახებ. ორგანიზაციის სპეციფიკის და საქართველოს წინაშე მდგარი პრობლემების გათვალისწინებით, ინტენსიური მუშაობა გვიწევს ეუთო-ს სამხედრო-პოლიტიკურ, ეკონომიკურ და გარემოს დაცვით და ადამიანის უფლებების დაცვის განზომილებებში. ბუნებრივია, ჩვენი ძალისხმევის უდიდესი ნაწილი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე, მისი რეგიონების დეოკუპაციაზე, ლტოლვილთა და იძულებით ადგილნაცვალ პირთა უპირობო, ღირსეული და უსაფრთხო დაბრუნებაზე და ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების დაცვაზეა ფოკუსირებული. ჩვენს მიერ მაქსიმალურად ხდება ეუთო-ს, როგორც უნიკალური საერთაშორისო ტრიბუნის რეგულარული გამოყენება, საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან საქართველოს პოზიციების მხარდაჭერის უზრუნველყოფის მიზნით. დასახული მიზნების მისაღწევად, მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ეუთო-ს სამდივნოსთან და მის ინსტიტუტებთან. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეუთო აქტიურად არის ჩართული ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში.
ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ვენაში არსებულ გაერო-ს ოფისთან, კერძოდ, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან, გაერო-ს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისთან, გაერო-ს მრეწველობის განვითარების ორგანიზაციასა და ბირთვული ცდების საყოველთაო აკრძალვების ხელშეკრულების მოსამზადებელ კომისიასთან. (…)