globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 1 სექტემბერი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Sep 1st, 2015 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

„ახალი თაობა“, 01 სექტემბერი, 2015 წელი

საქართველო „ნატო-ნატო“-ს ძახილით ცეცხლს ეთამაშება

სტატია-მიმართვაში, რომლის ავტორი საქართველოს სახალხო-პატრიოტული კავშირის „რუსეთი ჩემი მეზობელი“-ს დამფუძნებელი და გამეგეობის თავმჯდომარე რამაზ ლურსმანაშვილია, გადმოცემულია საქართველოს პროდასავლური კურსის ნეგატიური ხასიათი. პუბლიკაციაში, [რომლის გამოქვეყნება, როგორც ჩანს, თვით ავტორის მიერაა დაფინანსებული], გატარებულია აზრი, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსისაკენ სწრაფვა საქართველოსთვის წამგებიანია და ზიანის მომტანი.

გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან:

„ჩვენ, ქართველებს, 21-ე საუკუნეში კვლავ გვჭირდება იმის შეხსენება, რომ „ვინ მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია“. სიტყვა „ნატო“ ქართველების გულში დიდ ქართველ ქალებთან ასოცირდება და, ალბათ, ამიტომაც ავიტაცეთ იგი, მაგრამ რატომ გვავიწყდება უახლწესი ისტორია, როცა სწორედ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი დიდი სამამულო ომის შემდეგ ცდილობდა დაემყარებინა მსოფლიო ერთპოლუსიანი წესრიგი და სწორედ რუსეთი (საბჭოთა კავშირი), სოციალისტური ქვეყნების ბანაკთან ერთად, წინ აღუდგა ამ საშინელ ბოროტებას და დაამარცხა, მაგრამ ბოლომდე განადგურება ვერ მოასწრო. დღეს „ნატო“-მ უკვე მრავალი ქვეყანა დაიპყრო, მათ შორის საქართველოს ტერიტორიის 80% პროცენტი და კუს ნაბიჯებით, ვერაგულად მიიწევს რუსეთის საზღვრებისაკენ, რათა ზეგავლენა ჰქონდეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის დარჩენილ 20%-ზეც, რომელიც რუსეთმა შეგვინარჩუნა. გავიხსენოთ თუნდაც 2008 წლის აგვისტო, აშშ-ისა და ველური დასავლეთის წაქეზებით ნატოს დავალებით მიხეილ ნიკოლაევიჩ სააკაშვილი თავს დაესხა ჩვენს მოძმე სამხრეთ ოსეთს და ამით ცდილობდა რუსეთის დამცირებას მსოფლიო თანამეგობრობის თვალში და უნდოდა იგი ოკუპანტად გამოეცხადებინა, მაგრამ რუსეთი ისეთი ძლიერი აღმოჩნდა (როგორც პოლიტიკურად, ისე ფიზიკურად), რომ მიშას და ნატოს კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ: რუსეთმა ორივე დაამარცხა – როგორც აშშ და „ნატო“, ასევე მთელი ე.წ. „დემოკრატიული სამყარო“.

ახლა დავუბრუნდეთ საქართვლოში დღეს მიმდინარე მოვლენებს.

2015 წლის 27 აგვიტოს ჩრდილოატლანტიკური სამხედრო-აგრესიული ბლოკი „ნატო“ სუვერენულ საქართველოში ფაშისტური გერმანიასავით შემოიჭრა. სამწუხაროდ, არავის პროტესტი არ გამოუთქვამს, გარდა ჩვენი კავშირის მცდელობისა, რომელიც არცერთმა ტელეკომპანიამ არ გააშუქა. სამაგიეროდ, ყველა ტელეარხი „ხმის ჩახლეჩვამდე“ აშუქებდა ქვეყნის ელიტას, რომელიც დიდი ზარზეიმით დახვდა და დიდი პატივი მიაგო „ნატო“-ს გენერალურ მდივანს ბატონ იენს სტოლტენბერგს.

არც საქართველოს პრეზიდენტმა დაარღვია ქართული ტრადიციები და ბატონი იენსის პატივსაცემად ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ აშენებულ რეზიდენციაში დიდი ნადიმი გამართა, სადაც დაპატიჟებულნი იწვნენ  „ნატო“-ს მხარდამჭერები და ანტირსუსულად განწყობილი ადამიანები. მეორე დღეს სტუმარმა თავის თანამეინახეებთან ერთად კრწანისის პოლიგონზე გახსნა ეგრეთ წოდებული „ნატოს“-ს სასწავლო ცენტრი, რომელიც სინამდვილეში ყველაზე უდიდესი სამხედრო-საწრთვნელი ბაზაა კავკასიის რეგიონში.

ვაფრთხილებთ საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას, ჩვენი გამოდილებიდან გამომდინარე: გონს მოეგოს და ცეცხლს ნუ ეთამაშება, თორემ რუსეთი ამას არ გვაპატიებს და ყველა ღიონეს იხმარს,რათა დაიცვას ტავისი დამოუკიდებლობა და ძლევამოსილება. ტყუილად ნუ გექნებათ იმედი [„ნატო“-ში მიღწებაზე}, რადგან რუსეთის შიშით „ნატო“-ში მაინც არავინ მიგვიღებს, ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი კი აუცილებლად დაიცავს ყოფილი საბჭოთა კავშირის სახელმწიფო საზღვრებს.

(…)

ჩვენმა კავშირმა ვალდებულება ვიკისრეთ გონების თვალი ავუხილოთ ყველა დასავლეთისაგან გაბრიყვებულს და ნამდვილი მტერ-მოყვარის გარჩევა ვასწავლოთ. დარწმუნებულნი ვართ, რომ ყველა ის პიროვნება, ვისაც მიაჩნია, რომ რუსეთი საქართველოს წეშმარიტი ქომაგი და მეგობარ და სტრატეგიული პარტნიორია, მხარს დაგვიჭერს და ერთობლივი ძალებით გამოიყვანს ჩვენს სამშობლოს ამ სავალალო მდგომარეობიდან, ხოლო ფსევდორუსული ორგანიზაციები – დეიბრორისტები, ოცნებისტები, ნაცისტები, ბყჯანაძისტები, თარხანმოურავისტები და სხვები, ანუ ისინი, ვისაც უნდათ „ნატოც“ და რუსეთიც, ვაი-პატრიოტები არიან. ისინი არა სამშობლოზე, არამედ საკუთარ თავზე ზრუნავენ და ხალხის მოყუების ხარჯზე ავსტრიასა და გერმანიაში ფესენებელურ ვილებს იშენებენ.

(…)

ჩვენ უნდა გავერთიანდეთ და ერთად უნდა დავძლიოთ სიცრუისაგან გონებადაბინდულობა. გავიხსენოთ, რომ მზე ნამდვილად აღმოსავლეთიდან ამოდის, რუსეთი კი იყო, არის და იქნება ჩვენი კარის მეზობელი და საიმედო დამცველი“.

Comments are closed