globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 2 აგვისტო 2016 წელი

Posted by Globalresearch on Aug 2nd, 2016 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

რეზონანსი“: უნდა იყოს თუ არა თავდაცვის მინისტრის პოსტზე მძიმეწონიანი პოლიტიკური ფიგურა?

რეზონანსი“: ინტერვიუ ხათუნა სამნიძესთან: პოლიტიკურ დევნაზე „რესპუბლიკელებიც“ ალაპარაკდნენ

რეზონანსი“: არჩევნებზე უდიდეს გავლენას ლარის კურსი მოახდენს

გამოკითხულთა 87% მიიჩნევს, რომ დევალვაცია ამომრჩევლის პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე აუცილებლად იმოქმედებს

რეზონანსი“: „ქართულ ოცნებას“ წინასაარჩევნო ეკონომიკური პროგრამა არ გააჩნია?! // მმართველი პარტია ზოგადი ფრაზებით აპირებს ფონს გასვლას

რეზონანსი“: ინტერვიუ ავთანდილ დემეტრაშვილთან: საკონსტიტუციო სასამართლო “რუსთავი 2″-ისა და სხვა რეზონანსულ საქმეებს არჩევნებამდე არ განიხილავს

——–

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ლევან ბერძენიშვილთან: „ჩვენ შეიძლება აღმოვჩნდეთ მთავრობაშიც, კოალიციაშიც და ოპოზიციაშიც“ // „ოცნებაში“ ვიღაცებს არ ვუყვარდით, მაგრამ პრემიერ-მინისტრთან პრობლემები ნაკლებად გვქონდა“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ადა მარშანიასთან: „ენდიაი“-მ მესამე ადგილი მოგვაკუთვნა, მაგრამ ჩვენი რეიტინგი სხვაა“ // „ქართული ოცნების“ ახალი სახეები დაქოქილი თოჯინების შთაბეჭდილებას ტოვებენ“

„ახალი თაობა“: „ნაციონალები“ „ქართულ ოცნებაში“ // გორში „ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი ნაციონალების დამფინანსებელია“

„ახალი თაობა“: რა პრობლემები შეიძლება შეუქმნან საქართველოს ჯიჰადისტებმა

——–

„ყოველკვირეული ალია“: ინტერვიუ გია ხუხაშვილთან: „ისე არ არის, რომ პრემიერ-მინისტრი თურმე კარგი ბიჭია და სხვები ცუდები… პრემიერის სისუსტე თავისთავად ბოროტებად

„ყოველკვირეული ალია“: ინტერვიუ ვახტანგ მეგრელიშვილთან: „ასეთი მძიმე 4 წელი 2000 წლის შემდეგ არ ჰქონია საქართველოს და თელა წულუკიანი რომელ წარმატებაზე ლაპარაკობს?!“ // ბიძინა ივანიშვილმა „გირჩს“ 5 მილიონი მისცა?

„ყოველკვირეული ალია“: სალომე ზურაბიშვილს ნიკა რურუა უპირისპირდება?!

„ყოველკვირეული ალია“: ინტერვიუ გიორგი გუგავასთან: „საქართველოში ჩამოყალიბდა სისტემა: მდიდრებს ყველაფერი, ღარიბებს არაფერი, ღარიბებს მხოლოდ მონობა! ეს 8 ოქტომბერს უნდა დამთავრდეს!“

„ყოველკვირეული ალია“: ინტერვიუ კახა კუკავასთან: „ყველაზე ცუდი სცენარი უკვე სახეზე გვაქვს»

„ყოველკვირეული ალია“: ინტერვიუ: რას აპირებს ნინო ბურჯანაძისგან წამოსული ირაკლი ბათიაშვილი? // „არ მინდა დავძაბო მკითხველი, თუმცა დადგა მომენტი, რომ სიმართლე ითქვას“

——————-

რეზონანსი“, 02 აგვისტო, 2016 წელი

უნდა იყოს თუ არა თავდაცვის მინისტრის პოსტზე მძიმეწონიანი პოლიტიკური ფიგურა?

ლიკა გურაბანიძე

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თავდაცვის ახალი მინისტრი, ასევე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ახალი სახელმწიფო მინისტრი გუშინ წარადგინა. თინა ხიდაშელის შემცვლელად შს მინისტრის მოადგილე ლევან იზორია დაინიშნა, ხოლო პაატა ზაქარეიშვილი მისმა მოადგილე ქეთევან ციხელაშვილმა ჩაანაცვლა.

თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა თანამდებობები გუშინ ოფიციალურად დატოვეს.

პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის განმარტებით, მართებულია, როდესაც თავდაცვის მინისტრად არ ინიშნება პოლიტიკური პარტიის ლიდერი, რაც უწყების დეპოლიტიზებას გარკვეულწილად აფერხებს. “კარგია, რომ თავდაცვის მინისტრად მძიმეწონიანი პოლიტიკური ფიგურა არ ინიშნება, ეს სისტემურად სწორი გადაწყვეტილებაა. ვფიქრობ, ხელისუფლება თავიდანვე უშვებდა შეცდომებს, როდესაც თავდაცვის მინისტრად პარტიულ ლიდერებს ნიშნავდა. იქიდან გამომდინარე, რომ თავდაცვის სამინისტრო არის დეპოლიტიზებული უწყება, პოლიტიკური პერსონისთვის ძალიან რთულია ზღვარის გავლება და დეპოლიტიზაციის ფარგლებში საკუთარი თავის შენარჩუნება,” – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

უნდა იყოს თუ არა თავდაცვის მინისტრის პოსტზე მძიმეწონიანი პოლიტიკური ფიგურა? – ამ კითხვით “რეზონანსმა” საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

ქეთი ბექაური  იურისტი): მძიმეწონიან კატეგორიაში რომელი პოლიტიკოსი გადის, მე არ ვიცი ეს პარამეტრები, მაგრამ ნებისმიერ თანამდებობაზე ძირითადი ატრიბუტი: პროფესიონალიზმი, კეთილსინდისიერება და პასუხისმგებლობის გრძნობაა. ჩემთვის მნიშვნელოვანია ეს სამი კრიტერიუმი. მე მგონი, გამოცდილება და პროფესიონალიზმი ლევან იზორიას არ აკლია. რა თქმა უნდა, ნებისმიერ პოზიციას როდესაც იკავებს ესა თუ ის პოლიტიკოსი, გარკვეული გამოცდილება უნდა ჰქონდეს. თუ პოლიტიკურ წონადობაზე მიდგება საქმე, პოლიტიკური თვალსაზრისით ლევან იზორიას პერსონა სხვებთან შედარებით ნაკლები წონადობის არ არის.

ვახტანგ ძაბირაძე  (კონსტიტუციონალისტი): მიმაჩნია, რომ ძალოვანი უწყებების პირველი პირები პოლიტიკოსები უნდა იყვნენ, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს მაინც დროებითი, 2-3 თვიანი პროცესია. ახლა ასეთი ნაბიჯის გადადგმა ჯობდა. თავდაცვის მინისტრის პოსტზე მძიმეწონიანი პოლიტიკოსის მოყვანა, არ მგონია, რომ სწორი გადაწყვეტილება ყოფილიყო. ეს დროებითი გამოსავალია. ვნახოთ, შემდეგ რა იქნება. ზოგადად, რა თქმა უნდა, სჯობს, რომ ძალოვანი უწყებების პირველი პირები პოლიტიკოსები იყვნენ და არა ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები. პოლიტიკური გუნდია დღეს მთავრობა და არა პროფესიონალური. რა თქმა უნდა, სჯობს, ის ადამიანი იყოს დანიშნული, ვისაც იცნობენ და ამ გუნდთან ერთად საქმიანობდა.

თაკო ჩარკვიანი  (პუბლიცისტი): ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია ის, რომ თავდაცვის მინისტრი გამოკვეთილად დასავლეთის კურსის მიმდევარი იყოს. ამ შემთხვევაში სწორედ ეს არის მძიმე წონა და მთავარი ამოსავალი წერტილიც. შესაძლოა, მძიმე წონის პოლიტიკური ფიგურა იყოს თავდაცვის მინისტრი, მაგრამ მას ძალიან გამოკვეთილი, ურყევი, დასავლური თავდაცვის კურსი უნდა ჰქონდეს. ჩემთვის იმას მნიშვნელობა არ აქვს, ძლიერი პოლიტიკური ფიგურა იქნება თუ არა, მთავარია, რაც ზემოთ ვახსენე იმ საკითებში იყოს ძალიან გამოკვეთილი და ურყევი.

ედიშერ გვენეტაძე (ისტორიკოსი): ახლა არჩევნებამდე მნიშვნელოვანი პერიოდია და ხელისუფლება ლავირებას ახდენს, სწორედ ამის ერთ-ერთი გამოვლენაა იზორიას თავდაცვის მინისტრად დანიშვნა. ეს დროებითი ღონისძიებაა. დარწმუნებული ვარ, რომ არჩევნების შემდეგ ამ პოსტზე პოლიტიკური ფიგურა იქნება დანიშნული. მომავალ არჩევნებში გამარჯვებული რომელიმე პოლიტიკური ძალა მძიმეწონიან პოლიტიკოსზე თუ არა, საშუალო წონაზეც თანახმა იქნება. აუცილებელი და მთავარია, რომ მან სწორი პოლიტიკა გაატაროს.

რეზონანსი“, 02 აგვისტო, 2016 წელი

ინტერვიუ ხათუნა სამნიძესთან: პოლიტიკურ დევნაზე “რესპუბლიკელებიც” ალაპარაკდნენ

თიკო ოსმანოვა

რესპუბლიკური პარტია ხელისუფლებას პოლიტიკურ დევნაში ადანაშაულებს. ამის მაგალითად პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ ხარაგაულის საკრებულოს “რესპუბლიკელი” თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების საკითხის წამოჭრა დაასახელა. იგი სხდომას პარტიის სხვა წევრებთან ერთად დაესწრო და ამბობს, რომ დეპუტატები “ქართული ოცნების” მითითებას ასრულებდნენ, რადგან ვერცერთმა მათგანმა ვერ დაასახელა ის არგუმენტი, თუ რატომ სურდათ თანამდებობიდან ინგა მაღრაძის გადაყენება.

რა ხდებოდა ხარაგაულის საკრებულოს სხდომაზე და რატომ ადანაშაულებენ “რესპუბლიკელები” ხელისუფლებას ზეწოლაში, ამ საკითხებზე “რეზონანსი” პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძეს ესაუბრა.

ხათუნა სამნიძე: პარტია “ქართული ოცნება” “რესპუბლიკელების” პოლიტიკურ დევნას ახორციელებს. ამის მაგალითია ხარაგაულის საკრებულოს გუშინდელი სხდომა, სადაც პირველ საკითხად საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენება განიხილეს. ამ სხდომას ვესწრებოდით მე, დეპუტატი ნოდარ ებანოიძე და თამარ ხიდაშელი, სადაც ფაქტობრივად თავიდან ბოლომდე გამოჩნდა “ქართული ოცნების” მცდელობა, რომ პოლიტიკური ნიშნით მომხდარიყო საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენება, რომელიც 2 წელია ძალიან კვალიფიციურად, წარმატებით მართავს საკრებულოს და ახორციელებს საკუთარ უფლებამოსილებას.

სხდომაზე ორი საათის განმავლობაში მოვითხოვდით, ერთ დეპუტატს მაინც დაესაბუთებინა არგუმენტი, მიზეზი, თუ რატომ ითხოვდნენ ინგა მაღრაძის გადადგომას. არცერთ მათგანს პასუხი არ გაუცია. ამ სხდომას მოქალაქებიც ესწრებოდნენ, რომლებსაც აინტერესებდათ კონკრეტული მიზეზი, თუ რატომ ხდებოდა საერთოდ ამ საკითხის განხილვა იმ ფონზე, როდესაც უამრავი პრობლემა აქვს ხარაგაულს. თუმცა ვერც მოქალაქეებმა მიიღეს ამ კითხვაზე პასუხი. გადაყენების არანაირი მიზეზი არ არსებოდა და სწორედ ამან გააჩინა საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ საკრებულოს თავმჯდომარე ინგა მაღრაძე არის რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელი.

სხდომა საკმაოდ დაძაბული იყო. წამყვანმა თავდაპირველად არ ისურვა, სიტყვა მიეცა საქართველოს პარლამენტის წევრებისთვის, რომ საკუთარი აზრი დაეფიქსირებინათ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. იყო უამრავი მხარდამჭერი გამოსვლა. მუდმივად ისმოდა კითხვები, რატომ? თუმცა პასუხი არცერთ დეპუტატს არ ჰქონდა.

- თუმცა ინგა მაღრაძეს საკრებულოს წევრები მანამდეც აკრიტიკებდნენ, სანამ “რესპუბლიკელები” კოალიციას დატოვებდნენ. თავის დროზე მისი 2015 წლის ანგარიში საკმაოდ უარყოფითად იქნა შეფასებული დეპუტატების მხრიდან…

- მაშინ ყველა შეკითხვას გაეცა პასუხები. მახსოვს, ამის მცდელობა ადრეც იყო და მაშინაც კონკრეტული არაფერი დასახელებულა. მახსოვს, “ქართული ოცნების” საკრებულოს წევრების განცხადება, რომლებმაც თქვეს, რომ არაკომუნიკაბელურიაო საკრებულოს თავმჯდომარე. მაშინ სრულიად გაუგებარი იყო ასეთი შეფასება და დღეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ მათ ამისთვის არავითარი არგუმენტი და საფუძველი არ ჰქონდათ.

მათ შეეძლოთ გაეკეთებინათ განმარტებები, რატომ არ არიან კმაყოფილი ინგას მუშაობით, კონკრეტული მაგალითები დაესახელებინათ, ან რომ ვერ თანხმდებიან, ამაზე ესაუბრათ, ან ეთქვათ, რომ მოქალაქეებთან არ აქვს ურთიერთობა და ამიტომ… მაგრამ, არაფერი კონკრეტული არ თქმულა. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით გადაყენების მცდელობა იყო. ისინი ასრულებდნენ “ქართული ოცნების” მითითებას. იმიტომ, რომ შეუძლებელია 20 წევრიდან, ვინც ხელი მოაწერა ინგა მაღრაძის გადაყენების საკითხს, ერთი არგუმენტი მაინც რომ არ ჰქონოდათ. ეს დაადასტურა შემდეგ პროცესმაც. კენჭისყრა მინდინარეობდა ნორმალურ რეჟიმში, მას ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციებიც. მაგრამ, როდესაც დათვლის პროცესი დაიწყო და როგორც კი ოქმის შედგენა გახდა საჭირო – დაფიქსირება იმისა, რომ ერთი ხმა დააკლდა გადაწყვეტილების მიღებას, მაშინვე გაჩნდა მცდელობა, რომ ჩაეშალათ პროცესი. ეს პირდაპირ მიმართული იყო არეულობისკენ, რათა ხელახლა ჩაეტარებინათ არჩევნები.

საბოლოოდ დამკვირვებლების ძალიან დიდი ძალისხმევით და ჟურნალისტების აქტიურობით, რომ ყველაფერი გამჭვირვალე ყოფილიყო, შეთანხმდნენ, ოქმს მოაწერეს ხელი, რომლის შედეგების მიხედვით ინგა მაღრაძე თანამდებობაზე რჩება. ინგა მაღრაძე გააგრძელებს ისევე კვალიფიციურად მუშაობას, როგორც აქამდე აკეთებდა და ჩაერთვება წინასაარჩევნო კამპანიაშიც, კანონით მას ამის უფლება აქვს.

- თქვენი აზრით, ხომ არ არის მოსალოდნელი, რომ მსგავსი პროცესები სხვა რეგიონებშიც განვითარდეს?

- იმედი მაქვს, პარტია “ქართული ოცნება” დღევანდელ მაგალითზე მიხვდება, რომ ამ ტიპის ქმედებები არის კონტრპროდუქტიული და სახიფათო წინასაარჩევნო პერიოდში – არ უნდა დავბრუნდეთ იგივე წრეზე. ეს პროცესი უნდა წარვმართოთ მშვიდად და გამჭვირვალედ. არ არის საჭირო ასეთი ტიპის დაპირისპირება. იმედი მაქვს, დღევანდელი შემთხვევა იქნება გაკვეთილი, მაგალითი “ქართული ოცნებისთვის”.

- საკრებულოს “რესპუბლიკელი” დეპუტატები ოპოზიციურ რეჟიმში გადავლენ და ისე გააგრძელებენ საკრებულოებში მუშაობას?

- საკრებულოს წევრები არიან სხვადასხვა პარტიებიდან ეს არის ნორმალური. კარგია, რომ გვაქვს მრავალპარტიული საკრებულოები. ასეთ ვითარებაში პოლიტიკოსებმა უნდა ითანამშრომლონ ერთმანეთთან და ამ პროცესს პარტია “ქართულმა ოცნებამ” ხელოვნურად ხელი არ უნდა შეუშალოს.

რეზონანსი“, 02 აგვისტო, 2016 წელი

არჩევნებზე უდიდეს გავლენას ლარის კურსი მოახდენს

გამოკითხულთა 87% მიიჩნევს, რომ დევალვაცია ამომრჩევლის პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე აუცილებლად იმოქმედებს

ელზა წიკლაური

ეროვნული ვალუტის გაუფასურება მოსახლეობისთვის კვლავ უმთავრესი პრობლემაა. შესაბამისად, მაშინ, როდესაც ადამიანი საარჩევნო ყუთთან მივა, ბიულეტენის შემოხაზვამდე ლარის თემას კიდევ ერთხელ გაახსენდება. ლარი რომ ამომრჩევლისთვის ფაქიზი თემაა, ამაზე “რეზონანსის” ვებ-გვერდზე ჩატარებული გამოკითხვის შედეგებიც მეტყველებს. 87% მიიჩნევს, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურება ამომრჩეველთა პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე გავლენას მოახდენს.

“რეზონანსის” ვებ-გვერდზე რეეზჟჰჰცცცყკუთწტფტსუვფშდნყსწქ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, გამოკითხულთა ნახევარზე მეტი – 53,1% თვლის, რომ ლარის გაუფასურება ამომრჩეველთა პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე “დიდ გავლენას მოახდენს”, 34,3% ფიქრობს, რომ “ნაწილობრივ მოახდენს გავლენას”. მხოლოდ 12,5%-ს მიაჩნია, რომ ეროვნული ვალუტის დევალვაცია ამომრჩეველთა პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე გავლენას არ იქონიებს.

ეროვნული ვალუტის კურსი რომ დღემდე მოსახლეობისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია, ამაზე არაერთი სოციოლოგიური გამოკითხვა მეტყველებს. ნებისმიერ სტატიას, რომელიც ლარის გაუფასურებაზე იწერება, სოციალურ ქსელსა თუ საინფორმაციო საშუალების ვებ-გვერდზე უამრავი შეფასება მოჰყვება. ხალხი ლარის ვარდნაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს და მთავრობის საყვარელ ფრაზას – “გარე შოკებს” – ყურით მოთრეულს უწოდებს. “რა დროს გარე შოკია, ხელისუფლება ვერ აკეთებს საქმეს და სახლში უნდა წავიდეს”, “მოვა ოქტომბერიც…”, “ასეთი კურსით უნდა “ოცნებას” ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვება?” – ამგვარ ფრაზებს ლართან დაკავშირებით დაწერილი სტატიების კომენტირებისას ხშირად წაიკითხავთ. ეს იმაზე მიუთითებს, რომ მოსახლეობისთვის ეროვნული ვალუტის კურსი ერთადერთი თუ არა, ერთ-ერთი ყველაზე მგრძნობიარე საკითხია და ლარის არასტაბილურობაში დამნაშავედ ხელისუფლება მიაჩნიათ, რა თქმა უნდა, ეროვნულ ბანკთან ერთად.

იქონიებს თუ არა პოლიტიკურ გადაწყვეტილების მიღებაზე გავლენას ლარის დევალვაცია, ამაზე პასუხი ჩვენი გამოკითხვიდანაც ნათელია და ამას არც ეკონომისტები და არც საზოგადოებრივი აზრის სპეციალისტები არ მალავენ.

საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგული კომუნიკაციების სპეციალისტ ელდარ პირმისაშვილის თქმით, ლარის კურსის თემა ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, ვისაც სესხი დოლარში აქვს აღებული. ეროვნული ვალუტის ხან გაუფასურება, ხან კი გამყარება საზოგადოებაში არასტაბილურობის განცდას აჩენს: “ლარის დევალვაცია ამომრჩევლის პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებისას იქნება მნიშვნელოვანი კომპონენტი, მაგრამ აქ ამომრჩეველი ორად უნდა გავყოთ, ანუ ვისზე მოახდენს ყველაზე მეტად გავლენას და ვისზე – არა. საკმაო გავლენას მოახდენს იმ ადამიანებზე, ვისაც აქვს სესხი. მათი რაოდენობა კი საკმაოდ დიდია. თანაც, ეს ადამიანები არიან უფრო მაღალშემოსავლიანები და შესაბამისად, უფრო ინტელექტუალებიც. ზოგიერთი ადამიანი, მაგალითად პენსიონერი, შეიძლება ვერ ხვდებოდეს, ლარის გაუფასურება როგორც უკავშირდება მის ყოველდღიურ ცხოვრებას, მაგრამ ის, ვისაც აქვს სესხი დოლარში და ლარის გაუფასურებას ყოველთვიურად საკუთარ ჯიბეზე გრძნობს, შესაბამისად, ამ საკითხის მიმართ უფრო სენსიტიურია. პოლიტიკური პარტიები კი, რომლებიც უფრო საინტერესოდ წარადგენენ ლარის მომავალს, საკმაო პოპულარობას მოიხვეჭენ”, – განაცხადა ელდარ პირმისაშვილმა. მისივე თქმით, პარტიების ეკონომიკურ პროგრამაში მნიშვნელოვანი იქნება ისიც, თუ გაითვალისწინებენ კონკრეტული ადამიანების მდგომარეობასაც:

“პირველად, როცა ლარი გაუფასურდა, მთავრობაში ამბობდნენ, რომ ამუშავებენ გეგმას, თუ როგორ დაეხმარონ იმ ადამიანებს, ვისაც სესხი დოლარში აქვს. საუბარი იყო, რომ მოხდებოდა სესხების რესტრუქტურიზაცია და ა.შ. ვისაც ასეთი ტიპის იდეები ექნება, ამომრჩევლის სიმპათია იქით გადაიხრება. ლოზუნგები, რომ ეკონომიკას გავაძლირებთ და ლარიც დასტაბილურდება, არ იმუშავებს. ამომრჩეველი ხვდება, რომ ეს გრძელვადიანი პერსპექტივაა და ამიტომ იგი ითხოვს კონკრეტულ დაპირებას. ხალხი ასეთ მარტივ დაპირებაზე, რომ ეკონომიკა გაძლიერება და ა.შ. აღარ “დაბოლდება”, – აღნიშნა ელდარ პირმისაშვილმა.

როგორც სპეციალისტი ამბობს, მთავარი მომენტი იქნება, თუ როგორ აღიქვამენ ამ დაპირებას ამომრჩევლები. ლარის გაუფასურების მიზეზებთან დაკავშირებით ეკონომისტების და მთავრობის წევრების განმარტება ხშირად ერთმანეთს არ ემთხვევა. ხშირად ექსპერტები მიზეზად შიდა სიტუაციას ასახელებენ და გარე ფაქტორებს ნაკლებმნიშვნელოვანს უწოდებენ, მთავრობის წევრები კი, პირიქით, შიდა ფაქტობრებს უმნიშვნელოს უწოდებენ და საგარეო ფაქტორებზე ამახვილებენ ყურადღებას.

“საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში კი ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ნეიტრალური მხარის, ანუ ექსპერტების შეფასებას. თუ ისინი იტყვიან, რომ ლარზე პასუხისმგებელი არის ხელისუფლება და გარე ფაქტორები ნაკლებად მნიშვნელოვანია, შესაბამისად, ეს ძალიან დიდ გავლენას მოახდენს ამომრჩეველზე და შექმნის ისეთ საზოგადოებრივ აზრს, სადაც დამნაშავე მთავრობა იქნება. ეს კი გავლენას იქონიებს გადაწყვეტილების მიღებაზეც, არჩევანზეც და ზოგადად საზოგადოებრივი აზრის მართვაზეც”, – განუცხადა “ბიზნეს-რეზონანსს” ელდარ პირმისაშვილმა. მისივე თქმით, თუ სხვადასხვა დამოუკიდებელი ექსპერტი, ეკონომისტი ლარის კურსის ცვალებადობაში მთავრობის ბრალეულობაზე ისაუბრებს, ჩამოყალიბდება ისეთი საზოგადოებრივი აზრი, რომელიც უარყოფით გავლენას მოახდენს ხელისუფლებასა და მათ რეიტინგზე:

“თუ არ ჩამოყალიბდება ასეთი აზრი და ხალხი იფიქრებს, რომ გარე ფაქტორებიდანაა ლარის კურსის ცვალებადობა გამოწვეული, მაშინ რეიტინგზე გავლენას ეს ვერ მოახდენს. დღეს ძალიან ბევრ ადამიანს აქვს სესხი დოლარში, მათთვის მტკივნეულია ლარის კურსის ვარდნა და ისინი ხელისუფლების მიმართ უფრო კრიტიკულად არიან განწყობილნი. ასეთი ადამიანები ძალიან ბევრი არიან. თუ მათ პოზიციას ექსპერტების შეფასებაც დაემატა, ჩამოყალიბდება ისეთი საზოგადოებრივი აზრი, როცა მთავრობა თავს ვეღარ გაიმართლებს”, – განაცხადა ელდარ პირმისაშვილმა.

საბანკო სფეროს ექსპერტის ლია ელიავას თქმით, ლარის დევალვაცია პირდაპირ დაკავშირებულია მოსახლეობის ფინანსურ კეთილდღეობასთან. შესაბამისად, ამომრჩეველი ყოველთვის დაფიქრდება, თუ ვინ იყო დამნაშავე მათი ფინანსური მდგომარეობის გაუარესებაში და შეეცდება მიიღოს ადეკვატური გადაწყვეტილება.

“იმ ადამიანების რაოდენობა, ვისაც ინტერნეტზე ხელი არ მიუწვდება, არის საკმაოდ არსებითი. მათ აქვთ ნეგატიური განწყობა და მიიჩნევენ, რომ ლარის გაუფასურება ახლა მოხდა, ამ ხელისუფლების მმართველობის პერიოდში. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოსახლეობის უმეტესობამ არ იცის, თუ რითი იყო ლარის ვარდნა განპირობებული, მათ არჩევანის გაკეთება ცუდსა და უარესს შორის როცა მოუწევთ, არჩევანს გააკეთებენ, თუ რა იყო წარსულში და რას ელიან მომავლისგან. ლარის კურსის ვარდნა ძალიან ძლიერი ფაქტორია და ის პირდაპირ ურტყამს მოსახლეობის ჯიბესაც და რა თქმა უნდა, მთავრობის გეგმებსაც. ასე რომ, ლარის დევალვაცია ამომრჩევლის პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე აუცილებლად იმოქმედებს”, – დასძინა ლია ელიავამ.

როგორც ჩანს, ეროვნული ვალუტის დევალვაციამ და ამ საკითხზე მთავრობის წევრების მხრიდან აქამდე გაკეთებულმა განცხადებებმა, შესაძლოა, “ქართული ოცნების” რეიტინგზე ნეგატიურად მართლაც იმოქმედოს. იმის გამო, რომ ლარი საზოგადოებისთვის ერთ-ერთი ყველაზე ფაქიზი საკითხია, ლარის ვარდნას საზოგადოების მხრიდან ხელისუფლების ნდობაც ფეხდაფეხ მიჰყვება. იმ შემთხვევაში, თუ არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდში ეროვნული ვალუტა გამყარების გზას არ დაადგა, 8 ოქტომბერს “ოცნება” ერთიორად შემცირებული მხარდამჭერით შეხვდება. ამის კონტურები კი დღეს აშკარად იკვეთება. არჩევნებამდე 2 თვე და 6 დღეა დარჩენილი, ვნახოთ, რას იზამს ლარი და შეძლებს თუ არა მთავრობა კრედიტებისგან დამძიმებული ამომრჩევლების “შემობრუნებას”.

რეზონანსი“, 02 აგვისტო, 2016 წელი

ქართულ ოცნებასწინასაარჩევნო ეკონომიკური პროგრამა არ გააჩნია?!

მმართველი პარტია ზოგადი ფრაზებით აპირებს ფონს გასვლას

მაკა ხარაზიშვილი

პენსიებისა და სამუშაო ადგილების გაზრდა – უკვე 2 ათეული წელია საქართველოში წინასაარჩევნო დაპირებები არ იცვლება. ეს ის მთავარი თემებია, რომელთა მიმართაც ქართულ პარტიებს შორის ნამდვილი დოღი იმართება. ამ მარათონში “ქართული ოცნება” ოფიციალურად ჯერ არ მონაწილეობს. პარტიის ეკონომიკური ჯგუფი, ისევ პასიურობს და საზოგადოებისთვის პროგრამის წარდგენას აგვიანებს. ეს პირდაპირ მიუთითებს მმართველი პარტიის სისუსტესა და ჩამოუყალიბებლობაზე.

“ქართულ ოცნებაში” მიიჩნევენ, რომ ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით პარტიის მისია შესრულებულია. ამ არჩევნების წინ მთავარი დაპირება სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება და ბიზნესში კვალიფიციური კადრების მომზადება იქნება.

ეკონომისტების აზრით, არჩევნებში გამარჯვებისთვის მებრძოლ პარტიას უფრო მკაფიო პრიორიტეტები უნდა გააჩნდეს, რომელზედაც მსჯელობა კარგა ხნის წინ უნდა დაწყებულიყო. პოლიტიკური პარტიის მთავარი ვექტორი მომდევნო 4 წელიწადს, თუ მხოლოდ კადრების გადამზადება და ახალი უნივერსიტეტების მშენებლობა იქნება, თანაც იმ ტემპებით, რომელიც ამ ხელისუფლებას აღმოაჩნდა, ქვეყანა წინ კიდევ კარგა ხანს ვერ წაიწევს.

ეკონომისტი გიორგი ღაღანიძის განცხადებით, ნებისმიერი პოლიტიკური ძალა თავად განსაზღვრავს უნდა იყოს აქტიური თუ არა. მას მიაჩნია, რომ ქვეყნის ეკონომიკას ძალიან ბევრი პრობლემა აქვს და მათ მოსაგვარებლად ხელისუფლება უფრო სწრაფად და ეფექტურად უნდა მუშაობდეს.

“ყველაფერი უნდა იყოს პრიორიტეტული, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკის ზრდასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუკი ქვეყანა აიღებს კურსს სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე; იმ წარმოების განვითარებაზე, რომელიც შექმნის საექსპორტო პროდუქციას. ჩემი აზრით, სწორედ ასეთია მთავარი პრიორიტეტები დღესდღეობით”, – ამბობს ღაღანიძე.

ეკონომისტ მიხეილ დუნდუას “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო პროგრამის დაგვიანებაზე საუბარი მიზანშეწონილად არ მიაჩნია. იგი მიიჩნევს, რომ ქვეყნის მთავარი პარტიის პრიორიტეტები პროგრამის გარეშეც უკვე გამოკვეთილია.

“არა მგონია ეკონომიკური პროგრამის პრეზენტაცია დაგვიანებული იყოს, ვინაიდან მთელი რიგი საარჩევნო პროგრამა უკვე წარმოდგენილია. არჩევნებამდე დარჩენილია საკმარისი დრო. ვნახოთ, როგორ წარმოაჩენს პარტია დანარჩენ საკითხებს”, – აცხადებს დუნდუა და დასძენს, რომ ეკონომიკის განვითარების “ქართული ოცნების” პრიორიტეტები, ცოტა ხნის წინ, მთავრობის მიერ წარმოდგენილ 4 პუნქტიან გეგმაშიც კარგად ჩანს.

აღნიშნული 4-პუნქტიანი გეგმა მთავრობამ რამდენიმე თვის წინ წარადგინა და მთავარ პრიორიტეტებად ეკონომიკურ განვითარებაზე ორიენტირებული განათლების რეფორმა, მმართველობის რეფორმა, რეგიონებისა და ინფრასტრუქტურის განვითარება და სამუშაო ადგილების შექმნა დაასახელა.

მიხეილ დუნდუა ამბობს, რომ ამ გეგმიდან ნათლად ჩანს, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლებას ორიენტაცია ინვესტიციების ხელშემწყობ საგადასახადო სისტემაზე აქვს აღებული; ასევე გადასახადის გამარტივებულ რეჟიმებზე, რაც დუნდუას აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია კონკურენტუნარიანი ეკონომიკის შესაქმნელად.

“გარდა ამისა, განათლების სისტემაში სერიოზული ნაბიჯები იდგმება. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რომელიც ჩვენს კონკურენტუნარიანობას უშლის ხელს, არაკვალიფიციური სამუშაო ძალაა. ტექნოლოგიური უნივერსიტეტი მაღალტექნოლოგიური განათლების მისაღებად სერიოზული პლაცდარმი იქნება. ასევე მთავარი მიმართულებაა ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც ინვესტიციების მოზიდვის კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია. მიუხედავად იმისა, რომ პენსიები გაიზარდა ეს სოციალური ფონის გასაუმჯობესებლად საკმარისი არ არის. ყველა ამ საკითხის გათვალისწინებით სერიოზული სამუშაო ჩატარდა და ძლიერი ქმედითი ნაბიჯები იდგმება”, – აღნიშნავს დუნდუა და “ქართული ოცნების” ერთ-ერთ წარმატებულ რეფორმად საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედებას თვლის.

“რაღაც საკითხები მოგვარდა, რაღაც ვერ მოგვარდა. ამას თავისი მიზეზები აქვს. საგარეო შოკიდან გამომდინარე, საქართველოსა და რეგიონის ყველა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას პრობლემა შეექმნა. საწარმოთა სტიმულირებამ გამოიწვია ადგილობრივი წარმოების გააქტიურება”, – აცხადებს მიხეილ დუნდუა.

ბიზნეს-რეზონანსი“: საგარეო ვაჭრობის ბალანსში ადგილობრივი წარმოების გააქტიურება არ ჩანს, იმპორტის წილი ასევე კატასტროფულად მაღალია

იხეილ დუნდუა: საქართველოში იმპორტის წილი ტრადიციულად მაღალია, მაგრამ ტენდენციის შემცირება ფიქსირდება ესეც ფაქტია. ინვესტიციებიც გაზრდილია. ასეთი დიდი რაოდენობის ვალი რომ არ გვქონოდა გასასტუმრებელი (4,780 მილიარდი დოლარი), რომელიც ეკონომიკის მესამედზე მეტია, წელსაც შეგვეძლო ეკონომიკის მაღალი ტემპის დაფიქსირება. ვამთავრებთ დრამატულ ეტაპს ვალის გადახდის კუთხით, მომდევნო წლებში ეს პრობლემა აღარ გვექნება და ქვეყანას დიდი ტემპით განვითარების შესაძლებლობა მიეცემა. რაც შეეხება ეკონომიკის განვითარებას, მთავრობა ამ მიმართულებით სწრაფ წინსვლას სწორედ 4-პუნქტიან გეგმით (რომელიც წინასაარჩევნო პროგრამის ნაწილად სახელდება) ფიქრობდა. პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს, წლის ბოლოსთვის, პუნქტებად დაყოფილი ეკონომიკის წინსვლა 3-3,5 პროცენტამდე ეიმედებოდა, ხოლო 2017 წელს ეკონომიკურმა აღმავლობამ 5,5-6 პროცენტს უნდა მიაღწიოს. მაკროეკონომიკური სტატისტიკა კი, წელს ამ იმედის ასრულების შესაძლებლობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. ორ კვარტალში, ეკონომიკური ზრდა 2,9%- ვერ გაცდა. ცხელ პოლიტიკურ შემოდგომაზე კი ეკონომიკის ამაზე მეტად გააქტიურება ნაკლებად მოსალოდნელია.

ეკონომისტი ემზარ ჯგერენაია ფიქრობს, რომ ეკონომიკის 3,5%-მდე გაზრდის შემთხვევაშიც კი ჩვეულებრივი მოქალაქეების მდგომარეობა ვერ გაუმჯობესდება.

“რიგითმა მოქალაქემ რომ იგრძნოს აუცილებელია მინიმუმ 7-პროცენტიანი ზრდა. ერთ სულზე გაანგარიშებული მთლიანი შიგა პროდუქტი უნდა გაიზარდოს 4500-დან 5000 დოლარამდე, რომ რიგითმა, საშუალო დონის შემოსავლის მქონე მოქალაქემ შეძლოს ბინის, მანქანის შეძენა, ცხოვრების პირობების მოწყობა. ეკონომიკური ზრდა მოსახლეობის ცხოვრების დონაზე უნდა აისახოს”, – ამბობს ემზარ ჯგერენაია. ამიტომ, მთავარი აქცენტი წარმოების განვითარებაზე უნდა გაკეთდეს და მთავარი პოლიტიკური ძალის პროგრამაში ნათლად უნდა ჩანდეს კონკრეტული დარგების განვითარების სქემები, რომელიც მოსახლეობას დაასაქმებს, იმპორტს ადგილობრივი პროდუქტით ჩაანაცვლებს და ექსპორტის გაზრდასაც ხელს შეუწყობს.

რეზონანსი“, 02 აგვისტო, 2016 წელი

ინტერვიუ ავთანდილ დემეტრაშვილთან: საკონსტიტუციო სასამართლო “რუსთავი 2″-ისა და სხვა რეზონანსულ საქმეებს არჩევნებამდე არ განიხილავს

ია აბულაშვილი

“საკონსტიტუციო სასამართლოს ისტორიაში ასეთი რამ არასდროს ყოფილა, რომ მოსამართლეთა ერთი ჯგუფი საჯაროდ დაპირისპირებოდა მეორე ჯგუფს. დღეს ამ საქმემ უპრეცედენტოდ რეზონანსული სახე მიიღო,” – ამბობს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, თსუ-ს პროფესორი ავთანდილ დემეტრაშვილი, რომელსაც “რეზონანსი” საკონსტიტუციო სასამართლოში დაპირისპირების გამომწვევ მიზეზებზე ესაუბრა.

- საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, გიორგი პაპუშავილმა განაცხადა, რომ მოსამართლეებზე მიდის მიზანმიმართული ზეწოლა და ეს უკავშირდება მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებს, რომლებიც ახლა იხილება სასამართლოში. ექსპერტთა გარკვეული ნაწილი მასში პოლიტიურ კონტექსტს ხედავს; მოსმართლეების ორ ჯგუფად გაყოფასთან დაკავშირებით კი არ გამორიცხავენ, რომ ამან შეიძლება საკონსტიტუციო სასამართლოს პარალიზება გამოიწვიოს…

- დღეს იმასაც ამბობენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს ასეთი განცხადების გაკეთების უფლება არ ჰქონდა. ჩემი აზრით, თუ ასეთი რამ არსებობს, საკონსტიტუციო სასამართლოს, თავმჯდომარე ვალდებულია ამის შესახებ განცხადებაც გააკეთოს და მოითხოვოს, ნათელი მოეფინოს ამ საკითხს.რაც შეეხება მოსამართლეთა ორ ჯგუფად გაყოფას, არც ჩემს პერიოდში და არც მაშინ, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე იყო ჯონი ხეცურიანი, ასეთი რამ არ ყოფილა, რომ მოსამართლეთა ერთი ჯგუფი საჯაროდ დაპირისპირებოდა მეორე ჯგუფს. დღეს კი ამ საქმემ უპრეცედენტოდ რეზონანსული სახე მიიღო. სასამართლოს პარალიზება არ მოხდება, მაგრამ დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით ამან შეიძლება გარკვეული გავლენა მოახდინოს გადაწყვეტილებების შინაარსზე.

- დღეს ყველა შეფასება უკვე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ხდება. თქვენი აზრით, მაინც რა იყო მიზეზი, რომელმაც აქამდე მიიყვანა საქმე?

- ჩემი აზრით, ეს ყველაფერი დაიწყო მას შემდეგ, ცვლილებები რომ შევიდა ორგანულ კანონში “საკონსტიტუციო სასმართლოს შესახებ”. ცვლილებები უფრო მკაფიო და გამართული უნდა ყოფილიყო, ვინაიდან იმ პერიოდში საკონსტიტუციო სასამართლოში განიხილებოდა მთელი რიგი რეზონანსული საკითხები. ეს ცვლილებები სწრაფად იქნა მიღებული, ისე, რომ არ ყოფილა გათვალისწინებული არც ვენეციის კომისიის, არც არასამთავრობო სექტორის, არც ექსპერტთა ნაწილის შენიშვნები. ანუ, იმდენად საჭირო იყო ცვლილებების შეტანა, რომ პარლამენტში მმართველი გუნდის სრული მობილიზება მოხდა და ეს კანონი ამოქმედდა.

კანონში იყო ერთი უპრეცედენტო ნორმა, რომელიც ითვალისწინებდა, რომ ერთ მოსამართლეს შეუძლია არ დაეთანხმოს სამი მოსამართლის გადაწყვეტილებას და მოითხოვოს საკითხის პლენუმზე გატანა. სწორედ ამ მუხლით ისარგებლა ერთ-ერთმა მოსამართლემ და მოითხოვა “რუსთავი 2″-ის საქმის განხილვა პლენუმის შემადგენლობით. სწორედ აქედან დაიწყო პოლიტიკური პროცესი.

სიტუაციის გართულების მიზეზი შეიძლება იყოს მოახლოებული არჩევნები. სექტემბერ-ოქტომბერში საკონსტიტუციო სასმართლოს ახალი თავმჯდომარის არჩევა მოხდება. პაპუაშვილი მიდის, მას უნდა გაჰყვეს რამდენიმე მოსამართლე. დღეს ამაზე არავინ საუბრობს, მაგრამ ძალიან არაორდინარული სიტუაცია შეიძლება შეიქმნას მას შემდეგ, რაც უფლებამოსილება დაუმთავრდება პაპუაშვილს და სამ მოსამართლეს. მოსამართლეები, რომლებიც რჩებიან სასამართლოში, უკვე თავის თავზე ფიქრობენ, ზოგს თავმჯდომარეობა უნდა, ზოგს მდივნობა. ანუ, როდესაც პაპუაშვილი ამბობს, რომ მოსმართლეებზე გავლენა ხდება, ეს ფაქტორიც უნდა დაუმატოს.

არჩევნები ჩატარდება, მაგრამ როგორ აირჩევა თავმჯდომარე, აი, ეს არის პრობლემა. ვინაიდან მოსამართლეთა ნაწილი გაყოფილია, 6 ხმის მოპოვება ძნელი იქნება. ადრე თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელება ხდებოდა ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირებთან შეთანხმებით; ახლა ეს წესი შეიცვალა და საკონსტიტუციო სასამართლოს თითოეულ მოსამართლეს აქვს უფლება, თავისი კანდიდატურა წარმოადგინოს.

- დღევანდელი ვითარების გათვალისწინებით, შეიძლება მოგვარდეს ე.წ. პოლიტიკური შეფერილობის საქმეებზე გადაწყვეტილებების კოლეგიალურად განხილვის და მიღების საკითხი?

- მე ვფიქრობ, რომ ეს საქმე უკვე გადაწყვეტილია. “რუსთავი 2″-ის და სხვა რეზონანსული საქმეები არჩევნებამდე ან არ განიხილება ან, თუ განიხილება, “რუსთავი 2″-ის სარჩელი დაკმაყოფილებული არ იქნება; ამასობაში კი არჩეული იქნება ახალი შემადგენლობა.

„ახალი თაობა“, 02 აგვისტო, 2016 წელი

ინტერვიუ ლევან ბერძენიშვილთან: „ჩვენ შეიძლება აღმოვჩნდეთ მთავრობაშიც, კოალიციაშიც და ოპოზიციაშიც“ // „ოცნებაში ვიღაცებს არ ვუყვარდით, მაგრამ პრემიერ-მინისტრთან პრობლემები ნაკლებად გვქონდა

რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან ბერძენიშვილი `ახალ თაობასთან~ ინტერვიუში ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე საუბრობს.

- ბატონო ლევან, რესპუბლიკელმა მინისტრებმა მინისტრთა კაბინეტი დატოვეს და პარტიულ საქმიანობას დაუბრუნდნენ. დღეს როგორ შეაფასებთ `ქართულ ოცნებასთან~ თანამშრომლობას?

- რესპუბლიკურმა პარტიამ თავისი მინისტრებით მნიშვნელოვანი როლი შეასრულა, რადგან საქართველოში პირველად გვყავდა რეალურად მრავალპარტიული, ორპარტიული მთავრობა. კოალიციური მთავრობა, რომელიც არის ევროკავშირის სტანდარტი, საქართველოში რეალურად პირველად განხორციელდა. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ამ მონაპოვარს საფრთხე არ შეჰქმნოდა. ჩვენი ყველა პარტნიორი ამით არ იყო ბედნიერი, მაგრამ ეს მოვახერხეთ. ამიტომ მე, როგორც რესპუბლიკელი და როგორც რიგითი მოქალაქე, თინათინ ხიდაშელსა და პაატა ზაქარეიშვილს მადლობას გადავუხდიდი.

- ისინი აქტიურ პარტიულ საქმიანობას უბრუნდებიან. თინა ხიდაშელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იქნება?

- დიახ, პარტიაში გააგრძელებენ საქმიანობას და არც არასდროს მიუტოვებიათ პარტიული ინტერესი. ცხადია, ძალიან აქტიურები იქნებიან. თინა ხიდაშელის აქტიურობა, მოგეხსენებათ, რას ნიშნავს და ჩვენ ამას სერიოზულად ვაფასებთ. უახლოეს დღეებში გაირკვევა, ვინ სად და რა პოზიციებზე იბრძოლებს მომავალ არჩევნებში.

- ბატონო ლევან, რა მოლოდინები გაქვთ 8 ოქტომბრის არჩევნებისგან?

- მოლოდინი მაქვს, რომ ორ ამოცანას შევასრულებთ: ერთი, საარჩევნო ბარიერს გადავლახავთ და პარლამენტში მოვხვდებით. რაც შეეხება მეორე მოლოდინს, ჩვენი მაჟორიტარი კანდიდატები, ყველა ვერა, მაგრამ ნაწილი მაინც მოახერხებს მეორე ტურში გადასვლას, ზოგი – გამარჯვებას. საერთო ჯამში, ჩვენ საქართველოს პარლამენტში უნდა წარმოვდგეთ დაახლოებით ისე, როგორც ვიყავით ან უკეთესად.

- ამის თქმის საფუძველს რა გაძლევთ? ენდიაის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგებზე რას იტყვით?

- ენდიაის რეიტინგებში ჩანს, რომ მოსახლეობის დაახლოებით 60%, რომელიც არჩევნებზე აპირებს წასვლას, ჯერ ვერ გარკვეულა, ვის მისცემს ხმას. რეალურად კვლევა ვერ ჩატარდა ანუ ენდიაიმ ამ კვლევებით რეალური სურათი ვერ დადო. ეს შეიძლება არც მათი ბრალია და არც სხვისი. ამით იმის თქმა მინდა, რომ ამ კვლევების მიხედვით ვერაფერს გაარკვევ. ბუნებრივია, გამოქვეყნებულ კვლევას ვსწავლობთ, გვაქვს შეხვედრები, გამოვიყენებთ ყველა სახის ინფორმაციასა და შედეგს, მაგრამ ჩვენ საკუთარ კვლევასაც ვატარებთ და საკუთარი ძალების მობილიზაციასაც ვახდენთ. გვაქვს იმედი, რომ ჩემ მიერ დასახელებული ამოცანები შევასრულოთ.

რაც შეეხება იმას, ვენდობით თუ არა კვლევებს ზოგადად, გეტყვით, რომ სოციოლოგიური კვლევის მიხედვით ინგლისი ახლა ევროკავშირში უნდა იყოს, მაგრამ აღარ არის. საუბარია მსოფლიო დონის კვლევაზე, რომლის მიხედვითაც ინგლისი ევროკავშირის შემადგენლობაში რჩებოდა, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარებული კვლევები რას ამბობს მომავალი პრეზიდენტის ვინაობაზე და ა.შ. ყველგან კვლევები სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ არის. მთავარი კვლევა არის არჩევნები. ამდენად, ჩვენთვის საბოლოო პასუხიც არჩევნები იქნება.

- ექსპერტები ამბობენ, რომ 8 ოქტომბრის არჩევნები ყველაზე არაპროგნოზირებადია, მაგრამ, არ არის გამორიცხული, რომ ვერცერთმა პარტიამ ვერ მოიპოვოს უმრავლესობა და პარლამენტში შესულ ძალებს მოუხდეთ კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება. ახალ კოალიციაში თქვენს ადგილს ხედავთ?

- ჩვენ კოალიციაში ვიყავით და კოალიციაში ყოფნის დადებითი და უარყოფითი გამოცდილებაც გვაქვს. ამიტომ ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, მომავალ პარლამენტში ვინ როგორ იქნება წარმოდგენილი. ჩვენ შეიძლება აღმოვჩნდეთ კოალიციაშიც, მთავრობაშიც და ოპოზიციაშიც. არცერთი ვარიანტი გამორიცხული არ არის. ვინც ამბობს, რომ კოალიციური მთავრობა არ იქნება არავითარ შემთხვევაში, ეს ძალიან ხისტი საუბარია. შეიძლება იყოს, ამიტომ პარტნიორებთან დამოკიდებულება ახლაც ფაქიზი უნდა იყოს და არა ისეთი, რაც „ქართულმა ოცნებამ“ გაგვიკეთა ხარაგაულში, როდესაც რესპუბლიკური პარტიის წევრი საკრებულოს თავმჯდომარე გადააყენეს. ეს არ არის მომავალი კოალიციისკენ გადადგმული ნაბიჯები. ასეთი ნაბიჯები არ უნდა გადაიდგას, რადგან მოგვიწევს თანამშრომლობა. დიდი ალბათობით, ერთპარტიული მთავრობა არ გვეყოლება. `ქართული ოცნება~ ამბობს, რომ ერთპარტიული მთავრობა კარგია, მაგრამ ერთპარტიული მთავრობა კატასტროფაა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის შემთხვევაში. ჩვენ ვიცით, რა მოჰყვება ამას შედეგად. ამიტომ უნდა ვისწავლოთ თანამშრომლობა, ერთმანეთის გაგება, კომპრომისები.

- კომპრომისების შედეგი არ იყო ეს კოალიციური მთავრობა? თქვენ თქვით, რომ კოალიციური მთავრობის შენარჩუნება ძნელი იყო, რომ აქამდე მოსვლა რთული იყო...

- ძალიან რთული იყო ნამდვილად, მაგრამ ჩვენ მოვახერხეთ და რესპუბლიკელებს გვეყო ნერვული სისტემაც, ჭკუაც, გონებაც, რომ მოვსულიყავით.

- რის ხარჯზე? კომპრომისი ხომ არ იყო ცალმხრივი?

- არა, რა თქმა უნდა, კომპრომისი ორმხრივია, მაგრამ ჩვენ გაცილებით მეტი გამოცდილება და პოლიტიკური კულტურა აღმოგვაჩნდა. ეს არ არის გასაკვირი. ჩვენ ძველი პარტია ვართ. `ქართული ოცნება~ ახლახან ჩამოყალიბდა. იქ არ იყო ერთიანობა, უნდა ყოფილიყვნენ თუ არა რესპუბლიკელები მთავრობაში. უმრავლესობა ფიქრობდა, რომ არ უნდა იყვნენ, მაგრამ ემორჩილებოდნენ იმ უმცირესობას, რომელიც ქვეყანას მართავდა. ვიღაცებს არ ვუყვარდით, მაგრამ პრემიერ-მინისტრთან პრობლემები ნაკლებად გვქონდა.

კომპრომისი ჩვეულებრივი პოლიტიკური მოვლენაა. არ დაიჯეროთ, რომ პარლამენტში ყველას ერთმანეთი უყვარს და ყველა ჩასახუტებელია, მაგრამ თანამშრომლობა გვიწევს, გამარჯობის თქმა გვიწევს ისეთი ხალხისთვის, რომელზეც არ ოცნებობ, რომ შეგხვდეს და გამარჯობა უთხრა. მიუხედავად ამისა, ხერხდება, რომ ვითანამშრომლოთ. მაგალითად, მოვახერხეთ, რომ მთელ პარლამენტს მიგვეღო საგარეო პოლიტიკაზე ერთობლივი დოკუმენტი. ეს ყველაფერი კომპრომისებითაა მიღწეული.

„ახალი თაობა“, 02 აგვისტო, 2016 წელი

ინტერვიუ ადა მარშანიასთან: „ენდიაი“-მ მესამე ადგილი მოგვაკუთვნა, მაგრამ ჩვენი რეიტინგი სხვაა“ // „ქართული ოცნების ახალი სახეები დაქოქილი თოჯინების შთაბეჭდილებას ტოვებენ

„ენდიაი“-ს ბოლო კვლევის თანახმად, საქართველოს პატრიოტთა ალიანსის გარშემო შექმნილმა ბლოკმა პოლიტიკურ სუბიექტებში მესამე ადგილი დაიკავა. მიუხედავად ასეთი შედეგისა, ამ კვლევას მაინც უნდობლად უყურებენ პატრიოტთა ალიანსში. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ადა მარშანია „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ ამ ორგანიზაციის წინა კვლევები უფრო მეტად იყო აცდენილი რეალობას.

„ჩვენ მესამე ადგილი გვარგუნეს, თუმცა რეიტინგების გამომხატველი ციფრები არ არის ახლოს სინამდვილესთან. ჩვენ ისიც გვახსოვს, რომ ენდიაი ადრე საერთოდ იგნორირებას გვიკეთებდა და არც კი გვახსენებდა. ამის წინააღმდეგ ვიბრძოდით. ეტყობა, ამ ბრძოლის შედეგია ის, რომ გვახსენეს და სამეულში შეგვიყვანეს. რეალობას არ ასახავს ციფრები. მაგალითად, 7-8%-იანი რეიტინგი არასწორი ციფრებია. კვლევებს მუდმივად ვატარებთ და რეალობა ვიცით. ნამდვილად არ გვინდა ჩვენი თავის მოტყუება. ამ კვლევებით გაცილებით მეტი მხარდაჭერა გვაქვს. სამწუხარო ისაა, რომ ყალბი კვლევები ხდება საზოგადოების მანიპულირების საშუალება. არიან ძალები, რომლებსაც ეს სჭირდებათ. ასეთი კვლევები და ეგზიტპოლები რომ სასარგებლო არ არის, ამას აკრძალვებიც მოწმობს. მაგალითად, საფრანგეთში ეგზიტპოლები საერთოდ აკრძალულია“, – ამბობს ადა მარშანია.

- თქვენს ბლოკს მეორე ადგილზე აქვს პრეტენზია?

- ქვეყნის ზოგიერთ რეგიონში ან რაიონში მეორე ადგილზე ვართ, ზოგან „ქართულ ოცნებასაც“ ვუსწრებთ და პირველზე გავდივართ. თუ საარჩევნო პროცესები სამართლიანად წარიმართა, თუ არ მოხდა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და არჩევნებში დიდძალი შავი ფულის ჩართვა, ამ მდგომარეობას შევინარჩუნებთ.

- ქართული ოცნება ამომრჩეველს ახალ სახეებს სთავაზობს. შეიძლება, ეს მათი შიდაპარტიული საქმე იყოს, მაგრამ, თქვენი აზრით, რა მიზანს ემსახურება ეს განახლება?

- ეს მათი შიდაპარტიული საქმე არ არის. როდესაც მმართველი პარტია ასეთ ნაბიჯებს დგამს, ეს ყველა ჩვენგანის საქმეა. მათი საქმეები აისახება ქვეყნის განვითარებაზე. ვიწროპარტიულად თუ მივუდგებით, რაც სხვისთვის უარესია, ჩვენთვის უკეთესია. საქმე ისაა, რომ უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ რა იქნება უკეთესი ქვეყნისათვის.

- ანუ არ ფიქრობთ, რომ ეს ახალი სახეები ქვეყანას გამოადგებიან?

- ისინი არ ტოვებენ კვალიფიციური კადრების შთაბეჭდილებას. პოლიტიკაში ისედაც არიან ნაკლები კვალიფიკაციის მქონე ადამიანები. გაუგებარია, რა მიზანს ისახავს ახალი პირების მოყვანა. ამ ადამიანებს უცხოეთში გავლილი აქვთ კურსები, ბევრი მათგანი იყო მოხელე, მაგრამ რისთვის მოჰყავთ ისინი პოლიტიკაში? ქვეყანას რით გამოადგებიან?!

- არის მოსაზრება, რომ ისინი ნაკლები ემოციურობით ჩაერთვებიან დებატებში.

- ეს ახალი სახეები მინახავს ტელეეთერებში. მათ საუბარი არ უჭირთ, მაგრამ მაინც არასასიამოვნო შთაბეჭდილებას ტოვებენ. ეს სახეები მაგონებენ დაქოქილ მექანიკურ თოჯინებს. მათგან ერთ ცოცხალ სიტყვას ვერ გაიგონებ. ხალხს ეს არ მოსწონს. ადამიანები აფასებენ ღია და გულწრფელ ურთიერთობებს.

- თქვენ და თქვენი თანამოაზრეები, წინააღმდეგობის მოძრაობის არსებობიდან მოყოლებული, ებრძვით ნაციონალურ მოძრაობას. შეიძლება თუ არა იმის თქმა, რომ ახლა ნაციონალური მოძრაობა გაძლიერდა?

- არა, გაძლიერებით არ გაძლიერებულა. შეიძლება იმის თქმა, რომ ნაციონალური მოძრაობა გადარჩა. ის აქტიურად მონაწილეობს პოლიტიკურ პროცესებში, არჩევნებში. მისი გადარჩენა „ქართული ოცნების“ კისერზეა.

პირადად მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ორგანიზაციის გადარჩენა დანაშაულია. ეს მოიტანა „ქართული ოცნების“ მიერ გამოცხადებულმა კოაბიტაციამ. ხალხს ვხვდებით და ვიცი, რომ ეს უდიდეს უკმაყოფილებას იწვევს მოსახლეობაში. უბედურება ისაა, რომ „ქართულ ოცნებას“ ურჩევნია, ოპოზიციაში ნაციონალური მოძრაობა ჰყავდეს, ვიდრე სხვა ღირსეული ძალა. ამის მიზეზი ყველამ იცის.

„ახალი თაობა“, 02 აგვისტო, 2016 წელი

„ნაციონალები“ „ქართულ ოცნებაში“

გორში „ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატი ნაციონალების დამფინანსებელია

„ქართული ოცნების“ მიერ შიდა ქართლში წარდგენილი 5 მაჟორიტარიდან 2 „ნაციონალებთან“ სერიოზულად დაახლოებული პირი აღმოჩნდა. ქალაქ გორის მაჟორიტარობის კანდიდატი იოსებ მაკრახიძე კი საერთოდ ნაციონალების ოფიციალური დამფინანსებელია.

- ბოლო დროს თვალშისაცემია „ოცნების“ კარზე ყოფილი ნაციონალებისა და მათი კარის ბიზნესმენების დაწინაურება. ეს იმ დროს, როცა პარტია „ქართული ოცნების“ მთელ რიგი წევრები, რომლებიც წლების განმავლობაში ებრძოდნენ რეჟიმს, გვერდზე გასწიეს. ნაციონალების კარის ბიზნესმენებთან საერთო ენა რომ გამონახეს, აღარ მიკვირს, მაგრამ, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, თუ მაჟორიტარობის კანდიდატად ნაციონალების შემომწირველს დაასახელებდნენ, – აცხადებს „ახალ თაობასთან“ საუბარში ორგანიზაცია თავისუფალი თაობის ლიდერი ლადო სადღობელაშვილი. მისი თქმით, იოსებ მაკრახიძე სამშენებლო კომპანია ,,იბოლიას~ ხელმძღვანელია, რომელიც ძირითადად ასფალტ-ბეტონის სამუშაოებს ასრულებს.

„ჯერ კიდევ 2011 წელს შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ბეჭდური ვერსია ,,ქართლის ხმა~ წერდა, რომ „იბოლია“ და მისი ხელმძღვანელი მაშინდელი მმართველის გუნდის – „ნაციონალური მოძრაობის“ მსხვილი შემწირველია“, – ამბობს თავისუფალი თაობის ლიდერი.

ლადო სადღობელაშვილის თქმით, „იბოლიამ“ ნაციონალურ მოძრაობას იმ პერიოდში 50.000 ლარი შესწირა. მისივე ინფორმაციით, ამ ყველაფრის პარალელურად, აღნიშნული კომპანია ადგილობრივი მუნიციპალიტეტისა და საგზაო დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში გამარჯვებულის სტატუსით მონაწილეობდა.

„სოსო მაკრახიძის ძმა, ალიკა მაკრახიძე, ასევე სამშენებლო კომპანია „არქმშენსტუდია 2002“-ის დირექტორია. აღნიშნული კომპანია ასევე აქტიურად თანამშრომლობდა და მუშაობდა ნაციონალური მოძრაობის პერიოდში. მეორე ძმა მაკრახიძე ორი წლის წინ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში ამბობდა, რომ ნაციონალების დროს უფრო მალე აგებდნენ ასფალტს“, – აღნიშნავს ლადო სადღობელაშვილი.

„ნაციონალებთან“ არის დაკავშირებული ქარელის მაჟორიტარობის კანდიდატის გიორგი თოთლაძის წარსულიც. ნაციონალების გარდა, გიორგი თოთლაძეს სპორტთანაც ჰქონდა კავშირი. არადა, „ოცნების“ ლიდერები ამბობდნენ, ჩვენს რიგებში ყოფილი ნაციონალები და სპორტსმენები არ იქნებიანო.

გიორგი თოთლაძე 1998 წელს ძიუდოში საქართველოს ჩემპიონი გახდა, მომდევნო წელს კი გორის უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე ჩაირიცხა. 2000 წელს ახალგაზრდული ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორი გახდა; 2002 წელს ევროპის ჩემპიონის ტიტული ახალგაზრდებს შორის მოიპოვა, 2003 წელს კი ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ვერცხლის პრიზიორი გახდა. შემდეგ ტრავმა მიიღო და იძულებული გახდა, პოლიტიკაში წასულიყო. „ტრავმამ ახალგაზრდა მოჭიდავის კარიერა დაასრულა. სამაგიეროდ, სპორტიდან წასული გიორგი თოთლაძე პოლიტიკაში გამოჩნდა“, – აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბარში ქარელის საკრებულოს თავმჯდომარე ვანო არდემანაშვილმა.

„თავისუფალი თაობის“ ლიდერის ლადო სადღობელაშვილის თქმით, პოლიტიკური კარიერა გიორგი თოთლაძემ ნაციონალურ მოძრაობაში აიწყო. „2008 წლის მაისში, ნაციონალების დროს, ქარელის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულად დაინიშნა და ამ პოსტზე 2009 წლის ნოემბრამდე დაჰყო. 2010 წლის სექტემბერში ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილედ დაინიშნა და ოქტომბრის ბოლოს გადადგა“, – ამბობს ლადო სადღობელაშვილი. მისი თქმით, გიორგი თოთლაძე „ქართულ ოცნებაში“ 2013 წლის იანვარში შევიდა.

„ნაციონალებში“ ყოფნის ფაქტს აღიარებს თავად გიორგი თოთლაძეც. რაღაც პერიოდი ის რუსეთში იყო წასული: „როდესაც მივატოვე ნაციონალური მოძრაობა, ცოტა ხანს რუსეთში წავედი. იქ იმ დრომდე გავჩერდი, ვიდრე არ მივხვდი, რომ ჩემი თავი სამშობლოს სჭირდებოდა. ამიტომ დავბრუნდი საქართველოში და გავწევრიანდი ბიძინა ივანიშვილის „ქართულ ოცნებაში“, – განაცხადა გიორგი თოთლაძემ.

ლადო სადღობელაშვილს პირადად გიორგი თოთლაძის მიმართ პრეტენზიები არ აქვს, მაგრამ აინტერესებს – განა სხვა აღარავინ იყო, ქარელში რომ მაჟორიტარად წარედგინათ? „უკვე აღარც კი ვიცი, რა ვიფიქრო. „ქართული ოცნება“ ნაციონალების ფილიალი გახდა. ამ პარტიაში მხოლოდ იმ ხალხს აწინაურებენ, რომლებიც ყოფილ ხელისუფლებასთან რაღაც კავშირში იყვნენ“, – ამბობს ლადო სადღობელაშვილი. იგი არ გამორიცხავს, რომ მალე „ოცნება“ თავის რიგებში მერაბიშვილსა და ახალაიასაც შეიყვანს.

„ახალი თაობა“, 02 აგვისტო, 2016 წელი

რა პრობლემები შეიძლება შეუქმნან საქართველოს ჯიჰადისტებმა

ინტერნეტში გამოჩენილმა ვიდეორგოლმა, რომელშიც ისლამური სახელმწიფოს მებრძოლები რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და რუსეთს აფეთქებებითა და განადგურებით ემუქრებიან, მსოფლიო მედიისა და უსაფრთხოების ექსპერტების ყურადღება მიიპყრო.

რუსეთის მიმართ ასეთი სახის მუქარა პირველი არ არის.

ჯერ კიდევ 1994-96 წლებში ჩეჩნეთის ინფორმაციის დეპარტამენტი ხშირად იყენებდა ანალოგიურ ხერხებს. ვიცეპრემიერ მოვლადი უდუგოვის უწყების პროპაგანდისტული მანქანა გარკვეული პერიოდულობით აქვეყნებდა მუქარის შემცველ მასალებს, თუმცა იმ დროისთვის ინტერნეტტექნოლოგია არ იყო განვითარებული და ჩეჩენ პოლიტტექნოლოგებს მასალის სხვადასხვა მედიასაშუალებაში განთავსება უწევდათ.

დღეს ანალოგიური მასალის გამოქვეყნება არ წარმოადგენს პრობლემას, რაც მთავარია, რთულია ავთენტურობის დადგენა. 90-იან წლებში წყაროს დადგენა არ წარმოადგენდა სირთულეს. ცნობილი იყო მედიასაშუალების კავშირი ჯიჰადისტურ ორგანიზაციებთან. მაგალითად, ზოგიერთი დასავლური და რუსული მედიასაშუალების მიერ გამოქვეყნებული მუქარის შემცველი ინფორმაცია სანდოობით სარგებლობდა, რადგან ამ საინფორმაციო საშუალებებს ნამდვილად ჰქონდათ კავშირი უდუგოვის ინფორმაციის დეპარტამენტთან.

ინტერნეტში თითქმის ყოველდღიურად ჩნდება ახალ-ახალი სააგიტაციო მასალა. საიტებზე ტერორიზმის, ძალადობისკენ მოწოდების შემცველი კლიპები ვრცელდება. მნიშვნელოვანია იმის დადგენა, თუ რომელი მათგანი წარმოადგენს ნამდვილ საფრთხეს. უმრავლეს შემთხვევაში ასეთი კლიპები ფსიქოლოგიური პრობლემების მქონე ადამიანების შექმნილია, თუმცა არსებობს გამონაკლისებიც.

შესაძლოა, სწორედ ასეთ გამონაკლისთან გვქონდეს საქმე ამ კლიპთან დაკავშირებითაც. მოწოდება დროში თურქეთსა და ევროკავშირს შორის ვითარების დაძაბვას დაემთხვა.

მიუხედავად ერდოღანის მისწრაფებისა, გამხდარიყო სუნიტური ისლამური სამყაროს ლიდერი, მის მორჩილებაში მყოფი ძალისმიერი სტრუქტურები აქტიურად თანამშრომლობდნენ დასავლეთის სპეცსამსახურებთან.

ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ ბრიუსელის ტერაქტში ეჭვმიტანილ, თურქეთიდან დეპორტირებულ იბრაჰიმ ბაკრაუის ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირების შესახებ ინფორმაცია ბელგიის სამართალდამცავებს თურქეთის სპეცსამსახურებმა მიაწოდეს. ბელგიელებმა უგულებელყვეს ინფორმაცია და შედეგად ევროკავშირის დედაქალაქში უსასტიკესი ტერაქტი მიიღეს.

დღეისთვის დიდი ალბათობით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ასეთი თანამშრომლობა აღარაა.

დასავლეთზე განაწყენებული ერდოღანმა მთლიანად ჩამოშალა ნატოს თავდაცვითი სისტემა თურქეთში. პრაქტიკულად დაშლილია თავდაცვის სამინისტრო და პოლიცია, პროკურატურა და სასამართლო. ამ სისტემის შემადგენელი და მნიშვნელოვანი ნაწილი კი დაზვერვაა, რომელსაც ინფორმაციის მოპოვება და დამუშავება ევალება.

ჯიჰადისტების შესახებ ინფორმაციის მოპოვებისთვის თურქეთს მნიშვნელოვანი როლი მიეკუთვნებოდა. ინფორმაციის ანალიზსა და დამუშავებას, ალბათ, ნატოს სხვა ქვეყნების სპეცსამსახურები აწარმოებდნენ, მაგრამ სირიის მიმართულებით ინფორმაციის მოპოვება სწორედ თურქეთის პრეროგატივა გახლდათ.

ასეც რომ არ იყოს, არა მგონია, დღეისთვის ერდოღანს ძალიან ადარდებდეს ევროპელების უსაფრთხოება, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გერმანიის ქალაქ კიოლნში მის მხარდასაჭერად გამართულ მრავალათასიან მიტინგზე, გერმანიის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, პირდაპირი ჩართვისა და მომიტინგეებისთვის მიმართვის საშუალება არ მიეცა.

რუსეთი ჯიჰადისტებთან სირიაში ბრძოლაში თითქმის ერთი წელია ჩაბმული. თურქეთის მიერ დასავლეთთან გაწყვეტილი კავშირის შემდეგ ამ ორ ქვეყანას უფრო მეტი საერთო ინტერესი გაუჩნდა, ვიდრე მანამდე ჰქონდა. თუმცა ინტერესებს საერთო პრობლემებიც დაემატა. ერთ-ერთი ასეთი პრობლემა თურქეთის ტერიტორიაზე მოჯაჰედების არსებობაა.

ერდოღანის ინტერესებში ნამდვილად აღარაა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტებში კარგად გაწვრთნილი ჯიჰადისტების თურქეთში ყოფნა. ამერიკული და ევროპული დახმარების, ძალისმიერი სტრუქტურების გარეშე დარჩენილი თურქეთის პრეზიდენტისთვის მათთან გამკლავება პრაქტიკულად შეუსრულებელი დავალებაა. ერდოღანს ყველგან ღალატი ელანდება და ასეთი ადამიანით მანიპულირება არ წარმოადგენს სირთულეს.

ისლამური სახელმწიფოსა და სხვა ჯურის ჯიჰადისტები ცენტრალიზებულ მმართველობას არ ემორჩილებიან. ისინი ცნობენ ხალიფასა და სხვა ლიდერებს, გარკვეულ დაფინანსებას ცენტრალიზებულადაც იღებენ, მაგრამ ძირითადი დაფინანსების წყარო მაინც სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნების წარმომადგენლები არიან.

ეს ისლამური წინააღმდეგობის მოძრაობის ერთგვარი ნოუჰაუა.

ასე იყო ჩეჩნეთშიც. ცნობილ საველე მეთაურებს საკუთარი წარმომადგენლები გააჩნდათ სხვადასხვა ქვეყანაში და მათი საშუალებით ხდებოდა ჯიჰადისთვის თანხების მოძიება. წარმომადგენლობები აზერბაიჯანში, ირანში, თურქეთში, საუდის არაბეთში, საემიროებში, ყატარში, პაკისტანში, ავღანეთსა თუ სხვა ისლამურ ქვეყნებში მრავლად იყო. ასეთი წარმომადგენლობა საქართველოშიც იყო.

თანხები ძირითადად მოჯაჰედების ტრანსპორტირებისთვის, იარაღის, საბრძოლო მასალების, კომუნიკაციის საშუალებებისა და ომის წარმოებისათვის საჭირო საქონლის შესაძენად გამოიყოფოდა.

მაგრამ როგორ უნდა დაუმტკიცო სპონსორს თანხის გამოყოფის აუცილებლობა?

სწორედ ამისთვის გამოიყენება ჯიჰადისტური რეკლამა ანუ ინტერნეტში ატვირთული კლიპები. პროცესი თითქმის ანალოგიურია არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაფინანსების მოთხოვნისა. უბრალოდ, გრანტის თემა და მოთხოვნის ფორმაა განსხვავებული. მაძიებელმა უნდა დაამტკიცოს მოცემულ ტერიტორიაზე ჯიჰადის წარმოების აუცილებლობა, ჰქონდეს შესაბამისი გამოცდილება და აუცილებლად გამოინახება შეიხი, რომელსაც სხვისი ნაბრძოლით მოუნდება სამოთხეში მოხვედრა. ის აუცილებლად გამონახავს წმინდა ჯიჰადის აღსასრულებელ თანხას.

რა საფრთხეს შეიცავს რუსეთის ხელისუფლების უმაღლესი პირის მიმართ მუქარა ჩვენი ქვეყნისთვის?

პირველ რიგში, ეს ჯიჰადისტური წრეების ჩვენი რეგიონის მიმართ არაჯანსაღი ინტერესის გაჩენის საფუძველია. გასათვალისწინებელია, რომ საქართველო ესაზღვრება რუსეთს და მასთან მთლად კეთილმეზობლური ურთიერთობები არ გაგვაჩნია.

ფაქტია, რომ მრავალი მებრძოლი თავის დროზე ჩეჩნეთში და შემდეგ ახლო აღმოსავლეთში სწორედ საქართველოს გავლით აღმოჩნდა.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის 2015 წლის ევროპაში ტერორიზმის არსებული საფრთხეების შესახებ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, საქართველო მოჯაჰედებისა და ნარკოტიკების გადაადგილებისათვის ერთგვარ დერეფანს წარმოადგენდა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავრომა წლის დასაწყისში გაიხსენა პანკისის ხეობა და იქ არსებული მდგომარეობა. ამას დავუმატოთ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილს ნათქვამი, რომ ისლამური სახელმწიფოს გავლენიანი ამირი აჰმედ ჩატაევი საქართველოს სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდა და ჩვენი ქვეყნისთვის ნამდვილად არ ისახება სახარბიელო მდგომარეობა.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი, რომლის შესახებაც საუბარს საქართველოს ხელისუფლება და პოლიტიკური პარტიები ჯიუტად არიდებენ თავს, უკანონო ემიგრაციის პრობლემაა.

არა მგონია, შინაგან საქმეთა, უშიშროების ან იუსტიციის სამინისტრომ დარწმუნებით გვითხრას, რომელი ქვეყნებიდან და რამდენი უკანონო ან არალეგალურად მცხოვრები ემიგრანტია საქართველოს ტერიტორიაზე.

არ ვაკნინებ ჩვენი ქვეყნის ხელისუფლების მიერ მოსახლეობის ეკონომიკური კეთილდღეობის გაზრდისთვის გადადგმულ ნაბიჯებს, მაგრამ რატომღაც ეჭვი მეპარება, რომ საქართველოში გერმანიიდან, საფრანგეთიდან ან ევროპის, თუნდაც აზიის ეკონომიკურად განვითარებული ქვეყნებიდან ჩამოვიდეს ვინმე, რათა არალეგალურად იცხოვროს აქ.

ძირითადად არალეგალები აზიისა და აფრიკის მუსლიმური ქვეყნებიდან არიან და ყოველგვარი აღრიცხვის გარეშე ცხოვრობენ საქართველოში.

მას შემდეგ, რაც ჩვენმა ქვეყანამ გაითვალისწინა ევროკავშირის მოთხოვნა და საზღვრის დაცვის რეფორმირება განახორციელა, ბევრი ემიგრანტი საქართველოში მწვანე ზოლიდან სრულიად უკანონოდ შემოვიდა. არიან ისეთებიც, რომლებიც კანონიერად შემოვიდნენ საქართველოში, მაგრამ დარჩენის ვადის გასვლის შემდეგ არ დატოვეს ქვეყანა, რაც მათ არალეგალად აქცევს.

საქართველოში მუსლიმ არალეგალებს ემატება რამდენიმე ათეული ათასი თურქეთის მოქალაქე, რომლებსაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა საქართველოს მოქალაქეობა გადასცა. სადაა ახლა ეს ხალხი? რას საქმიანობს? წარმოადგენენ თუ არა ისინი საშიშროებას ეროვნული უსაფრთხოებისთვის თურქეთში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების პარალელურად, ამაზე არც ხელისუფლება საუბრობს და არც ოპოზიცია.

თუ რუსეთის სახელმწიფოს საქართველოს ტერიტორიიდან რაიმე სახის საფრთხე დაემუქრება, არა მგონია, ჩრდილოელი მეზობელი საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და ადამიანის უფლებების კონვენციის დაცვით გაუმკლავდეს მას.

ჯიჰადისტების მორიგი მუქარა რუსეთის ხელისუფლებას საფუძველს აძლევს, გაააქტიუროს თავისი მოქმედება კავკასიის რეგიონში. მაისის ბოლოდან სექტემბრის შუა რიცხვებამდე კავკასიის ქედზე საქართველოდან ჩეჩნეთში გადასასვლელი ბილიკები არაა ჩახერგილი. ეს კარგი დროა მოჯაჰედების ჩრდილოეთის მიმართულებით გადაადგილებისთვის. იმ დროს, როდესაც არ ვიცით მუსლიმი არალეგალების რიცხვი, გვესაზღვრება თურქეთი, რომელიც დევნილების საკუთარი ტერიტორიიდან განდევნით იმუქრება, ნამდვილადაა შესაძლებელი საქართველოდან ჩრდილო კავკასიის მიმართულებით მოჯაჰედთა გადაადგილების პროცესის აღდგენა.

კიდევ ერთი პრობლემა, რომელზე საუბარსაც ერიდებიან საქართველოს ძალისმიერ სტრუქტურებში, ჯიჰადისტურ წრეებთან კავშირში მყოფი ადამიანების არსებობაა.

ერთია, როდესაც ქვეყნის უშიშროება პოტენციური საფრთხის მატარებლებზე კონტროლის, ინფორმაციის მოპოვების მიზნით ურთიერთობს მათთან და სხვა, როდესაც ასეთ ხალხთან ეკონომიკური თუ სხვა სახის უკანონო კავშირები მყარდება.

ასეთი ურთიერთობების არსებობის საფუძვლიანი ეჭვი არსებობს. გავიხსენოთ ბრიტანულ „სანდი ტაიმსში“ 2007 წელს გამოქვეყნებული და იუთუბზე ატვირთული მასალა, სადაც საქართველოს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის წარმომადგენელი გია დგებუაძე, მეტსახელად „მასტერა“ ჩეჩენ უვაის აჰმადოვს ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობას უკვეთს. ასეთი კავშირები უშიშროების სამსახურის შეშფოთების საფუძველი უნდა იყოს. ეს ხალხი მარტო არ მუშაობდა ამ სტრუქტურაში. შესაძლოა, ყოფილი თანამშრომლები ძალისმიერ სტრუქტურებში საქმიანობას დღესაც აგრძელებენ.

„ყოველკვირეული ალია“, 01 აგვისტო, 2016 წელი

ინტერვიუ გია ხუხაშვილთან: ისე არ არის, რომ პრემიერ-მინისტრი თურმე კარგი ბიჭია და სხვები ცუდებიპრემიერის სისუსტე თავისთავად ბოროტებად

ნინო სამხარაძე

(შემოკლებით)

გია ხუხაშვილი თავიდან საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე ზეწოლასთან დაკავშირებით გიორგი პაპუაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე საუბრობს და ამბობს, რომ თავიდან ხელისუფლებამ თავი ქვიშაში ჩარგო, სირაქლემის პოზიციაში ჩადგა და დაიწყო ამ თემის გაბათილება, თითქოს პაპუაშვილი ჭორაობდა, პოლიტიკური ინტერესი ჰქონდა და იტყუებოდა. ხელისუფლების ეს დამოკიდებულება ხუხაშვილს უგუნურად მიაჩნია და თვლის, რომ მაშინვე უნდა აღძრულიყო სისხლის სამართლის საქმე. მისი თქმით, „ქართული ოცნებისთვის“ დამახასაითებელია, რომ თემა აირიდონ და როცა ამას ვერ ახერხებენ, მერე უკვე წასულ მატარებელს ახტებიან. ხუხაშვილის აზრით, ამ უგუნური ქმედებით ხელისუფლებამ პაპუაშვილს საშუალება მისცა, თემა კიდევ უფრო მაღლა აწეულიყო და ყველაფერს დიდი პოლიტიკური სკანდალის სახე მიეღო.

რაც შეეხება პრეზიდენტის სიძეზე ზეწოლის ფაქტს, ხუხაშვილი ამბობს, – „მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ მარგველაშვილი არის პოლიტიკური მოთამაშე. საერთოდ, ერთ და იგივე ადამიანებისგან ურთიერთგამომრიცხავი შეფასებები ისმის პრეზიდენტზე. ერთ დღეს ამბობენ, რომ პრეზიდენტი ნომინალური ფიგურაა, არაფერი შეუძლია, მეორე დღეს მისგან დაგვიხატავენ საოცარ პოლიტიკურ მოთამაშეს. სინამდვილეში საკითხი ძალიან მარტივია, როცა პაპუაშვილმა პირველად გააკეთა განცხადება და ხელისუფლებას რეაგირება არ ჰქონდა, ამის შემდეგ პაპუაშვილმა სცადა სხვადასხვა ინსტანციებისთვის მიემართა და ბოლოს მიმართა პრეზიდენტს. როგორც ვიცი, მარგველაშვილი ზეწოლის ფაქტზე საჯარო განცხადების გაკეთებას არც აპირებდა, უბრალოდ იმისთვის, რომ საკითხის სიმწვავე კიდევ ერთხელ ხაზგასმული ყოფილიყო, მის ოჯახში განვითარებული მოვლენები მოიყვანა დასტურად“.

გია ხუხაშვილის განცხადებით, პრეზიდენტმა მისი ოჯახის წევრზე განხორციელებული ზეწოლის შემდეგ, მაშინვე ჩააყენა საქმის კურსში პრემიერმინისტრი და შს მინისტრი. მისი თქმით, შსს-ს ჰქონდა მცდელობა, საქმე სხვა კალაპოტში გადაეგდო. ექსპერტის აზრით, პრობლემა არ იყო პრეზიდენტის სიძის ბინის ჩხრეკაში, პრობლემა იყო ის, როგორ იქცეოდნენ და რას ითხოვდნენ პოლიციელები ჩხრეკისას. ხუხაშვილის თქმით, პოლიციელები ცდილობდნენ მარგველაშვილის სიძის „დავერბოვკებას“.

„პრეზიდენტმა შსს მაშინვე საქმის კურსში ჩააყენა, ამის შემდეგ გენინსპექციას უნდა მოეკვლია საკითხი და განმარტებითი ბარათი გადაეგზავნა პრეზიდენტისთვის. ამით ეს ინციდენტი ამოწურული იქნებოდა, მაგრამ როცა შს მინისტრი პრეზიდენტს წაუყურუებს, ეს უკვე ძალიან შემაშფოთებელია. მაშინ რიგითი მოქალაქე რანაირად იქნება შენს ხელში დაცული?.. პრეზიდენტმა სწორედ ამ ფაქტს გაუსვა ხაზი. შსს-მ თავის უგუნურ საქციელს ახალი უგუნური საქციელი დაამატა, შეეცადა პრეზიდენტის სიძე საშინელ კრიმინალად წარმოედგინა, 37-იანი წლების სტილში დაწერილი წერილი გამოაქვეყნა… ეს წერილი მთლიანად განმსჭვალული იყო, რომ რამენაირად პრეზიდენტის დისკრედიტაცია მოეხდინათ… პირადად რასაც ფიქრობ იმას გეტყვით. შეთქმულებაზე კი არ არის საუბარი, ვფიქრობ, რომ შს მინისტრი, სამწუხაროდ დაკმაყოფილდა ოპერების ახსნა-განმარტებით და ოპერულ ენაზე დაწერილ საზიზღარ წერილზე მოაწერა ხელი. შესაბამისად, შს მინისტრი მოიქცა ისე, როგორც ოპერების მარიონეტი. თავად აღმოჩნდა მსხვერპლი ქვემოდან მანიპულირებისა, მეტი არაფერი“, – აღნიშნა ხუხაშვილმა.

რაც შეეხება კითხვას, რამდენად შესაძლებელია პოლიტიკური ზეწოლა ყოფილიყო, ხუხაშვილის თქმით, „ქართულ ოცნებაში“ საქმე ასე არ არის, რომ კვირიკაშვილი აკონტროლებს ყველაფერს. მისი განცხადებით, პრემიერს მიღმა იქ პროცესები მიდის და არიან ჯგუფები, რომლებიც მაინდამაინც არ ემხრობიან კვირიკაშვილის იმ განწყობას, რომ ყველაფერი უნდა იყოს კანონიერად და არ შეიძლება ადამიანებზე ზეწოლა.

„კი ბატონო, ჩვენ გვაქვს იმის კომფორტი, ვილაპარაკოთ, რომ შს მინისტრი და პრემიერმინისტრი არ იყვნენ საქმის კურსში და მართვის სუბიექტები გახდნენ, მაგრამ სისუსტე თავისთავად ბოროტებად იქცევა ხოლმე და მათ არ  აქვთ უფლება, იყვნენ სუსტები. პრემიერმინისტრს არ აქვს იმის უფლება, რაღაც ხდებოდეს და შემდეგ ირკვეოდეს, რომ საქმის კურსში არ ყოფილა. იმის თქმა, რომ პრემიერმინისტრი კარგი ბიჭია და სხვები ცუდები, ასე არ გამოვა. კვირიკაშვილსაც მოუწევს ამ ფაქტებზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღოს. ამიტომ, თუ პრემიერმინისტრია, კეთილი ინებოს, მოიპოვოს შესაბამისი ძალა და რეალური პრემიერი გახდეს და არა ისეთი პრემიერი, რომელსაც ქვემოდან რასაც უნდათ, იმას უზამენ“, – აცხადებს გია ხუხაშვილი.

ინტერვიუს ბოლოს რესპოდენტი ენ-დი-აის კვლევის თემასაც ეხება. მისი აზრით, ყველაზე მთავარი ის არის, რომ „ოცნება“ და „ნაციონალები“ ჯამურადაც ვერ აყალიბებენ ხელისუფლებას, რაც ნიშნავს, რომ ამომრჩეველი მათ ეუბნება „არას“.

„ყოველკვირეული ალია“, 01 აგვისტო, 2016 წელი

ინტერვიუ ვახტანგ მეგრელიშვილთან: ასეთი მძიმე 4 წელი 2000 წლის შემდეგ არ ჰქონია საქართველოს და თელა წულუკიანი რომელ წარმატებაზე ლაპარაკობს?!“ // ბიძინა ივანიშვილმაგირჩს“ 5 მილიონი მისცა?

მაკა დეკანოსიძე

(შემოკლებით)

„გირჩის“ ერთ-ერთ დამფუძნებელ ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებით, დღეს ქვეყანაში მიმდინარე უსახური წინასაარჩევნო კამპანია აწყობს მხოლოდ „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“. სხვა პარტიებს, მაგალითად, „გირჩს“ რეალურად აინტერესებს, რომ მეტი ყურადღება გადაიტანოს იმ პრობლემებზე, რომელიც მოსახლეობას რეალურად აწუხებს, ამაში კი მსგავსი კამპანია ძალიან უშლის ხელს. ის დადასტურებულად ვერ ამბობს, არის თუ არა ზეწოლა და თუ არის, მისი აზრით, ამაზე შესაბამისი რეაგირება უნდა მოახდინოს ხელისუფლებამ და საგამოძიებო სტრუქტურებმა.

„ეს შეიძლება ძალიან სწრაფად დასრულდეს და რადგან არ სრულდება, ეს იწვევს რეალურ ეჭვს, რომ ხელისუფლებისთვისაც მომგებიანია მსგავსი ისტერიული კამპანია. კორცხელის ინციდენტიც რეალურად რომ გამოძიებულიყო, დასრულებული იქნებოდა ამ ძალადობაზე საუბარი, რადგან გვეყოლებოდა დასჯილი ადამიანები. ანალოგიურად ვფიქრობს, რომ ამ შემთხვევაშიც არავინ დაისჯება და გაიჭიმება ერთმანეთზე ბრალდებების კამპანია, რაც ზოგადად აფუჭებს საარჩევნო გარემოს“, – აცხადებს მეგრელიშვილი.

ჟურნალისტი სვამს კითხვას ენ-დი-აის კვლევის აპოლიტიკურ ნაწილზე, იმაზე, რომ ქვეყანაში ნომერ პირველი პრობლემა უმუშევრობა და სიღარიბეა. ის ეხმიანება თეა წულუკიანის განცხადებასაც, რომლის თქმითაც, რაც ამ 4 წელიწადში „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა, იმდენი არც ერთ ხელისუფლებას ერთად აღებულს არ გაუკეთებია. ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებით, წულუკიანის განცხადებას მოსახლეობის განწყობა აბალითელებს. მისი თქმით, ეს არაა პარტიული რეიტინგები, ესაა განწყობების კვლევა და უმეტესწილად მსგავსი ტიპის კვლევებში ობიექტურად არის ხოლმე ასახული მოსახლეობის განწყობა. „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერის განცხადებით, ასეთი მძიმე 4 წელი საქართველოს 2000 წლის შემდეგ არ ჰქონია და არ ესმის, რის საფუძველზე შეუძლია გააკეთოს ხელისუფლებამ ასეთი პოზიტიური შეფასება.

„შემიძლია დაგისახელოთ უამრავი პრობლემა, რომელზეც საუბრობენ, არასაკმარისი პენსია, ინფრასტრუქტურის მოუწესრიგებლობა და ა.შ. მაგრამ საბოლოო ჯამში, უმუშევრობასთან ერთად, ყველაფერი ეს თავს იყრის ერთ მთავარ მესიჯში. მოსახლეობას აქვს სოციალური პრობლემა, სიღარიბის პრობლემა აქვს და ეს კონკრეტულ შემთხვევებში სხვადასხვანაირად გამოიხატება. ერთადერთი, რაზეც მეტ-ნაკლები პოზიტივი ისმის, ეს არის ჯანდაცვის ხარჯების დაფინანსება, რომელიც დაკავშირებულია იმასთან, რომ ბოლო 4 წლის განმავლობაში, დაფინანსება ნახევარი მილიარდი ლარით გაიზარდა. ყველა სფეროში არის გაჭირვება და ეკონომიკური პრობლემები. ერთი საინტერესო ტენდენციაცაა წინასაარჩევნოდ – 130-140 ათასი ახალი ბენეფიციარი ჩაემატა ბოლო თვეების განმავლობაში სოციალური დახმარების პროგრამას. რაც იმაზე მიანიშნებს ცალსახად, რომ ეს, ფაქტობრივად ამომრჩევლის მოსყიდვაა“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ ამ წლების განმავლობაში 700 მილიონი ლარი დახარჯა სოფლის მეურნეობის პროგრამებზე, სოფლის მეურნეობაში გამოშვება შედეგის კუთხით არ გაიზარდა.

„ძალიან უცნაური მიდგომები აქვთ, ზოგადად, მე როგორც გავიგე, აგვისტოს ბოლოს გამოაქვეყნებენ პროგრამას და ამჯერადო, დაპირებები იქნება რეალურიო, პირად საუბრებში ასეთი რაღაც თქვეს „ოცნების“ წევრებმა. ამას რომ იტყვი, ამჯერად დაპირებები იქნება რეალური, ეს აღიარებაზე მეტია. თუმცა პრობლემების აღიარება როცა არ უნდათ, დაპირებებში ძნელი წარმოსადგენია რეალობის შეგრძნება ჰქონდეთ“, – აღნიშნა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

ინტერვიუს ბოლოს ჟურნალისტმა მეგრელიშვილს დაუსვა კითხვა ბოლო პერიოდში გავრცელებულ ჭორზე, რომ ბიძინა ივანიშვილმა 5 მილიონი მისცა „გირჩს“ და რომ ეს თემა ძალიან აქტუალურია ბერა ივანიშვილის სამეგობროში. ამაზე მეგრელიშვილი ამბობს, რომ პირველად გაიგო ეს ამბავი.

„ყოველკვირეული ალია“, 01 აგვისტო, 2016 წელი

სალომე ზურაბიშვილს ნიკა რურუა უპირისპირდება?!

მაკა დეკანოსიძე

(შემოკლებით)

როგორც „ალიასთვის“ გახდა ცნობილი, მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში სალომე ზურაბიშვილის ერთ-ერთი კონკურენტი 2016 წლის 8 ოქტომბერს, სავარაუდოდ, კულტურის ყოფილი მინისტრი ნიკა რურუა იქნება. ამ ინფორმაციას რურუა არც უარყოფს და არც ადასტურებს. მისი თქმით, დადასტურებულად ამის შესახებ პასუხს 10 დღეში გასცემს ჟურნალისტებს. მანამდე კი კულტურის ყოფილი მინისტრი სოციალურ ქსელში პირად გვერდზე აქვეყნებს ფოტოსესიას, რომელიც საზოგადოებრივი მოძრაობა „ივერიის“ ოფისშია გადაღებული.

„შესაბამისად, ჭორები, რომ ნიკა რურუა კენჭს „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით იყრის, საფუძველს მოკლებულია. სავარაუდოდ, მას მაჟორიტარობის კანდიდატად საზოგადოებრივი მოძრაობის საინიციატივი ჯგუფი წარადგენს. სხვათა შორის, ერთი საინტერესო დეტალი – „ნაციონალების“ მმართველობის პერიოდში უმაღლეს თანამდებობაზე მუშაობისა და სააკაშვილის გუნდის წევრობის მიუხედავად, ნიკა რურუა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ოფიციალურად არასოდეს ყოფილა“, – ნათქვამია სტატიაში.

„ყოველკვირეული ალია“, 01 აგვისტო, 2016 წელი

ინტერვიუ გიორგი გუგავასთან: „საქართველოში ჩამოყალიბდა სისტემა: მდიდრებს ყველაფერი, ღარიბებს არაფერი, ღარიბებს მხოლოდ მონობა! ეს 8 ოქტომბერს უნდა დამთავრდეს!“

გელა ზედელაშვილი

(მოკლე შინაარსი)

პირველი კითხვა ეხება ხელისუფლების მხრიდან პრეზიდენტზე განხორციელებულ ზეწოლას, რის შესახებაც გიორგი გუგავა ამბობს, რომ, როდესაც პრეზიდენტი, რომელიც წესით თვითონ უნდა იყოს კონსტიტუციის გარანტი და ადამიანის უპირველესი დამცველი, განიცდის მსგავს ზეწოლას, ძნელი წარმოსადგენი არაა, რა დღეში შეიძლება იყვნენ უბრალოდ მოქალაქეები. „ლეიბორისტების“ ერთ-ერთი ლიდერის აზრით, როდესაც ასეთი რამ მოხდა, პრეზიდენტს სასწრაფოდ უნდა მოეწვია უშიშროების საბჭო, დაებარებინა შს მინისტრი და საზოგადოებისთვის ემცნო, რომ მისი ოჯახის წევრებზე ხორციელდება ზეწოლა.

„პრეზიდენტიც ზეწოლაზე ლაპარაკობს, თავდაცვის მინისტრიც და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეც… ესენი რა ჩიტებიც არიან, კი ვიცით, მაგრამ აქ მთავარია სახელმწიფო ინსტიტუციები, თუ ინსტიტუციები ჩამონგრეულია, დეგრადირებულია და ასეთი ქმედებები ხორციელდება, მაშინ საქმე არის ძალიან ცუდად და როგორც ჩანს, ვემსგავსებით აღმოსავლური ტიპის სახანოს. აღარაფერს ვამბობ რეაქციებზე, ზოგმა ლოთი უწოდა მარგველაშვილს, ზოგმა – ჭორიკაა და ა.შ. გეგონება, ჩვენ ავირჩიეთ ლოთი და ჭორიკანა“, – განაცხადა გუგავამ.

„ლეიბორისტების“ ერთ-ერთი ლიდერი საუბრობს 2013 წლიდან დღემდე ქვეყნიდან გატანილ მილიარდზე მეტ ლარზე. მისი თქმით, მთავარი საექსპორტო საქონელი არის სპილენძის მადანი და გადაუმუშავებელი ოქრო. მას შემდეგ, რაც ააფეთქეს საყდრისის კულტურული ძეგლი, გუგავას განცხადებით, ოქროს ექსპორტი გაორმაგდა და ეს ყველაფერი გაიტანა ივანიშვილისა და ტროცკის კომპანიამ და რაც მთავარია, აქედან ბიუჯეტში ერთი თეთრიც კი არ შესულა. გუგავას თქმით, ადრე სააკაშვილი აკონტროლებდა არ-ემ-ჯი გოლდს, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ კი კომპანიას უკვე ბიძინა ივანიშვილი აკონტროლებს. მას აუცილებლად მიაჩნია გამოძიების ჩატარება საყდრისის აფეთქებაზე და ფიქრობს, რომ ქვეყნიდან გატანილი თანხები უკან უნდა დაბრუნდეს.

„ჩვენ მანამ ვიქნებით სიღატაკესა და უბედურებაში, სანამ ქვეყნის სიმდიდრეს ოლიგარქთა ეს ჯგუფი აკონტროლებს, რომელსაც ხელთ უპყრია პოლიტიკური ძალაუფლება. რა სიმდიდრეც ჩვენ ღმერთმა მოგვცა, თანაბრად უნდა ნაწილდებოდეს თითოეულ მოქალაქეზე. დღეს მთავარია სოციალური სამართლიანობის პრინციპი, აფამიანის უფლებების დარღვევა ის არ არის, უკანონოდ რომ დაიჭერენ, ესეც უფლებების დარღვევაა. ადამიანის მთავარი უფლებაა არსებობა, როდესაც მას ართმევ, ეს ნიშნავს, რომ ადამიანს კლავ“, – აცხადებს გუგავა.

ის საუბრობს სტატუს შეჩერებულ სტუდენტებზე, რისი მიზეზიც ძირითადად ფულის გადაუხდელობაა. „ლეიბორისტებს“ მიაჩნიათ, რომ ქვეყანაში უმაღლესი განათლება უნდა იყოს უფასო და ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში სწორედ ამის გაკეთებას აპირებენ.

გიორგი გუგავას განცხადებით, „ლეიბორისტული პარტია“ უახლოეს ხანში წარუდგენს საზოგადოებას საარჩევნო სიას. მანამდე კი პროგრამის მთავარ მიმართულებებს გააცნობენ მოსახლეობას და ამბობს, რომ სწორედ მათი პროგრამაა ქვეყნის გადარჩენის ერთადერთი გზა.

გუგავა საუბრობს მონოპოლიების დაშლის აუცილებლობაზე და ამბობს, რომ ცოტა ხნის წინ „ქართულმა ოცნებამ“ ხობის მაჟორიტარობის კანდიდატად გოდერძი ბუკია წარადგინა, ადამიანი, რომელიც შევარდნაძის დროიდან დეპუტატია და ყველა ხელისუფლების გვერდით იდგა. ასევე ამბობს, რომ „ოცნება“ აპირებს მაჟორიტარობის კანდიდატად დაასახელოს კიდევ ერთი მონოპოლისტი, კახა ოქრიაშვილი. გუგავას განცხადებით, თუ ისევ ასეთი ადამიანები იქნებიან პარლამენტსა და მთავრობაში, ქვეყანას განვითარება არ უწერია.

„ყოველკვირეული ალია“, 01 აგვისტო, 2016 წელი

ინტერვიუ კახა კუკავასთან: „ყველაზე ცუდი სცენარი უკვე სახეზე გვაქვს»

მაკა დეკანოსიძე

(მოკლე შინაარსი)

„ალიას“ ესაუბრება „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი – გაერთიანებული ოპოზიციის“ წარმომადგენელი კახა კუკავა. იგი ინტერვიუს დასაწყისში ენ-დი-აის კვლევაზე საუბრობს და ამბობს, რომ ეს ორგანიზაცია თავის კვლევებში ყოველთვის ცდილობს პრო-ამერიკული პარტიებისთვის რეიტინგის გაზრდას, ასე იყო „ნაციონალების“ დროსაც და ასეა დღესაც. იქიდან გამომდინარე, რომ „პატრიოტთა ალიანსი“ ენ-დი-აის ფავორიტთა რიცხვს არ მიეკუთვნება, ვარაუდობს, რომ გაცილებით უფრო მეტი რეიტინგი აქვთ, ვიდრე ამ ორგანიზაციამ აჩვენა.

შემდეგ საუბრობს იმ პოლიტიკურ ზეწოლაზე, რომელიც საქართველოს პრობლემაა უკანასკნელი 25 წელია. კუკავას თქმით, ყველამ იცის, რომ სუს-ი დაკავებული არ არის სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებით და რომ რეალურად მისი მთავარი და ერთადერი ფუნქცია არჩევნების ჩატარებაა. მისი განცხადბით, დღეს ქვეყანაში გვყავს პოლიტიკური პოლიცია, როგორც გვყავდა ადრე. კუკავას სიტყვებით, ვახტანგ გომელაური სუს-ის უფროსად არ არის შერჩეული პროფესიონალიზმის ნიშნის მიხედვით, ის არის შერჩეული იმით, რომ პრემიერსაც არ ექვემდებარება და ყველამ კარგად იცის, ვინ არის მისი რეალური ხელმძღვანელი.

ჟურნალისტის კითხვაზე, რა შეიცვალა მას შემდეგ, რაც ღარიბაშვილი შეცვალა კვირიკაშვილმა, კახა კუკავა პასუხობს, – „არაფერიც არ შეცვლილა. აბსოლუტურად, არის იგივე ვითარება. ის, რომ ბრიოლინი უსვია თმაზე, არაფერი შეღავათი არ არის არც მოსახლეობისთვის და არც ქვეყნისთვის. ზოგადად, კვირიკაშვილს ვუწოდებდი ბრიოლინიან ღარიბაშვილს. გასაგებია, რომ უფრო ზომიერად და ლოიალურად მეტყველებს, მაგრამ ეს არაფერს ცვლის იმ ძირითად პრობლემებთან დაკავშირებით, რაც ქვეყანაში არსებობს. უბრალოდ, ღარიბაშვილს ჰქონდა ასეთი პოზა, რომ ის თვითონ იბრალებდა ყველაფერს, აი, მაგალითად, ზეწოლა თუ ხდებოდა ოპოზიციაზე, არ უარყოფდა, რომ ეს მთავრობის გაკეთებული იყო. კვირიკაშვილს კი აქვს ასეთი პოზა, რომ მე რა შუაში ვარ, პროკურატურა ჩემს ხელში არ არის, უშიშროება ჩემს ხელში არ არის. მე ხომ არავინ არაფერს მეკითხება და ა.შ. საწყალი კაცის პოზა უკავია, რაც მე ვფიქრობ, მთავრობის მეთაურისთვის არანაირად სერიოზული და გამართლებული არ არის“.

კახა კუკავას განცხადებით, ყველაზე ცუდი სცენარი უკვე სახეზე გვაქვს. მისი თქმით, ღიად არავინ იტყვის, მაგრამ ფაქტია, რომ ადამიანებს ხელს უშლიან არჩევანის გაკეთებაში. ამბობს, რომ ახლაც იგივე მეთოდების გამოყენება ხდება, რაც ხდებოდა შევარდნაძე-სააკაშვილის დროს. კუკავა ფიქრობს, რომ მომავალი პარლამენტი არ იქნება ადეკვატური ხალხის ნების და დიდი დოზით იქნებიან წარმოდგენილი ფულის ტომრები, როგორც „ოცნებიდან“, ისე „ნაციონალური მოძრაობიდან“. ის საუბრობს პარლამენტში მათი ბლოკის შესვლისა და ფრაქციის შექმნის აუცილებლობაზე, რათა გაჩნდეს ჯანსაღი ელემენტი დამპალი ელემენტების გვერდით, რაც დასაბამს მისცემს პოლიტიკურ პროცესს. დღევანდელ პარლამენტს ის უწოდებს ჭაობს, სადაც თავმოყრილი არიან მხოლოდ კორუფციონერები, კრიმინალები, ტენდერებისა და პროვატიზაციის წურბელები და ამბობს, რომ შეუძლებელია მათ რაიმე მოთხოვო, რადგან არ არის იქ ერთი პატიოსანი კაციც კი, რომელსაც პასუხისმგებლობის გრძნობა აქვს ქვეყნის წინაშე. სწორედ ამიტომ მიაჩნია აუცილებლად პარლამენტში ახალი ცენტრების გაჩენა.

კახა კუკავას განცხადებით, „ოცნება“ ჩამოყალიბდა, როგორც კლასიკური სამთავრობო პარტია, როგორც „მოქალაქეთა კავშირი“ და „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ეფუძნება არა თავის იდეებს, არამედ ადმინისტრაციულ რესურსებს.

„ყოველკვირეული ალია“, 01 აგვისტო, 2016 წელი

ინტერვიუ: რას აპირებს ნინო ბურჯანაძისგან წამოსული ირაკლი ბათიაშვილი? // „ა მინდა დავძაბო მკითხველი, თუმცა დად მომენტი, რომ სიმართლე ითქვას

ნინო სამხარაძე

(მოკლე შინაარსი)

ირაკლი ბათიაშვილის განცხადებით, ის პოლიტიკიდან საბოლოოდ არ მიდის, უბრალოდ ამჟამად დაკავებულია სხვადასხვა უნივერსიტეტში ლექციების კითხვით, ამთავრებს ფილოსოფიურ წიგნს, რომლის პრეზენტაციაც მალე ექნება და თუ პოლიტიკური ვითარება მოითხოვს, ისევ აქტიურად გამოჩნდება პოლიტიკურ ასპარეზზე. მისი თქმით, უკვე 56 წლისაა, ეროვნული მოძრაობიდან დაწყებული ყველა კატაკლიზმა გაიარა, რაც ქვეყანაში მოხდა და ახლა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის არანაირი სურვილი არ აქვს. ფიქრობს, რომ გზა ახალგაზრდებს უნდა დაუთმოს.

ბათიაშვილი აცხადებს, რომ არასოდეს ყოფილა ნინო ბურჯანაძის პარტიაში, ისინი ერთად იყვნენ „სახალხო კრებაში“, რომელიც სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ იბრძოდა და რომელმაც დიდი როლი ითამაშა მის დასრულებაში. რაც შეეხება ბურჯანაძისადმი მის დამოკიდებულებას, თვლის, რომ ის არის ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ერთ-ერთი გამოკვეთილი მაღალი კლასისი პოლიტიკური ფიგურა, რომლის უნარი და ნიჭიც ქვეყანამ უნდა გამოიყენოს. ბათიაშვილი არ ფიქრობს, რომ ბურჯანაძე პრორუსული ძალაა, მისი თქმით, ეს იარყლიყო მას „ნაციონალებმა“ მიაწებეს.

„როცა მოხდა ფაქტი, რატომ არ მოახდინა პრეზიდენტმა რეაგირება და რატომ არ ატეხა განგაში? თვალყურს ვადევნებ მარგველაშვილის მოღვაწეობას და ის მუდმივად აკეთებს მწარე და კრიტიკულ თავდასხმებს დღევანდელი ხელისუფლების მისამართით. არ ერიდება მწვავე რეაქციას და ეს მაფიქრებინებს, რატომ ითმინა ამდენი ხანი. მართალი გითხრათ, მისი დაგვიანებული რეაქცია არ მომეწონა. რაც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს გიორგი პაპუაშვილს, მისი მხრიდან საერთოდ უხერხულია მოსამართლეების ზეწოლაზე ლაპარაკი. ამ თემაზე შეიძლება ვილაპარაკოთ მე, თქვენ, სხვადასხვა პარტიებმა, „ნაციონალების“ გარდა, მაგრამ „ნაციონალებს“ უნდა რცხვენოდეთ ამ თემაზე საუბარი“, – განაცხადა ბათიაშვილმა.

ინტერვიუს ბოლოს ის ამბობს, რომ არ სურს მოსახლეობის დაძაბვა, მაგრამ არის სერიოზული საკითხი და არავინ უნდა წარმოიდგინოს, რომ საქართველოს ცუდი არაფერი დაემუქრება იმ ფონზე, რაც ხდება ჩვენს სამეზობლო თურქეთსა და სომხეთში. ბათიაშვილის თქმით, ჩვენ ვიმყოფებით პოლიტიკურად საშინელ სეისმურ ზონაში, რასაც სჭირდება კონტროლი.

„რომელ პარტიას რამხელა რეიტინგი აქვს, ნაკლებად მაღელვებს, მთავარია შევინარჩუნოთ სტაბილურობა, ნუ გვექნება იმის ილუზია, რომ თუკი საქართველოში რამე მოხდება, ამას საერთაშორისო საზოგადოება დაგმობს, საქმე იქამდე არ უნდა მივიყვანოთ, სააკაშვილს ექნება მცდელობა დაბრუნდეს საქართველოში, ამას ნებისმიერი ადამიანი გრძნობს, თუკი სათანადო სტრუქტურები წაიმუშავებენ, სერიოზულ დესტაბილიზაციას ავიცილებთ თავიდან, ვნახავთ, რომ შეთქმულების მონაწილეები მიშასთან ერთად შეიძლება ისეთი ადამიანები აღმოჩნდნენ, შოკში ჩავარდეთ. მაქვს ინფორმაცია, რომ დესტაბილიზაციის გეგმის განხორციელებაში ჩართულები არიან დაინტერესებული ძალები, შესაძლოა, ესენი შტატებიდან იყვნენ, შესაძლოა რუსეთიდან, არ მინდა ახლა დაკონკრეტება, ხომ ხედავთ, როგორ ირევა სიტუაცია, იქიდან გიორგაძეს უნდა ჩამოსვლა, აქეთ მიხეილ სააკაშვილი გეგმავს დიდგორზე ყრილობის ჩატარებას… საკმარისზე მეტი ვთქვი და გამგებმა უნდა გაიგოს. არჩევნები რაც უფრო მოახლოვდება, ვიტარება მით მეტად დაიძაბება და ამისთვის ძალოვანი სტრუქტურები მზად უნდა იყოს“, – განაცხადა ირაკლი ბათიაშვილმა.

Comments are closed