„რეზონანსი“: რა დღის წესრიგით ჩამოვიდა თურქმენეთის პრეზიდენტი
„რეზონანსი“: ინტერვიუ მამუკა მამულაშვილთან: „ქართული ლეგიონი უკრაინაში ყველაზე ცხელ ხაზზე იბრძვის იმიტომ, რომ საქართველოს ინტერესი პირდაპირ უკავშირდება უკრაინის ინტერესს“
„ახალი თაობა“: ინტერვიუ თენგიზ დიხამინჯიასთან: „საქართვე-ლოსთვის მთავარი საფრთხეებია რუსეთი და „ისლამური სახელმწიფო“
———————-
„რეზონანსი“, 03 ივლისი, 2015 წელი
რა დღის წესრიგით ჩამოვიდა თურქმენეთის პრეზიდენტი
ეკატერინე ბასილაია
(შემოკლებით)
თურქმენეთის ექსტრავაგანტული პრეზიდენტი გურბანგულ ბერდიმუჰამედოვი, რომელმაც აშხაბადში საკუთარ თავს მოოქროვილი ძეგლიც კი დაუდგა, 2-დღიანი ვიზიტით საქართველოს სტუმრობს. მისი მასპინძელი საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილია. ვიზიტის ფარგლებში ბევრ სხვა საკითხთან ერთად უმთავრესი სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე, ენერგეტიკის სფეროში ერთობლივი გეოსტრატეგიულ პროექტებსა და საქართველოს სატრანზიტო პოტენციალზე მსჯელობა იყო.
„ჩვენი გეგმაა კასპიისა და შავი ზღვის ქვეყნების დამაკავშირებელი სამხრეთ დერეფნის ჩამოყალიბება, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი ეკონომკის ზრდას“, – განაცხადა თურქმენეთის ლიდერმა.
„თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოსა და თურქმენეთის ურთიერთობა ახალ ფაზაში შევიდა“, – ასე განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილმა. „ძირითადი საკითხები, რაზეც აქცენტი გაკეთდა, შეეხება სწორედ ორი ქვეყნის მჭიდრო თანამშრომლობას სატრანსპორტო -სატრანზიტო სფეროში, რომელიც დაკავშირებულია ტვირთების გადაადგილებასთან საქართველოს ტერიტორიაზე. აქ არის ლაპარაკი არა მხოლოდ თურქმენეთიდან, არამედ მთლიანობაში აზიიდან მომავალ ტვირთზე, რომელიც გადმოკვეთს თურქემენთს და საქართველოს და შემდეგ საქართველოს შავიზღვისპირა პორტების მეშვეობით ევროპაში მოხვდება“.
ვიზიტის დროს განხილვის საგანი იყო აგრეთვე თურქმენეთიდან გაზის ევროპაში გატანის საკითხი, ე.წ. ტრანსკასპიური პროექტის მეშვეობით. ამის სესახებ ლაპარაკი წლების განმავლობაში მიმდინარეობს, მაგრამ მის განხორციელებას ხელს რუსეთი უშლის. პროექტის მიხედვით გაზსადენმა თურქმენეთი, აზერბაიჯანი, საქართველო უნდა გაიაროს. ამდენად, ამ პროექტის ამუშავება ენერგეტიკულ რუკაზე რუსეთის სესუსტებისა და რუსული გაზის თურქმენულით ჩანაცვლებიას ნიშნავს და სწორედ ესაა რუსეთის აღშფოთების მიზეზი.
საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის დამფუძნებლის გია ხუხაშვილის თქმით, თუკი სამხრეთკავკასიური დერეფნის კვანძის გააქტიურება მოხდება, ეს ბუნებრივია, ჩვენს ინტერესშია ამაზე საუბარი მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს საკამოდ ხანგრძლივი პროცესია“ ტრანსაკასპირი გაზსადენის ტემა ურთულესია და არ მინდა ვიღაცას ილუზიები შეექმნას, რომ დრეს და ხვალ ეს შესაძლებელი იქნება. პოლიტიკოსებს შეუძლიათ პოზოტიურ ტენდებციებზე ასი წელი ილაპარაკონ, მაგრამ პრაქტიკულად ამ საკითხის გადაწყვეტის ფორმულა დღთეს არ არსებობს. მიზეზი ისაა, რომ დღემდე კასპიის ზღვის აკვატორია სახელმწიფოებს შორის გადანაწილებული არ არის, არ მომხდარა შელფის განსაზღვრა. კასპიისპირა ქვეყნები – რუსეთი და ირანი სამხრეთ კავკასიის დერეფნის განვითარებით დაინტერესებულნი არ არიან“.
როგორც გია ხუხაშვილი თვლის, ალბათ, მოლაპარაკების დროს ამ თემაზე საუბარი იქნებოდა, მაგრამ ვიზიტის დღის წესრიგის მთვარი თემა ეს არ არის. „დღეს თურქმნეთიდან გარკვეული რაოდენობის ნავთობპროდუქტები საქართველოს გავლით გადაიტვირთება, ძირითადად ეს ხდება ცისტერნებით, რაც საკმარისი არ არის. თურქმენეთს სურს ნავთობპროდუქტების გადატანის კვოტების გაზრდა. აშხაბადთან სალაპარაკო ბევრია. თურქმენეთი დასავლეთისაკენ ისწრაფვის და ამ მხრივ ჩვენს შემხვედრი ნაბიჯები უნდა გადავდგათ“, – ამბობს გია ხუხაშვილი.
„რეზონანსი“, 03 ივლისი, 2015 წელი
ინტერვიუ მამუკა მამულაშვილთან: „ქართული ლეგიონი უკრაინაში ყველაზე ცხელ ხაზზე იბრძვის იმიტომ, რომ საქართველოს ინტერესი პირდაპირ უკავშირდება უკრაინის ინტერესს“
თიკო ოსმანოვა
(შემოკლებით)
ქართული ლეგიონის მეთაურის, მამუკა მამულაშვილის თქმით, მისი შენაერთი ფრონტის ყველაზე ცხელ ხაზზე იბრძვის და სეპარატისტები მთავარ შეტევებს ხშირად წორედ მათ წინააღმდეგ ახორციელებენ. იგი ამბობს, რომ რუსეთს დონბასში შეჰყვანილი ჰყავს ძალიან დიდი რაოდენობის ტექნიკა და რეგულარული შენაერთები. თუმცა უკრაინის ჯარი ბოლო თვეების მანძილზე მიმდინარე დაუსრულებელი შეტაკებების დროს გამოიწრთო და სეპარატისტებსა და რუსეთის რეგულარული არმიის ნაწილებს გააფთრებულ წინააღმდეგობას უწევს. რაც შეეხება კიდევ ერთ დაღუპულ ქართველ მებრძოლს, მამულაშვილის თქმით, იგი დასვენების დროს, უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა – ზღვაში გადახტა და თავი ქვას დაარტყა..
უკრაინაში არსებულ ვითარებაზე და იქ მებრძოლ ქართველებზე “რეზონანსი” ქართული ლეგიონის მეთაურს, მამუკა მამულაშვილს ესაუბრა.
მამუკა მამულაშვილი: ჩვენ ვიმყოფებით ყველაზე მწვავე ხაზზე, ვაკონტროლებთ 8-კილომეტრიან მონაკვეთს და ფაქტობრივად ყოველდღე ვიგერიებთ შემოტევას. რუსეთის რეგულარული არმია ცდილობს შემოჭრას და ფრონტის ხაზის გადმოწევას. იერიში პირდაპირ ჩვენს ხაზზეა. ერთი თვის განმავლობაში რამდენიმე ათეულჯერ მოვიგერიეთ სეპარატისტების იერიში. რუსეთს შემოყვანილი ჰყავს ძალიან დიდი რაოდენობის ტექნიკა და რეგულარული საჯარისო შენაერთები. ლუგანსკის ოლქში ვართ, მაგრამ კონკრეტულ ადგილს ვერ გეტყვით.
- პოლიტოლოგების აზრით, რუსეთი მთავარ შეტევას მარიუპოლზე განახორციელებს, ყირიმთან სახმელოთო გზის გასაჭრელად…
- ამაზე იყო სწორედ ლაპარაკი და მთელი ყურადღებაც მარიუპოლზე იყო გამახვილებული. მაგრამ ჩვენ ვიმყოფებით ფრონტის ხაზის მეორე ბოლოში, მარიუპოლიდან ძალიან შორს და რუსები აქ უფრო გაქტიურებულები არიან. უკრაინის არმია ყველანაირად მომზადებულია. მარტო ჩვენმა დანაყოფმა სეპარატისტები რამდენიმე ათეულჯერ შეაჩერა. მთლიანად არმიაც წინა პერიოდთან შედარებით ძალიან მომზადებულია. მებძოლები კარგად გამოიწვრთნენ და არ აძლევენ საშუალებას, რომ რუსეთმა დღევანდელი ფრონტის ხაზი გადალახოს.
(…)
- ამჟამად რამდენი ქართველი მოხალისე იბრძვის უკრაინის მხარეს?
- ვერ დაგიკონკრეტებთ, იმიტომ, რომ ეს არ არის საჯარო ინფორმაცია. თუმცა ბევრად მეტია, ვიდრე სეპარატისტების მხარეს მებრძოლი ქართველების რაოდენობა.
- და რუსეთის მხარეს რამდენი ქართველი იბრძვის?
-ეს ძირითადად ადგილობრივი ქართველები არიან, ვინც იქ ცხოვრობდნენ, სწორედ ისინი იბრძვიან სეპარატისტების მხარეს. თუმცა არ არის მნიშვნელოვანი რაოდენობა. ჩემი ინფორმაციით, სავარაუდოდ 3-4 კაცია. სამწუხაროა, მაგრამ ისინი არიან მოღალატეები. ამაში ანაზღაურებას ღებულობენ და სისხლიანი ფულით ცდილობენ ოჯახის შენახვას. მე ვცდილობ, რომ შევაჩერო საქართველოდან ჩამოსვლა. ამის საშუალება აღარ არის. თან ვცდილობ, გავუფრთხილდე იმ რესურს, რომელმაც უნდა დაიცვას საქართველო. თუმცა, რა თქმა უნდა, ვაცნობიერებთ, რომ ეს არის ფრონტის ხაზი, რომელზედაც გადის საქართველოს ინტერესიც. აქ იბრძვიან კიდევ ჩვენი ძალიან ახლო მეგობრები, ჩეჩნური შენაერთი – ჯოხარ დუდაევის (სახელობის) ბატალიონი, რომელიც ჩვენი მოძმე ბატალიონია და ვმოქმედებთ კორდინირებულად. ასევე არიან სხვა ქვეყნებიდანაც, მაგალითად, შვეიცარიიდან ჩამოსული მოხალისეები. თუმცა ქართველები ყველაზე მეტნი არიან, იმიტომ, რომ საქართველოს ინტერესი პირდაპირ უკავშირდება უკრაინის ინტერესს. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ რუსეთმა უკრაინაში არ მოახერხოს თუნდაც ერთი ნაბიჯის წინ გადმოდგმა.
რაც შეეხება უცხოელ მოხალისეებს, ცოტა ხნის წინ 4 იტალიელი შემოგვიერთდა, ასევე არიან ფრანგები. ქართველების ცალკე შენაერთია, რომელიც ვთანამშრომლობთ უკრაინულ ბატალიონთან, თუმცა მე ცალკე ხელმძღვანელი გახლავართ და გადაწყვეტილებებს ჩემი ბიჭების მოქმედებების შესახებ ვიღებ თავად.
(…)
- საქართველოს ექს-პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს თუ ხვდებით ხოლმე?
- ბევრი ფიქრობს, თითქოს ჩვენ ახლოს ვართ მიხეილ სააკაშვილთან ან რომელიმე სხვა ჯგუფთან. არ მინდა ვინმე შევიდეს შეცდომაში და ეგონოს, რომ წარმოვადგენთ სააკაშვილის, ან რომელიმე სხვა პოლიტიკურ გუნდს. ჩვენ, უბრალოდ, ვიბრძვით საქართველოსთვის და სიმართლისთვის. ვართ იქ, სადაც სჭირდება საქართველოს. საერთოდ არ გვაქვს შეხვედრა პოლიტიკოსებთან, არც სააკაშვილთან და არც ადგილობრივებთან. ჩვენ ვემსახურებით საქართველოს ერთიანობის იდეას.
სააკაშვილი ბოლოს დაჯილდოებაზე ვნახე, სადაც უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკოც იმყოფებოდა. ჩვენ ფრონტის წინა ხაზზე ვართ და პოლიტიკოსებთან შეხვედრებისთვის არ გვცალია.
“რ”: და მაინც, ხომ არ ფიქრობთ უახლოეს მომავალში ქვეყანაში დაბრუნებაზე?
მ.მ: გვქონდა შემოთავაზება, რომ (უკრაინის) მოქალაქეობა აგვეღო, მაგრამ ეს ჩვენი თვითმიზანი არ არის. აქ სხვა რამეს არ ვემსახურებით – საქართველოს დამოუკიდებლობის იდეით ვართ შეპყრობილები. ასე რომ, ჯერჯერობით ვერ ჩამოვალთ, იმიტომ, რომ ახლა უკრაინაში რთული ვითარებაა.
„ახალი თაობა“, 3 ივლისის, 2015 წელი
ინტერვიუ თენგიზ დიხამინჯიასთან: „საქართველოსთვის მთავარი საფრთხეებია რუსეთი და „ისლამური სახელმწიფო“
რა გეოპოლიტიკური საფრთხეები ელოდება საქართველოს და რომელი მიმართულებიდან? – ამის შესახებ „ახალ თაობას“ I მოწვევის საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, არასამთავრობო ორგანიზაცია „საკონსტიტუციო კონგრესის“ წევრი თენგიზ დიხამინჯია ესაუბრება.
(ამონარიდები)
„საქართველოს საფრთხეებია რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, „ისლამური სახელმწიფო“… რაც შეეხება პანკისის ხეობას, იქიდან საქართველოს ყველაზე ნაკლები საფრთხე ელოდება – მიუხედავად იმისა, რომ „ისლამური ხალიფატის“ მებრძოლები ძირითადად ამ ხეობიდან არიან. რატომ? იმიტომ, რომ პანკისში დამყარებულმა ქართულ-ქისტური ურთიერთობების ტრადიციამ ამ გამოცდას გაუძლო და მომავალშიც გაუძლებს. ძალიან დიდი პრობლემა შეიძლება შეიქმნას აჭარაში იმ თვალსაზრისით, რომ იქიდან ძალიან ბევრი მებრძოლი გადადის და გადმოდის თუტქეთის ტერიტიორიაზე, მათ შორის ისლამური სახელმწიფოს წარმომადგენელები. ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ბევრ შემთხვევაში თურქეთო ორმაგი სტანდარტით მოქმედებს – თითქოსდა ებრძვის „ხალიფატს“ ზოგჯერ კი პირიქით – ეხმარება“.
„არაა გამორიცხული, რომ საქართველოს სპეცსამსახურებში ცანერგილმა „ნაციონალთა“ კადრებმა დესტაბილიზება გამოიწვიონ. არავინ იცის, კრიზისული სიტუაცია თუ შეიქმნება, ეს კადრები და სტრუქტურები როგორ იმუშავებენ…“.
„კიდევ ერთი მთავარი საშიშროება, ცხადია, რუსეთისაგან მოდის. რუსეთი ღიად აცხადებს, რომ მისი ერთადერთი მტერი არის „ისლამური ხალიფატი“ და როგორც კი ამის საფრთხე შეიქმნება, მოსკოვი მიიღებს გადაწყვეტილებას სამხედრო აქცია განახორციელოს არამარტო თვის ტერიტორიაზე, არამედ იმ ადგილებზეც, რომლებიც მას ესაზღვრება. ამით საფრთხე ექმნება საქართველოს. რუსეთს შეუძლია დაიკავოს ან გადაკეტოს მთლიანად სტრატეგიული წერტილები და ფაქტიურად, საქართველო შუაზე გაჰყოს, ანდა სომხეთში არსებული სამხედრო ბაზაც აამოქმედოს. ამის შედეგად საქართველოში მივიღებთ არასახარბიელო მდგომარეობას. სად არის იმის გარანტია და დიპლომატიური წინამძღვრები, რომ ეს არ მოხდეს და საფრთხეები განეიტრალდეს? კონცეპტუალურ დონეზე ჩვენ ამას ვერ ვხედავთ. ღმერთმა ქნას, რომ ამაზე ჩვენი სპეცსამსახურები მუშაობენ. მთავარია გვახსოვდეს, რომ საშიშროება არსებობს და მას განეიტრალება ჭირდება“.