globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 4 აპრილი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Apr 4th, 2015 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

„ახალი თაობა“, 04 აპრილი, 2015 წელი

ირაკლი ალასანია: „ჩვენ შეგვეძლო საჰაერო სივრცის სრული დაცვა მტრის თვითმფრინავებისაგან“

სტატიაში გადმოცემულია საქართველოს თავდაცვის ექს-მინისტრის ირაკლი ალასანიას პრეს-კონფერენციის ანგარიში, რომელიც სამ აპრილს ჩატარდა. ირაკლი ალასანიამ საუბრა 2014 წლის 28 ოქტომბერს პარიზში საქართველოსა და საფრანგეთს შორის ხელმოწერილ მემორანდუმზე (ავტორი – ნათია ხურცილავა).

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

„თუ გვინდა თავიდან ავიცილოთ ომი და დაპირისპირება, ყველაზე დიდი ძალაა იყო მზად ომისათვის, შენი მშვიდობის დაცვისათვის. ამას სჭირდება შეიარაღებულ ძალებსა და ჩვენს საზოგადოებაში წინააღმდეგობის გაწევის ნება, მაგრამ ეს ნება რომ რეალიზდეს, საჭიროა შესაძლებლობები, რომელსაც ჰქვია თავდაცვითი შესაძლებლობა. სწორედ ერეთ-ერთ-ერთი ასეთი ფუნდამენტური შესაძლებლობების შეძენაზე ათქმევინა უარი საქართველოს ბატონმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა, რადგან მათ არასოდეს არავინ არ დაუკარგავთ ომში და მათ არასოდეს გულწრფელი სოლიდარობა არ ჰქონიათ საქართველოს სამხედროებთან, თავდაცვასთან, ჩვენი ქვეყნის ჯართან“, – ამბობს ირაკლი ალასანია.

თავდაცვის ექს-მინისტრმა დეტალურად ისაუბრა იმაზე, თუ რა სესაძლებლობები გაუჩნდებოდა ქვეყანას 2014 წლის 28 ოქტომებერს პარიზში მის მიერ ხელმოწერილი მემორანდუმის რელიზების შედეგად: „ამას მოჰყვებოდა კონკრეტული შეთანხმების გაფორმება თავდაცვითი შეირაღების შეძენაზე. მე ვერ გავამხელ, რა სახეობის იარაღი განლაგდებოდა საქართველოში, მაგრამ გეტყვით, რა შესაძლებლობები გვექნებოდა ამ იარაღის ფლობით: ჩვენ გავაკონტროლებდით ყველანაირ საფრენი აპარატის არსებობას ჩვენს საჰაერო სივრცეში, ან მის შემოფრენამდე… ამით სრულად იქნებოდა დაცული ჩვენი საჰაერო სუვერენიტეტი. გავუმკლავდებოდიოთ ისეთ საფრთხეს, როგორიცაა საშუალო და მოკლე სიშორის ბალისტიკური რაკეტები, როგორიცაა რაკეტა „ისკანდერი“, რომელიც ჩვენს წინააღმდეგ არაერთხელ იქნა გამოყენებული მოწინააღმდეგი მიერბიოლო 20 წლის განმავლობაში“, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

როგორც თავდაცვის ექს-მინისტრმა აღნიშნა, „ჩვენ, რასაკვირველია, საჰაერო დომინირებას ვერ მივაღწევთ, რეგიონში ძალთა ბალანსიდან გამომდინარე, მაგრამ ჩვენ მხოლოდ თავდაცვის იარაღი გვინდა. სწორედ ასეთი საჰაერო თავდაცვა იქნება ის ქოლგა, რომელიც საქართველოს დაცვის ფექტურ შესაძლებლობას გაუჩენს. საიმედოდ დაცული ცა არა მხოლოდ უსაფრთხო ძილია ჩვენი ოჯახებისათვის, არამედ ეს ნიშნავს, რომ დაცულ ქვეყანას ექნება ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობა, არცერთი ინვესტორი არ ცადებს ფულს ისეთ ქვეყანაში, თუ მან იცის, რომ მეზობელს ნებისმიერ დროს შეუძლია [დაუსჯელად] ხელი აფათუროს ჩვენს საშინაო ურთიერთობებში“.

ირაკლი ალასანიამ თქვა, რომ რადგან მის მიერ პარიზში ხელმოწერილ მემორანდუმის თანახმად, კონკრეტული შეთანხმება ექვსი თვის განმავლობაში უნდა გაფორმებულიყო და ეს ექვსი თვე უკვე გავიდა, შეთანხმება კი არ გაფორმებულა, მემორანდუმმა უკვე ძალა დაკარგა. მისი მტკიცებით, ამ მემორანდუმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მხარე ფინანსური ასპექტი იყო: „ჩვენ გვქონდა შეთანხმება იმაზე, რომ გადახდას ჩვენი ქვეყანა დაიწყებდა მას შემდეგ, როცა ამ საჰაერო თავდაცვის სიტემების მონტაჟი დასრულდებოდა. ამგვარ შემთხვევაში, თუ საქართველო გრძელვადიან სესხს აირებდა, აღნიშნული იარაღის ფასის გადახდა მხოლოდ რამდენიმე ათეული მილიონი დაჯდებოდა ყოველწლიურად.

„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი უახლოეს პერიოდში პარლამენტში მოთხოვნას შეიტანს დროებითი საპარლამენტო კომისიის შექმნის მიზნით, რომ დეტალურად მოხდეს საჰაერო სისტემების შეთანხმებაზე ხელმოწერის ჩაშლის გარემოებათა გამოკვლევა. „საზოგადოებამ უნდა გაიგოს, თუ რა დააკლდა ჩვენს ქვეყანას შეთანხმებაზე ხელმოწერის ჩაშლით, რომელიც მემორანდუმის გაფორმებიდან ექვსი თვის შემდეგ უნდა მომხდარიყო“, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ პრეს-კონფერენციაზე.

თავდაცვის უწყების ყოფილმა ხელმძღვანელმა ჟურნალისტების შეკითხვებსაც უპასუხა.

ა) მინდია ჯანელიძის პოზიციის შესახებ

„მინდია ჯანელიძე, რომელიც იმ პერიოდში, თავისი სამსახურებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, უშიშროების საბჭოს სხდომებს ესწრებოდა და საქმის კურსში იყო, სოლიდარული იყო ამ საკითხისადმი და მხარს უჭერდა… მეგონა, რომ მინისტრის პოსტიდან ჩემი გათავისუფლების შემდეგ ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელდებოდა და მთავრობა შეთანხმებაზე უარს არ იტყოდა, მაგრამ ფაქტია, რომ შეთანხმება არ გაფორმებულა“.

ბ)რუსეთის სავარაუდო პოზიციის შესახებ

„ძალიან ლოგიკურია, რომ აქ მიზეზ-შედეგობრივი კავშირი დავინახოთ, მაგრამ უმჯობესია ეს საკითხი დროებითმა საპარლამენტო კომისიამ შეისწავლოს, რომლის შექმნასაც მოვითხოვთ“.

„ახალი თაობა“, 04 აპრილი, 2015 წელი

ინტერვიუ თორნიკე შარაშენიძესთან: „ქვეყნის უსაფრთხოებაზე საჯაროდ საუბარი არ ვარგა“

ინტერვიუში სამხედრო ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე ჟურნალისტ ნონა ცაბაძესთან საქართველოსა და საფრანგეთის მემორანდუმის შესახებ საუბრობს და კომენტარს უკეთებს შექმნილ სიტუაციას.

გთავაზობთ ამონარიდებს:

„საჰაერო თავდაცვის შეიარაღების შესახებ მემორანდუმი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების საკითხს უკავშირდება, შესაბამისად, ეს დელიკატური თემაა და მასზე ასე საჯაროდ საუბარი კარგი არ არის. კარგია, თუ საქართველოს აქვს შანსი გააფორმოს რომელიღაც სახელმწიფოსთან ისეთი შეთანხმება, რომ მოხდეს ჩვენი ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის შექმნა და განვითარება, თუმცა ეს არის ძალიან ძვირი და ამას სჭირდება ძალიან დიდი დრო. მე არ მაქვს ინფორმაცია იმ მემორანდუმზე, რომლის შესახებაც ირაკლი ალასანია საუბრობს, არ ვიცი რა ვადისა იყო და რა ღირდა. არც მინდა ვიცოდე, რადგან ეს ეხება უსაფრთხოების სერიოზულ და დახურულ თემას.

(…)

მთლიანობაში ჩემთვის მთავარი ის კი არ, არი, გვექნება თუ არა საჰაერო თავდაცვის სიტემა, არამედ ის, თუ როგორია ჯარისკაცთა მორალი, როგორია არმიაში განწყობა… თუ ჯარი ყოველდღიურად ტელევიზიიდან მოისმენს, რომ რუსეთი საქართველოს მტერი არ არის, თუ ჯარისკაცი ყოველდღიურად უყურებს ამ თემაზე პოლიტიკოსთა კინკლაობას, მაშინ მისი მორალი იქნება ძალიან დაბალი. აი, ესაა გაცილებით სერიოზული პრობლემა, ვიდრე საჰაერო თავდაცვის შეიარაღებაზე მემორანდუმის ან შეთანხმების გაფორმება-არგაფორმება. თუ არმია იმისთვის არ იქნება განწყობილი, რომ თავისი ქვეყანა ოკუპანტისაგან დაიცვას, მაშინ რა შეიარაღება ექნება ჯარს, პრინციპში, მეორეხარისხოვანია.

(…)

მე ვხედავ, რომ საქართველოში მიდის პრორუსული პროპაგანდა და ვშიშობ, რომ ეს ქართული არმიის განწყობაზე ნეგატიურად აისახება. აი, ესაა ძალიან ცუდი.

(…)

ეს საკითხი არ უნდა განსაჯაროებულიყო, რაც ნამდვილად არ დაუწყია მინდია ჯანელიძეს, მას ვერ დავაბრალებ. ვისურვებდი, რომ ამ საკითხზე დახურული საუბრები მიმდინარეობდეს. არ ვიცი, რამდენად სწორია ირაკლი ალასანიას განცხადებები, ამ საკითხზე სხვადასხვა მოსაზრება არსებობს, მაგრამ სიტუაცია ნამდვილად კარგი არ არის და იმაზე მიუთითებს, რომ ცვენტან ყვალაფერი ძალიან პოლიტიზებულია. ეს სახიფათოა შეიარაღებული ძალებისათვის და მსურს, რომ ამაზე ყველამ უნდა იფიქროს“.

„რეზონანსი“, 04 აპრილი, 2015 წელი

რა უნდა მეღო საქართველოს საფრანგეთისგან

სტატიაში განხილულია საკითხი, რომელიც ბოლო ხანებში ერთობ აქტუალური გახდა და თავდაცვის ექს-მინისტრის ირაკლი ალასანიას განცხადებას უკავშირდება: რა მემორანდუმი გაფორმდა საქართველოსა და საფრანგეთს შორის, როგორია მისი შინაარსი და რა წააგო საქართველო მასზე ხელმოწერის ჩაშლით. პუბლიკაციაში საუბარია აგრეთვე  „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის, თავდაცვის ექს-მინისტრის ირაკლი ალასანიას განცხადება საპარლამენტი კომისიის შექმნის მოთხოვნის თაობაზე, რომელიც გამოიკვლევს აღნიშნული მემორანდუმის საფუძველზე კონკრეტული შეთანხმების ხელმოწერის ჩაშლის მიზეზებსა და გარემოებებს (ავტორი – ელზა პაპოშვილი).

„ირაკლი ალასანიას თქმით, ამ შეთანხმების წყალობით საქართველოს საკუთარ საჰაერო სივრცეზე სრული კონტროლის დამყარება შეეძლო და ეს შანსი ხელიდან იქნა გაშვებული“, – აღნიშნულია სტატიაში. მხედველობაშია დოკუმენტი, რომლის ოფიციალური ხელმოწერა ირაკლი ალასანიას მინისტრობის პერიოდში პარიზში ვიზიტის დროს უნდა მომხდარიყო, მაგრამ ამ ვიზიტიდან მცირე ხნის შემდეგ იგი პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობიდან გადააყენა. ირაკლი ალასანიას აზრით, შეთანხმებაზე ხელმოწერის ჩაშლა და სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავება ერთმანეთთანაა დაკავშირებული, ანუ მას უარი უნდა ეთქვა ორმხრივი დოკუმენტის ხელმოწერაზე.

„რეზონანსის“ ჟურნალისტთან საუბარში ჟურნალ „არსენალის“ რედაქტორი, სამხედრო ექსპერტი ირაკლი ალადაშვილი ამბობს, რომ მისთვის ჯერ-ჯერობით უცნობია გასაფორმებელი მემორანდუმის შინაარსი (რომელიც, ალბათ, სახელმწიფო საიდუმლოებაა), მაგრამ ყველა შემთხვევაში, საქართველოს თუკი ჰქონდა შანსი საჰაერო თავდაცვის საშუალების საფრანგეთისგან შეძენა, ეს მომენტი აუცილებლად უნდა გამოეყენებინა, რადგან საქართველოს საჰაერო სივრცე დღეს სრულიად დაუცველი და უკონტროლოა.

„ალბათ, ეს უნდა იყოს საზენიტო-სარაკეტო დანადგარები, რომელიც გასული საუკუნის 60-იან წლებში შეიქმნა, ან ცოტა მოგვიანებით, მაგალითად, „ს-300“ ტიპის რაკეტები. ალბათ, სავარაუდოდ, ამ ტიპის თავდაცვითი იარაღის შეძენაზე იყო საუბარი. ასეთი შეიარაღება ჩვენს ქვეყანას აუცილებლად უნდა ჰქონდეს. სწორედ მსგავსი სისტემებია განლაგებული რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და გიუმრის სამხედრო ბაზაზე, რომელთა მეშვეობით რუსეთის საქართველოს საჰაერო სივრცეს სრულად აკონტროლებს.

„მე ვერ ვიტყვი, რატომ უნდა ეთქვა უარი საქართველოს ხელისუფლებას ამ საჭირო იარაღის სეძენაზე. ირაკლი ალასანიამ ხელისუფლებას სერიოზული ბრალდება წაუყენა. მთავრობა კი ვალდებულია ამ ბრალდებას პასუხი გასცეს, ან კომენტარი გააკეთოს… დღეს საქართველოს საჰაერო თავდაცვის იარაღი არ აქვს. 2008 წელს ჩვენ გვქონდა, მაგრამ არასწორად იყო განლაგებული და მათი გამოყენება ვერ მოხდა, შემდეგ რუსეთის არმიამ სამხედრო ალაფის სახით წაიღო. რაც დარჩა, ან გასარემონტებელია, ან საერთოდ მწეყობრიდანაა გამოსული“, – ამომს ირაკლი ალადაშვილი.

პოლიტიკურ მეცნიერებათ დოქტორი, სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაიაც აღნიშნავს, რომ საქართველოს თუკი მართლაც ჰქონდა საფრანგეთისგან საჰაერო თავდაცვის იარაღის შესყიდვის შესაძლებლობა, შანსი აუცილებლად უნდა გამოეყენებინა. ვახტანგ მაისაია ენდობა ირაკლი ალასანიას და მის პოზიციას სრულად იზიარებს: „მე როგორც ვიცი, მემორანდუმი საქართველოსა და საფრანგეთს შორის მართლაც გაფორმდა, ხელმოწერა კი ექვსი თვის შემდეგ უნდა მომხდარიყო. გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, ამ დოკუმენტს საქართველოსთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. ფაქტია, რომ თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე საფრანგეთში ჩავიდა, მაგრამ დოკუმენტისთვის ხელი არ მოუწერია“.

ვახტანგ მაისაიას თქმით, საფრანგეთი ნატოს წევრია და ეს ქვეყანა ნატოს საქმიანობაში, წინა წლებისაგან განსხვავებით, უფრო აქტიურად მონაწილეობს და ამიტომაც, გამორიცხული არაა, რომ საფრანგეთმა საქართველოსთვის საჰაერო თავდაცვის იარაღის მიწოდების თაობაზე გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო. „მე ვფიქრობ, რომ ირაკლი ალასანიიას ნათქვამი სრულ სიმართლეა“, – ამბობს ვახტანგ მაისაია. იგი ფიქრობს, რომ საქართველოს მიერ ამ მემორანდუმზე ხელის არმოწერის მიზეზი შესაძლოა რუსეთის ფაქტორი იყოს – ვაითუ მოსკოვი გაღიზიანდესო, თუმცა, მისი შეხედულებით, საქართველოს ეს შეიარაღება ნამდვილად ჭირდება, მით უმეტეს, რომ ეს არ არის შემტევითი იარაღი, არამედ თავდაცვითი ხასიათისაა, რომელიც ნებისმიერ ქვეყანას აქვს.

Comments are closed