„ახალი თაობა“: ინტერვიუ ირაკლი სესიაშვილთან: „რუსეთი თავის შეშფოთებას აფიქსირებს და ეს მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვმა ძალიან კარგად იცის, რომ ეს ყველაფერი მის წინააღმდეგ არ არის მიმართული“
„ახალი თაობა“: ინტერვიუ შოთა მალაშხიასთან: „თინა ხიდაშელი შემჩნეულია ისეთი განცხადებების კეთებაში, რომლებიც შესაბამისობაში არ მოდის არც ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან და არც ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასთან“
„რეზონანსი“: კარგი რეზოლუცია // გაერომ 75 ხმით 16-ის წინააღმდეგ დევნილების დაბრუნებას დაუჭირა მხარი
———————-
„ახალი თაობა“, 05 ივნისი, 2015 წელი
ინტერვიუ ირაკლი სესიაშვილთან: „რუსეთი თავის შეშფოთებას აფიქსირებს და ეს მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვმა ძალიან კარგად იცის, რომ ეს ყველაფერი მის წინააღმდეგ არ არის მიმართული“
ინტერვიუში პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი საფრანგეთში თავდაცვის მინისტრის ვიზიტთან და საჰაერო თავდაცვის სისტემების შესყიდვასთან დაკავშირებით საუბარს თავს არიდებს, თუმცა ლაპარაკობს ამ საკითხში ყოფილი მინისტრის ირაკლი ალასანიას მიერ დაშვებულ შეცდომებზე (ავტორი – გულიკო ბალაძე).
გთავაზობთ ამონარიდს:
- რას გვეტყვით თავდაცვის მინისტრის საფრანგეთში ვიზტსა და იმ გასაფორმებელ შეთანხმებაზე, რომელიც საჰაერო თავდაცვის სიტემების სესყიდვას გულისხმობს?
- მირჩევნია არაფერი გითხრათ, სამან ხელშეკრულება არ გაფორმდება. არ მივეკუთვნები იმ პოლიტიკოსებს, რომლებთაც წინასწარ საუბარი უყვართ. შემიძლია გაგახსენოთ, რომ როცა საქართველო მოლაპარაკებას აწარმოებდა სხვადასხვა ქვეყანასთან სამხედრო იარაღის ყიდვასთან დაკავშირებით და ეს ცნობილი გახდა რუსეთისათვის, მოსკოვმა ამ ქვეყნებზე ზემოქმედება მოახდინა და ის ხელშეკრულებები ჩაიშალა. მე ვფიქრობ, რომ ამგვარი ხასიათის ხელშეკრულებებზე საჯაროდ უნდა ვისაუბროთ. ჩვენ ვიცით ყველა დეტალი, მოლაპარაკებას თვალს ვადევნებთ და იმედი გვაქვს, დოკუმენტს ხელი მოეწერება, რაც ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიონობის განმტკიცებამდე მიგვიყვანს.
- რა საფრთხეები არსებობს ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, რომელმაც შეიძლება რუსეთის გაღიზიანება გამოიწვიოს?
- ვერანაირ საფრთხეს ვერ ვხედავ, რადგან საუბარი არ არის ისეთი ტიპის ხელშეკრულებაზე, რომელსაც რაიმე ბალანსის დარღვევა შეუძლია. საუბარია თავდაცვის იმ საუკეთესო საშუალებებზე, რომლებიც სხვა ქვეყნებსაც აქვთ შეირაღებაში და მათ შორის ჩვენც. ასევე საუბარია გარკვეული შესაძლებლობების გაცვლაზე. როდესაც საკითხის აჟიტირება ხდება, რუსეთი, როგორც წესი, თავის შეშფოთებას აფიქსირებს და ეს მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვმა ძალიან კარგად იცის, რომ ეს ყველაფერი მის წინააღმდეგ არ არის მიმართული. ხელშეკრულება ფორმდება ჩვენი ქვეყნის თავდაცვისათვის, ჩვენ ის იარაღი ძალიან გვჭირდება…. ხელშეკრულების პროექტში არაფერი შეცვლილა (ყოფილი მინისტრის ირაკლი ალასანიას გადადგომის დროიდან). ირაკლი არასანია აბსოლუტურად არასწორად მოქმედებდა, როცა მან პოლიტიკურად მოტივირებული განცხადება გააკეთა. ანუ მან გააკეთა განცხადება განცხადებისთვის და ამას შეეძლო პროცესისათვის ზიანი მიეყენებინა…
„ახალი თაობა“, 05 ივნისი, 2015 წელი
ინტერვიუ შოთა მალაშხიასთან: „თინა ხიდაშელი შემჩნეულია ისეთი განცხადებების კეთებაში, რომლებიც შესაბამისობაში არ მოდის არც ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან და არაც ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასთან“
„ახალი თაობის“ ჟურნალიტს მარიამ მჭედლიშვილს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის დროებითი კომისიის თავმჯდომარის მოადგილე შოთა მალაშხია ესაუბრება. იგი, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველო-უკრაინისა და საქართველო-ნატოს ურთიერთობების შესახებაც ლაპარაკობს.
გთავაზობთ ამონარიდს:
- საქართველოს პრობლემების ნაწილს უკრაინისას ადარებენ ხოლმე. ამის მიუხედავად ყურს ძალიან ცუდად მოხვდა მიხეილ სააკაშვილის ნატქვამი – ოდესა თუ დაეცემა, საქართველო რუკიდან წაიშლებაო…
- ცოტა შორიდან დავიწყებ. ბალტიისპირეთის პოსტ-საბჭოთა სახელმწიფოები გაერთიანდნენ და ისე მიაღწიეს მიზნებსმათ ერთობლივი ძალებით მოახერხეს გაწევრიანება ნატოსა და ევროკავშირში. არადა, ისნიც რუსეთის მიერ იყვნენ ოკუპირებულნი რიბენტროპ-მოლოტოვის პატქის თანახმად. ბალტიელებმა ერთად დააღწიეს თავი რუსეთის გავლენას
- ანუ საქართველო და უკრაინაც ერთად უნდა იყვნენ?
- საქართველო, უკრაინა და მოლდოვა მსგავს მდგომარეობაში იმყოფებიან. სამივე ქვეყნის ტერიტორიის ნაწილები რუსეთს აქვს ოკუპირებული, ამიტომაცაა მნიშვნელოვანი ჩვენი ძალების გაერთიანება. იმისთვის, რომ ნატოსა და ევროკავშირში შევიდეთ, გარკვეული სამუსაოა ჩასატარებელი. უკრაინასა და მოლდოვაში უნდა გაგრძელდეს რეფორმები, საქართველომ წინა წლებში მრავალი რეფორმა ჩაატარა, ახლა კი ბევრი რამ გაჩერებულია. ასე რომ, ბევრი საქმეა გასაკეთებელი, დემოკრატიზაცია უნდა გაგრძელდეს. ყველაფე5რი უნდა ვიღონოთ იმისათვის, რომ უფრო თამამდ დავაკაკუნოთ ნატოსა და ევროკავშირის კარზე. უნდა დავამტკიცოთ, რომ ქართველი ერი ევროპელებზე უფრო ევროპელია და ევროპული ოჯახის ღირსეული წევრობა გვეკუთვნის. რაც შეეხება ოდესის დაცემასთან დაკავშირებულ ნათქვამს, ეს განცხადება ფიგურალურია, თუმცა იმას გამოხატავს, რომ ყველა ერთად უნდა გამოვიდეთ რუსეთის წინააღმდეგ.
- ნატო ახსენეთ. ამ დღეებში ნატოს შტაბ-ბინაში არაერთი შეხვედრა გამართა თავდაცვის ახალმა მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა…
- ამასთან მიმართებით ოპტიმიზმი არ მიჩნდება: მთლიანად რესპუბლიკური პარტია და პირადად თინა ხიდაშელი შემჩნეულნი არიან ისეთი განცხადებების კეთებაში, რომლებიც შესაბამისობაში არ მოდის არც ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან და არაც ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასთან. მაგალითად, 2002 წელს თინა ხიდაშელი ამტკიცებდა, რომ აფხაზებმა ომი მოგვიგეს, რომ აფხაზეთი დამოუკიდებელია, რომ აფხაზეთს იმაზე მეტი უფლებები უნდა მივცეთ, ვიდრე რუსეთის აძლევს. თინა ხიდაშელისძტვის არც კონფედერაცია ანუ საქართველოსა და აფხაზეთის ტანასწორუფლებიანობა ყოფილა პრობლემა. თინა ხიდაშელი კონფედერაციის პრინციპს მხარს უჭერდა. სააკაშვილისთვის, რომელიც ოდესაში ანტიიპმერიულ ფრონტზე იბრძვის, ასეთი ადამიანი მოღალატის ტოლფასია.
- გამოდის, რომ ნატოს მიმართულებით ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ?
- ისიც რომ დავუშვათ, რომ თინა ხიდაშელი სრულყოფილად მოქმედებს, მამა და მარჩენალი მას ამის ნებას არ მისცემს. ბიძინა ივანიშვილი რუსი ოლიგარქია და ის რუსეთის ინტერესების წინააღმდეგ არ წავა. იანუკოვიჩი მიზანმიმართულად ანგრევდა უკრაინას, საქართველოშიც ბევრი რამის დეგრადაცია ხდება – სამხედრო სტრუქტურების, საბაჟო სისტემის და სხვა. თალიბანმა და ისლამურმა ხალიფატმა სახელი გაითქვეს კულტურის ძეგლების განადგურებით, მათ ვანდალიზმი გამოიჩინეს სხვისი კულტურის მიმართ, საქართველოში კი უარესი მოხდა, ასეთი რამ ისტორიას არ ახსოვს (ინტერვიუს ამ ნაწილში შოთა მალაშხია საუბრობს საყდრისის შესახებ).
„რეზონანსი“, 5 ივნისი, 2015 წელი
კარგი რეზოლუცია
გაერომ 75 ხმით 16-ის წინააღმდეგ დევნილების დაბრუნებას დაუჭირა მხარი
“პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დევნილების შესახებ გაეროში მიღებულ რეზოლუციას ქართული დიპლომატიის გამარჯვებად აფასებს. ეს ცოტა ხმამაღალი ნათქვამი ჰგონია სპეციალისტთა ერთ ნაწილს. თსუ-ს ასოცირებული პროფესორი კორნელი კაკაჩია ამბობს, რომ გარკვეული წარმატება ნამდვილად არის, თუმცა დიპლომატიურ გარღვევაზე საუბრის საფუძველი მაშინ გვექნება, თუ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მაღიარებელთა რიცხვი კიდევ შემცირდება. გაეროს რეზოლუციას დადებითად აფასებს ოპოზიციაც. საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, დავით ზალკალიანი მიესალმება გაეროს რეზოლიციაზე მხარდამჭერთა რიცხვის გაზრდას, თუმცა ამბობს, რომ ეს მხოლოდ წელს არ მომხდარა და დინამიკა 2008 წლიდან გრძელდება. მისი თქმით, შარშან მხარდამჭერთა რიცხვი 7-ით გაიზარდა და მოწინააღმდეგეთა რიცხვი 3-ით შემცირდა. წელს მხარდამჭერთა რიცხვიც 3-ით გაიზარდა და ამავე დროს 3-ით გაიზარდა მოწინააღმდეგეთა რიცხვიც…”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” (ავტორი – იაგო ნაცვლიშვილი).
“გაეროს გენასამბლეის 69-ე სესიაზე “აფხაზეთიდან, საქართველოს და ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ” რეზოლუცია მიიღეს, რომელიც გმობს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს და განამტკიცებს დევნილთა უფლებებს, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში ღირსეულად და უსაფრთხოდ”. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, “ეს არის უმნიშვნელოვანესი და უპრეცედენტო დახმარება და მხარდაჭერის გამოხატულება ჩვენი სახელმწიფოსთვის”. მისივე თქმით, საგარეო უწყებამ კარგად იმუშვა და ეს არის ქართული დიპლომატიის გამარჯვებაც”, – აღნიშნავს გამოცემა.
“ჩვენი პრობლემა უკრაინაში განვიტარებული მოვლენების ფონზე კიდევ უფრო ცხადი გახდა. ეს არის ქართული დიპლომატიის წარმატება. ამ შემთვევაში არ აქვს მნიშვნელობა ამ ხელისუფლების მუშაობის შედეგია თუ წინა ხელისუფლების. ამ შემთხვევაში ქართულ დიპლომატიას მიზანი ერთი აქვს. საერთო მუშაობით მივიღეთ ეს წარმატებული შედეგი, თუმცა ეს უფრო პოლიტიკურად არის მნიშვნელოვანი. ასამბლეაზე მიღებული გადაწყვეტილებები კონკრეტული შედეგის მიღწევის შესაძლებლობას არ იძლევა, თუმცა ვიმეორებ – ამით კიდევ ერთხელ შევახსენებთ მსოფლიოს, რომ საქართველო დაზარალებული ქვეყანაა ომის შემდეგ და განსაკუთრებით განსაკუთრებით დევნილების იმ რაოდენობით, რომლებიც ჩვენ გვყავს. ქართული დიპლომატიის გამარჯვება ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ შედეგიდან გამომდინარე გარკვეული დიპლომატიური წარმატება ნამდვილად არის. თუმცა სამუშაო ჯეწრ კიდევ ბევრი გვაქვს – განსაკუთრებით იმ ქვეყნებთან, ვინც აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი აღიარეს”, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კორნელი კაკაჩია.
“კარგია, რომ ის პოზიტიური დინამიკა შენარჩუნდა, რომელიც ქართულ დიპლომატიას ამ რეზოლუციასთან მიმართებაში 2008 წლიდან მოყოლებული ჰქონდა. ამ წელს, როცა ირაკლი ალასანია გაეროში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი იყო, მაშინ ალასანიას თაოსნობით მოხდა მისი ინიცირება. იმ პერიოდში გაეროს უშიშროების საბჭოდან საქართველოს თემა მოიხსნა, ამიტომ მნიშვნელოვანი იყო. რომ საქართველოს საკითხი გაეროს ფორმატში დარჩენილიყო. ამან საშუალება მოგვცა გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ჩვენი საკითხი აქტუალური იყოს და ამ რეზოლუციის მიღების შედეგად გაეროს გენერალურმა მდივანმა ანგარიში მოამზადოს. 2008 წელს ეს რეზოლუცია 14 მხარდამჭერით მიიღეს, შემდეგ ყოველწლიურად ვზრდიდით ამ რეზოლუციის მხარდამჭერთა რაოდენობას”, – განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის ხელმძღვანელი დავით ზალკალიანი.
“2013 და 2014 წლებში მხარდამჭერთა რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა. შარშან მხარდამჭერთა რაოდენობა 7-ით გავზარდეთ და მოწინააღმდეგეთა რაოდენობა 3-ით შევამცირეთ – მხარდამჭერი 69 იყო და მოწინააღმდეგე 13. წელს კი უკვე 75 გახდა მხარდამჭერი, მაგრამ სამწუხაროდ, მოწინააღმდეგეთა რაოდენობაც გაიზარდა 3-ის და 16 გახდა. თუმცა მთლიანობაში მიღებულ რეზოლუციას პოზიტიურად ვაფასებ. გაეროში თითოეული ხმის მოპოვებას ძალიან სერიოზული მუშაობა სჭირდება. დასაფასებელია ჩვენი საელჩოებისა და დიპლომატიური მისიების მუშაობა… ჩვენს საგარეო უწყებას წარმატება თინა ხიდაშელის მოწოდებამდე მივულოცე. დავურეკე საქართველოს მისიის მეთაურს და გაეროში კახა იმნაძეს და მისიის მთელ შემადგენლობას მივულოცე ეს წარმატება. ყველაზე დიდი დამსახურება მისიას მიუძღვის – ისინი მთელი წლის განმავლობაში მუშაობდნენ ამ თემაზე”, – დასძენს დავით ზალკალიანი.