globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 7 იანვარი 2017 წელი

Posted by Globalresearch on Jan 7th, 2017 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

“ახალი თაობა“: ინტერვიუ მამუკა გამყრელიძესთან: „გიგი უგულავამ პოლიტპატიმრის სტატუსი თავად მოიხსნა“ // „ბიძინა მიშას ვერ ერევა“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ გიგლა ბარამიძესთან: „თბილისის მერობისთვის გიგი უგულავა, კახა კალაძე და ნიკა მელია იბრძოლებენ“ // „ყოფილი მერი ციხიდან საგანგებო დავალებით გამოუშვეს“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ თინათინ ბოკუჩავასთან: „ბიძინა ივანიშვილის თამაშს თუ მივიღებთ, ჩვენს თავთან წინააღმდეგობაში მოვალთ“

——-

„ინტერპრესნიუსი“: ინტერვიუ ზაალ ანჯაფარიძესთან: საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალური თემები // „არ მგონია, ციხიდან გიგი უგულავას ვადაზე ადრე გათავისუფლება ხელისუფლების ინტერესებში იყოს“

———————–

„ახალი თაობა“, 07 იანვარი, 2017 წელი

ინტერვიუ მამუკა გამყრელიძესთან: გიგი უგულავამ პოლიტპატიმრის სტატუსი თავად მოიხსნა“ // „ბიძინა მიშას ვერ ერევა

ექსპერტი მამუკა გამყრელიძე „ახალ თაობასთან“ „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებზე საუბრობს.

- ბატონო მამუკა, რა ხდება ნაციონალურ მოძრაობაში? ნიკა მელიას მიხეილ სააკაშვილის გუნდში გადასვლა ჯონ მაკეინის ვიზიტს უკავშირდება?

- ნიკა მელია რომ დიდი ხანია ცდილობდა, კვლავ დაელაგებინა ურთიერთობები სააკაშვილთან, ეს ვიცი.

- გასული წლის ბოლო ინტერვიუში თქვენ ამბობდით, რომ კვლავ ბევრი გადახტება მიხეილ სააკაშვილის ნავში. ამას გულისხმობდით? ეს პროცესი დაიწყო?

- მე არ მჯერა ამ გადახტომა-გადმოხტომების, თუმცა ღმერთმა ხელი მოუმართოს ყველას. სწორედ ამის გამო აღარ ვეკარები ახლოს პოლიტიკას.

- პოლიტიკაში ყველაფერი მოსულა?

- ეს ჩვეულებრივი ამბავია. ეს პროცესი კიდევ გაგრძელდება. მე ზუსტად ვიცი, რომ ნიკა მელია თავიდან გაბრაზებული იყო, მძიმე განცხადებებსაც აკეთებდა, თუმცა მოგვიანებით დაიწყო მიხეილ სააკაშვილთან მისასვლელი გზების ძებნა. ის კიევშიც იყო ჩასული. ეს ყველაფერი კი ჯონ მაკეინამდე ხდებოდა, ამერიკელი სენატორი აქ არაფერ შუაშია. ცოტა გაზვიადებულია ჯონ მაკეინის ჩამოსვლის შინაარსი. ჯონ მაკეინის ჩამოსვლის მთავარი აზრი მაინც მიშას მხარდაჭერა იყო უკრაინაში და არა – საქართველოში. იგი თბილისში ჩამოვიდა და გააჟღერა, რომ საჭიროა პოლიტპატიმრების გამოშვება.

გიგი უგულავამ უკვე თქვა, მე კი ამას ვაკეთებდი, მაგრამ ეს იყო შეცდომაო. ეს ერთი სიტყვა – „შეცდომა“ – უკვე ნიშნავს იმას, რომ რეალურად ის საკუთარი ნებით იხსნის პოლიტპატიმრის სტატუსს და უკვე ჩვეულებრივ პატიმრად იქცევა. არ გამიგოთ ისე, რომ მე მის განსჯას ვაპირებ. მეორე საკითხია, რამდენად შეძლებს ის პოლიტიკაში დაბრუნებას.

- როგორ ფიქრობთ, შეძლებს?

- გიგი უგულავა დღეს გიგა ბოკერიას გუნდის წევრია. შეძლებს თუ არა პოლიტიკაში დაბრუნებას, ეს დამოკიდებულია იმაზე, რამდენად მისცემენ მას ამის საშუალებას ამომრჩევლები. თუ იტყვიან, რომ არა უშავს, ხან აქეთ გადახვალ და ხან იქით, ხან აღიარა და ხან არ აღიარა და მაინც მიიღებენ, მაშინ ის დაბრუნდება. პოლიტიკოსისთვის პრინციპულობა ზედმეტი ფუფუნებაა!

- გიგი უგულავამ ვერ გამოიჩინა პრინციპულობა?

- პრინციპული იყო ნელსონ მანდელა და იმიტომ არის ნელსონ მანდელა. პრინციპული იყო მაჰატმა განდი და იმიტომ არის მაჰატმა განდი! ნუ მოვთხოვთ გიგი უგულავას მეტისმეტს. თუ დაუდგება ამომრჩეველი გვერდში, ის შეძლებს პოლიტიკაში დაბრუნებას. ის ნაწილი, რომელიც გიგა ბოკერიას მხარესაა, ამ ყველაფერს აპატიებს. მეორე ნაწილი, გიგი უგულავას სულ რომ ვენები გადაეხსნა, მაინც არ აპატიებდა და მაინც იტყოდა, რომ გიგი ცუდია, იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში ის გიგა ბოკერიას გუნდშია.

- ალბათ, 20 იანვრის ყრილობაც გადაწყვეტს ბევრ საკითხს...

- ყრილობა არაფერს არ გადაწყვეტს. ეს ყრილობა წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება პარტიისთვის, მაგრამ ეს დაპირისპირების თემა არ დამთავრდება. მთავარი ის კი არ არის, რომ რაღაცა განახლება მოხდეს პარტიაში. აქ ბრძოლა მიმდინარეობს მიხეილ სააკაშვილსა და ბიძინა ივანიშვილს შორის! ეს სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაა! შეხედეთ, რა გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა!

- რა გააკეთა?

- მთლიანად ჩაიგდო ხელში პოლიტიკური ველი! როგორც თვითონ ამბობდა, გაკრიფა პოლიტიკური ველი. ერთ მხარეს თვითონ დარჩა, მეორე მხარეს კი ოპოზიცია რეალურად აღარ არსებობს. ირმა ინაშვილის პარტიას მე ოპოზიციად არ ვთვლი, „ალიანსი“ ბიძინა ივანიშვილის მიერ მართული ოპოზიციაა. დანარჩენებს კი, პროდასავლურები იქნებიან თუ სხვა, საერთოდ პულსი არ ესინჯებათ, არც რესპუბლიკელებს, არც ირაკლი ალასანიას.

- დავით უსუფაშვილი პოლიტიკურ ველზე ომახიანად გამოჩენას აპირებს...

- ისიც მართული იქნება, ხელოვნურად შექმნილი! ადამიანი წლების განმავლობაში თანამშრომლობდა ბიძინა ივანიშვილთან და კარგით, რა, ეს სისულელეა, ვინ ჭამს მაგას! რეალური ოპოზიცია მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობაა“ და მას არ სცხელა ახლა ოპოზიციონერობისთვის.

- რატომ, თავად აქვთ პრობლემები?

- დიახ, შიგნით სერიოზული პრობლემები აქვთ. შიგნით ბრძოლა კიდევ ვის მიერ არის ინსპირირებული, ესეც ძალიან სერიოზული საკითხია! ეს არის ბრძოლა, უბრალოდ, ლიდერებს შორის თუ ინსპირირებულია?!

- ამით ბიძინა ივანიშვილისკენ მიანიშნებთ?

- დააკვირდით მოვლენებს. ჯერ იყო და მოხდა ზურაბ ჯაფარიძის გასვლა, მერე – გიორგი ვაშაძის. ვიღაც კი ამის ინსპირირებას აკეთებს. თუ ვიღაც ზურგს არ გიმაგრებს, ისე ადამიანი მოძრაობას არ იწყებს და ბრძოლაში არ შედის. როგორც ჩანს, ისაუბრეს იმაზე, რომ მიშა აქ ვეღარ ჩამოვა, მიშა, როგორც პოლიტიკოსი, დამთავრებულია და დროა, გამოჩნდეს ისეთი ლიდერი, რომელიც ნაკლებად რადიკალურია და ოპოზიციონერობის მშვიდ რეჟიმში იქნება. ვხედავთ, რომ სხედან „ნაციონალები პარლამენტში, მაგრამ რას აკეთებენ?!

- ამინდს ვერ ქმნიან?

- ვერა. მეორე მხრივ, ეს ქმნის ანტურაჟს ბიძინა ივანიშვილისთვის, რომ მას ჰყავს ოპოზიცია ირმა ინაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ სახით. ადამიანს უნდოდა ასეთი ფსევდოდემოკრატიის შექმნა, მაგრამ არ გამოსდის.

- რა უშლის ხელს?

- იმიტომ, რომ ვერ ერევა მიშას! უბრალოდ, ვერ ერევა. მიშას ჰყავს ძალიან ძლიერი მხარდამჭერები. ეს ნახევარი მილიონი კაცია!

- ნაციონალებში მომხდარი განხეთქილება, დაშლის პროცესი, ბიძინა ივანიშვილთან გარიგების შედეგია?

- ძნელია, ასე ღიად ეს ვინმეს დააბრალო, რომ მოხდა გარკვეული გარიგება მას და ბიძინა ივანიშვილს შორის, თუმცა აქ არის ძალიან მარტივი რაღაცა, აქ მოხდა ინტერესების თანხვედრა. „ნაცმოძრაობის“ ზოგიერთი ლიდერის ინტერესი, რომელმაც მიშას ჩამოშორება გადაწყვიტა, დაემთხვა ბიძინა ივანიშვილის ინტერესს.

- რა იქნება ყრილობის შემდეგ? ერთი ფრთა აცხადებს, რომ არ იქნება ყრილობა ლეგიტიმური, მეორე ნაწილი აცხადებს, რომ იქნება...

- ყრილობის შემდეგ არ ვიცი, რა იქნება. დაპირისპირება კვლავაც გაგრძელდება. მნიშვნელოვანია, გიგი უგულავა ციხიდან გამოსვლის შემდეგ როგორ პოზიციას დაიჭერს, გაჰყვება თუ არა მას ხალხის ნაწილი. ასევე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, წავა თუ არა სასამართლოში გიგა ბოკერიას ფრთა. აი, მაშინ ღიად ვიტყვი, რომ სახეზე გვაქვს გარიგება! როდესაც შენ ამ სასამართლოს წლების განმავლობაში ეძახი ბიძინა ივანიშვილის მიერ მართულ სასამართლოს და მის პირად სასამართლოს, იმ სასამართლოში წასვლა და ჩივილი იმას ნიშნავს, რომ გარიგებაში ხარ ბიძინა ივანიშვილთან. აი, ასეა, სამწუხაროდ!

- რას ნიშნავს გიგი უგულავას გამოშვება?

- იქ მარტო უგულავა არ არის. იქ არის კიდევ ვანო მერაბიშვილი და იქ არის ბაჩო ახალაია! თუ უშვებენ, მაშინ გამოუშვან სამივე! კი, ძალიან რთულია, გიგის უთხრა, რომ შენ არ უნდა გამოხვიდე, იმიტომ, რომ სხვებს არ უშვებენ, მაგრამ არის მაგრამ. თუ ერთიანობა არსებობს, ერთიანობა უნდა იყოს. როდესაც არ უშვებენ ვანო მერაბიშვილს და ბაჩო ახალაიას გამოშვებაზე საერთოდ ლაპარაკიც არ არის, ეს უკიდურესად დიდ ეჭვს იწვევს! ვანო მერაბიშვილის გამოშვება საშიშია ბიძინა ივანიშვილისთვის.

- რატომ?

- იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილთან სწორედ მას ჰქონდა კომუნიკაცია „ნაციონალების“ თაობაზე ხელისუფლების გადაბარების პროცესში. იქ რა საუბრები იყო და ვანო გარეთ რომ გამოვა, რას იტყვის, ეს კაცმა არ იცის. ამიტომ საფრთხეს წარმოადგენს. ბაჩო ახალაია კი კატეგორიულად მიშას ფრთაში მოიაზრება, ვანოსგან განსხვავებით.

- ვანო ნეიტრალურია?

- ვანო გიგა ბოკერიას მხარეს არის, როგორც მე ვიცი. კი არის ჯერჯერობით ჩუმად, მაგრამ ნეიტრალური ნამდვილად არ არის.

„ახალი თაობა“, 07 იანვარი, 2017 წელი

ინტერვიუ გიგლა ბარამიძესთან: „თბილისის მერობისთვის გიგი უგულავა, კახა კალაძე და ნიკა მელია იბრძოლებენ“ // „ყოფილი მერი ციხიდან საგანგებო დავალებით გამოუშვეს

რა მისია დააკისრა „ქართულმა ოცნებამ“ უგულავას, ვისკენ გადაიხარა ნიკა მელია, რას გეგმავს ირაკლი ოქრუაშვილი? – ამ თემაზე „ახალ თაობას“ „დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიგლა ბარამიძე ესაუბრება.

გიგლა ბარამიძე:

- რამდენიმე დღის წინ „ახალ თაობასთან“ საუბარში ვთქვი, რომ ნაციონალების ერთი ფრთა, რომელიც მიხეილ სააკაშვილთან არის დაპირისპირებული, ივანიშვილთან დადის მოლაპარაკებებზე. გიგი უგულავას ციხიდან გამოსვლა სწორედ ამ მოლაპარაკებების შედეგია. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ციხიდან თბილისის ყოფილი მერი საგანგებო დავალებით გამოუშვეს.

- რა დავალებით?

- „ქართულ ოცნებაში“ მიხვდნენ, რომ მისგან პოლიტიკური ლიდერი არ გამოვა, ამიტომ ის უნდა დაეხმაროს გიგა ბოკერიას და ორივე მიხეილ სააკაშვილის საპირწონე უნდა გახდნენ. ამის გაკეთება მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილის მხარეს გადაიხარა. არაა გამორიცხული, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე „ნაციონალების“ ორივე ფრთამ წამოაყენოს მერობის კანდიდატები. ესენი ნიკა მელია და გიგი უგულავა იქნებიან. მათი კანდიდატი ხელისუფლებიდან კახა კალაძე იქნება. სააპელაციო სასამართლომ დავით კეზერაშვილის საქმეც განიხილა და იგი უდანაშაულოდ ცნო. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, იგი მიხეილ სააკაშვილის მხარეს არის. ვანო მერაბიშვილის საკითხი გარკვეული არ არის. იგი არავისკენ არ იხრება და ამბობს, ციხიდან რომ გამოვალ, პოლიტიკას შევეშვები და საქართველოდან საერთოდ წავალო.

- ამბობენ, რომ ნაციონალებთან რაღაც მოლაპარაკებებს ირაკლი ოქრუაშვილიც აწარმოებს. თქვენი აზრით, ვის მხარეს შეიძლება აღმოჩნდეს თავდაცვის ყოფილი მინისტრი?

- ირაკლი ოქრუაშვილის და „ნაციონალების“ მოლაპარაკებების შესახებ არაფერი ვიცი, ისინი ერთ გუნდს წარმოადგენდნენ და არაა გასაკვირი, რომ რაღაცაზე საუბრობდნენ. სასაუბრო კი მართლაც ბევრი ექნებათ, თუნდაც „რუსთავი-2“, რადგან ამ ტელევიზიაზე პრეტენზიებს ისიც აცხადებს. „რუსთავი-2“ „ნაციონალების“ ხელში მძლავრი იარაღია. მის ხელში ჩაგდებას პარტიის ორივე ფრთა ცდილობს. დღეის მდგომარეობით ტელეკომპანია მიხეილ სააკაშვილის მხარეს იხრება.

დღეს ძალიან ძნელია იმის თქმა თუ ვის დარჩება ეს ტელევიზია, ისიც გასარკვევია, ვის დარჩება სახელი „ნაციონალური მოძრაობა“. პარტიაში ქონების შეფასება-დათვლის პროცესი მიდის. ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები დიდი გაყოფისთვის ემზადებიან.

„ახალი თაობა“, 07 იანვარი, 2017 წელი

ინტერვიუ თინათინ ბოკუჩავასთან: „ბიძინა ივანიშვილის თამაშს თუ მივიღებთ, ჩვენს თავთან წინააღმდეგობაში მოვალთ

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, დეპუტატი თინათინ ბოკუჩავა „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში პარტიაში მიმდინარე პროცესებზე საუბრობს.

- ქალბატონო თინათინ, თქვენ აცხადებთ, რომ 20 იანვარს პარტიის ყრილობაზე პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობის განსაზღვრის საკითხიც დადგება დღის წესრიგში. ახალი შემადგენლობის არჩევის საჭიროება დადგა?

- ყრილობა არის პარტიაში ყველაზე მაღალი ლეგიტიმაციის მქონე გადაწყვეტილების მიმღები ორგანო. შესაბამისად, სწორედ ყრილობამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილებები, მათ შორის იმასთან დაკავშირებით თუ ვინ უხელმძღვანელებს პარტიას. პოლიტიკური საბჭო ყრილობიდან ყრილობამდე არის უფლებამოსილი, რომ პარტიას უხელმძღვანელოს. ისევე, როგორც სამდივნო, აღმასრულებელი მდივანი. ამიტომაც არის მოწვეული 20 იანვარს შვიდიათასკაციანი ყრილობა, განსხვავებით ორიათასკაციანი ყრილობისგან. პარტიის წევრთა მაქსიმალური ჩართულობით, მათ შორის თბილისის რაიონული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა თავად უნდა განსაზღვრონ, თუ ვინ იქნება პარტიის ხელმძღვანელი და ასევე, როგორი იქნება პარტიის სამომავლო სტრატეგია, თუ როგორ ვებრძოლოთ ივანიშვილის რეჟიმს.

- საბოლოო დღის წესრიგი თუ არის განსაზღვრული. კიდევ რა საკითხები განიხილება?

- არა, საბოლოო დღის წესრიგი ჯერ არ არის განსაზღვრული. დღის წესრიგში ცვლილებების შეტანა ყრილობამდე რამდენიმე დღით ადრეც არის შესაძლებელი. ნებისმიერ წევრს აქვს შესაძლებლობა, რომ მისთვის აქტუალური საკითხი იყოს წამოწეული ყრილობაზე და განხილვის საგანი გახდეს.

- გასაგებია, რომ პარტიის თავმჯდომარის საკითხი იქნება მთავარი საკითხი, მაგრამ, მაგალითად, აღმასრულებელი მდივნის საკითხი თუ დადგება? სერგო რატიანი ამ ყრილობის ლეგიტიმურობას ეჭვქვეშ აყენებს...

- აღმასრულებელი მდივანი პარტიის ყოველდღიურ მუშაობას უძღვება. ის ასევე არის პოლიტიკური საბჭოს წევრი და რადგან უკვე მოგახსენეთ, რომ ყრილობა მიიღებს გადაწყვეტილებას პოლიტიკურ საბჭოსთან დაკავშირებით, შესაბამისად, ასევე ყრილობა მიიღებს გადაწყვეტილებას აღმასრულებელ მდივანთან დაკავშირებითაც. რაც შეეხება თავმჯდომარის საკითხს, ჩემი პირადი პოზიციაა, რომ ამ პოსტზე მსჯელობისას არ უნდა შევეგუოთ ივანიშვილის მკაცრ წესებს და იმ რეალობას, რომლის წინაშეც ივანიშვილმა დაგვაყენა. პირიქით, ჩვენი ამოცანაა, ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი დავამარცხოთ და არსებული რეალობა შევცვალოთ. მიხეილ სააკაშვილის დევნილობა, ვანო მერაბიშვილის პატიმრობა, გიგი უგულავას პატიმრობა, რომელთაც პარტიაში პოლიტიკური თანამდებობა აქვთ, სწორედ ივანიშვილის მიერ შექმნილი რეალობაა. ამ ადამიანების მარგინალიზებით პარტია ივანიშვილის თამაშის წესებს იღებდა. ეს არის ფუნდამენტურად მიუღებელი და ეწინააღმდეგება იმ ღირებულებებს, რაზეც პარტია დგას. ჩვენი ამომრჩევლის აბსოლუტური უმრავლესობა და პარტიის აბსოლუტური უმრავლესობა ეწინააღმდეგება ამას. თუ ივანიშვილის თამაშს მივიღებთ, მაშინ ჩვენს თავთან წინააღმდეგობაში მოვალთ.

- ბიძინა ივანიშვილის თამაშს აჰყვა მეორე ფრთა? მთელი ამ ხნის მანძილზე არაერთი ურთიერთბრალდება მოვისმინეთ...

- ურთიერთბრალდებების კამპანია, ჩემდა სამწუხაროდ, ნამდვილად მიმდინარეობს. მე პირადად არ მივიღებ მონაწილეობას ურთიერთბრალდებების კამპანიაში. ივანიშვილის მთავარი სამიზნე არის მიხეილ სააკაშვილი. შესაბამისად, თუ გარკვეული გუნდი ნებსით თუ უნებლიეთ ცდილობდა მიხეილ სააკაშვილის ჩამოშორებას პარტიისგან, მით უფრო მაშინ, როდესაც ის უკრაინაში ოპოზიციაში გადავიდა, ამ ადამიანებსა და ივანიშვილს ერთი და იგივე მიზანი აქვთ. ამის იქით ჩემს თავს არ მივცემ უფლებას, რომ ვისაუბრო, რადგან ეს ადამიანები ჩემთვის ნამდვილად ძვირფასნი არიან.

- თუ ეს ადამიანები ყრილობაზე არ მივლენ, როგორ განვითარდება მოვლენები? ასევე საინტერესოა, პარლამენტში ნაციონალურ მოძრაობას თუ ეყოლება ფრაქცია? თუ იყო ამ საკითხზე კონსულტაციები?

- ეს ყველაფერი თავისით დალაგდება, მას შემდეგ, რაც ყრილობა ჩატარდება და ყველაფერი ცხადი გახდება. ახლა ჩვენი მიზანი არის, რაც შეიძლება მაღალი სტანდარტით ჩატარდეს მრავალათასიანი ყრილობა. თუ ვიწროპარტიული ჯგუფი არ მიიღებს ყრილობაში მონაწილეობას, ეს მათი გადაწყვეტილება იქნება. თუ სურთ პარტიის ცხოვრებაში მონაწილეობის გაგრძელება, არავინ არავის ხელს არ ჰკრავს. რაც შეეხება ფრაქციას, უახლოეს დღეებში მოხდება პოზიციების დაფიქსირება. არ ვფიქრობ, რომ ნაციონალურ მოძრაობას პრობლემა ექნება. ეყოლება თუ არა პარლამენტში ფრაქცია. ყოველთვის იქნებიან ადამიანები, რომლებიც ერთგულნი დარჩებიან იმ ღირებულებების, რომლებზეც მუდამ იდგა ჩვენი მოძრაობა.

————————–

„ინტერპრესნიუსი“, 06 იანვარი, 2017 წელი

ინტერვიუ ზაალ ანჯაფარიძესთან: საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემები // არ მგონია, ციხიდან გიგი უგულავას ვადაზე ადრე გათავისუფლება ხელისუფლების ინტერესებში იყოს

კობა ბენდელიანი, „ინტერპრესნიუსი“

საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე ”ინტერპრესნიუსი” დამოუკიდებელ ექსპერტს, ზაალ ანჯაფარიძეს ესაუბრა.

- ბატონო ზაალ, ვინაიდან თქვენ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის შერჩევის კონკურსში იღებდით მონაწილეობას, წელს თქვენთან პირველი ინტერვიუ სწორედ ამ თემით გვინდა დავიწყოთ. თქვენი დაკვირვებით, რამდენად იყო თავისუფალი პოლიტიკური გავლენებისაგან საზმაუწყებლის გენდირექტორის კონკურსი? თქვენი აზრით, საზმაუწყებლის გენდირექტორი პოლიტიკური ნიშნით იქნება არჩეული თუ არა?

- ჩვენთან მედიაზე პოლიტიკური გავლენა საჯაროდ არასოდეს ჩანს, ის ყოველთვის კულუარულია. ამიტომაც ამაზე ზუსტი პასუხის გაცემა რთულია. იქნება თუ არა პოლიტიკური ნიშნით არჩეული გენდირექტორი, ამ საკითხზე, რა თქმა უნდა, იქნება აზრთა სხვადასხვაობა და ამას ვერსად წაუვალთ. რაც მე ჩემით დავინახე და მოვისმინე კონკურსის პროცესის დროს, შემიძლია ვთქვა რომ პოლიტიკური ჩარევის თუ გავლენის ნიშნები არ შეიმჩნეოდა და ეს დაადასტურეს სამოქალაქო სექტორის დამკვირვებლებმაც, რომლებიც პროცესს თვალყურს ადევნებდნენ. თუ გავიხსენებთ როგორ ინიშნებოდა საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი წინათ, არჩევის ამჟამინდელი პროცედურები დემოკრატიულობისკენ წინგადადგმული ნაბიჯია.

- თქვენ რომ ბორდის წევრი ყოფილიყავით, თქვენი ყოფილი კონკურეტებიდან საზმაუწყებლის გენდირექტორობაზე ვის მისცემდით ხმას?

- ამ კითხვას თქვენი ნებართვით კომენტარის გარეშე დავტოვებ.

- საახალწლო განწყობის მიუხედავად, პოლიტიკური თვალსაზრისით ახალი წლის პირველი დღეები საინტერესო აღმოჩნდა. ქვეყანამ ამერიკელ სენატორებს უმასპინძლა. ამ თემას ჩვენ აუცილებლად შევეხებით, მაგრამ ახლა მინდა გკითხოთ სიდინჯით გამორჩეულ ექს-სპიკერ დავით უსუფაშვილის განცხადებაზე. მან გამოთქვა მოსაზრება რომ ივლისამდე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გადადგება. ამ თემაზე უამრავი მოსაზრება კი გამოითქვა, მაგრამ მაინც ვიკითხავთქვენი აზრით, სავარაუდოდ, რისი ნიშანი შეიძლება ყოფილიყო, ან რას შეიძლება ნიშნავდეს დავით უსუფაშვილის განცხადება?

- დავით უსუფაშვილმა საკუთარი პოლიტიკური სეზონი ორიგინალურად გახსნა და შეიძლება ითქვას, ერთი გასროლით ორი კურდღელი მოკლა. გარკვეული დროის მანძილზე მისი პერსონა მედიის, ექსპერტების და პოლიტიკური წრეების განსჯის საგნად აქცია, თან ახალი პოლიტიკური ინტრიგა შემოაგდო, რომელიც ასევე აქტიური განხილვის თემა გახდა ისევ უსუფაშვილის, როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკოსის პრიზმაში.
მოვლენათა განვითარების ეს სცენარი, უსუფაშვილს ღამით არ დაესიზმრებოდა. როგორც ჩანს, ამ სცენარზე ნაფიქრია და ის შესაძლოა განხილულიცაა რამდენიმე ადამიანთან. იყო თუ არა მათ შორის პრეზიდენტი, ვერ გეტყვით, ეს გამოჩნდება დროთა განმავლობაში. პრეზიდენტმა, პრინციპში ამგვარი სცენარის განვითარება არც უარყო და არც დაადასტურა.

ვფიქრობ, რომ დავით  უსუფაშვილის ეს განცხადება პრეზიდენტის ვადამდე გადადგომაზე არის ერთგვარი გამაფრთხილებელი გზავნილი „ქართული ოცნებისადმი,“ რომ მან ხელი აიღოს პრეზიდენტის არჩევის არსებული წესის შეცვლის მცდელობაზე.
თუმცა, უსუფაშვილი მისივე ინტერვიუში ამბობს, რომ კლასიკური საპარლამენტო მოდელის მომხრეა, კლასიკური საპარლამენტო მოდელი კი არ ითვალისწინებს პრეზიდენტის საერთო-სახალხო არჩევნებით არჩევას.

მაშინ რატომ იწევა ამ საკითხის ირგვლივ პოლიტიკური ტემპერატურა და ჩნდება სპეკულაციები? ჩანს, გარკვეულ პოლიტიკურ ჯგუფებს სურთ ამ თემას ჩაეჭიდონ საკუთარი პოლიტიკური მიზნებისათვის. თუმცა, მეორე მხრივ, ჩემთვის სავსებით გასაგებია მმართველი პარტიის ხელში ძალაუფლების სრული კონცენტრაციისა და დამაბალანსებელი ძალის არარსებობის გამო არსებული შეშფოთება, მით უმეტეს ოპოზიციის ფლანგზე მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ფონზე.

დავით უსუფაშვილის ინტერვიუში კიდევ ერთი ნიშანდობლივი მომენტი იკითხება. უსუფაშვილი აცხადებს, რომ მისი პოლიტიკური ძალა სახელისუფლებო კოალიციაში შესვლას გეგმავს, ანუ არჩევნებში გამარჯვებისათვის კი არ ისწრაფვის, არამედ ისე როგორც მისი ყოფილ პარტიას „რესპუბლიკელებს,“ მხოლოდ მმართველ კოალიციაში ყოფნა სურს.

- გასული წლის ბოლოს, როცა საკონსტიტუციო კომისია ყალიბდებოდა და მასში მონაწილეობის მიღებაზე პრეზიდენტის მონაწილეობა-არმონაწილეობის თემა აქტუალური იყო, პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საკონსტიტუციო კომისია აქტიურად იმუშავებდა და ივლისისთვის საკონსტიტუციო ცვლილებების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდა. როგორც გაირკვა, უახლოეს მომავალში ერთ-ერთი აქტუალური თემა პრეზიდენტის არჩევის წესი იქნება, რაც ასევე საკონსტიტუციო ცვლილებების ერთ-ერთი თემაა. თქვენი აზრით, საბოლოოდ რა გადაწყვეტილებას მიიღებსოცნებისსაკონსტიტუციო უმრავლესობაპრეზიდენტს ხალხი აირჩევს თუ პარლამენტი?

- როგორც უკვე აღვნიშნე, თუ კლასიკური საპარლამენტო მოდელისკენ მივდივართ, მაშინ პრეზიდენტი პარლამენტმა უნდა აირჩიოს. თუ ჩვენ გვინდა საპარლამენტო მოდელის რაღაც განსხვავებული ქართული მოდელის შექმნა, როდესაც უფლებაშეკვეცილი პრეზიდენტი აუცილებლად ხალხმა უნდა აირჩიოს, მაშინ ამის საჭიროება უნდა დასაბუთდეს მყარი არგუმენტებით და არა ვარაუდების და ემოციების დონეზე.

საკონსტიტუციო კომისია ახლახანს შეუდგა მუშაობას და რა გადაწყვეტილებისკენ გადაიხრება იგი ამ საკითხზე და როგორი იქნება საკონსტიტუციო უმრავლესობის პოზიცია, გამოჩნდება მუშაობის პროცესში და იმ პოლიტიკური პროცესების ფონზე, რომლებსაც ამ პერიოდში იქნება ადგილი. ჩემი შეთავაზება იქნებოდა, რომ პრეზიდენტის არჩევის წესზე, რომელიც როგორც ჩანს, პოლიტიკური დაპირისპირების თემა ხდება, პლებისციტი ჩატარდეს.

- მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან კონტაქტს წყვეტს, ”ქართული ოცნებისუმრავლესობა პრეზიდენტ მარგველაშვილს განცხადებების დონეზე ღიად თუ ირიბად უპირისპირდებოდა. სწორედ იმ პერიოდში გაჩნდა აზრი, რომ პრეზიდენტი მარგველაშვილი დამოუკიდებელ პოლიტიკურ ფიგურად შეიძლება ჩამოყალიბებულიყო. თუ საბოლოოდ გადაწყდა, რომ პრეზიდენტი ხალხმა უნდა აირჩიოს, თქვენი დაკვირვებით, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ პრეზიდენტმა მარგველაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებშიქართული ოცნებისაგანდამოუკიდებლად ხელმეორედ იყაროს კენჭი?

- ჯერჯერობით მარგველაშვილში მეორე საპრეზიდენტო ვადაზე კენჭისყრის რესურსს ვერ ვხედავ. თუმცა 2018 წლამდე ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს და მისი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის ალბათობაზე პროფესიული მსჯელობა არჩევნების მოახლოების კვალობაზე უფრო იქნება შესაძლებელი.

- შესაძლოა, ნაადრევია ამაზე საუბარი, მაგრამ რადგან თემამ მოიტანა, მაინც გკითხავთსაპრეზიდენტო არჩევნებზე ვინ შეიძლება იყოსქართული ოცნებისსაპრეზიდენტო კანდიდატი?

- სრულიად გეთანხმებით იმაში, რომ ამ თემაზე საუბარი ნაადრევია და შესაბამისად, ვარიანტების გადარჩევაც უაზროა. თუმცა, არ გამოვრიცხავ რომ „ქართულ ოცნებაში“ პრეზიდენტობის შესაძლო კანდიდატებზე ფიქრი უკვე დაწყებულია, თუნდაც იმ მწარე გაკვეთილიდან გამომდინარე, რაც მათ მარგველაშვილთან დაკავშირებით მიიღეს.

- ”ნაციონალებისყრილობასთან დაკავშირებით აქამდე ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა არსებობდა, მაგრამ ამ თემაზე ნიკა მელიას ბრიფინგმა ბევრ საკითხს მოჰფინა ნათელი. მისივე მტკიცებით, 20 იანვრის ყრილობას ლეგიტიმურობის პრობლემა არ ექნება, ვინაიდან მასში მონაწილეობას პარტიის 2/3 მიიღებს მონაწილეობას. რა გადაწყვეტილებებს მიიღებენ პარტიის ის წევრები, რომლებიც პარტიის 1/3- წარმოადგენენ, უახლოესი მომავალი გვიჩვენებს. თქვენ როგორ შეაფასებდით იმას, რაც ახლანაცმოძრაობაშიხდებადა სავარაუდოდ, რით დასრულდება ყოფილ მმართველ პარტიაში დაწყებული პროცესები?

- „ნაცმოძრაობაში“ შიდაბრძოლები, გავლენებისათვის პაექრობა და პიროვნული დაპირისპირებები არც გუშინ დაწყებულა და არც გუშინწინ. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ეს პროცესი ჯერ კიდევ ამ პარტიის ხელისუფლებაში ყოფნისას დაიწყო. უბრალოდ, „ნაციონალები“ ისევ თავიანთი ინტერესებიდან გამომდინარე, ამას არ ახმაურებდნენ. ზედიზედ რამდენიმე არჩევნებში დამარცხების შემდეგ კი შიდა დაპირისპირება გამწვავდა და სააშკარაოზე გამოვიდა. სხვაგვარად ვერც იქნებოდა, რადგანაც პარტიაში რეალური და რადიკალური ცვლილებების აუცილებლობა მომწიფდა. აი, ამ საკითხზე კი პარტიაში და მის მხარდამჭერებში აზრები და პოზიციები გაიყო. ჯერჯერობით ყველაფერი მიდის იქითკენ, რომ „ნაცმოძრაობა“ გაიხლიჩება, ისევე როგორც თავის დროზე გაიხლიჩა „მოქალაქეთა კავშირი“ და მისი წიაღიდან ორი პარტია იშვა.

- როგორადაც არ უნდა დასრულდესნაცმოძრაობაშიმიმდინარე პროცესები, თქვენი აზრით, რა გავლენას იქონიებს იგი შიდა პოლიტიკაზე?

- პირველი და მყისიერი შედეგი და გავლენა იქნება პროდასავლურად მიჩნეული ოპოზიციური პოლიტიკური ძალების და მათი ელექტორატის კიდევ უფრო მეტი ფრაგმენტაცია, იმედგაცრუება და პოლიტიკურად დასუსტება. არ არის გამორიცხული, რომ ასეთ შემთხვევაში მსგავს ან იდენტურ პოლიტიკურ პოლიტიკურ პლატფორმებსა და ღირებულებათა სისტემებზე მდგომმა პროდასავლურმა პოლიტიკურმა ძალებმა თუნდაც სიტუაციურ კავშირებსა და კოალიციებზე დაიწყონ ფიქრი.

რა თქმა უნდა, „ნაცმოძრაობაში“ მიმდინარე დესტრუქციული პროცესების თუ მთავარი არა, ირიბი ბენეფიციარი მაინც არის სახელისუფლებო პარტია „ქართული ოცნება,“ რომელსაც გაცილებით გაუმარტივდება საკუთარი პოლიტიკის გატარება და აღარ ეყოლება კონკურენტად კონსოლიდირებული ძალა – როგორადაც ბოლო დრომდე მიიჩნეოდა „ნაცმოძრაობა.“ ასევე საკითხავია, თუ ვისი კონტროლის ქვეშ დარჩება „ნაცმოძრაობასთან“ აფილირებული ტელეკომპანია „რუსთავი-2“, თუ სასამართლომ ის ახალ მფლობელს არ მიაკუთვნა. დიდი ალბათობით ის დარჩება სააკაშვილს და „ნაცმოძრაობის“ პრომიშისტურ ფრთას.

- თბილისის ექს-მერმა გიგი უგულავამ ნაწილობრივ, მაგრამ მაინც, პრაქტიკულად აღიარათბილსერვისის ჯგუფშიპარტიული ნიშნით ადამიანების გაფორმება. ერთი მხრივ, რჩება შთაბეჭდილება, რომ უგულავამ გაითვალიწინა . ივანიშვილის რჩევა დანაშაულის მონანიების შესახებ, რის გამოც არაა გამორიცხული, რომ მან ციხე მალე დატოვოს. მაგრამ, მეორე მხრივ, უგულავას არასდროს უთქვამს, რომ . სააკაშვილს ემიჯნება, გაემიჯნება, ან არა აქვს პოლიტიკური ამბიციები. როგორცნაციონალებისერთი ნაწილი ამტკიცებს, უგულავას დანაშაულის ნაწილობრივ აღიარებაზე მანამდეც ჰქონდა გაკეთებული განცხადება, მაგრამ ამაზე ყურადღება არავის მიუქცევია. ახლა რატომ გახდა უგულავას აღიარებისა და ციხიდან გამოსვლის თემა აქტუალური? იმიტომ ხომ არა, რომნაციონალებშიდაწყებული შიდა გარჩევები გადამწყვეტ ფაზაში შედის?

- ამ ვერსიას აქვს არსებობის უფლება, ისევე როგორც სხვა ვერსიებსაც. უგულავას, რომელსაც დღეს „ნაცმოძრაობაში“ არანაირი ოფიციალური თანამდებობა არ უკავია (მოგეხსენებათ ის გადადგა თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელობიდან), აქვს დარჩენილი მხოლოდ მისი პიროვნული ქარიზმა და „წამებული გმირის“ იმიჯი საზოგადოების ერთ ნაწილში, რომ არ გაიქცა ქვეყნიდან სააკაშვილის და ადეიშვილის მსგავსად, მიიღო სასჯელი და პოლიტიკური აქტივობაც შეინარჩუნა. ციხიდან უგულავას ვადაზე ადრე გათავისუფლება არ მგონია რომ ხელისუფლების ინტერესებში იყოს, რადგანაც ეს „ქართული ოცნების“ მომხრეების უკმაყოფილებას გამოიწვევს და კიდევ უფრო გაამყარებს მოარულ ხმებს „ოცნების“ შესაძლო გარიგებაზე „ნაციონალების“ ერთ დაჯგუფებასთან. ადგილობრივი არჩევნების წინ ასეთი არაპოპულარული ნაბიჯი ხელისუფლებას რატომ უნდა სჭირდებოდეს?!

- თუ უგულავა ციხიდანნაცმოძრაობისყრილობამდე გამოვიდა, ამითნაცმოძრაობისრომელი ფრთა უფრო გაძლიერდებასააკაშვილის მხარდამჭერების, თუ მათი ოპონენტების? თუ უგულავას ციხიდან მოწერილ პირველ წერილს გავიხსენებთ, სადაც იგი წერდა – ”ხალხს გაუმჯობესებული მიშა უნდა”. ხომ არ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ უგულავას, შესაძლოა, ჰქონდეს პრეტენზიები იყოსგაუმჯობესებულ მიშა”?

- არ მგონია, რომ მისი გამოშვება 20 იანვრამდე, ანუ „ნაცმოძრაობის“ ყრილობამდე მოხდეს, ეს ხელისუფლების შეცდომა იქნებოდა. ისე კი, გაიხსენეთ, პირველად როდის გააკეთა უგულავამ ეს ცნობილი განცხადება, როდესაც „ნაცმოძრაობა“ და სააკაშვილი ძალაუფლების ზენიტში იყვნენ, მაგრამ მათ ლიგიტიმაციას უკვე წყალი ჰქონდა შემდგარი.
უგულავას მიერ საკუთარი თავის პოზიციონირება როგორც „ნაცმოძრაობის“ ერთგვარი დისიდენტის, ადასტურებს რომ „ნაცმოძრაობაში“ შიდა დაპირისპირებებს კარგა ხნის ისტორია აქვთ. სწორედ უგულავას მიერ ციხიდან მოწერილი წერილი გახდა ერთ-ერთი კატალიზატორი იმ დაპირისპირებისა, რაც შემდეგ „ნაცმოძრაობაში“ განვითარდა და ვვარაუდობ, რომ ეს შეთანხმებული გეგმის ნაწილი იყო. თუ გავითვალისწინებთ უგულავას პერსონის მიმართ საზოგადოების ერთი ნაწილის დამოკიდებულებას, სავსებით შესაძლებელია და ამას იგი თავადაც არ მალავს, რომ „ნაცმოძრაობისგან“ გამოყოფილი პოლიტიკური ჯგუფის ლიდერობაზე განაცხადოს პრეტენზია. მით უმეტეს, რომ ამ ჯგუფს აშკარად უდგას ეს პრობლემა. ჩემი აზრით, გიგა ბოკერია და დავით ბაქრაძე, ვერ გამოდგებიან ისეთ ლიდერებად, რომლებიც ამ ჯგუფს ელექტორალურ რესურსს მოუტანენ.

- საუბრის დასაწყისში ახალი წლის პირველსავე დღეებში ამერიკელი სენატორების ვიზიტი ვახსენე. ვითარებაში, როცა ექსპერტთა, მათ შორის ამერიკელ ექსპერტთა უმრავლესობა თვლის, რომ პრეზიდენტ ტრამპის მმართველობის პერიოდში ვაშინგტონის საგარეო პოლიტიკა იზოლაციონისტური იქნება და უფრო მეტად შიდა პრობლემებზე იქნება ორიენტირებული, თქვენ როგორ აღიქვით ამერიკელი სენატორების საქართველოში ვიზიტი-სტუმრობა?

- საქართველო იყო ერთ ერთი დანიშნულების ადგილი იმ საერთაშორისო ტურნეში, რაც ამ ამერიკელ სენატორებს ჰქონდათ. მათი ვიზიტი აშშ- საქართველოს თანამშრომლობის სხვა ფაქტებთან ერთად, და თუნდაც ვერბალურ დონეზე გამოხატული მხარდაჭერა, ადასტურებს ამერიკის ინტერესს საქართველოსადმი და გარკვეულწილად აბათილებს იმ ექსპერტების და პოლიტიკოსების მოსაზრებას, რომლებიც დაჟინებით ამტკიცებენ, რომ საქართველო აშშ-ს პოლიტიკური რადარებიდან გაქრა. სხვათა შორის, 2015 წელს აშშ-ს მოქალაქეებმა საქართველოში 154 ბიზნესი დაარეგისტრირეს.

- 20 იანვარს აშშ- პრეზიდენტის ინაუგურაცია გაიმართება და დონალდ ტრამპი თეთრ სახლში შევა. ამერიკელ ექსპერტთა საკმაოდ დიდი ნაწილი ურჩევს საქართველოს ხელისუფლებას თავად იაქტიურონ და შეახსენონ თავი პრეზიდენტ ტრამპსა და მის გუნდს. თქვენი ინფორმაციითა და დაკვირვებით, ითვალისწინებს, ანაც გაითვალისწინებს თუ არა ოფიციალური თბილისი ამერიკელი ექსპერტების ამ რეკომენდაციას?

- მე მხოლოდ ორი ამერიკელი ექსპერტისგან მოვისმინე ასეთი რჩევა, რომლებიც ასე თუ ისე, კავშირში არიან საქართველოსთან. ჩვენმა საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენელთან გარკვეული კონტაქტი შედგა. თუმცა, რა დონის იყო ეს კონტაქტი და რა შინაარსის, მე არ ვიცი. ნებისმიერი დიპლომატი გეტყვით, რომ ასეთი ტიპის კონტაქტების დამყარებას, მით უმეტეს, როდესაც ამაში ერთი მხარე უფროა დაინტერესებული, თავის ეტიკეტი და ნიუანსები აქვს და მათმა უგულებელყოფამ, შეიძლება საპირისპირო შედეგი მოიტანოს.

————————-

Comments are closed