globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 7 დეკემბერი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Dec 7th, 2016 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

„რეზონანსი“: საქართველოში ამერიკული საბრძოლო-სასწავლო ცენტრი იხსნება // „კიდევ უფრო მეტს დავგეგმავთ საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებისთვის“

„რეზონანსი“: ვიზალიბერალიზაციის ფინალისკენ – „რისკის ქვეშ დგას ევროკავშირის რეპუტაცია“ // ხვალ გამოჩნდება, კიდევ რამდენი ხნით მოგვიწევს უკვე ბევრჯერ გადადებული ვიზალიბერალიზაციის ცდა

„რეზონანსი“: ინტერვიუ თამარ ხულორდავასთან: „ხელისუფლებას შეეძლო ვიზალიბერალიზაცია გრძელვადიან პერსპექტივად წარმოეჩინა“

„რეზონანსი“: ინტერვიუ ლევან ბერძენიშვილთან: „გაზაფხულზე შესაძლოა სერიოზული პროტესტი მივიღოთ“

„რეზონანსი“: ინტერვიუ ვახტანგ ძაბირაძესთან: „აუცილებელია, რომ ახალი წლის შემდეგ მესამე ძალის ფორმირება მოხდეს“

„რეზონანსი“: „ფოტოგრაფების საქმე“: დაკავებულია ორი მაღალჩინოსანი, გამოძიება გრძელდება

—–

„ახალი თაობა“: ინტერვიუ გიორგი ვაშაძესთან: „მთავრობის შიგნით დაპირისპირებაა“ // „ვინ უნდა აგოს პასუხი იმაზე, რაც ხდება?!“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ თორნიკე შარაშენიძესთან: „დავით ბაქრაძის ნაციონალების თავმჯდომარედ არჩევა სააკაშვილს გააღიზიანებს“ // „ნაციონალების რეიტინგის დიდი ნაწილი სააკაშვილის რეიტინგია“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ადა მარშანიასთან: „გიგა ბოკერიამ თავადაც არ იცის, რამდენი ქვეყნის აგენტია“ // „თუ ეფესბეს წარმოვადგენთ, რატომ ვართ პარლამენტში?“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ვახტანგ მაისაიასთან: „ასლან ბჟანია პრორუსული პოლიტიკის მომხრეა“

„ახალი თაობა“: შვიდმა სამინისტრომ ცხრა თვეში პრემია-დანამატებზე 52 მილიონი დახარჯა // თბილისის მერია რესტორნებში თვეში 47.000 ლარს ხარჯავს

—–

საქართველო და მსოფლიო: „მეოცნებე“ მინისტრის დასავლური სენტიმენტები // გადადებული უვიზო მიმოსვლა და გადაგდებული საქართველო

საქართველო და მსოფლიო: რატომ გვატყუებს ევროკავშირი?

საქართველო და მსოფლიო: დიდი ბრიტანეთი საქართველოს საბოლოო კოლონიზაციას აპირებს

——————-

„რეზონანსი“, 07 დეკემბერი, 2016 წელი

საქართველოში ამერიკული საბრძოლო-სასწავლო ცენტრი იხსნება

კიდევ უფრო მეტს დავგეგმავთ საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებისთვის

ვახტანგ შამუგია

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტს შორის უსაფრთხოების სფეროში 2016-2019 წლებისთვის ჩარჩო ხელშეკრულება გაფორმდა. დოკუმენტს ხელი თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილე მაიკლ კარპენტერმა მოაწერეს.

როგორც დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ განაცხადა, კარპენტერის ვიზიტი დასტურია იმ სტრატეგიული თანამშრომლობის, რაც საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს გააჩნიათ.

“ჩვენ დღეს ხელი მოვაწერეთ უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ჩარჩო დოკუმენტს. ეს ხელშეკრულება ითვალისწინებს თანამშრომლობას მნიშვნელოვან ასპექტებში. ჩვენ ასევე ვგეგმავთ, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან ერთად შევქმნათ საბრძოლო სასწავლო ცენტრი და ჩვენი საბრძოლო მზადყოფნის დონე სწორედ ამ ცენტრის საფუძველზე იქნება ძალიან მაღალ დონეზე უზრუნველყოფილი”, – განაცხადა ლევან იზორიამ.

“თავდაცვის მინისტრმა ერთიანი საწვრთნელი ცენტრის განვითარება ახსენა. ამერიკის შეერთებული შტატები მზადყოფნას გამოთქვამს, ამ მიმართულებით ქართულ მხარეს დახმარება და მხარდაჭერა გაუწიოს.”ჩვენი მიზანია სამხედროებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება, კიდევ უფრო მეტი ერთობლივი სწავლებისა და წვრთნების ჩატარება, რაც ეფუძნება უელსის სამიტზე საქართველოსთვის მინიჭებულ ნატო-საქართველოს არსებით პაკეტს და რომელიც ვარშავის სამიტზე კიდევ უფრო გაფართოვდა და ინტენსიური გახდა. ამერიკის შეერთებული შტატები არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში ნატოს კონტექსტში მონაწილეობს, მაგრამ ამერიკა საქართველოსთან ორმხრივ ფორმატშიც თანამშრომლობს. ჩვენ მომავალ წლებში კიდევ უფრო მეტს გავაკეთებთ ქართველი კოლეგების დასახმარებლად. ჩვენ ქართულ მხარეს დახმარებას გავუწევთ არა მხოლოდ “მტკიცე მხარდაჭერის” მისიისთვის ქართველი სამხედროების გაწვრთნაში, არამედ კიდევ უფრო მეტ სწავლებას დავგეგმავთ საქართველოს ტერიტორიული თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებისთვის. ეს ჩვენი თანამშრომლობის ფორმატის მნიშვნელოვანი ელემენტია და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის მნიშვნელოვანი ნაწილი. საქართველო ერაყსა და ავღანეთში ამერიკის შეერთებული შტატების სანდო პარტნიორია. ვამაყობთ ქართველ სამხედროებთან პარტნიორობით. ფასდაუდებელია საქართველოს კონტრიბუცია”, – აღნიშნა აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილე მაიკლ კარპენტერმა.

აღსანიშნავია, რომ ჩარჩო დოკუმენტი ორმხრივი თანამშრომლობის გრძელვადიან ამოცანებს განსაზღვრავს. ის ახდენს პრიორიტეტებისა და რესურსების დაგეგმვის სინქრონიზაციას გულისხმობს. თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ჩარჩო დოკუმენტი “საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ” მემორანდუმის მხარდამჭერი შეთანხმებაა და ხელს უწყობს საქართველოს თავდაცვის შემდგომ განვითარებას.

ქართულ და ამერიკულ მხარეებს შორის გაფორმებული ჩარჩო ხელშეკრულების მნიშვნელობაზე გაზეთ “რეზონანსს” ბრიგადის გენერალი, ამირან სალუქვაძე ესაუბრა.

“საქართველო-ამერიკის სამხედრო თანამშრომლობა ახალ ენერგიას იძენს, განსაკუთრებით გიორგი კვირიკაშვილსა და ჯონ ქერის შორის გაფორმებული ხელშეკრულების შემდეგ. ზუსტად ამ ხელშეკრულების გამოძახილია მაიკლ კარპენტერის ვიზიტი საქართველოში და მისი მხრიდან ახალი წინადადებების ჩამოტანა. მისასალმებელია, რომ თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია მთავარ აქცენტს წვრთნებზე აკეთებს. მე ასევე ვურჩევდი, რომ მეორე პრიორიტეტად განათლება აირჩიოს და თუ შესაძლებელია, ოფიცერთა მთელი დესანტი გადასვას აშშ-ის სამხედრო სასწავლებლებში. ოღონდ ამ საკითხს განსაკუთრებული კვალიფიციური მიდგომა სჭირდება. წლების განმავლობაში ჩვენ ბევრი დახმარება და ასევე საბიუჯეტო დანახარჯები გავანიავეთ. ასეთი უყაირათობის დრო უნდა დასრულდეს”, – აღნიშნა ამირან სალუქვაძემ. მისივე თქმით, ერთობლივი, ქართულ-ამერიკული სასწავლო ცენტრის ჩამოყალიბების იდეა ძალიან მართებულია და ის როგორც საქართველოს, ასევე მის უცხოელ პარტნიორებს ძალიან დიდ სარგებლობას მოუტანს. მისი არსებობა ქართული არმიის ბრძოლისუნარიანობაზეც პოზიტიურად აისახება.

“სასწავლო ცენტრის ჩამოყალიბება სრულიად რეალურად მიმაჩნია. ასეთი ცენტრის შექმნა სასარგებლო იქნება არა მხოლოდ ჩვენი შეიარაღებული ძალებისთვის, არამედ ჩვენი პარტნიორებისთვისაც. სასწავლო ცენტრის გარდა, იმედია, ქართულ-ამერიკული ურთიერთობები სხვა მიმართულებითაც განვითარდება, რადგან დღეს ქართულ არმიაში უამრავი პრობლემა დაგროვდა, რომლებსაც ძალიან მოკლე ვადებში ესაჭიროება გადაწყვეტა”, – მიიჩნევს გენერალი ამირან სალუქვაძე.

აღსანიშნავია, რომ მაიკლ კარპენტერის თქმით, აშშ-ის კონგრესმა თავდაცვის ავტორიზაციის კანონპროექტი მიიღო, რომელიც 2017 ფისკალურ წელს თავდაცვის ბიუჯეტის ავტორიზაციას უზრუნველყოფს. აშშ კი საქართველოს სხვადასხვა მიმართულებით გაუწევს დახმარებას, რაც ძირითადად კიდევ უფრო მეტ ერთობლივ სწავლებასა და წვრთნებს გულისხმობს.

„რეზონანსი“, 07 დეკემბერი, 2016 წელი

ვიზალიბერალიზაციის ფინალისკენ – „რისკის ქვეშ დგას ევროკავშირის რეპუტაცია

ხვალ გამოჩნდება, იდევ რამდენი ხნით მოგვიწევს უკვე ბევრჯერ გადადებული ვიზალიბერალიზაციის ცდა

ეკატერინე ბასილაია

ხვალ, 8 დეკემბერს გამოჩნდება კიდევ რამდენი ხნით მოგვიწევს უკვე ბევრჯერ გადადებული ვიზალიბერალიზაციის ცდა, რადგან ხუთშაბათს ევროპარლამენტმა “სწრაფი შეჩერების მექანიზმი” უნდა განიხილოს, რომლის მიღება უკვე ბოლო ნაბიჯია უვიზო მიმოსვლისთვის. ამ განხილვამდე ორი დღით ადრე კი, ევროპარლამენტში საქართველო-უკრაინისთვის მხარდამჭერი განცხადებები კეთდება და უფრო მეტიც, ევროპის საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი ევროპარლამენტის პრეზიდენტს მიმართავს წერილით, რომ საკითხი სწრაფად უნდა გადაწყდეს, რადგან საქმე ევროკავშირის რეპუტაციას და სანდოობას ეხება.

წერილში, რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებელი ასაჯაროვებს, აღნიშნულია, რომ ევროპარლამენტმა გადამწყვეტი როლი უნდა ითამაშოს და დროულად დაასრულოს “სწრაფი შეჩერების მექანიზმზე” მსჯელობა. „ამ პროცესში რისკის ქვეშ დგას არა მხოლოდ ძალთა ბალანსი ევროკავშირის პოლიტიკაში, არამედ, რისკის ქვეშ დგას ევროკავშირის რეპუტაცია”, – აღნიშნულია წერილში.

დონალდ ტუსკის ასევე წერს, რომ “შეჩერების მექანიზმთან” დაკავშირებულ დებატებში ყველა მხარეს საკუთარი არგუმენტები აქვს, თუმცა უკვე გადაწყვეტილების მიღების დროა, რადგან პარტნიორმა ქვეყნებმა დიდი ძალისხმევა გასწიეს რეფორმების გასატარებლად, რაც ხშირად რისკის ფასად უჯდებოდათ.

ორგანიზაციის მხრიდან საბოლოო გადაწყვეტილების მიუღებლობის გამო კი ევროკავშირი ნდობის დაკარგვის რისკის წინაშეა. “ეს იქნება უპატიებელი შეცდომა, თუკი ახლა ამ პროექტის დასასრულებლად ყველა ძალისხმევას არ მივმართავთ. ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ ისინი, ვინც ჩვენ გვენდობა, ჩვენი შიდა უთანხმოების მსხვერპლად ვაქციოთ. მჯერა, რომ ამ მნიშვნელოვანი საკითხისთვის, “შეჩერების მექანიზმთან” დაკავშირებით სწრაფი შეთანხმება უნდა მოვძებნოთ”, – ნათქვამია წერილში.

აღსანიშნავია ის, რომ ევროპარლამენტი და ევროკავშირის საბჭო ვერა და ვერ შეთანხმდნენ “სწრაფი შეჩერების მექანიზმის” მიღებაზე, რომელიც იმ ქვეყნისთვის ვიზალიბერალიზაციის 6 თვით შეჩერებას გულისხმობს, საიდანაც საგრძნობლად გაიზრდება არალეგალი მიგრანტების რიცხვი და რომლის მიღების გარეშეც უკვე მკაფიოდ გაცხადებულია, რომ უვიზო მიმოსვლა საქართველოს, უკრაინისა და კოსოვოსთვის არ ამოქმედდება.

საგულისხმოა ისიც, რომ ახლა დგება გადამწყვეტი მომენტი. ხუთშაბათს ევროპის პარლამენტის ლიბეს კომიტეტში დაგეგმილია კენჭისყრა “შეჩერების მექანიზმის” მიღებაზე.

თუკი კენჭისყრა შედგება და საკითხი გადაწყდება, ეს ნიშნავს იმას, რომ ვიზალიბერალიზაცია ფინალში გავიდა. შემდეგ მხოლოდ ფორმალობები რჩება. ევროპარლამენტში კენჭისყრა, ევროპარლამენტის თავმჯდომარისა და ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის შესაბამისი მინისტრის ხელმოწერა, შემდეგ ის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდება და გამოქვეყნებიდან 21 დღეში კი ბიომეტრიული პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეები ევროპაში 90 დღის განმავლობაში უვიზოდ მოგზაურობას შეძლებენ.

ფონდ “ღია საზოგადოება საქართველო”-ს ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე აცხადებს, რომ “ძალიან მნიშვნელოვანი და დამაიმედებელია, როდესაც ეს საკითხი დღის წესრიგში არის და რჩება და მითუფრო, ამ საკითხს ყურადღებას აპყრობს მაღალი თანამდებობის პირი, ისეთი, როგორიცაა დონალდ ტუსკი. მისი თქმით, “შეჩერების მექანიზმის” მიღების საკითხი გაიწელა იმის გამო, რომ ევროკავშირის ინსტიტუტები ვერა და ვერ შეთანხმდნენ, ვინ უნდა აამოქმედოს ის. ეს უნდა იყოს ევროკავშირის წევრი ქვეყანა მარტო, თუ წევრ ქვეყანას პლუს ევროპის პარლამენტი.

“ამ წუთას ევროპის პარლამენტში “ლიბეს” კომიტეტმა უნდა იმსჯელოს ამ საკითხზე და მიიღოს გადაწყვეტილება. შემდეგ თანაგადაწყვეტილების პროცედურით ევროპის პარლამენტი და წევრი ქვეყნები, ანუ მინისტრთა საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას. ბოლო ინფორმაციით, 8 დეკემბერს უნდა იმსჯელოს ლიბეს კომიტეტმა, თუმცა გადაწყვეტილების საბოლოო მიღება და დეკემბერში ამის დასრულება, დიდი ალბათობით, გაჭირდება. დეკემბერში რომც დასრულდეს “შეჩერების მექანიზმის” მიღება, საქართველო კარგ შემთხვევაშიც კი იანვრის ბოლომდე უვიზო მიმოსვლას ვერ მიიღებს. დრო საკმარისი არ არის. 23 დეკემბრიდან ევროპის პარლამენტი შვებულებაში გადის და მსჯელობა იანვრის მეორე ნახევარზე ადრე არ დაიწყება. ჩემი ვარაუდია, რომ იანვარშიც არ მოხდება და გადაიწევს”, – ამბობს ვანო ჩხიკვაძე. მისი აზრით, თუკი “შეჩერების მექანიზმის” მიღება მოხდება, შემდეგ ვიზალიბერალიზაციის ასამოქმედებლად რეალურად არც არაფერი რჩება.

“ჩვენ ჩანაწერი გვაქვს, როგორც კი “შეჩერების მექანიზმის” მიღება მოხდება, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზო მიმოსვლა. უბრალოდ ხელი უნდა მოაწეროს ევროპარლამენტის თავმჯდომარემ და ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის შესაბამისმა მინისტრმა. ეს თავმჯდომარე ქვეყანა კი იქნება მალტა. შემდეგ ის უნდა გამოქვეყნდეს ოფიციალურ ჟურნალში და გამოქვეყნებიდან 21 დღეში შედის ძალაში”, – განმარტავს ვანო ჩხიკვაძე. მისი გამოთვლებით, მინიმუმ გაზაფხულამდე არაფერი იქნება, თუმცა გაზაფხულზე მაინც მიიღებს თუ არა უვიზო მიმოსვლას საქართველო, ამაზე პროგნოზების გაკეთება არ სურს. მიზეზი ისაა, რომ თავდაპირველად სწორედ ევროკავშირის ლიდერებისგან გაისმა დაპირება, რომ ვიზალიბერალიზაცია ზაფხულში, კონკრეტულად კი ივნისში დასრულდებოდა. თუმცა შემდეგ ევროპაში მიგრანტთა კრიზისის გამო ეს ვადა გადაიწია. ითქვა, სექტემბრისთვის “შეჩერების მექანიზმს” მიიღებდნენ და ოქტომბრის ბოლოს ვიზალიბერალიზაცია უკვე ამოქმედდებოდა. თუმცა არც ეს მოლოდინი გამართლდა და ახლა უკვე ვადებზე საუბარი ევროპელმა ლიდერებმა საერთოდ შეწყვიტეს.

ვანო ჩხიკვაძის განცხადებით, ვადებზე საუბარი არასერიოზულია, რადგან შეიძლება კიდევ გაიწელოს, მოლოდინის შექმნა კი ნეგატიურ განწყობას აჩენს.

“ჩვენ ბრიუსელიდან ახლა დავბრუნდით. საქართველო-ევროკავშირის საბჭო გაიმართა, რომელიც იწყებოდა და სრულდებოდა ვიზალიბერალიზაციის თემით და არავის არ უთქვამს კონკრეტული თვე ან სეზონი, როდის შეიძლება დასრულებულიყო ეს პროცესი. ვადის თქმა არასერიოზულია, რამდენჯერაც დაითქვა ვადა, არ გამართლდა და მოლოდინის შექმნა არასწორია. ისინი მიხვდნენ, რომ რამდენჯერაც დასახელდა ვადა, შემდგომში ამან საქართველოს მოსახლეობაში იმედგაცრუება გამოიწვია, ამიტომ ლოგიკურია, ახლა თავს იკავებენ”, – აღნიშნავს ვანო ჩხიკვაძე. მისი თქმით, კარგი იქნება, თუ ვიზალიბერალიზაციის საკითხი უახლოეს თვეებში დასრულდება, რადგან საფრანგეთში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების გამო ამ საკითხის გადაწყვეტა გაზაფხულიდან ძალიან გართულდება. საუბარია იმაზე, რომ საფრანგეთი უშლის ხელს “შეჩერების მექანიზმის” მიღებას, რადგან 2017 წელს საპრეზიდენტო არჩევნებია დაგეგმილი, არჩევნების წინ კი მიგრანტების თემის გააქტიურება ხელს არავის აძლევს. ხოლო უფრო ბუნდოვანია, რა იქნება არჩევნების შემდეგ.

ვანო ჩხიკვაძე ამბობს, რომ ამ წუთას ოფიციალურ დონეზე საფრანგეთის მხრიდან შეფერხებაზე საუბარი არ მიმდინარეობს, უბრალოდ კარგი იქნება, ეს პროცესი დასრულდეს მანამ, სანამ საფრანგეთსა და ნიდერლანდებში არჩევნები იქნება.

„რეზონანსი“, 07 დეკემბერი, 2016 წელი

ინტერვიუ თამარ ხულორდავასთან: „ხელისუფლებას შეეძლო ვიზალიბერალიზაცია გრძელვადიან პერსპექტივად წარმოეჩინა

სალომე სარიშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრისა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავას თქმით, „დონალდ ტუსკი თავის წერილში მოუწოდებს შულცს ვიზალიბერალიზაციაზე გადაწყვეტილების მიღება, შეჩერების მექანიზმის ამუშავებამდე მოხდეს, რათა ის მეორე გადაწყვეტილების მიღებისთანავე ამოქმედდეს. ვფიქრობ, ჩვენს კოლეგებთან აუცილებლად უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში ცალკე დადგეს. დეპუტატის აზრით, ახლა ამის პოლიტიკური საჭიროებაც დადგა და შეგვიძლია ევროპელ პარტნიორებს ამ ორი საკითხის ერთმანეთისგან განცალკევება მოვთხოვთ.

“რეზონანსი” თამარ ხულორდავას გაესაუბრა.

თამარ ხულორდავა: იმისთვის, რომ საქართველომ ვიზალიბერალიზაცია მიიღოს და ეს პროცესი საბოლოოდ დასრულდეს, ქართულმა მხარემ ყველა საჭირო ვალდებულება, დავალდება თუ რეფორმა შეასრულა, ეს ყველა მხარის მიერაა აღიარებული. ჩვენ ახლა ვართ ვითარებაში, როცა თავად ევროპელების შიდა მოლაპარაკებაზე კონსესუსს ველით, რომელიც “შეჩერების მექანიზმის” ამოქმედებას გულისხმობს. როგორც ხედავთ, ეს პროცესის გაჭიანურებას იწვევს, რადგან ევროკავშირის სისტემა ზოგადად საკმაოდ ბიუროკრატიულია და სამწუხაროდ, ეს მექანიზმები მოქნილი ვერაა. ახლა სწორედ ინსტიტუტებს შორისაა შესათანხმელი ის, რისი პირობაც საქართველომ უკვე მიიღო. ვხედავთ, რომ ჩვენი ევროპელი კოლეგები და მათ შორის, ევროპარლამენტარები ფაქტობრივად ბოდიშებს იხდიან იმის გამო, რომ ეს პროცესი არის იქ, სადაც არის და არ ვართ იმ ეტაპზე, როცა ვიზალიბერალიზაცია უკვე მიღებული გვაქვს.

წერილშიც, რომელიც ტუსკმა შულცს მისწერა, ხაზგასმაა იმისა, რომ პარლამენტი ვიზალიბერალიზაციის პროცესს მხარს აქტიურად უჭერდა და ამთანავე შეიძლება ითქვას, რომ ევროპარლამენტის თავმჯდომარეს მოუწოდებს შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით გადაწყვეტილება რაც შეიძლება მალე იქნას მიღებული.

- თუმცა, გარდა იმისა, რომ ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ხაზს უსვამს ევროპარლამენტის უაღრესად დადებით როლს მოლაპარაკებების პროცესში, აღნიშნავს, რომ სამწუხარო იქნება, თუკი ეს მძიმე სამუშაო სასურველ შედეგს არ გამოიღებს. როგორ ფიქრობთ, რაზე მიუთითებს ეს გზავნილი, კიდევ ხომ არ გადაიწევს დროში ვიზალიბერალიზაცია?

- ვფიქრობ, ამ ნაწილში ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ არსებული შეფერხება ნამდვილად ურტყამს ევროკავშირის რეპუტაციას. არა მხოლოდ ქვეყნის თანამშრომლობასა და ინტერესებს, რომლებიც ჩვენ ერთმანეთთან გვაკავშირებს, არამედ ეს საფრთხეს ევროკავშირის, როგორც სანდო პარტნიორის რეპუტაციას უქმნის. ყოველ შემთხვევაში წერილის ეს ნაწილი ასე აღვიქვი.

- როგორ ფიქრობთ, ცოტა ნაადრევი მოლოდინი ხომ არ შეგვიქმნეს და მათ შორის, მმართველ გუნდშიც, როცა კონკრეტულ თარიღებზე საუბრობდნენ?

- გულწრფელად გეტყვით, რომ ასე არ ვფიქრობ, რადგან ყველა გათვლით, ეს პროცესი ბოლომდე ამ დრომდეც უნდა ყოფილიყო. რა თქმა უნდა, ხელისუფლებას შეეძლო მეტი სარეზერვო პერიოდი აეღო და მოსახლეობისთვის ვიზალიბერალიზაცია გრძელვადიან პერსპექტივად წარმოეჩინა, მაგრამ ამის რეალური საჭიროებები აქამდე არ იკვეთებოდა. ყველაფერი მიუთითებდა იმაზე, რომ არა თუ ახლა, არამედ შემოდგომის დასაწყისითვის ჩვენ ვიზალიბერალიზაცია გვექნებოდა.

დღეს კი მივედით იქამდე, რომ ინსტიტუტებს შორის შეთანხმებაზეა საუბარი, სხვა შემთხვევაში, ასეთი წერილის საჭიროებაც არ დგებოდა. წერილში ვერ დავინახე იმის საფრთხე, რომ ეს პროცესი შეიძლება დროში კიდევ გადაიწიოს, უბრალოდ ეს გახლავთ მოწოდება ევროპარლამენტის მიმართ. საგულისხმოა, რომ ტუსკი წერილში მოუწოდებს შულცს ვიზალიბერალიზაციაზე გადაწყვეტილების მიღება, შეჩერების მექანიზმის ამუშავებამდე მოხდეს, რათა ის მეორე გადაწყვეტილების მიღებისთანავე ამოქმედდეს.

- თქვენ როგორ ფიქრობთ, რამდენად შესაძლებელია ეს და ხომ არ მუშაობთ საკითხის ასე დაყენებაზე?

- ვფიქრობ, ჩვენ კოლეგებთან აუცილებლად უნდა ვიმუშაოთ იმაზეც, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში ცალკე დადგეს. მგონია, რომ პოლიტიკური საჭიროებაცაა ჩვენს პარტნიორებს ამ ორი საკითხის ერთმანეთისგან განცალკევება მოვთხოვთ. სამწუხაროდ, აღმასრულებელ ხელისუფლებასთან შეხვედრა ჯერ არ მქონია და ვაპირებ, რომ ამ საკითხზე კონსულტაცია მქონდეს, რადგან სულ ახლახან გამართულ ასოცირების საბჭოზე მონაწილეობას პრემიერთან ერთად, სახელმწიფო მინისტიც იღებდა. გვსურს შევაჯეროთ პოზიციები და ამის შემდეგ საერთო სტრატეგიაზე შევთანხმდეთ.

„რეზონანსი“, 07 დეკემბერი, 2016 წელი

ინტერვიუ ლევან ბერძენიშვილთან: „გაზაფხულზე შესაძლოა სერიოზული პროტესტი მივიღოთ

გვანცა ღვედაშვილი

“ამ ეკონომიკური პროგრამის წარმოდგენას ლარის კიდევ უფრო დაცემა მოჰყვა, შესაბამისად, მათი მოქმედებების დიდი ნაწილი გაუაზრებელია და არ მგონია, ამ პირობებში რამე ტიპის ეკონომიკური წარმატება გველოდებოდეს”, – ასე შეაფასა “რესპუბლიკური” პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბერძენიშვილმა უმრავლესობის მიერ დაანონსებული ეკონომიკური ცვლილებები.

რაც შეეხება საკონსტიტუციო კომისიის შექმნას, მისი თქმით, შესაძლოა კომისიაში მონაწილეობა ბევრმა მიიღოს, მაგრამ გადაწყვეტილება “ქართული ოცნებაზე”, ანუ ბიძინა ივანიშვილზე იქნება. ამასთან, იგი აცხადებს, რომ უმრავლესობაში დიდი საკადრო შიმშილია და დღეს დანიშნული პირები აბსულიტურად არ შეესაბამებიან თანამდებობებს და თუ მოვლენები ასე გაგრძელდა, ბერძენიშვილის ვარაუდით, გაზაფხულზე შესაძლოა სერიოზული საპროტესტი ტალღა აგორდეს.

- როგორ შეაფასებდით საკონსტიტუციო კომისიის შექმნას?

- საკონსტიტუციო კომისია ყოველთვის უნდა არსებობდეს, მაგრამ რამდენად ეფექტური იქნება იმ შემთხვევაში, როცა საკონსტიტუციო უმრავლესობა არსებობს, საჭირო არ არის კომპრომისები და ერთი პარტია იღებს გადაწყვეტილებას, ვერ გეტყვით. მე კონსტიტუციური პროცესი ერთპარტიული არ მგონია. ასე რომ, როგორც უნდა იყოს დაკომპლექტებული კომისია, ვინაიდან ის ერთპარტიულია, წინასწარ შეგვიძლია ვიცოდეთ, რომ ეფექტური არ იქნება.

- უმრავლესობამ “რეზონანსთან” საუბრისას განაცხადა, რომ კომისიაში შესაძლოა, უმცირესობის წარმომადგენლებიც იყვნენ ჩართულნი, თუ ჰქონდათ კონსულტაციები ან რამე ტიპის შემოთავაზება?

- ჩვენთან მსგავსი არაფერი ყოფილა, მაგრამ ეს არც ცვლის იმას, რაც გითხარით. კომისიაში მონაწილეობა შესაძლოა ბევრმა მიიღოს, მაგრამ გადაწყვეტილებას “ქართული ოცნება”, ანუ ბიძინა ივანიშვილი მიიღებს. ასე რომ, სინამდვილეში აშკარად ჩანს, რომ კომისიის მუშაობას აზრი არ აქვს.

- როგორ შეაფასებდით უმრავლესობის მიერ დაანონსებულ ეკონომიკურ ინიციატივებს?

- ვფიქრობ, საქართველოს მთავრობის ეკონომიკური ინიციატივები სოციალიზმისკენ გადახრას მიუთითებენ. გაუგებარია, მილიარდერი, რომელიც არის სოციალისტი, ასეთი რამ ჯერ არ გაგვიგია. როგორც ჩანს, საქართველო მართლა გააკვირვებს მთელ მსოფლიოს. არ მჯერა, რომ გიორგი კვირიკაშვილი, რომელიც წარმოშობით ბანკირია, სოციალისტი იყოს, ეს წარმოუდგენელია. პროგრამა, რომელსაც ის წარმოადგენს, ძალიან მემარცხენეა და რამდენად გულწრფელად გაატარებენ და გააკეთებენ, არ ვიცი. ფაქტია, რომ ამ პროგრამის წარმოდგენას ლარის კიდევ უფრო დაცემა მოჰყვა. შესაბამისად, მათი მოქმედებების დიდი ნაწილი გაუაზრებელია. მე არ მგონია, რომ რამე ტიპის ეკონომიკური წარმატება გველოდებოდეს ასეთი ტიპის დაგეგმვის პირობებში.

ერთს აცხადებ წინასაარჩევნოდ და მეორე დღეს იმას ამბობ, რომ არც პენსია გაიზრდება და არც არაფერი, მესამე დღეს კი იმას, რომ სინამდვილეში სოციალისტური ბიუჯეტი იქნება, ანუ გადასახადები გაიზრდება, აქციზები გაიზრდება, შემოსავლები შემცირდება და ა.შ. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს საქართველო ძალიან მდიდარი ქვეყანა იყოს და ვითომ ამ მდიდრებმა ბევრი წაიღეს და ახლა უნდა წაართვან. არადა, ისეთ ხალხს გვართმევენ, რომლებსაც არ გვაქვს ეს ქონება. გაუგებარია ეს მტაცებლური პოლიტიკა, რომელიც ახლა არის წარმოდგენილი, მაგრამ ვინაიდან მე ეკონომიკის ექსპერტი არ ვარ, მაინცდამაინც ღრმად ვერ ჩავალ. თუმცა, ჩემი ფილოლოგიური თვალითაც ჩანს, რომ ეს ის არ არის, რაც საჭიროა.

- როგორ ფიქრობთ, გამოიწვევს თუ არა აღნიშნული ინიციატივები საზოგადოების პროტესტს, რადგან ცხადია, მომავალი წლიდან ფასები ბევრ რამეზე მოიმატებს.

- ეს აუცილებლად გამოიწვევს საზოგადოების პროტესტს. მაგრამ, როგორც წესი, ჩვენი მოსახლეობა პროტესტს გაზაფხულობით გამოხატავს. მთავრობამ გადასარევად იცის, როდის უნდა გამოაცხადოს მსგავსი სიახლეები. დეკემბერი არის კარგი დრო აქციზების გამოსაცხადებლად, რადგან დეკემბერში, იანვარში, თებერვალში პროტესტი არ აგორდება. მაშინაც კი, როცა ძალიან დიდი საპროტესტო გვქონდა და იანვარში ძალიან ბევრი ადამიანი იყო ქუჩაში გამოსული, მაშინაც კი ვერაფერს მივაღწიეთ, რადგან ჩვენ ძირითადად გაზაფხული-შემოდგომის პროტესტანტი ხალხი ვართ.

- თქვენი აზრით, შეძლებს მთავრობა უპასუხოს იმ გამოწვევებს, რომელიც მათ მიერ დაანონსებულმა ეკონომიკურმა გეგმებმა გამოიწვია?

- მართალი გითხრათ, ძალიან დიდი ეჭვი მეპარება ამაში, მიუხედავად იმისა, რომ მე არ ვარ ამ საკითხების სპეციალისტი, არ მაქვს ისეთი შთაბეჭდილება, რომ ეს გუნდი რამეს შეცვლის ეკონომიკურ და ფინანსურ სფეროში. ჩემი აზრით, ამ თვალსაზრისით ეს ძალიან უსუსური გუნდია.

- თუკი ეკონომიკის გარდა სხვა სფეროებზე ვისაუბრებთ, მაგალითად, სოციალურ საკითხებზე, ჯანდაცვაზე, ეკოლოგიაზე, როგორ ფიქრობთ, აქ მაინც თუ იქნება მთავრობის პოლიტიკა ეფექტური?

- მე მეჩვენება, რომ არა. სწორედ იმის გამო, რომ მათ აქვთ ასეთი უმრავლესობა, ვფიქრობთ, მუშაობა დაეზარებათ და იფიქრებენ, “რომ ჩვენ ბევრნი ვართ, და უკეთ ვიცით,” – ამ პირინციპით. საკადრო თვალსაზრისით დიდი შიმშილია, კადრები, რომლებიც დღეს არიან დანიშნულნი, აბსოლუტურად არ შეესაბამებიან თანამდებობებს. შემიძლია გითხრათ, რომ რიგ სფეროებში საკმაოდ კომიკური კადრები გვყავს. განათლების მინისტრი უბრალოდ კლოუნობის სპეციალისტი გახდა. არადა, განათლება იყო მთავარი მიმართულება, სადაც ყველაზე სერიოზული და მნიშვნელოვანი რეფორმები უნდა განხორციელებულიყო. ამ მიმართულებით კი არის კაცი, რომელიც გამოცანებით გველაპარაკება და ძირითადად სხვა ჟანრში – კომედიაში გადავიდა. ასევე, ძალიან არასერიოზული განცხადებები იყო ეკონომიკური და ფინანსური კუთხით, რამაც ყველაფერი ის გამოიწვია რაც დღეს მივიღეთ, ამიტომ ჩემი შთაბეჭდილება ასეთია, რომ ეს გუნდი ძალიან უსუსურია.

- ანუ, მომდევნო ოთხი წელი უფრო მძიმე იქნება საქართველოსთვის?

- მე არ მგონია, რომ ამ მთავრობას ოთხი წელი აქვს. რადგან მათ შეუძლიათ, ისეთი კრიზისი გამოიწვიონ, რომ გაზაფხულზე სერიოზული პროტესტი მივიღოთ.

„რეზონანსი“, 07 დეკემბერი, 2016 წელი

ინტერვიუ ვახტანგ ძაბირაძესთან: „აუცილებელია, რომ ახალი წლის შემდეგ მესამე ძალის ფორმირება მოხდეს

ელზა პაპოშვილი

კონსტიტუციონალისტი და პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, რომ სოციალური მოთხოვნებით ქართველი მოსახლეობა ქუჩაში არასდროს გამოსულა, თუმცა, თუ მას სხვა პოლიტიკური თემა მიება, აქციების ტალღას სწორედაც რომ სოციალური სიდუხჭირის გამო შეუერთდებიან. ვახტანგ ძაბირაძე ფიქრობს, რომ ახალი წლის შემდეგ ოპოზიცია თუ გარკვეული სახის შეთანხმებას მიაღწევს, მესამე ძალის ფორმირებას დაიწყებენ და ამ პრობლემას სათავისოდ ქულების დასაწერად გამოიყენებენ. თუმცა თავად მათაც სწორი ანალიზი და პრობლემის ახლებური გააზრება დასჭირდებათ.

- ლარის ინფლაციას და ფასების მატებას საზოგადოების მხრიდან სერიოზული პროტესტი მოჰყვება?

- ჩვენი საზოგადოებიდან გამომდინარე, სოციალური მოთხოვნები საპროტესტო აქციების საბაბი არასდროს გამხდარა, მაგრამ, თუ სხვა თემა გაჩნდება და ეს პოლიტიკურთან მიბული იქნება, მაშინ შეიძლება, რომ მას უკვე სოციალურად უკმაყოფილო ადამიანების რიცხვიც დაემატოს. ქართველებს სოციალურ თემებზე საუბარი ეუხერხულებათ, მართალია, ინტერვიუს მოგცემს და გააპროტესტებს, მაგრამ სოციალური ლოზუნგით ქუჩაში მაინც არ გამოვა. ამიტომ, დიდი მნიშვნელობა აქვს, ხელისუფლება რა სახის ნაბიჯებს გადადგამს და ეკონომიკურ რეფორმებს რამდენად მტკივნეულად განავითარებს.

რა თქმა უნდა, ქვეყანაში საკმაოდ მძიმე ეკონომიკური სიტუაციაა, ამასთანავე, რამდენიც გინდა ვისაუბროთ, რომ ლარის ინფლაცია ფასებს არ გაზრდის, ტყუილი იქნება, რადგანაც დროთა განმავლობაში მაინც მოხდება. ამიტომ, აქაც სიფრთხილე გვჭირდება. ქვყანაში ზოგადად სათაურებით საუბარი არ შეიძლება. ამაში ვგულისხმობ მთავრობის იმ ზედაპირულ ხედვას და გეგმებს, რომელმაც საზოგადოებაში ასეთი ისტერიკა გამოიწვია და ლარის კურსის ვარდნის მიზეზი გახდა.

მთავრობის ინიციატივა, აქცისზე ფასის მატება, რომელიც ძალაში იანვრიდან უნდა შევიდეს, დიდი შეცდომა მგონია. ეს ხომ ბიზნესზე სერიოზული დარტყმა იქნება. გამოჩნდა, რომ ავტოდილერებს შეკვეთები უკვე მიცემული აქვთ და მანქანების ჩამოსვლას ელიან. მერე ფასის გაძვირება წამგებიანია როგორც ქვეყნისთვის, ასევე საზოგადოებისთვის. შემდეგ იმაზე საუბარი, რომ 33 ათასი ადამიანის ვალები, რომელთაც სესხი დოლარში აქვთ აღებული, ჩვენ უნდა ვიხადოთ, ეს სწორი დამოკიდებულება არ არის. ცოტა უფრო მოქნილი პოლიტიკაა საჭირო. თუ ხელისუფლებამ სწორი ანალიზი არ გააკეთა, საზოგადოების მხრიდან უკმაყოფილება გარდაუვალია.

- ლარის კურსის მოულოდნელმა და სწრაფმა ვარდნამ ექსპერტებში და საზოგადოებაში არაერთგვაროვანი მოსაზრებები გააჩინა. ბევრმა მათგანმა ხელი ბანკებისკენ გაიშვირა და მათ ბრალი ხელოვნურ სპეკულაციაში დასდეს. როგორ ფიქრობთ, ხელისუფლება ქვეყნის ფინანსურ პოლიტიკას ბანკებს უნდა უთანხმებდეს?

- კონსულტაციები, რა თქმა უნდა, აუცილებელია, მაგრამ არ ვარ იმის მომხრე, რომ ვიღაცას კონკრეტულად შენი გეგმების შესახებ ესაუბრო. არის საკითხები, რომელიც წინასწარ არც ბანკებმა და არც საზოგადოებამ არ უნდა იცოდეს. ხელისუფლება როდესაც ბოლომდე ჩამოყალიბებული არ არის რიგი საკითხების მიმართ, ხმამაღლა ნუ გაახმაურებს.

ბანკების მიმართ ნდობა და დამოკიდებულება ქართველ მოსახლეობას ნეგატიური აქვს. წელი რომ დამთავრდება, ვნახავთ, ბანკებმა რა სახის მოგება ნახა. შარშან როგორც ცნობილი გახდა, მათ 200 მილიონი დოლარის მოგება ნახეს. ასეთ ღატაკ ქვეყანაში ამხელა მოგებას რომ ნახავ, ესეიგი მოსახლეობას ძარცვავ. ამიტომ, ხელისუფლებამ საზოგადოებასა და ბანკებს შორის ურთიერთობა ისე უნდა დაარეგულიროს, რომ მოსახლეობა მათ როგორც ხარკის ამკრეფებს კი არა, როგორც პარტნიორებს, ისე აღიქვამდეს. ნებისმიერი საკითხი, სადაც არ გაიხედავ, პრობლემატურია.

მთავრობა თავის ეკონომიკურ გეგმაში მხოლოდ მსხვილი ბიზნესის განვითარებაზე საუბრობს. თუ მსხვილი ბიზნესი ეკონომიკურ მაჩვენებლებს გაზრდის, ქვეყანაში მოსახლეობის უკმაყოფილებასაც გააჩენს. მთავარი საშუალო და მსხვილი ბიზნესის ხელშეწყობაა. მთელი ამ ხნის განმავლობაში ხელისუფლება ერთ სიტყვასაც არ ამბობს, ამ კუთხით რის გაკეთებას აპირებს. მეჩვენება, რომ მთავრობა ეკონომიკას ფრაგმენტულად უყურებს და ასე არ გამოვა. ვითარება უფრო დამძიმდება, რის გამოყენებასაც ყველა ძალა შეეცდება.

- ახალი წლის შემდეგ არსებობს მოლოდინი, რომ ოპოზიცია გაერთიანებას შეძლებს და აქტიურობას დაიწყებს. როგორ ფიქრობთ, საზოგადოებაში არსებული ნეგატიურ განწყობის, რომელიც ლარის ინფლაციით და ეკონომიკური პრობლემების ფონზე არსებობს, გამოყენებას შეძლებს?

- ოპოზიცია, რა თქმა უნდა, საზოგადოებაში არსებულ განწყობას გამოიყენებს, თუმცა ქუჩის აქციებს ვერ შეძლებს. თავად ოპოზიციის მხრიდანაც სერიოზული ქმედების, ან გადაწყვეტილების არაფერი ისმის. წინასაარჩევნოდ ეკონომიკის თვალსაზრისით, რამე კომპლექსური სახის რეფორმა არცერთი პარტიის მხრიდან წარმოდგენილი არ ყოფილა. ამიტომ, ოპოზიცია მაინც ჩამოყალიბების და ფორმირების პროცესშია, მათ ამ პრობლემის ახლებური გააზრება სჭირდებათ. არჩევნების შემდეგ გარკვეული დრო უნდა გავიდეს და პროცესი დასრულდეს. მიმაჩნია, რომ ოპოზიციაში გარკვეული სახის გადაწყვეტილებების მიღება ნაადრევად დაიწყო. ოპოზიცია, ცხადია, შეეცდება, რომ ეს უკმაყოფილება გამოიყენოს, ამაში გასაკვირი არც არაფერი იქნება. აუცილებელია, რომ ქვეყანაში ახალი წლის შემდეგ მესამე ძალის ფორმირება მოხდეს. თუ ოპოზიციას ეს უნდა, მაშინ მთლიანად კომპლექსურად უნდა გაიაზროს ის პრობლემატიკა, რაც ქვეყანაშია.

- პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის ბრიუსელში ვიზიტს როგორ შეაფასებთ და იმ გზავნილებს, რომელიც საქართველოს მიმართ იქნა გაჟღერებული?

- გიორგი კვირიკაშვილის ბრიუსელში ვიზიტი დასავლეთის მხრიდან იმის აღიარება იყო, რომ არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდა და ხელისუფლების ლეგიტიმაციის საკითხი მათი მხრიდან კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას. სხვა რამე ახალი გზავნილი არ ყოფილა. ყველაფერი ისე დარჩა, როგორც იყო, თუმცა ამ ვიზიტს ჩვენთვის მაინც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგანაც დასავლეთს კიდევ ერთხელ შევახსენეთ, რომ მათი მხარდაჭერა და გვერდში დგომა გვჭირდება. ქვეყანამ ყველა ის ვალდებულება შეასრულა, რასაც ისინი ითხოვენ. როგორც ჩანს, ყველა მაინც ამერიკის პრეზიდენტის ინაუგურაციას ელოდება. ამის შემდეგ კი გადაწყვეტილებების მიღება უფრო სწრაფად მოხდება. მოლოდინის რეჟიმში ვართ და მთელი მსოფლიოს მსგავსად, ჩვენც ამ მოვლენებს უნდა დაველოდოთ. გერმანიაშიც და საფრანგეთშიც მომავალ წელს არჩევნებია და ესეც ზეგავლენას ახდენს. ამიტომ, ჩვენი ხელისუფლება ყურადღებით უნდა იყოს, რომ მოვლენების ეპიცენტრში ვიყოთ და ჩვენი არსებობა ყველას არ მიავიწყდეს.

„რეზონანსი“, 07 დეკემბერი, 2016 წელი

ფოტოგრაფების საქმე“: დაკავებულია ორი მაღალჩინოსანი, გამოძიება გრძელდება

თიკო ოსმანოვა

ე.წ ფოტოგრაფების საქმეზე დაწყებული ხელახალი გამოძიება 2 წლის შედეგ დასკვნით ეტაპზე გადავიდა და ორი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. ის, რომ ზურაბ ქურციკიძე, ნათია გედენიძე, გიორგი აბდალაძე და ირაკლი გედენიძე 2011 წლის 26 მაისის ფოტოების გამო დააკავეს, უკვე ოფიციალურად დადასტურდა. ფოტოგრაფები გამოძიების მიმდინარეობით კმაყოფილები არიან, თუმცა შემკვეთის ვინაობის დადგენას ითხოვენ. ზურაბ ქურციკიძის თქმით, დაკავებული დავით დევნოზაშვილი და ალექსანდრე მუხაძე შემსრულებლები იყვნენ.

პროკურატურის ინფორმაციით, ე.წ. ფოტორეპორტიორების საქმეზე, ძალადობით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით განხორციელებული სამსახურებრივი მდგომარეობის გადამეტების ფაქტზე დაკავებულ იქნა საქართველოს შსს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ტერიტორიული სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე დავით დევნოზაშვილი, ხოლო სასჯელაღსრულების დაწესებულების მე-8 საპყრობილის ყოფილი დირექტორის ალექსანდრე მუხაძის მიმართ გამოტანილ იქნა დადგენილება მისი ბრალდების შესახებ.

“ალექსანდრე მუხაძე, რომელსაც ბრალდება წარედგინა, საპატიმროში მოხვედრილ ზურაბ ქურციკიძეს პირდაპირ ეუბნებოდა, თუ რა უნდოდა მას 26 მაისის აქციაზე, ყოფილიყო სახლში და საპატიმრო დაწესებულებაში არ მოხვდებოდა. დავალება შესაძლოა, სხვა მაღალი თანამდებობის პირიდან მოდიოდა. ამ მიმართულებით გამოძიება ძალიან აქტიურად მუშაობს”, – განაცხადა პროკურორმა კოკა კაციტაძემ.

დაკავებული დავით დევნოზაშვილი ბრალს არ აღიარებს. მისი ადვოკატის რაულ გამისონიას თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის ბრალი ჯერ ოფიციალურად არ წაუყენებიათ, თუმცა დანაშაულს, რომლის ჩადენასაც პროკურატურა მას ედავება, არ აღიარებს. „რაც არ ჩაუდენია, იმას როგორ აღიარებს? ზოგადად, წინასწარი გამოძიების მასალები რაც გროვდება, ის ყოველთვის საბოლოო ჯამში არ დასტურდება. წინასწარი გამოძიების ეტაპზე, პროკურატურის აზრით, ალბათ, არის რაღაც ისეთი, რაც მათ დევნოზაშვილის დაკავების უფლებას აძლევს. მას ამ საქმესთან საერთოდ შემხებლობა არ ჰქონია. ძველ სისხლის სამართლის საქმეში არის გვარები, სახელები, ვინც გამოიძია საქმე, ვინც ოპერატიული ღონისძიება ჩაატარა და ამ საქმეში მისი გვარი, როგორც ვიცი, არ ფიგურირებს”, – განაცხადა რაულ გამისონიამ.

ადვოკატის ინფორმაციით, სახელმწიფო ბრალდებას მისთვის არც საქმის მასალები გადაუცია და შესაბამისად, მისთვის უცნობია, თუ რა მტკიცებულებები მოიპოვა პროკურატურამ”, – განუცხადა “ინტერპრესნიუსს” რაულ გამისონიამ. შოთაძის უწყების ინფორმაციით, ფოტორეპორტიორების დაპატიმრება გამოგონილი ბრალდებით – ჯაშუშობაში დადანაშაულება, წარმოადგენდა წინა ხელისუფლების ანგარიშსწორებას 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის ამსახველი ფოტოების გავრცელების გამო.

ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი ფოტორეპორტიორი გიორგი აბდალაძე, ევროპის პრესსააგენტოს ფოტორეპორტიორი ზურაბ ქურციკიძე და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ფოტორეპორტიორი ირაკლი გედენიძე აქტიურად აშუქებდნენ 2011 წლის 26 მაისს რუსთაველის გამზირზე ხელისუფლების საწინააღმდეგო საპროტესტო აქციის დროს მომიტინგეების დარბევის და სამართალდამცავების მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტებს, რასთან დაკავშირებითაც მათ მიერ გადაღებულმა ფოტოებმა მსოფლიოს წამყვან პრესსააგენტოებში დიდი რეზონანსი გამოიწვია, რაც ნეგატიურად აისახებოდა იმჟამინდელი ხელისუფლების რეიტინგზე.

სწორედ ამ ფაქტით გამოწვეული ხელისუფლების უკმაყოფილების შედეგად, ანგარიშსწორების მიზნით, 2011 წლის 7 ივლისს შსს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, გამოგონილი ჯაშუშობის ბრალდებით, ღამის საათებში, საგანგებოდ ჩატარებული სპეცოპერაციის გზით, საკუთარ საცხოვრებელ სახლებში დაკავებული იქნენ: ზურაბ ქურციკიძე, გიორგი აბდალაძე, ირაკლი გედენიძე და ნათელა გედენიძე.

ფოტორეპორტიორების დაკავებამდე შსს კონტრდაზვერვის დეპარტამენტი ახორციელებდა ზურაბ ქურციკიძის სატელეფონო საუბრების ფარულ მიყურადებას. ზურაბ ქურციკიძე 2004 წლიდან დღემდე მუშაობს ევროპის პრეს სააგენტოს “ეპა”-ს ფოტორეპორტიორად, რომლის სათავო ოფისი მდებარეობს ფრანკფურტში, ხოლო ამიერკავკასიის მასშტაბით მოსკოვში.

თავისი სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე, ზურაბ ქურციკიძეს ხშირი სატელეფონო საუბრები ჰქონდა ხსენებული სააგენტოს თანამშრომლებთან, რომელთაც ხელშეკრულების საფუძველზე, ჰონორარის სანაცვლოდ უგზავნიდა როგორც მის მიერ გადაღებულ ფოტოსურათებს, ასევე ამ სააგენტოს სტრინგერების – უშტატო თანამშრომლების: ირაკლი გედენიძის და გიორგი აბდალაძის მიერ გადაღებულ ფოტოებსაც.

სწორედ ზურაბ ქურციკიძის, ირაკლი გედენიძის და გიორგი აბდალაძის მიერ განხორციელებული – ფოტორეპორტიორობა დაედო საფუძვლად სამართალდამცავების მხრიდან მათი ჯაშუშობის ბრალდების ლეგენდის შექმნას.

“კერძოდ, გამოგონილი ჯაშუშობის ბრალდების თანახმად, 2004 წელს ზურაბ ქურციკიძე ქ.მოსკოვში სამსახურებრივი მივლინების დროს გასამრჯელოს დაპირების საფუძველზე კონფიდენციალური თანამშრომლობისთვის გადაბირებული იქნა რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს თანამშრომლების მიერ.

“მათი ორგანიზებით ზურაბ ქურციკიძე თითქოს სისტემატურად უგზავნიდა ევროპის პრეს სააგენტოს თანამშრომლებს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ფოტოებს და მასალებს, რომლებსაც ქურციკიძე მოიპოვებდა პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ოპერატორის ირაკლი გედენიძის და საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის ფოტოგრაფის გიორგი აბდალაძისგან, რომლებმაც თითქოსდა იცოდნენ ქურციკიძის რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის შესახებ.

“გამოგონილი ბრალდების თანახმად, ფოტოგრაფების მიერ შექმნილ ჯაშუშურ ქსელს დახმარებას ასევე უწევდა ირაკლი გედენიძის მეუღლე, ფოტოგრაფი ნათელა გედენიძე”, – აღნიშნულია განცხადებაში.

ამასთან, როგორც შოთაძის უწყებაში აცხადებენ, საპროტესტო ტალღის ჩაცხრომის მიზნით ფოტოგრაფებზე განხორციელდა ზეწოლა, რის გამოც დაკავებულებს აღიარებითი ჩვენების მიცემა მოუწიათ.

“ფოტორეპორტიორების დაკავებას საზოგადოებაში და საერთაშორისო მასშტაბით დიდი გამოხმაურება მოჰყვა, თბილისში დაიწყო პერმანენტული აქციები ფოტორეპორტიორების გათავისუფლების მოთხოვნით. იმჟამინდელი ხელისუფლება მასმედიის და საზოგადოების წნეხის ქვეშ აღმოჩნდა.

“საზოგადოება პროკურატურისგან საქმის გასაჯაროებას და უკანონოდ დაკავებული ფოტორეპორტიორების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვდა. ყოველივე ამის შედეგად, სამართალდამცავებმა დაიწყეს ფოტორეპორტიორების მიმართ ფსიქოლოგიური ზეწოლა და შანტაჟი, რათა შედეგად მათ მიეღოთ აღიარებითი ჩვენებები, რომელსაც გაასაჯაროებდნენ, საზოგადოებას შეიყვანდნენ შეცდომაში და ამ გზით შეეცდებოდნენ საპროტესტო ტალღის ჩაცხრომას.

ამ მიზნით, დაკავებულების დროებითი მოთავსების იზოლატორში შეყვანისთანავე, მათთან არაოფიციალურად შედიოდა საქართველოს შსს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ქ.თბილისის ტერიტორიული სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე დავით დევნოზაშვილი სხვა თანამშრომლებთან ერთად, რომლებიც მოსალოდნელი ციხის მძიმე პირობების და მათი ოჯახის წევრებისთვის პრობლემების შექმნის მუქარით დაჟინებით ითხოვდა ჯაშუშურ ქსელში მონაწილეობასთან დაკავშირებით აღიარებით ჩვენებაზე ხელის მოწერას. ამას დაემატა ისიც, რომ დაკავებულ ნათელა გედენიძეს დავით დევნოზაშვილმა წარუდგინა სახლის ჩხრეკის დროს კომპიუტერიდან უკანონოდ მოპოვებული ფოტო და აღიარებითი ჩვენების არ მიცემის შემთხვევაში დაემუქრა მისი საჯარო სივრცეში გავრცელებით, რის შედეგადაც ნათელა გედენიძე გახდა ცუდად და დასჭირდა ექიმის დახმარება. აღნიშნული ფოტო ასევე აჩვენეს დაკავებულ ირაკლი გედენიძეს და დაემუქრნენ მისი გავრცელებით.

განხორციელებულ ზეწოლას ვერ გაუძლეს ცოლ-ქმარმა ნათელა და ირაკლი გედენიძეებმა და ისინი იძულებული გახდნენ, ხელი მოეწერათ სამართალდამცავების მიერ წინასწარ შეთხზული ცრუ აღიარებითი ჩვენებისთვის, რის შემდეგაც ნათელა გედენიძე გაათავისუფლეს დროებითი მოთავსების იზოლატორიდან, ხოლო ირაკლი გედენიძეს სამომავლოდ შეჰპირდნენ საპროცესო შეთანხმების გაფორმებას და გიორგი აბდალაძესთან და ზურაბ ქურციკიძესთან ერთად გადაიყვანეს სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულებაში.

“ციხეში ფოტორეპორტიორების შეყვანისთანავე, საპყრობილის დირექტორის ალექსანდრე მუხაძის ორგანიზებით და დახმარებით სამართალდამცავების მხრიდან მათ მიმართ გაგრძელდა ფსიქოლოგიური ზეწოლა, რასაც სისტემატური ხასიათი ჰქონდა. მათ საკნებში არ ქრებოდა შუქი და საკნები აყვანილი იყო მუდმივ ვიდეოკონტროლზე.

ალექსანდრე მუხაძის დავალებით პატიმრები აჰყავდათ ციხის ადმინისტრაციაში, სადაც დავით დევნოზაშვილი სხვა თანამშრომლებთან ერთად აგრძელებდა მუქარას აღიარებითი ჩვენების მისაღებად.

საბოლოოდ, განხორციელებული ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად, 8 დღის შემდეგ, ზურაბ ქურციკიძე და გიორგი აბდალაძეც დაითანხმეს აღიარებითი ჩვენების მიცემაზე, მათ საგანგებოდ შეასწავლეს სამართალდამცავების მიერ წინასწარ დაწერილი ჩვენება, რასაც მთელი ღამის განმავლობაში ამეორებინებდნენ დაკავებულებს, რათა ადვოკატების თანდასწრებით არაფერი შეშლოდათ. მეორე დღეს კი მათი დამცველი ადვოკატების მონაწილეობით ვიდეოკამერაზე ჩაწერეს აღიარებითი ჩვენებები, რასაც ადვოკატების მწვავე პროტესტი მოჰყვა. საქმის წარმატებით დასრულებას სწორედ ადვოკატების მიერ გამოთქმული პროტესტი უშლიდა ხელს. აქედან გამომდინარე, გიორგი აბდალაძეს და ზურაბ ქურციკიძეს დააწერინეს განცხადებები და უარი ათქმევინეს მათ დამცველ ადვოკატებზე, რის შემდეგაც პროკურატურის მაღალჩინოსნების მოთხოვნით და რეკომენდაციით საქმეში სხვა ადვოკატები ჩაერთვნენ, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ზურაბ ქურციკიძესთან, გიორგი აბდალაძესთან, ირაკლი და ნათელა გედენიძეებთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებაში. სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ კი ფოტორეპორტიორებს მკაცრად აუკრძალეს ამ თემაზე ყოველგვარი საუბარი საჯარო სივრცეში”, – განაცხადა პროკურორმა.

აღნიშნულ საქმეზე შოთაძის უწყება აგრძელებს გამოძიებას ამ დანაშაულში ჩართული სხვა მაღალი რანგის თანამდებობის პირების გამოსავლენად.

ფოტოგრაფ ზურა ქურციკიძის თქმით, დაკავებული მუხაძე და დევნოზაშვილი შემსრულებლები იყვნენ. მისი თქმით, მას შემკვეთების ვინაობა აინტრესებს. თავად კი ამასთან დაკავშირებით წინასწარ ვერაფერს იტყვის, გამოძიების დასრულებას დაელოდება.

“პრინციპში, კმაყოფილი ვარ გამოძიების მიმდინარეობით, როგორც ცნობილია, გამოძიება გრძელდება. გამოძიების შედეგად გამოკვეთილ ამ ორ ადამიანთან ნამდვილად მქონდა შეხება, მაღალჩინოსნებთან არა, თუმცა ესენი შემსრულებლები არიან და დამკვეთები სხვა და იმედი მაქვს გამოძიება ამასაც დაადგენს.

„დავით დევნოზაშვილი მოდიოდა ხოლმე ციხეში და მაიძულებდა, აღიარებითი ჩვენება მიმეცა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მეუბნებოდა, რომ ციხეში მრავალი წლის გატარება მომიწევდა. შემდეგ მან დაგვაზეპირებინა აღიარებითი ჩვენება, რომლითაც სასამართლოს წინაშე წარვდექი. მუხაძე მაშინ ციხის ხელმძღვანელი იყო, ერთხელ ვნახე, მითხრა – ჩავიდინე თუ არა ეს დანაშაული?! ვუთხარი არა, მერე მითხრა, თუ ვიცოდი, რისთვის ვიყავი დაკავებული, რაზედაც ასევე უარი ვუთხარი და მერე მან მითხრა, თუ რატომ ვიყავი 2011 წლის 26 მაისის აქციაზე”, – ამბობს “რეზონანსთან” საუბრისას ქურციკიძე.

ცნობისთვის: ფოტოგრაფების საქმეზე ხელახალი გამოძიებაოცნებისხელისუფლებამ 2014 წელს დაიწყო.

——————-

„ახალი თაობა“, 07 დეკემბერი, 2016 წელი

ინტერვიუ გიორგი ვაშაძესთან: „მთავრობის შიგნით დაპირისპირებაა“ // „ვინ უნდა აგოს პასუხი იმაზე, რაც ხდება?!

„ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ხელისუფლებას საგარეო კურსს უწუნებს და აცხადებს, რომ ჩვენს ქვეყანას საგარეო უწყება არ ჰყავს. თუ რა პრობლემებია საგარეო და საშინაო პოლიტიკის კუთხით, არსებობს თუ არა დაპირისპირება კვირიკაშვილსა და ქუმსიშვილს შორის, ამის თაობაზე გიორგი ვაშაძე „ახალ თაობას“ ესაუბრება.

- ბატონო გიორგი, რას უწუნებთ ჩვენს საგარეო უწყებას? რას ვერ გაართვა თავი?

- რამდენიმე დღის წინ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა მიიღო გადაწყვეტილება და მომავალი საბიუჯეტო წლის მანძილზე პენტაგონს აუკრძალა სამხედრო თანამშრომლობა რუსეთთან და ბიუჯეტიდან სახსრების ხარჯვა, სანამ უკრაინის დეოკუპაციის კუთხით არ იქნება მნიშვნელოვანი პროგრესი. ანუ რუსული მხარე სანამ არ შეასრულებს ვალდებულებებს.

- და საქართველო ნახსენები არ არის?

- რა თქმა უნდა, არ არის! საქართველო ნახსენებია სხვა ქვეყნებთან ერთად, სამხედრო თანამშრომლობის კუთხით, სადაც მადლობას გვიხდიან სხვადასხვა საერთაშორისო ოპერაციებში მონაწილეობის კუთხით.

- რას ნიშნავს?

- ეს ნიშნავს იმას, რომ ფაქტობრივად მთლიანად გაჩერებულია დიპლომატიის მუშაობა. არ ვიცი, საერთოდ რას აკეთებენ. მე მოვთხოვე საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომ განმარტება გააკეთოს, თუ რა სამუშაოები გაატარეს. რა გააკეთეს იმისთვის, რომ ეს ყველაფერი არ მომხდარიყო და საქართველოც ყოფილიყო შეტანილი ამ მუხლებში. აქ არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი.

- რომელ საკითხს გულისხმობთ?

- იმას, რომ უკრაინასთან ერთად უნდა იყოს დეოკუპაციის სტრატეგია. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ, რომ ჩვენ არ გავქრეთ საერთაშორისო განხილვებიდან რუსეთთან დაკავშირებით. შემდეგ რთული იქნება ამ ყველაფრის ამოწევა. თუ ვერ ახერხებენ უკრაინასთან კონტაქტს, მე შემიძლია მივეხმარო. გამოდის, რომ არ გვყავს საგარეო უწყება, როცა ასეთი მნიშვნელოვანი საკითხის ჩავარდნა მოხდება. ეს მარტივი დოკუმენტი არ არის. უკრაინისთვის ეს უმნიშვნელოვანესი დოკუმენტია, რომელიც მიიღო კონგრესმა.

- საქართველოს ტერიტორიები რომ ოკუპირებულია, ეს ინფორმაცია ისედაც ხომ აქვს ამერიკის კონგრესს. რატომ არ იყო ნახსენები საქართველო? იმიტომ, რომ არ იმუშავა ელჩმა?

- რა თქმა უნდა! შენ თუ არ დააყენებ შენი ინტერესების დაცვის საკითხს, შენ თუ არ მოახდენ ლობირებას და თავად თუ არ იმუშავებ, ნურავის ჰგონია, რომ დასავლეთი დღე და ღამე საქართველოზე ფიქრობს. შენს ინტერესებს სხვა შენ ნაცვლად არ დაიცავს. აქტიურად რომ ემუშავათ ამ კუთხით, საქართველოზეც მოხდებოდა ჩანაწერი.

- უკრაინასთან ურთიერთობები ახსენეთ და ფიქრობთ, რომ არ არის სათანადო ურთიერთობები უკრაინასა და საქართველოს შორის?

- მე აქტიურად ვთანამშრომლობ უკრაინის ხელისუფლების ყველა შტოსთან, ახლაც იქიდან ჩამოვედი და პირდაპირ გეტყვით, იქ საქართველოს ხელისუფლება არ ჩანს. ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა და სერიოზული შეცდომა, რასაც უშვებს საქართველოს მთავრობა. როგორც მინიმუმ, ეკონომიკური კუთხით და დეოკუპაციის კუთხით აუცილებლად უნდა იყოს თანამშრომლობა საქართველო-უკრაინას შორის.

- რა არის ამ ართანამშრომლობის თუ გაბუტვის მიზეზი? სააკაშვილის ფაქტორი?

- სააკაშვილის ფაქტორი უკვე მოხსნილია. სააკაშვილი უკრაინაში ოპოზიციაშია. უკრაინის ხელისუფლების და სააკაშვილის ინტერესები არ ემთხვევა ერთმანეთს. ისევ და ისევ უნიათობა, სიზარმაცე და არაპროფესიონალიზმია ყველაფრის თავი და თავი. რაც ჩვენმა ხელისუფლებამ ეკონომიკურ ინიციატივებთან დაკავშირებით განცხადებები გააკეთა, არ ვიცი, ამას რა დავარქვა. ეს უკვე სრული კრეტინიზმია!

- რომელი ინიციატივა არ მოგეწონათ?

- რომელი უნდა მომწონებოდა?! ასეთი გაუთვლელი და არასწორი ინიციატივები არასდროს მსმენია! ეს ხდება იმის გამო, რომ სრული არაკომპეტენტურობაა ჩვენს ხელისუფლებაში. ეს ინიციატივები, რითაც გამოვიდნენ, კრედიტების გადაფარვა და ასე შემდეგ, ეს განცხადება იყო ხელისუფლების მხრიდან, რომ ლარი მოკვდა! რომ ლარი არის გაუბედურებული!

- თქვენ ასე გაიგეთ?

- ციფრების ანგარიში და წაკითხვა თუ ეზარება ფინანსთა მინისტრს, პატარა ზღაპრებით სტატიებია ეკონომიკის თეორიაში და ის მაინც წაიკითხოს და გაიგოს, რომ ხელისუფლების განცხადებები ფსიქოლოგიურ ზეგავლენას ახდენს ნებისმიერ მის მოქალაქესა და ბიზნესზე. ზუსტად ეს მოხდა. ახალი გეგმა წარმოგვიდგინეს, ვითომდა საქართველოს ეკონომიკის გადარჩენის. საბოლოო ჯამში კი, ჩვენ ვნახეთ, რომ ორ დღეში კიდევ უფრო გავღარიბდით თითოეული ჩვენგანი. ერთი კვირა გავიდა უკვე მას შემდეგ და ვერაფრით ლარის კურსი ვერ სტაბილურდება. გუშინ მე თვითონ მჭირდებოდა კრედიტის დასაფარად დოლარის შეძენა და სხვაობა კატასტროფა იყო! სხვაობა კურსებს შორის ყოველ წამში იცვლებოდა. დავრეკე, სხვა კურსი იყო და სანამ მივედი, სხვა კურსი დამხვდა. სრული უბედურება და ქაოსია სავალუტო ბაზარზე! მეხუთეკლასელი ბავშვები გვყავს ხელისუფლებაში. განსაკუთრებით, ეკონომიკურ გუნდში! ჩემი ინფორმაციით, ამ ინიციატივების ავტორი არის დიმიტრი  ქუმსიშვილი. ეკონომიკა ხომ აგვიყვავა და ახლა უნდა, რომ ფინანსები აგვიყვავოს. ასევე მაქვს კულუარული ინფორმაცია, რომ სერიოზული დაპირისპირებაა მთავრობის შიგნით.

- ვის და ვის შორის?

- კვირიკაშვილსა და ქუმსიშვილს შორის. ვიღაცამ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ამ ყველაფერზე. სწორედ ამიტომ გაჩნდა დაპირისპირება ქუმსიშვილის და კვირიკაშვილის გუნდებს შორის, რომლებიც ერთმანეთზე გადაბრალებით არიან დაკავებულები.

- დანარჩენ ინიციატივებზე რას იტყვით, ლარიზაციაზე და ასე შემდეგ?

- ლარიზაცია ნიშნავს იმას, რომ მსხვილ ინვესტორებს ეუბნებიან, არ შემოხვიდეთ უძრავი ქონების ბაზარზე ან სხვა მიმართულებებით. იმიტომ, რომ მათთვის ძალიან რთული იქნება შენი დაუბალანსებელი, გაუგებარი პოლიტიკიდან გამომდინარე, რატომ უნდა გააკეთოს ინვესტირება ლარით. ან სასტუმროს ნომრის დაჯავშნა რომ უნდა უცხოელს და მხოლოდ ლარი რომ იქნება მითითებული, ხომ ვერასდროს გაიგებს ტურისტი, რა ღირს ნომერი. ძალიან კურიოზულ სიტუაციამდე მივდივართ.

- სულ მოჰყავთ შედარებები სააკაშვილის მმართველობის პერიოდთან, მას რატომ არ გაექცა ლარიო. თუმცა იქვე ისმის განცხადებები, რომ მას დონორი ორგანიზაციები შველოდნენ, რომ შემოდიოდა სერიოზული გრანტები და ასე შემდეგ. რა ხდებოდა მაშინ, როგორ შეძელით ლარის დაჭერა?

- თუ სავალუტო ფონდზეა საუბარი, სავალუტო ფონდი ფინანსურ დახმარებას და მხარდაჭერას ახლაც აძლევს საქართველოს. უბრალოდ მაქვს ინფორმაცია, რომ ამ გაუთვლელი ნაბიჯების გამო, ძალიან გართულდა მათი საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობა. ძალიან რთული სიტუაციაა. მათთვისაც წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება ქვეყანას ჰყავდეს ისეთი ხელისუფლება, რომელიც თვითონვე ანგრევს ქვეყნის ეკონომიკას.

არც დღეს არის პრობლემა ვალის აღება და კრედიტების გამოყოფა, მაგრამ მსოფლიო ბანკი რომ ფულს გამოგიყოფს, მაგალითად, ინფრასტრუქტურის განვითარებაზე და შენ რომ ამ ფულს ვერ აითვისებ, ხელის გაშვერა საერთაშორისო სავალუტო ფინანსური ინსტიტუტებისკენ, უბრალოდ, სასაცილოა.

- ანუ ხელისუფლების შიგნით გვაქვს კრიზისი?

- პირველი არის იდეების ნაკლებობა, მეორე არის აუტანელი სიზარმაცე, ტვინის განძრევაც აღარ უნდათ. მრჩება შეგრძნება, რომ ეს ხალხი ამას არ აღიქვამს, როგორც თავის საქმეს. რასაც აკეთებ, ის საქმე თუ არ გიყვარს, შედეგზე ვერასდროს გახვალ. დღეს საქართველოს სჭირდება ახალი მეგაპროექტები, საინვესტიციო ბაზრები უნდა გახსნან, ესენი კი რას აკეთებენ?! სხედან კაბინეტებში და მიჰყვებიან დინებას. მერე ვიღაცას მოუვა ასეთი უაზრო იდეები, გამოვლენ და პასუხი ვინ უნდა აგოს? რა თქმა უნდა, ჩვენ, მოსახლეობამ! ბენზინის გაძვირებას რომ აპირებენ, მე არ ვიცი, რომელ ქვეყანაში ნახეს მსგავსი რამ.

- საწვავზე უკვე მოიმატა ფასმა.

- მოიმატებდა, რა თქმა უნდა. აქციზის გადასახადს რომ გაგიძვირებენ, აწევ ფასს, აბა რას იზამ?! სად ნახეს ასეთი ინიციატივა, რომელ ქვეყანაში, რომ ასეთ ვითარებაში, რაც დღეს საქართველოშია, მთავრობა გამოდის და ამბობს, საწვავზე ფასი უნდა გავაძვიროო.

„ახალი თაობა“, 07 დეკემბერი, 2016 წელი

ინტერვიუ თორნიკე შარაშენიძესთან: „დავით ბაქრაძის ნაციონალების თავმჯდომარედ არჩევა მიხეილ სააკაშვილს გააღიზიანებს“ // „ნაციონალების რეიტინგის დიდი ნაწილი სააკაშვილის რეიტინგია

პოლიტოლოგი თორნიკე შარაშენიძე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ ნაციონალურ მოძრაობაში მიმდინარე პროცესები არც ერთ მხარეს აწყობს. მისი აზრით, ბევრი რამე 20 იანვარს, პარტიის ყრილობაზე გაირკვევა.

- ბატონო თორნიკე, ნაციონალურ მოძრაობაში მიმდინარე მოვლენებს როგორ აფასებთ? შესაძლებელია თუ არა, რომ პარტია ორად გაიხლიჩოს და როგორც დავით დარჩიაშვილმა განაცხადა, პროცესები რევოლუციური მიმართულებით განვითარდეს?

- სიმართლე გითხრათ, მიკვირს ის ყველაფერი, რაც დღეს ნაციონალურ მოძრაობაში ხდება. შიგნით რა ხდება, ამაზე ოფიციალური ინფორმაცია არ მაქვს და ეს მხოლოდ მათ იციან. რამ გამოიწვია ეს ყველაფერი, რეალურად რა გახდა ამ მოვლენების განვითარების მიზეზი? გარედან რეალურ მიზეზებზე საუბარი რთულია, თუმცა, გასაკვირია ეს ყველაფერი.

- კონკრეტულად რას გულისხმობთ?

- იმას, რომ რაც დღეს ნაციონალურ მოძრაობაში ხდება, ეს მათ არაფერში წაადგებათ. სამომავლოდ ეს ყველაფერი ნეგატიურად აისახება პარტიაზე და მის რეიტინგზე. შეუძლებელია, რომ ამ პროცესებმა ასახვა არ ჰპოვოს თავად პარტიაზე, მის მომავალზე და უკვალოდ გაიაროს. ნაციონალური მოძრაობის რეიტინგის დიდი ნაწილი, ნახევარზე მეტი, სააკაშვილის რეიტინგია. თუ პარტია ორ ნაწილად გაიყოფა, მაშინ ცხადია, რომ სააკაშვილის გარეშე დარჩენილებს რეიტინგი დააკლდებათ.

- მიხეილ სააკაშვილს?

- მიხეილ სააკაშვილს კი პარტიული ინფრასტრუქტურა დააკლდება. ამდენად, ორივე შემთხვევაში ორივე მხარე წაგებული რჩება.

- მიხეილ სააკაშვილი თავის პოლიტიკურ მომავალს კვლავ ქართულ პოლიტიკას უკავშირებს?

- ბუნებრივია, რომ უკავშირებს.

- თუ მან უკვე ამოწურა ყოველგვარი შესაძლებლობები?

- არა, ის ასე ნამდვილად არ ფიქრობს. ცხადია, რომ უკავშირებს და ყველა მისი საგარეო მოქმედება, მისი უკრაინის პოლიტიკურ პროცესებში აქტიურობა, სწორედ ამით არის განპირობებული. მას სურს, რომ ამ საგარეო მოქმედებით შეინარჩუნოს აქტუალობა, მოიპოვოს გარკვეული დივიდენდები, რათა კვლავ დაუბრუნდეს ქართულ პოლიტიკას, არა როგორც დამარცხებული, არამედ, როგორც გამარჯვებული. შესაბამისად, ის პროცესები, რაც ახლა ნაციონალურ მოძრაობაში მიმდინარეობს, მას არ აწყობს. თავის მიერ დაფუძნებული პარტიიდან გაშვება თუ გადარჩევა მას არანაირად არ აწყობს. ამიტომ ის ყველაფერს გააკეთებს, რომ არ ჰქონდეს დამარცხებულის სტატუსი. სააკაშვილისნაირი ადამიანები ასე მარტივად არ ნებდებიან და არ მიდიან პოლიტიკიდან.

- ოთარ კახიძე ფეისბუქის გვერდზე წერდა, რომ ახალაიების კლანი ჩაიგდებს პარტიას ხელში და ამით დასრულდება ყველაფერი. რამდენად რეალურია, რომ მოვლენები სწორედ ასე განვითარდეს?

- ახალაია, როგორც ჩანს, ბუას როლში ჰყავთ, მათ შორის ნაციონალური მოძრაობის შიგნითაც, რაც უნდა უცნაურად ჟღერდეს. ამით აშინებენ დანარჩენებს, რომ თუ არ დამშვიდდებით, ახალაიას კლანი მოვა და ჩაიგდებს პარტიას ხელშიო.

- მართლაც შეიძლება ასე იყოს?

- არა მგონია, რომ ეს რეალური იყოს. ახალაიას კლანი გასაგებია, ვინც არის, თუმცა იმ ადამიანებს არ აქვთ ისეთი გავლენა და რესურსი, როგორიც, მაგალითად, გიგა ბოკერიას ან მიხეილ სააკაშვილს აქვთ.

- 20 იანვარს არის ნაციონალური მოძრაობის ფართომასშტაბიანი ყრილობა. როგორ განვითარდება მოვლენები? შეიძლება კვლავ ვაკანტური დარჩეს თავმჯდომარის პოსტი?

- მიხეილ სააკაშვილი არ არის პარტიის თავმჯდომარე. სააკაშვილს არ აქვს თავმჯდომარის პოსტზე ყოფნის იურიდიული უფლება და შესაძლებლობა. მიხეილ სააკაშვილი დღეს ნაციონალურ მოძრაობაში არის მხოლოდ ფორმალურად. დღეს ითვლება, რომ სააკაშვილი არის პარტიის სულისჩამდგმელი და ლიდერი. ამაშია საქმე. ამიტომ სხვა თავმჯდომარის არჩევა მას გააღიზიანებს.

- ვინც უნდა იყოს?

- ცხადია, ვინც უნდა იყოს. სააკაშვილი იმ ტიპის ლიდერია, რომელიც ვერ გუობს სხვის ლიდერობას და წინ წამოწევას. სწორედ ამით არის მთელი ეს აჟიოტაჟი გამოწვეული. მაგალითად, დავით ბაქრაძის არჩევა სააკაშვილს გააღიზიანებს და ამას ვერ შეეგუება.

- ექსპერტების ნაწილი ამბობს, რომ ნაციონალური მოძრაობა უკეთესია, განერიდოს წარსულს, ჩამოიშოროს სააკაშვილი, ის სახეები, რომლებიც დანაშაულთან ასოცირდებიან და ახალი გუნდი, რომელიც პარლამენტში შევიდა, მეტ დივიდენდს მოუტანს პარტიას. ეს არ არის რეალური არგუმენტი?

- ამ არგუმენტში არის რაღაც სიმართლის მარცვალი, მაგრამ რეალობა ასევე არის ის, რომ რეიტინგის ნახევარზე მეტი, რომელიც დღეს აქვს ნაციონალურ მოძრაობას, კვლავაც სააკაშვილის დამსახურებაა. ეს არის რეალობა და ამას მეორე მხარე ვერ გაექცევა. თუ ნაციონალური მოძრაობა მოახერხებს, რომ ოთხი წლის განმავლობაში თანდათან ჩამოიშოროს სააკაშვილი, ყოველგვარი ხმაურის გარეშე და თან რეიტინგიც შეინარჩუნოს, მაშინ კი, მეც დავეთანხმები ამ არგუმენტს, მაგრამ ეს ასეთი მარტივი არ იქნება, მერწმუნეთ.

- ბოკერიას თამაშია ეს ყველაფერი? და თუ ეს ასეა, რამდენად შეძლებს ამის განხორციელებას?

- არ ვიცი, ვისი თამაშია, მაგრამ, ბუნებრივია, რომ ბოკერია გამოიკვეთა, როგორც ერთ-ერთი ფრთის ლიდერი. გიგა ბოკერია არის ძალიან ჭკვიანი ადამიანი, ჭკვიანი პოლიტიკოსი, მაგრამ მას აქვს ამავდროულად ერთი პრობლემა – ის არ არის პოპულარული, მასობრივი ლიდერი.

- გამოდის, ბრძოლა არის სააკაშვილსა და ბოკერიას შორის, თუ ვინ გაიმარჯვებს, ეს 20 იანვარს გამოჩნდება?

- ვერ გეტყვით, მართალი გითხრათ, არ ვიცი, რამდენად უკომპრომისოა ეს ბრძოლა. ჯერჯერობით ეს ასე ცხადად არ ჩანს. ბევრი რამე 20 იანვარს, ყრილობაზე გამოჩნდება.

„ახალი თაობა“, 07 დეკემბერი, 2016 წელი

ინტერვიუ ადა მარშანიასთან: „გიგა ბოკერიამ თავადაც არ იცის, რამდენი ქვეყნის აგენტია“ // „თუ ეფესბეს წარმოვადგენთ, რატომ ვართ პარლამენტში?

რატომ არ მოსწონს პატრიოტთა ალიანსს ბიუჯეტის პროექტი, რას ფიქრობენ ოკუპაციის შესახებ კანონზე, რა მასალების წარდგენას ითხოვენ ისინი ნაციონალური მოძრაობისგან? – ამის შესახებ „ახალ თაობას“ პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი ადა მარშანია ესაუბრება.

- თქვენი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ირმა ინაშვილმა განაცხადა, რომ პატრიოტთა ალიანსი 2017 წლის ბიუჯეტის პროექტს მხარს არ დაუჭერს. რატომ არ მოგწონთ ბიუჯეტის პროექტი?

- ირმა ინაშვილმა თქვა, სავარაუდოდ, არ დავუჭერთ მხარსო. საბოლოო გადაწყვეტილებას მას შემდეგ მივიღებთ, როცა პროექტს მთლიანად გავეცნობით. რაც აქამდე ვნახეთ, მოსაწონი ნამდვილად არ არის და, სავარაუდოდ, ჩვენს მხარდაჭერას ვერ მიიღებენ. ჩვენ არც დღევანდელი მთავრობის შემადგენლობა და მისი პროგრამა მოგვწონს. ერთი შეხედვითაც ნათელია, რომ ისინი არსებულ პრობლემებს ვერ გაუმკლავდებიან. პირველ რიგში, პატრიოტთა ალიანსს მოსახლეობის გადარჩენა გვაინტერესებს. ხალხი ძალიან მძიმე დღეშია. ხელისუფლება ამბობს, რომ აქვს უმუშევრობის პრობლემის მოგვარების ამბიციური გეგმა. ჩვენ გადავხედეთ ამ დოკუმენტს და ბევრი ვერაფერი დავინახეთ. მოკლედ რომ გითხრათ, ეს გეგმა პირდაპირ სატირალია. ადამიანების გადარჩენა უმთავრესია, მაგრამ არც ის უნდა დაივიწყოს ხელისუფლებამ, რომ ტერიტორიული მთლიანობა აღსადგენია. ამ საკითხზე სერიოზულად უნდა დაიწყოს ხელისუფლებამ მუშაობა.

- ამ მიმართულებით არაფერს აკეთებენ?

- შეიძლება აკეთებენ, მაგრამ ეს თვალსაჩინო არ არის და არც რაიმე გავლენას ახდენს. არადა, აფხაზეთში საშინელება ხდება. თუ ახლავე არ ვიღონეთ რამე, ხვალ შეიძლება დაგვიანებული იყოს. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, იქ საშინელი ცვლილებები ხდება. ამ მომენტისთვის მხოლოდ ერთ მაგალითს დაგისახელებთ _ აფხაზეთში ხელოვნურად არის შეცვლილი დემოგრაფიული სურათი. მომავალში ეს სურათი კიდევ უფრო ცუდი იქნება. ვის სასარგებლოდ იცვლება დემოგრაფიული სურათი, ამას ახლა არ დაგიკონკრეტებთ. ჩვენ მიერ გაკეთებულ ნებისმიერ განცხადებას არაჯანსაღი რეაქციები მოსდევს, მაგრამ გამუდმებით ჩუმად ვერ ვიქნებით. თავის მოტყუებას სჯობია ვთქვათ, რაც სინამდვილეში ხდება. გალი გამოცხადდა სამხედრო ქალაქად და იქ კატასტროფა ხდება, ხელისუფლება კი ამას არაფერს უპირისპირებს. ყველა თემაზე აშშ-ის განცხადებას ხომ არ უნდა ველოდოთ? კარგია, რომ ამერიკა განცხადებებით მხარს გვიჭერს, მაგრამ საშინაო დავალებებს ჩვენ ნაცვლად სხვა ვერ შეასრულებს.

მთავრობის გარდა, საშინაო დავალებების შესრულებაში საზოგადოებაც უნდა იყოს ჩართული. სამწუხაროდ, ხალხს ამისთვის უკვე აღარ სცალია. ადამიანები ყოველდღიური გაუსაძლისი პრობლემებით გადაღლილები არიან. ამიტომაც ვამბობდი, რომ ბიუჯეტი ხალხის გადარჩენაზე უნდა იყოს მორგებული.

- ამ დღეებში პარლამენტში ოკუპაციის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანაზე დაიწყო საუბარი. ამ ცვლილებებთან დაკავშირებით დადებითი პოზიცია თქვენი პარტიის წარმომადგენელმაც გამოხატა. თქვენი ოპონენტები ამბობენ, რომ ამ ცვლილებებზე საუბარი ეფესბეს დავალებით დაიწყეთ...

- ვაიმე! სასაცილოა ეს ბრალდებები. 2008 წლის აგვისტოს კოდორისა და ახალგორის ჩაბარება ნეტავი ვისი გეგმა იყო?! ამ გეგმის შემსრულებლები ახლა პარლამენტში სხედან. რაც შეეხება თავად კანონში შესატან ცვლილებებს, ამის შესახებ განცხადება ჩვენი პარტიის მხოლოდ ერთმა წარმომადგენელმა გააკეთა. მთელ პარტიასაც რომ გაგვეკეთებინა განცხადება, ამით დაშავდებოდა რამე? ან წინასწარ საიდან იციან, რა ცვლილებებს ვუჭერთ მხარს. ეს კანონი 2008 წლის 23 ოქტომბერს სააკაშვილის დავალებით იქნა მიღებული. ყველაფერი ნაჩქარევად გაკეთდა და, ცუდი არ იქნებოდა, თუ პარლამენტი კიდევ ერთხელ გაივლიდა ამ კანონს.

- კიდევ ერთხელ რატომ უნდა გაიაროს პარლამენტმა ეს კანონი?

- უნდა გავაანალიზოთ, რა შეიცვალა 2008 წლის შემდეგ. უნდა ავწონ-დავწონოთ, რაში გვეხმარება და რაში – არა ეს დოკუმენტი. რაღაც მომენტებს ჰუმანიზაცია უნდა გავუკეთოთ, რაღაც მომენტები უნდა გავამკაცროთ. ჩვენ არსად გვითქვამს, რომ ეს კანონი უნდა გაუქმდეს. პარლამენტში სულ 6 კაცით ვართ წარმოდგენილი, საბოლოო გადაწყვეტილებებს კი `ქართული ოცნება~ იღებს, რომელსაც პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა ჰყავს. ასე რომ, წინასწარ ნუ ნერვიულობენ, თუ მიუღებელი რამე იქნა, ნუ მიიღებენ. ისიც იცოდეთ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენს პარტიაში აზრთა სხვადასხვაობაა და რაღაცების დაბრალებას თავი დაანებონ. ამ საკითხის ირგვლივ ხმაურის ატეხას მხოლოდ ერთი მიზანი აქვს _ ნაციონალებმა ყურით მოათრიეს თემა, თითქოს ჩვენ ეფესბეს მიერ კონტროლირებადი ძალა ვართ. მივმართავ ამ უნამუსოებს, თუ გაქვთ დამამტკიცებელი დოკუმენტები, პროკურატურაში წაიღეთ, რატომ გვიტანთ 6 აგენტს პარლამენტში?

სერიოზულად თუ შევხედავთ ამ ბრალდებას, უკვე ძალიან ნერვების მომშლელია. როგორ შეიძლება, გიგა ბოკერიამ ჩვენ ან პატრიოტობა გვასწავლოს, ან სამშობლოს სიყვარული.

„ახალი თაობა“, 07 დეკემბერი, 2016 წელი

ინტერვიუ ვახტანგ მაისაიასთან: „ასლან ბჟანია პრორუსული პოლიტიკის მომხრეა

ექსპერტი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია „ახალ თაობასთან“ აფხაზეთში მიმდინარე საოკუპაციო და პოლიტიკურ პროცესებს აანალიზებს.

- ბატონო ვახტანგ, თქვენი შეფასებით, როგორია აფხაზეთის საოკუპაციო და პოლიტიკური მდგომარეობა?

- აფხაზეთში სიტუაცია რთულია და პოლიტიკურ კრიზისში გადაიზარდა.

- პოლიტიკურ კრიზისში რას გულისხმობთ?

- გაერთიანებული ოპოზიციის პარტიების ბლოკმა, რომლის ხელმძღვანელიც იყო ოპოზიციური პარტია ამცახარას ლიდერი ასლან ბჟანია, ულტიმატუმი წაუყენა რაულ ხაჯიმბას, 16 დეკემბრამდე გადადგეს თანამდებობიდან. შესაბამისად, წაყენებულია საკმაოდ სერიოზული ბრალდებები. მეორე მხრივ, რუსეთის ფედერაციის ძალოვანმა სტრუქტურებმა, როდესაც ბჟანია გადავიდა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, დააპატიმრეს და დღემდე ის არის სოჭში. სიტუაცია ისეთია, როგორიც იყო ბოლოდროინდელი არჩევნები ცხინვალის რეგიონში, რომელშიც ძმები თედეევები მონაწილეობდნენ და ადგილი ჰქონდა გარკვეული ტიპის მეთოდებს რუსეთის ფედერაციის ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან.

- აფხაზეთში დაძაბულობა გარედან ხელშეწყობით იქმნება თუ პროცესებს შიდა დუღილის ტემპერატურა განაპირობებს?

- ძირითადად შიდა ძალების დაპირისპირებაა, რადგან ასლან ბჟანია ალექსანდრე ანქვაბის ხელისუფლების უშიშროების სამსახურის უფროსია, ასევე იყო პრეზიდენტობის კანდიდატი, რომელმაც ხაჯიმბასთან არჩევნები წააგო. ამდენად, საკმაოდ სოლიდური პოლიტიკური ძალის წარმომადგენელია. ვერ ვიტყვით, რომ ასლან ბჟანიას პოლიტიკური ხედვები მაინცდამაინც ჩვენი მიმართულებისაა. ის პოზიცია, რომელიც ჰქონდა ალექსანდრე ანქვაბს საქართველოსთან დაკავშირებით, აშკარად არ გააჩნიათ ბჟანიასა და მის ჯგუფს.

- ანუ ალექსანდრე ანქვაბის გავლენები არ არის?

- ანქვაბის გავლენა ნაკლებადაა. ბჟანია უფრო პრორუსული პოლიტიკის მომხრეა. მას მიაჩნია, რომ უნდა დაიწყოს რუსეთის მოქალაქეებისთვის ქონების გაყიდვის პროცესი, უნდა გაიხსნას ჩრდილოეთ კავკასიის რკინიგზა და მოხდეს აფხაზეთის დაკავშირება სომხეთთან და ირანთან. ბჟალია ასევე მხარს უჭერს „როსნეფტის“ შემოსვლას აფხაზეთის ტერიტორიაზე და ნავთობის საძიებო გეოლოგიური სამუშაოების დაწყებას.

- ხაჯიმბა ეწინააღმდეგებოდა ყოველივე ამას?

- ხაჯიმბამ რუსეთის მოქალაქეებისთვის აფხაზეთში ქონების მიყიდვისგან თავს იკავებდა. ამიტომაც ხაჯიმბა დაიბარეს მოსკოვში და არასასიამოვნო საუბარი ჰქონდა პუტინთან. მეორეც – პუტინმა გააფრთხილა აფხაზეთი, მათთვის გამოყოფილი ფინანსური დახმარება, გარკვეულწილად, შეიზღუდება იმ ეკონომიკური სირთულეების გამო, რაც რუსეთში ამჟამად ვითარდება. ამიტომ სიტუაცია არის არაორდინარული და საინტერესო.

- ბჟანიას უკან ვინ უდგას, მხოლოდ რუსეთის მხარდაჭერით არის ძლიერი თუ, ვთქვათ, აფხაზეთში არსებული უხუცესთა საბჭო და აფხაზი საზოგადოება უდგას მხარში?

- სავარაუდოდ, ბჟანიას აფხაზი საზოგადოება მხარს უჭერს, რადგან ხაჯიმბას პოპულარობა საკმაოდ დაეცა. არ არის გამორიცხული, ხაჯიმბას მიმართ კრემლსაც ჰქონდეს სერიოზული კითხვები.

- რატომ უნდა დაეჭირათ რუსებს ბჟანია?

- ბჟანია მაინც უშიშროების თანამშრომელია. დიდი ეჭვი მაქვს, ბჟანია კავშირში იყო რუსეთის ძალოვნების დაჯგუფებასთან, რომლის წარმომადგენლები, პატრუშევი და სეჩინი უპირისპირდებოდნენ პუტინის ჯგუფს. ძალოვნების დაჯგუფება პუტინმა, ფაქტობრივად, უკანა პლანზე ჩააჩოჩა და საკმაოდ სერიოზული დარტყმა მიაყენა. შეიძლება, ეს ფაქტორიც არის, პუტინი თავს იზღვევს და არ უნდა, მოიყვანოს ის დაჯგუფება, რომლის წარმომადგენლები კავშირში იყვნენ მის ოპონენტებთან.

- .. პუტინს უნდა, ხაჯიმბა შეაშინოს, თან უნდა, ფრთები არ გაშალოს ბჟანიამ?

- დიახ.

- ხაჯიმბამ კრიმინალური მდგომარეობის გამოსწორება რატომ ვერ შეძლო?

- კორუფციაა გამეფებული და კადრების დიდი დეფიციტია.

- რა ისეთი დიდი ტერიტორიაა სამართავად? თან გალი სამხედრო ქალაქია და იქ სამხედრო რეჟიმია.,,

- გეთანხმებით. არ გამოვრიცხავ, სხვა საკითხებთან ერთად, კოალიციური ძალების შექმნა კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლის გაზრდას უკავშირდებოდეს.

- აფხაზებს მოსწონთ რუსული სამხედრო შენაერთის დამკვიდრება აფხაზეთის ტერიტორიაზე, თუნდაც გალში?

- ამ მხრივ პრეტენზიები ხაჯიმბასთან არ არის. აფხაზეთის საზოგადოებაში გალში ერთობლივი სამხედრო შენაერთის ყოფნა აღქმულია ერთადერთ რეალურ ბარიერად, საქართველოსაგან თავდაცვის ერთადერთ საშუალებად. ამ კუთხით, არა მგონია, აზრთა სხვადასხვაობა იყოს აფხაზ საზოგადოებაში. სამწუხარო რეალობაა, რომ აფხაზ საზოგადოებასთან ჩვენ ყოველგვარი კონტაქტი გავწყვიტეთ, აფხაზეთის მიმართულებით არ მუშაობს არც სახალხო დიპლომატია. ერთადერთი, ვინც ამ მიმართულებას ავითარებდა, იყო ბატონი ზურაბ ჟვანია, რომელიც ტრაგიკულად დაიღუპა, მოკლეს. ამაში ეჭვი არ მეპარება. სააკაშვილის რეჟიმმა გაართულა სიტუაცია მილიტარიზმის სულით, მუქარითა და იმ ავანტიურით, რომელიც ცხინვალის მიმართულებით განახორციელა. შემდგომში სრული აპათიური დამოკიდებულება განვითარდა აფხაზეთის პრობლემის მიმართ. სიტუაცია, სამწუხაროდ, ვერც ბატონმა პაატა ზაქარეიშვილმა გამოასწორა.

- იმედები კი დიდი იყო.

- იმედები იყო, მაგრამ ისიც გაქრა, სამწუხაროდ, ბოლო იმედები იყო. დღეს არ გვაქვს არავითარი იმედი აფხაზეთის მიმართულებით ვითარების გამოსწორებისთვის. ჟენევის ფორმატის შეხვედრებში მონაწილეებს ძალიან სერიოზულად არ განვიხილავ, გარდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობისა.

- რატომ?

- სერიოზულად არ განვიხილავ იმ წარმომადგენლებს, რომლებიც ამაში მონაწილეობენ, რადგან სიტუაციას ვერ ფლობენ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობამ უფრო იცის სიტუაცია, ვიდრე ცენტრალურმა ხელისუფლებამ, რომელიც ჟენევის ფორმატს ხელმძღვანელობს.

„ახალი თაობა“, 07 დეკემბერი, 2016 წელი

შვიდმა სამინისტრომ ცხრა თვეში პრემია-დანამატებზე 52 მილიონი დახარჯა

თბილისის მერია რესტორნებში თვეში 47.000 ლარს ხარჯავს

ქვეყანაში არსებული უმძიმესი სოციალური ვითარების მიუხედავად, ხელისუფლება თავს კარგად გრძნობს. მთავრობამ არაერთხელ დადო ქამრების შემოჭერის პირობა, მაგრამ ცდუნებას ვერცერთხელ ვერ გაუძლო.

მონიტორინგის ცენტრმა „მედიატორმა“ სახელმწიფო უწყებებიდან გამოითხოვა ოფიციალური ინფორმაცია. ოფიციალური დოკუმენტებით ირკვევა, რომ შვიდმა სამინისტრომ 9 თვის განმავლობაში პრემია-დანამატებზე 52 მილიონი დახარჯა. საუბარია ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, განათლების, ინფრასტრუქტურის, ჯანდაცვის, შინაგან საქმეთა და დიასპორის სამინისტროებზე. „მედიატორის“ თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი ბიძინაშვილის განცხადებით, 9 თვეში 7 სამინისტროში სამივლინებო და წარმომადგენლობითმა ხარჯმა 5.113.327 ლარი შეადგინა.

- საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში 9 თვის განმავლობაში მხოლოდ შტატიანი 221 თანამშრომლისთვის გაცემულმა ხელფასმა, რომელშიც მინისტრისა და მისი მოადგილეების თანამდებობრივი სარგოც შედის, 2.839. 968 ლარი შეადგინა, 120 უშტატო თანამშრომლის ხელფასი კი 1.297.342 ლარით განისაზღვრა. ამას ემატება 120 უშტატო თანამშრომლისთვის მიცემული პრემია, რომელიც, სამინისტროს ინფორმაციით, 463.514 ლარს შეადგენს. რაც შეეხება სამივლინებო და წარმომადგენლობით ხარჯს, სამინისტროს მიერ ამ მიმართულებით დახარჯული თანხის ოდენობა საჯარო ინფორმაციაში დასახელებული არ არის, – განაცხადა „ახალ თაობასთან“ საუბარში „მედიატორის“ თავმჯდომარის მოადგილემ.

დიმიტრი ბიძინაშვილის ინფორმაციით, ენერგეტიკის სამინისტრომ 9 თვეში პრემია-დანამატებზე 777.559 ლარი დახარჯა. აქედან პრემიაზე 116.250 ლარი წავიდა, დანამატებზე კი – 661.309. სამივლინებო და წარმომადგენლობითი ხარჯი 147.554 ლარით განისაზღვრა. მინფრასტრუქტურის სამინისტროში პრემია-დანამატებზე 1.101.433 ლარი დაიხარჯა. აქედან პრემიაზე 503.120 დაიხარჯა, დანამატზე – 598.313. სამივლინებო და წარმომადგენლობითი ხარჯი 60.478 ლარით განისაზღვრა. პრემია-დანამატების გარეშე არც დავით სერგეენკოს უწყება დარჩენილა. ჯანდაცვის სამინისტროში 9 თვის განმავლობაში პრემია-დანამატის სახით 1.086.760 ლარი გაიცა. აქედან პრემიაზე 819.705 დაიხარჯა, დანამატზე – 267.055 ლარი.

სამივლინებო და წარმომადგენლობითი ხარჯებისთვის 145.478 ლარი გამოიყო.

დიმიტრი ბიძინაშვილის განცხადებით, სოფლის მეურნეობის სამინისტროდან პრემია-დანამატებზე ინფორმაცია არ მოვიდა, სამივლინებო და წარმომადგენლობითი ხარჯი კი 523.120 ლარით განისაზღვრა. დიასპორის სამინისტრომ პრემია-დანამატებისთვის 266.758 ლარი დახარჯა. აქედან პრემია – 199.658, ხოლო დანამატი – 27.100. სამივლინებო და წარმომადგენლობითი ხარჯებისთვის 169.465 გამოიყო.

ყველაზე სერიოზული შედეგი შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს. 9 თვის განმავლობაში აქ პრემია-დანამატებზე 47.046.347 ლარი დაიხარჯა. პრემია 4.624.486 ლარით არის განსაზღვრული, დანამატი – 42.421.861 ლარით. სამივლინებო და წარმომადგენლობითმა ხარჯმა 4.067.232 შეადგინა.

კვლევის შედეგებით „მედიატორის“ თავმჯდომარის მოადგილე გაოგნებულია. ის ორგანიზაციის სახელით ხელისუფლებასაც მიმართავს და პრემია-დანამატების გაცემის აკრძალვას კანონის დონეზე ითხოვს.

- უკანასკნელ წლებში ჩატარებული კვლევებიდან ჩანს, რომ არ არსებობს რეგულაციები პრემია-დანამატების გაცემის შესახებ. მიუხედავად მთავრობის დეკლარირებული ქამრების შემოჭერის პოლიტიკისა, ეს კვლევა ცხადყოფს, რომ ჩინოვნიკების მადას ბოლო არ უჩანს. მიუხედავად ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი ეკონომიკური მდგომარეობისა, სამთავრობო ხარჯები არ იკლებს. ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაცია გამოდის ინიციატივით, რომელსაც უახლოეს მომავალში წარვადგენთ საქართველოს პარლამენტში, რათა ამ მიმართულებით მოხდეს ჩანაწერის გაკეთება საკანონმდებლო დონეზე. უაპელაციოდ და უმიზეზოდ პრემია – დანამატის გამოწერა ისჯებოდეს კანონით, როგორც საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვა, _ აცხადებს „ახალ თაობასთან“ საუბარში დიმიტრი ბიძინაშვილი. მისი თქმით, ინიციატივა ხისტია, მაგრამ სხვა გამოსავალი არ ჩანს.

- უკანასკნელმა პერიოდმა გვანახა, რომ სხვა გამოსავალი, უბრალოდ, არ გვაქვს. მიუხედავად არასამთავრობო ორგანიზაციების კვლევებისა, მიუხედავად აუდიტის სამსახურის დასკვნებისა, მიუხედავად მთავრობის დეკლარირებული პოზიციისა, ამ მიმართულებით ქმედითი ნაბიჯები არ იდგმება. სხვა არაფერი დაგვრჩენია, გარდა ხისტი საკანონმდებლო ინიციატივისა, რომელიც საკანონმდებლო დონეზე პრემია დანამატების-გაცემის გაცემას უზრუნველყოფს, – ამბობს „მედიატორის“ თავმჯდომარის მოადგილე.

—————-

ამ დღეებში მთელი საქართველო შეძრა თბილისის მერიის საოცარმა ინიციატივამ, რომელიც დახვეწილობის კურსებთან იყო დაკავშირებული. ერთდღიანი დუმილის შემდეგ დედაქალაქის მერმა ამ საკითხზე განმარტებები გააკეთა და თქვა, რომ ისეთი არაფერი მომხდარა. დავით ნარმანიას განმარტებების პარალელურად, მედიატორმა გამოაქვეყნა ოფიციალური ინფორმაცია, თუ რამდენს ხარჯავს დავით ნარმანიას უწყება თვეში სარესტორნო მომსახურებაზე.

- დედაქალაქის მერიამ 2016 წლის იანვრიდან დღემდე სარესტორნო ხარჯებისთვის 513.318 ლარი გამოიყენა, რაც თვეში დაახლოებით 47.000 ლარამდეა. რა გამოდის ახლა, მერიას 500.000 ლარზე მეტი რესტორანში ისე აქვს დახარჯული, რომ თანამშრომლებმა დანა-ჩანგლის ხმარება ვერ ისწავლეს და ამისთვის კიდევ ტენდერი გამოცხადდა, რომელიც მოსახლეობის ჯიბიდან უნდა დაფინანსდეს? აშკარაა, მერია დაგვცინის! - ამბობს დიმიტრი ბიძინაშვილი.

——————–

საქართველო და მსოფლიო“, 7 დეკემბერი, 2016 წელი

მეოცნებემინისტრის დასავლური სენტიმენტები

გადადებული უვიზო მიმოსვლა და გადაგდებული საქართველო

ჯაბა ჟვანია

საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის კიდევ ერთი წლით გადადებამ, რაც, პრაქტიკულად, ამ საქმის გადაგდებას და მედასავლეთე ლიბერალებისთვის პირში ჩალის გამოვლებას ნიშნავდა, ზოგიერთი გაწბილებული “მეოცნებე” ისტერიკაში ჩააგდო.

საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ევროპარლამენტში ლამის ცრემლები აღვარღვარა, ევროკომისრებს ტერფები უკოცნა და ბოლოს ასეთი “რეჩი” დაჰკრა: “მოდი, იმედს ნუ გავუცრუებთ ჩვენს ხალხს; მოდი, შევინარჩუნოთ მათი მოტივაცია, გააგრძელონ ურთულესი რეფორმები და მოდი, განვაგრძოთ ერთად სვლა თავისუფალი, უსაფრთხო და მშვიდობიანი ევროპისკენ”. იმავე გამოსვლაში მან ხაზი გაუსვა, რომ ქართველები კვლავ იხსენებენ საბჭოთა პერიოდს, როცა 37 მანეთად დაფრინავდნენ მოსკოვში. მისი თქმით, ევროკავშირმა არ უნდა გააღვივოს ქართველებში საბჭოეთის ნოსტალგია და ამიტომ ევროპის ქვეყნების დედაქალაქებში ჩასვლა ხელმისაწვდომი უნდა გახდეს საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის.

ამ განცხადების შემდეგ ბევრს, ალბათ, ლოგიკურად გაუჩნდებოდა შეკითხვა: რას ნიშნავს საბჭოეთის ნოსტალგია ან რაში ხედავს ჯანელიძე ამ ნოსტალგიის საფრთხეს, როცა მედიასივრცის უდიდეს ნაწილს დასავლური გრანტებით ნაკვები “ლიბერალები” კრუხებივით ასხედან და საბჭოთა წარსულის კრიტიკითა თუ ლანძღვა-გინებით ლამისაა ტყავიდან ამოძვრნენ? როგორც ჩანს, საქმე სხვა რამაა: ჯანელიძესა და მისნაირ მედასავლეთე “შესტიორკებს” ერთი ადგილი იმიტომ ეწვით, რომ დღეს საზოგადოებაში ანტიდასავლური განწყობა გეომეტრიული პროგრესიით იზრდება. დღითიდღე სულ უფრო მეტი ადამიანი ხვდება, რომ თანამედროვე ევროპა, არც კულტურულად და არც მენტალურად, ჩვენი არჩევანი არ არის და, რომც გვეპატიჟებოდნენ ევროკავშირში, ქართველ კაცს იქ არაფერი ესაქმება. ამ განწყობებთან რუსულ პროპაგანდას და მეტადრე მოსკოვში 37 მანეთად გადაფრენის სურვილს საერთო არაფერი აქვს, ამ ყველაფრის მიზეზი ევროინტეგრაციის ტრუბადურებმა ისევ ევროპასა და თანამედროვე ევროპულ ნეოლიბერალურ ფაშიზმში უნდა ეძებონ.

ევროპა, რომლისკენაც საქართველო ისტორიულად მიილტვოდა და ხან სპარსეთისგან დაცვას სთხოვდა, ხან ოსმალეთის გავეშებული იმპერიისგან, მენტალურად ქრისტიანულ კულტურაზე იდგა. იმ ევროპაში ჯვაროსნული დროშა ფრიალებდა და ევროპელ მეომრებს, რომლებიც ქრისტიანობის ჭეშმარიტი მეციხოვნეები იყვნენ, მთელი მსოფლიო ჯვაროსნებად მოიხსენიებდა. დღევანდელი ევროპა “ელჯიბიტიების” სოდომურ დროშას აფრიალებს და ქრისტიანული სწავლებით ყველაზე მძიმე, მომაკვდინებელ ცოდვას _ პედარასტიას ნორმად აცხადებს. მეტიც, მილიონებს ხარჯავს, რათა ეს ცოდვა დანარჩენ მსოფლიოს, მათ შორის, საქართველოსაც, მოახვიოს თავს. აი, რა არის განსხვავება ძველ და თანამედროვე ევროპას შორის. ძველ ევროპასთან სამეგობროდ და სათანამშრომლოდ ერთადერთი წინაპირობა არსებობდა _ ქრისტიანობა და ქრისტიანული მორალი. დღევანდელი ევროკავშირი კი პირდაპირ გეუბნება: თუ გინდა, მიგიღო, ქრისტეს ძვლის მკვნეტელი უნდა გახდე, პედარასტია ოფიციალურად დააკანონო და კაცი კაცზე დააქორწინო, ქალი _ ქალზეო. ცხადია, ასეთ გეოპოლიტიკურ ერთობაში შესვლას არც ერთი ჭკუათმყოფელი არ ისურვებს, რადგან ნებისმიერმა საღად მოაზროვნე ადამიანმა იცის, ეს რას მოიტანს. ეგეც არ იყოს, ევროკავშირი, კარგა ხანია, აღარ არის უსაფრთხო თავშესაფარი, ევროპა უკვე თავის მოქალაქეებს ვერ იცავს საფრთხისგან, დაწყებული ტერორიზმით და დამთავრებული მიგრანტების უკონტროლო შედინებით.

აქ ახლა, ალბათ, ზოგიერთი პირწავარდნილი მედასავლეთე სხაპასხუპით მოგვახლის გაცვეთილ “ნეოლიბერალურ” არგუმენტს _ ევროკავშირი არავის აიძულებს კანონების მიღებასო. ეს რომ ბლეფია და თავის დროზე ამ ტყუილებით შეაკოწიწეს ეს მკვრადშობილი გაერთიანება, ამიტომ ინგრევა და იშლება ის დღეს ხუხულასავით, ამიტომ ყვავის რიგ ევროპულ სახელმწიფოში ნაციონალიზმი და სადაცაა, საბოლოოდ წირვას გამოუყვანენ მიწის მისაყრელად გამზადებულ “კულტურულ მარქსიზმს”.

რაც შეეხება სხვა მიზეზებს, რომელთა გამოც ქართველებში ანტიდასავლური განწყობა იზრდება და “მეოცნებეთა” ისტებლიშმენტს, რომ იტყვიან, ერთი ადგილის ჟიმჟიმი აქვს, გავიხსენოთ, რას ითხოვდა და რას ითხოვს დღეს ჩვენგან ევროკავშირი. თავის დროზე, როცა ქვეყანაში პოლიტიკური ცვლილებები მოხდა და გაჩნდა მოლოდინი, რომ სააკაშვილს, თავის კრიმინალურ სექტასთან ერთად, “ვირის აბანოში” გაისტუმრებდნენ, ევროკავშირიდან ლამის განგაშის ზარები დაარისხეს _ “ოპოზიციას” პოლიტიკური ნიშნით ნუ დევნითო. მერე ყბადაღებული კოაბიტაცია შემოგვაპარეს და ქოცები ნაცებზე დააქორწინეს. ეს კიდევ არაფერი: საქართველოდან გაქცეული ყოფილი ჯალათები _ მეგის ქარდავა, ერეკლე კოდუა, დათა ახალაია, ზურაბ ადეიშვილი თუ დავით კეზერაშვილი, გულში ჩაიკრეს. მერე კი, იმის ნაცვლად, რომ ქართულ მართლმსაჯულებასთან ეთანამშრომლათ, ეს ჯალათები მაღალ პოლიტიკურ თანამდებობებზე გაამწესეს. პარალელურად აქ ყველაზე მნიშვნელოვანი პოსტი რესპუბლიკური პარტიის ქორებს ჩააბარეს: პარლამენტის თავმჯდომარის _ უსუფაშვილს, თავდაცვის მინისტრის _ ხიდაშელს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის _ გვენეტაძეს (ყოფილი რესპუბლიკელი), შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მინისტრის _ზაქარეიშვილს და ა.შ. შემდეგ წამოვიდა დირექტივებიც _ პარლამენტმა გრიალ-გრიალით დაამტკიცა ანტიდისკრიმინაციული კანონი, მოიხსნა შეზღუდვა უცხოელებზე მიწის გასხვისებაზე, სხვადასხვა რელიგიური კონფესია იურიდიული სტატუსით მართლმადიდებლობას გაუთანაბრეს და დაიწყო საუბარი ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციაზე. ლაპარაკი დაიწყო რეფორმებზე, რომლებმაც თანამედროვე დასავლეთი, დიდი ხანია, კულტურულ და იდეოლოგიურ კატასტროფამდე მიიყვანა. ამ ცვლილებებმა მათ წაართვა მთავარი _ ეროვნული იდენტობა და საბოლოოდ რაღაც ერთფეროვან სოციალურ მასად, უსუსურ და უუნარო ბრბოდ აქცია.

…მიუხედავად იმისა, რომ ნაც-ქოცური პროპაგანდა ამ ყველაფერს საკმაოდ ოსტატურად ნიღბავდა, ქართველმა საზოგადოებამ ძირითადი საფრთხეები დაინახა. ყველა მიხვდა, რომ ის, რასაც ცხრაგრანტსგადამხტარი “ენჯეოელი” დღეს პროგრესს ეძახის, სინამდვილეში რეგრესის გზაა. ეს გზა კი სახელმწიფოს არა ტაძრისკენ, არამედ უფსკრულისა და ჯოჯოხეთისკენ მიაქანებს. აი, ამიტომ გაიზარდა რეალურად ქართველებში ანტიდასავლური განწყობა და არა იმიტომ, რომ თურმე ევროპის ქვეყნებს 37 მანეთად ვერ ვსტუმრობთ. ეს რომ შეგვეძლოს, ალბათ, კიდევ უფრო მწვავე ანტიდასავლურ განწყობებს მივიღებდით, რადგან თავისუფალი მიმოსვლა კიდევ უფრო მეტ ქართველს მისცემდა საშუალებას, საკუთარი თვალით ეხილა იქ არსებული მარაზმი…

რაც შეეხება ჯანელიძეს და მის სენტიმენტალურ გამოსვლას ევროპარლამენტში, რაც უნდა სასოწარკვეთილი იყოს, მას უნდა ახსოვდეს ერთი საყოველთაოდ ცნობილი შეგონება: “გადადებული საქმე გადაგდებული საქმეა”. ევროკავშირის მხრიდან უვიზო მიმოსვლის გაფორმება უკვე მერამდენედ გადაიდო. ეს კი არც მეტი, არც ნაკლები, ამ საქმის გადაგდებას და ჩაფარცხვას ნიშნავს. ასეთია “მწარე “ რეალობა და ვერანაირი ხვეწნა-მუდარა, ვერანაირი სენტიმენტი ამას ვერ შეცვლის. არ სჭირდებით და ნუ “ეტენებით”! ნათქვამია, “საცა არა სჯობს, გაცლა სჯობსო…”

საქართველო და მსოფლიო“, 7 დეკემბერი, 2016 წელი

რატომ გვატყუებს ევროკავშირი?

ლუკა ნემსაძე

სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის გაჭიანურების გამო საქართველოში შეიძლება ევროსკეპტიკური განწყობები გაღვივდეს, _ განაცხადა გასულ კვირას საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ. რატომ ვერ ხერხდება გადაწყვეტილების მიღება და რა პოლიტიკური ეფექტი შეიძლება მოუტანოს საქართველოს ევროსკეპტიციზმმა, რომელსაც, როგორც ჩანს, “ოქროს ხანა” დაუდგა.

მიზეზი არ ელევათ

ჩვენი ხელისუფლება, საზოგადოდ, ბევრ შეცდომას უშვებს, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში მან პირნათლად, დათქმულ ვადებში შეასრულა ევროპელი მაღალჩინოსნების ყველა მოთხოვნა და მას, საქართველოში ევროპის საბჭოს წარმომადგენლის კრისტიან ურსეს თქმის არ იყოს, “ვიზალიბერალიზაციის გაჭიანურებაში არანაირი ბრალი არ მიუძღვის”, _ ურსემ ეს განცხადება ჯერ კიდევ ივნისში გააკეთა, როდესაც ყველა თვლიდა, რომ საკითხი ძალიან მალე, დიდი-დიდი, ოქტომბერში, გადაწყდებოდა. თუმცა, როგორც ცნობილია, სწორედ ივნისში გერმანიამ, საფრანგეთისა და იტალიის მხადაჭერით, უვიზო რეჟიმის შემოღება მისი სწრაფი შეჩერების მექანიზმის შექმნას დაუკავშირა. ამის შემდეგ პროცესი, რომელიც ჯერ კიდევ 2013 წლის თებერვალში დაიწყო, როდესაც ევროკომისიამ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა წარადგინა, შეფერხდა. საკითხის მორიგი განხილვა ევროპარლამენტში 18 იანვარს იგეგმება, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებას არც იქ მიიღებენ.

“არ ვარ დარწმუნებული, რომ თანხმობას უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის თაობაზე 2016-ში მიაღწევენ. შესაძლოა, მოგვიწევს დალოდება საფრანგეთის არჩევნებამდე, რომელიც აპრილსა და მაისში (იგულისხმება პირველი და მეორე ტური) ჩატარდება”, _ წერს “რადიო თავისუფლების” კორესპონდენტი ბრიუსელში _ რიკარდ იოზევიაკი. პესიმისტური და ჯანელიძის განცხადებასთან შედარებით საკმაოდ მკვეთრი პოზიცია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოხატა. მინისტრის მოადგილის _ ელენე ზერკალის თქმით, რომელიც უკრაინის ევროინტეგრაციის საკითხებს კურატორობს, “ეს ხდება იმის გამო, რომ არ შეუძლიათ გარკვეული გადაწყვეტილებების მიღება, რათა არ მოახდინონ გავლენა არჩევნებზე საფრანგეთსა და გერმანიაში… ჩვენ, ფაქტობრივად, გერმანიისა და საფრანგეთის შიდაპოლიტიკური პრობლემების მძევლები გავხდით”. როგორც ცნობილია, არჩევნები გერმანიაში მომავალი წლის აგვისტოში ან სექტემბერში გაიმართება.

ჯერ კიდევ 24 ნოემბერს უკრაინა-ევროკავშირის სამიტზე ევროკომისიის ხელმძღვანელმა ჟან-კლოდ იუნკერმა განაცხადა, რომ ვიზალიბერალიზაცია რამდენიმე კვირაში მოხდება, თუმცა რამდენიმე დღის შემდეგ ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა ეს განცხადება შეაფასა, როგორც “ზედმეტად ამბიციური”. მან, აგრეთვე, თქვა, რომ “ევროპას ექნება პრობლემები ნდობასთან დაკავშირებით, თუ დაპირებას არ შევასრულებთ და უვიზო რეჟიმს არ შემოვიღებთ”.

ჩიხშია შესული ევროკავშირისა და თურქეთის მოლაპარაკებაც; პრეზიდენტი ერდოღანი იმუქრება, რომ იმ შემთხვევაში, თუ თურქეთი წლის ბოლომდე უვიზო რეჟიმს არ მიიღებს, უარს იტყვის მიგრანტების შესახებ შეთანხმების შესრულებაზე და მათ ევროპისკენ მიმავალ გზას გაუხსნის. ეს პრობლემა, აგრეთვე, ახდენს ნეგატიურ გავლენას უკრაინისა და საქართველოს საკითხის გადაწყვეტაზე, თუმცა ევროპელი მაღალჩინოსნები ამ თემაზე ღია საუბარს ერიდებიან, რადგან ეს მეტისმეტად ცინიკური იქნებოდა.

უბრალო ქართველები და უკრაინელები უყურებენ ყოველივე ამას და ევროკავშირის წარმომადგენელთა მოქმედებაზე კარგს, სავარაუდოდ, არაფერს ფიქრობენ, რადგან აშკარაა წინასწარი შეთანხმების დარღვევა, ხოლო ევროპელი მაღალჩინოსნების დაბნეული განცხადებები სიტუაციას კიდევ უფრო ართულებს. სკეპტიკური განწყობებისა და გაღიზიანების ზრდა ამ ნიადაგზე არათუ მოსალოდნელი, არამედ სავსებით ლოგიკურიცაა.

ნაციონალისტური რენესანსი

რაოდენ საწყენიც უნდა იყოს უკრაინელებისა და ქართველებისთვის, მათთვის სავიზო რეჟიმის შერბილება ევროკავშირისთვის მეათეხარისხოვანი პრობლემაა. ევროპა ჯერ კიდევ ვერ მოეგო გონს ბრიტანული რეფერენდუმის შოკისმომგვრელი შედეგების შემდეგ და ახლა ახალი გამოწვევების წინაშე დგას, რომელთაც დღის წესრიგში ევროსკეპტიკური, ნაციონალისტური ძალების მკვეთრი გაძლიერება აყენებს.

როდესაც საქართველოში ამ თემას ეხებიან, როგორც წესი, ერთმანეთისგან არ მიჯნავენ “ხისტ” და “რბილ” ევროსკეპტიციზმს _ პირველი მათგანი ევროკავშირიდან ამა თუ იმ ქვეყნის გასვლის იდეას ეფუძნება და შედარებით ნაკლები მიმდევარი ჰყავს; მეორის მიდგომის ფარგლებში ხდება არა ევროკავშირში წევრობის, არამედ ცალკეული წესებისა თუ რეგულაციების უარყოფა, თუმცა კრიტიკულ მომენტებში (ისე, როგორც ეს დიდ ბრიტანეთში მოხდა), “რბილებმა” და “ხისტებმა” შეიძლება ერთი პოზიცია დაიკავონ და ევროპული ინტეგრაციის პროცესს სასიკვდილო საფრთხე შეუქმნან.

ამა წლის ივნისში ამერიკულმა “პიუ რისერჩ ცენტრმა” ევროკავშირის 10 ქვეყანაში მასშტაბური სოციოლოგიური კვლევა ჩაატარა და დაადგინა, რომ ფრანგების მხოლოდ 38% მიიჩნევს, რომ მათი ქვეყნის წევრობა ევროკავშირში სასარგებლოა, ესპანეთში ეს აზრი გამოკითხულთა 47%-მა გაიზიარა, გერმანიაში კი 50%-მა. “ევროოპტიმისტები”, როგორც აღმოჩნდა, პოლონეთსა (72%) და უნგრეთში (61%) ცხოვრობენ. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის იყო, რომ 2015 წლის გამოკითხვის შედეგებთან შედარებით, ევროსკეპტიკოსების რაოდენობამ საფრანგეთში 17%-ით მოიმატა, ესპანეთში _ 16%-ით, ხოლო გერმანიაში _ 8%-ით. ცხადია, მათი დიდი ნაწილი “რბილი” ევროსკეპტიკოსია, თუმცა გარკვეულ პირობებში, შეიძლება რადიკალური პოზიციაც გამოხატოს. ამასთანავე, ექსპერტების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ აშშ-ის არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ევროპის ქვეყნებში ნაციონალიზმისა და ევროკავშირის მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულების ზრდას და ხელისუფლებაში შეიძლება ის პოლიტიკოსები მოვიდნენ, რომლებიც ევროპულ ერთობას ბოლოს მოუღებენ. არც ისაა გამორიცხული, რომ რეალობად იქცეს ცნობილი ხუმრობა: “საქართველო და უკრაინა ევროკავშირში მაშინ შევლენ, როდესაც იქ აღარავინ დარჩება”.

მიუხედავად იმისა, რა შედეგს მიაღწევს მარინ ლე პენი საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში და პარტია “ალტერნატივა გერმანიისთვის” _ ბუნდესტაგის არჩევნებში, რევოლუციური ხასიათის გარდატეხა უკვე მოხდა. ლიბერალები ათწლეულების განმავლობაში ცდილობდნენ, ევროპელი ნაციონალისტები მარგინალებად წარმოეჩინათ, მაგრამ ბოლო ათწლეულის განმავლობაში მათ პოლიტიკურ სპექტრში სავსებით ლეგიტიმური ადგილის დამკვიდრება მოახერხეს და ეს, უპირველეს ყოვლისა, ევროსკეპტიციზმის, აგრეთვე, ულტრალიბერალური წესების დამკვიდრებზე კონსერვატორების თავდაცვითი რეაქციის გამო მოხდა. “საფრანგეთის ეროვნული ფრონტი”, “ალტერნატივა გერმანიისთვის”, “შვედი დემოკრატები”, “დანიის სახალხო პარტია”, “უკეთესი უნგრეთისთვის” (იობიკი), “ჭეშმარიტი ფინელები” (ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული “ევროსკეპტიკური პარტია”) და ა. შ. დღეს განიხილებიან, როგორც სავსებით რეალური პრეტენდენტები გამარჯვებაზე, მაშინ, როდესაც ათიოდე წლის წინათ მსგავსი იდეოლოგიის მქონე პარტიები უიმედო აუტსაიდერებად ითვლებოდნენ. ორ მათგანზე, იტალიურ “ხუთი ვარსკვლავის მოძრაობასა” და “ავსტრიის თავისუფლების პარტიაზე”, სჯობს, ცალკე ვისაუბროთ, რადგან გასულ კვირას ორივე მნიშვნელოვანი მოვლენების ეპიცენტრში აღმოჩნდა.

მატჩის ანგარიშია 1:1

რვა წლის წინათ შექმნილმა “ხუთი ვარსკვალავის მოძრაობამ” სენსაცია იტალიის პარლამენტის 2013 წლის არჩევნებზე მოახდინა, როდესაც ყველასათვის მოულოდნელად ამომრჩეველთა ხმების 25% მოიპოვა. მიუხედავად იმისა, რომ მოგვიანებით მის შიგნით განხეთქილება მოხდა, ის მმართველი “დემოკრატიული პარტიის” მთავარ ალტერნატივად ჩამოყალიბდა. მნიშვნელოვან წარმატებას მან, აგრეთვე, ამა წლის ივნისში გამართულ ადგილობრივ არჩევნებზე მიაღწია. გასულ კვირას გამართულ რეფერენდუმის შესახებ ის მოსახელობას მოუწოდებდა, უარი ეთქვა საკონსტიტუციო რეფორმისთვის, რომლის ინიციატივით პრემიერმინისტრი მატეო რენცი და “დემოკრატიული პარტია” გამოვიდნენ. ისინი მიიჩნევენ, რომ დღევანდელი სისტემა, როდესაც კანონპროექტს სჭიდება დამტკიცება პარლამენტის ორივე პალატაში, ქვეყნის მართვას ართულებს, ამიტომ გამოვიდნენ წინადადებით, ეს მხოლოდ ქვედა პალატას გაეკეთებინა, რაც, თავის მხრივ, შექმნიდა წინაპირობას საარჩევნო სისტემის რეფორმისთვის. რენციმ წინასწარ განაცხადა, რომ რეფერენდუმზე უარყოფითი პასუხის შემთხვევაში გადადგებოდა, რაც პრაქტიკულად გარდაუვალს გახდიდა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების გამართვას. როდესაც კვირას, გვიან საღამოს ცხადი შეიქნა, რომ რეფერენდუმი “ხუთი ვარსკვლავის მოძრაობის” დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა, პრემიერმინისტრმა მატეო რენციმ მარცხი აღიარა და განაცხადა პოსტიდან წასვლის შესახებ. ევროპული ერთიანობის მოწინააღმდეგეები იტალიაში თავიანთ მიზნებს კიდევ ერთი ნაბიჯით მოუახლოვდნენ.

ავსტრიაში დასრულდა საპრეზიდენტო მარათონი, რომელიც ექვს თვეს გაგრძელდა. მაისში მეორე ტურში “მწვანეთა პარტიის” ყოფილმა თავმჯდომარემ (ფორმალურად ის მონაწილეობდა არჩევნებში, როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი) ალექსანდრე ვან დერ ბელენმა გაიმარჯვა (51,9%), მაგრამ მისმა ოპონენტმა ნაციონალისტური და ევროსკეპტიკური “ავსტრიის თავისუფლების პარტიიდან” _ ნორბერტ ჰოფერმა (48,1%) არჩევნების შედეგები გააპროტესტა და უხეშ დარღვევებზე მიუთითა. ავსტრიის საკონსტიტუციო სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ 78 ათასი ბიულეტენი საეჭვოა და არჩევნების ხელახალი ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო. ის სექტემბერში უნდა გამართულიყო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ბიულეტენების ნაწილი (ის, რომელიც ფოსტით ხმის მიცემისთვის გამოიყენება) უვარგისია და არჩევნები 4 დეკემბისთვის გადაიტანეს. ასეთი მანიპულაციები საქართველოში რომ მომხდარიყო, ევროკავშირი, ალბათ, სანქციებს დაგვიწესებდა, მაგრამ ავსტრიელებს, როგორც ჩანს, ეპატიებათ.

გასულ კვირას ისევ ვან დერ ბელენმა გაიმარჯვა (53,6%), თუმცა ის, რომ ნაციონალისტების კანდიდატს გაპრეზიდენტებამდე ძალიან ცოტა დააკლდა, მიუთითებს იმაზე, რომ ავსტრიამ ევროკავშირის სტაბილურობასა და ერთიანობასაც კი მომავალში შეიძლება არაერთი საფრთხე შეუქმნას.

ასეა თუ ისე, წინააღმდეგობები ევროკავშირში ღრმავდება და მას სულ უფრო ნაკლები შესაძლებლობა რჩება, სამეზობლოში გავლენის ზონა აქტიურად გააფართოვოს. ამასთანავე, ძალიან სწრაფად უარესდება ევროკავშირის ურთიერთობა თურქეთთან, რაც უდავოდ აისახება საქართველოზეც. ასეთ დროს მნიშვნელოვანია სიტუაციის ადეკვატური შეფასება და, ილუზიებში ცხოვრების ნაცვლად, რეალობისთვის თვალის გასწორება, მიუხედავად იმისა, ცალკე აღებულ ვიზალიბერალიზაციას ეხება ეს თუ ზოგადად საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პერსპექტივას.

საქართველო და მსოფლიო“, 7 დეკემბერი, 2016 წელი

დიდი ბრიტანეთი საქართველოს საბოლოო კოლონიზაციას აპირებს

ჯაბა ჟვანია

საქართველომ 1991 წლის 9 აპრილს გამოაცხადა (აღადგინა) დამოუკიდებლობა. მას შემდეგ მეოთხედ საუკუნეზე მეტი გავიდა, მაგრამ ამ ხნის განმავლობაში ქვეყანა რეალურად დამოუკიდებელი არასოდეს ყოფილა, თუ არ ჩავთვლით მოკლე პერიოდს 90-იანების დასაწყისში, რომელიც ზუსტად 25 წლის წინათ პუტჩითა და ლეგიტიმური ხელისუფლების დამხობით დასრულდა. მას შემდეგ საქართველოს ყველა ხელისუფლება უცხო ძალების მიერ იმართება და მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებსაც ის ძალები იღებენ, ხელისუფლების სათავეში კი არიან მარიონეტები, რომლებიც უსიტყვოდ ასრულებენ საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო ბრძანებებსა და მითითებებს.

საქართველოს თავისი არსებობის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში არასოდეს აკლდა მსტოვარი, მაგრამ ისეთი ვითარება, როგორიც დღეს არის, ალბათ, არასოდეს ყოფილა – არავინ იცის, რამდენი ჯაშუში ჰყავს უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებს ჩანერგილი ხელისუფლების ყველა სტრუქტურაში, ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები ხომ უცხო ქვეყნების ინტერესების დამცველები და გამტარებლები არიან?!

საქართველოს ე.წ. სტრატეგიული პარტნიორების მიზანი თავიანთი ინტერესების დაცვაა ამ მსტოვრების მეშვეობით. ეს ინტერესები კი რუსეთთან ბრძოლაში საქართველოს გამოყენებაა. რა თქმა უნდა, რუსეთსაც ექნება სადაზვერვო აქტივობა საქართველოში, მაგრამ მას არც კი დაესიზმრება, იმდენი მოქმედი და სარეზერვო აგენტი ჰყავს დასავლეთს, კერძოდ, აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს, ჩვენს ქვეყანაში. სწორედ ამ სახელმწიფოების ძალისხმევით ღვრიდა ქართველთა სისხლს 9 წლის განმავლობაში სააკაშვილის ჯალათი ხელისუფლება, სწორედ მათი ძალისხმევით მიმდინარეობს ქვეყანაში განათლების, კულტურისა და ეკონომიკის ნგრევა, მათი დაფინანსებითა და ხელშეწყობით ცდილობენ ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები ქართული ფასეულობების რღვევასა და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაზე შეტევას. საქართველოს “სტრატეგიული მეგობრების” მიზანია, არ დაუშვან საქართველოში თავიანთი გავლენის შესუსტება და საქართველოს სვლა სწორი მიმართულებით _ საკუთარი ინტერესების დაცვისა და მეზობელ ქვეყნებთან, კერძოდ, რუსეთთან, ურთიერთობის აღდგენისკენ. და, თუ საქართველომ სწორი გეზი აიღო, ჩვენი “სტრატეგიული მეგობრები” აამოქმედებენ თავიანთ მსტოვრებს, აგენტებს, რომლებითაც გაძეძგილია საქართველოს ხელისუფლების ყველა სტრუქტურა, პოლიტიკური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები.

ჩვენს სპეცსამსახურებს კი ღრმა ძილით ძინავთ, თუმცა იქაც ხომ უცხოეთის ბევრი აგენტია მივლინებული და, როგორც ირკვევა, – უცხოეთიდან პირდაპირ კურატორად დანიშნული. საქართველო გაძეძგილი რომ არის უცხო ქვეყნის აგენტებით, ამაზე ბევრი ექსპერტი ლაპარაკობს, ამას, აგრეთვე, მოწმობს კავკასიასა და მოლდოვაში კონფლიქტების აღმოფხვრის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობის დიდი ბრიტანეთის ფონდის (CSSF) 2016-2017 წლების საპროგრამო დოკუმენტი, რომლის შექმნაში, სავარაუდოდ, მონაწილეობდა საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საელჩოს პოლიტიკური მრჩეველი და ზემოაღნიშნული ფონდის მრჩეველი კავკასიაში რეგიონული კონფლიქტების საკითხებში კრისტოფერ ჯოისი, დიდი ალბათობით, ბრიტანეთის დაზვერვის წარმომადგენელი. სწორედ ამ დოკუმენტით იკვეთება ის, რომ საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი ეშელონები უცხო ქვეყნების აგენტურითაა სავსე; იკვეთება ისიც, თუ რატომ მიჰყავთ ქართველები უცხოეთის, ძირითადად, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის, სასწავლებლებში “კვალიფიკაციის ასამაღლებლად”…

გთავაზობთ ამონარიდებს კავკასიასა და მოლდოვაში კონფლიქტების აღმოფხვრის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობის დიდი ბრიტანეთის ფონდის (CSSF) 2016-2017 წლების საპროგრამო დოკუმენტიდან, რომელიც საინფორმაციო სააგენტო საქინფორმმა გამოაქვეყნა:

* ”ამ საპროგრამო დოკუმენტში მოცემულია CSSF-ის მოღვაწეობის გეგმა კავკასიასა და მოლდოვაში. ძირითადი ამოცანა კი არის კავკასიის ქვეყნებისა და მოლდოვასთვის დახმარების გაწევა მათზე რუსეთის გავლენის შესასუსტებლად იმ მოწყვლადი მხარეების შემცირების გზით, რომლებზეც რუსეთს შეუძლია ზემოქმედება თავისი მიზნების განსახორციელებლად.

საქართველოსა და მოლდოვასთვის CSSF პროგრამა კოორდინირებულია შედეგიანი მართვის ფონდის (GGF) უკვე არსებულ პროექტებთან ამ ქვეყნებში დიდი ბრიტანეთის გავლენის ზრდის მიზნით.

CSSF-ის პროგრამა შეიცავს ინფორმაციას ამ ორგანიზაციის მოღვაწეობის პერსპექტივაზე საქართველოში, აზერბაიჯანში, სომხეთში (და თურქეთში), რუსეთსა (ჩრდილოეთი კავკასია) და მოლდოვაში 2016-2017 წლებში. CSSF- გაერთიანებულმა სამდივნომ მიმდინარე წელს 4,5 მილიონი გირვანქა სტერლინგი გამოყო ამ პროგრამის სარეალიზაციოდ ზემოაღნიშნულ რეგიონებში 2020 წლის მარტამდე. აქედან გამომდინარე, შემდეგ საფინანსო წელს ჩვენ დავიწყებთ გრძელვადიან პროექტებს”.

ბრიტანეთის ხელისუფლება არ მალავს, რომ მისი მთავარი მიზანი საქართველოში რუსეთის გავლენის შესუსტება და ამიერკავკასიიდან მისი გაძევებაა, ამისთვის უკვე გამოყო 4,5 მილიონი გირვანქა სტერლინგი, მაგრამ არ ამბობს, რას გამოიწვევს ესგრძელვადიან პროექტებისაქართველოში და ფეხებზე ჰკიდია, ამის გამო კბილებამდე შეიარაღებული რუსეთი თუ სამიზნეში ამოიღებს ჩვენს ქვეყანას, რომელიც ამერიკა-ბრიტანეთისა და რუსეთის სამხედრო დაპირისპირების პოლიგონად იქცევა.

დიდი ბრიტანეთი არც მალავს, რომ მისი მიზანი, რეგიონში რუსეთის გავლენის შემცირება და ქართველებზე კეთილშობილური ზრუნვა კი არა, აქ ლონდონის გავლენის ზრდა და ბრიტანეთისსაუკეთესო ტრადიციებშირეგიონის სრული კოლონიზაციაა, რათა შემდგომში კავკასიის ქვეყნები (მათ შორის _ საქართველო) გამოყენებულ იქნას ინსტრუმენტად რუსეთის წინააღმდეგ, რასაც მოწმობს ხსენებულ დოკუმენტში შეფარვის გარეშე მოცემული პუნქტი _ “საქართველოსა და მოლდოვასთვის CSSF პროგრამა კოორდინირებულია შედეგიანი მართვის ფონდის (GGF) უკვე არსებულ პროექტებთან ამ ქვეყნებში დიდი ბრიტანეთის გავლენის ზრდის მიზნით”.

მიაქციეთ ყურადღება: პროექტი ხორციელდება არა საქართველოს ფორმალური სუვერენიტეტის ხარისხის ასამაღლებლად, არამედ “დიდი ბრიტანეთის გავლენის ზრდის მიზნით”.

* “მოღვაწეობის ძირითადი მიმართულებების განხორციელება მოცემული პროგრამის რეალიზაციის ჩარჩოებში ხელს შეუწყობს ვითარების სტაბილიზაციას ზემოაღნიშნულ რეგიონებში, მისცემს მათ შესაძლებლობას ეფექტურად გაუწიონ წინააღმდეგობა საგარეო მადესტაბილიზებელ გავლენას. ამ პროგრამების რეალიზაცია მჭიდროდ არის დაკავშირებული დიდი ბრიტანეთის პოლიტიკურ მიზნებთან, მათ შორის, რუსეთთან ურთიერთობის აწყობის სტრატეგიასთან, აგრეთვე, ახლო აღმოსავლეთსა და ევროპაში რადიკალურ ექსტრემიზმთან ბრძოლასთან.

ზემოაღნიშნულ პროგრამას განახორციელებს კავკასიაში რეგიონული კონფლიქტების მრჩეველი 5 საელჩოს თანამშრომლებთან ერთად ბრიტანელი სპეციალისტების მოწვევით, საერთაშორისო ორგანიზაციების (ევროკავშირი, გაერო, ეუთო, ევროპის საბჭო, წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაცია და ..), აგრეთვე, საერთაშორისო და ადგილობრივი ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციების (ასო) ჩართვით, რომლებსაც აქვთ მსგავსი პროექტების რეალიზაციის მდიდარი გამოცდილება რეგიონში”.

რა თქმა უნდა, ეს პროგრამა “მჭიდროდ არის დაკავშირებული ბრიტანეთის პოლიტიკურ მიზნებთან” და არა – საქართველოს. ბრიტანეთის მიზანი რუსეთთან დაპირისპირებაა, ხოლო, რაც მოუტანა საქართველოს რუსეთთან დაპირისპირებამ, 2008 წლის აგვისტოში ვნახეთ. რუსეთთან დაპირისპირება ხელს ვერ შეუწყობს საქართველოში ვითარების სტაბილიზაციას, უფრო პირიქით. ამონარიდიდან ჩანს მასშტაბები სამუშაოსი, რომელსაც დასავლეთი ეწევა საქართველოში (და არამხოლოდ); ბრიტანული პროგრამის განხორციელებაში ბრიტანელ “მრჩეველთან” ერთად ჩართულნი არიან სხვა 5 საელჩოს თანამშრომლები, გაეროს, ეუთოს, ევროკავშირის, ევროპის საბჭოს, “წითელი ჯვრის” და, რაც მთავარია, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებსაც “მსგავსი პროექტის რეალიზაციის მდიდარი გამოცდილება აქვთ”. “მდიდარ გამოცდილებაში” კი, ალბათ, იგულისხმება “ვარდების რევოლუცია”, ბრძოლა ქართული ტრადიციებისა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ, დასავლეთის უმთავრესი დემოკრატიული ღირებულების _ ერთნაირსქესიანთა ქორწინების ლეგალიზება, ე.წ. გენდერული თანასწორობის დაკანონება, მარიხუანის მოყვანისა და მოწევის ლეგალიზება და ა.შ., ანუ დიდ ბრიტანეთს განზრახული აქვს, სრულიად მოშალოს საქართველოს სახელმწიფოს საფუძვლები.

ისე, საინტერესოა, რომელი 5 ქვეყნის საელჩოსთან ერთად აპირებს ამას დიდი ბრიტანეთი და რომელი 5 ქვეყნის “დიპლომატები” ჰყავს ბრიტანეთს ჩართული ამ პროგრამაში? რას ჰგავს ეს – დიპლომატიურ საქმიანობას თუ ეშელონირებული რეზიდენტურის ძირგამომთხრელ ქმედებას?

* “ჩვენ ვგეგმავთ რამდენიმე პროექტის შემუშავებას, რომლებიც მიმართული იქნება პირველი რიგის ამოცანების გადაწყვეტის, აგრეთვე, შორეული პერსპექტივის შესაძლებლობების შექმნისკენ. მოცემული რეგიონების საინფორმაციო სივრცეში ვგეგმავთ ალტერნატიული ინფორმაციის გასავრცელებლად საინფორმაციო რესურსების შექმნას 5 ენაზე (აზერბაიჯანულ, სომხურ, ქართულ, რუსულ და ინგლისურ). საინფორმაციო დაპირისპირების ჩარჩოებში მუშაობისას მსგავსი მოღვაწეობა არანაკლებ მნიშვნელოვანი დამატება იქნება GGF-ის პროექტისთვის მსგავსი მედიასაშუალებების შესაქმნელად საქართველოში, აგრეთვე, რუსულენოვანი მედიასაშუალებების შესაქმნელად ახალი კამპანიისთვის, რომელიც გაშლილია დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის მიერ ევროპასა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე საინფორმაციო დაპირისპირების ჩარჩოებში.

GGF-ის პროექტები მიმართულია ადგილებზე ალტერნატიული მედიასაშუალებების შექმნის შესაძლებლობების გასავითარებლად. GSSF-ის პროექტების მიზანია სახელმწიფო მედიასაშუალებებისგან განსხვავებული აქტუალური ინფორმაციის მიწოდება, GGF-ის პროექტებიც ხელს შეუწყობს მოცემული მიზნის მიღწევას.

რუსულენოვანი მედიასაშუალებების შექმნის ახალი საერთოევროპული პროექტის _ EECAD-ის რეალიზება CSSF-ის უკვე არსებული პროგრამების გამოყენებით მიმდინარე წელს მოხდება.

ზემოაღნიშნული პროექტის მიზანია, მოცემულ რეგიონებში ვითარებაზე დიდი ბრიტანეთის გავლენის გავრცელება.

ამრიგად, CSSF-ის მოღვაწეობა ორგანიზებულია ისე, რომ ენის უცოდინარობის გამო გამოირიცხოს ზემოაღნიშნული რეგიონების მოსახლეობის არც ერთი ჯგუფის ჩაურთველობა ალტერნატიული მედიასაშუალებების მიერ ინფორმაციის მოწოდების პროცესში, ამიტომ ზემოაღნიშნული მედიასაშუალებები მუშაობისას იყენებენ 5 ენას, რათა მოიცვან რაც შეიძლება დიდი აუდიტორია, მათ შორის ის პირებიც, რომლებიც არ ფლობენ რუსულ ენას.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში საინფორმაციო ბრძოლის საკითხების დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლის (UKVNC) მუდმივად ყოფნა არის დიდი ბრიტანეთის მიერ შეტანილი წვლილი ნატოსა და საქართველოს ურთიერთობის პროცესში, რომელიც რეგულირდება ნატოს უელსის სამიტზე მიღწეული შეთანხმებებით.

ეს წარმომადგენელი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სხვა სტრუქტურებს ეხმარება ეფექტური თანამშრომლობის უზრუნველყოფაში, აგრეთვე, სამთავრობოთაშორისი ინფორმაციის გაცვლის სისტემის გამართვაში. ის მჭიდროდ თანამშრომლობს სტრატეგიული განვითარების საკითხების ჩვენს მრჩეველთან (SDA), აგრეთვე, GGF-ის საინფორმაციო დაპირისპირების ჯგუფებთან და ლონდონში განლაგებულ EECAD-ის საკომუნიკაციო განყოფილებასთან (რეალიზება ხდება დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ პროექტში ჩართული პარტნიორების მეშვეობით, რომლებიც მუშაობენ ევროკავშირის წევრებთან და საგარეო-პოლიტიკური მოღვაწეობის ევროპის სამსახურთან)”.

ბრიტანეთი არ მალავს, რომ საქართველოს განიხილავს, როგორც საინფორმაციო დაპირისპირების, ანუ საინფორმაციო ომის პოლიგონს, თანაც ყოველგვარი უხერხულობის გარეშე აცხადებს, რომ ამ საინფორმაციო სივრცეში (საქართველოში _ ავტ.) ლონდონი აპირებს არა ობიექტური ინფორმაციისა და უტყუარი ფაქტების, არამედ “განსხვავებული”, “ალტერნატიული” ინფორმაციის მიწოდებას, ანუ, გასაგებ ენაზე, რომ ვთქვათ, დეზინფორმაციის ტირაჟირებას. თანაც, ეს დეზინფორმაცია 5 ენაზე უნდა მოედინებოდეს, რათა მრავალეროვან საქართველოში მოსახლეობის არც ერთ სეგმენტს არ მოაკლდეს “მზრუნველი ხელი”.

რომელ “ალტერნატიულ” ინფორმაციაზეა აქ ლაპარაკი _ იმაზე ხომ არა, რომ, დასავლური მედიის მსგავსად, შავზე თეთრიაო, _ თქვან?! სწორედ ამის გამო უწოდა აშშ-ის ახალარჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რამდენიმე დღის წინათ გამართულ შეხვედრაზე ამერიკის წამყვანი მედიასაშუალებების წარმომადგენლებს “მატყუარების ბრბო”.

თუმცა დოკუმენტის ამ ნაწილში ყველაზე შეურაცხმყოფელი მაინც ის პუნქტია, რომელშიც საუბარია საქართველოს თავდაცვის სამინისტროში საინფორმაციო ბრძოლის საკითხების დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლის მუდმივად ყოფნაზე. როგორც ჩანს, თავდაცვის სამინისტროს სწორედ ეს წარმომადგენელი მართავს და არა თინა ხიდაშელი თუ ლევან იზორია. როგორც ჩანს, საქართველოს სუვერენიტეტი ნომინალურიც აღარ არის _ ვატარებთ არჩევნებს, ვქმნით სახელმწიფო ატრიბუტების ილუზიას, მაგრამ სინამდვილეში, როგორც ჩანს, დიდი ხანია, გადასული ვართ “გარედან მართვის” რეჟიმზე. სამწუხაროდ, ეს არ ეხება მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს, როგორც დოკუმენტი იუწყება, “ეს წარმომადგენელი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სხვა სტრუქტურებს ეხმარება ეფექტური თანამშრომლობის უზრუნველყოფაში, აგრეთვე, სამთავრობოთაშორისი ინფორმაციის გაცვლის სისტემის გამართვაში”. კომენტარი, როგორც იტყვიან, ზედმეტია _ მეტასტაზები მთელ მთავრობაზეა მოდებული.

* “უშიშროების ორგანოების რეფორმირებით შესაძლებელი იქნება უარის თქმა საბჭოთა კავშირის ეპოქაში მიღებული მუშაობის გამოცდილებაზე, რომელიც მანიპულაციის საგანია რუსეთის ფედერაციის მხრიდან. ის, აგრეთვე, აამაღლებს მათი მუშაობის ეფექტურობასა და სამოქალაქო საზოგადოების ნდობას.

ნებისმიერი სახელმწიფოს დამოუკიდებლობის საფუძველი აქტიურად მოქმედი და კომპეტენტური სპეცსამსახურების ყოლაა, რომელიც გარედან ნებისმიერ ჩარევას საკადრის პასუხს გასცემს.

შეიარაღებული ძალებისა და სპეცსამსახურების წარმომადგენელთა ურთიერთქმედებამ მოცემულ მომენტში უკვე იქონია დადებითი გავლენა სამომავლო თანამშრომლობის მდგრადი პლატფორმის შექმნაზე, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას ამ სფეროში ჩვენი მონაწილეობის გაფართოების მიზნით.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მივლინებულია სტრატეგიული განვითარების საკითხების ბრიტანელი მრჩეველი, რომელიც სომხეთის თავდაცვის სამინისტროსაც ეხმარება კონსულტაციებით. მის მოღვაწეობაში, აგრეთვე, შედის ორივე სახელმწიფოსთვის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საკითხების ანალიტიკური მიმოხილვის მომზადება (რეალიზება ხდება დიდი ბრიტანეთის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროების მიერ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, მათ შორის _ გაეროს, ეუთოს, ევროპის საბჭოს, წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციასთან და ა.შ. მოღვაწეობა ხორციელდება ქვეყნის უმაღლეს სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან ურთიერთთანამშრომლობით)”.

სწორედ უშიშროების სამსახურის რეფორმირებისა და საქართველოს სპეცსამსახურებში თავიანთი აგენტების ჩანერგვით (თუმცა, რაღა ჩანერგვით _ ოფიციალურად არის თურმე იქ მიწვეული ბრიტანეთის მრჩეველი სტრატეგიული განვითარების საკითხებში, რომელიც კონსულტაციებს უწევს და ანალიტიკურ მიმოხილვებს უმზადებს საქართველოსა და სომხეთის ძალოვან უწყებებს) სურს დიდ ბრიტანეთს საქართველოს სახელმწიფოებრიობის საბოლოო მოშლა. მართლაც, ნებისმიერი სახელმწიფოს დამოუკიდებლობის საფუძველი აქტიურად მოქმედი კომპეტენტური სპეცსამსახურების ყოლაა, რომლებიც საკადრის პასუხს გასცემენ გარედან ნებისმიერ ჩარევას, მაგრამ როგორი დამოუკიდებელია საქართველო, თუ მის ყველა ძალოვან უწყებაში დიდი ბრიტანეთისა და კიდევ, ვინ იცის, რამდენი ქვეყნის სპეცსამსახურების თანამშრომლები არიან მივლინებულნი?! რაც მთავარია, თვალშისაცემია ცინიზმი, როდესაც დოკუმენტში, რომელშიც გაწერილია საქართველოს, როგორც ფორმალურად დამოუკიდებელი სახელმწიფოს, სუვერენიტეტის სრული ნიველირების გეგმა, მისი თავდაცვისა და უშიშროების სამსახურებზე სრული კონტროლის მოპოვების მეთოდიკა და ინსტრუქციები, ბრიტანელი სპეციალისტი აღნიშნავს _ “ნებისმიერი სახელმწიფოს დამოუკიდებლობის საფუძველი აქტიურად მოქმედი და კომპეტენტური სპეცსამსახურების ყოლაა, რომლებიც გარედან ნებისმიერ ჩარევას საკადრის პასუხს გასცემენ”… ცინიზმის მიუხედავად, ეს სრული სიმართლეა და საქართველო თუნდაც ფორმალურად დამოუკიდებელი სახელმწიფო რომ იყოს, მისი კომპეტენტური სპეცსამსახურები” დიდი ხნის წინათ გაანეიტრალებდნენ ღიად მოქმედ დესტრუქციულ ორგანიზაციებს, რეზიდენტებს, რომლებიც ისე გათავხედდნენ, რომ კონსპირაციას ზრდილობის გამოც აღარ მიმართავენ და ამ დოკუმენტის ავტორსაც დიპლომატისთვის შეუფერებელი საქციელისთვის კინწისკვრით მიაბრძანებდნენ ქვეყნიდან… მაგრამ საქართველო, როგორც ნეოკოლონიალიზმის თვალსაჩინო პროდუქტი _ ტერიტორია, ამის უფლებას საკუთარ თავს, როგორც ჩანს, ვერ მისცემს.

* “დიდი ბრიტანეთის აზრით, მოცემული რეგიონის ქვეყნები რომ იყოს ძლიერი, აყვავებული, სტაბილური და დემოკრატიული, რაც პასუხობს ნაციონალური უსაფრთხოების სამსახურის ხანგრძლივვადიან მიზნებს, აუცილებელია შემდეგი შედეგების მიღწევა:

_ რეგიონის მოწყვლადობის დონის შემცირება რუსეთის ფედერაციის ზემოქმედების მიმართ (ნაციონალური უსაფრთხოების სამსახურის სტრატეგია, პუნქტიმედეგობა”);

_ რუსული მედიასაშუალებების მიერ ვითარების დესტაბილიზაციისთვის გავრცელებულ დეზინფორმაციასთან ბრძოლა;

_ თავდაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში დიდ ბრიტანეთთან მუდმივ ურთიერთქმედებას, თუმცა ნელ, მაგრამ ღრმა ცვლილებებთან მივყავართ, რომლებიც ამაღლებს უშიშროების ორგანოს მუშაობის გამჭვირვალობას და ხელს უწყობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების შესაძლებლობების შემცირებას;

_ ხელისუფლებებისა და სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობების გაფართოება უშიშროების ორგანოების გამჭვირვალე მუშაობისა და ეფექტური კონტროლის უზრუნველსაყოფად. ეს გამოიწვევს ხელისუფლებებსა და საზოგადოებებს შორის ურთიერთნდობის გაძლიერებას, აგრეთვე, უზრუნველყოფს ინფორმაციის გაცვლის მექანიზმის მუშაობას და ამით გაანადგურებს გარედან წამოსული დეზინფორმაციისა და მანიპულაციებისთვის სასიკეთო ნიადაგს;

_ ახალი ამბების, აგრეთვე, ანალიტიკური პროგრამებისა და ჟურნალისტური გამოძიებების პირდაპირ ეთერში ტრანსლირება 5 ენაზე.

აქტუალურ თემებზე გამოქვეყნება სტატიებისა, რომლებშიც ურთიერთგაგების გაუმჯობესების მიზნით განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სპეციფიკურ საკითხებს, კონკრეტულ ჯგუფებს, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენელს, აგრეთვე, სხვადასხვა ეთნიკურ და გენდერულ ჯგუფსა და ეროვნულ უმცირესობას შორის კავშირების განსამტკიცებლად;

_ რეგიონის ქვეყნების თავდაცვის სამინისტროებში სტრატეგიული განვითარების საკითხებში მრჩევლის (SDA) მუდმივად ყოფნა ხელს შეუწყობს სამომავლო ცვლილებებს.

კვალიფიციური სამხედრო მოსამსახურეების შერჩევა დიდ ბრიტანეთში სწავლების გავლის მიზნით ხელს შეუწყობს მათი მსოფლმხედველობისა და ყოფაქცევის მოდელის შეცვლას, აგრეთვე, დიდ ბრიტანეთთან ხანგრძლივი კავშირების დამყარებას.

_ უშიშროების ორგანოების თანამშრომელთა სწავლების კურსები ხელს შეუწყობს მოთხოვნების უკეთ გაგებას და გამჭვირვალობის უპირატესობას მათ მუშაობაში”.

აქ ისევ რუსეთის “დეზინფორმაციასთან” ბრძოლაზეა ლაპარაკი, მაგრამ რა ვუყოთ ბრიტანულ დეზინფორმაციას, როცა ლაპარაკია იმაზე, რომ კვალიფიციური სამხედრო მოსამსახურეების შერჩევა დიდ ბრიტანეთში სწავლების გავლის მიზნით ხელს შეუწყობს მათი მსოფლმხედველობისა და ყოფაქცევის მოდელის შეცვლას, აგრეთვე, დიდ ბრიტანეთთან ხანგრძლივი კავშირის დამყარებას. აი, რატომ უნდათ ქართველი სპეციალისტის წაყვანა “სასწავლებლად” დიდ ბრიტანეთში.

ან იმას რა ვუყოთ, რომ უშიშროების სისტემის რეფორმირებაში, ამ დოკუმენტის თანახმად, ძირითადად ბრიტანეთის სპეცსამსახურებისადმი ლოიალურობა და სრული გამჭვირვალეობა იგულისხმება? როგორია უცხო ქვეყნისადმი სრულიად ლოიალური და გამჭვირვალე უსაფრთხოების სისტემა? _ ეს ხომ ყველა სუვერენული სახელმწიფოს “ოცნებაა” _ იყოს სხვა ქვეყნის ყურმოჭრილი მონა და ნებაყოფლობით თქვას უარი იმუნიტეტზე გარე გავლენებისგან.

“CSSF, ცდილობს რა, იპოვოს ადეკვატური პასუხი ნებისმიერ მწვავე სიტუაციაში, აწარმოებს სამუშაოებს რეალურ დროში გავრცელებული დეზინფორმაციის წინააღმდეგ.

საქართველოში, მაგალითად, ყალიბდება თავისუფალი სივრცე, რომლის ჩარჩოებშიც GGF აწარმოებს საინფორმაციო ბრძოლას, რათა აამაღლოს საქართველოს უნარი, დაუპირისპირდეს რუსეთის დეზინფორმაციას. ამ სამუშაოებს უკვე მოაქვს კარგი შედეგები ადგილობრივ დონეზე; განზრახული გვაქვს, ჩვენი გამოცდილება სხვა რეგიონებსაც გავუზიაროთ, ამასთანავე, უფრო განვავითაროთ თანამშრომლობა და გავცვალოთ არსებული რესურსები ჩვენი გავლენის გასაძლიერებლად”.

კიდევ ერთხელ: ბრიტანეთის მიზანი საქართველოში თავისუფალი მედიისთვის ხელის შეწყობა კი არ არის, არამედ საინფორმაციო (არამხოლოდ) ომი რუსეთის წინააღმდეგ და ქართული მედიის მეშვეობით “ალტერნატიული”, ანუ დეზინფორმაციის ნაკადის გავრცელება ხუთ სხვადასხვა ენაზე.

* “საინფორმაციო სივრცეში ჩვენი მუშაობა გაგრძელდება ყველა ახალი გენდერული საკითხის გათვალისწინებით და ეს დაგვეხმარება, ეჭვქვეშ დავაყენოთ ზოგიერთი ტრადიციული პატრიარქალური მიდგომა საზოგადოებაში ქალის როლის შესახებ და მოცემულ რეგიონში მშვიდობის გამტკიცების პროცესში. რეგიონში ჩვენი ჟურნალისტური გაერთიანება ძირითადად შედგება ქალებისგან, რომლებსაც კარგად ესმით ის საკვანძო ამოცანები და გამოწვევები, რომელთა წინაშეც დგას სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფი მოუგვარებელი კონფლიქტების გამო.

უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში ჩვენი მუშაობა, აგრეთვე, წარმოების გენდერული საკითხების გათვალისწინებით, მათ შორის ამას ბრიტანეთის მთავრობის ინიციატივა სექსუალური ძალადობის თავიდან აცილებაზე (PSVI) ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ორგანიზებული ბევრი კურსი, აგრეთვე, მოიცავს გენდერულ პრობლემატიკასთან დაკავშირებულ ზოგიერთ საკითხს. ამ კურსებში მონაწილეობას სულ უფრო ხშირად ვთავაზობთ უშიშროების ორგანოებში მომუშავე ქართველ და სომეხ ქალებს.

ეს მოცემული ასპექტები პასუხობს ქალთა უფლებების დაცვისა და მშვიდობისა და უსაფრთხოების ნაციონალურ პროგრამებს (დიდი ბრიტანეთი), იძლევა შესაძლებლობას, რიგითმა ქალებმაც მიიღონ მონაწილეობა უთანხმოების მოგვარების შესახებ ლექციებში და ხელს უწყობს გენდერული საკითხების უკეთესად გაგებას როგორც მამაკაცების, ასევე ქალების მხრიდან”.

უფლებების დაცვა, სექსუალური ძალადობის აღკვეთა _ სწორედ ამ “გენდერულ საკითხებს” ამოფარებული ცდილობს დიდი ბრიტანეთი, “ტრადიციული პატრიარქალური მიდგომის” დანგრევას ქართველ საზოგადოებაში. მათი აქტიური მუშაობის კვალი უკვე ეტყობა ქართულ “ენჯეოებს” _ ამ ორგანიზაციების ყველაზე ოდიოზური ლიდერები სწორედ გენდერულ თემებზე სპეკულირებით იწყებდნენ კარიერას და სტატისტიკურადაც მათ ლიდერებს შორის გენდერული ერთფეროვნებისკენ მიდრეკილი კაპასი დედაკაცები ჭარბობენ. არადა, სირცხვილიც კია, ბრიტანელებმა და ამერიკელებმა ასწავლონ ქართველებს ქალის პატივისცემა და ოჯახური ტრადიციების დაცვა. ისე, ამას წინათ, ტრამპის არჩევის შემდეგ, ამერიკაში გაიმართა აქციები, რომლებზეც გამოიტანეს პლაკატები წარწერით: “გავაუპატიუროთ მელანია” (დონალდ ტრამპის მეუღლე). ლაპარაკია აშშ-ის პრეზიდენტის ცოლზე… და ეს საზოგადოება ასწავლის ქართველებს, როგორ მოიქცეს ქალთან?!

ან ეს როგორ მოგწონთ: “ამ კურსებში მონაწილეობას სულ უფრო ხშირად ვთავაზობთ უშიშროების ორგანოებში მომუშავე ქართველ და სომეხ ქალებს” _ ცხადია, რომ ბაზა სომხეთში სათანადო ქსელის შესაქმნელად მათთან კომუნიკაციისა და მათი კოორდინაციის უზრუნველსაყოფად სწორედ საქართველოს უშიშროების ორგანოებში მომუშავე “სომეხი ქალებისგან იქმნება” _ და თუ ასე გაგრძელდა, მალე ერევანში მორიგ ანტისახელისუფლო მიტინგზე CSSF-ის მიერ მომზადებულ “26 ამორძალსაც” ვიხილავთ. ისე, ჩვენი “სტრატეგიული პარტნიორები” დესტრუქციისა და “ფერადი რევოლუციების” ექსპორტიორებად, დიდი ხანია, საქართველოს განიხილავენ. ამის დასტურად ხან ყირგიზეთში, ხან ბელარუსში, ხანაც უკრაინაში გამართულ ანტისახელისუფლო მიტინგებზე მოშლიგინე გივი თარგამაძეც იკმარებს.

* “რადგან დიდი ბრიტანეთი (როგორც სამთავრობო, ისე არასამთავრობო ორგანიზაციების სახით) დიდი ხნის განმავლობაში აქტიურად იყო ჩართული ქართულ-აფხაზური ნახევარფორმატიანი დიალოგის (Track 1.5) აგების პროცესში, ჩვენ შევძელით კონტაქტის დამყარება საკვანძო მოთამაშეებთან, რომელთაგან ბევრს მაღალჩინოსნების მორიგი როტაციის შემდეგ შეეძლებათ საკმაოდ გავლენიანი მდგომარეობის დაკავება.

ჩვენ ვგზავნით წარმომადგენლებს ევროკავშირისა და ეუთოს სპეციალურ სადამკვირვებლო მისიებში და ამით ვამაღლებთ ამ ორგანიზაციების წარმომადგენლობის როლსა და მნიშვნელობას. ამას გარდა, ეს მოქმედებები გარანტიას იძლევა ამ რეგიონზე დიდი ბრიტანეთის გავლენის შესანარჩუნებლად და დაუფარავად აჩვენებს რუსეთსა და რეგიონულ მთავრობებს პროცესების მშვიდობიანი რეგულირებისკენ ჩვენს მისწრაფებას.

ჩვენ განვაგრძობთ გენდერულ საკითხებში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ბრიტანელი მრჩევლის დაფინანსებას, რადგან გვინდა, რომ ამ მისიამ ჩაატაროს სამუშაოები არა მხოლოდ ამ ორგანიზაციის შიგნით, არამედ ურთიერთქმედების ჩარჩოში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის წარმომადგენლებთან, რომლებიც საქართველოს ადმინისტრაციული საზღვრის ახლოს ცხოვრობენ. დიდი ბრიტანეთი მხარს უჭერს არაკომერციულ ორგანიზაცია HALO Trust-, რომლის მოღვაწეობის ერთ-ერთი მიმართულება არის მთიანი ყარაბახის ტერიტორიის გაწმენდა ნაღმებისგან, რამაც საშუალება მოგვცა, შეგვექმნა გამნაღმველთა ჯგუფი მხოლოდ ქალებისგან. ეს ფაქტი ნათელი მაგალითია სქესთა თანასწორობისა მამაკაცების საქმიანობის სფეროში.

სომხეთში ჩვენ განვაგრძობთ ქალთა უფლებების დაცვისა და მშვიდობისა და უსაფრთხოების ნაციონალური გეგმის მხარდაჭერას”.

რომელ ქართულ-აფხაზურ ნახევრადფორმატიან დიალოგზეა აქ ლაპარაკი ან რომელ საკვანძო მოთამაშეებთან დაამყარეს ბრიტანელებმა კონტაქტი, რომლებსაც როტაციის შემდეგ შეეძლებათ გავლენიანი მდგომარეობის დაკავება? რა გამოდის: როგორც საქართველოს, ისე აფხაზეთის მთავრობა გაძეძგილია ბრიტანელთა აგენტებით?

ამ მოლაპარაკების გამო ხომ არ განაცხადა საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის აწ უკვე ყოფილმა მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა, აგრეთვე, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა, აფხაზეთი საქართველოს ნაწილი არასოდეს ყოფილაო?

ისიც აღსანიშნავია, რომ ორივე პიროვნება სწორედ დასავლეთისგან გულუხვად დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები იყვნენ.

ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ დიალოგში ჩართვამდე პატივცემულ ბრიტანელებს იქნებ გაეზიარებინათ გამოცდილება და განემარტათ ჩვენთვისაც და აფხაზებისთვისაც, როგორ, რა გზით ჩაერთნენ და მოაგვარეს ირლანდიის, შოტლანდიის, უელსის პრობლემები; ან ეს ნახევარფორმატიანი დიალოგი რას ნიშნავს? ან ეს ორგანიზაცია HALO Trust-ი რას წარმოადგენს და რა იციან მისი მოღვაწეობის შესახებ ყარაბაღსა და ერევანში?

* “მუშაობის თითოეულ ეტაპს განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება დიდი ბრიტანეთის მთავრობის ინტერესების სარეალიზაციოდ მოცემულ რეგიონში. ინფორმაცია, კონტაქტები ადგილობრივი სპეცსამსახურების წარმომადგენლებთან, აგრეთვე, ურთიერთობა სამოქალაქო საზოგადოების ფართო ფენებთან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონში ჩვენი გავლენის გასაძლიერებლად. ეს ცნობები დიდი ბრიტანეთის მთავრობის მომზადებული პოლიტიკური მოხსენებების საფუძველში იდება, აგრეთვე, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს რეკომენდაციებში იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც საზღვარგარეთ მიემგზავრებიან”.

აბა, რა – საქართველოს სპეცსამსახურებში “მივლინებული” ბრიტანელები ინფორმაციას, რომელსაც მოიპოვებენ, დაუყოვნებლივ გადასცემენ თავიანთ მთავრობას. მთავარი კი ამ ინფორმაციაში, როგორც დოკუმენტიდან ირკვევა, უნდა იყოს კონტაქტები ადგილობრივი სპეცსამსახურების წარმომადგენლებთან და ურთიერთობა სამოქალაქო საზოგადოების ფართო ფენებთან, რაც თურმე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონში ბრიტანეთის გავლენის გასაძლიერებლად. რა შეიძლება ამაზე ითქვას _ ეს ხომ კომპრომატისა და მოსყიდვის გზით გადაბირების კლასიკური სქემაა. ამას ბრიტანელები არც მალავენ, ისინი დაუფარავად ამბობენ, რომ საქართველოს მოქალაქეებზე, განსაკუთრებით მათთვის საინტერესო პერსონებზე, უნდა დაწესდეს სრული კონტროლი. აკი წერენ კიდეც, რომ საქართველოს მოქალაქეებზე ღიად და ჯაშუშური გზით მოპოვებული ინფორმაცია უნდა აისახოს “დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს რეკომენდაციებში იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც საზღვარგარეთ მიემგზავრებიან”, ამის ფონზე ჯორჯ ორუელის სიუჟეტები საბავშვო ხუმრობად მოგეჩვენებათ.

* “ადგილობრივი არასამთავრობოების გამოყენების სტრატეგია ხშირად გაცილებით ეფექტურია, ვიდრე საერთაშორისო ორგანიზაციების გამოყენების სტრატეგია, ამასთანავე, ამცირებს საერთო ხარჯებს. ადგილობრივ არასამთავრობოებთან მუშაობისას ეკონომიკური ეფექტურობისკენ ჩვენი სწრაფვის გათვალისწინებით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა იმას, რომ არ დავუშვათ მიღებული შედეგების ხარისხის გაუარესება, აგრეთვე, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის დონის დაცემა, კერძოდ, CSSF-ის ჩარჩო ხელშეკრულების მონაწილეებთან.

CSSF-ის მუშაობის პროგრამა საქართველოსა და მოლდოვაში ითვალისწინებს ყოველწლიურად 4,5 მლნ გირვანქა სტერლინგის ბიუჯეტის გამოყოფას 2020 წლის მარტამდე”.

ამ ამონარიდის წაკითხვის შემდეგ აღარავის გაუკვირდება, რატომ იკლავენ თავს ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები პედერასტების უფლებების დასაცავად, რატომ უტევენ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, რატომ ცდილობენ მარიხუანის მოყვანისა და მოწევის ლეგალიზებას და სხვ. მათ ხომ ამისთვის 2020 წლამდე ყოველწლიურად 4,5 მლნ გირვანქა სტერლინგი უნდა მიიღონ? ამას დაუმატეთ შარშან ამერიკის ინტერესების პროპაგანდისთვის გამოყოფილი მილიონობით დოლარი და სულგაყიდული გრანტიჭამიების მერკანტილური ზრახვები აშკარა იქნება. თანაც ბრიტანეთი მიზანშეწონილად მიიჩნევს, თავისი მიზნების განსახორციელებლად გამოიყენოს ადგილობრივი და არა საერთაშორისო ორგანიზაციები _ “ადგილობრივი არასამთავრობოების გამოყენების სტრატეგია ხშირად გაცილებით ეფექტურა, ვიდრე საერთაშორისო ორგანიზაციების გამოყენების სტრატეგია, ამასთანავე, ამცირებს საერთო ხარჯებს”, – გულწრფელად აღიარებენ ისინი. როგორც ჩანს, ადგილობრივი “მეხუთე კოლონა” სამშობლოს უფრო იაფად ყიდის, ყოველ შემთხვევაში, ბრიტანელებისავე აღიარებით, რენეგატების მოსყიდვა გაცილებით იაფი ჯდება, ვიდრე სპეციალისტების დაქირავება.

* “ბრძოლა რუსეთის მხრიდან წამოსულ მადესტაბილიზებელ დეზინფორმაციასთან _ ამ შემთხვევაში ჩვენ დავეყრდნობით ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებსაც აქვთ ჟურნალისტური კავშირები ბევრ სახელმწიფოში, მათ შორის, მსოფლიოს საზოგადოებრიობის მიერ აუღიარებელ სახელმწიფოებში. რაც შეეხება პარტნიორებს, რომლებიც უკვე თანამშრომლობენ ჩვენთან, მოცემული პროექტის ფარგლებში განზრახული გვაქვს, განვაგრძოთ თანამშრომლობა და ველოდებით მათი მუშაობის დადებით შედეგებს ჩვენ მიერ ჩადებული სახსრების მოცულობის შესაბამისად. დარწმუნებული ვართ, რომ მათთან მუშაობის შეწყვეტა ძალიან ადრეა.

ჩვენი თანამშრომლობის გაგრძელების საკითხის გადაწყვეტის მიზნით, მათი მუშაობის შეფასება მოხდება, როგორც მიმდინარე საფინანსო წლის მიმდინარეობისას, ისე მის ბოლოს.

ჩვენი პარტნიორები, რომლებიც იღებენ 105 000 გირვანქა სტერლინგზე მეტ დაფინანსებას, მხოლოდ ერთი წყაროდან დაფინანსდებიან.

ყველა კონტრაქტი, რომლებიც აღემატება 80 ათას გირვანქა სტერლინგს, მოწონებული უნდა იქნას დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფების მიერ. უფრო ნაკლებთანხიანი კონტრაქტები მოწონებული უნდა იქნას პროგრამის რეგიონული საბჭოების მიერ. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელით ხელმოწერილ კონტრაქტებში, პროგრამის რეალიზაციის შეფასების მიზნით, უნდა იყოს პუნქტი კონტრაქტის შეწყვეტის პირობების, აგრეთვე, ანგარიშის წარდგენის შესახებ.

ეტაპობრივი გადახდის სისტემის მუშაობა დამოკიდებული იქნება უშუალოდ პროგრამის პროცესის რეალიზაციაზე”.

რა თქმა უნდა, ბრიტანელების, ისევე, როგორც ამერიკელების საყრდენი ძალა საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციებია, რომელთა მუშაობის დადებით შედეგებს სულმოუთქმელად ელოდებიან. რუსეთის საინფორმაციო გავლენაზე ლაპარაკი კი სასაცილოა, როცა ქართული საინფორმაციო საშუალებების 99% დასავლეთის ინტერესებზე გაჰკივის და გაშმაგებით ლანძღავს რუსეთს. ან, საერთოდ, რა შუაშია რუსული პროპაგანდა იმასთან, რომ საქართველოს მოსახლეობის ნდობა საგრძნობლად შემცირდა დასავლეთის მიმართ, იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც უვიზო მიმოსვლაზე უარს გვეუბნებიან, მათი მოქალაქეები კი საქართველოში თავისუფლად დასეირნობენ?! იმ ქვეყნის მიმართ, რომელიც ერთნაირსქესიანთა შორის ქორწინების დაკანონებით გვემუქრება?! ამასაც თავი რომ დავანებოთ, ბრიტანელები არ მალავენ, რომ აქამდეც იყენებდნენ და მომავალშიც აპირებენ ჟურნალისტების გამოყენებას შავბნელ საქმეებში. “ამ შემთხვევაში ჩვენ დავეყრდნობით ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებსაც აქვთ ჟურნალისტური კავშირები ბევრ სახელმწიფოში, მათ შორის, მსოფლიოს საზოგადოებრიობის მიერ აუღიარებელ სახელმწიფოებში. რაც შეეხება პარტნიორებს, რომლებიც უკვე თანამშრომლობენ ჩვენთან, მოცემული პროექტის ფარგლებში, განზრახული გვაქვს, განვაგრძოთ თანამშრომლობა და ველოდებით მათი მუშაობის დადებით შედეგებს, ჩვენ მიერ ჩადებული სახსრების მოცულობის შესაბამისად”, – დეკლარირებს ხსენებული დოკუმენტი, როგორც იტყვიან, გირვანქა სტერლინგი ჯოჯოხეთს ანათებს.

ისე, ნამუსიც კარგი საქონელია და იქნებ პატივცემულმა ბრიტანელებმა გაგვცენ პასუხი: ევროკავშირიდან პირველი სწორედ დიდი ბრიტანეთი გავიდა. ეს გადაწყვეტილება ლონდონმა რეფერენდუმის გზით მიიღო. დავიჯეროთ, ბრიტანელების უმრავლესობის ნება _ ბრექსიტი – რუსული პროპაგანდის შედეგია თუ, მათი დიადი თანამემამულის არ იყოს, რაღაც დალპა ამ სამეფოში?

* “პროგრამას უხელმძღვანელებენ შემდეგი თანამშრომლები, რომლებიც ფინანსდებიან CSSF-ისგან:

- მრჩეველი რეგიონული კონფლიქტების საკითხებში (RCA) (კატეგორია D6) ტერიტორიულად არის თბილისში , პასუხისმგებელია პროგრამის რეალიზაციაზე კავკასიის რეგიონსა და მოლდოვაში (შენიშვნა: რეგიონული კონფლიქტების საკითხებში მრჩეველი პასუხს აგებს პროგრამის შედგენაზე მოლდოვისთვის, მაგრამ შესაბამისი ღონისძიებების რეალიზაციასა და კონტროლის განხორციელებაზე პასუხისმგებელია რეგიონული კონფლიქტების საკითხებში მრჩეველი უკრაინაში. უფლებამოსილების ასეთი დაყოფა მიღებულია EECAD-დან ნაციონალური უსაფრთხოების სამსახურებთან შეთანხმებით;

- პროგრამის რეალიზაციის სპეციალისტი (კატეგორია 6) იმყოფება თბილისში. მის მუშაობას აფინანსებს GGF, მაგრამ სამუშაო დრო თანაბრად ნაწილდება GGF-ისა და CSSF-ის პროექტებს შორის. 2016 წლის მაისში იგეგმება ამ ვაკანსიის გადაყვანა სრული დატვირთვის პირობებში. ანგარიში წარედგინება მრჩეველს რეგიონული კონფლიქტების საკითხებში;

- რეგიონული საინფორმაციო დაპირისპირების სპეციალისტი (კატეგორია B3 _ დაქირავებული ადგილობრივი თანამშრომლების რიცხვიდან) _ იმყოფება თბილისში. ანგარიშს წარუდგენს მრჩეველს რეგიონული კონფლიქტების საკითხებში;

_ მრჩეველი სტრატეგიული განვითარების საკითხებში (DA) (კატეგორია D6, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროში _ კატეგორია B2) მივლინებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, აგრეთვე, მუშაობს სომხეთის თავდაცვის სამინისტროსთან. ანგარიშს წარუდგენს დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს შესაბამის სამსახურებს;

- VNC (დიდი ბრიტანეთი) _ სტრატეგიული ურთიერთქმედების საკითხების სპეციალისტი (ნატო) _ (მივლინებული თანამშრომელი _ გათანაბრებულია კატეგორია D7-თან, თავდაცვის სამინისტროში _ კატეგორია B1) _ მიმაგრებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროზე. ანგარიშს აბარებს რეგიონულ სამხედრო ატაშეს, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ნატოსა და ევროპის პოლიტიკის განყოფილებასა და ნატოს შტაბ-ბინას”.

ნიშანდობლივია, რომ ყველა საკვანძო თანამშრომელი, რომლეთაც CSSF-ი აფინანსებს, იმყოფება თბილისში და ეს “თანამშრომლები” ანგარიშს აბარებენ ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ნატოსა და ევროპის პოლიტიკის განყოფილებას.

* “სამოქალაქო საზოგადოების შევიწროება აზერბაიჯანსა და რუსეთში. ადგილობრივი დამოუკიდებელი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების მოღვაწეობის შესაზღუდავად რიგი ზომების შემოღებამ ზოგიერთი ორგანიზაციის დახურვა გამოიწვია. ამჟამად ჩვენ უკვე შევწყვიტეთ ჩვენი მოღვაწეობის გარკვეული სეგმენტები აზერბაიჯანში, და მოქმედი რეჟიმის მხრიდან სამომავლო ზომები მოთხოვნების გამკაცრების თაობაზე ვერ იქონიებს დიდ გავლენას ჩვენს საპროექტო სამუშაოებზე.

ახლა ვცდილობთ, მოვაგვაროთ ურთიერთობა აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან და ავამუშაოთ პროექტები, რომლებიც, ასე თუ ისე, თავისუფალი მოქმედების საშუალებას მოგვცემს.

არასამთავრობო ორგანიზაციების პრობლემები: აზერბაიჯანის ხელმძღვანელობის მკაცრმა პოლიტიკამ არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ გავლენა იქონია ამ ორგანიზაციების მუშაობაზე ქვეყანაში.

აზერბაიჯანის ტერიტორიაზე შეჩერდა ან სულაც გაუქმდა, როგორც სახელმწიფოთაშორისი, ისე შიგა სახელმწიფოებრივი პროექტები.

4 პროექტიდან, რომლებიც მომზადებული იყო სარეალიზაციოდ აზერბაიჯანის (ან სომხეთის არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად) არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის 2015_2016 წლებში, მხოლოდ ერთია აქტიურ სტადიაში, რადგან მხოლოდ ცოტა ხნის წინათ შექმნეს მისი განხორციელებისთვის საჭირო პირობები.

მას შემდეგ, რაც სამხრეთ ოსეთმა ხელი მოაწერა შეთანხმებას რუსეთთან, არასამთავრობო ორგანიზაციებს აღეკვეთოს შესაძლებლობა, გაშალონ თავიანთი მუშაობა რესპუბლიკის ტერიტორიაზე. ამის გამო წამყვანმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ოფიციალურად შეწყვიტეს არსებობა.

არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლები განუწყვეტლივ განიცდიან ზემოქმედებას სამხრეთ ოსეთის უშიშროების სამსახურის მხრიდან.

ჩვენ ძალიან შეზღუდული შესაძლებლობა გვაქვს, გავლენა მოვახდინოთ სამხრეთ ოსეთში შექმნილ ვითარებაზე, ამის გამო ჩვენს მუშაობას პროგრამის რეალიზაციის ფარგლებში, პრაქტიკულად, შედეგი არ მოაქვს.ამ მიმართულებით მუშაობის გასაგრძელებლად აუცილებელია, შემუშავდეს ახალი მეთოდები.

აფხაზეთშიც მკაცრდება პოლიტიკა უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში, თუმცა აფხაზეთის ხელმძღვანელობის ასეთ ინიციატივებს წინააღმდეგობა ხვდება ზოგიერთი ადგილობრივი და საერთაშორისო სტრუქტურის არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან”.

ყველა ნორმალური სახელმწიფოს ხელისუფლება შეზღუდავდა იმ არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობას, რომლებიც სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული საქმეებით არის დაკავებული.

არათუ აზერბაიჯანელები და რუსები, ოსები და აფხაზებიც კი მიხვდნენ, რომ ეს არასამთავრობო ორგანიზაციები კარგს არაფერს მოუტანენ.

თუმცა საინტერესოა, რატომ თვლემენ სომხეთისა და აზერბაიჯანის სპეცსამსახურები. აზერბაიჯანს, როგორც ჩანს, გარკვეული ქმედითი ზომები მიღებული აქვს და ამაზე წუხან კიდეც ბრიტანელები, _ ვერ ვაწარმოებთ აზერბაიჯანში დესტრუქციულ საქმიანობას, არ გვაძლევენ ამის გასაქანსო. მაგრამ ამ ფონზე განსაკუთრებით საინტერესოა სომხეთის პოზიცია _ როგორც ირკვევა, ბრიტანელი კურატორი, რომელიც საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ზის, მჭიდროდ თანამშრომლობს და “კონსულტაციებს” უწევს სომხეთის თავდაცვის სამინისტროსა და სპეცსამსახურებსაც… სომხები საკუთთარ თავს თვითონ მოუვლიან, ჩვენთვის მთავარია, რა ხდება საქართველოში. ანტიეროვნული ორგანიზაციების წარმომადგენელთაგან ზოგი პარლამენტშია მოკალათებული, თამარ ჩუგოშვილის მეთაურობით; ზოგიც _ სამთავრობო სტრუქტურებში (ნინო ლომჯარია). და ეს “ქართულმა ოცნებამ” საქართველოს საკეთილდღეოდ გააკეთა?

ზემოთქმულიდან ნათელია, როგორ აპირებს საქართველოს კიდევ ერთი “სტრატეგიული პარტნიორი” საქართველოს დახმარებას. რისთვის სურს 4,5 მლნ გირვანქა სტერლინგის გამოყოფა ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და 30 ვერცხლად გაყიდული პირებისთვის, რომლებიც მისი (და არა საქართველოს) ინტერესების გატარებას შეეცდებიან.

და ეს ხდება იმ ფონზე, როცა ქვეყნის ეკონომიკა დანგრეულია, ლარი _ კატასტროფულად გაუფასურებული, ხოლო მოსახლეობის უმრავლესობა _ სიღარიბის ზღვარზე.

შემთხვევითი, ალბათ, არც ის უნდა იყოს, რომ დიდი ბრიტანეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ტიფანი სენდლერმა წლეულს, ზაფხულში, ბრექსიტისა და მისი შედეგების კომენტირებისას საჭიროდ ჩათვალა, კონფლიქტების აღმოფხვრის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობის ფონდზე და საქართველოსთვის ამ ფონდის საქმიანობის მნიშვნელობაზე ესაუბრა. “ჩვენ მტკიცედ განვაგრძობთ საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. 2015_2016 წლებში კავკასიის კონფლიქტების აღმოფხვრის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების ფონდიდან (CSSF) ჩვენ დავაფინანსეთ 34 პროექტი საერთო ღირებულებით 3 მილიონ გირვანქა სტერლინგზე მეტი, რომელთა ძირითადი ფოკუსი რეგიონში მშვიდობის განმტკიცებაა”, _ განაცხდა სენდლერმა. საქართველოს ეკონომიკის აღორძინებისთვის, სამრეწველო პოტენციალის აღდგენისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის ბრიტანეთის მიერ გაღებულ ხარჯებზე სენდლერს არაფერი უთქვამს ან რას იტყოდა _ ვის რაში აინტერესებს ჩვენი მრეწველობა და სოფლის მეურნეობა?! მთავარია არასამთავრობოებისა და შტატიანი თუ გავლენის აგენტების დაფინანსება.

ამ თვალსაზრისით არანაკლებ საინტერესოა 5 დეკემბერს საქართველოში ჩამოსულ, გაერთიანებული სამეფოს პარლამენტში საქართველოს საკითხებზე პარტიათაშორისი საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელ ჯონათან ჯანოღლისთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს პარლამენტის სპიკერ ირაკლი კობახიძის განცხადება: “ჩვენ ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას დიდ ბრიტანეთთან და დიდი სურვილი გვაქვს, კიდევ უფრო გაღრმავდეს ეს პარტნიორობა, როგორც ქვეყნებს შორის, ზოგადად, ასევე, პარლამენტთაშორის დონეზე. ამ მიმართულებით ძალიან ბევრი რამ გაკეთდება ჩვენი პარლამენტის მიერ”.

როგორც ხედავთ, ზემოხსენებული დოკუმენტის შექმნა, კოლოსალური თანხების გამოყოფა, რომელიც თურმე საქართველოში დესტრუქციულ საქმიანობაზე იხარჯება, აგრეთვე, ამ დოკუმენტში ნახსენები მიმართულებებით გარკვეული არასამთავრობო ორგანიზაციების გააქტიურება და საქართველოს პარლამენტის ახალარჩეული თავმჯდომარის მიერ გაკეთებული განცხადება – “ამ მიმართულებით ძალიან ბევრი რამ გაკეთდება ჩვენი პარლამენტის მიერ”-ო, ერთმანეთს დროში ლოგიკურად დაემთხვა, ამიტომ გასაკვირი არც უნდა იყოს სოროსის ფონდის ყოფილი თანამშრომლის, ამჟამად საქართველოს პარლამენტის ახალი თავმჯდომარის – ირაკლი კობახიძის მიერ ბრიტანელი კურატორებისავის მწვანე შუქის ანთება.

ამაზეა ნათქვამი: ხელი ხელს ბანს და ორივე – პირსო…

არასამთავრობო სექტორსა და მედიაში კი გირვანქა სტერლინგით განათებული გნიასი უკვე დაიწყო. ოპერატიულად იქმნება ახალი მედიარესურსები, რომლებიც პოლიტპროპაგანდის ისეთი ვეტერანების კვალდაკვალ, როგორიცაა “რადიო თავისუფლება” და “ამერიკის ხმა”, უშუბლისძარღვოდ და გაკაპასებით ამტკიცებენ, რომ თეთრი შავია. მაგალითად, ინტერნეტრესურსი eurocommunicator.ge, რომლის მიზანიც თურმე მითების მსხვრევაა, თავგადაკლული ამტკიცებს, რომ აშშ-სა და ნატოს მიერ იუგოსლავიაში, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში, აზიაში, აღმოსავლეთ ევროპაში სუვერენული სახელმწიფოების საშინაო საქმეებში ჩარევა, მათ ტერიტორიაზე გაეროს სათანადო მანდატის გარეშე სამხედრო მოქმედებების ჩატარება, ევროპული ქვეყნების ლიდერების ფარული მიყურადება და თვალთვალი არა მწარე რეალობა, არამედ რუსული პროპაგანდის მიერ მოგონილი მითია და ა. შ. ანალოგიური საქმიანობით სასწრაფოდ დაკავდა mdfgeorgia.ge, ოპერატიულად გამოიჩეკა media­checker.ge, მეტიც 17 არასამთავრობო ორგანიზაციისგან შემდგარმა პლატფორმამ “დაიცავი თავისუფლება”, revolution messaging-ის (ულტრალიბერალური იდეების ლობისტი კომპანია, რომელიც აშშ დემოკრატიული პარტიის პიარით, მათი ლიდერების მათ შორის ბარაქ ობამას პოლიტიკური კონსალტინგით, აგრეთვე მარიხუანას ლეგალიზაციის პოპულარიზაციით არის დაკავებული) დახმარებით შექმნა ორგანიზაცია “ლიბერთი ჯორჯია”, რომლის მიზნებიც ერთი-ერთში იმეორებს იმ დოკუმენტის მიზნებსა და ამოცანებს, რომლებსაც წინამდებარე წერილი ეძღვნება. როგორც ჩანს, CSSF-ის დაფინანსების ადრესატები ჯერ სრულად არ არის გამოვლენილი. ამ დოკუმენტიდან ირკვევა, რომ 80 ათას გირვანქამდე დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილებას ადგილობრივი კურატორი იღებს, ამ თანხის ზევით დაფინანსებაზე გადაწყვეტილება ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა მიიღოს _ ეს კი მაღალ კონკურენციას გულისხმობს და ამიტომაც იჩეკებიან ყოველდღიურად ახალ-ახალი “მედიარესურსები” და არასამთავრობოები ნანატრი გრანტის მისაღებად. და ეს შემართება გარანტიაა იმისა, რომ ოღონდ ფუნტი იყოს და სახელმწიფოს ინტერესებით მოვაჭრეთა რიგი კიდევ დიდხანს იდგება CSSF-ის რეზიდენტთა ზღურბლზე.

ამერიკის შეერთებული შტატები და დიდი ბრიტანეთი დღეს კი არიან საქართველოს სტრატეგიული პარტნიორები, მაგრამ მსოფლიოში ძალთა ბალანსი იცვლება, შესაბამისად, საქართველო და მისი ამჟამინდელი “სტრატეგიული პარტნიორები” შეიძლება სხვადასხვა პოლუსზე აღმოჩნდნენ. ასეთ შემთხვევაში დასავლეთი თავის მსტოვრებს აამოქმედებს არა საქართველოს ხელისუფლების (თავიანთ ძაღლისშვილებს ხომ არ დასჯიან?!), არამედ ქვეყნის წინააღმდეგ.

ცნობისთვის: კონფლიქტების აღმოფხვრის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობის ფონდი (CSSF) 2015 წელს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროსა და საერთაშორისო განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით შეიქმნა. ფონდის სტრუქტურაში გაერთიანდნენ ზემონახსენებ სამინისტროებთან არსებული რიგი უწინ მოქმედი ფონდებისა. CSSF-ის ძირეულ განსხვავებას მასში შერწყმული წინამორბედი ფონდებისგან წარმოადგენს მისი მუშაობის კოორდინაცია უშუალოდ დიდი ბრიტანეთის ნაცონალური უსაფრთხოების საბჭოს მიერ ქვეყნის პრემიერმინისტრის თავმჯდომარეობით. ამ ორგანიზაციის შექმნით განხორციელდა ყველა სამთავრობო ფონდის ცენტრალიზაცია, რამაც მათი საქმიანობის შედეგად მიღებული ინფორმაციის სისტემატიზაციისა და სახელმწიფოს ხელმძღვანელობის დონეზე სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებისთვის კომპლექსური სტრატეგიული დაგეგმვის განხორციელების საშუალება მისცა.

ფონდის წლიური ბიუჯეტი 1 მილიარდ გირვანქა სტერლინგს აჭარბებს. ამჟამად არსებობს ფონდის ორი წარმომადგენლობა: საქართველოში _ ჩრდილოეთ და სამხრეთ კავკასიის საკითხებში და ბიშკეკში _ ცენტრალური აზიის საკითხებში, ხოლო ფონდის მუშაობას აღმოსავლეთ ევროპაში კოორდინაციას უწევს დიდი ბრიტანეთის საელჩო უკრაინაში.

—————-

P.S. 1920 წლის 15 ნოემბერს ჟენევაში გაიმართა ერთა ლიგის (გაეროს მსგავსი ორგანიზაცია) პირველი კრება, რომელსაც ამ ორგანიზაციაში საქართველოს გაწევრების საკითხიც უნდა განეხილა. ერთა ლიგაში გაწევრება საქართველოს ბოლშევიზმის შემოჭრისგან იხსნიდა, მაგრამ ამის მომხრე მხოლოდ 10 სახელმწიფო აღმოჩნდა, წინააღმდეგი კი _ 14. მოწინააღმდეგეთა შორის იყო ჩვენი ამჟამინდელისტრატეგიული მოკავშირედიდი ბრიტანეთი.

——————–

Comments are closed