globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 8 სექტემბერი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Sep 8th, 2015 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

რეზონანსი: რუსული აგრესიის შემთხვევაში აშშ საქართველოს სამხედრო დახმარებას აღმოუჩენს ირაკლი სესიაშვილი: “ვერ დაგელაპარაკებით ამ დეტალებზე. რაიმე კონკრეტული არსებობს თუ არა, არც ამაზე გიპასუხებთ”

რეზონანსი“: აფხაზეთში ისტორიულ შენობებს აგურ-აგურ შლიან

———————-

რეზონანსი//მთელი კვირა“, 08 სექტემბერი, 2015 წელი

რუსული აგრესიის შემთხვევაში აშშ საქართველოს სამხედრო დახმარებას აღმოუჩენს ირაკლი სესიაშვილი: “ვერ დაგელაპარაკებით ამ დეტალებზე. რაიმე კონკრეტული არსებობს თუ არა, არც ამაზე გიპასუხებთ”

თიკო ოსმანოვა

(შემოკლებით)

რუსეთის აგრესიული ქმედებების შემთხვევაში, შესაძლოა, აშშ-მა საქართველოს სამხედრო დახმარება აღმოუჩინოს. ევროპაში ამერიკული არმიის სარდლის, ბენ ჰოტჯესის თქმით, ნატო უნდა მოერგოს არსებულ სიტუაციას და უფრო სწრაფად მოახდინოს რეაგირება. სწორედ ამიტომ, მისი თქმით, ქართულ-ამერიკული წვრთნების ერთ-ერთი ამოცანა იქნება იმის შემოწმება, თუ რამდენად სწრაფად ჩამოვა ამერიკული სამხედრო ტექნიკა საქართველოში.

არსებობს თუ არა ამასთან დაკავშირებით რაიმე შეთანხმება აშშ-სა და საქართველოს შორის და რით შეიძლება დაგვეხმაროს ჩვენი სტრატეგიული მოკავშირე ქვეყანა რუსული აგრესიის შემთხვევაში? როგორც ირაკლი სესიაშვილი, პარლამენტის ტავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, იგი ასეთ დეტალებზე ვერ ისაუბრებს: „ვერ დაგელაპარაკებით ასეთ დეტალებზე… ვერ გეტყვით, არსებობს თუ არა რაიმე შეთანხმება… უბრალოს, ჩვენი კანონმდებლობით, სანამ ამ სფეროში ყველაფერი არ იქნება სისრულეში მოყვანილი, მანამდე უფლება არ მაქვს რაიმე ინფორმაცია გავახმიანო… როგორც შევთანხმდით, საქართველოს ნატოს საწრთვნელი ცენტრი გაიხსნა. თავისთავად ცხადია, რომ ცენტრისთვის აუცილებელი აღჭურვილობა, ტექნიკა. ვიმედოვნებთ, რომ ამ საკითხში ნატოს ქვეყნები დაგვეხმარებიან და მოგვცემენ იმ საშუალებებს, რომლის მეშვეობითაც ჩვენი სამხედრო მოსამსახურეები მოემზადებიან. ამ ეტაპზე მხოლოდ ამის ტქმის საშუალება მაქვს“, – ამბობს „რეზონანსთან“ საუბრისას ირაკლი სესიაშვილი.

როგორც ცნობილია, გუშინ საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ევროპაში აშშ-ის ჯარების სარდალს, გენერალ ბენ ჰოჯესს შეხვდა, რომლის დროსაც მხარეებმა 2016 წელს დაგეგმილი ერთობლივი სამხედრო წრთვნების საკითხი განიხილეს. ბენ ჰოჯესი თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაშიც მონაწილეობს, რომლის თემაა „ევროპის ახალი გეოპოლიტიკური ლანდშაფტი: უსაფრთხოება, ეკონომიკური შესაძლებლობები, თავისუფლება და ადამიანური ღირსება ფრონტისპირა ქვეყნებში”.

„რუსეთი უხეში ძალის გამოყენებით ცდილობს, ევროპის ტერიტორიაზე სუვერენული ქვეყნების საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების შეცვლას, ისე, როგორც ეს გააკეთა საქართველოსა და უკრაინაში.  NATO-ს წევრებმა სამიტზეც აღნიშნეს, რომ ასეთი საქციელი დაუშვებელია. ჩვენ შევთანხმდით რომ NATO უნდა მოერგოს არსებულ სიტუაციას და უფრო სწრაფად უნდა მოახდინოს რეაგირება. სწორედ ამიტომ შეიქმნა NATO-ს სწრაფი რეაგირების ძალები. ეს უფრო მეტ არჩევანს მისცემს პოლიტიკურ ლიდერებს შემაკავშირებელი ფუნქცია შეასრულონ რუსეთთან მიმართებაში ევროპის კონტინენტზე, სამხედრო ძალების გადაადგილება, ამ პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია“, – განაცხადა ბენ ჰოჯესმა.

ამერიკელი გენერლის ფრაზას მრავლისმთქმელად მიიჩნევს საქართველოს თავდაცვის მინისტრი, რომლის თქმით, იგი არ ელოდა, რომ რაც ითქვა დახურულ სესხვედრაზე, იმას გენერალი ბენ ჰოჯესი საჯაროდ გაიმეორებდა, რაც, მინისტრის აღიარებით, ძალიან სასიამოვნოა. „ჩემთვის, როგორც თავდაცვის მინისტრისთვის, ძალიან საინტერესო იყო გენერალ ჰოდჯესის გამოსვლა, მან ძალიან საინტერესო აქცენტები გააკეთა, პირველ რიგში, როდესაც საუბრობდა რუსეთის პროვოცირების შესახებ მსოფლიოში დღეს მოარულ არგუმენტებზე. მან ძალიან ნათლად, სამხედროებისთვის დამახასიათებელი პირდაპირობით, თქვა, რომ რუსეთს პროვოცირება არ სჭირდება, ის ოცი წელია, აგრესიით არის დაკავებული. ვფიქრობ, როდესაც ამერიკელი გენერლისგან ასეთ ფრაზებს ისმენ, ეს ძალიან ბევრი რამის მთქმელი და მანიშნებელია. ამავე დროს, როდესაც ის საუბრობდა საქართველოში მომავალ წელს დაგეგმილ ქართულ-ამერიკულ სწავლებებზე, ბევრი საინტერესო ნიუანსი იყო. ჩვენ დილით გვქონდა შეხვედრა და ვილაპარაკეთ დეტალებზე. არ ველოდი, რომ ის აქაც გაიმეორებდა იმას, რაც ჩვენთან შეხვედრაზე თქვა. კერძოდ, ერთ-ერთი ამოცანა ამ ტრენინგის იქნება ის, რომ ვნახოთ, რამდენად სწრაფად ჩამოვლენ ამერიკული სამხედრო ტექნიკა და ჯარისკაცები საქართველოს მიწაზე, გამომგზავრების ადგილიდან”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

ირაკლი სესიაშვილის განმარტებით კი რეაგირებაში არ იგულისხმება მხოლოდ სამხედრო ძალების ჩარევა: ასე ერთმნიშვნელოვნად იმის ტქმა, რომ აგრესიის შემთხვევაში ამერიკის ჯარები ჩაერევიანო, ამის შთაბეჭდილება მოსახლეობას არ უნდა შევუქმნათ. აქ საუბარია იმ რეაგირებაზე, რომელსაც მთელი ცივილიზებული სამყაროსგან უნდა ველოდოთ. ეს არ იქნება ისეთი რეაგირება, როგორიც 2008 წელს მოხდა. ახლა რუსეთის მიმართ, ალბთ, უფრო მკაცრი მიდგომები იქნება, სანამ მოსკოვი რაიმე აგრესიას განახორციელებს. ვფიქრობ, ეს არის სწორი მესიჯი, რაც ამერიკელმა გენერალა გააკეთა. უკრაინის მოვლენების ფონზე დასავლეთი თავის სტრატეგიას გადახედავს“, – ამბობს ირაკლი სესიაშვილი.

(…)

თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილის გიორგი მუჩაიძის აზრით, აშშ-ის მხრიდან ასეთი სერიოზული განცხადება პირველად კეთდება და ეს გზავნილიც გარკვეულწილად რუსეთის გაფრთხილებას წარმოადგენს. „აქ საუბარი კონკრეტულ ქმედებაზე, ანუ კონკრეტულ სიტუაციაში კონკრეტული გადაწყვეტილება იქნება მიღებული, თუმცა მანამდე შესაბამისი სამხედრო მომზადება განხორციელდება… საქართველოს დახმარების კუთხით ეს არის ძალიან სერიოზული განცხადება. ვიმედოვნებ, რომ ამას ასევე ძალიან სერიოზული პრაქტიკული ნაბიჯები მოჰყვება. ეს პოლიტიკური გზავნილი მარტო ქართული მხარისათვის არაა განკუთვნი9ლი, ეს რუსეთმაც ყურად უნდა იღოს, რადგან დასავლეთისათვის მოსკოვის აგრესიული ქმედებები მიუღებელია.

რაც სეეხება ყექნიკის გამოგზავნას, ეს ადრეც მომხდარა. სწორედ ამას წინათ ჩატარდა სწავლება, რომელშიც ამერიკული სამხედრო ტექნიკა მონაწილეობდა. არსებობს [საქართველო-აშშ-ის] სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტია, რომელშიც მნიშვნელოვანი ადგილი აქვს დათმობილი სამხედრო მიმართულებას. სწორედ ეს ქარტია იძლევა იმის საშუალებას, რომ მსგავსი საკითხები გადაწყდეს და ორმხრივი შეთანხმებები დაიდოს“, – განუცხადა „რეზონასსს“ გიორგი მუჩაიძემ.

რეზონანსი//მთელი კვირა“, 08 სექტემბერი, 2015 წელი

აფხაზეთში ისტორიულ შენობებს აგურ-აგურ შლიან

თეა ბეჟიტაშვილი

(შემოკლებით)

აფხაზეთში ტურისტული სანატორიუმები და ისტორიული შენობები უმძიმეს მდგომარეობაშია. საქმე ეხება არა მხოლოდ 90-იანი წლების ომისას დაზიანებულ შენობებს, არამედ მათაც, რომლებიც ომს გადაურჩა. ამის მიზეზი კი ადგილობრივი მოსახლეობაა, რომელიც ისტორიულ შენობებს პრაქტიკულად აგურ-აგურ შლის და იქიდან წამოღებულ ნაწილებს საყოფაცხოვრებო დანიშნულებით – სამშენებლო მასალად იყენებს.

ამის შესახებ აფხაზური მედია წერს და მაგალითისათვის გულრიფშის ისტორიული მნიშვნელობის მქონე სანატორიუმს ასახელებს: ერთ დროს მშვენიერი შენობა დღეს ნანგრევებადაა ქცეული და ამის მთავარი მიზეზი ადგილობრივი მოსახლეობის დამოკიდებულებაა. სპეციალისტების აზრით, აფხაზეთში სხვა სანატორიუმები და სხვა ისტორიული ღირებულების მქონე შენობებიც განადგურების პირასაა.

„გულრიფში ფაქტიურად დანგრეული და განადგუერებულია. ხაზს ვუსვამ, რომ ისტორიული ღირებულების მქონე სანატორიუმი მხოლოდ გულრიფშში იყო, დანარჩენი კი საბჭოთა პერიოდში არიან აშენებულნი და იქ რუსებმა აღდგენითი სამუსაოები დაიწყეს. ზალიან პრობლემატურია აგრეთვე ეკლესია-მონასტრების შენობათა საკითხი, ისინიც ნგრევის პირას არიან. თვითონ ქალაქ სოხუმში არის შენობები, რომლებიც მე-19 საუკუნეშია აშენებული და 1992-93 წლების კონფლიქტის დროს დაზიანდნენ. ამჟამად რესტავრაცია მხოლოდ სოხუმის ცენტრში მდებარე საათიან შენობას გაუკეთეს“, – ამბოსბ „რეზონანსტან“ საუბარში „საქართველოს ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარე პაატა დავითაია.

„სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის“ ხელმძღვანელის მამუკა არეშიძის თქმით, „აფხაზეთში მხოლოდ სამი-ოთხი სამხედრო სანატორიუმი და რამდენიმე სამთავრობო აგარაკი ფუნქციონირებს, დანარჩენი კი მეტ-ნაკლებად სავალალო მდგომარეობაშია. საერთოდ კი, ის საკურორტო ინფრასტრუქტურა, რაც სოხუმის სამხრეთ მდებარეობს, უმძიმეს მდგომარეობაშია“.

„კავკასიური სახლის“ აღმასრულებელი დირექტორის გიორგი კანაშვილის თქმით, აფხაზეთში ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, 1990-იანი წლების შემდეგ პრობლემებია. „მე პირადად 2006 წელს მომიწია აფხაზეთში ყოფნა და იქ ვნახე, რომ ძალიან ბევრი საბჭოეთის დროინდელი სანატორიუმი იყო მიტოვებული, თუმცა მცირე ნაწილის აღდგენა მოხდა. მშენებლობა და რესტავრაცია ზოგადად, სოხუმში უფრო მიმდინარეობს, თუმცა ხშირ შემთხვევებში ეს რესტავრაციებიც დარღვევით ხდება“, – ამბობს კანაშვილი.

Comments are closed