globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 9 იანვარი, 2015 წელი

Posted by Globalresearch on Jan 9th, 2015 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.


„რეზონანსი“, 9 იანვარი, 2015 წელი

„ევრაზიულ კავშირს საქართველოს გარეშე მომავალი არ აქვს“
სტატიაში გადმოცემულია ექსპერტ-პოლიტოლოგების პაატა დავითაიასა და თორნიკე შარაშენიძის თვალსაზრისები ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირთან საქართველოს სავარაუდო დამოკიდებულების თაობაზე (ავტორი – მაია აბაიაძე).
„ევრაზიულ კავშირს საქართველოს გარეშე მომავალი არ აქვს“, – აცხადებს ევროპელი დემოკრატების ლიდერი პაატა დავიტაია „რეზონანსთან საუბრისას, ხოლო პოლიტოლოგი თორნიკე შარაშენიძე მიიჩნევს, რომ ევრაზიული კავშირი რეალურად უკრაინის გამო შეიქმნა.
ამჟამად ევრაზიულ ეკონომიკური კავშირში რუსეთის, ბელორუსის და ყახაზეთთან ერთად სომხეთიც შედის, თუმცა ის ჯერ-ჯერობით სეზღუდული წევრია, რაც გულისხმობს, რომ 2018 წლამდე ბენზინზე ნულოვანი საბაჟო ტარიფი ექნება, ხოლო ერთიან საბაჟო ტარიფზე ერევანი 2020 წელს გადავა.
საქართველოს პარტის „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარე პაატა დავიტაია აცხადებს, რომ ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირს სამომავლო პერსპექტივა არ ექნება, თუ მასში საქართველო არ გაწევრიანდება და ფისრობს, რომ რუსეთის ამ მიზეზით საქართველოზე ზეწოლას გააძლიერებს: „მინდა ხაზი გავუსვა, რომ ამ ორგანიზაციას საქართველოს გარეშე პერსპექტივა არ აქვს, ამიტომაც [საქართველოს გასაწევრიანებლად] რუსული ბერკეტები უკვე ამოქმედებულია. აღარაფერს ვამბობ ოკუპირებულ ტერიტორიებზე და იმ სამხედრო საფრთხეებზე, რომელიც ამ კუთხით არსებობენ. საუბარია ეკონომიკურ ბერკეტებზე, რომლებიც რუსეთმა მზაკვრულად აამუშავა. პირველი მესიჯი „როსნეფტის“ თემა იყო, მეორე კი ის, რაც ახლა ხდება – ერთგვარი ეკონომიკური ჰაბის შექმნის მიზნით. ეს ნიშნავს, რომ ნავთობის ნაკადი გაიხსნას და ნავთობსადენმა აფხაზეთზე გაიაროს, რაც სრული კატასტროფაა, რადგან ოკუპირებულ ტერიტორიაზე ამ ნავთობსადენის გატარება ნიშნავს აფხაზეთის სუვერენიტეტის აღიარებას. მილსადენის დაცვას, ალბათ, აფხაზეთი უზრუნველყოფს და ბუნებრივია, სოხუმი [შეთანხმების] მონაწილე იქნება. აფხაზეტში ამ მიმართულებით უკევ მიდის მუშაობა და თუ ეს განხორციელდება, დიდი პრობლემები გვექნება“, – ამბობს პაატა დავითაია.
როგორც ცნიობილია, აფხაზეთში მილსადენის გატარების თაობაზე ინფორმაცია ამ დღეებში გავრცელდა, თუმცა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროში აღნიშნული ცნობა არ დაადასტურეს (სტატიაში დამოწმებულია ვებ-საიტ „სუხუმი-მოსკვა.რუ“-ს მიერ გავრცელებული მასალა, რომლის თანახმად, ეს მილსადენი ენერგეტიკული ჰაბი იქნება და „მეგობრობის ხიდის“ როლს შეასრულებს რუსეთს, ევროკავშირსა და სამხრეთ კავკასიას შორის. პროექტის ღირებულება თითქოსდა 17 მილიარდი დოლარია).
რაც შეეხება რუსეთის ბერკეტებს საქართველოს წინააღმდეგ, პაატა დავითაია ამ მხრივ რამდენიმე მიმართულებას გამოყოფს: „[პროექტი განხორციელდება] სამხედრო-ეკონომიკური ბერკეტებით, პოლიტიკური ზეწოლით – იგივე „სასიცოცხლო დერეფანს“ რომ ეძახიან და მისი მიზანია სამცხე-ჯავახეთისა და ცხინვალის რეგიონის მიერთება რომ მოხდეს და სომხეთთან რუსეთს პირდაპირი საზღვარი რომ ჰქონდეს. ყველა ეს ბერკეტი ერტად ამუშავდება. პუტინისა და მისი თანაშემწის სურკოვის მიერ შემუშავებული გეგმა 2015 წლისათვის უნდა განხორციელდეს, ამიტომ, სიმართლე რომ გითხრათ, მე ველოდები, რომ უკვე მაის-ივნისში სიტუაცია სერიოზულად გართულდება, უფრო მეტად გაძლიერდება ჩვენზე ზეწოლა… ყველაზე სახიფათოდ მიმაჩნია ეკონომიკური ბერკეტების ამუშავება. ეს ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩაგვაგდებს, განსაკუთრებით გაგვიჭირდება ჩვენი ხელისუფლების პირობებში. რუსეთი იძულებულს გახდის საქართველოს ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში შევიდეს. სხვათა შორის, რუსეთის მხრიდან ყველა ქმედება, რომლებიც საქართველოს წინაარმდეგ იყო მომართული, ეფექტური იყო და ყველამ სედეგი გამოიღო“, – ამბობს პაატა დავითაია.
არასამტავრობო ორგანიზაცია „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ დირექტორი, პოლიტოლოგი თორნიკე შარაშენიძე აცხადებს, რომ საქართველოს როლი ევრაზიულ კავშირში არც ისე მნიშვნელოვანია, რადგან ამ ორგანიზაციის შექმნის ძირითადი მიზეზი მასში უკრაინის გაწევრიანება იყო და როცა უკრაინამ უარი განაცხადა, ამიტომაც დაიწყო ომი რუსეთსა და უკრაინას შორის. „რაც შეგვეხება ჩვენ, რადგან მასში უკრაინა არ შევიდა, რუსეთს ახლა უნდა საქართველო შეიყვანოს. თუმცა არა მგონია, რომ რუსებს დღეს, როცა ნავთობის ფასი ეცემა, ამის დრო და შესაძლებლობა ჰქონდეთ. ვფიქრობ, წელს გადამწყვეტი ეტაპი იქნება ევრაზიული კავშირისა და რუსეთისათვის.
რასაკვირველია, მოსკოვი შეეცდება ჩვენს წინააღმდეგ ბერკეტების ამოქმედებას, მით უმეტეს, რომ ჩვენი ეკონომიკა დღეს საკმაოდ რთულ მდგომარეობაშია და თუ რუსეთი ძალიან მოინდომებს, მიზნის შესრულება მაინც და მაინც არ გაუჭირდება. თუმცა ფაქტია, რომ თვითონ რუსეთის ეკონომიკაც მძიმე სიტუაციაშია“, – აცხადებს თორნიკე შარაშენიძე და დასძენს, რომ ის ფაქტი, რომ აბაშიძე-კარასინის შეხვედრების შედეგად ქართული პროდუქციისათვის რუსული ბაზარი გაიხსნა, შეიძლება ერთ-ერთი ბერკეტი გახდეს საქართველოს წინააღმდეგ: „იქნება ბერკეტები, მაგრამ იმედი მაქვს, რომ საბოლოო ჯამში ეს რუსეთისთვის უარყოფით შედეგს გამოიღებს და უფრო დიდი უკურეაქცია მოჰყვება“, – აღნიშნავს შარაშენიძე.

Comments are closed