globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 10 თებერვალი, 2015 წელი

Posted by Globalresearch on Feb 10th, 2015 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

„ქრონიკა +“: ნატოს საწრთვნელი ცენტრი თბილისთან უნდა განთავსდეს, რადგან დაცვის მექანიზმად მოიაზრება

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ჯონდი ბაღათურიასთან: „კიწმარიშვილი 2008 წლის ომამდე რუსულ მხარესთან სააკაშვილის საიდუმლო შეხვედრების შესახებ ინფორმაციას ფლობდა“

———————–

„ქრონიკა +“, 10 თებერვალი, 2015 წელი

ნატოს საწრთვნელი ცენტრი თბილისთან უნდა განთავსდეს, რადგან დაცვის მექანიზმად მოიაზრება

გელა მამულაშვილი

სტატიაში მიმოხილულია საქართველო-ნატოს ურთიერთობის საკითხები. განსააკუთრებით ყურადღება გამკახვილებულია როგორც ბრიუსელში გამართულ საქართველო-ნატოს კომისიის სხდომის, ასევე თბილისში ნატოს გენმდივნის მოადგილის ალექსანდრე ვერშბოუს ვიზიტის შედგებზე. პუბლიკაციაში გამოყენებულია აგრეთვე ნატოდ სპეცწარმომადგენლის ჯეიმს აპატურაის განცხადებებიც.

ბუნებრივია, ნატოს გენმდივნის მოადგილის ვიზიტი და თბილისში ნატოს სასწავლო-საწრთვნელი ცენტრის განლაგების საკითხი შეუმჩნეველი არ დარჩენილა რუსეთისაც. ამასთან დაკავშირებით დამოწმებულია ნატოში რუსეთის სპეცწარმომადგენლის ალექსანდრე გრუშკოს განცხადება, რომლის თანახმად, იგი ალიანსის ამ გადაწყვეტილებას ნეგატიურად აფასებს და პროვოკაციულად მიიჩნეწვს.

„ქრონიკა“ ნატოს საწრთვნელი ცენტრის ადგილისა და სამომავლო გამოწვევებზე ესაუბრება პოლიტიკური საკითხების ექსპერტს თორნიკე შარაშენიძეს:

- „ნატოს საწრთვნელი ცენტრის ადგილმდებარეობის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ მიღებულა. რასაკვირველია, ის ყველა ვარიანტში თბილისტან ახლოს უნდა განთავდსდეს. ეს ბაზა ჩვენი დაცვის მექანიზმად მოიაზრება და ამიტომაც დედაქალაქთან ახლოს უნდა იყოს. ლოგიკურად, მტერი თუ წამოვა, რა თქმა უნდა, თბილისზე გამოლაშქრებს.

ეს იქნება დაცვის თუნდაც სიმბოლური გარანტი, რომ აქ იქნება ნატოს ბაზა და მასზე შეხება (თავდასხმა) უკვე ალიანსის მძაფრ რეაქციას გამოიწვევს. ეს არის ის უპირველესი დივიდენტი, რასაც ჩვენ ბაზის შექმნაზე თანხმობით მივიღებთ. რასაკვირველია, ნატო ჩვენი სამხედრო მოსამსახურეების წრთვნების, ეკიპირების და სხვა საკითხებში დაგვეხმარება. ესეც დიდი პლუსია. რასაკვირველია, ცენტრის შექმნა არ ნიშნავს იმას, რომ მალე საქართველოში ნატოს სრულფასოვანი ბაზა გაიხსნება. ბაზების გახსნა ასე იოლად არ ხდება. ამ ეტაპზე ნატოს თავისი წევრი სახელმწიფოების დაცვა უფრო აწუხებს, უპირველესად კი ბალტიისპირეთის რესპუბლიკებზეა აქცენტი გაკეთებული., მაგრამ ბაზები ჯერ იქაც არ გახსნილა, ჩვენზე კი, შესაბამისად, ლაპარაკი ნაადრევია.

საქართველოში დაგეგმილი ცენტრი გამოწვევად მაშინ იქცევა, როდესაც საქართველო, როგორც სახელმწიფო, სუსტი იქნება პოლიტიკურად, ეკონომიკურად და სამხედრო თვალსაზრისისთ. თუ ჩვენ სუსტნი ვიქნებით, მაშინ რუსეთს რამდენჯერაც მოესურვება, იმდენჯერ მოგვიწყობს პროვოკაციას და დაგვარტყამს კიდეც“, – ამბობს თორნიკე შარაშენიძე.

შეკითხვაზე, რა როლის შესრულება შეუძლია ნატოს ცენტრს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში სიტუაციის ესკალაციის შემთხვევაში, თორნიკე შარაშენიძე პასუხობს:

„თუ ესკალაცია იმას გულისხმობს, რომ იქიდან პირდაპირი შეტევა წამოვა ჩვენს მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე, ამ შემთხვევაში, მგონია, რომ ეს ცენტრი იქნება ეწრთ-ერთი პუნქტი, რომელიც ხელშეუხებელი იქნება, ამიტომაც არის მნიშვნელოვანი ამ ობიექტის განთავსება თბილისთან ახლოს, თუნდაც ვაზიანში“.

„ახალი თაობა“, 10 თებერვალი, 2015 წელი

ინტერვიუ ჯონდი ბაღათურიასთან: კიწმარიშვილი 2008 წლის ომამდე რუსულ მხარესთან სააკაშვილის საიდუმლო შეხვედრების შესახებ ინფორმაციას ფლობდა

შორენა მარსაგიშვილი

(შემოკლებით)

„ქართული დასის“ ლიდერი ჯონდი ბაღათურია, ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობას, მის ხელთ არსებულ ინფორმაციებს უკავშირებს.  ყოფილი დეპუტატის მტკიცებით, გარდაცვლილი, 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით სკანდალურ ინფორმაციებს ფლობდა.

როგორც ჯონდი ბაღათურიამ გაზეთ „ახალ თაობასთან“ საუბრისას განაცხადა, ეს ინფორმაცია კიწმარიშვილს პარლამენტის საგამოძიებო კომიტეტის სხდომაზეც უნდა გაეჟღერებინა, თუმცა, „ნაციონალებმა“ არ აცალეს.

„ეროსი კიწმარიშვილი უდიდესი ინფორმაციის მატარებელი იყო. მას ძალიან ბევრი და სკანდალური ინფორმაცია ჰქონდა აგვისტოს ომთან დაკავშირებით. თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ის ამის გამო მოიშორეს“, – განაცხადა ბაღათურიამ.

„ქართული დასის“ ლიდერის თქმით, ომამდე სააკაშვილი რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა, ამის შესახებ კი კიწმარიშვილმა დეტალურად იცოდა.

„2008 წლის ომი უცბად არ დაწყებულა. ამას წინ მოლაპარაკებები უძღოდა. საქართველოს მაშინდელი ხელისუფლება რუსეთის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა. ერთი შეხვედრა თბილისში, მეორე კი იტალიაში გაიმართა.

გამოძიება ამ საკითხით უნდა დიანტერესდეს. უნდა დადგინდეს, ვის და რატომ ხვდებოდა ომამდე ფარულად მიხეილ სააკაშვილი. ამის შესახებ დეტალურად იცოდა ეროსი კიწმარიშვილმა. მე როგორც ვიცი, 2008 წლის ზაფხულში რუსეთის ხელისუფლებასთან ფარული შეხვედრები და ფარული მოლაპარაკებები ხდებოდა. ამ შეხვედრებს სააკაშვილი თავის ხელისუფლებასთან ერთად აწარმოებდა. შეხვედრებში ეროსი კიწმარიშვილიც მონაწილეობდა“,-განაცხადა „ქართული დასის“ ლიდერმა.

ბაღათურიას თქმითვე, ამ შეხვედრის შესახებ დღევანდელი ხელისუფლების რამდენიმე წარმომადგენელიც არის ინფორმირებული. „ქართული დასის“ ლიდერის ინფორმაციით, მათ მოლაპარაკებაში მონაწილეობა არ მიუღიათ, მაგრამ ფარული მოლაპარაკებების შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობენ.

Comments are closed