globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 10 ივლისი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Jul 10th, 2015 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

„ახალი თაობა“: ინტერვიუ შოთა მალაშხიასთან: „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე გადაუხვია პროდასავლურ კურსს“

რეზონანსი: ინტერვიუ სოსო ცინცაძესთან: “რუსეთთან დიალოგს ალტერნატივა არა აქვს”

„ალია“: ინტერვიუ ვალერი გელბახიანთან: „რუსეთთან კონსტრუქციული ურთიერთობა უნდა გვქონდეს, დიპლომატიური ურთიერთობებიც უნდა აღდგეს“

———————-

„ახალი თაობა“, 10 ივლისი, 2015 წელი

ინტერვიუ შოთა მალაშხიასთან: „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე გადაუხვია პროდასავლურ კურსს“

„ახალი თაობის“ ჯურნალისტი მარიამ მჭედლიშვილმა ინტერვიუ ჩამოართვა საქართველოს პარლამენტის წევრ  უმცირესობიდან, ქრისტიანულ-კონსერვატიული პარტიის ლიდერს შოთა მალაშხიას, რომელშიც იგი საქართველო-რუსეთის ურთიერთობების პრობლემებზე საუბრობს.

შოთა მალაშხია შეფასებას აძლევს დეპუტატ გოგი ქავთარაძის განცხადებას – „როცა ქვეყანას ნატოში არ ღებულობენ, ამ მიზნით ხვეწნა-მუდარა თავმოყვარეობის შეურაცხყოფაა“, და ამბობს, რომ ამ განცხადებაში გასაკვირი არაფერია, რადგან „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე გადაუხვია პროდასავლურ კურსს, რომელსაც „ნაციონალური ხელისუფლება ცხრა წლის განმავლობაში ატარებდა.

„ბიძინა ივანიშვილმა, 2012 წლის შემდგომი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, 2008 წლის ომის გაჩაღება საქართველოს დააბრალა. დღევანდელმა ხელისუფლებამ დასვა სწორედ ოკუპირებული ტერიტორიების კანონის შეცვლის საკითხი, დღის წესრიგში დააყენა საკითხი აფხაზეთის ტერტორიაზე რკინიგზის მოძრაობის აღდგენის თაობაზე… „ქართული ოცნება“ ხალხს დაპირდა რუსეთთან ურთიერთობის დალაგებას… მაგრამ ვაჭრობის საკითხებს ვერ გასცდა.

ამერიკული პრესა წერს, რომ ნატო და ევროკავშირი თავისი უარის პოლიტიკით საქართველოს რუსეთისაკენ უბიძგებენ და რომ ამ ორგანიზაციებსაც მიუძღვით ბრალი იმაში, რომ საქართველოში დასავლეთის მიმართ ასეთი სკეპტიციზმი  სუფევს…

ამაში ერთმნიშვნელოვნად გეტანხმებით. ჯერ კიდევ 2010 წელს ვამბობდი, რომ საქართველოსთვის „მაპ“-ის მინიჭების გადავადება დიდი შეცდომას და საქართველოზე რუსეთის აგრესიისათვის მწვანე შუქის ანთებას ნიშნავდა. (…) ახლა სხვა მდგომარეობაა – „მაპ“-ს არ გვაძლევენ იმიტომ, რომ საქართველოს ადამინათა პოლიტიკურ დევნაში ადანასაულებენ, ეკონომიკურ შეცდომების დაშვებაში, რუსეთზე მიჯაჭვულობაში…

თავის დროზე, საქართველოზე თავდახმის შემდეგ რუსეთს პასუხი რომ არავინ მოსთხოპვა მოსკოვს მადა გაეხსნა და 50-მილიონიან უკრაინას მიადგა. ამ შემთხვევაში საქართველო და უკრაინა, რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტით დაზარალებული ქვეყნების მსგავსად, რუსეთის წინააღმდეგ ერთად აღმოჩნდნენ, რადგან ორივეს ტერიტორიები რუსეთს მიერთებულ-ანექსირებული აქვს. ჩვენთანაა მოლდოვაც. თავის მხრივ, რუსეთიც სხვადასხვა მიმართულებით გაქტიურდა და საქართველოში თავის არასამთავრობო ორგანიზაციებს, მასმედიასა და პოლიტიკურ სპექტს აძლიერებს.

რაც შეეხება „ისლამურ ხალიფატს“, ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან თანმიმდევრული პოლიტიკის გატარებას საჭიროებს. „ისლამური ხალიფატი“ ჩრდილოკავკასიაში დასაყრდენს ეძებს და ამ მიზნით  ჩვენს მეზობელ რეგიონში ხალიფატის ჩრდილკავკასიური ვილაიეთი შექიქმნა. ქართველებს და ჩრდილოკავკასიელებს ერთმანეთთან ბევრი რამ გვაკავშირებს – უამრავი წეს-ჩვეულება, ტრადიციები, ადათები… ჩვეს პარტიას დაგეგმილი აქვს ოცზე მეტი დოკუმენტური ფილმების გადაღება, თუ როგორ იმპერიულად მოქმედებდა რუსეთი ჩვენი ხალხების წინააღმდეგ. უკვე გადაღებული გვაქვს 17 ფილმი, დანარჩენს კი მიმდინარე წელს დავასრულებთ“, – ამბობს შოთა მალაშხია ინტერვიუში.

რეზონანსი“, 10 ივლისი, 2015 წელი

ინტერვიუ სოსო ცინცაძესთან: “რუსეთთან დიალოგს ალტერნატივა არა აქვს”

ია აბულაშვილი

(შემოკლებით)

“დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი ნინო ბურჯანაძე მოსკოვში გაემგზავრა. იგი მონაწილეობას მიიღებს კონფერენციაში, რომელიც უსაფრთხოების საკითხებს ეძღვნება, ასევე შეხვდება რუსეთის ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგენლებს. ვიზიტის მოსალოდნელ შედეგებზე „რეზონანსი პოლიტოლოგ სოსო ცინცაძეს ესაუბრა.

გთავაზობთ ამონარიდს:

„ფაქტია, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი დაბეჯითებით მოითხოვს რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებას… ამასთან, რა თქმა უნდა, ნინო ბურჯანაძის მიზანი რუსეთთან სამხედრო კავშირის გაფორმება, დსთ-ში დაბრუნება, ევრაზიის კავშირში შესვლა ან რაიმე შორს მიმავალი კავშირის დამყარება ნამდვილად არ არის.

ნინო ბურჯანაძე, როგორც გამოცდილი პოლიტიკოსი, ალბათ სხვაზე უკეთესად გრძნობს, რომ საქართველოს მდგომარეობაში მყოფი სახელმწიფოსთვის კატასტროფული შედეგის მომტანად შეიძლება იქცეს მისი დიპლომატიური საქმიანობიდან ან დიპლომატიური პრაქტიკიდან ასორმოცმილიონიანი მეზობელი სახელმწიფოს გამორიცხვა.

კაცობრიობის ისტორიას ჩვენთვის პრეცენდენტი არ შემოუნახავს, რომ ასეთი უგუნური ექსპერიმენტი წარმატებით დასრულებულიყოს. რასაკვირველია, დღევანდელ ვითარებაში, მართლაც დიდი პოლიტიკური გამბედაობა და ქვეყნის მომავალზე ზრუნვაა საჭირო, რომ ასეთი ნაბიჯი გადადგა, რომლის პროპაგანდისტული შედეგიც საკუთარ ქვეყანაში რთული გასათვლელი არ არის.

საკმარისი იქნებოდა რუსეთთან კონტაქტები აბაშიძე-კარასინის ფორმატში თავიდანვე ზუსტი ტაქტიკით და სტრატეგიით დაწყებულიყო, რათა მას მექსიკურ-თურქული სერიალების ხასიათი არ მიეღო, მაგრამ სწორედ ქართული დიპლომატიის სრული უუნარობა, ხელისუფლების გაუბედავი, არაპრინციპული და აბსოლუტურად არაეფექტური კურსი ასეთი ვიზიტებისა და რუსეთთან დიალოგის აუცილებლობას საჭიროს ხდის.

(…)

ცნობილი დიპლომატისა და სახელმწიფო მოღვაწის, ფრანგი კარდინალის არმან რიშელიეს ნათქვამს გავიმეორებ: „ნებისმიერ შემთხვევაში ნებიმიერ მოწინააღმდეგესტან ურთიერთობაზე უარი არ უნდა ტქვათ, თუნდაც წინასწარ განწირული, ერთი შეხედვით უიმედო დიალოგს ალტერნატივა არ გააჩნია“. ასე რომ, რასაკვირველია, ასეთ ვიზიტებს შეუძლიათ ძალზე ეფექტური ფონი შექმნას და მომავალ ურთიერთობათა ეფექტური ფონი უზრუნველყოს, თუ ოფიციალური დიპლომატია და ხელისუფლება აღმოჩნდება ისეთივე პრინციპული და გაბედული  ქვეყნის ინტერესების დაცვის საქმეში.

„ალია“, 10 ივლისი, 2015 წელი

ინტერვიუ ვალერი გელბახიანთან: „რუსეთთან კონსტრუქციული და ღია ურთიერთობა უნდა გვქონდეს, დიპლომატიური ურთიერთობებიც უნდა აღდგეს“

„ალიას შეკითხვებს იურისტი, საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი ვალერი გელბახიანი პასუხობს.

ამონარიდი:

- ამ კვირის მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ნინო ბურჯანაძის მოსკოვში გამგზავრება. მისი პარტიის წევრმა გიგლა ბარამიძემ ჩვენთან ინტერვიუში თქვა, – მოსკოვში ბურჯანაძე ილაპარაკებს იმას, რაზე საუბარსაც ვერ ბედავს საქართველოს ხელისუფლება. რას უნდა ველოდოთ ამ ვიზიტისგან?

- ბურჯანაძე არ არის ხელისუფლება და მას ოფიციალური ვიზიტი არ ჰქონდა. შესაბამისად, თუ ცარიელი ჩამოვა, არაფერი დაშავდება. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, რუსეთი არის მსოფლიოში დომინანტი სახელმწიფო, ამერიკელები, აზიელები, ევროპელები აღიარებენ, რომ რუსეთთან ურთიერთობის გართულება არ შეიძლება. შეგახსენებთ ბზეჟინსკის სიტყვებს: რუსეთი არის საფრთხის წყარო და ცივი ომი იქ გარდაუვალი იქნება, თუკი მსოფლიომ რუსეთთან ლაპარაკი არ დაიწყო. ამერიკა რომ ამ ფაქტორებზე შეშფოთებით გელაპარაკება, შენ რატომ ხარ დარწმუნებული, რომ რუსეთის გინება წარმატებას მოგიტანს? ამიტომ ვფიქრობ, რომ რუსეთთან უნდა გვქონდეს კონსტრუქციული და ღია ურთიერთობა, უნდა აღდგეს დიპლომატიური ურთიერთობები. შესაძლოა, ბურჯანაძე პუტინსაც შეხვდეს, თუკი პუტინი კარს გახსნის, ის პოლიტიკოსია, განსხვავებით ჩვენი პოლიტიკოსებისგან, და თუ გაინტერესებთ ამ ვიზიტის შედეგი, ნინო ბურჯანაძე გააძლიერებს იმ ელექტორალურ მხარდაჭერას, რომელიც რუსეთთან ურთიერთობის აღდგენის მომხრეა.

Comments are closed