globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 10 დეკემბერი, 2014 წელი

Posted by Globalresearch on Dec 10th, 2014 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

„რეზონანსი“, 10 დეკემბერი, 2014 წელი
რუსულ-თურქული გაზსადენი – პოლიტიკური რისკი თუ ეკონომიკური სარგებელი
“შეიძლება მივიღოთ დასავლეთის გაღიზიანება და პროექტი მაინც არ შედგეს
ია აბულაშვილი
(შემოკლებით)
“გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერის ნინო ბურჯანაძის ინიციატივამ – მთავრობამ რუსეთს და თურქეთს შესთავაზოს საქართველოს ტერიტორიაზე გაზსადენის გაყვანა, რაც, მისი აზრით, “გაზრდის საქართველოს სტრატეგიულ მნიშვნელობას, მოიტანს სერიოზულ პოზიტიურ ეკონომიკურ ძვრებს და გაამყარებს ქვეყნის სტაბილურობას” – ექსპერტთა წრეში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ნაწილი მიიჩნევს, რომ ასეთ პროექტზე საუბარი შეიძლება, თუმცა ის მხოლოდ ეკონომიკასთან არაა დაკავშირებული და პოლიტიკურად უნდა გადაწყდეს…
რუსეთთან ჩვენი ურთიერთობის გათვალისწინებით რამდენად პერპექტიულია ასეთი დიალოგი, ამის ტაობაზე „რეზონანსი“ ექსპერტ-პოლიტოლოგებს ესაუბრა
სოსო ცინცაძე: რუსეთის უარმა „სამხრეთის ნაკადზე“ დასავლეთში შექმნა მცდარი აზრი, რომ რუსეთი შეეგუა ევროპის ბაზარზე თავის პოზიციების შესუსტებას. სინამდვილეში, როგორიც მჭიდრო არ უნდა იყოს რუსეთ-ჩინეთის ენერგეტიკული თანამშრომლობა, მოსკოვი ევროპულ ბაზარს არასდროს არ დათმობს.
ევროპა ამჯერად თურქეთის მონაწილეობით ალტერნატიულ მარშრუტზე ფიქრობს, რომელიც ორჯერ გააიაფებს „სამხრეთის ნაკადის“ ღირებულებას. ალბათ, სწორედ ეს ახალი გარემოება ჰქონდა მხედველობაში ნინო ბურჯანაძეს, როცა ჩვენს მთავრობას ამ საკითხში თურქეთთან საფუძვლიანი თანამშრომლობისაკენ მოუწოდა. რასაკვირველია, დღეს ვერავინ ვერ დაიწყებს იმის მტკიცებას, რომ ასეთი პერსპექტივა 100%-ით რეალისტურია, მაგრამ ასევე ვერავინ დაამტკიცებს მის არარეალურობას. რაც შეეხება იმას, თუ რამდენად შეუწყობს ხელს ეს პროექტი რეგიონის სტაბილურობის განმტკიცებას, ეს გეოპოლიტიკური აქსიომაა. რაც უფრო მჭიდროდ არიან ერთმანეთზე დამოკიდე4ბული რეგიონის ქვეყნები, მით ნაკლებია მათ შორის კონფრონტაციის საშიშროება. ეს უნივერსალური პრინციპია.
რაც შეეხება რუსეთის ფაქტორს: თუ ჩვენ მართლაც გვაქვს გადაწყვეტილი რუსეთთან ურთიერთობის გაღრმავება, სერიოზულ დიალოგს ვერ გავექცევით. ბურჯანაძის იდეის მარგი ქმედების კოეფიციენტიც ამაშია – ის ეყრდნობა რუსეთთან კონსტრქუციული, სერიოზული დიალოგის წამოწყებას, რაც, ბუნებრივია, აბაშიძე-კარასინის დიალოგს ახალ სიბრტყეში გადაიყვანს“.
გია ხუხაშვილი: რაც შეეხება საქართველოს გავლით რუყსეთ-თურქეთის გაზსადენის გავლას, ამ ტიპის პროექტის განხორციელება არ თავსდება იმ გეოპოლიტიკურ ფუნქციაში, რომელსაც ჩვენი ქვეყანა წლების განმავლობაში ავითარებდა. დასავლეთი საქართველოს განიხილავს ცენტრალური აზიიდან კა კასპიის ზღვიდან მომავალი სატრანზიტო კომუნიკაციების ტერიტორიად, რუსეთის გვერდის ავლით. თუ ჩვენ რუსეთთან დავიწყებთ ასეთი ტიპის პროექტებზე საუბარს, გარკვეულწილად ეს გამოიქვევს ჩვენი სტრატეგიის და გეოპოლიტიკური ფუქნციის სესუსტებას. რა ტქმა უნდა, ამ ტიპის პროექტის განხორციელებას აქვს პლუსები (დივერსიფიცირების სახით), მაგრამ არის მინუსებიც: ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ეს დასავლეთის გაღიზიანებას გამოიწვევს. ყველაფერი უკავშირდება დასავლურ სტრატეგიას: ენერგორესურსების იმპორტი რუსეთის გვერდის ავლით. ამიტომაც მე ამ იდეის განხორციელების შანსს სკეპტიკურად ვუყურებ. თურქეთი ეკონომიკურად ძლიერია, მას შეუძლია გახდეს ევროპისთვის გაზის მიმწოდებელი, ერთგვარი ჰაბის სახით, მაგრამ საქართველო არ არის ისეთივე მძლავრი მოთამაშე. საკუთარი თამაში რომ წამოვიწყოთ, ჩვენი როლი და ფუნქცია უნდა გვახსოვდეს და არ უნდა გავაზვადოთ ჩვენი შესაძლებლობები. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, სხვა როგორ შეხედავს ჩვენს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს.
საქართველოს შეუძლია ძალიან ფრთხილი თამაში წამოიწყოს, მაგრამ უნდა გათვალოს, რა მოგებას მოუტანს ან რას დაკარგავს პოლიტიუკურად. თუ ამისთვის კარგად არ მოვემზადებით, შეიძლება მხოლოდ პრობლემები და დასავლეთის უკმაყოფილება მივიღოთ, პროექტი კი არ განხორციელდეს. ასე რომ, პროექტზე ლაპარაკი შეიძლება, მაგრამ მოუმზადებლად თემის კულისებიდან საჯაროდ გამოტანა და გახმოვანება სასურველი არ იქნებოდა“.

„ალია“, 10 დეკემბერი, 2014 წელი
რა ფართომასშტაბიანი და მზაკვრული გეგმები აქვს რუსეთს საქართველოს მიმართ?
ჟანა ასანიძე
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ვოლსკის განცხადებით, ქართული დიპლომატია უნდა ეცადოს, რომ საერთაშორისო ტანამეგობრობასტან ერთად შეინარჩუნოს ფორმატები, მათ შორის ჟენევის ფორმატი, სადაც ბევრი მოთამაშე იქნება ჩართული და ამით უფრო მეტი პოლიტიკური რესურსი ექნება ქართულ მხარეს მობილიზებული. მისივე თქმით, რუსეთს გაცილებით უფრო ფართომასშტაბიანი და მზაკვრული გეგმები აქვს, ვიდრე ის სელშეკრულება, როპმელიც აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებასთან გაფორმდა.
შესაძლებელია თუ არა ჟენევის ფორმატში რუსეთზე ზეწოლის განხორციელება?
„ალია“ პარლამენტის წევრს, გია ვოლსკის ესაუბრა.
- ბატონო გია, ამბობთ, რომ ბევრი მოთამაშე უნდა ჩაერთოს ამ პროცესები. მეტი ვინღა უნდა ჩართოთ? ან ეს ჩართვა რას შეცვლის?
_ მე არ მინდა საკითხის გაპრიმიტიულება, მე ბევრ მოთამაშეებში არ ვგულისხმობ იმ განცხადებებს და პოლიტიკურ პოზიციებს, რომლებიც ქვეყნებმა ღრმად გამოხატეს. აქ არის საექსპერტო საზოგადოება, საერთაშორისო ორგანიზაციები, ცალკეული პოლიტიკოსები და მუდმივი საერთაშორისო ყურადღება.
- გიგა ბოკერიამ თქვა, რომ ჟენევის ფორმატი რუსეთზე ზეწოლისთვის უნდა იქნას გამოყენებული. რა იგულისხმება ზეწოლაში, რისი გაკეთება შეუძლია ხელისუფლებას?
- ჟენევის ფორმატზე წასვლის წინ, როცა ხელისუფლებაში ხარ და ვალდებულებები გაქვს თუნდაც უსაფრთხოების თვალსაზრისით, არ უნდა გააკეთო განცხადება, რომ ამ ფორმატში ახორციელებ ზეწოლას და არამოლაპარაკებას. ეს არ არის საქართველოსთვის კეთილი საქმე, ეს არის განცხადება განცხადებისათვის. ბოკერიას და მისი გუნდის მიზანი და მისწრაფებაა, შეარყიოს სახელმწიფოს სტრატეგია. სტრატეგია მოლაპარაკებას ითვალისწინებს, ნაციონალების სტრატეგია არის მოლაპარაკების მიმდინარე პროცესის დისკრედიტაცია მოახდინოს. ეს არის საერთაშორისო ფორმატი. არ არის საჭირო დამატებითი ეპითეტების მოგონება, ვიცით, რისთვისაც არის ეს ფორმატი საჭირო. ზეწოლის დემონსტრირება სხვა ფორმატია. ჟენევა არის მოლაპარაკებებისთვის და არაზეწოლისთვის მოგონილი მექანიზმი.
- ამბობთ, რომ რუსეთს ფართომასშტაბიანი მზაკვრული გეგმები აქვს. კონკრეტულად რა იგულისხმეთ?
- ეს საიდუმლო არაა, აქ საუბარი არაა იმაზე, რაზეც რუსეთს საჯაროდ არ უსაუბრია, მაგრამ ის, რაც მისთვის მისაღებია, არაა მისაღები მისი მეზობლებისთვის. საქმე იმაშია, რომ ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია კარგად უნდა სცოდნოდა ძველ ხელისუფლებას, ეს არის სამხრეთ კავკასიაში პოზიციების გაძლიერება, რესურსების სატრანზიტო დერეფნების კონტროლი და ენერგორესურსების მოპოვების შენარჩუნება – ეს არის რუსეთის სტრატეგიული გეგმა და მისი რეალიზაციისათვის მოახდინა რუსეთმა ოკუპაცია. როცა ამ თემებზე ვსაუბრობთ, უნდა ვთქვათ ისიც, რომ საქართველოს საერთაშორისო მხარდაჭერით ჰქონდა საშუალება, განეხორციელებინა „,საგზაო რუკა“, რომელიც დამტკიცებული იყო და რომლის საწინააღმდეგო მოქმედების არეალი რუსეთს შეზღუდული ჰქონდა გარემოებათა გამო, მაგრამ სააკაშვილის ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ეს საგზაო რუკა ჩამოშლილიყო, არ ჰქონოდა გაგრძელება მას და სულ სხვა სიბრტყეში გადაიყვანა ეს სამშვიდობო პროცესი. აქედან გამომდინარე მივიღეთ ის შედეგი, რომელიც კრემლს სჭირდებოდა. თავი რომ დავანებოთ ემოციას, კრემლს ჰქონდა სტრატეგიული მიზნები კავკასიაში გავლენის გაძიერების ამოცანა, ჩვენ გვქონდა რესურსი ამ საკითხის საჩვენოდ გამოყენების, რომ არ დაზარალებულიყო ჩვენი ეროვნული ინტერესები. რუსეთმა თავისი გეგმა განახორციელა წინა ხელისუფლების დანაშაულებრივი შეცდომების წახალისებით. ახლა ოპონენტებისთვის რაღაცეების დაბრალება და ფანტასმაგორიული კონცეფციების წამოყენება–ყველაფერი ეს არის იმის გადასაფარად, რა შეცდომებიც დაუშვეს მათ ხელისუფლებაში ყოფნის დროს.

Comments are closed