globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 12 სექტემბერი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Sep 12th, 2015 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

„რეზონანსი“: რას მოგვიტანს თავისუფალი ვაჭრობა ჩინეთთან? // დემურ გიორხელიძე: საქართველოს ეკონომიკას არც ჩინეთთან ურთიერთობა უშველის, არც ევროკავშირთან ასოცირება და არც აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა“

ახალი თაობა“: მთავრობა დიმიტრი სანაკოევს ვერ ელევა

ახალი თაობა“: რაულ ხაჯიმბა: „უფულო სუვერენიტეტი უაზრობაა“

———————-

„რეზონანსი“, 12 სექტემბერი, 2015 წელი

რას მოგვიტანს თავისუფალი ვაჭრობა ჩინეთთან?

დემურ გიორხელიძე: საქართველოს ეკონომიკას არც ჩინეთთან ურთიერთობა უშველის, არც ევროკავშირთან ასოცირება და არც აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა“

სტატიაში გადმოცემულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ჩინეთში ვიზიტის მიმდინარეობის ამსახველი ფაქტები: შეხვედრები, განცხადებები, კომენტარები (ავტოი – ეკატერინე ბასილია).

რას მოუტანს მსოფლიოში ყველაზე დიდი ბაზრის მქონე, 1.3-მილიარდიან ჩინეთთან გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება საქართველოს? პეკინში ვიზიტად მყოფი პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ თავისუფალი ვაჭრობა ჩინეთთან ნიშნავს უარმაზარ შესაძლებლობას ჩვენი ქვეყნისთვის. შეთანხმება შედგა, რაზეც საქართველოს მთავრობა დიდი იმედებს ამყარებს: მაში საუბარია ატარიფო ბარიერების მოხსნაზე, სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე და დიდი ინვესტიციებზე.

„ჩინეთის პრემიერმა დააყენა საკითხი საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ. ესაა უზარმაზარი შესაძლებლობა ჩვენი ქვეყნისათთვის, ბიზნესმენებისათვის. ეს არის მილიარდ 600 მილიონიანი ბაზარი. მსოფლიოში ამაზე დიდი ბაზარი არ არსებობს. ჩვენ ამ წელიწადში მოვახერხეთ ევროპის 500-მილიონიანი ბაზრის გახსნა, უფრო ადრე კი ჩვენი პრაგმატული პოლიტიკის წყალობით რუსეთის ბაზარზეც დავბრუნდით. თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ჩინეთთან საქართველოს ვაჭრობას 9%-ით გაზრდის, ხოლო საქართველოში ჩინური საქონლის იმპორტი 1,7%-ით მოიმატებს“, – ახადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. მისივე თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო სხვადასხვა სატრანსპორტო პროექტებს, როგორიცაა ანაკლიის პორტი, ავტომაგისტრალის მშენებლობა, რკინიგზის მოდერნიზება და ა.შ. „საქართველო იმედის თვალით შეჰყურებს სამომავლო თანამშრომლობას ჩინეთთან, განსაკუთრებით ახალი აბრეშუმის გზის“ პროექტის ფარგლებში. აბრეშუმის გზის ახალი პროექტი საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, ეს იქნება უნიკალური სანსი, რომ საქართველო ჩაერთოს ამ პროექტში, რომელიც ქვეყანას ბევრ ინვესტიციას მოუტანს”, – ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი.

(სტატიაში აღწერილია ჩინეთის სარკინიგზო კომპანიის ხელმძღვანელობასთან შეხვედრა, მოლაპარაკების დროს გაფორმებული მემორანდუმი, რომელიც თბილისის ქარხნებში ელმავლების შეკვეთა-წარმოებას ითვალისწინებს, აგრეთვე შეთანხმება ჩინურ მსხვილ ელექტროკორპორაციასთან, თბოელექტროსადგურის მშენებლობის თაობაზე. გადმოცემულია აგრეთვე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ინტერვიუს შინაარსი ჩინეთი სააგენტო „სინხუასადმი“).

ჩინეთში საქართველოს მთავრობის ვიზიტის მიმდინარეობას კომენტარს უკეთებს ექსპერტი დემურ გიორხელიძე:

„საქართველოს ექსპორტი მიზერულია და ამას არც 9%-თ გაზრდა უშველის და არც 90%-ით. საჭიროა ქვეყნის ეკონომიკის განვითარება, მისი გადაყვანა ინოვაციურ რელსებზე. მთავარია თანამედროვე ეკონომიკური სფეროების ამოქმედება. მნიშვნელობა არ აქვს, მოხდება თუ არა თავისუფალ ვაჭრობაზე შეთანხმება. თავისუფალი ვაჭრობა დაშლილ-დანგრეულ ქვეყანას, რომელსაც 16-მილიარდიანი ეკონომიკა აქვს, არაფერს არ აძლევს. საქართველოს გასაყიდი არაფერი აქვს, ნაგვის გარდა. საქართველოს ექსპორტი უმნიშვნელოა, ჩინეთში ექსპორტი კი მით უფრო უმნიშვნელო. საერთოდ, სათვალავში არ არის მისაღები. როდესაც ქვეყნის ექსპორტის ერთ-ერთი მთავარი წყარო არის ხილი, იმ ქვეყნის ეკონომიკას არც ჩინეთთან ურთიერთობა უშველის, არც ევროკავშირთან ასოცირება და არც აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა“.

ახალი თაობა“, 12 სექტემბერი, 2015 წელი

მთავრობა დიმიტრი სანაკოევს ვერ ელევა

სტატიაში მიმოხილულია ე.წ. „სამხრეთ ოსეთის დროებით ადმინიტრაციის“ გაუქმება-არგაუქმებასთან დაკავშირებული მითქმა-მოთქმა, რომელიც პარლამენტის წევრებს („ქართული ოცნების“ დეპუტატებს) შორისაა დაწყებული (ავტორი – შორენა მარსაგიშვილი).

„სამხრეთ ოსეთის დროებით ადმინიტრაციის“ გაუქმებას ადრეც ითხოვდნენ, „ნაციონალების“ მმართველობის პერიოდში, მაგრამ მაშინდელი ოპოზიციის მოთხოვნას მიხეილ სააკაშვილმა ყური არ ათხოვა. ადრე ამ საკითხზე ბევრს საუბრობდა დღევანდელი შერიგების მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი, მაგრამ როგორც იგი მინისტრის სკამზე დაჯდა, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის დიმიტრი სანაკოევის საჭიროებაში „ღრმად დარწმუნდა“. სხვათა შორის, დიმიტრი სანაკოევის საქმიანობის მიმართ საყვედურები არაერთხელ გამოუთქვამთ დევნილებსაც….

სანამ პარლამენტში არაოფიციალური საუბრები მიდის, დიმიტრი სანაკოევი ცდილობს ყველანაირად დაამტკიცოს, რომ „დროებითი ადმინისტრაციის“ არსებობა ფრიად აუცილებელია და აცხადებს, რომ ოფიციალურად მას არანაირი გაუქმება არ ემუქრება და რომ ხმები სინამდვილეს არ შეეფერება. პირიქით, მისი თქმით, „დროებითი ადმინისტრაცია“ ბიუჯეტით უზრუნველყოფილია და მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტიც უკვე შემუშავებულია და მთავრობის აპარატშია გადაგზავნილი. გარდა ამისა, დიმიტრი სანაკოევს ბევრი ღონისძიება აქვს დაგეგმილი  სამხრეთ ოსეთიდან ევნილი ბავშვებისათვის… „ჩვენ დევნილები დახმარების მიღების მიზნით მოგვმართავენ, ესე იგი, ჩვენ დევნილებს ვჭირდებით“, – ამბობს დიმიტრი სანაკოევი.

სტატიაში გადმოცემულია აგრეთვე „სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის“ შექმნის  გარემოებები (2008 წელს), დიმიტრი სანაკოევის (ცრუ დიმიტრის“ – როგორც მას ცხინვალელებმა შეარქვეს) პოლიტიკურ ბიოგრაფიასთან დაკავშირებული ფაქტები (მუშაობა „სამხრეთ ოსეთის“ სეპარატისტულ ხელისუფლებაში – მთავრობის პრემიერ-მინისტრად, თავდაცვის მინისტრად, აღნიშნულია, რომ იგი აზარტული თამაშებითაც იყო დაკავებული, ვალებიც ბევრი დაუგროვდა. სწორედ ამ დროს „აღმოაჩინა“ იგი საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა და „გადმოიბირა“..

ახალი თაობა“, 12 სექტემბერი, 2015 წელი

რაულ ხაჯიმბა: „უფულო სუვერენიტეტი უაზრობაა“

სტატიაში ასახულია აფხაზეთში მიმდინარე მოვლენები: „აფახაზეთის  საოკუპაციო რეჟიმიათვის ბოლო წლებში ზეიმის საფუძველია დამოუკიდებლობის აღნიშვნა, ასევე თითო-ოროლა სახელმწიფოს მიერ მისი დამოუკიებლობის აღიარება. თუმცა, ტაშ-ფანდურის მიუხედავად, აფხაზებმა კარგად იხიან, რომ მმათ არანაირი რეალური დამოუკიდებლობა არ აქვთ“, – ნათქვამია პუბლიკაციაში (ავტორი – მარიამ მჭედლიშვილი).

„ერთ-ერთი იმ სახელმწიფოთაგანი, რომელმაც აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღირა, ვენესუელაა. რაულ ხაჯიმბამ ვენესუელის პრეზიდენტს მისალმების წერილი გაუგზავნა, ამ ქვეყნის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლად აღიარების მეშვიდე წლისთავის გამო. წერილში აფხაზეთის დე-ფაქტო მეთაური ოპტიმისტურადაა განწყობილი და იმედი აქვს, რომ ორი მხარის ურთიერთობა სამომავლოდ კიდევ უფრო გაღრმავდება“, – აღნიშნულია სტატიაში.

ავტორი სოხუმ-თბილისის ურთიერთობაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ აფხაზები ქართველებთან მხოლოდ ჟენევის ფორმატით ურთიერთობენ.

„ბოლო რამდენიმე თვეა, რაც საოკუპაციო ხელისუფლება ყურადღღებას უთმობს ეკონომიკის განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებს, ბიზნესის წახალისებას. ეკონომიკაში წინსვლა არ შეინიშნება. რთულ მდგომარეობას რაულ ხაჯიმბაც აღიარებს, მაგრამ მოსახლეობას მაინც აიმედებს.

„წლევანდელი წელიწადი ჩვენი ეკონომიკისათვის ძალიან რთული აღმოჩნდა ბოლო 6 წლის განმავლობაში. საერთო, ფინანსური კრიზისი და ინფლაციური პროცესები მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში მიმდინარეობს. აფხაზეთის ეკონომიკა გარე საფრთხეებისაგან და შოკებისაგან დაუცველი აღმოჩნდა“, – ამბობს რაულ ხაჯიმბა და მოსახლეობას შიდა რეზერვების განვითარებას სთავაზობს: ჩრდილოვანი ეკონომიკის ლეგალიზება, გადასახადების აკრეფის გაუმჯობესება, საბიუჯეტო ორგანოების თანამშრომელთა რაოდენობის ოპტიმიზაცია, წარმოების სტიმულირება და სხვა. „მთავარია, ჩვენს თავს დავუმტკიცოთ, რომ შეგვიძლია მუშაობა და ფულის შოვნა. ეს საშუალებას მოგვცემს მომავალში თვითდაფინანსებაზე გადაიდეთ. საუბარი სუვერენიტეტზე, რომელიც ეკონომიკური ბაზით არაა გამყარებული, უაზრობაა“ – ასე მიმართა აფხაზურ საზოგადოებას რაულ ხაჯიმბამ.

Comments are closed