„რეზონანსი“: ევროპის “კაპიტულაცია” და ორი გადამწყვეტი დღე უკრაინისთვის
„რეზონანსი“: უკრაინიდან საქართველოს 450-მდე თავშესაფრის მაძიებელმა მიმართა
„ვერსია“: რა საფრთხეებს უნდა ველოდეთ მოსკოვიდან და რამდენად ეფექტურია ხელისუფლების პოლიტიკა კრემლთან მიმართებაში
„ვერსია“: ,,ევროკავშირის სანქციებმა რუსეთში ანტიპუტინიზმი ვერ გამოიწვია”
———————–
„რეზონანსი“, 13 თებერვალი, 2015 წელი
ევროპის “კაპიტულაცია” და ორი გადამწყვეტი დღე უკრაინისთვის
მაია აბაიაძე
(შემოკლებით)
“მინსკში უკრაინის, გერმანიის, საფრანგეთისა და რუსეთის ლიდერები 16-სათიანი მოლაპარაკების შედეგად 15 თებერვლის 00 საათიდან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. “ნორმანდიული ოთხეულის” მინსკში შეხვედრასთან დაკავშირებით პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე აცხადებს, რომ “თუ 15-ში სეპარატისტებმა დებალცევო აიღეს, მაშინ შეიძლება ცეცხლი შეწყდეს და კონფლიქტი ამ დონეზე გაიყინოს” და არ გამორიცხავს, რომ ევროპამ ეს რუსეთისთვის სანქციების გაუქმების საბაბად გამოიყენოს. პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია კი მიიჩნევს, რომ თუ შეთანხმება არ შესრულდა, უკრაინაში შესაძლოა რუსეთის არმია ოფიციალურად ჩაერთოს და საქმე საერთაშორისო კონფლიქტამდე მივიდეს.
“შედეგი, რომელიც უკრაინის ერთიანობის, მისი ეროვნული ინტერესების და ტერიტორიული მთლიანობის გარანტად შეიძლება იქცეს, გუშინ არ ყოფილა. 15 რიცხვიც იმიტომ აიღო პუტინმა, რომ იმედი აქვს, ამ 3 დღეში სტრატეგიული მნიშვნელობის ქალაქ დებალცევოს აიღებენ, ალყაში მოექცევა უკრაინული არმიის დიდი ნაწილი და ტერიტორიები გადავა სეპარატისტების ხელში. პუტინს კურსი აქვს აღებული გაყინული კონფლიქტისკენ. მთავარია თუ სად შეწყდება ცეცხლი, რომელ ზონაში. მას უნდა რაც შეიძლება მეტი ტერიტორია აღმოჩნდეს სეპარატისტების სამხედრო კონტროლის ქვეშ, თორემ წინასწარი მოთხოვნა ისედაც ცეცხლის დაუყოვნებელი შეწყვეტა იყო. პუტინმა 1 კვირა უკვე გაჭიმა, ახლა კიდევ 3 დღეს ჭიმავს და ყოველ დღეს, საათს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. თუ უკრაინის არმიამ შეძლო ამ ქალაქის შენარჩუნება, ეს დიდი მიღწევა იქმება, მაგრამ მინსკსი შეხვედრის შემდეგ უკვე 650 კილომეტრით არის გადმოწეული ხაზი. უკრაინისთვის სანუგეშო არაფერია. უკრაინამ შეძლო იმის მიღება, რაზე წასვლაც შეუძლია დასავლეთს, მეტი არაფერი. მოხდა დასავლეთის სრული თუ არა ნაწილობრივი კაპიტულაცია რუსეთის წინაშე”, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენთთან საუბრისას პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე.
“პუტინი გამარჯვებულია მას შემდეგ, რაც ყირიმის ანექსია მოახდინა. ვნახოთ, ახლა ამერიკელები რა გადაწყვეტილებას მიირებენ – მიწვდის თუ არა ობამა უკრაინას იარაღს. ის დროს წლავს – ამბობს, მზავ ვართ მივაწოდოთ იარაღი, ოღონდ გადაწყვეტილება ჯერ არ მიგვიღიაო. ახლა შეიძლება ეს საბაბად გამოიყენოს და თქვას, რომ ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ და საჭირო აღარააო. ევროპაც საბაბად გამოიყენებს, მარტში გააუქმებს სანქციებს ან შეარბილებს და გამოვა, რომ პუტინმა გაიმარჯვა. არ გამოვრიცხავ, რომ 15-ში ცეცხლი შეწყდეს – თუ დებალცევო აიღეს სეპარატისტებმა მაშინ და კონფლიქტი ამ დონეზე გაიყინოს. მერე დაიწყებს პუტინი, რომ უკრაინაში უნდა მოხდეს კონსტიტუციური ცვლილებები, დეცენტრალიზაცია, ფედერალიზაცია – ეს პროცესი გაიწელება და ევროპა უკვე ხელებს დაიბანს”, – დასძენს სოსო ცინცაძე.
“თუ არ იმუშავა ამ შეთანხმებამ, უკრაინა მზად უნდა იყოს უფრო მეტი ესკალაციისთვის. თუ რუსეთმა არ მოახდინა გავლენა სეპარატისტებზე და არ შესრულდა ეს მოთხოვნა, მაშინ უკრაინას მოუწევს მთელი ქვეყნის მასშტაბით მობილიზაციის გამოცხადება, რაც სავარაუდოდ რუსეთის შეიარაღებული ძალების ოფიციალურ ჩართვამდე მიგვიყვანს. ეს უკვე ნიშნავს, რომ ომი ადგილობრივიდან გადავა საერთაშორისო კონფლიტზე, რომელშიც შეიძლება ჩართული აღმოჩნდეს როგორც რუსეთი, ასევე დასავლეთი”, თვლის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია.
“სეპარატისტების მიზანია რომ ლუგანსკი და დონეცკი სრულად აკონტროლონ და უკრაინამ მათი დამოუკიდევბლობა აღიაროს, რაც წარმოუდგენელია და უკრაინა ამაზე არ წავა. მეირე მხრივ, ეკრაინის ხელისუფლებასაც არ აქვს დიდი შანსები, რომ სიტუაცია თავის სასარგებლოდ შეცვალოს, რადგან ბოლო პერიოდში სეპარატისტებმა რამდენიმე მნიშვნელოვანი ტერიტორია ჩაიგდეს ხელში და აქედან გამომდინარე, როცა ხელისუფლება ისედაც ცუდ დღეშია, გაუჭირდებათ ომის წარმოება. ამიტომ მათ სჭირდებათ ცოტა სულის მოთხმა, რათა ეკონომიკას მიხედომ და თუ მოახერხეს რამენაირად გაყინონ კონფლიქტი მათთვის სასარგებლო ვითარებაში, თუმა ეს ალბათ არ გამოვა, რადგან რუსეთი არ დაუშვებს თავუისი სტრატეგიული ინტერესებიდან გამომდინარე”, – დაასკვნის კაკაჩია.
„რეზონანსი“, 13 თებერვალი, 2015 წელი
უკრაინიდან საქართველოს 450-მდე თავშესაფრის მაძიებელმა მიმართა
თეა ბეჟიტაშვილი
(შემოკლებით)
ბოლო პერიოდში უკრაინაში განვითარებული მოვლენებისა გამო საქართველოში უკრაინიდან წამოსულთა თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობამ იმატა.
უკრაინელ ლტოლვილების გარდა უკრაინიდან წამოსულთა შორის ეთნიკური ქართველებიც არიან, რომლებმ,აც წლების წინ უკრაინის მოქალქეობა მიიღეს, თუმცა ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების გამო ქვეყნის დატოვება მოუწიათ და სამშობლოში დაბრუნდნენ.
საქართველოს განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიგრაციისა და რეპატრიაციის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი კოკაია „რეზონანსთან“ საუბარში ამბობს, რომ ამ დროისათვის უკრაინიდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა დაახლოებით 450-მდე ადამიანია.
„ზოგადად ლტოლვილის სტატუსის მისანიჭებლად ექვსთვიან პერიოდს ითვალისწინებს, მაგრამ უკრაინელებისათვის ამ სტატუსის მინიჭება გამარტივებული წესით ხდება. ამ შემთხვევაში ამა თუ იმ ადამიანის მიმართ ძირეული კვლევის ცატარება აუცილებელი არაა, რადგან ისედაც ცნობილია, რომ უკრაინაში კონფლიქტი მიმდინარეობს და თუკი დადასტურდება, რომ პირო კონფლიქტური რწგიონიდან არის, ეს საკმარისია მისთვის ჰუმანიტარული სტსტუსის მისანიჭებლად“, – ამბობს ირაკლი კოკაია. მისი თქმით, უკრაინელი ლოტოლვილები სხვადასხვა ადგილზე არიან განთავსებულნი, მაგალითად, მარტყოფის ლტოლვილთა მიღებისა და განთავსების ცენტრი.
„ზოგიერთისათვის ბინის დაქირავებაა საჭირო, თუმცა ჩვენი პროექტი ფინანსურად სრულფასოვნად არაა უზრუნველყოფილი. უკრაინის ეთნიკურად ქართველ მოქალაქეებიდან ზოგიერთს საკუთარი სახლი აქვს და დახმარებას არ საჭიროებს. საერთოდ, თითოეულ ადამიანთან ინდივიდუალური მიდგომა ხდება“, – აცხადებს ირაკლი კოკაია.
„ვერსია“, 11-13 თებერვალი, 2015 წელი
რა საფრთხეებს უნდა ველოდეთ მოსკოვიდან და რამდენად ეფექტურია ხელისუფლების პოლიტიკა კრემლთან მიმართებაში
შორენა პაპაშვილი
(შემოკლებით)
ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან მმართველი კოალიცია ,,ქართული ოცნება” უშედეგოდ ცდილობს რუსეთის ფედერაციასთან მაღალი რანგის მოლაპარაკებების გამართვას. შეხვედრის სურვილი კრემლიდანაც არაერთხელ გაისმა, მაგრამ საკმარისი იყო, ჟენევაში, კარასინ-აბაშიძის დონეზე მიმდინარე მოლაპარაკებებზე, სადაც მხარეები, ძირითადად, ქართული პროდუქციის რუსეთის ბაზარზე გატანის საკითხებს განიხილავდნენ, ქართული მხარე პოლიტიკურ საკითხებს შეხებოდა, რომ რუსეთის უცნაური დუმილის რეჟიმი ამოქმედდა. ჟენევის მოლაპარაკებების გაურკვეველი ვადით გადადების მიზეზად უნდა მივიჩნიოთ ქართული მხარის პროტესტი რუსეთის მიერ აფხაზეთთან გაფორმებული თანამშრომლობის ხელშეკრულებაზე.
როგორც ჩანს, თბილისის მოლოდინი არ გამართლდა. საქართველოს პრემიერ- მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სურვილს, რუსეთთან ურთიერთობები დაგვერეგულირებინა და ,,კეთილი მეზობლები გავმხდარიყავით”, მოსკოვი ასევე კონსტრუქციული და მეგობრული პოლიტიკით არ პასუხობს.
რუსეთ-საქართველოს შორის ბოლოდროინდელი ურთიერთობები ,,ვერსიამ” პოლიტოლოგ ნიკა ჩიტაძესთან საუბრისას განიხილა. მისი შეფასებით, რუსი სამხედროების უკანონო ქმედებებს პერმანენტული ხასიათი აქვს და ამ მეთოდებით ქართულ საზოგადოებაში პანიკის დათესვასა და დესტაბილიზაციის გამოწვევას ცდილობენ. მისივე ინფორმაციით, საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ახლოს მუდმივად იტაცებენ ადამიანებს. შეიძლება ითქვას, რომ რუსეთი განსაკუთრებით აქტიურდება მაშინ, როდესაც საქართველოში რომელიმე დასავლელი მაღალჩინოსანი ჩამოდის.
,,ბოლო დღეებში სამხედროების გააქტიურება, შესაძლოა, უკავშირდებოდეს ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის ვერშბოუს ვიზიტს საქართველოში. ასევე ნატო- საქართველოს კომისიის სხდომის გამართვას ნატოს შტაბ-ბინაში. საერთოდ რუსეთი აქტიურდება მაშინ, როდესაც ახალი პრიორიტეტები იგეგმება ჩვენს დასავლეთ პარტნიორებთან, ნატოსა და ევროკავშირთან”, – ამბობს ნიკა ჩიტაძე და ხელისუფლებას არაეფექტური მუშაობის გამო აკრიტიკებს. მისი აზრით, კარგი იქნებოდა, ოკუპირებული ტერიტორიების ახლოს, დასახლებულ პუნქტებში პოლიციის გარკვეული ქვედანაყოფები იყოს განლაგებული, რათა, ერთის მხრივ საქართველოს მოქალაქეებმა თავი დაცულად იგრძნონ, მეორეს მხრივ კი საერთაშორისო საზოგადოებას მუდმივად მიეწოდებოდეს ინფორმაცია საქართველოს მოქალაქეების უკანონო გატაცების შესახებ: ,,გარკვეულწილად, ასეთი ინფორმაცია აქვს ევროკავშირს, თავისი წარმომადგენლობის საშუალებით. მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ინფორმაცია უშუალოდ ხელისუფლების მხრიდან უნდა მიეწოდებოდეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში მეტად დაიძაბება ვითარება და უფრო მეტ ადამიანს გაიტაცებენ”.
ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისგან განსხვავებით, რომელიც რუსეთთან კონფრონტაციული პოლიტიკით ,,აქტიურად იწონებდა” თავს დასავლეთში, ,,ოცნების” მთავრობამ რადიკალურად შეცვალა მოსკოვის მიმართ განცხადებების ტონი, მაგრამ არც ამ შემთხვევაში დამდგარა უკეთესი შედეგი. მოსკოვმა აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებაზე მოაწერინა ხელი. ამ დღეებში ნატო- ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა რუსეთს სწორედ ამ დოკუმენტის გამო უსაყვედურა და საქართველოს ორი რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების გაუქმებისა და საქართველოს ტერიტორიიდან ჯარების გაყვანისკენ მოუწოდა. იგი ასევე შეშფოთებულია საქართველოს მეორე კონფლიქტურ რეგიონთან, ე.წ. სამხრეთ ოსეთთან მსგავსი გეგმების გამოც.
ექსპერტ ნიკა ჩიტაძის აზრით, მხოლოდ საჯარო განცხადებები საკმარისი არ არის და მისასალმებელია, რომ დასავლეთმა რუსეთის წინააღმდეგ, როგორც იქნა, აამოქმედა სანქციები. მაგრამ არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ სანქციების მიზეზი უკრაინაა, მაშინ როდესაც, ქართველი პოლიტოლოგების აზრით, 2008 წლის აგვისტოს რუსეთ- საქართველოს ომი, დასავლეთისგან გაცილებით მეტ ყურადღებას იმსახურებდა.
სამწუხაროდ, იმ პერიოდში სანქციების ამოქმედების ნაცვლად, რუსეთსა და ამერიკას შორის ამოქმედდა გადატვირთვის პოლიტიკა. რუსეთს კიდევ ერთი შანსი მიეცა. მაშინ მხოლოდ რუსეთ-ნატოს საბჭომ შეწყვიტა მუშაობა და ისიც მხოლოდ ერთი წლით, მაგრამ არ ამოქმედებულა ეკონომიკური სანქციები. ,,დასავლელი დიპლომატების მხრიდან კეთდებოდა განცხადებები, მაგრამ ამას არ მოჰყოლია კონკრეტული სადამსჯელო ზომები. დღეს დასავლეთი უფრო პრინციპულია რუსეთის მიმართ”, – ამბობს ნიკა ჩიტაძე.
ქართველი ექსპერტის აზრით, რუსეთის უკანონო ქმედებები საქართველოს მიმართ, მუდმივად უნდა განიხილებოდეს და იდგეს დასავლური სამყაროს დღის წესრიგში. ხოლო ევროკავშირის სანქციებს რაც შეეხება, ცხადია, რუსეთის ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესება, თავისთავად, მოქმედებს საქართველოზეც და დასავლეთზეც. არსებობს ერთობლივი საწარმოები. ბევრ დასავლურ კომპანიას აქვს რუსეთში ინვესტიციები. ეძებენ რუსული გაზის ალტერნატივას.
,,ვერსიასთან” საუბრისას ნიკა ჩიტაძე აცხადებს, რომ ,,ბოლო ხანებში საქართველოს ექსპორტის სტრუქტურაში რუსეთის წილი 2%-დან თითქმის 10%-მდე გაიზარდა. ლარის კურსის ვარდნა განაპირობა ექსპორტის შემცირებამაც. შემცირდა გზავნილების მოცულობა. მათი 60%-ზე მეტი, ოფიციალური მონაცემებით მოდიოდა რუსეთის ფედერაციაზე. რა თქმა უნდა საქართველოს ეკონომიკა ზარალდება, მაგრამ ამ სანქციებით ყველაზე მეტად ზარალდება რუსეთის ეკონომიკა. წინასწარი პროგნოზით შესაძლებელია თქმა, რომ 2015 წელს რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტი დაახლოებით 5%-ით შემცირდება. იმის გათვალისწინებით, რომ გლობალიზაციის პროცესია და სხვადასხვა ეკონომიკები ერთმანეთზეა გადაჯაჭვული, ბუნებრივია, ეს საქართველოზეც აისახება. მაგრამ სანქციების ამოქმედება იყო ერთადერთი შანსი და გამოსავალი, რომ როგორმე, შედარებით გრძელვადიან პერსპექტივაში მოგვარდეს უკრაინის კრიზისი და გრძელვადიან პერსპექტივაში, ჩვენი ორი ოკუპირებული რეგიონის დეოკუპაცია მოხდეს”.
წინასაარჩევნო პერიოდებში საქართველოში ხელისუფლებები აქტიურად იყენებდნენ მტრის ხატს. კონფლიქტურ რეგიონებში ტრადიციულად ხშირდებოდა პროვოკაციები, მწვავდებოდა ვითარება. მოსახლეობის ყურადღება სოციალური პრობლემებიდან საგარეო საფრთხეებისკენ ინაცვლებდა. მოსალოდნელი დესტაბილიზაციის საფრთხის შესახებ განცხადებები ხელისუფლების მაღალი ეშელონებიდან დღესაც კეთდება. ამ დღეებში მსგავსი განცხადება გააკეთა შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმაც. მისი თქმით, საფრთხეები შესაძლოა მომდინარეობდეს სირიიდან, ერაყიდან, მაგრამ რუსეთი არ უხსენებია. ექსპერტი ნიკა ჩიტაძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლება შეგნებულად არიდებს თავს რუსეთთან კონფრონტაციას და ,,ოცნება” წაგებულ თამაშში არ ჩაერთვება. სამაგიეროდ ოპოზიციაში მყოფი ნაციონალური მოძრაობა საუბრობს ქართულ პოლიტიკაში რუსული ფულის აქტიურ შემოდინებაზე, პრორუსული ძალების გააქტიურებაზე.
ექსპერტი ნიკა ჩიტაძე არ გამორიცხავს, ეფექტური პოლიტიკის შემთხვევაში, არსებული საგარეო ვითარებიდან საქართველომ მეტი სარგებელი მიიღოს და რუსეთს დათმობაზე წასვლა აიძულოს: ,,სანამ რუსეთს გააჩნია სავალუტო რეზერვები, ის განაგრძობს თავის აგრესიულ პოლიტიკას და ცდილობს, მაქსიმალური მოგება მიიღოს. როდესაც რუსეთი კიდევ უფრო დასუსტდება, იძულებული გახდება, კომპრომისული ნაბიჯები გადადგას. რეალისტები რომ ვიყოთ, დეოკუპაცია გაცილებით ხანგრძლივი პროცესია. შეგვიძლია, ნაბიჯ- ნაბიჯ წავიწიოთ წინ. დასაწყისისთვის რუსეთმა შეაჩეროს ოკუპირებული რეგიონებიდან ადამიანების გატაცება და პროვოკაციები”.
აქვს თუ არა ,,ოცნებას” სამეზობლო პოლიტიკაში სტრატეგიული გათვლა, დრო გვიჩვენებს. ჟენევის მოლაპარაკებების განახლებას კი ჯერჯერობით პირი არ უჩანს. თუმცა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, უცხოელ ჟურნალისტებთან დაჟინებით იმეორებს, რომ საქართველოსთან დიპლომატიური კავშირები არ შეუწყვეტიათ და კარასინი- აბაშიძის შეხვედრების ფორმატი გრძელდება.
„ვერსია“, 11-13 თებერვალი, 2015 წელი
,,ევროკავშირის სანქციებმა რუსეთში ანტიპუტინიზმი ვერ გამოიწვია”
შორენა პაპაშვილი
(შემოკლებით)
,,ვერსია” საერთაშორისო დიპლომატიის საკითხებში ექსპერტს, სოსო ცინცაძეს ესაუბრა.
(…)
- დღეს ბევრი ადარებს უკრაინის პრობლემას საქართველო- რუსეთის 2008 წლის ომს. მაშინ მართლა არ გამოიყენა დასავლეთმა რუსეთის დასჯის შესაძლებლობა?
- 2008 წელს რუსეთ- საქართველოს ომში ევროპას მეტის გაკეთება შეეძლო, მაგრამ არ გააკეთებდა. ნუ ვედრებით უკრაინას. უკრაინასთან უკვე საუბარია იარაღის მიწოდებაზე და ჩვენთან კი მაშინ ერთი გემი შემოვიდა ფოთში, სასმელი წყალი და პამპერსები ჩამოგვიტანეს. ბოლო დღეებში სააკაშვილიც საყვედურობს ევროპას, ღარიბაშვილიც, 2008 წელს რომ გეღონათ რამე, ეს არ მოხდებოდაო. რუსეთისათვის დღეს საქართველოს პრობლემა არ არის აქტუალური, ან პრიორიტეტული.
- ხელისუფლებაში ,,ქართული ოცნების” მოსვლის შემდეგ რუსეთი კვლავ გააქტიურდა აფხაზებისა და ოსების მიმართ.
- ეს არის ერთგვარი სიგნალი. რუსეთი ელის საპასუხო ნაბიჯს. ოსებთან თანამშრომლობის ხელშეკრულება უნდა გაფორმებულიყო 2014 წლის დამლევს, მაგრამ თითქოს რუსეთი არ ჩქარობს, ელოდება საქართველოს ხელისუფლებასთან ურთერთობის დარეგულირებას. რუსეთი ამ მთავრობისაგან რაღაც სხვას ელოდა და არა აბაშიძე- კარასინის ფორმულას. პირველ თვეებში ჩვენს საგარეო საქმეთა სამინისტროს ტერმინი ,,ოკუპირებული ტერიტორიები,, არ წამოსცდენია. როგორც ჩანს ,,ქართულმა ოცნებამ” ვერ გაუძლო ნაციონალური მოძრაობის ისტერიას და მათი ევროპელი მოკავშირეების საყვედურებსაც. დაეწყოთ მოლაპარაკებები. პუტინმა პირდაპირ თქვა: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არ ვიცი როგორ არის შესაძლებელიო, მაგრამ არ უთქვამს შეუძლებელიაო. მისი განცხადებების დინამიკა მეტყველებს, რომ ის ელოდებოდა მოლაპარაკებებს. ის საქართველოსგან ელოდებოდა ნატოსკენ სვლის შეჩერებას. ნატო- ს არც ერთ წევრ ქვეყანაში ჯერ ნატო- ს საწვრთნელი ცენტრები არ შექმნილა და ისე არ მიუღიათ ნატოში.