globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 13 მარტი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Mar 13th, 2015 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«РИА Новости» (რუსეთი): ბარაკ ობამა საქართველოში რუსეთმცოდნე და რუსულად მოლაპარაკე ახალ ელჩს აგზავნის!?

«Независимое военное обозрение» (რუსეთი): საქართველო და უკრაინა: 2008 და 2014 წლის კონფლიქტების შედარება // რატომაა რუსეთი დაინტერესებული უკრაინის შენარჩუნებით?

«РИА Новости – Украина» (რუსეთი): უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს კუთვნილი კომპანია „როშენის“ პროდუქციის  ექსპორტი საქართველოში თითქმის 60-ჯერ გაიზარდა

«Berliner Kurier» (გერმანია): გერმანელი მოხუცის მკვლელობაში ეჭვმიტანილ ქართველს ევროპის მასშტაბით ეძებენ

———————–

«РИА Новости» (რუსეთი), 13 მარრტი, 2015 წელი

http://ria.ru/world/20150313/1052314612.html

ბარაკ ობამა საქართველოში რუსეთმცოდნე და რუსულად მოლაპარაკე ახალ ელჩს აგზავნის!?

ამერიკის შერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ გამოაცხადა, რომ იგი საქართველოში ახალ ელჩს დანიშნავს – ეს თანამდებობა მან შესთავაზა კადრის დიპლომატს იან კელის, რომელიც ადრე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში საგარეო პოლიტიკის რუსულ მიმართულებას კურირებდა.

ამჟამად იან კელი ილინოისის შტატის უნივერსიტეტში მუშაობს, ხოლო 2010-2013 წლებში იგი ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) აშშ-ის წარმომადგენლის მოვალეობას ასრულებდა. უფრო ადრე, 2007-2009 წლებში მუშაობდა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპულ და ევრაზიული საქმეების ბიუროში (რუსეთის მიმართულებით).

იან კელიმ, ჯერ კიდევ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში სამსახურის დაწყებამდე (1985 წელს), კოლუმბიის უნივერსიტეტში კარგად შეისწავლა რუსული ენა, შემდეგ მუშაობდა ყოფილი საბჭოთა კავშირის ზოგიერთ რესპუბლიკაში, აგრეთვე იუგოსლავიაში.

პროცედურის თანახმად, ახალი ელჩი ამერიკის კონგრესის ზედა პალატამ – სენატმა უნდა დაამტკიცოს. თუ სენატორები იან კელის ელჩად დაამტკიცებენ, იგი აშშ-ის ამჟამინდელ ელჩს საქართველოში რიჩარდ ნორლანდს შეცვლის.

«Независимое военное обозрение» (რუსეთი), 13 მარტი, 2015 წელი

http://nvo.ng.ru/realty/2015-03-13/15_peace.html

საქართველო და უკრაინა: 2008 და 2014 წლის კონფლიქტების შედარება

რატომაა რუსეთი დაინტერესებული უკრაინის შენარჩუნებით?

ბოგდან კაზარიანი, პროფესორი

როცა შეერთებული შტატები ანადგურებდა ერაყს, ლიბიას, იუგოსლავიას, მოგვიანებით კი – სირიას, ამ ომების ფასს, ვაშინგტონის გარდა, ყველა იხდიდა. ამ ომებით ხშირად და თითქმის ყოველთვის ძალიან ზარალდებოდა რუსეთი (იარაღის შესყიდვის კონტრაქტებით გათვალისწინებული თანხების დაკარგვა, მშენებლობების შეჩერება და ასე შემდეგ). ამჟამად რუსეთი ზარალს განიცდის თავის საზღვრებთან მიმდინარე ომით: გაზის ვალის გადაუხდელობა, კრედიტების შეწყვეტა, ჰუმანიტარული დახმარების შეზღუდვა, სანქციების შედეგები და ასე შემდეგ.

2008 წელი. პეკინის ოლიმპიადის დაწყების წინ, 7 აგვისტოს, საქართველოს არმიამ, ცხინვალსა და იქ დისლოცირებულ რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტზე შეტევისათვის, პოზიციების დაკავება დაიწყო. ამ მომენტიდან საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თავისი ამერიკელი კოლეგის – ჯორჯ ბუშის ერაყული კამპანიის გამეორება დაიწყო: ყველა ტელეარხზე ატრიალებენ მისი [ადრინდელი] განცხადების ვიდეოჩანაწერს კონფლიქტის მოსაგვარებლად მოლაპარაკების სურვილის თაობაზე.

საქართველოს პრეზიდენტის [სამხედრო] მრჩეველთა ჩანაფიქრის თანახმად, რადგან რუსეთის შეიარაღებული ძალები დეზორგანიზებულია, არმიის ბრძოლისუნარიანობა და მართვა დაბალ დონეზეა, რუსეთი საქართველოს ადექვატურ პასუხს ვერ გასცემს. ყველასათვის მოულოდნელად, ასეთი ვარაუდები არ გამართლდა – რუსეთის არმიამ სწრაფი რეაგირება მოახდინა. სამწუხაროდ, საქართველოსა და რუსეთს შორის კონფლიქტი მოხდა – კონფლიქტი, რომლის დაწყების უფლება პოლიტიკოსებს არ ჰქონდათ.

2014 წელი. უკრაინაში მომხდარი სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ კიევის ხელისუფლებამ დონბასის წინააღმდეგ  ე.წ. ანტიტერორისტული ოპერაცია (ატო) დაიწყო, თუმცა იქ არანაირი ტერორისტული აქტები არ ხდებოდა. ბუნებრივია, ატოს-მიმართ წინააღმდეგობა გაჩნდა. შეიარაღებული შეტაკებები სრულფორმატიან ომში გადაიზარდა. დღეს უკვე ის ადამიანებიც კი, რომლებიც პოლიტიკისაგან საკმაოდ შორს დგანან, ფიქრობენ, რომ სავარაუდოდ, არცთუ შორეულ პერსპექტივაში მსგავსი სამხედრო შეტაკებათა კერები შეიძლება ყოველი ხუთი-ექვსი წლის განმავლობაში გაჩნდეს.

ორივე კონფლიქტი აჩვენებს, რომ რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო დაპირისპირება  „ახლო საზღვარგარეთში“ კვლავ გრძელდება. ამასთან ვაშინგონი აცნობიერებს, რომ:

- რუსეთთან პირდაპირი შეიარაღებული კონფლიქტი მხოლოდ რუსეთისავე ტერიტორიაზეა შესაძლებელი;

- [რუსეთთან ახლოს მიმდინარე კონფლიქტში] აშშ-ის შეიარაღებული ძალების  მონაწილეობა პენტაგონისათვის მიუღებელ დანაკარგებს გამოიწვევს;

- კონფლიქტის კონტროლი (ე.წ. მართვადი ქაოსი“) ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან შეუძლებელია, მხარეთა სამხედრო პოტენციალის გაზრდა კი უკონტროლოდ, „თავისებური კანონებით“  განხორციელდება;

რუსეთთან შეტაკება რუსეთისავე ტერიტორიაზე მხოლოდ ორი სავარაუდო შედეგით დასრულდება: ომის ესკალაციით და შემდგომ ბირთვული იარაღის გამოყენებით, ან აშშ-ის უარით ომის შემდგომ გაგრძელებაზე, აქედან გამომდინარე ყველა პოლიტიკური შედეგით;

ამრიგად, შეერთებული შტატების მცდელობის მიუხედავად, განახორციელოს თავისი საგარეოპოლიტიკური მიზნები, ვაშინგტონი რუსეთთან პირდაპირ სამხედრო კონფლიქტზე არ წავა, მაგრამ რაღაცას მაინც გააკეთებს. მაგრამ რას?

აშშ-ის სამხედრო-პოლიტიკური, ეკონომიკური და პროპაგანდისტული რესურსები საკმარისია იმისათვის, რომ ვაშინგტონმა რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნები ან ტერორისტული ორგანიზაციები მოსკოვის წინააღმდეგ მიმართული შეიარაღებული კონფლიქტისთვის განაწყოს, ამაში სხვა ქვეყნებიც ჩართოს, თანაც აუცილებელი არაა ეს ყველაფერი ამერიკის ფულით განხორციელდეს. რომელიმე „კერძო მიზნებით“ შეიძლება პროვოკაციები მოხდეს ცენტრალურ აზიაში – ყირგიზეთში, ტაჯიკეთში და კავკასიაში – სომხეთში, სადაც რუსეთის სამხედრო ბაზებია დისლოცირებული. ცოტა შორეულ მომავალში კი ჩინეთის მიმართაც, რომელმაც, აშშ-ის ჩანაფიქრით, რუსეთს მიწებით, წყლით და ენერგორესურსებით სარგებლობის პრეტენზიები უნდა წაუყენოს. იმედია, ჩინეთის ხელისუფლება მომავალშიც ისეთივე ბრძნულად მოიქცევა, როგორც დღეს მოქმედებს.. თუმცა ამერიკა მაინც შეეცდება თავის სასარგებლოდ გამოიყენოს ის სიტუაცია, თუ რომელიმე ჩამოთვლილი ქვეყნის ხელისუფლებაში უპასუხისმგებლო ადამიანები მოვლენ.

დღეს იმედის მომცემია ის გარემოება, რომ ამერიკელმა ომის გამჩაღებლებმა ვერ განახორციელეს რუსეთისა და აშშ-ის არმიების პირდაპირი შეტაკება ერთმანეთთან, მაგრამ ამისათვის ფასს იხდის უკრაინის აღმოსავლეთის – დონბასის მოსახლეობა.

დღეს აშშ-ის პოლიტიკის წინააღმდეგ უკრაინა და რუსეთი ერთად მოქმედებენ – უფრო მეტად თავიანთი არსებობით, სიცოცხლის, გადარჩენისა და აღორძინებისაკენ სწრაფვით და უფრო ნაკლებად – ეროვნული ერთიანობით. არადა, ორივეს ძალა მეგობრულ, ნათესაურ, კულტურულ და სულიერ ერთიანობაშია, რაც განპირობებულია ორივე ქვეყნის ხალხების ურთიერთგავლენით (ახლა მხოლოდ ის გვესმის, რომ რუსეთი გავლენას ახდენს უკრაინაზეო და პირიქითაც რომ ხდება, იმაზე არავინ ლაპარაკობს).

მომხდარ დაპირისპირებაში რუსებისა და უკრაინელების საერთო ამოცანაა უკრაინის შენარჩუნება როგორც სახელმწიფოდ და როგორც კონსოლიდირებული საზოგადოების სახით. ორივე ქვეყნის ინტერესებშია, რომ დაუყონებლივ შეჩერდეს ოკეანისქით დაგეგმილი უკრაინისა და რუსეთის დაშლისაკენ მიმართული პროცესი. რა თქმა უნდა, რუსეთისათვის დაუშვებელია რეგულარული არმიის შეყვანა უკრაინაში ვინმეს თხოვნით, ვინც არ უნდა იყოს იგი (ისევე როგორც არ შეიძლება დამატებით სხვა მოსაზღვრე ტერიტორიაზეც შეყვანა). ეს გააძლიერებს თანამედროვე უკრაინული საზოგადოების ანტირუსულ პროცესებს, შეასუსტებს უკრაინულობის, რუსობისა და საერთო ჯამში, სლავობის აღქმა-გაცნობიერებას, შეზღუდავს უკრაინული საზოგადოების ანტიფაშისტურ და პატრიოტულ სულისკვეთებას როგორც მის სამოქალაქო საფუძველს.

მოკლედ, რატომ უნდა შევინარჩუნოთ უკრაინა? შკითხვა ვინმეს შეიძლება მკრეხელურად მოეჩვენოს, მაგრამ ეს კითხვა რომ დავსვათ, პასუხიც არ გვეცოდინება. იმიტომ უნდა შევინარჩუნოთ, რომ ეს რუსული მიწაა. ისევე იყო და იქნება რუსული როგორც ამ მიწაზე მცხოვრები ხალხი. მათ შორის საზღვრები არ იქნება, ყველა ერტად იცხოვრებს, რუსი იქნებაის თუ უკრაინელი, ან სხვა ეროვნების მქონე… იმიტომ უნდა შენარჩუნდეს უკრაინა, რომ რუსეთს მხოლოდ მეგობრულად განწყობილი მეზობელი ჰყავდეს. იმიტომ, რომ უკრაინამ და უკრაინის საზოგადოებამ შეძლოს ქვეყნის აღმშენებლობა, სირთულეების დაძლევა რუსეთთან ერთად. იმიტომ, რომ განმტკიცდეს პერეიასლავლში ფუძეჩაყრილი ისტორიული კავშირი.

რუსეთი მზადაა ჰუმანიტარულად, პოლიტიკურად, დიპლომატიურად დაეხმაროს უკრაინას, ითანამშრომლოს უკრაინელ პოლიტიკოსებთან, დიპლომატებთან და საზოგადოებრივ მოღვაწეებთან. მთავარია ხელი არავინ შეუშალოს მათ, ვისთვისაც უკრაინა სამშობლოა, ვისაც ერთამენთისა სჯერათ და ერთმანეთის ესმით.

«РИА Новости – Украина» (რუსეთი), 13 მარტი, 2015 წელი

http://rian.com.ua/economy/20150312/364725551.html

უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს კუთვნილი კომპანია „როშენის“ პროდუქციის  ექსპორტი საქართველოში თითქმის 60-ჯერ გაიზარდა

უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს კუთვნილმა საკონდიტრო კორპორაცია „როშენმა“ 2014 წლის დეკემბრიდან საქართველოში ექსპორტი თითქმის ათჯერ გაზარდა. ასეთ ინფორმაცია გაავრცელა რუსეთის სამხრეთ სატრანსპორტო პროკურატურამ.

როგორც ცნობილია, 2014 წლის სექტემბერში „როსპოტრებნადზორმა“ კომპანია „როშენს“, უხარისხობის გამო, რუსეთში მოქმედ ოთხ ფაბრიკას საკონდიტრო პროდუქციის გავრცელება აუკრძალა. „2014 წლის დეკემბრიდან საკონდიტრო კორპორაცია „როშენმა“, ჩრდილოეთ ოსეთის საბაჟოს გავლით, საქართველოში თითქმის 214 ტონა პროდუქცია შეიტანა, მაშინ როცა 2013 წელს ექსპორტის მოცულობა 3,4 ტონას არ აღემატებოდა“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. მთლიანობაში კი უკრაინიდან საქართველოში, რუსეთის ტერიტორიის გავლით, უკრაინული საკონდიტრო ნაწარმის ტრანზიტის მოცულობა, ემბარგოს დაწესების დღიდან, ორჯერ გაიზარდა, – აღნიშნულია დოკუმენტში.

„როშენი“ – მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი საკონდიტრო პროდუქციის მწამროებელი კორპორაციაა, რომელიც წელიწადში 450 ათას ტკბილეულს ამზადებს. „როშენის“ ფაბრიკები განლაგებულია როგორც უკრაინაში, ასევე ლიტვაში, უნგრეთში და რუსეთში.

«Berliner Kurier» (გერმანია), 13 მარტი, 2015 წელი

http://www.berliner-kurier.de/panorama/europaweite-fahndung-der-oma-killer-von-der-georgien-mafia,7169224,30103094.html#

გერმანელი მოხუცის მკვლელობაში ეჭვმიტანილ ქართველს ევროპის მასშტაბით ეძებენ

ქრისტინა ვირნერი

(შემოკლებით)

შემთხვევა, რომელიც გერმანიის პრესისათვის სენსაციად იქცა: როგორ გაძარცვეს და მოკლეს 2013 წლის ივნისში ანგელინა მ., ნიურბერგში მცხოვრები 83 წლის მოხუცი ქალი. დღემდე დამნაშავეები, დნმ-ის გამოკვლევისა და გერმანიის ტელევიზიის გადაცემების მიუხედავად, დაუსჯელები რჩებოდნენ.

ამას წინათ „ბერლინერ კურიერ“-მა რუსულ-ქართული მაფიის შესახებ მასალები გამოაქვეყნა, მას მოჰყვა ბავარიის პოლიციისა და პროკურატურის რექაცია: სასწრაფოდ იქნა გამართული პრეს-კონფრენცია და გამოცხადდა, რომ მკვლელობა გაძარცვის მიზნით იქნა ჩადენილიო.

დღეს საქმეში მკვეთრი შემობრუნებაა: ევროპის მასშტაბით გერმანიის პოლიცია 28 წლის გიორგი ღვალაძეს ეძებს. უკვე გაირკვა, რომ მისი თანამზრახველი, 37 წლის ნოდარ ძინძიბაძე 2013 წლის აგვისტოდან იტალიის ქალაქ ფლორენციის საპყრობილეში ზის, სხვა დანაშაულის ჩადენის გამო. ორივე ქართველი გერმანიაში და იტალიაში ბინებისა და მაღაზიების ძარცვით იყვნენ დაკავებული.

გიორგი ღვალაძეს შვეიცარიისათვის თურმე თავშესაფარით უთხოვია. პენსიონერ ანგელინა მ-ის მხეცური მკვლელობა ძარცვების მისი საქმიანობის მკაცრი კულმინაცია აღმოჩნდა. დუეტის მოქმედება მხოლოდ რამდენიმე თვის წინ გამომჟღავნდა, როცა გერმანიის პოლიციის მონაცემთა ბანკში არსებული დნმ-ის მონაცემები გიორგი ღვალაძის მიერ მობილურ ტელეფონზე დატოვებული კვალს შეუდარეს.

როგორც „ბერლინერ კურიერს“ პოლიციიდან შეატყობინეს, ორივე ქართველი მამაკაცი ფართო კრიმინალური ქსელის წევრები იყვნენ. გერმანიის სისხლის სამართლის ფედერალური პოლიციის დოსიეს თანახმად, ქართველები ყოველწლიურად მხოლოდ მაღაზიების ძარცვით ქვეყანას 250 მილიონი ევროს ზარალს აყენებენ. როგორც ჩანს, გერმანიაში თავშესაფარს იმიტომ ითხოვენ, რომ შემდეგ დანაშაული ჩაიდინონ. 2011 წლიდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა თითქმის ექვსჯერ გაიზარდა.

რუსულ-ქართულ მაფიას „კანონიერი ქურდები“ დირიჟორობენ, რომლებიც ბევრ შემთხვევაში ყოფილი „კა-გე-ბე“-ს აგენტები არიან. ისინი „უბრალო, რიგით“ დამნაშავეებს „კრიშას“ (მფარველობას) სთავაზობენ. რიგითებსაც, თავის მხრივ, „კანონიერი ქურდების“ სალაროში („ობშაკში“) ფული შეაქვთ. გერმანიის სისხლის სამართლის პოლიციის შეაფასებით, მთელ მსოფლიოში „ობშაკის“ მოცულობა 100 მილიარდ დოლარს აღწევს.

Comments are closed