globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 13 მარტი 2017 წელი

Posted by Globalresearch on Mar 13th, 2017 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

„ახალი თაობა“: ინტერვიუ მამუკა არეშიძესთან: „ბათუმის აქცია ნაციონალები მოწყობილია“ // ინტერვიუ გიორგი ვაშაძესთან: „პოლიციის სისუსტე აშკარად გამოჩნდა“
—–
„კვირის პალიტრა“: ინტერვიუ მამუკა არეშიძესთან: „გარკვეული ჯგუფი თავიდანვე მზად იყო „მოლოტოვის კოქტეილების“ დასამზადებლად“ // გაიხსენეთ ის წერილი, რომელიც „რუსთავი 2“-ის ხელმძღვანელობამ სტრასბურგში გაგზავნა, სადაც პირდაპირ ჩაწერეს, რომ ელოდნენ ქუჩაში არეულობას, ქაოსს, დაპირისპირებას… // ინტერვიუ ხათუნა სამნიძესთან: „მერაბ ღოღობერიძემ დააანონსა ის განცხადებები, რაც აქციაზე მოვისმინეთ“
„კვირის პალიტრა“: ინტერვიუ გია ხუხაშვილთან: „ეს იყო სოციალური აფექტი პოლიტიკური შეფუთვით“ // „კუთხური შუღლის გამღვივებელი სახელმწიფოსთვის ისეთივე სახიფათოა, როგორც პოტენციური ტერორისტი“
„კვირის პალიტრა“: ინტერვიუ ვიცე-პრემიერ ალექსანდრე ჯეჯელავასთან: „პრეზიდენტის აქტივობები ამყარებს ეჭვს, რომ…“ // „რამდენად მტკივნეულიც უნდა იყოს, უზენაესი სასამართლოს გად-აწყვეტილება ძალაში შევა“
„კვირის პალიტრა“: ინტერვიუ ვახტანგ ძაბირაძესთან: „ამ კამპანიაში საქმის კეთების სურვილს ვერ ვხედავ“
„კვირის პალიტრა“: ინტერვიუ ისრაელის ელჩთან: „საქართველოდან ჩვენთან 80% არალეგალური საქმიანობისთვის ჩამოდის”
„კვირის პალიტრა“: ინტერვიუ ლია მუხაშავრიასთან: „ვშიშობ, იუსტიციის სამინისტრომ ჰააგის მიმართულებითაც შეირცხვინა თავი“
„კვირის პალიტრა“: „ჩემი ვარაუდით, მამა გიორგი ვიღაცისთვის იბრძოდა“
„კვირის პალიტრა“: ავიასაცობის საფრთხე?! // ინტერვიუ ავიაექსპერტ იასე ზაუტაშვილთან: „ტავ ჯორჯიას“ აეროპორტის გამტარუნარიანობა ხელშეკრულებაში ჩადებულ რაოდენობამდე კვლავაც არ გაუზრდია // არის თუ არა მზად საქართველოს აეროპორტების ინფრასტრუქტურა მგზავრთა ნაკადის 48-50%-ით გასაზრდელად
„კვირის პალიტრა“: „საწვავი ასე ძვირი არ უნდა ღირდეს!“

„ალია“: ვის გადააყენებს ბიძინა ივანიშვილი მინისტრობიდან? / რაზე ელაპარაკა ნინო გვენეტაძეს და ვის დაევალა მასზე ინფორმაციების მოძიება? / რა გაუხსენეს წარსულიდან თეა წულუკიანს და რამ დააბნია ყოფილი პრემიერი?”

—–—–—–—–—–—–—–—–—–—–—–—–—–—–—–—–—–—–—–—–—–—–—–—–—–

„ახალი თაობა“, 13 მარტი, 2017 წელი

ინტერვიუ მამუკა არეშიძესთან: „ბათუმის აქცია ნაციონალები მოწყობილია“

ინტერვიუ გიორგი ვაშაძესთან: „პოლიციის სისუსტე აშკარად გამოჩნდა“

ბათუმში განვითარებულ მოვლენებს „ახალი თაობის კორესპონდენტ ნონა ცაბაძესთან საუბარში გიორგი ვაშაძე და მამუკა არეშიძე აფასებენ.

გიორგი ვაშაძე:

„არ არსებობს ისეთი ადამიანი, რომელიც ბათუმში მომხდარ მოვლენებს მხარს დაუჭერს. „მე ამ ყველაფერს ნეგატიურად ვაფასებ, თუმცა აქ მთვარი რამ არის გასაკეტებელი – უნდა მოხდეს სრულფასოვანი და გამჭვირვალე გამოძიება. ამაში ცართული უნდა იყოს სამოქალაქო საზოგადოებაც“, – ამბობს გიორგი ვაშაძე. რესპოდენტის აზრით, ‘შემთხვევით არაფერი ხდება, ეს ყველაფერი რაღაცასთან არის დაკავშირებული. შეიძლება ეს იყო ნეგატიური მუხტი, რომელიც ამ კონკრეტულ მომენტში აფეთქდა. თუმცა არის ფაქტები იმისა, რომ აჭარაში ინციდენტერბი პოლიციასა და მოსახლეობას შორის ადრეც ხდებოდა“.

კორესპონდენტის კითხვაზე – „ხელისუფლება ბათუმის მოვლენებში „ნაციონალურ’ კვალს ხედავს და ამაზე რას იტყვითო“, გიორგი ვაშაძე პასუხობს: „ეს სტანდარტული განცხადებაა ხელისუფლების მხრიდან, რათა მომხდარი სხვას გადააბრალოს. ასეთი განცხადებები ხელისუფლებისა და საერთოდ, საჯარო მოხელეების მხრიდან არასწორია. თუ ამას მართლაც დაადგენენ, მაშინ ამის დამადასტურებელი კონკრეტული ფაქტები უნდა თქვან და მაშინ ყველა დაიჯერებს, ყველა ნეგატიურად შეაფასებს [ნაციონალების მოქმედებას].

გიორგი ვაშაძე უარყოფითად მიიჩნევს ქართველი სამართალდამცველების რეაგირებას მომხდარზე: „იყო ძალიან სერიოზული დაბნეულობა. კიდევ ერთხელ ვნახეთ, რომ სამართალდამცველი ორგანოები საკმაოდ სუსტნი და მყიფენი არიან. არ იყო მიღებული სწრაფი გადაწყვეტილება. ეს იყო სერიოზული პრობლემა“. იმავდროულად ინტერვიუში რესპოდენტი აღნიშნავს, რომ მას ზალიან მოეწონა პოლიციელების განცხადებებში [ეთერში რომ ისმოდა] – ხელი არავის ახლოთ და არავინ სცემოთო. ეს იყო ზალიან კარგი, ამას ვაღიარებ და ვამბობ, რომ პოლიცია მოწოდების სიმაღლეზე იდგა“.

- თან მოგწონთ და თან აკრიტიკებთ პოლიციელთა ქმედებას. რა უნდა ექნათ?

- სიტუაციის ესკალაცია სწორედ მაშინ დაიწყო, როცა სამართალდამცავებმა აქციის დაშლა დაიწყეს. ყოფილიყვნენ იმ ადგილზე, ჩაეტარებინათ აქცია… თუ დაკავებულებს ატავისუფლებდნენ, გამოვიდოდნენ ისინი და აქცია ნელ-ნელა მინელდებოდა. ამ უეცარი ესკალაციას ასევე უეცარი უკანდახევა მოჰყვა სამართალდამცავების მხრიდან, რამაც ხალხს სერიოზული ესკალაციისაკენ უბიძგა“.

———-

მამუკა არეშიძე:

- ჩემს კოლეგები, სპეციალისტები მთელი რამე ქუცაში იყვნენ და მოვლენების მონიტორინგს ატარებდნენ. ისინი მეუბნებოდნენ, რომ ეს არის ორგანიზებული აქცია და ამ აქციის სათავეში არიან „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი წარმომადგენლები და აჭარის უზენაესი საბჭოს [ყოფილი?] წევრები. ისინი მოსახლეობას აბუნტებდნენ და ხალხი აჭარის სხვადასხვა რაიონიდან ჩამოჰყავდათ… მინდა ისიც ვთქვა, რომ აჭარის პატრულის ზოგიერთი თანამშრომელი როგორ იქცევა და რას აკეთებს, გონზე არ არის.

- ანუ პოლიციის ძველი კადრები მიზამიმართულად მიდიან პროვოკაციაზე?

- ყოფილები არიან თუ ახლანდელები, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ისინი დღეს თანამშრომლები არიან და ამ ყველაფერზე ხელისუფლება აგებს პასუხს. რა თქმა უნდა, დღეს პატრულში არიან ისეთი თანამშრომლები, რომლებიც ზედმიწევნით იცავენ დებულებას და არიან ისეთებიც, რომლებიც საერთოდ გაგებაში არ არიან. მე არ მიკვირს, რომ მოსახლეობაში ანტაგონიზმია ადგილობრივ პატრულთან. სესაძლოა ის გამონატქვამები, რასაც პატრულს მიაწერენ, მართალც მოხდა. არაა გამორიცხული, რომ სპეციალურად ქმნიდნენ ამ სიტუაციას. იმდენად გათახსირებულია მავანი, რომ ვინც გააკეთა, ის ადგილობრივ მყიფე სიტუაციას აჭარაში არ უფრთხილდება. აჭარა ხომ იმერეთი არ არის. აჭარას უამრავი ხარბი თვალი უყურებს არა მხოლოდ რუსეთიდან, არამედ თურქეთიდანაც. არც ყარსის ხელსეკრულება არ უნდა დაავიწყდეს არავის. აწარაში ასეთი თამაშები არ ივარგებს. (…)

- ანუ ეს ყველაფერი წინასწარ იყო დაგეგმილი?

- სწორედ მაგას ვამბობ – ესენი მომზადებულები იყვნენ ასეთი ტიპის აქციისათვის. ეს მზადება დიდი ხანია შეინიშნება. მათ რომ წინასწარ ჩაუტარდათ მომზადება, ეს აშკარად ჩანდა. წრთვნებიც გავლილი ჰქონდათ, როგორც ჩანს. (… როგორი განცხადებაც არ უნდა აკეთოს დღეს ნაციონალურმა მოძრაობამ“, ძალიან კარგად ცანს, ვინც დგას ამ აქციის უკან. თუ რუსების მიერაა ყველაფერი ორგანიზებული, მაშინ აფერუმ რუსებს, თუ ისე აქვთ საქართველოში ფეხი მოკიდებული, რომ ამხელა აქცია და არეულობა მოაწყონ.. მაშინ სახელმწიფო არ გვქონია!

- ხელისუფლებას ბევრი საყვედურობს, რომ მისი ქმედება უფრო ადექვატური უნდა ყოფილიყო. თქვენ რას იტყვით?

- ერთში ნამდვილად გეთანხმებით: ხელისუფლებამ პროცესი მიუშვა და ამ პროცესის შემდეგ გაკონტროლება რთული საქმეა. თუმცა საბოლოო ჯამში პროცესის ლოკალიზება მაინც მოხერხდა. ერთი მხრივ, კი, ცუდია პროცესის მიშვება, მაგრამ მეორე მხრეივ, რეალური სახე გამოჩნდა იმ ძალისა, რომელიც ამ აქციის უკან იდგა. ფაქტობრივად, ნაციონალების ორგანიზატორობით შემდგარმა აქციამ დაანგრია ქალაქის ცენტრი და ეს ყველამ დაინახა!

———

„ახალ თაობაში“ დაბეჭდილია აგრეთვე ინტერვიუ გია ხუხაშვილთან სათაურით „ბათუმის მოვლენები სპეცსამსახურებმა კარგად უნდა შეისწავლონ“ (ავტორი – შორენა მარსაგიშვილი) და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტთან – „ვერ დავიჯერებ იმას, რომ აჭარის პატრული უფროსს ეთქვას ის, რასაც აბრალებენ!?. (ავტორი – ნათია ხურცილავა). ამავე თემაზე გაზეთ „რეზონანსში“ გამოქვეყნებულია სტატია „მართვადი თუ უმართავი ქაოსი ბათუმში“ (ავტორი – ვახო შამუგია), „ერთ ღამეში განადგურებული ბათუმის ცენტრი“ (ავტორი – ნინი ქეთელაური)

კვირის პალიტრა“, 13 მარტი, 2017 წელი

ინტერვიუ მამუკა არეშიძესთან: „გარკვეული ჯგუფი თავიდანვე მზად იყომოლოტოვის კოქტეილებისდასამზადებლად// გაიხსენეთ ის წერილი, რომელიც რუსთავი 2-ის ხელმძღვანელობამ სტრასბურგში გაგზავნა, სადაც პირდაპირ ჩაწერეს, რომ ელოდნენ ქუჩაში არეულობას, ქაოსს, დაპირისპირებას // ინტერვიუ ხათუნა სამნიძესთან: მერაბ ღოღობერიძემ დააანონსა ის განცხადებები, რაც აქციაზე მოვისმინეთ

ნათია დოლიძე

სპონტანური თუ პოლიტიკურად მართული აქცია? ეს კითხვა ბათუმში განვითარებული მოვლენების თაობაზე მას შემდეგ გაჩნდა, რაც პროტესტმა უკიდურესად აგრესიული ფორმა მიიღო. ვრცელდება რამდენიმე ვერსია, თუ ვის და რა პოლიტიკური ინტერესი შეიძლებოდა ჰქონოდა მომხდარით. გვესაუბრება ექსპერტი მამუკა არეშიძე.

- ჩვენ ვნახეთ ერთი საყოფაცხოვრებო, ჩვეულებრივი ამბავი, რომელიც ჩემთვის ბოლომდე გასაგები არ არის, როგორ აქციეს პოლიტიკურ აქტად და ამაში წვლილი “ნაციონალურმა მოძრაობამ” შეიტანა. არ მოერიდნენ იმას, რომ ქალაქი ლამის დაანგრიეს, რითაც კიდევ ერთხელ აჩვენეს, რომ საკუთარი ინტერესებისთვის ყველაფერზე წავლენ. შევახსენებ ყველას, რომ ზოგიერთი მიზეზის გამო აჭარა ისედაც ძალიან ფაქიზი რეგიონია, რომელსაც უამრავი ხარბი თვალი უყურებს.

- ერთ-ერთი ვერსიით, შესაძლოა, ამ ყველაფრის უკან მართლაცნაციონალური მოძრაობაიდგეს, თუმცა ისინი მომხდარს ემიჯნებიან. თუ დავუშვებთ, რომ ეს ვარაუდი სწორია, რა მიზანი შეიძლება ჰქონდეთ მათ?

- “ნაციონალური მოძრაობისთვის” სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყანაში საპროტესტო მუხტის აწევა და ხალხის ქუჩაში გაყვანა. გაიხსენეთ ის წერილი, რომელიც “რუსთავი-2”-ის ხელმძღვანელობამ სტრასბურგში გაგზავნა, სადაც პირდაპირ ჩაწერეს, რომ ელოდნენ ქუჩაში არეულობას, ქაოსს, დაპირისპირებას… გვაქვს საფუძველი, ვივარაუდოთ, რომ მათ ამ წერილით გამოთქვეს პროგნოზი იმისა, რასაც თვითონ აპირებდნენ.
ხომ ფაქტია, რომ ვერ მოახერხეს “რუსთავი-2”-ის დაცვის მოწოდებით ხალხის აქციებზე კონსოლიდირება და ქუჩაში გაყვანა! ჩემთვის შემაშფოთებელი იყო ის, რომ ბათუმში მიმდინარე პროცესების პარალელურად “ნაციონალური მოძრაობის” ერთმა ჯგუფმა თბილისში, პარლამენტთან დაიწყო შეკრება, მეორე ჯგუფმა – ქუთაისში… მომიტინგეებს ისე გამოუცხადეს სოლიდარობა, არც აინტერესებდათ, იქ რა ხდებოდა.

ვნახეთ ნაცნობი სახეები, ბიბილაშვილი, რურუა, ხერხეულიძე… მთავარი იყო, რაც შეიძლებოდა გაემძაფრებინათ საპროტესტო ტალღა. აშკარად ეტყობოდა, რომ, შესაძლოა, თავიდანვე – არა, მაგრამ რაღაც ეტაპიდან მთელი ეს აქცია ორგანიზებული იყო. გაიხსნეთ ქვებით სავსე ტომრების გამოჩენა, აირწინაღიანი ხალხი და, ბოლოს და ბოლოს, აშკარად გამოჩნდა, რომ “მოლოტოვის კოქტეილები” გამოიყენეს.

ეს ერთი ხელის მოსმით არ კეთდება. მე არ ვამბობ, თითქოს ისე იყვნენ მომზადებული, რომ ეს მოლოტოვის კოქტეილები რამდენიმე დღით ადრე გააკეთეს… სავარაუდოდ, იმავე დღეს დაამზადეს, მაგრამ ვინც ამას აკეთებდა, ის ჯგუფი მზად იყო ამისთვის, მასალა ჰქონდათ მომარაგებული და ფიქრობდნენ, რომ ადრე თუ გვიან ეს დასჭირდებოდათ. ეს ყველაფერი შეიძლება სჭირდებოდეთ, უპირველესად, “რუსთავი 2″-ის თემასთან დაკავშირებით სკანდალის ასაგორებლად, განსაკუთრებით – დასავლეთის თვალში. ბოლოს და ბოლოს, სტრასბურგში გაგზავნილი წერილის შინაარსი ხომ უნდა გაამართლონ.

- არსებობს ასეთი ვარაუდიც, რომ ამ ყველაფერს ლამის ერთი თვის განმავლობაში უმზადებდნენ საფუძველს, დასახელდა კონკრეტული ადამიანიმერაბ ღოღობერიძე, რომელიც ადამიანის უფლებების დამცველად მიიჩნევს თავს. იგი სოციალური ქსელით ავრცელებდა ინფორმაციას, რომ პოლიციის კონკრეტული უფროსი აჭარლების მიმართ ჰომოფობიურ განცხადებებს აკეთებდა

- მერაბ ღოღობერიძეს ვიცნობ, საკმაოდ ემოციური ადამიანია, რომელიც განსაკუთრებით „ნაციონალებს“ ემტერება. არ გამოვრიცხავ, ის გარკვეულ ძალებს გამოეყენებინათ, თუმცა ჩემს ყურამდეცაა მოსული ინფორმაცია, რომ რეგიონებში თბილისიდან ჩასული ძალოვანი სტრუქტურების ზოგიერთი წარმომადგენელი არაკორექტულად იქცევა და არამხოლოდ ბათუმის შემთხვევაში. ამ ცოტა ხნის წინ ჯავახეთიდან მომაწოდეს მსგავსი ინფორმაცია. რასაკვირველია, ნებისმიერ ქართველს შეუძლია, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში მიიღოს თანამდებობა, მაგრამ კეთილი ინებონ და სადაც ჩადიან, იქაურ ტრადიციებსა და ვითარებას ანგარიში გაუწიონ.

არ ვიცი, თქვა თუ არა პატრულის უფროსმა ის ფრაზა, რასაც აბრალებენ, მაგრამ ვერაფერს გამოვრიცხავ. თუ თქვა, “მგლის ბილეთით” უნდა გაუშვან პოლიციიდან. რაც შეეხება ხელისუფლების შიგნით დაპირისპირებას, სამწუხაროდ, ვერც ამას გამოვრიცხავთ. ვინც უნდა თამაშობდეს ამ თამაშს, უნდა იცოდეს, რომ ეს ძალიან სახიფათოა და ცეცხლს ეთამაშება. აღსანიშნავია, რომ ბათუმელებისგან მიღებული ინფორმაციით, ამ აქციაში მონაწილეების უმრავლესობა – განსაკუთრებით ბოლოს შემომატებულები – ბათუმელი სულაც არ იყო. არ ვამბობ, რომ საქართველოს სხვა კუთხეებიდან ჩაიყვანეს, მაგრამ აჭარის სოფლებიდან – კი.

ვიმეორებ, ვარაუდს, რომ მომხდარი ხელისუფლებაში არსებული უთანხმოების შედეგია, ვერ გამოვრიცხავთ. თუ ვინმე ამას მიზანმიმართულად უწყობდა ხელს, ყველა უნდა დაისაჯოს: პატრულის რიგითი თანამშრომელი, ხელისუფლებისა თუ ოპოზიციის წარმომადგენელი… უნდა დაისაჯონ ის ვანდალებიც, ვინც საკუთარი ქალაქი ასეთ დღეში ჩააგდო.

- რამდენად დიდია ალბათობა, რომ ამ ყველაფრის უკან უცხო ქვეყნების ინტერესებიც იყოს?..

- ამის გამორიცხვა არაფრით შეიძლება. ამიტომაც გავუსვი ხაზი, რომ განსაკუთრებით საფრთხილოა ეს რეგიონი. გაგახსენებთ, თურქეთს დღემდე აქვს ყარსის ხელშეკრულების ამოქმედების უფლება. ეს შეეხება უფრო ინტერვენციის შემთხვევას, მაგრამ არ არის გამორიცხული, სხვა თემებზეც დაიწყოს სპეკულაცია. სამწუხაროა, რომ ადამიანთა ნაწილი თავისი მიზნებისთვის ისე იბრძვის, ქვეყნის ბედი არ აინტერესებს.

- ხომ არ დააგვიანა ხელისუფლებამ მოქმედება?

- მედალს ორი მხარე აქვს. შეიძლებოდა, რა თქმა უნდა, დასაწყისშივე აღეკვეთათ, მაგრამ გამოვიდა ისე, რომ ამ ვითომ დაგვიანებით კარგად გამოჩნდა ამ პროტესტისა და მის უკან მდგომთა რეალური სახე. პირველივე წუთიდან რომ აღკვეთილიყო ეს პროტესტი, ხომ წარმოგიდგენიათ, რა ხავილი ატყდებოდა, რომ ხალხს თურმე თავისუფალი სიტყვის გამოთქმას უშლიან. აუცილებლად წავიდოდა სტრასბურგში წერილი, ჩვენი მომხრეები გამოვიდნენ „რუსთავი 2“-ის მხარდასაჭერად და ისინი დაარბიესო.

———-

საქართველოს რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე ხელისუფლებას ოპერატიულობის გამოჩენას და ინციდენტის შესწავლას სთხოვს. მისი განცხადებით, ბათუმში განვითარებული მოვლენები მართული პროცესია. მან ყურადღება გაამახვილა არასამთავრობო ორგანიზაცია “კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის” ხელმძღვანელის, მერაბ ღოღობერიძის ბოლოდროინდელ განცხადებებზე.

ხათუნა სამნიძე, რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე:

- 90-იანი წლებიდან მოყოლებული, გვესმის, ვინ იყენებს და როგორ იყენებს დაპირისპირებისთვის ისეთ ტერმინებს, როგორიცაა:”თათრებს გვეძახიან”, “არა – აჭარელ ხელმძღვანელს”, “აჭარა აჭარლებისაა” და ა.შ. იმის მაგივრად, რომ მყისიერად მომხდარიყო ხელისუფლების რეაგირება, ვერ დავინახეთ ვერანაირი რეაქცია; პირიქით, მან მიუშვა აქცია, რათა ესკალაციაში გადაზრდილიყო. ეს იყო მართული, წინასწარ დაგეგმილი პროცესი, რომელიც ვეღარ მართეს და ის ძალადობაში გადაიზარდა. გამოსაძიებელია, ვინ დაარღვია კანონი – მოქალაქემ, თუ პატრულმა გადაამეტა უფლებამოსილებას. მობილიზება ასეთი განცხადებებითა და შეძახილებით, რომლებიც მოვისმინეთ, ასე სპონტანურად არ ხდება ხოლმე. ამ პროცესში კარგად გამოჩნდნენ “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები, რომლებიც ეცადნენ ამ აქციის სათავისოდ გამოყენებას, მონაწილეების პროვოკაციაზე წამოგებას.

- ვის გულისხმობთ?

- ორი თვის წინ დაინიშნა საპატრულოს უფროსი, რომელთანაც არ მომხდარა არანაირი კომუნიკაცია. მის მიმართ გამოითქვა ბევრი უკმაყოფილება და შემდეგ უკვე დაანონსდა აქცია ადამიანისგან, რომელიც დაახლოებულია სპეცსამსახურთან. მერაბ ღოღობერიძე ხან ვარშალომიძეს ესვრის ფეხსაცმელს, ხან რესპუბლიკელ საკრებულოს თავმჯდომარეს უვარდება კაბინეტში. ამ ადამიანმა დააანონსა ის განცხადებები, რომლებიც შემდეგ მოვისმინეთ აქციაზე. ღოღობერიძეს არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდა, ვინ ვის ეძახდა თათარს, გადმოცემით ნათქვამს იმეორებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მას კარგად იყენებს სპეცსამსახური. სპეცსამსახურების ინტერესში იყო მისი ინსპირირება, მაგრამ მოგვიანებით ვეღარ მართეს პროცესი და იმის ნაცვლად, რომ მყისიერად ჩართულიყვნენ მოვლენებში, აქცია მიუშვეს დაპირისპირებამდე, “ნაციონალებმა” კი ეს დაპირისპირება სათავისოდ გამოიყენეს. მეორე მხრივ, ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ ეს ყველაფერი “ნაციონალების” მცდელობაა. ორივე ძალა ერთმანეთს ისევ ისე იყენებს, როგორც წლების განმავლობაში.

რას ჰყვება მოქალაქე, რომლის დაკავებითაც დაპირისპირება დაიწყო

„რუსთავი-2“-ის ეთერში ისაუბრა მოქალაქემ, რომლის დაჯარიმებითაც ბათუმის მოვლენები დაიწყო.

ჯიმი ვარშანიძე: „მე და მამაჩემი მოვდიოდით ჩემი ძმის სასაფლაოდან. გავაჩერე “პლაზას” წინ მანქანა, აფთიაქში წამალი უნდა მეყიდა. ავარიული შუქნიშნები ჩართული მქონდა, ძრავა არ იყო გათიშული და რომ გადმოვედი მანქანიდან, პატრულიც უკან მომადგა… ვთხოვე, გამიშვით, ბიჭებო, მამაჩემი ცუდად არის, ასეთი ამბიდან მოვდივარ-მეთქი… მთვრალიც არ ვყოფილვარ. სად იყავით, არ მაინტერესებს, მაინც უნდა გამოვწერო ჯარიმაო. როგორ არ გაინტერესებს, ხალხი არ ხართ-მეთქი? მამაჩემიც გადაირია, 34 წლის შვილი დავმარხე, ხალხი არ ხართო? მაინც არ გაითვალისწინეს არაფერი. მერე მამაჩემი აღელდა და მეც ავღელდი… ჯარიმას მიწერდნენ, დაიწყეს ათვლა, ეს – ფარდა რატომ გაქვსო, ცუდად გააჩერე მანქანაო, მერე – ღვედიო… მამაჩემს მანქანისკენ უბიძგეს. ხელით რომ შეეხნენ, ავღელდი… მერე მეც ძალით ჩამსვეს მანქანაში და პოლიციაში გადამიყვანეს. იქ დამიწყეს ლაპარაკი, არ გვინდოდაო… მერე გამათავისუფლეს. პოლიციაში ზეწოლა არ ყოფილა.

კვირის პალიტრა“, 13 მარტი, 2017 წელი

ინტერვიუ გია ხუხაშვილთან: „ეს იყო სოციალური აფექტი პოლიტიკური შეფუთვით“ // „კუთხური შუღლის გამღვივებელი სახელმწიფოსთვის ისეთივე სახიფათოა, როგორც პოტენციური ტერორისტი

ნათია დოლიძე

მიუხედავად ქართველი საზოგადოების მრავალწლიანი საპროტესტო გამოცდილებისა, რთულია, ჩვენი უახლოესი ისტორიიდან გავიხსენოთ აქციის ისეთი აგრესიული ფორმა, რისი მომსწრეც ორიოდე დღის წინ ბათუმში ვიყავით. 12 მარტს პროტესტი, რომელიც, ერთი შეხედვით, მოქალაქეებსა და პატრულს შორის ყოფით კონფლიქტს მოჰყვა, დიდ არეულობაში გადაიზარდა. ვითარება უკიდურესად გვიან ღამით გამწვავდა, როდესაც აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან პროტესტანტების აგრესიულ მოქმედებებს სამართალდამცავთა პასუხი მოჰყვა. საჭირო გახდა სპეცრაზმის მობილიზება, აქციის მონაწილეების დასაშლელად გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები. სამწუხაროდ, შეკრებილი საზოგადოების პროტესტი გამოხატვის მშვიდობიან ფორმას გასცდა და ვანდალიზმში გადაიზარდა. რამ გამოიწვია მომხდარი და შესაძლოა თუ არა, ამ აქციის უკან პოლიტიკური ინტერესები ვეძიოთ? – ამ საკითხებზე საუბრით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ გია ხუხაშვილთან:

- მომხდარს შევაფასებდი სოციალურ აფექტად პოლიტიკური შეფუთვით. დარწმუნებული ვარ, ამ პროტესტის საფუძველი სწორედ სოციალურ სფეროში უნდა ვეძებოთ. მართალია, შემდგომ ცხადად გამოჩნდა, რომ პოლიტიკური პარტიები და განსაკუთრებით – “ნაციონალური მოძრაობა” შეეცადა, ყველაფერი სათავისოდ გამოეყენებინა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პროცესი თავიდანვე პოლიტიკური იყო. მომხდარისთვის სწორი დიაგნოზის დასმა ხელისუფლებისთვის პრობლემის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება იქნება.

როდესაც სოციალურ საფუძველზე ვლაპარაკობ, ვგულისხმობ იმას, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში საშუალო-სტატისტიკური ქართველის სოციალური სტატუსი საგრძნობლად დაეცა, შესაბამისად, საზოგადოებაში იზრდება საპროტესტო განწყობა. წარმოიდგინეთ, ადამიანი ყოველდღიურად თავის გადასარჩენად იბრძვის, კაპიკებს ძლივს შოულობს და ამ დროს პატრული უწერს ჯარიმას, რომელიც მის შემოსავალს აღემატება. არ ვამბობ, რომ არავინ უნდა დაჯარიმდეს, მე პრობლემის არსზე ვლაპარაკობ. ჩემი აზრით, სწორედ სოციალურმა მიზეზებმა განაპირობა აქციის ასეთი აგრესიული ფორმა. როდესაც ადამიანს შია და სწყურია, ის ყველაფერზეა წამსვლელი. მოკლედ, ყველაფერს აქვს თავისი კრიტიკული ზღვარი. ერთია ის, რომ საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი სოციალური აფექტის ზღვარზეა და მეორე, რომ ასეთ ვითარებაში პროვოკაციის დაგეგმვა და მოწყობა უფრო ადვილია. ამის გამოყენება შეიძლება სცადონ როგორც ქვეყნის შიგნით მოქმედმა პოლიტიკურმა ძალებმა, ასევე უცხო ქვეყნების შესაბამისმა სამსახურებმაც…
შესაძლოა, ამ შემთხვევაში მიზანმიმართულ პროვოკაციასაც ჰქონდა ადგილი, თუმცა უკმაყოფილების საფუძველი რომ არ არსებობდეს, ამგვარი პროტესტიც ვერ გაჩნდება. ამიტომაც არის უმნიშვნელოვანესი მომხდარის სწორად გაანალიზება და დასკვნების ისე გამოტანა. თავიდანვე რაღაც შეთქმულების თეორიების ჩამოყალიბება და ამით აპელირება არასწორი მგონია. პროტესტის ფორმა რომ არასწორი იყო, ამაზე, მგონი, ყველა თანხმდება. ადეკვატური მგონია ხელისუფლების მოქმედებაც. ოდნავ ადრე შეიძლებოდა ჩარეულიყო ცენტრალური ხელისუფლება პროცესებში, თუმცა არც ძალიან დაუგვიანიათ. ზოგადად, ყველამ კარგად უნდა გაიგოს, დემოკრატია უკანონობას არ ნიშნავს და არც იმას, რომ ხელისუფლებამ კრიტიკულ სიტუაციებში თამამად არ იმოქმედოს.

- ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამგვარი პროტესტის ასაგორებლად წინასწარ მზადდებოდა ნიადაგი, მათ შორის აჭარლების რელიგიური თუ სხვა თვალსაზრისით დისკრიმინაციის თაობაზე, რაც თითქოს საპატრულო პოლიციის არაადგილობრივ უფროსს უკავშირდებოდა

- მე არ ვიცი, ეს ადამიანი ლაპარაკობდა თუ არა ისე, როგორც ამტკიცებენ, მაგრამ აჭარაში კარგა ხანია, არსებობს უკმაყოფილება იმის გამო, რომ მნიშვნელოვან თანამდებობებზე თბილისიდან გაგზავნილ ხალხს ნიშნავენ. როდესაც ამბობენ, რომ გორელი პოლიციის უფროსი არ უნდათ, ეს სეპარატისტული განწყობის ბრალი კი არ არის, არამედ გულისტკივილია იმის გამო, რომ როდესაც აჭარის მოსახლეობის დიდი ნაწილი დაუსაქმებელია, ცენტრიდან უგზავნიან თანამდებობებზე დასანიშნ კადრებს, თან, როგორც ჩანს, არცთუ კვალიფიციურს. მოკლედ, ეს ყველაფერი ნელ-ნელა დაგროვდა და საბოლოოდ ამ ფორმით ამოხეთქა. თუმცა, არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ იმ აქციაში მონაწილეობდნენ პროვოკაციაზე ორიენტირებული ჯგუფები, რომლებთან მუშაობაც შესაბამისი სამსახურების საქმეა. ზედმიწევნით უნდა გამოიძიონ, ეს მართლაც სპონტანური პროტესტი იყო, ყოფილი ხელისუფლების გაფაფხურება, შიდასახელისუფლებო დაპირისპირება თუ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების ნახელავი. კიდევ ერთს ვიტყვი – კუთხური შუღლის გამღვივებელი სახელმწიფოსთვის ისეთივე სახიფათოა, როგორც პოტენციური ტერორისტი.

- ხელისუფლების ოპონენტებისგან ვისმენთ განცხადებებს, რომ სამართალდამცავებმა ძალას გადაამეტეს

- როდესაც ძალის გადამეტებაზე “ნაციონალური მოძრაობა” ლაპარაკობს, ეს, ცოტა არ იყოს, კომიკურია. წარმოდგენაც არ მინდა, რა მოხდებოდა, ეს ყველაფერი მაგათი მმართველობის დროს რომ მომხდარიყო. კაცმა არ იცის, როგორ ტრაგიკულად დასრულდებოდა ყველაფერი. დღევანდელი ხელისუფლება წინას ამით სისტემურად სჯობია. მისი სტილი ძალის დემონ­სტრირება არც ყოფილა და არც არის! ის ცდილობს, გამოიყენოს იმდენი ძალა, რაც ამა თუ იმ სიტუაციას სჭირდება, რაც მხოლოდ მისასალმებელია. რომც ყოფილიყო ძალის გადამეტების კონკრეტული შემთხვევა, ეს იქნებოდა მხოლოდ კონკრეტული პირის გადაცდომა და არა – პოლიტიკური დავალება.

- გასული კვირის ერთ-ერთი მთავარი მოვლენა იყო საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარისა და პრეზიდენტის კინკლაობა...

- საპარლამენტო უმრავლესობა კი ცდილობს, სხვაგვარად წარმოაჩინოს, მაგრამ მეხსიერება ჯერჯერობით არ გვღალატობს, შესაბამისად, ვერაფრით ვიტყვით, რომ პრეზიდენტმა უარი თქვა საკონსტიტუციო პროცესში მონაწილეობაზე. პირიქით, მან შესთავაზა პარლამენტს, ერთობლივად წარემართათ ეს პროცესი. რადგან პრეზიდენტი არის კონსტიტუციის დაცვის გარანტი, თან ასეთი მაღალი ლეგიტიმაცია აქვს, მართლაც კარგი იქნებოდა, ის თავიდანვე ყოფილიყო ჩართული საკონსტიტუციო მუშაობაში, მაგრამ ამაზე პარლამენტმა თქვა უარი. მათი პოზიცია ასეთი იყო: პრეზიდენტს თუ სურს, გამოგზავნოს ვინმე კომისიაში სამუშაოდ და ამას დასჯერდესო; ანუ “ქართულმა ოცნებამ” უარი თქვა უფრო მაღალი ლეგიტიმაციის, მეტ კონსენსუსზე დამყარებულ პროცესზე, შემდგომ კი უკვე პრეზიდენტმა თქვა ამ შეთავაზებაზე უარი, თუმცა თქვა ისიც, რომ ენდობოდა ამ პროცესს და მასში ჩაერთვებოდა იმ ეტაპზე, როდესაც დღის წესრიგში მომზადებული ცვლილებების საერთო-სახალხო განხილვა დადგებოდა.

ბოლო დღეებში აბსოლუტურად არაადეკვატური იყო პარლამენტისა და საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარის, ასევე მისი თანამოაზრეების გაუგებარი, ისტერიკული რეაქცია. პრეზიდენტს ლამის კანონმდებლობის დარღვევაში ადანაშაულებდნენ და ცდილობდნენ, შეეზღუდათ მისთვის საკუთარ მოსახლეობასა და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფთან შეხვედრის შესაძლებლობა. ეს ისტერიკული, ინფანტილური ფეხის ბაკუნი უსიამოვნო სანახავია. პარლამენტის თავმჯდომარე ჭირვეული თინეიჯერივით არ უნდა იქცეოდეს. ამასთან, ისეთ განცხადებებს აკეთებს, საკუთარ თავს ეწინააღმდეგება. ერთი მხრივ, ამტკიცებს, რომ საკონსტიტუციო კომისია არ მუშაობს პრეზიდენტის წინააღმდეგ, ცოტა ხანში კი ეს ნათქვამი თვითონვე გააბათილა, როდესაც მარგველაშვილის განცხადება არ მოეწონა და დაიმუქრა, თუ პრეზიდენტი “ცუდად მოიქცევა, კონსტიტუციას იმგვარად შევცვლით, პარლამენტმა პრეზიდენტი უკვე 2018 წელს აირჩიოსო. რას ჰგავს­ ეს! კონსტიტუცია შეიძლება იმის მიხედვით იცვლებოდეს, ხელისუფლებაში ვინ ვის მოსწონს და პირიქით?! ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ირაკლი კობახიძე თავის სამყაროშია ჩაკეტილი და არ ცდილობს სხვისი მოსაზრებების გაგებას. დიდი რიხით რომ ლაპარაკობს ხოლმე სისხლიან ცხრა წელზე, იმ ცხრა წლის განმავლობაში თვალით არსად გვინახავს… არადა, ისე გველაპარაკება, თითქოს ის ცხრა წლის განმავლობაში რეჟიმს ებრძოდა, ჩვენ კიდევ სადღაც ვიმალებოდით…

- ოპოზიციის წარმომადგენელთა მტკი­ცებით, გი ბიძინა ივანიშვილს ახმოვანებს

- ძალიან მეეჭვება. ირაკლი კობახიძე შეიძლება ივანიშვილს ეპრანჭება, ცდილობს, თავი მოაწონოს ამ არაადეკვატურობით. სამწუხაროდ, საკონსტიტუციო ცვლილებების მიმართულებით ნეგატიური ისტორიული გამოცდილება გვაქვს. წამყვანი პოლიტიკური ძალისთვის ყოველთვის დგება დილემა, როდესაც სასწორის ერთ მხარეს – სახელმწიფო, მეორე მხარეს კი ვიწრო პოლიტიკური ინტერესები აღმოჩნდება ხოლმე. აქამდე დიდწილად სწორედ ამ მეორის სასარგებლოდ აკეთებდნენ არჩევანს. ყველა ხელისუფლება ცდილობდა, კონსტიტუციური ცვლილებები საკუთარი ინტერესებისთვის მოერგო და რაც შეიძლება დიდხანს შეენარჩუნებინა ძალაუფლება. ვერავინ ისწავლა ჭკუა და ვერ შეიგნო, რომ ამ მიზნის მიღწევა შეუძლებელია – თუ ხალხს არ უნდიხარ, რაც უნდა კონსტიტუცია დაწერო და საკუთარ თავზე მოირგო, არაფერი გამოვა, რადგან საბოლოოდ არჩევანს მაინც ხალხი აკეთებს.

მომზადებული ცვლილებებით პრეზიდენტის ინსტიტუტი მთლიანად გამოშიგნეს. ყველაფერს აკეთებენ, რომ ფუნქცია აღარ დარჩეს – უშიშროების საბჭო საჭირო აღარ ყოფილა, არც ელჩებსა და მოსამართლეებს დანიშნავს პრეზიდენტი და ა.შ. ეს ყველაფერი თუ მიიღეს, საბოლოოდ გვეყოლება პრეზიდენტი, უდიდესი ლეგიტიმაციით და უფლებების გარეშე, მოკლედ, აპირებენ, პრეზიდენტი აქციონ ბუტაფორიად, თოჯინად… გვთავაზობენ, ფაქტობრივად, არარაობა ავირჩიოთ. არ ვიცი, რატომ წვალობენ ამდენს. ჰგონიათ, რომ ყველა ბრიყვები ვართ და ამ თეთრი ძაფით ნაკერ ტაქტიკას ვერ ვხვდებით? თუ ბუტაფორიად უნდა აქციონ პრეზიდენტი, მაშინ პირდაპირი წესით არჩევას რაღა აზრი აქვს, ამაში რატომ უნდა დაიხარჯოს ფული?! საბოლოოდ საკითხი ასეც დგება – სრულიად უფლებაწართმეული პრეზიდენტი რამდენად შეძლებს ან კრიზისის განმუხტვას, ან დამბალანსებლის ფუნქციის შესრულებას?!

-რუსთავი-2-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შეჩერება უვადოდ გააგრძელა. ევროსასამართლოს გადაწყვეტილებები საზოგადოების ნაწილმა უარყოფითად მიიღო და გააკრიტიკა...

- ჩვენი საზოგადოების ნაწილის სტრას­ბურგზე გაბრაზება ძალიან არაადეკვა­ტურია. სინამდვილეში, ეს არის პროცესი, როდესაც სამყარო, რომლისკენაც დეკლარირებულად­ მივდივართ, თვითონ მოვიდა ჩვენთან და გვითხრა, რაღაც არ ჩანს წესრიგში და მე დაგეხმარებით ამ პრობლემების მოგვარებაშიო. სხვა საკითხია, რომ საქართველოში ამ ორი წლის განმავლობაში, რაც „რუსთავი-2“-ის პროცესი მიდის, ბევრი რამის დევალვაცია მოხდა. აქ მაინცდამაინც ეს ტელევიზია და სიტყვის თავისუფლება სულაც არ არის მთავარი დრამა. მთავარი დრამა არის ის, რაც დაემართა სასამართლო სისტემას, რომლისადმი ნდობაც განულდა. ეს გასცდა საერთო სასამართლოებს და საკონსტიტუციოსაც კი გადასწვდა. გვახსოვს, ზოგიერთი მოსამართლე ავადობას რომ იგონებდა და საავადმყოფოში იმალებოდა, ოღონდაც კი გადაწყვეტილება არ მიეღო.

ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა იუსტიციის სამინისტრომ, რომელიც სასამართლო სისტემის რეფორმაზე იყო პასუხისმგებელი, თუმცა ვერაფერი მოახერხა. მეტიც, მისი ხელშეწყობით დარჩა ხელისუფლებაში”კოლექტიური მურუსიძე, რის შედეგებსაც ვიმკით.
დღევანდელმა ხელისუფლებამ წინას შეცდომები არ გაითვალისწინა და კოლექტიური მურუსიძე მემკვიდრეობით გადმოიბარა. იმ ადამიანებმა, რომლებიც ემსახურებოდნენ სააკაშვილის რეჟიმს, ახლა პატრონი შეიცვალეს და ემსახურებიან ამ ხელისუფლებას. მათი დამოუკიდებლობის არავის სჯეროდა არც მაშინ და არც ახლა სჯერა.

“ქართულმა ოცნებამ” ჩათვალა, რომ მოსამართლეები, რომლებიც წინა ხელისუფლების პოლიტიკურ დავალებებს ასრულებდნენ, შეიძლებოდა ახალ სისტემაში თვითონაც გამოეყენებინათ. მოსამართლე, რომელიც პოლიტიკურ შეკვეთას ერთხელ შეასრულებს, ვეღარასდროს შეიცვლება. ხელისუფლებამ გადმოიბარა ეს სისტემა და გადაწყვიტა, წინა ხელისუფლების შექმნილი ურჩხული თვითონ ემართა, სინამდვილეში კი ამ ურჩხულმა აიყვანა მძევლად. დღეს საკითხავია, ვინ მართავს ქვეყანას -”"ქართული ოცნების” პოლიტიკური ელიტა, რომელიც ძAალიან სუსტად გამოიყურება, თუ ეს კოლექტიური მურუსიძე? აი, ამ ყველაფრის შედეგია”სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაც.

კიდევ ერთ რამეს დავძენდი – ნიკა გვარამიას რიტორიკა და პოლიტიკური განცხადებები არ განირჩევა “ნაციონალური მოძრაობის” ულტრააგრესიული ფრთის რიტორიკისგან. მედიის წარმომადგენლისგან ამგვარი განცხადებები არ უნდა გვესმოდეს, მაგრამ ჩვენ ხომ კარგად ვიცით, ვინც არის ნიკა გვარამია, იგი წარმოადგენდა “ნაციონალურ მოძრაობას” და გვახსოვს, მთავარი პროკურორის მოადგილის რანგში რას ლაპარაკობდა და აკეთებდა. გვარამია და “ნაციონალური მოძრაობა” როდესაც დღეს სიტყვის თავისუფლებაზე ლაპარაკობენ, შეიძლება ითქვას, რომ საკუთარ თავს ებრძვიან და მე კარგად მესმის საზოგადოების იმ ნაწილის გაღიზიანება, რომელიც მიიჩნევს, რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება სამართლიანი იყო, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქიბარ ხალვაშიც ისეთივე ნომინალური მფლობელი იყო ამ ტელევიზიის, როგორიც დღევანდელი მფლობელები, რომელთა ხელით თავის დროზე წაართვეს ტელევიზია იმჟამინდელ მეპატრონეებს. თუმცა ის, რომ “ნაციონალური მოძრაობა” იქცეოდა ცუდად და გვარამიას რიტორიკა მიუღებელია, არ ცვლის იმ ძალიან დიდ პრობლემას, რაც საქართველოს სასამართლო სისტემაშია და რომლის გამოც შესაძლოა ქართველ საზოგადოებაში კონფრონტაცია კიდევ უფრო გაღრმავდეს.

კვირის პალიტრა“, 13 მარტი, 2017 წელი

ინტერვიუ ვიცე-პრემიერ ალექსანდრე ჯეჯელავასთან:  „პრეზიდენტის აქტივობები ამყარებს ეჭვს, რომ…“ // „რამდენად მტკივნეულიც უნდა იყოს, უზენაესი სასამართლოს გად­აწყვეტილება ძალაში შევა

რუსუდან შელია

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ვიცე-პრემიერად სულ ცოტა ხნის წინ დაინიშნა და კანცელარიაში საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის მიმართულებას კურირებს.

რა სტრატეგიით მივიდა მთავრობის ადმინისტრაციაში და როგორ აფასებს მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, „კვირის პალიტრა“ ალექსანდრე ჯეჯელავასთან ვიცე-პრემიერის რანგში პირველ ექსკლუზიურ ინტერვიუს გთავაზობთ:

- ვიცე-პრემიერობის ფარგლებში ჩემი მთავარი ამოცანაა საზოგადოებასთან მუშაობის თვალსაზრისით უფრო მაღალ ხარისხსა და ამასთან, ქვეყნის მართვის პროცესში ახალგაზრდების ჩართულობასაც მივაღწიოთ. საზოგადოებასთან ურთიერთობის თვალსაზრისით, თითქოს არა გვიშავს, თუმცა სტრატეგიულად მეტი სირთულის გადალახვაა საჭირო. ამ მხრივ კი მედიას მნიშვნელოვანი დატვირთვა ენიჭება. ზოგადად, მედიის განვითარება სახელმწიფოს სტრატეგიული ამოცანაა – არასწორიც კი იქნება, ხელისუფლება და მედია სხვადასხვა მხარეებად განიხილებოდნენ. როგორც პარლამენტსა და მთავრობას­ შორის ოპონირება ნორმალურია, მსგავს პროცესს მედიასა და მთავრობას შორისაც მივესალმები.

- დღეს ერთ-ერთი მთავარი პრობლემა სწორედ მედიასაშუალებასთან გაქვთ­ – “რუსთავი 2″-თან დავაში სახელმწიფო ჩაერთო, ისიც ფაქტია, რომ საერთაშორისო დავაში ჯერჯერობით აგებთ...

- „რუსთავი-2“-ს სურს ხელისუფლება დამარცხებულად წარმოაჩინოს, არადა, ყველას კარგად გვახსოვს, როგორი დამოკიდებულება ჰქონდა წინა ხელისუფლებას სტრასბურგისადმი. სწორედ „რუსთავი-2“ არ აშუქებდა გირგვლიანისა და სხვა მნიშვნელოვან საქმეებს, რაც სტრასბურგში მაშინდელი ხელისუფლების წინააღმდეგ გან­იხილებოდა. დღეს კი იგივე ადამიანები სტრასბურგის გულმხურვალე დამცველებად გვევლინებიან. როდესაც სტრასბურგმა „რუსთავი-2“-ის სარჩელის საფუძველზე აღსრულების შეჩერება მოითხოვა, ხელისუფლებისთვის, როგორც მეორე მხარისთვის, არაფერი უკითხავთ. ეს გასაგებიცაა – გადაწყვეტილება მოსამართლემ დაჩქარებულად მიიღო, რადგან კომპანიამ აპოკალიფსი დაუხატა, თითქოს „რუსთავი-2“ უკანასკნელი თავისუფალი მედიასაშუალებაა და თუ გადაწყვეტილება აღსრულდება, თბილისის ქუჩებში ტრაგედიას უნდა ველოდოთო. მესმის, რომ სტრასბურგის მოსამართლე ამ პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებას მოერიდა.

- მოგვიანებით ხომ სტრასბურგის შვიდი მოსამართლის გადაწყვეტილებაც გამოქვეყნდა. ფიქრობთ, ხელისუფლებამ სტრასბურგს არგუმენტირებული ინფორმაცია მიაწოდა, თუმცა შვიდივე მოსამართლე ისევ პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებას მოერიდა?

- უნდა გავითვალისწინოთ, რომ სტრა­სბურგის შვიდი მოსამართლის განსხვავებული გადაწყვეტილება იმ ერთ მოსამართლეზე მნიშვნელოვანი დარტ­ყმა იქნებოდა, ანუ გამოვიდოდა, რომ სტრასბურგი, როგორც უმნიშვნელოვანესი ინსტიტუცია, დაუბალანსებელ გადაწყვეტილებებს იღებს.

- მეორე გადაწყვეტილებით სტრასბურგი უბრალოდ იმიჯს მოუფრთხილდა?

- ნებისმიერი თავმოყვარე ინსტიტუცია კარგად დაფიქრდება, სანამ ერთ დღეს ერთ გადაწყვეტილებას მიიღებს, მეორე დღეს – განსხვავებულს. მოგეხსენებათ, სტრასბურგს ქიბარ ხალვაშმა ქონებრივი უფლებების დარღვევის სარჩელით ათი წლის წინ მიმართა, თუმცა ამას რეაგირება არ მოჰყოლია. როგორც ჩანს, სტრასბურგმა ჩათვალა, რომ ქონებრივი ნაწილი აქტუალური არ იყო, რადგან ძირითადად ადამიანის უფლებების დაცვაზეა ორიენტირებული, თუმცა წლების წინ ბიზნესმენს ქონება დაუწვეს და ქვეყნიდან გააქციეს.

მთელ ამ პროცესში მთავარი მაინც ის არის, რომ სახელმწიფო დემოკრატიულ გარემოში ცხოვრებას სწავლობს. მეორე მხრივ, უამრავი გაკვეთილი მივიღეთ, როგორ უნდა ვიმოქმედოთ აბსოლუტურად უპრინციპო პოლიტიკური ოპონენტების შემთხვევაში, რათა მათ არ დავემსგავსოთ. რამდენად მტკივნეულიც უნდა იყოს, უზენაესი სასამართლოს გად­აწყვეტილება ძალაში შევა, თუმცა არც კი განიხილება სტრასბურგის სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე ხელისუფლებამ მის აღს­რულებაზე იფიქროს. ეს იმით არის განპირობებული, რომ ჩვენი ევროპული კურსი შეუქცევადია. პარალელურად, ყველამ იცის, რომ „რუსთავი-2“ თავისუფალი მედია სულაც არ არის და ყველაზე კონტროლს დამორჩილებული ტელევიზიაა. ვიცით, რომ სააკაშვილი ყოველდღიურად პირადად განიხილავს და დეტალურად ერკვევა გადაცემების შინაარსში „რუსთავი-2“-ის რამდენიმე თანამშრომელთან ერთად.

- საიდან გაქვთ ეს ინფორმაცია?

- საიმედო წყაროებისგან. ამიტომაც ცდილობს „რუსთავი-2“ ქვეყნიერების დასასრულის დახატვას…

- ფიქრობთ, თქვენს ამ პოზიციას სტრასბურგი გაითვალისწინებს?

- ამას დრო გვიჩვენებს, თუმცა ფაქტია, ჩვენ ვართ გარანტი, რომ ქვეყანაში მედიათავისუფლება არასოდეს შეილახება.

- ვიცე-პრემიერის რანგში პირველად საპატრიარქოს ეწვიეთ. რა საკითხები განიხილეთ პატრიარქთან და როგორ აფასებთ პროცესს, რომელიც ხელისუფლებამ ქვეყნის გადარჩენის­ ტოლფასად შეაფასა

- საპატრიარქოში, პირველ რიგში, პატრიარქის ჯანმრთელობით დავინტერესდით. გამოძიებასთან დაკავშირებითაც ჰქონდა შეკითხვები, ჩვენ ვუპასუხეთ, რა მტკიცებულებებია… ჩემი შეფასებით, გამოძიების პროცესი სწორად მიდის. ვიდეომასალები თავიდანვე რომ არ გამოქვეყნდა, პროკურატურის სწორ მიმართულებაზე მიანიშნებს, რადგან ამის საზოგადოებისთვის მიწოდება სანახაობას უფრო დაემსგავსებოდა. სამი მილიონ შვიდასი ათასი კაცი საქმეს ვერ გამოიძიებს, ეს უშუალოდ პროკურატურის კომპეტენციაა.

- მასშტაბური ინტერესი ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებმა შექმნაქვეყნის გადარჩენასა და პატრიარქის მოწამვლის მცდელობაზე მინიშნებებით, თუმცა გაირკვა, რომ ბრალდება დაკავებულს შორენა თეთრუაშვილის წინააღმდეგ აქვს წარდგენილი...

- სასულიერო პირი საწამლავით მიდიოდა უცხოეთში, სადაც უამრავი სასულიერო პირი იმყოფებოდა – ეს უკვე ტრაგედიაა, მაგრამ თუ ვინმე ფიქრობს, რომ არასასულიერო პირის გარდაცვალება ტრაგედია არ არის, ვურჩევ, საკუთარ გულში კარგად ჩაიხედოს.
გამოძიებისთვის თავიდანვე ცნობილი იყო, რომ თუ სასულიერო პირი ათ სხვა სასულიერო პირთან მიდიოდა, ათივე, შესაძლოა, საფრთხის ქვეშ ყოფილიყო, რაც აღკვეთა.

- პარალელურად მედიაში ვრცელდება ხმები, რომ უახლოეს მომავალში მინისტრთა კაბინეტში ცვლილებები იგეგმება...

- ეს მხოლოდ ჩვენი ოპონენტების ოცნებაა. გუნდური მთავრობა მყავს და ამ ეტაპზე ცვლილებების აუცილებლობას ვერ ვხედავ. ისე კი, ცვლილებები ან გაზაფხულზე იქნება, ან ზაფხულში, ან შემოდგომის მოახლოებასთან ერთად, ან კიდევ ზამთარში. ახლა უფრო მეტი კომუნიკაცია მაქვს ყველა სამინისტროსთა და კარგად ვიცი, რამდენად მასშტაბური შედეგებია უამრავი მიმართულებით, თუმცა ოპონენტები ისევ ცდილობენ, შექმნან ისტერია, რომ საქმის კეთება გვიჭირს. მთავარია, საზოგადოებასთან კომუნიკაციაში დავიხვეწოთ და მეტი დრო და ენერგია დავუთმოთ კონკრეტული შედეგების მოსახლეობისთვის მიწოდებას. როდესაც ამ კომუნიკაციის სტრატეგია შემუშავდება, ყველაფერი უფრო ნათელი გახდება.

- პრეზიდენტსაც ასეთ ოპონენტად განიხილავთ, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებების პარალელურად, კომისიას უნდობლობას უცხადებს და სახალხო განხილვებს აანონსებს?

- ევროპულ ქვეყნებში მთავრობასა და პრეზიდენტს შორის ოპონირება ჩვეულებრივი პროცესია, ჩვენთვის ეს სიახლეა, თუმცა ვფიქრობ, დემოკრატიული მშენებლობისთვის ეს საჭიროც არის. მთავარია, პრეზიდენტმა ქვეყნის ინტერესების წინ საკუთარი პოლიტიკური ინტერესები არ დააყენოს, რისი შთაბეჭდილებაც გარკვეულ ვითარებაში იქმნება კიდეც.

- ფიქრობთ, მან პოლიტიკური პროცესი­ წამოიწყო და უახლოეს მომავალში ახალი ძალის ლიდერად მოგვევლინება?

- ცალკეული მისი აქტივობები მართლაც ამყარებს ეჭვს, რომ დამოუკიდებელი პოლიტიკოსის სტატუსის გამყარებას ცდილობს. მას პოლიტიკოსად ჩამოყალიბებას ვერავინ და ვერაფერი დაუშლის, თუმცა­ ქვეყნის ინტერესი უკანა პლანზე არ უნდა აღმოჩნდეს. ზოგადად, არც ერთ სცენარს არ გამოვრიცხავ, თუმცა პოლიტიკოსები­ მიდიან და მოდიან, მთავარია, ყველანი ქვეყნის გაძლიერებას ვემსახუროთ.

კვირის პალიტრა“, 13 მარტი, 2017 წელი

ინტერვიუ ვახტანგ ძაბირაძესთან: „ამ კამპანიაში საქმის კეთების სურვილს ვერ ვხედავ

რუსუდან შელია

საპარლამენტო უმრავლესობასა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის კონფლიქტმა პიკს მიაღწია და პიროვნულ შეურაცხყოფაშიც კი გადაიზარდა. პრეზიდენტმა საკონსტიტუციო კომისიის მუშაობას უნდობლობა საბოლოოდ გამოუცხადა და დამოუკიდებლად სახალხო განხილვაც დაიწყო.

მოახდენს თუ არა გავლენას საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაზე გიორგი მარგველაშვილსა და უმრავლესობას შორის დაპირისპირება, “კვირის პალიტრასთან” კომისიის ერთ-ერთი წევრი, კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე საუბრობს:

- საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაზე პრეზიდენტის მიერ დაანონსებული სახალხო განხილვების კამპანია გავლენას ვერ მოახდენს, ან როგორ უნდა მოახდინოს, როდესაც ჯერ პროექტიც კი არ არსებობს, რა უნდა შეიცვალოს და რა დარჩეს. საკონსტიტუციო კომისიამ მუშაობა ჩვეულ ტემპში უნდა განაგრძოს, რაც შეეხება გიორგი მარგველაშვილის მიზნებს, ვფიქრობ, ის უფრო საზოგადოებრივი აზრის მობილიზებას ცდილობს, თუმცა ვიმეორებ, რასთან დაკავშირებით უნდა ესაუბროს ხალხს, გაუგებარია. საკონსტიტუციო კომისიას უკვე რომ ჰქონდეს ე.წ. შავი მასალა, ან თავად პრეზიდენტს შეემუშავებინა კონკრეტული წინადადებები დოკუმენტების სახით, პროცესს სულ სხვა ელფერი მიეცემოდა, თუმცა არც ერთ მხარეს მსგავსი დოკუმენტი არ არსებობს.

- საპარლამენტო უმრავლესობამ რამდენიმე საკითხი უკვე წარმოადგინა, მათ შორის, უშიშროების საბჭოსთან დაკავშირებით, ასევე პრეზიდენტის სტატუსსა და პრეზიდენტის არჩევნების წესის ცვლილებაზე?

- ეს მხოლოდ წინადადებებია და საბოლოო აზრი კომისიაში არ ჩამოყალიბებულა. შესაბამისად, პრეზიდენტს საზოგადოებასთან საკუთარ ინტერპრეტაციებზე საუბარი მოუწევს. არ ვამბობ, რომ პრეზიდენტს საბოლოო პროექტის შემუშავებამდე საზოგადოებასთან შეხვედრების უფლება არა აქვს, მაგრამ სამართლებრივი კონსულტაციები სრულიად განსხვავებულ პროცედურებს ითვალისწინებს. პრეზიდენტი თუ მოსახლეობას შეხვდება და ერთ არგუმენტს მოისმენს, ვიღაცას იმავე შეხვედრაზე ხომ კონტრარგუმენტიც ექნება? თუ რეგიონებს ჩამოივლის, როგორ უნდა მოგვაწოდოს საკონსტიტუციო კომისიის წევრებს როგორც მოსახლეობის არგუმენტები, ისე კონტრარგუმენტები? სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ მთელ ამ კამპანიაში საქმის კეთების რეალურ სურვილს ვერ ვხედავ, ეს ყველაფერი უფრო პოლიტიკური ქულების დაწერის მცდელობას ჰგავს.

- და ამ პროცესში რამდენად სწორი იყო თავად პარლამენტის თავმჯდომარის პოზიცია, რომლის განცხადებითაც, თუ პრეზიდენტი რიტორიკას არ შეცვლის, შესაძლოა, საკონსტიტუციო კომისიამ პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევაზე მომავალ არჩევნებზევე იფიქროს?

- პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება, რბილად რომ ვთქვათ, ემოციური და გაუგებარი გახლდათ. სწორედ ამიტომ თავიდანვე მოვითხოვე, საკონსტიტუციო კომისიის მიერ შეჯერებული პროექტი ძალაში 2020 წლის შემდეგ შესულიყო – ეს მოხსნიდა კითხვის ნიშნებს, მუშაობს თუ არა საკონსტიტუციო კომისია პოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე, ან კონკრეტული პირის წინააღმდეგ ხომ არ არის მიმართული. მინდა მჯეროდეს, რომ საბოლოოდ არა პოლიტიკურს, არამედ საღი გონებით შექმნილ კონსტიტუციას მივიღებთ, თუმცა ამ მხრივ კითხვის ნიშნები უკვე მიჩნდება. მეტიც, მგონია, რომ ამას ვერ მოვახერხებთ, რადგან სწრაფად გავიარეთ მთელი კონსტიტუცია. საბოლოოდ, ისეც შეიძლება მოხდეს, რომ სხვადასხვა ჯგუფის მიერ შემუშავებული ცვლილებები ერთმანეთთან წინააღმდეგობაში იყოს, ამის გარედაქტირებას კი ისევ დრო სჭირდება.

კვირის პალიტრა“, 13 მარტი, 2017 წელი

ინტერვიუ ისრაელის ელთან: „საქართველოდან ჩვენთან 80% არალეგალური საქმიანობისთვის ჩამოდის

ვაჟა თავბერიძე

ოცდაექვსსაუკუნოვანი მეგობრობისა და სამწლიანი უვიზო რეჟიმის ფონზე, ისრაელის საზღვ­რიდან უკან მობრუნებული ქარ­თველი მგზავრების მონაყ­ოლმა შეურაცხმყოფელი მოპყრობის შესახებ, ფართო რეზონანსი გამოიწვია. იმის გასა­რკვევად, რატომ­ იმატა დეპორტირებულ ქართველთა რაოდენობამ, “კვირის პალიტრა” საქართველოში ისრაელის ელჩს ესაუბრა. საქართველოდან 21 წლის ასაკში წასული შაბთაი ცური (იგივე­ შოთა ცოციაშვილი) ჩვენთან ელჩად უკვე მეორედ ბრუნდება­ – 32-წლიანი სახელმწიფო სამსახურის სტაჟის მქონე დიპლომატი 2005-2008 წლებშიც იყო ისრაელის ელჩი საქართველოში.­ „2015 წელს საქართველოს 70 000 ებრაელი ტურისტი ეწვია, 2016 წელს კი მათი რაოდენობა 100 000-მდე გაიზარდა. საქართველოდან შარშან 13 000 ტურის­ტზე მეტი მივიღეთ, მათი რაოდენობა თანდათან იმატებს.  როდესაც 2016 წლის სტატისტიკას გავეცანით, საგონებელში ჩავვარდით – ფაქტობრივად, 80 პროცენტი საქართველოდან­ ჩამოსულებისა ქვეყანაში არალეგალურად რჩებოდა. ისრაელში კანონზე მაღლა არავინ­ დგას, არც პრეზიდენტი, არც პრემიერი და ეს, რა თქმა უნდა, ქართველ ტურისტებსაც შეეხება“, – ამბობს შაბთაი ცური.

- უნდა ველოდოთ თუ არა საზღვარზე მომხდარი ინციდენტების გამოძიებას?

- თითოეულ შემთხვევას განვიხილავთ­ და ეს მოხდება ორი ქვეყნის საგარეო სტრ­უ­ქტურების დონეზე. ხელაღებით ვერაფერს უარვყოფ, შესაძლოა, ვინმემ დაუშვა კიდეც შეცდომა საზღვარზე, მაგრამ, როდესაც ჩამოსული მოგზაურების 100 პროცენტიდან 80 არალეგალურ საქმიანობას იწყებს, მოსალოდნელია 1 ან 2 პროცენტი შეცდომა.

- ახლახან ისრაელმა საქართველოს უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი მიანიჭა. რა ცვლილებებს მოიტანს ეს ორი სახელმწიფოს ურთიერთობაში?

- ისრაელში ვფიქრობთ, რომ საქა­რთველო უსაფრთხო ქვეყანაა, იქიდან არავის დევნიან და ემუქრ­ებიან. შესაბამისად, ისრაელში თავ­შესაფრის მთხოვნელთა დიდი ნაწილი, რომელიც მანამდე ამას ისრაელში დასარჩენად იყენებდა, ამ მეთოდს ვეღარ მიმართავს…

- ვრცელდება მოსაზრებები, რომ ისრაელმა, შესაძლოა, უვიზო მიმოსვლა შეაჩეროს

- უვიზო მიმოსვლა უფრო ინტენსიური გახდება – 2017 წელს ორმხრივი ფრენების რაოდენობა 100-მდე გაიზრდება. მიუხედავად იმისა, თუ რას ამბობს ზოგიერთი მოქალაქე, უვიზო რეჟიმს საქარ­თველოსა და ისრაელს შორის არაფერი ემუქრება, ისევე როგორც ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრულ ურთიერთობას.

კვირის პალიტრა“, 13 მარტი, 2017 წელი

ინტერვიუ ლია მუხაავრიასთან: „ვშიშობ, იუსტიციის სამინისტრომ ჰააგის მიმართულებითაც შეირცხვინა თავი

რუსუდან შელია

თუ შედეგის მიხედვით ვიმსჯელებთ, იუსტიციის სამინისტრომ სტრასბურგში ან საკმარისი მტკიცებულებები ვერ წარადგინა, ან მსგავსი განმარტება საერთოდ არ გაუკეთებია. ორივე შემთხვევაში პასუხისმგებლობა საერთაშორისო დონეზე ქვეყნის იმიჯის შელახვის გამო ისევ თეა წულუკიანს ეკისრება.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმხილველმა პალა­ტამ „რუსთავი-2“-ის მოთხოვნა მეორედ დააკმაყოფილა და უვად­ოდ შეაჩერა საქართველოს უზენა­ესი სასამართლოს ორი მარტის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვ­ითაც ტელეკომპანიის მფლობელ­ად ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში გა­მ­ო­ცხადდა. როგორია იურისტებ­ის პროგნოზი, შეძლებს თუ არა სახელმწიფო სტრასბურგის სასამა­რთლოში საკუთარი პოზიციის დაცვას, “კვირის პალიტრის” კითხვებს უფლებადამცველი ლია მუხაშავრია პასუხობს:

- სტრასბურგის სასამართლომ პირველი გადაწყვეტილების შემდეგ ხელისუფლებას მისცა დრო, განმარტებები და შესაბამისი მტკიცებულებები წარედგინა, რის შემდეგაც „რუსთავი-2“-ის საქმეზე უკვე მეორედ იმსჯელებდა, თუმცა, თუ შედეგის მიხედვით ვიმსჯელებთ, იუსტიციის სამინისტრომ სტრასბურგში ან საკმარისი მტკიცებულებები ვერ წარადგინა, ან მსგავსი განმარტება საერთოდ არ გაუკეთებია. ორივე შემთხვევაში პასუხისმგებლობა საერთაშორისო დონეზე ქვეყნის იმიჯის შელახვის გამო ისევ თეა წულუკიანს ეკისრება. მეორე გადაწყვეტილების შემდეგ მოვისმინეთ შეფასებები, სტრასბურგის სასამართლომ ქვეყნის სუვერენიტეტი შელახაო, თუმცა პირიქით, როგორც უფლებადამცველი, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, სტრასბურგის სასამართლოს ორი მარტის გადაწყვეტილება სწორედ იმის მანიშნებელი იყო, რომ ევროპული სასამართლო ქვეყნის სუვერენიტეტს პატივს სცემს და აძლევს შესაძლებლობას, სახელმწიფომ შესაბამისი განმარტებები გააკეთოს, თუმცა ეს შესაძლებლობა, ფაქტია, შესაბამისმა სტრუქტურამ ვერ გამოიყენა.

- ორი გადაწყვეტილების ფონზე, თუ შესაძლებელია განსაზღვრა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სტრასბურგი საბოლოოდ?

- თუ იუსტიციის სამინისტროს მუშაობის კვალიფიკაციასა და ტემპს გავითვალისწინებთ, პროგნოზის გაკეთება უკვე შესაძლებელია – „რუსთავი-2“-ის საქმე დიდი ალბათობით ხელისუფლების სასარგებლოდ არ გადაწყდება. მთელ ამ პროცესს პრემიერ-მინისტრის განცხადებაც ამძიმებს, რომელმაც ევროპელ კოლეგებს მიმართა. ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს, თუ რა მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა ხელისუფლება „რუსთავი-2“-თან სტრასბურგში დავის შემდეგ.

- თუ მართლაც ისე მოხდა, რომ სტრასბურგის სასამართლომ სახელმწიფოსთან დავაში რუსთავი-2-ის პოზიცია გაიზიარა, რა სამართლებრივი პროცედურები უნდა განახორციელოს ხელისუფლებამ?

- ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება უზენაესი სასამართლოს განჩინების წინააღმდეგ არ იქნება მიმართული, თუმცა, თუ მართლაც საქმე ტელეკომპანიის სასარგებლოდ დასრულდა, სტრასბურგი მოითხოვს, რომ „რუსთავი-2“-ში მენეჯმენტი არ შეიცვალოს და ტელევიზიის მართვაში არ ჩაერიოს. თუ ხელისუფლება ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ წავა, მაშინ ეკისრება სანქციები და რთულ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით საერთაშორისო პარტნიორებთან, ამასთან, საბოლოოდ შეირყევა ქვეყნის პროდასავლური იმიჯი. ამიტომ, არა მგონია, ხელისუფლების ინტერესში მოვლენების ამ სცენარით განვითარება ხელსაყრელი იყოს. მთელ ამ პროცესში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ, საერთაშორისო სასამართლოს ბედი მაშფოთებს. მოგეხსენებათ, ჰააგის სასამართლოში საქართველოსა და რუსეთს შორის ომის საკითხი განიხილება. რთულია იმის განჭვრეტა, როგორ დასრულდება იქ პროცესი, ღმერთმა არ ქნას, საქართველომ საკუთარი პოზიციების დაცვა ვერ მოახერხოს.

- ამის ალბათობა რეალურად არსებობს?

- თუ კარგად მივადევნებთ თვალს, როგორ გასაიდუმლოებულ ვითარებაში სტუმრობენ ჰააგის მოსამართლეები საქართველოს, ვშიშობ, იუსტიციის სამინისტრომ თავი ამ მიმართულებითაც შეირცხვინა, რაც ამ ხელისუფლებისთვის დამღუპველი იქნება.
მოგეხსენებათ, 2008 წლის აგვისტოს მოვლენებს პროკურატურა არც წინა ხელისუფლების და არც ხელისუფლების შეცვლის შემდეგ იძიებდა. არჩილ კბილაშვილმა მოგვცა პირობა, რომ ომში დაფიქსირებულ დანაშაულის ფაქტებს გამოიძიებდა, თუმცა ფაქტია, არაფერი გაკეთდა. ამ გამოძიებისთვის ყურადღება სწორედ იუსტიციის სამინისტროს უნდა მიექცია და საქმის წარმოება დროულად მოეთხოვა, რადგან ჰააგაშიც ქვეყნის წარმომადგენელი ისევ იუსტიციის სამინისტროა. ფაქტია, ეს არ ხდება და მართლაც მაშფოთებს საბოლოო შედეგიც.

- ფიქრობთ, ეს პროცესი მიზანმიმართულად მიმდინარეობს, თუ იუსტიციის სამინისტროს, უბრალოდ, კვალიფიკაციის პრობლემა აქვს?

- რომელ კვალიფიკაციაზე ვსაუბრობთ,­ როდესაც ცოტა ხნის წინ დადგინდა, რომ იუსტიციის მინისტრმა თანამშრომლების კანონის ფარგლებში გათავისუფლებაც არ იცის. მოგეხსენებათ, სამწლიანი დავის შემდეგ სასამართლომ თეა წულუკიანის მიერ სამსახურიდან გათავისუფლებული თანამშრომლები უწყებაში აღადგინა და მინისტრის გადაწყვეტილება უკანონოდ ცნო. მთელი ამ საერთაშორისო თუ ქვეყნის შიგნით სამართლებრივი დავის დამარცხებით დასრულება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ იუსტიციის მინისტრის იმიჯზე ლაპარაკიც კი აღარ ღირს. ასეთი იმიჯი დიდი ხანია აღარ არსებობს და უწყებას საბოლოო ლაფი სწორედ უკანონოდ გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა გადაასხეს.

კვირის პალიტრა“, 13 მარტი, 2017 წელი

ჩემი ვარაუდით, მამა გიორგი ვიღაცისთვის იბრძოდა

თეა ხურცილავა, რუსუდან შელია

პროკურატურამ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის ფარული ჩანაწერის ფრაგმენტი გაასაჯაროვა. მეორე დღეს კი სინოდის სხდომა ჩატარდა და მამა გიორგის უფლებამოსილება შეუჩერეს. მეუფე პეტრე კი საპატრიარქოს ტელევიზიის ხელმძღვანელობისგან გაათავისუფლეს. თავად მეუფე თვლის, რომ ის სიმართლისთვის ისჯება: “მირჩევნია, დავისაჯო სიმართლისთვის, ვიდრე ტყუილით გავმართლდე… გრძელდება ბრძოლა ეკლესიის გადარჩენისთვის”.

საპატრიარქოს ტელევიზიას მამა მიქაელ­ ფოფხაძე უხელმძღვანელებს. პროკურატურამ პატრიარქის მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა.

ედიშერ ქარჩავა, საპატრიარქოს იურისტი:

- შორენა თეთრუაშვილს არ ჰქონია შეხება იმ სამსახურთან, რომელსაც მამა გიორგი ხელმძღვანელობდა, არც საფინანსო-სამეურნეო ნაწილთან. საფინანსო საკითხებს მეუფე იაკობი განაგებს, რაც შეეხება ქონებრივ საკითხებს, განყოფილების უფროსი მეუფე ანდრია გვაზავა გახლავთ. საპატრიარქოს იურისტები ვაწესრიგებთ საჯარო რეესტრში მთელ ქონებას, მეც ვარ ჩართული ამ საქმეში. უძრავი ქონება ამ დრომდე სასულიერო პირებზე იყო გაფორმებული და ახლა საპატრიარქოს სახელზე რეგისტრაცია მიმდინარეობს. მერწმუნეთ, არაკანონიერი ქმედებები საპატრიარქოში არ ხდებოდა.

- მამა გიორგი პატრიარქს სწერდა დარღვევებზე. ხომ არ წაგიკითხავთ წერილები?

- წაკითხული მაქვს, მაგრამ იქ არანაირი დარღვევა არ ჩანს. როდესაც ამ საკითხების მოწესრიგება ითავა მამა გიორგიმ, დიდი ენთუზიაზმით იყო აღსავსე, მაგრამ ვერანაირი დარღვევა კორუფციული კუთხით ვერ იპოვა.

- რატომ ვერ მოხვდა მისი მოპოვებული მასალები სინოდის სხდომაზე?

- წმინდა სინოდი როგორ განიხილ­ავდა საკითხს, თუ არ იყო დანაშაული. ადრე, როცა საპატრიარქოს ქონებას გადასცემდნენ, ხშირად ის ფორმდებოდა სასულიერო პირების სახელზე. ვადასტურებ, ძალიან ბევრი ქონებაა მათზე გაფორმებული­ – არა მარტო უძრავი ქონება, შპს-ების წილები და ა.შ., სწორედ ამას ვაწესრიგებთ ახლა, ყოველდღიურად ხდება სხვადასხვა ქონების საპატრიარქოზე გადმოფორმება.

- შორენა თეთრუაშვილი დაჰკითხეს?

- დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, რადგან გაუთქმელობაზე აქვს ხელი მოწერილი­. შორენამ პროკურატურის ყველა კითხვას გასცა პასუხი. აქცენტი გაკეთდა იმაზეც, თითქოს ქალბატონი შორენა იყო დაინტერესებული მამა გიორგის დაკავებით. ეს ტყუილია, მას არავის დაკავების მოთხოვნით არ მიუმართავს გამოძიებისთვის. ქალბატონი შორენა დაჰკითხეს მოწმის სტატუსით.

ეჭვს ვერ შევიტან იმ ვიდეო­ფირის ნამდვილობაში, რაც საზოგადოებამ ნახა. მის ავთენტურობას, ფაქტობრივად, მამა გიორგის ადვოკატებიც ადასტურებენ. ფაქტ­ები ღაღადებენ იმაზე, რომ მამა გიორგი დაინტერესებული იყო ციანიდის შეძენით.
მამა გიორგი ძალიან ცუდ გზაზე იდგა. ვერ შეასრულა, რაც უნდოდა. უნდოდა თუ არა ვინმეს მოკვლა, გამოძიების პრეროგატივაა.

არა მგონია, მას თავისი ინიციატივით ემოქმედა. თავად ეკლესიაა დაინტერესებული, რომ გამოაშკარავდეს ყველა პირი, ყველას შესაძლო დანაშაულებრივი ქმედება. თუ მამა გიორგის რაიმე განზრახვა ჰქონდა, მას სატელეფონო ან სხვა სახის კონტაქტი ექნებოდა გერმანიაში მყოფ პირებთან. გერმანიაში მყოფი პირების წრე კი ცნობილია.

- გერმანიაში პატრიარქს ვინც ახლდა, ყველა პირი დაკითხულია?

- ყველას დაკითხვაზე ინფორმაცია არა მაქვს, მაგრამ ის პირი, ვისთანაც მამა გიორგის ახლო ურთიერთობა და კონტაქტი ჰქონდა, უკვე დაჰკითხა გამოძიებამ.

- სოსო ოხანაშვილს გულისხმობთ?

- დიახ, დაცვის უფროსი მყავს მხედველობაში. ამ საქმეში ერთ-ერთი მთავარი ეჭვმიტანილი, ვისთანაც მას ახლო ურთიერთობა ჰქონდა, არის სოსო ოხანაშვილი. ტელევიზიითაც საუბრობდა საშიშროებაზე, რომ შესაძლოა დააკავონ.

- მეუფე დიმიტრი თუ დაჰკითხეს?

- არა. ძირითადად, მამა გიორგი მამალაძის თანამშრომლები, 6-7 პირი.

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ მამა გიორგი ჩვენებაში ამბობს, შორენამ მთხოვა ციანიდის ყიდვაო...

- თუ მამა გიორგი ამბობს, რომ შორენასთან ცუდი ურთიერთობა ჰქონდა, ის ხელს უშლიდა რაღაცების აღმოჩენაში, ამას სთხოვდა?

- ამბობთ, რომ შორენა არაფერში ერევა, მაგრამ მოვისმინეთ მეუფე პეტრეს ბრალდებებიც

- გარკვეულ პოზიციებში მეუფეს არ ვეთანხმები… მეუფე იაკობი არავის გავლენის ქვეშ არ მოექცევა, მეუფე ანდრია გვაზავაც არ არის ის პიროვნება, რომ ვიღაცამ მასზე გავლენა მოახდინოს. გაისმა მეუფე იოანეს სახელიც, რომელიც განათლებას კურირებს, მანაც განაცხადა, რომ დამოუკიდებლად მართავს განათლების სისტემას.

- სოსო ოხანაშვილს რა ურთიერთობა ჰქონდა­ თეთრუაშვილთან?

- როგორც ვიცი, არანაირი დაპირისპირება არ არსებობს, ვფიქრობ, რაც ხდება, ყველაფერი მიმართულია ქალბატონი შორენას დისკრედიტაციისკენ.

- ირაკლი მამალაძისა და მამა გიორგის საუბარზე რას იტყვით? ბევრი თვლის, რომ მოწმე ცდილობს მამა გიორგის გამოსტყუოს სიტყვები.

- ირაკლი მამალაძეს ახლო ურთიერთობა ჰქონდა მამა გიორგისთან. თუ უშუალოდ მამა გიორგი არ იყო დაინტერესებული ციანიდით, ის ამაზე არ ისაუბრებდა.

- “შორენა უნდა წავიდეს მარილზე” – ეს ფრაზა ისმის ჩანაწერში. ქალბატონ შორენას სჯერა, რომ მისი ლიკვიდაცია იგეგმებოდა?

- ცუდი განზრახვა რომ იკვეთება, უკვე შემაშფოთებელია.

———

მამა ალექსანდრე გალდავა:

- პირადად მე და კიდევ უამრავ სასულიერო პირს სურს ე.წ. ციანიდის საქმის გამოძიება პროკურატურამ ბოლომდე მიიყვანოს. რაც უნდა მაღალი იერარქიის სასულიერო პირები იყვნენ გარეული, საპატრიარქოს გარშემო არსებული ინტრიგები ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს. თუ მართლაც ბრალეულობა დადასტურდება, დანაშაული არა მხოლოდ საპატრიარქოს, სახელმწიფოს წინააღმდეგ ორგანიზებულად უნდა შეირაცხოს.

- რატომ გაუსვით ხაზი მაღალი იერარქიის სასულიერო პირებს, ფიქრობთ, ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე მასზე იერარქიით მაღლა მდგომი პირის მითითებებს ასრულებდა?

- თუ დანაშაული დამტკიცდება, დარწმუნებული ვარ, ის მარტო არ მოქმედებდა. გავრცელებულ ვიდეოჩანაწერებში ხომ თავადაც მრავლობით რიცხვში ლაპარაკობს. თუ ოდნავ ლოგიკასაც მოვიშველიებთ, სასულიერო პირისთვის მსგავსი მასშტაბის დანაშაულის ორგანიზებასა და განხორციელებას აზრი არა აქვს, თუ მასზე იერარქიით მაღლა მდგომისგან არა აქვს მხარდაჭერა და ამასთან, გარანტია, რომ კარიერულად წინ წაიწევს.

- ვის ხელეწიფებოდა დეკანოზ გიორგი მამალაძის დაწინაურება, რა ვერსია გაქვთ?

- 47-ივე მეუფეს. მკაცრი გადაწყვეტილება აუცილებელია, რადგან სისხლის სამართლის უმძიმეს დანაშაულზე ვსაუბრობთ. ჩემი აზრით, თუ დეკანოზი დამნაშავეა, მხოლოდ შორენა თეთრუაშვილის განეიტრალება არ უნდა ყოფილიყო მიზანი – მისი მკვლელობა­ ვერაფერს შეცვლიდა პროცესების ორგანიზატორებისთვის. ხაზგასმით ვამბობ, ამ ვერსიაზე­ მხოლოდ იმ შემთხვევაში ვსაუბრობ, თუ დანაშაული რეალურად დამტკიცდა, თანაც კიდევ ერთი დეტალი – გავრცელებულ ჩანაწერებში დეკანოზი აცხადებს, ის ტკბილს ერიდებაო, არადა, შორენა ტკბილს ნამდვილად მიირთმევს. სავარაუდოდ, დეკანოზი სხვა პირზე ლაპარაკობს.

- სინოდმა აღიარა მეუფე პეტრეს ბრალეულობა და მას მკაცრი გაფრთხილებაც მისცა, ტელევიზიის მართვასაც ჩამოაშორა...

- საეკლესიო კანონების მიხედვით, მხოლოდ ორი გაფრთხილების შემდეგ დგება მკაცრი განაჩენი. თუ მეუფე პეტრე მსგავს რიტორიკას გააგრძელებს, გადაწყვეტილებაც უფრო მკაცრი იქნება.

- თუმცა თავად მეუფე პეტრემ აღნიშნა, რომ ურჩევნია, სიმართლისთვის დაისაჯოს, ვიდრე ტყუილით გამართლდეს...

- ეს კიდევ ერთი გაუგებარი განცხადება იყო, ნამდვილად არ ჰგავდა იმ სასულიერო პირის პოზიციას, რომელმაც მოინანია საკუთარი ქმედებები, პირიქით, წმინდა სინოდის გადაწყვეტილებას შეურაცხყოფს კიდეც. რა გამოდის, თუ სინოდმა ის სიმართლისთვის დასაჯა, ანუ წმინდა სინოდი უსამართლოდ მოიქცა? ვფიქრობ, მეუფე პეტრე ისევ არაადეკვატურად გამოეხმაურა წმინდა სინოდის გადაწყვეტილებას. ყველას გვაქვს ყური და თვალი, რომ მისი სიტყვები შევაფასოთ.

კვირის პალიტრა“, 13 მარტი, 2017 წელი

ავიასაცობის საფრთხე?!

ინტერვიუ  ავიაექსპერტ იასე ზაუტაშვილთან: ტავ ურბან ჯორჯიას აეროპორტის გამტარუნარიანობა ხელშეკრულებაში ჩადებულ რაოდენობამდე კვლავაც არ გაუზრდია // არის თუ არა მზად საქართველოს აეროპორტების ინფრასტრუქტურა მგზავრთა ნაკადის 48-50%-ით გასაზრდელად

ემა ტუხიაშვილი

ვიზალიბერალიზაციის შემდეგ, საავიაციო სფერო ახალი შესაძლებლობებისა და გამოწვევების წინაშე დგება. აპრილიდან სპეციალისტები მგზავრთა ნაკადის გაზრდას ელოდებიან. ავიაკომპანიების წარმომადგენლებისა და ექსპერტების თქმით, ვიზალიბერალიზაციის შედეგად საქართველოში ავიაციის ინდუსტრია უკეთესად განვითარდება, თუმცა მიიჩნევენ, რომ ჩვენი საერთაშორისო აეროპორტები მგზავრთა გაზრდილი რაოდენობისთვის მზად არ არის.

იასე ზაუტაშვილი, ავიაც­იის დარგის ექსპერტი:

“ტურისტული სააგენტოები, ავიაკომპანიები, მთავრობის წარმომადგენ­ლები, ექსპერტები და არასამთ­ავრობო ორგანიზაციები განვიხილავთ იმ გამოწვევებსა და სიახლეებს, რომელთა წინაშეც ჩვენი სახელმწიფო დადგება ევროკავშირის შენგენის ზონის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ. ეკონომიკის სამინისტროცა და აეროპორტების გაერთიანებაც ვარაუდობენ, რომ უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ, მგზავრთა ნაკადი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 48-50%-ით გაიზრდება.

შარშან თბილისის საერთა­შორისო აეროპორტიდან მგზავრთა ტრაფიკმა 2 მილიონს გადააჭარბა, წლეულს კი ვარაუდობენ, რომ ეს მონაცემი 3-დან 4 მილიონამდე გაიზრდება. შთამბეჭდავი ციფრებია, მაგრამ პირდაპირ უნდა ითქვას იმ პრობლემების შესახებ, რომლის წინაშეც, შესაძლოა, 28 მარტის შემდეგ აღმოვჩნდეთ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტი და მისი ოპერატორი თურქული კომპანია “ტავ ურბან ჯორჯია” ვერ პასუხობენ დღეს არსებულ სტანდარტებსა თუ მოთხოვნებს და მით უფრო, შესაძლოა, ვერ შეძლონ ეს ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების შემდეგ. მაგალითად, როცა თურქული კომპანია საქართველოს აეროპორტების მართვაში შემოდიოდა, ქართული მხარის ერთ-ერთი მოთხოვნა იყო, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გამტარუნარიანობა 1 საათში 1 500 მგზავრის მომსახურებამდე გაზრდილიყო, მაგრამ ეს არ შესრულებულა. დღეს თბილისის აეროპორტს ერთდროულად მხოლოდ სამი რეისის მომსახურება შეუძლია – როგორც ჩამომსვლელის, ისე გამფრენის. პიკის საათები ევროპაში გამფრენი რეისებისთვის კონცენტრირდება ღამის 5-დან დილის 9 საათამდე. ახლაც კი, დღევანდელი მგზავრთა ნაკადის პირობებში, დღე-ღამის ამ მონაკვეთში შეგიძლიათ ნახოთ, რა ხდება აეროპორტის ავტოსადგომებზე, რეგისტრაციის დროს ხალხის ტევა არ არის.

გავიხსენოთ ისიც, რომ ამ აეროპორტს ორჯერ აეხადა სახურავი, სამჯერ წვიმა ჩამოვიდა. აეროპორტში არ არის სატრანზიტო გასასვლელი და დერეფანი.
თუ გვინდა, ქვეყანამ სატრანზიტო ჰაბის სახელი დაიმკვიდროს და პრეტენზია გვაქვს, რომ ადამიანი შეიძლება ამსტერდამიდან ჩამოფრინდეს თბილისში და 3 საათში თბილისიდან მოსკოვში გადაფრინდეს, სად უნდა გაატაროს ეს დრო, რომელსაც ჩვენ ტრანსფერის პერიოდს ვეძახით? აეროპორტში მხოლოდ ორი კაფეა და სველ წერტილებში ანტისანიტარია ბუდობს. სანამ ბარგს ჩააბარებთ, უსაფრთხოების კონტროლი უნდა გაიაროთ და ამისთვის აეროპორტში ერთადერთი შესასვლელია. სანამ საპასპორტო კონტროლს გაივლის ადამიანი, წარმოიდგინეთ, რამხელა რიგში უწევს­ დგომა. ჩვენი ვარაუდით, აუცილებლად შეიქმნება კოლაფსი მგზავრთა მომსახურებაში, უამრავი მგზავრი მეტად უსიამოვნო სიტუაციაში აღმოჩნდება. ეს კი დიდ ზიანს მიაყენებს ქვეყნის იმიჯს, ტურისტულ პოტენციალსა და სატრანზიტო შესაძლებლობებს.

როცა „ტავ ურბან ჯორჯია“ საქართველოში შემოვიდა, მაშინ თბილისის საერთაშორისო აეროპორტს წელიწადში 200 ათასზე მეტი მგზავრის მომსახურება არ უწევდა, თუმცა არსებობდა პროგნოზი, რომ დროთა განმავლობაში მგზავრთა ნაკადი გაიზრდებოდა. სწორედ ამიტომ ჩაიდო თურქულ კომპანიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში მოთხოვნა, რომ აეროპორტის გამტარუნარიანობა 1 საათში 1 500 კაცამდე გაეზარდათ და ამ მოთხოვნას დღესაც ვერ აკმაყოფილებენ. ახლა, როცა მგზავრთა ტრაფიკი 3-4 მილიონამდე უნდა გაიზარდოს, საინტერესოა, როგორ აპირებს თურქული ოპერატორი ასეთ ნაკადთან გამკლავებას არსებული ინფრასტრუქტურით.

გასაოცარია ჩემთვისაც და ჩემი კოლეგებისთვისაც, რომ ამდენი წლის განმავლობაში არ მოგვცემია იმ ხელშეკრულების გაცნობის შესაძლებლობა, რომელიც­ თურქულ­ კომპანიასა და საქართველოს მთავრობას შორის დაიდო. რა კონფიდენციალური ინფორმაციაა ასეთი ამ დოკუმენტში, რომ ჩვენ, სფეროს წარმომადგენლებსაც, არ გვანებებენ ამ დოკუმენტის დეტალურად შესწავლას და მხოლოდ განსაზღვრული წყაროებისგან მიღებული ინფორმაციით გვიწევს ცალკეულ დეტალებზე მსჯელობა. მაგალითად, მგზავრთა ნაკადის ზრდასთან ერთად, “ტავ ჯორჯია” მოსაკრებლის გაზრდის უფლებას იტოვებს, რასაც მე მოსაკრებელს ვერც დავარქმევდი, რადგან ეს, ფაქტობრივად, ბეგარაა, რომელიც ტვირთად აწევს თითოეულ მგზავრს, ვინც თბილისის აეროპორტიდან მიფრინავს. მერწმუნეთ, ამ გადასახადს სხვა ახსნა არა აქვს. აქამდე ის 22 აშშ დოლარი იყო, ახლა 24 დოლარი გახდა. ყველა გამფრენ მგზავრზე, რომლებიც ამ გადასახადს ბილეთის შეძენისას იხდიან, ეს 2-დოლარიანი მატება რაღაცით მაინც ხომ უნდა იყოს განპირობებული. მაგრამთურქულ კომპანიას არც ახალი ტერმინალი გაუხსნია, არც გეიტები და გასასვლელები დაუმატებია, მომსახურების სტანდარტებიც იგივე აქვთ, მაგრამ მოსაკრებელი მაინც გაზარდეს.

განვმარტოთ, რაში უხდიან ამ 24 დოლარს აეროპორტის ოპერატორ კომპანიას. აეროპორტში მგზავრი მომსახურების რამდენიმე ეტაპს გადის. ესენია უსაფრთხოების შემოწმება, რეგისტრაცია, ბარგის მომსახურება, რომელიც თვითმფრინავამდე უნდა მივიდეს, პასპორტის კონტროლი, თვითმფრინავამდე მიყვანა და სხვ. აეროპორტის ამ სერვისებისთვის ავიაკომპანიები ცალკე იხდიან სოლიდურ თანხებს. შემიძლია გითხრათ “ჯორჯიან ეარვეისის” მაგალითზე, სადაც მე ვსაქმიანობდი, რომ კომპანიას ეს მომსახურება წელიწადში ნახევარ მილიონ ლარზე მეტი უჯდება. შესაბამისად, ყოველი მგზავრისგან აკრეფილი 24 დოლარი, ყოველგვარი დაბეგვრისა და ხარჯის გარეშე, პირდაპირ აეროპორტის ოპერატორი კომპანიის ჯიბეში მიდის.

- თუმცა აღსანიშნავია, რომ თურქული ოპერატორი კომპანია საქართველოში ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების პერიოდში შემოვიდა და ხელშეკრულებაც სააკაშვილის მთავრობის დროს გაფორმდა

- სანამ მოქმედი მმართველი გუნდი მოვიდოდა ხელისუფლებაში, წინასაარჩევნო პროგრამაში ხაზგასმით ამბობდნენ, რომ ქვეყანაში ორი კაბალური ხელშეკრულება არსებობდა – “ტავ ურბანსა” და “სითი პარკთან” გაფორმებული. მომავალი ხელისუფლება გვპირდებოდა, რომ შეისწავლიდა ამ ხელშეკრულებებს და თუ საჭირო გახდებოდა, ცალმხრივად გაწყვეტდა კიდეც. მიუხედავად ამისა, “ტავ ურბან ჯორჯიასთან” დადებული ხელშეკრულება კვლავ გასაიდუმლოებულია და კიდევ 10 წლით, 2027 წლამდე გახანგრძლივდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ხელშეკრულება მკაცრად გასაიდუმლოებულია, სფეროს წარმომადგენლებისთვის ცნობილია რამდენიმე დეტალი, რომლებიც კაბალური პირობის სახით დევს ხელშეკრულებაში. მაგალითად, ის, რომ აეროპორტის ოპერატორ კომპანიას უფლება აქვს, მოსაკრებელი გაზარდოს ყოველგვარი საფუძვლისა და განმარტების გარეშე.

მეორე კაბალური პირობა, რომელიც ხელშეკრულებაშია, ალბათ, ყოველი მოქალაქისთვის იქნება შეურაცხმყოფელი. ხელშეკრულებაში წერია, რომ სანამ “ტავ ურბან ჯორჯია” არის და იქნება თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მფლობელი, საქართველოში ვერც ერთი ადგილობრივი ბიზნესმენი და უცხოელი ინვესტორი ვერ ააშენებს ახალ საერთაშორისო აეროპორტს. გასაგებია, რომ ასეთ პირობას სააკაშვილის ხელისუფლება დათანხმდა, რადგან მას სხვა ინტერესები ჰქონდა, მაგრამ გაუგებარია, როგორ დათანხმდა ასეთ პირობას მოქმედი ხელისუფლება.
ერთი პრეცედენტი მაინც დამისახელოს ვინმემ მსოფლიოში, როცა უცხოური ოპერატორი კომპანია შედის სხვა სახელმწიფოში და ულტიმატუმს უყენებს მთავრობას, სანამ მე ვარ შენს ქვეყანაში, კონკურენტი არ უნდა მყავდესო.

ეს იცით, რას ჰგავს? “კოკა-კოლა” რომ შემოვიდა საქართველოში, მთავრობასთან რომ გაეფორმებინა ხელშეკრულება, რომელშიც ერთ-ერთ პირობად იქნებოდა ჩადებული – სანამ მე ვარ თქვენს ქვეყანაში, მანამდე “ლაღიძის წყლების” წარმოება გექნებათ შეჩერებულიო.
დარწმუნებული ვარ, ხვალვე რომ გამოაცხადოს ეკონომიკის სამინისტრომ ტენდერი ან ინტერესთა გამოხატვა, აეროპორტის აშენების ბევრი მსურველი გამოჩნდება როგორც ქვეყანაში, ისე მის გარეთ, რადგან ამის საჭიროება რეალურად არის. აეროპორტი დიდი და მომგებიანი ბიზნესია და საქართველოში უამრავი ხელსაყრელი ტერიტორიაა ამისთვის.

აღარაფერს ვამბობ ასაფრენ ბილიკზე, რომელიც დიდი ძალისხმევის შედეგად გაარემონტეს. გარდა ამისა, არის მთელი რიგი ხარვეზები, რომლებიც აფერხებს ავიაკომპანიას, რომ მეტად განავითაროს თავისი ბიზნესი, რეისები, თვითმფრინავები დაამატოს… აეროპორტს არა აქვს VIP-გასასვლელი, არა აქვს სატრანზიტო გასასვლელი. ძველი ტერმინალი ისევ ისე დგას, ხელი არ უხლია არავის, უბრალოდ, “ტავ ურბანის” გამგებლობაშია.

“ჯორჯიან ეარვეისში” ჩემი მუშაობის პერიოდში დავსვით საკითხი, გადმოეცა ეკონომიკის სამინისტროს ეს ძველი ტერმინალი, ჩვენ მას გავარემონტებდით და გავაკეთებდით VIP-გასასვლელს, ანდა აქვე ახლოს არის ვაზიანის ყოფილი სამხედრო აეროპორტი, ის სახელმწიფოს საკუთრებაშია, შეიძლება იქ ჩაიდოს ინვესტიცია და ახალი აეროპორტი გაკეთდეს… არა, ჩვენ ამის უფლება თურმე ჩვენს ქვეყანაში არა გვაქვს.

- პრობლემებსა და შენიშვნებს, რომლებზეც თქვენ და დარგის სხვა წარმომადგენლები საუბრობენ, არც აეროპორტების გაერთიანებაში იზიარებენ და არცტავ ჯორჯიაშიდა ამბობენ, რომ გაზრდილ მგზავრთა ნაკადს მომზადებული ხვდებიან. როგორც ცნობილია, 2017 წლის სექტემბერში­ თბილისის აეროპორტში მეორე ტერმინალის მშენებლობა დასრულდება, რაც გამტარუნარიანობას ორჯერ გაზრდის

- თუ “ტავ ჯორჯია” პასუ­ხობდა იმ სტანდარტებს, რასაც ხელშეკრულება აკისრებდა, მაშინ­ რატომ ჩამოიყვანა აეროპორტების გაერთიანებამ უცხოეთიდან “იატას” ექსპერტი და გადაუხადა 400 ათას დოლარზე მეტი დასკვნისთვის, რომელიც აეროპორტის მდგომარეობას ასახავს და აბსო­ლუტურად უარყოფითია? ოთხი რეკომენდაციიდან აეროპორტების გაერთიანებამ მხოლოდ ის გაითვალი­სწინა, რაც მეტ-ნაკლებად მისაღები იყო თურქული ოპერატორისთვის. თუმცა ამ დასკვნის შემდეგ, სახელმწიფოს, თავის მხრივ, შეეძლო საკითხის წამოჭრა, თუნდაც ხელშეკრულების ხელახლა გადახედვისა და შეწყვეტის თაობაზე, ხელშეკრულების ვადების შემცირების შესახებ, თუნდაც 2021 წლამდე, მაგრამ მიღებულ იქნა ისეთი ლოიალური გადაწყვეტილება, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ “ტავ ურბანს” აკმაყოფილებდა.

ხელშეკრულება კიდევ ერთხელ უნდა გადაიხედოს და ამით პარლამენტის შესაბამისი კომიტეტები­ უნდა დაინტერესდნენ. როგორც მინიმუმ, ამოსაღებია ის დისკრიმინაციული პირობა, რომელზეც ზემოთ ვილაპარაკე. აეროპორტის ოპერატორ კომპანიას უნდა დაუწესდეს მუდმივი მონიტორ­ინგი, რათა თავისი მოვალეობები ჯეროვნად შეასრულოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, არასასურველ შედეგებამდე მივალთ და ეს ყველაფერი რამდენიმე თვეში იჩენს თავს.

კვირის პალიტრა“, 13 მარტი, 2017 წელი

საწვავი ასე ძვირი არ უნდა ღირდეს!

ემა ტუხიაშვილი

ბოლო 4 თვის განმავლობაში 1 ლიტრი საწვავის ფასი საქართველოში 40-60 თეთრით გაძვირდა. ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ საწვავის ბაზარი მიმოიხილა და მათი გათვლებით საქართველოში ხელოვნურად დაჭერილი ფასები და არაჯანსაღი გარემოა. “აფბას” ვიცე-პრეზიდენტ პაატა ბაირახტარის განცხადებით, ნავთობიმპორტიორი კომპანიები დღეს საქართველოში საშუალოდ 35-თეთრიანი მოგებით მუშაობენ.

შენიშვნებს არ იზიარებენ საწვავის იმპორტიორი და რეალიზატორი კომპანიები. “ლუკოილში” აცხადებენ, რომ საქართველოში არსებული მაღალი კონკურენცია არც ერთ ბიზნესმენს ფასების ხელოვნურად დაჭერის შესაძლებლობას არ მისცემს, რადგან ქვეყანაში 950-ზე მეტი

ავტოგასამართი სადგური მუშაობს და აქედან მსხვილ ბრენდებს მხოლოდ 50% ეკუთვნის. იმპორტიორები ადასტურებენ, რომ ლარის გამყარება საწვავის ფასის კლების შესაძლებლობას იძლევა, თუმცა აცხადებენ, რომ ვალუტის კურსის გარდა, საწვავის ღირებულებას სხვა ბევრი ფაქტორიც განსაზღვრავს.

პაატა ბაირახტარი: “საწვავის ბაზარს ფასების ზრდის ტალღამ პირველად 2016 წლის დეკემბერში გადაუარა და 2016 წლის 27 დეკემბრიდან დღემდე საწვავის ფასი ზრდის მიმართულებით არაერთხელ შეიცვალა. უფრო კონკრეტულად, 2016 წლის დეკემბრის მიწურულიდან კომპანიებმა დაიწყეს საწვავზე ფასების ზრდა, ამ ფასების განმაპირობებელი ყველა ფუნდამენტური ფაქტორის უცვლელობის დროს. ამით კი მათ წინასწარ ჩადეს საწვავის ფასში აქციზის მოსალოდნელი გაძვირება და შესაბამისად, საწვავი წინასწარ გააძვირეს.

ერთ თვეში, 2016 წლის დეკემბრის ბოლოდან 2017 წლის იანვრის ბოლომდე, კომპანიებმა საწვავის ფასი 5-ჯერ გაზარდეს. კომპანიებს აქციზის გადასახადის ზრდამ­ 1 ლიტრი საწვავი 15%-ით გაუძვირა, მაგრამ ამ მომენტისთვის კომპანიებს საწვავი უკვე 18,35%-ით ჰქონდათ გაძვირებული. ამას დაემატა იმ პერიოდისთვის (2017 წლის იანვრის მიწურულისთვის) 10%-ით გაიაფებული ნავთობის ფასი და მნიშვნელოვნად გამყარებული ეროვნული ვალუტა. ამ პროცესებიდან მოყოლებული დღემდე, კომპანიებმა კიდევ ორჯერ გააძვირეს ყველა ტიპის საწვავი და 1 ლიტრი პრემიუმის ტიპის ბენზინის ფასი 2,35 ლარს ასცდა. მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი ის არის, რომ სწორედ ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტა უფრო გამყარდა და მსოფლიო ბაზარზეც 1 ბარელი ნავთობის ფასი დაღმავალი ტენდენციით ხასიათდებოდა.

თებერვალ-მარტში კომპანიებმა საწვავის ფასი კიდევ 2-ჯერ დააკორექტირეს და დღეს 1 ლიტრი ბენზინის ფასი 2,49 ლარს აღწევს. ამ მომენტისთვის კომპანიების ქმედება უფრო ბევრ ეჭვს აჩენს, რადგან იანვრის ბოლოდან დღემდე ეროვნული ვალუტა თითქმის 11%-ით გამყარდა. თუ იანვრის მიწურულს 1 დოლარის შეძენა 2,71 ლარად იყო შესაძლებელი, დღეს 1 დოლარის ღირებულება 2,51 ლარს არ აღემატება. ისიც საგულისხმოა, რომ ამ 2-თვიან მონაკვეთში მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი პრაქტიკულად არ შეცვლილა და ბარელის ღირებულება 52 დოლარის ფარგლებში მერყეობს.

კომპანიების მთავარი არგუმენტიც ის არის, რომ ისინი დამოკიდებული არიან “პლატსის” ფასზე (Platts – აშშ საინფორმაციო სააგენტო, რომელიც საერთაშორისო ბაზრებზე ფასების კოტირებებს აქვეყნებს) და არა ნედლი ნავთობის ფასზე. ეს მართლაც ასეა და შესაძლებელია ნედლი ნავთობის 1 ბარელის ღირებულება არ შეესაბამებოდეს “პლატსის” ფასს, მაგრამ ეს მხოლოდ დროის მოკლე მონაკვეთშია შესაძლებელი. ვინაიდან “პლატსის” ფასი სწორედ ბარელის ფასისგან წარმოდგება და შეუძლებელია, დროის 2-თვიან მონაკვეთში ბარელის ღირებულების ცვლილება “პლატსის” ფასზე არ აისახოს. შესაბამისად, ნავთობკომპანიების მესვეურთა და ლობისტთა ეს არგუმენტიც, მსუბუქად რომ ვთქვათ, სუსტია.

ეკონომიკური ფაქტორები ჩვენს ქვეყანაში თუ მის გარეთ არ იძლევა არანაირ ობიექტურ საფუძველს, რომ საწვავს ასეთი მაღალი ფასები ედოს. ჩვენ ვამბობთ, რომ ნავთობის ფასების სტაბილურობასა და ლარის გამყარებას გავლენა უნდა მოეხდინა საწვავის ფასებზე იმ ქვეყანაში, რომელიც, როგორც ვამბობთ, მყისიერად რეაგირებს საერთაშორისო ფაქტორებზე და 100%-ით არის დამოკიდებული იმპორტირებულ ნავთობზე. როცა ყველა ეს გარემოება ფასზე არ აისახება, ჩნდება ეჭვი, რომ ქვეყანაში არ არის ჯანსაღი კონკურენტული გარემო, რომ ფასები ხელოვნურად დაჭერილია. რა თქმა უნდა, ყველა კომპანიას აქვს თავისი საოპერაციო ხარჯები და ძნელია თქმა, ვინ რა მოგებაზე გადის, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ყველა გათვლებით, 1 ლიტრი რეგულარის ტიპის საწვავი კომპანიებს დღეს 1,70 ლარი უჯდებათ. ეს არის თვითღირებულება და ამას უნდა დავამატოთ ის მცირე ხარჯი, რომელიც საცალო ქსელში ოპერირებას სჭირდება. შედეგად მივიღებთ, რომ კომპანიები დღეს 1 ლიტრ საწვავზე დაახლოებით 35-თეთრიანი მოგებით მუშაობენ”.

„ალია“, 13 მარტი, 2017 წელი

ვის გადააყენებს ბიძინა ივანიშვილი მინისტრობიდან? / რაზე ელაპარაკა ნინო გვენეტაძეს და ვის დაევალა მასზე ინფორმაციების მოძიება? / რა გაუხსენეს წარსულიდან თეა წულუკიანს და რამ დააბნია ყოფილი პრემიერი?”

გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან:

„სტრასბურგის სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის გარემოცვაში სრული პანიკა და ქაოსი გამოიწვია. ამ წრესთან დაახლოებულმა პირმა “ალიას” აცნობა, რომ თავად ივანიშვილიც დაბნეულია და ფაბრაზებულიც. არ არის გამორიცხული, რომ მან ახლო მომავალში იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მოხსნას“.

„სტრასბურგის სასამართლომ “რუსთავი 2″-ის საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა და ბიძინა ივანიშვილი ამას წულუკიანს აბრალებს. ივანიშვილს კონსულტაცია ჰქონდა კომპეტენტურ იურისტებთან, რომლებმაც ეს საქმე დაწვრილებით შეისწავლეს. მათ ივანიშვილი დაარწმუნეს, რომ “რუსთავი 2-ის საქმის გამყარება უფლო მტკიცე არგუმენტებით იყო შესაძლებელი – ისეთით, რომელიც საერთაშორისო საზოგადოებაში ეჭვს არ აღძრავდა, რომ ეს მხოლოდ სამართლებრივი პროცესია და სხვა არაფერი. ამასთან არ დაუტოვებდა შანსს “რუსთავი 2″-ს სტრასბურგში საქმის საბოლოოდ მოსაგებად. ივანიშვილი დაარწმუნეს, რომ წულუკიანმა და ნინო გვენეტაძემ ეს განგებ გააკეთეს. გვენეტაძეს ჯერ არ ერჩის ივანიშვილი, შეხვდა და ელაპარაკა ერთი-ერთზე. ის ვიცი, რომ გვენეტაძის შესახებ ინფორმაციის შეგროვება მიმდინარეობს, თუმცა ალბათ ამ ეტაპზე მას არაფერი ემუქრება, წულუკიანის მოშორებას კი ნამდვილად ფიქრობს”, – აცხადებს წყარო, რომლის თქმით, ივანიშვილმა კარგად იცის, რომ წულუკიანი გვენეტაძის გვერდის ავლითაც მოქმედებდა და ამ საქმის სამივე ინსტანციის მოსამართლეებთანაც ჰქონდა კონტაქტი“.

ბიძინა ივანიშვილის გაემოცვაში ვრცელდება ხმები, რომ წულუკიანი რეალურად გიგა ბოკერიას პროექტია, მან ჯერ “თავისუფალ დემოკრატებში” შეაგზავნა ის შემდეგ “ოცნებაში” აღმოჩნდა და მინისტრის პოსტო რომ არ დატოვა, ეს სწორედ ბოკერიას დავალებით მოხდა… თეა წულუკიანი თამარ ჩერგოლეიშვილის ძველი მეგობარია, ისინი ერთად სწავლობდნენ სტრასბურგში. ომასაც ამბობენ, რომ წულუკიანის ერთ-ერთი მოადგილე უცხოეთში შეხვდა გიგა ბოკერიას. ბიძინა წულუკიანს იმასაც აყვერდის, სტრასბურგის სასამართლომ საქართველოდან წარდგენილი მოსამართლეების კანდიდატურები რომ ჩააგდო – ეს 3 კანდიდატურა – წვა გიცირიძე, გიორგი ბადაშვილი და ალექსანდრე ბარამიძე წულუკიანმა არადემოკრატიული წესით შეარჩია, ეს ხალხი მისი ახირება იყო. სტრასბურში არც ერთი არ დაამტკიცეს და ხურაბ ადეიშვილის ყოფილ მოადგილეს, ნონა წოწორიას გაუგრძელეს ვადა. ეჭვი არავის ეპარება, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილებები ნონა წოწორიას დამსახურებაა. სამწუხაროდ, ივანიშვილი ახლა გამოფხიზლდა და შეუტია წულუკიანს ამის გამო”, განგარძობს რესპონდენტი, რომლის განმარტებით ის რომ ნონა წოწორია სტრასბურგში დატოვება არ შეიძლებოდა, ივანიშვილს უძლიერებს ეჭვს, რომ თეა წულუკიანი ნამდვილად “ნაციონალების” თამაშს თამაშობს“.

„ჩვენი წყარო აცხადებს, რომ გიორგი კვირიკაშვილსა და სხვა მინისტრების შეცვლაზეც ივანიშვილი უკვე სერიოზულად ფიქრობს: “კვირიკაშვილს ალბათ არჩევნებამდე შეცვლის და მის შემცვლელს უკვე ეძებს. ჯერ არ ვიცი, ვინ იქნება მომავალი პრემიერი. მას გარდა წყალი აქვთ შეყენებული თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას, სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილსა და აგარეო საქმეთა მინისტრ მიხელ ჯანელიძეს. შესაძლოა კულტურის მინისტრი მიხელ გიორგაძეც გაუშვა, მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძეც მალე დატოვებს პოსტს, წყაროს თქმით, იგი იუსტიციის მინსიტრის ფავორიტია და სწორედ მან შეაჩეჩა ივანიშვილს“.

Comments are closed