globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 16 ივნისი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Jun 16th, 2015 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

რეზონანსი: თბილისში ჯიჰადისტებად გადაბირებაში მთავარი ეჭვმიტანილი დაიჭირეს

ახალი თაობა: ინტერვიუ მამუკა არეშიძესთან: სპეცოპერაცია პანკისში, „ისლამური სახელმწიფოს“ წარმომადგენლის აიუფ ბორჩაშვილის დაკავება

———————-

რეზონანსი“, 16 ივნისი, 2015 წელი

თბილისში ჯიჰადისტებად გადაბირებაში მთავარი ეჭვმიტანილი დაიჭირეს

თეა ბეჟიტაშვილი

(შემოკლებით)

ადამიანების სირიაში გადაყვანისა და ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირის გამო შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოთხი პირი დააკავა, მათ შორის ადამიანი, რომელიც ეჭვმიტანილია იმაში, რომ საქართველოში ამ ტერორისტული ორგანიზაციის წარმომადგენელია.

„მართალია, კონკრეტულად ეს პიროვნება – აიუფ ბორჩაშვილი  – გომბორთან აიყვანეს, სხვები კი თბილისში, მაგრამ პოლიციამ სპეცოპერაცია პანკისის ხეობაში ჩაატარა და ოთხის სოფლის მოასახლეობის სახლები გაჩხრიკა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ აიუფ ბორჩაშვილი არის სირია-ერაყის ტერიტორიაზე მოქმედი ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წარმომადგენელი საქართველოში. იგი ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრიანების მიზნით მოქალაქეების გადაბირებას ახდენდა და შემდგომში საომარ მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად, მათ სირიაში გამგზავრებას უზრუნველყოფდა. დადგინდა, რომ აიუფ ბორჩაშვილმა თავისი თანამზრახველების დახმარებით, სხვადასხვა რელიგიური ლიტერატურის, ინტერნეტ საიტების და სოციალურ ქსელში არსებული ჯგუფების გამოყენებით გადაიბირა პანკისის ხეობაში მცხოვრები, არასრულწლოვანი მუსლიმ კუშტანაშვილი და რამზან ბაღაკაშვილი. 2015 წლის 2 აპრილს აღნიშნული პირები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან თურქეთის მიმართულებით, ქალაქ სტამბულში გაემგზავრნენ. თურქეთში მათ აიუფ ბორჩაშვილის თანამზრახველები დახვდნენ და მათი დახმარებით მუსლიმ კუშტანაშვილი და რამზან ბაღაკაშვილი სირიაში, „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში გადავიდნენ.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ აიუფ ბორჩაშვილმა და მისმა თანამზარხველებმა მოახდინეს იდეოლოგიური ზემოქმედება საქართველოს სხვა მოქალაქეებზე, რომლებიც ვაჰაბიზმის მიმდევრები გახდნენ. სამართალდამცველებმა თბილისში გიორგი კ. დააკავეს, რომელსაც თურქეთის მიმართულებით ავიაბილეთები ჰქონდა შეძენილი და აიუფ ბორჩაშვილის დახმარებითა და ორგანიზებით სირიაში გადასასვლელად ემზადებოდა. შსს-ს კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, სასაზღვრო კონტროლის გავლის დროს, გიორგი ხ. და დავით ფ. დააკავეს. აღნიშნული პირები ასევე აიუფ ბორჩაშვილის ორგანიზებით თურქეთის მიმართულებით მიემგზავრებოდნენ, საიდანაც სირიაში, საომარ მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად გადავიდოდნენ. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სსკ-ის 327 პრიმა და 328-ე მუხლებით“, – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოვეყნებულ იმფორმაციაში.

„რეზონანსთან საუბრისას პანკისის ხეობის უხუიცესთა საბჭოს წევრი ხასო ხანგოშვილი დაკავებულების შესახებ ინფორმაციას ადასტურებს, თუმცა დეტალები მისთვის უცნობია. „სპეცოპერაცია გუშინ საღამოს პანკისის ხეობის ოთხ სოფელში ჩატარებულა, მაგრამ დეტალების საქმის კურსში არ ვარ. გეტყვით მხოლოდ, რომ აქ მსგავსი ოპერაცია 2012 წლის შემდეგ აღარ განხორციელებულა“.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ტანამშრომელი მექა ხანგოშვილი ამბობს, რომ აიუფ ბორჩაშვილი სოფელ ჯოყოლოს მკვიდრია. „ჩემი მშობლები პანკისის ხეობაში ცხოვრობენ და მათ ვესაუბრე. მხოლოდ იდ იციან, რომ რამდენიმე ადამიანი წაიყვანეს. შემდეგ უკან გამოუვეს, მაგრამ აიუფ ბორჩაშვილი პოლიციაში დაიტოვეს. ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ამბოენ, რომ აიუფ ბორჩაშვილი ხალაგაზრდების სირიაში გადაყვანის საქმეში ეჭვმიტანილი იყოო“, – ამბობს მექა ხანგოშვილი.

კავკასოლოგ ალეკო კვახაძის თქმით, დაკავებულებს შორის ერთ-ერთი თარხან ბათირაშვილის ბიძაშვილი მერაბ ბათირაშვილია.. „როგორც მე ვიცი შს სამინისტროს კონტრტერორისტულ დეპარტამენტი ექვსი პირი დაკითხეს, მათ შორის აიუფ ბორჩაშვილიც, რომელიც ჯოყოლოს თემის ყოფილი იმამია, იგი თითქმის ერთი წელია იმამი აღარ არის. მასთან ადვოკატი შესვლას ვერ ახერხებდა. რაც შეეხება დაკავების მოტივებს, არის ეჭვი, რომ იგი ხელს უწყობდა ახალგაზრდების სირიაში გადაყვანას: „იმ ახალგაზრდების ნათესავები, ვინც სისრიაში გაიყვანეს, ხელს სწორედ აიუფ ბორჩაშვილისკენ იშვერენ. მტავარი მოქმედი გმირი ამ საქმეში, როგორც ჩანნს, მართალც აიუფ ბორჩაშვილია“.

კავკასოლოგის თქმით, აიუფ ბორჩაშვილის ნათესავები მის დაკავებას აპროტრესტებენ: „ჩატარებულ ღონისძიებას სპეცოპერაციას ვერ დავარქმევთ. ჯერ ერთი, რომ ბორჩაშვილი თბილისის გარეუბანნში დააკავეს და მეორე – მისი დაკავებისას ძალა გამოყენებული არ ყოფილა. დაკავებულთა სახლებში ჩხრეკა ჩატარდა, ამოიღეს დოკუმენტები და კომპიუტერები. ჩემი ინფორმაციით, რაიმე სხვა ნივთი არ წაუღიათ. თვითონ ქისტები ამბობენ, რომ დაკავებულთა მიმართ რაიმე კანონდარღვევა არ განხორციელებულა. რაც შეეხება მოსახლეობის განწყობას, მოგეხსენებათ, პანკისის ხეობაის საკითხი სენსიტიური თემაა. შეიძლება ადამიანი ისლამური სახელმწიფოს მომხრე არ იყოს, მაგრამ იყოს დაკავებულის ნათესავი. პანკისში კი ნათესაური კავშირები ძალიან მტკიცეა. ამის ნიადაგზე შეიძლება აიუფ ბორჩაშვილს როგორც დაზარალებულს, შეიძლება ბევრმა მხარი დაუჭიროს. არ ვიცი, მართალაც მას გადაჰყავდა თუ არა სირიაში პანკისელი ახალგაზრდები, მაგრამ არასრულწლოვანის საბრძოლო მოქმედებათა ზონაში გადაყვანა სისხლის სამრთლის დანასაულია. თუმცა, რამდენად იყო ამაში ბორჩაშვილი ჩართული, ახლა მხოლოდ გამოძიებამ უნდა გაარკვიოს. დაველოდოთ, როგორ განვითარდება სიტუაცია“, – ამბობს ალეკო კვახაძე.

ახალი თაობა“, 16 ივნისი, 2015 წელი

ინტერვიუ მამუკა არეშიძესთან: სპეცოპერაცია პანკისში, „ისლამური სახელმწიფოს“ წარმომადგენლის აიუფ ბორჩაშვილის დაკავება

პუბლიკაციაში ვრცლადაა გადმოცემული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 14 ივნისს ღამით პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დეტალები (ავტორი – შორენა მარსაგიშვილი).

რა შედეგები მოჰყვება ამ სპეცოპრაციას, გვემუქრება თუ არა „ისლამური სახელმწიფოსსაგან“ რაიომე საფრთხე, კიდევ სად არის დაგაგემილი მსგვასი ღონისძიების ჩატარება? – ამ თემებზე „ახალ თაობას“ ექსპერტი მამუკა არეშიძე ესაუბრება.

ინტერვიუს გთავაზობთ შემოკლებით:

„ჩატარებულ სპეცოპრაციას დაკავებულთა ნათესავების მხრიდან მწვავე განცხადებები მოჰყვა, თუმცა ამას დიდი ყურადღება არ უნდა მივაქციოთ. საქართველოს სხვა რეგიონებში ჩატარებულა მსგავსი ოპერაცია და იქაც დაკავებულების ახლობლებიც მკვეთრს განცხადებებს აკეთებდნენ – ზოგჯერ გზის გადაკეტვით იმუქრებოდნენ, ზოგჯერ სხვა მეთოდების გამოყენებით. დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ბევრი ადამიანი ამ სპეცოპერაციის ჩატარებით კმაყოფილი დარჩა, მათ შორის უხუცესებიც. ქისტები ტრადიციის მოყვარული ხალხია, ქისტური საზოგადოება ერთგვარად ჩაკეტილი საზოგადოებაა, მათ თავიანთი სატკივარი საჯაროდ არ გამოაქვთ. პანკისიდან სირიაში ახალგაზრდების გადაყვანაზე რომ ხმა ამოიღეს, ეს იმას ნიშნავს, რომ ძალიან რთულად არის საქმე, თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ხმას არ ამოიღებდნენ, მით უმეტეს, არ ილაპარაკებდნენ პრესასთან და არც საჯაროდ არ მოითხოვდნენ ხელისუფლების ჩარევას

- თქვენი ინფორმაციით, რა ხდება დღეს ხეობაში?

- იქ არის სერიოზული პრობლემები. საზოგადოება ორად გახლეჩილია. როგორც გითხარით, ქისტებს თავიანთი პრობლემები საჯაროდ არ გამოაქვთ, თორემ აქ ბევრი საქმის გარჩევა მოხდა და ერთმანეთთან მივარდნები იყო ამ საკითხზე: სპეცოპერაციის დროს დაკავებულ ერთ-ერთ პიროვნებას სირიაში საბრძოლოდ წასული ერთ-ერთი ახალგაზრდის მშობელი მიუვარდა. დაკავებული პიროვნება შემჩნეულია სირიაში პანკისელი ახალგაძრდების გადაყვანაში. ეს ამბავი ამ გაზაფხულზე მოხდა. მას ისეთი ამბავი დააწიეს, რომ წასული ახალგაზრდა უკან დააბრუნეს… ის ბიჭი ჯერ არ იყო გადასული სირიაში და თურქეთის ტერიტორიაზე იმყოფებოდა. სწორედ იქიდან ჩამოიყვანეს უკან…

- სპეცოპარციის ჩატარება უაცილებელი იყო?

- პანკისი ფაქიზ მიდგომას საჭიროებს, მაგრამ ვთვლი, რომ სპეცოპრაცია აუცილებლად უნდა ჩატარებულიყო (…). პირველ რიგში იმიტომ, რომ ხეობაში ვითარება უკიდურესად დაიძაბა. გარდა ამისა, არც ჩვენი მეზობლები და არც პარტნიორები არ გვიწონებდნენ იმას, რაც პანკისი ხეობაში და არამარტო იქ ხდებოდა.. საქმე ისაა, რომ სირიაში საბრძოლველად ბიწები აჭარიდან და ქვემო ქართლიდანაც  მიდიან. მთლიანობაში რთული ვიტარებაა, განსაკუთრებით კი პანკისში. აქედან წასული ახალგაზრდობა გაუგებარი თემის გამო იღუპებიან, რაც მოსახლეობის აღშფოთებას იწვევს… ჩარევა აუცილებელი იყო, ტანაც მომენტიც იყო შერჩეული: რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ამ მაბების ერთ-ერთი მონაწილე ხეობის ფარგლებს გარეთ იყო გამოსული და ამიტომაც პოლიციამ იდროვა – ხეობის გარეთ ასეთი ადამიანის დაკავება უფრო მარტივი იყო.

- აჭარასა და ქვემო ქართლშიც უნდა ველოდოთ მსგავსი ოპერაციების ჩატარებას?

- როგორც ჩანს, იქაც გატარდება სატანადო ღონისძიებები. ხელისუფლებამ, როგორც იქნა, ყურადღება მიაქცია ამ პრობლემას უკვე შედეგებიც სახეზეა: სირიაში წამსვლელტა რაოდენობა სემცირდა. გარდა ამისა, დაიწყო ქართულენოვანი ექსტრემისტული საიტების დაბლოკვაც. ამ ვებ-საიტების დაბლოკვას სათანადო გამოცდილება ჭირდებოდა…

საქართველოს ხელისუფლებამ ასე უნდა გაარძელოს და ყველა რეგიონში ასე უნდა იმოქმედოს, ოღონდ ეს მორწმუნეების შევიწროვებაში არ უნდა გადაიზარდოს. ასეთი ფაქტებიც დაფიქსირდა – ადიგენში იყო ასეთი შემთხვევა. მორწმუნეებს არავინ არ უნდა შეეხოს, მხოლოდ იმ ადამიანებს უნდა მიხედონ, ვინც ე.წ. პოლიტიკურ ისლამს, ანუ ექსტრემიზმს ავრცელებს. ეს რომ ექსტრემიზმია, ამას თვითონ მუსულმანებიც ადასტურებენ.

- ამ ღონისძიების გამო საქართველოს „ისლამური სახელმწიფოს“ მხრიდან რაიმე ხომ არ ემუქრება?

- განცხადებები აუცილებლად  გაკეთდება, თუმცა სხვას არაფერს ველოდები – ახლა ამ ხალხს საკუთარ თემშიც ჰყავთ მოწინააღმდეგეები.

- ესე იგი, ისლამური სახელმწიფოსაგან საფრთხე არარ გვემუქრება/

- რაღაც ექსცესებს შეიძლება ადგილი ჰქონდეს. იმედი მაქვს ხელისუფლება ამ პრობლემას თავს გაართმევს. სამართლებრივი დევნა ძალიან კარგია, მაგრამ მთავარი სულ სხვა რამეა: ხელისუფლებამ პანკისში სოციალურ-ეკონომიკური სიტუაციის გაუმჯობესებაზე უნდა იზრუნოს. ეს ყველაზე კარგი საშუალებაა იმისათვის, რომ აქაურმა ახალგაზრდებმა თავიანთი ნიჭი და უნარი გამოავლინონ… საჭიროა აშენდეს სპორტული ინფრასტრუქტურა, ისინი ხომ ჯანმრთელი ახალგაზრდები არიან – არ ეწევიან, არ სვამენ და ჯანსაღი ცხოვრებით ცხოვრობენ… მოკლედ, მათ სოციალური და სულიერი საზრდო ჭირდებათ. ხელისუფლებას ექსტრემიზმტან ბრძოლა თუ უნდა, ეს არის საუკეთესო სესაზლებლობა. ასე უნდა მოხდეს აჭარაშიც და ქვემო ქართლშიც.

Comments are closed