globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 19 თებერვალი, 2015 წელი

Posted by Globalresearch on Feb 19th, 2015 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

„ალია“: კულუარული ინფორმაციები „ნაცმოძრაობის“ ოფისიდან:

რას დაჰპირდა ვიქტორია ნულანდი პარტიის ბოსებს?

„ახალი თაობა“: ინტერვიუ დავით თარხან-მოურავთან: სააკაშვილებმა საქართველო და უკრაინა მაკკეინ-ტერნერ-ბუშების ჯგუფს ჩააბარეს“

„რეზონანსი“: რა „შესაბამის ზომებს“ შეიძლება მიმართოს რუსეთმა, თუ ნატო საქართველოს ალიანსში “ჩათრევის” პრაქტიკულ ნაბიჯებს გადადგამს?

„რეზონანსი“: ინტერვიუ სოსო ცინცაძესთან: თბილისსა და კიევს შორის ბზარი უკვე გაჩნდა

„რეზონანსი“: ლავროვის ღია მუქარა – არის თუ არა საქართველოში “დონბასის მოდელირების” საფრთხე

———————–

„ალია“, 19 თებერვალი, 2015 წელი

კულუარული ინფორმაციები „ნაცმოძრაობის“ ოფისიდან

რას დაჰპირდა ვიქტორია ნულანდი პარტიის ბოსებს?

ლევან ჯავახიშვილი

თბილისში სტუმრად მყოფი ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ვიქტორია ნულანდი „ნაცმოძრაობის“ რამდენიმე ლიდერს შეხვდა. ჩვენთვის უცნობია, დეტალურად რაზე ესაუბრა მათ, მაგრამ „ალიასთვის“ კულუარულად ცნობილი გახდა ამ შეხვედრის რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი.

ნულანდმა ამერიკის ხელისუფლების არაოფიციალური სურვილები და რჩევები გაახმოვანა. „ნაციონალები“ აღტაცებულნი არიან ნულანდთან შეხვედრის შედეგებით. პარტიის ოფისში არავინ მალავს, რომ ამერიკელმა დიპლომატმა, ფაქტობრივად, მათ „მწვანე შუქი“ აუნთო თბილისში „კიევური მაიდანის“ გადმოსატანად. ნულანდს ტოპ-ლიდერთათვის უთქვამს, რომ საქართველოს ხელისუფლება ნამდვილად არ არის პრორუსული, მაგრამ ის იმაზე მეტ შეცდომას უშვებს, ვიდრე მოსალოდნელიიყო, ამერიკას უჭირს საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებასთან ურთიერთობა, რადგან მისი წარმომადგენლები მათ ყველა რეკომენდაციას არ ითვალისწინებენ ლიბერალური რეფორმების გატარების კითხით, რასაც „ნაცმოძრაობა“ უსიტყვოდ აკეთებდა. ნულანდს უთქვამს, რომ ძალიან მალე, შეგნებულად თუ შეუგნებლად, ხელისუფლება გადადგამს მკვეთრ პრორუსულ და ანტიდასავლურ ნაბიჯებს, რაც პროდასავლურ პარტიებს საშუალებას მისცემს, თუნდაც ქუჩის აქციები დაიწყონ ხელისუფლების შესაცვლელად. ნულანდს დაუკონკრეტებია კიდეც, რომ ეს ძალიან მალე მოხდება და თუ ეს პროცესები დროში გაიჭიმა, მაშინ „ნაცმოძრაობას“ ამერიკის დიდი მხარდაჭერის იმედი აღარ უნდა ჰქონდეს. კონკრეტულად უთქვამს, რომ, ვიდრე რუსეთი უკრაინის პრობლემებშია ჩაფლული, ვიდრე რუსეთს საქართველოსთვის არ სცალია, პროდასავლურმა ძალებმა ამ პერიოდში უნდა იაქტიურონ, თორემ, თუ რუსეთმა თავი დააღწია „უკრაინულ ჭაობს“, მერე მასთან პაექრობა საქართველოს გამო ძალიან გაგვიჭირდებაო. ეს უკვე პირდაპირი მინიშნებაა თბილისში „მაიდანის“ მოდელის გადმოსატანად და ქვეყანაში არეულობის დასაწყებად, თანაც, რაც შეიძლება სწრაფად.

ვიქტორია ნულანდი ასევე, შეჰპირებია, რომ ამერიკა ყველაფერს გააკეთებს, რათა „ნაცმოძრაობის“ რეიტინგი გაიზარდოს დასავლეთში, და ამაზე ამერიკული პოლიტიკის გავლენიანი ფიგურები იზრუნებენ. მოკლედ, ამერიკა თავის გავლენას გამოიყენებს ევროკავშირზე და იმ ქვეყნებსაც აიძულებს „ნაციონალთა“ და სააკაშვილის მხარდაჭერას, რომელთაც დღეს არც ერთის გაგონება არ სურთ. ნულანდს არ დაუმალავს, რომ ამერიკის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა ზაწოლა მოახდინოს საქართველოს ხელისუფლებაზე და „ნაცმოძრაობის“ წევრთა პოლიტიკური დევნა შეჩერდეს.

კრიმინალი „ნაციონალები“ პოლიტიკურად რომ არ იდევნებიან, ეს ყველამ ჩინებულად ვიცით, ეს ნულანდმაც კარგად იცის, მათ სამართალი სდევნით, მაგრამ ამერიკელებს კვლავ სჭირდებიან „ნაციონალები“ და სააკაშვილი და მათ პოლიტიკურ რეინკარნაციას ხელს ყველანაირად უწყობენ.

ნულანდს არ დაუმალავს, რომ შესანიშნავად იცის, რა დაბალი რეიტინგი აქვს „ნაცმოძრაობას“, იცის, რომ ხალხი არ უჭერს მხარს ამ პარტიას და მას არ გაჰყვება. სწორედ ამიტომ, მძლავრ საერთაშორისო მხარდაჭერასთან ერთად, აუცილებელია „ნაცმოძრაობისთვის“ სხვა პროდასავლური პარტიების ჩაბმა და ხელისუფლების წინააღმდეგ ერთობლივი საპროტესტო მოქმედებაო. იქვე განუმარტავს, რომ ამ პროდასავლურ ძალებთან ამერიკა და ევროკავშირი აქტიურად მუშაობენ, რათა კრიტიკულ მომენტში ისინი „ნაცმოძრაობას“ გვერდით დაუდგნენ. ექსპერტები საკმაო ხანია ამბობენ, რომ ირაკლი ალასანიას „თავისუფალ დემოკრატებსა“ და „რესპუბლიკურ პარტიას“ ამერიკა „ნაციონალთა“ პარტნიორად გახდის და თანაც, ძალიან მალე. თუმცა, არა მგონია, ერთი ან მეორე პარტიის ლიდერებს დიდი დაძალება დასჭირდეთ „ნაციონალებთან“ ერთად ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციებში მონაწილეობის მისაღებად. ალასანიას რიტორიკა და ხელისუფლებისადმი მიდგომა არაფრით განსხვავდება „ნაციონალთა“ ანალოგიური ქმედებებისგან, არა მგონია, ალასანიას დიდი ძალდატანება დასჭირდეს, რომ სააკაშვილის პარტნიორი გახდეს. აქვე გავიხსენოთ მედიით გავრცელებული ინფორმაცია, რომ ბათუმში გიგა ბოკერია და ირაკლი ალასანია საიდუმლოდ შეხვდნენ ერთმანეთს. „რესპუბლიკელებს“ რაც შეეხება, ახალი არ არის, რომ ისინი მყარ საბაბს ეძებენ კოალიციის დასატოვებლად და ოპოზიციაში წასასვლელად.

აქვე გავითვალისწინოთ ამერიკის ხელისუფლების მხარდაჭერა, პოლიტიკური და ფინანსური სარგებელი, რასაც ეს პარტიები „ნაცმოძრაობასთან“ პარტნიორობით მიიღებენ და შეგვიძლია დავასკვნათ, რონ ამერიკელთა გათვლა უტყუარია. სავარაუდოდ, „რესპუბლიკელები“ სიხარულით დასთანხმდებიან ამერიკულ სცენარში ერთ-ერთი წამყვანი როლის შესრულებას, თუნდაც ეს რევოლუცია იყოს.

ნულანდს „ნაციონალები“ დაუიმედებია, რომ ბოლო დროს გააქტიურებულ საქართველოს ხელისუფლებას გააჩერებს, იმ პირთა დაჭერები შეჩერდება, ვინც „ნაციონალებთან“ პოლიტიკურ კავშირშია. იმას ვერ შეჰპირებია, რომ ყველა დამნაშავე „ნაცს“ დაიცავს, მაგრამ პოლიტიკურ ლიდერებს ვერავინ რომ ვერ შეეხება, ამის გარანტია მიუცია. მეტიც, ცოტა ხანში უკვე დაჭერილი ლიდერები გამოვლენ ციხეებიდან, ამაში მალე თავად დარწმუნდებითო. „ნაციონალები“ უკვე ზეიმობენ, რომ მალე ვანო მერაბიშვილი, ბაჩო ახალაია და გიგი უგულავა გამოვლენ ციხიდან. კარგი, გიგი უგულავა ჯერ მსჯავრდადებული არ არის და მისთვის ჯერ სასჯელი არ მიუსჯიათ, აი, მერაბიშვილსა და ბაჩო ახალაიას მისჯილი აქვთ კონკრეტული დანაშაულისთვის კონკრეტული სასჯელი და მათ განთავისუფლებას ამერიკა, თან ძალიან მალე როგორ აპირებს, ცოტა არ იყოს, გაუგებარია. თუმცა, ამერიკელთაგან არც გასაკვირია რაიმე და არც შეუძლებელი.

„ნაციონალები“ სააკაშვილის ბედით დაინტერესებულან და უკითხავთ,რამდენად რეალურია შანსი, რომ მასზე ინტერპოლმა ძებნა გამოაცხადოს, რის შემდეგაც ის უკრაინას ვეღარ დატოვებს და მისი პოლიტიკური აქტიურობა ძალიან შემცირდება. ნულანდს უპასუხია, რომ ამ თემაზე თავად სააკაშვილს ესაუბრა და სახიფათოსა და საგანგაშოს არაფერს ელის. წესით, ინტერპოლმა საქართველოს პროკურატურის ბრალდებები სააკაშვილის წინააღმდეგ არ უნდა გაიზიაროს და შესაბამისად, არც საერთაშორისო ძებნა არ

უნდა გამოაცხადოს მასზეო. ეს მესიჯი „ნაცებმა“ ისე აღიქვეს, რომ ამერიკა ინტერპოლზე ზეწოლას ახორციელებს და შესაბამისად, მას ძებნილად არ გამოაცხადებს. თუმცა, ნულანდის რებუსები არც არის საჭირო იმაში დასარწმუნებლად, რომ ამერიკა ინტერპოლზე ზეწოლას ახდენს. გავიხსენოთ, სენატორ ჯონ მაკკეინის ღია განცხადებები ინტერპოლის ხელმძღვანელთა მისამართით, რომ სააკაშვილი ძებნილად არ აქციონ.

„ნაციონალები“ დაინტერესებულან, რა ინფორმაცია აქვს ამერიკის ხელისუფლებას პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებულ ხელახალი გამოძიების შესახებ. ნულანდს უთქვამს, ზურაბ ჟვანიასა და უსუპოვის საეჭვო ვითარებაში გარდაცვალება ამერიკის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ გამოიძია, დასკვნაც დადო, რომ ეს უბედური შემთხვევა იყო და არც პრემიერი და არც ვიცეგუბერნატორი არავის მოუკლავს, მაგრამ, თუ საქართველოს ხელისუფლება „ეფ-ბი-აი“-ს დასკვნას ეჭვქვეშ დააყენებს, ეს არა მარტო ამ ბიუროს, ამერიკის რეპუტაციისთვის იქნება დარტყმა და ჩვენ ამას არ დავუშვებთო.

ფაქტობრივად, მყარდება ის ვერსია, რომლის შესახებაც „ალია“ ცოტა ხნის წინ წერდა, რომ სააკაშვილის გადარჩენის მიზნით, ამერიკა პრემიერ ღარიბაშვილზე ზეწოლასაც ახორციელებს, რათა ჟვანიას საქმე არ გაიხსნას და სააკაშვილსა და მისი იმჟამინდელი გარემოცვის ახლო წევრებს, ბრალი არ წაუყენონ პრემიერის მკვლელობის გამო. როგორც ჩანს, ამერიკასმარტო სააკაშვილის ბედი არ აწუხებს, ამ ქვეყნის ხელისუფალთათვის დიდი დარტყმა იქნება „ეფ-ბი-აი“-ს არაკომპეტენტურ გამოძიებასა თუ სიყალბეში მხილება და ამიტომაც თავს არ ზოგავენ, რომ ეს საქმე არ გაიხსნას. არადა, „ეფ-ბი-აი“-ს დასკვნა აშკარად ურთიერთსაწინააღმდეგოა, რაც შეცდომით ვერ აიხსნება, როცა ასეთ კომპეტენტურ, უმაღლესი დონის საგამოძიებო უწყებაზე ვლაპარაკობთ, დასკვნა, სავარაუდოდ, გაყალბებულია.

ამ კულუარულ ინფორმაციებზე დაყრდნობით, ორი დასკვნის გაკეთება შეიძლება. ამერიკას საერთოდ არ აინტერესებს ქართველი ხალხის არჩევანი და ყველაფერს აკეთებს, ამ ხალხის მიერ 2012 წელს ხელისუფლებიდან გაძევებული „ნაცმოძრაობის“ დასაბრუნებლად ქვეყნის სათავეში. მეორეც, საქართველოს ხელისუფლება მართლა დიდი გამოწვევის წინაშე დგას, ძალიან ფრთხილად უნდა იყოს, უნდა აკონტროლოს ხელისუფლებას შერჩენილი „ნაციონალები“, რათა ისეთი შეცდომები არ დაუშვას, რომელიც „ნაციონალებსა“ და მათ პარტნიორ ძალებს ქუჩაში გამოსვლისა და არეულობის დაწყების საბაბს მისცემს.

„ახალი თაობა“, 19 თებერვალი, 2015 წელი

ინტერვიუ დავით თარხან-მოურავთან: სააკაშვილებმა საქართველო და უკრაინა მაკკეინ-ტერნერ-ბუშების ჯგუფს ჩააბარეს“

სტატია მომზადებულია საქართველოს პატრიოტთა ალიანსის თავმჯდომარის დავით თარხან-მოურავის ტელეკომპანია „ობიექტივში“ გამოსვლის მიხედვით (ავტორი –   მარიკა მჭედლიშვილი).

დავით თარხან-მოურავი: უკრაინაში მიხეილ სააკაშვილი იმიტომ არის, რომ უკრაინის საკითხის გადაწყვეტა იქ მაკკეინ-ტერნერ-ბუშების ჯგუფს აქვს ჩაბარებული, სააკაშვილი კი ამ გუნდის წარმომადგენელია. მაკკეინ-ტერნერ-ბუშების ჯგუფი დღეს გაძლიერებულია და თეთრმა სახლმა და სახელმწიფო დეპარტამენტმა სწორედ ამ ჯგუფს ჩააბარეს უკრაინის პრობლემების „მოგვარება“.

რატომ აღმოჩნდა „ძებნილი“ მიხეილ სააკაშვილი ასეთ მომგებიან მდგომარეობაში?

სანამ საქართველოს ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ მოვიდოდა, მანამდე შვიდი-რვა თვით ადრე მიხეილ სააკაშვილმა დაიქირავა სერიოზული ლობისტური კომპანიები, რომელთაც კარგი ურთიერთობა აქვთ სენატორებტან, კონგრესმენებთან, სხვადასხვა სტრუქტურის წარმომადგენლებთან. ლობისტებმა გააჩაღეს კამპანია და ყველას ეუბნებოდნენ, თუ როგორი კარგი რეფორმატორია მიხეილ სააკაშვილი, ამის პარალელურად კი აცხადებდნენ, რომ ახალი ხელისუფლებაცუდია და რუსეთის ინტერესების გამტარებელი, კრემლის აგენტი და რომ ციხის ვიდეოკადრები შეთითხნილია.

ამაზე ხელისუფლებამ რა პასუხი გასცა? ელჩები შეკრიბა და აჩვენა პოლიციის შენობებში გაუპატიურების ფაქტები. ხელისუფლებას ვეუბნებოდით, რომ ეს კადრები უცხოეთში წაეღო. ახალმა ხელისუფლებამ არ მოგვისმინა. ამ დროს სააკაშვილის ლობისტური კომპანიები ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ სააკაშვილი კარგია, საქართველოს ახალი ხელისუფლება ცუდია და რუსეთის აგენტი, ახალი ხელისუფლება ცილს სწამებს მიხეილ სააკაშვილს. ნელ-ნელა დაიწყო საზოგადოებრივი აზრის შეცვლა ამერიკასა და ევროპაში“.

სპა-ს ლიდერის თქმით, მისი პარტიის დელეგაცია სააკაშვილს სამხილებლად რამდენჯერმე იმყოფებოდა ვაშინგტონში, ბრიუსელსა და სტრასბურგში, თუმცა საჭირო იყო პროცესის ბოლომდე მიყვანა, რაც არ გააკეთა ხელისუფლებამ. გარდა ამისა, „ქართულმა ოცნებამ“ არაფერი იღონა სააკაშვილის რეჟიმის დამნაშავე წარმომადგენლების დასასჯელად.

დავით თარხან-მოურავი: „ამ ხელისუფლების სემინარი უნდა ჩავუტაროთ იმაზე, თუ სანამდე შეიძლება მიგვიყვანოს დამნაშავეთა ხაუსჯელობამ. რომ ამ არ დასჯილან სააკაშვილი და მისი რეჟიმის დამნაშავე წევრები, ამან მიგვიყვანა იქამდე, რომ ისინი საზღვარგარეთ წავიდნენ. ჩვენ რომ არ დავსაჯეთ, ახლა სხვა ქვეყანას ანადგურებენ. მერე ჩვენ მოგვიტრიალდებიან“.

პატრიოტთა ალიანსის ლიდერი ხელისუფლებას იმის გამოც აკრიტიკებს, რომ მან უპასუხოდ დატოვა კონგრესმენ ტერნერის განცხადებაიმის თაობაზე, რომ სააკაშვილი არ უნდა დააკავონ:

დავით თარხან-მოურავი: „ტერნერი ინტერპოლს მოუწოდებს,რომ არ დააკავოს სააკაშვილი. იგი, ფაქტობრივად, ამბობს,რომ საქართველოს ხელისუფლება პოლიტიკურად ანგაჟირებული და არადემოკრატიულია და ცილს სწამებს სააკაშვილს და მის გუნდს. ესაა შეურაცხმყოფელი ქვეყნისათვის. არც საგარეო საქმეთა სამინისტროს, არც სხვებს ამის საპასუხოდ არ გაუკეთებიათ არავითარი განცხადებები. თითქოს, არაფერი ხდება. მარტო პროკურატურამ დაწერა დანაშაულების ნუსხა. ხელისუფლებამ ბევრი სისულელე აკეთა. ამდენი შეურაცხყოფა და ცილისწამება მიიღო“.

დავით თარხან-მოურავის განცხადებით, იმ დროს, როცა სააკაშვილი საქართველოში მობრუნებას აპირებს, ხოლო საქართველო უკრაინასთან ერთად მაკკეინ-ტერნერ-ბუშს აქვს ჩაბარებული, რომლის წევრიც სააკაშვილიც გახდა, უცხოეთში ახლა მაინც უნდა დაიწყოს სერიოზული მუშაობა სიმართლის პროპაგანდირების მიზნით.

სპა-ს ლიდერი მიიჩნევს, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გზით საქართველოს ხელისუფლებაში უნდა მოვიდნენ ძალები, რომლებიც „გადაარჩენენ მსოფლიოს, მათ შორის საქართველოს, სააკაშვილებისაგან“.

„რეზონანსი“, 19 თებერვალი, 2015 წელი

რა შესაბამის ზომებს შეიძლება მიმართოს რუსეთმა, თუ ნატო საქართველოს ალიანსში “ჩათრევის” პრაქტიკულ ნაბიჯებს გადადგამს?

ელზა პაპოშვილი

თუ ნატო საქართველოს ალიანსში “ჩათრევის” პრაქტიკულ ნაბიჯებს გადადგამს, რუსეთი ამას შესაბამისი ზომით უპასუხებს, – ეს განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა დე ფაქტო მინისტრთან გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

თქვენი აზრით, რა “შესაბამის ზომებს” შეიძლება მიმართოს რუსეთმა, თუ ნატო საქართველოს ალიანსში “ჩათრევის” პრაქტიკულ ნაბიჯებს გადადგამს?“, - ამ კითხვით “რეზონანსმა” საზოგადოების ცნობილ ადამიანებს მიმართა.

იგორ კვესელავა  (პოლიტოლოგი): რუსეთმა რაც საქართველოს გაუკეთა, მეტი რაღა უნდა გაუკეთოს?! ტერიტორიები ისედაც უკვე წაგვართვა. ალბათ ამ განცხადებაში ლავროვმა ის იგულისხმა, რომ რაც დაგრჩათ, იმასაც მივისაკუთრებთო. არ გამოვრიცხავ, ეს ახალი ომის წამოწყების გაფრთხილება იყოს. შესაძლებელია მუქარადაც ჩავთვალოთ. ბოლო დროს რუსეთი ისე მოქმედებს და იმას აკეთებს, რაც სურს. ხელს უკვე ვერავინ უშლის.

ნიკუშა შენგელაია (მხატვარი): ისეთი ამბიციები აქვთ, რომ, ვფიქრობ, ყველაფერი მოსალოდნელია. უკრაინის მაგალითზე ისინი საქართველოსკენაც, რა თქმა უნდა, გამოიწევენ, თუკი ამის საბაბი ექნებათ. საბაბი კი მცირედიც ჰყოფნით. საკმაოდ საყურადღებო განცხადებაა და, ვფიქრობ, გასათვალისწინებელი. საქართველოსთან ომის წამოწყება არ გაუჭირდებათ. ისედაც ძალიან ახლოს დგანან.

გია მაჭარაშვილი (კომპოზიტორი): ამ კითხვაზე ელემენტარული პასუხი მექნება. ეს ნიშნავს იმას, რომ განმეორდება ის საშინელება, რაც საქართველომ უკვე განიცადა. მეტი მოლოდინი არ არის. ეს გაფრთხილებაა უკრაინის მაგალითზე, არც ჩვენ გადაგვისვამს თავზე ხელს. სხვა ამ განცხადებაში არაფერი არ იგულისხმება.

ანა რატიანი  (ტელეწამყვანი): ლავროვის განცხადება ჩვეულებრივი ტყუილია, რადგანაც საქართველო ნატოსგან დღეს ძალიან შორსაა. მის ადგილას ამაზე განცხადებას საერთოდ არ გავაკეთებდი. უბრალოდ, პროვოკატორია და საქართველოს აფრთხილებს, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობა არ ჰქონდეს.

„რეზონანსი“, 19 თებერვალი, 2015 წელი

ინტერვიუ სოსო ცინცაძესთან: თბილისსა და კიევს შორის ბზარი უკვე გაჩნდა

ია აბულაშვილი

(შემოკლებით)

როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები თბილისსა და კიევს შორის და რამდენად ეფექტურია ქართული დიპლომატიის უკრაინული ვექტორი, ამის შესახებ “რეზონანსი” პოლიტოლოგ სოსო ცინცაძეს ესაუბრა.

როგორც პოლიტოლოგი ამბობს, უკრაინა-საქართველოს ურთიერთობაში ერთობ არასასურველი კონტრასტები შეიმჩნევა. „მაგალითად, დილით ჩვენ ვისმენთ განცხადებას, რომ უკრაინა ჩვენი ძმა და სტრატეგიული პარტნიორია და აწ და მარადის ასე იქნება, საღამოს კი ვხედავთ, რომ უკრაინის ელჩი ჩვენს საგარეო საქმეთა სამინისტროშია დაბარებული. პირადად ჩემთვის ეს აბსოლუტურად გაუგებარია. ასევე არაბუნებრივი და არაფექტურია, ჩემი აზრით, ქართული დიპლომატიის უკრაინული ვექტორი, რაც დიპლომატიური არაპროფესიონალიზმის მწვერვალს წარმოადგენს“, – ამბობს სოსო ცინცაძე

პოლიტოლოგის აზრით, აბსოლუიტურად ქაოტური და არასისტემურია საქართველოს პროკურატურის მოთხოვნა უკრაინისადმი მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების თაობაზე:

„პრობლემა ისაა, რომ ქართულმა დიპლომატიამ ვერ დააჯერა ზოგადად დასავლეთი, რომ ჩვენი ახალი ხელისუფლება არ არის პოლიტიკური ანგარიშსწორებით დაკავებული. სამწუხარო ფაქტია, რომ ქართული დიპლომატიური კორპუსი, ძველი და ახალი მინისტრებით დაწყებული და რიგითი ატაშეებით დამტავრებული, ჩვენს უცხოელ მეგობრებს მათთვის „გაუგებარ“ ენაზე (ანუ სხვაპოზიციით) ესაუბრებიან. ერთ ფურცელზე ვერ დაეტევა ამერიკელი და ევროპელი წამყვანი დიპლო9მატების და პოლიტიკოსების გვარები, რომელბიც გვეუბნებიან, რომ წინ იყურეთ, წარსულს ნუ მისტირითო. ჩვენთვის სამწუხარო და გაუგებარია ის, თუ რატომ არის ასე ერთიანი დასავლეთის პოზიცია… ჩვენს ხელისუფლებას ისღა დარჩენია ან გაითვალისწინოს, ან გააგრძელოს ისე, რომ არე კი ეცადოს რაიმე შეცვალოს დასავლეთის მიდგომებში“.

კიევი რომ აბსოლუტურად ანგარიშს არ უწევს ქართუყლი მხარის პოზიციას, ასეთი რამ სტრატეგიულ პარტნიორებს შორის არ უნდა ხდებოდეს. პოროშენკო და მისი თბილსში გამოგზავნილი ელჩი ღიად ლაპარაკობენ, რომ მათ ქართველი რეფორმატორები მოსწონთ: „მერე რა, რომ სააკაშვილი დავნიშნე, ეს ჩემი საქმეა. თუ არ გაამართლებს, მერე ილაპარაკეთო“, – ასე გვეუბნებიან.

ომი დასრულდება, მაგრამ ძალიან რთული იქნება ორ ქვეყანას შორის ადრე არსებული ურთიერთობების დადებითი ფონის აღდგენა. რასაკვირველია, საქმე არ მივა დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტამდე, მაგრამ ის, რომ თბილისსაა და კიევს შორის სერიოზული ბზარი უკვე გაჩნდა, ამ ფაქტის დაფიქსირებას ვერავინ გაექცევა. თუმცა სტრატეგიულ მოკავშირეებს შორის უთანხმოების აღმოფხვრის საკმაოდ ბევრი მეთოდი არსებობს.

როგორც ჩანს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ვიქტორია ნულანდმა ჩვენ პრემიერ-მინისტრს შეხვედრის დროს უთხრა, რომ დაანებეთ თავი უკრაინასთან კინკლაობას, დღეს მას უჭირს და თუ შეგიძლიათ, უკეთესი იქნება დაეხმაროთო“, – ამბობს ინტერვიუში სოსო ცინცაძე.

„რეზონანსი“, 19 თებერვალი, 2015 წელი

ლავროვის ღია მუქარაარის თუ არა საქართველოშიდონბასის მოდელირებისსაფრთხე

ეკატერინე ბასილაია

(შემოკლებით)

“თბილისი-გორის“ ტრასამდე ორი კილომეტრია დარჩენილი და, შესაძლოა, რუსებმა ეს ტრასა დაიკავონ” – ეს, როგორც ექსპერტები ამბობენ, სიტუაციის ნეგატიური გზით განვითარების ერთ-ერთი ვარიანტია. ამას გარდა სახელდება სხვა რისკი და გამოწვევაც, რამაც უკიდურეს შემთხვევაში შეიძლება “დონბასის მოდელირება” მოახდინოს. თუმცა სპეციალისტები იქვე იმაზეც საუბრობენ, რომ უკრაინის კონფლიქტი, რომელსაც ჯერჯერობით ბოლო არ უჩანს, კრემლს კარგა ხანს შეუკრავს ხელ-ფეხს.

თუ ნატო საქართველოს ალიანსში „ჩათრევის“ პრაქტიკულ ნაბიჯებს გადადგამს, ამას რუსეთი სესაბამისი ზომებით უპასუხებს, – ეს მუქაქრა თბილისს რუსეთის საგარეო საქმეტა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გამოუგზავნა ნატოს საწრთვნელი ცენტრის გახსნის ფონზე.

„თუ მცოცავი ოკუპაცია გაგრძელდება, რუსები, შესაძლოა, თბილისი-გორის ტრასამდე ჩამოვიდნენ, რაც ომის რეალური პერსპექტივაა. ავტობანამდე სოფელ ხურვალეთთან საოკუპაციოს ზონას მხოლოდ ორი კილომეტრი აშორებს და ამდენად, სულაც არაა წარმოაუდგენელი, რომ რუსებმა, სურვილის შემთხვევაში, საქართველოს მტავარი საავტომობილო არტერია გადაჭრან“, – აცხადებს სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია.

სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის ხელმძღვანელის მამუკა არეშიძის განცხადებით, რუსეთის არსენალში ბევრი ინსტრუმენტია დაძაბულობის გასამწვავებლად: „მათ საქართველოს ყვცელა რაიონში შეუძლიათ დესტაბილიზების გამოწვევა. არაა აუცილებელი, რომ იქ მაინცდამაინც რუსეთის ჯარები იდგნენ. მაგალითად, რუსეთს შეუძლია პოლიტიკური ისლამი გააქტიურონ და მერე ჩვენ დაგვაბრალონ, რომ ვითომდა საქართველო რადიკალ ისლამისტებს მფარველობს“.

მამაუკა არეშიძის თქმით, უკვე ოფიციალური წერილებია შესული სახალხო დამცველთან, რომელთა თანახმად, ოსი მოქალაქეები თრუსოს ხეობაში დაბრუნებას ითხოვენ და ეს ერთგარი „ნიადაგის მოსინჯვას“ ნიშნავს. იგივე შეიძლება მოხდეს კობის ქვაბულთან მიმართებით. ამ კონტექტსში შეიძლება განვიხილოთ გალის რაიონის მოსახლეობის შევიწროვება, შეიძლება ისევ განხორციელდეს კოდორის ხეობიდან მოსახლეობის გამოძევება და ასე შემდეგ.

ვახტანგ მაისაიას თქმით, რუსეთის ფედერაციამ თავის სამხედრო დოქტრინაში, რომელიც დეკემბრის ბოლოს დაამტკიცა, ახალი ცვლილებები შეიტანა – აღმოსავლეთით ნატოს გაფართოება და მისი ინფრასტრუქტურების განლაგება საფრთხედაა შეფასებული.

„ალიანსის მცდელობის საწინააღმდეგოდ მოსკოვიც შეეცდება მცოცავი ოკუპაციის გაგრძელებას არა მარტო ცხინვალის რეგიონიდან, არამედ აფხაზეთიდანაც. ამის აშკარა ნიშნია ის, რომ ემზადებიან მეგრულევონაი ტელევიზიის გასახსნელად გალის რაიონში, რომლის მაუწყებლობა მთელ სამეგრელოზე გავრცელდება. ჩვენ ვდგავართ საფრთხის წინაშე. ახალი ხელისუფლების კომპატენტურობაზეა დამოკიდებული, რას მოიფიქრებს და რა საპასუხო ზომებს მიიღებს – დაყვავების პოლიტიკას გავაგრძელებთ თუ გარკვეულ ზომებს მივმართავთ. სიფრთხილე გვმართებს, რადგან შესაძლოა უკრაინის მდგომარეობაში აღმოვჩნდეთ“, – ამბობს ვახტანგ მაისაია.

Comments are closed