globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 19 ივნისი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Jun 19th, 2015 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

„ალია“: ინტერვიუ იოსებ ცინცაძესთან: „დახმარებაზე უარი არავის არ უნდა უთხრა, მათ შორის რუსეთსაც“

„ალია“: საქართველოს აშშ-ის სამთო-სატყეო დეპარტამენტი დაეხმარება

———————-

„ალია“, 19 ივნისი, 2015 წელი

ინტერვიუ იოსებ ცინცაძესთან: „დახმარებაზე უარი არავის არ უნდა უთხრა, მათ შორის რუსეთსაც“

ინტერვიუში პოლიტოლოგი იოსებ ცინცაძე თბილისის მომხდარი წყალდიდობის შედეგბსა და მის პოლიტიკურ ასპექტებზე საუბრობს, ეხება საგარეოპოლიტუკურ მომენტებსაც.

გთავაზობთ ამონარიდს:

- რამდენად ნორმალურია, როცა ჩვენმა მთავრობამ რუსეთს უარი უთხრა დახმარებაზე?

- ეს არ არის ნორმალური. დახმარებაზე უარი არავის არ უნდა უთხრა. ნაპოლეონის პირადი ექიმი ბოროდინოს ბრძოლის შემდეგ რუს გენერლებს მკურნალობდა, რუსებს ამაზე უარი უნდა ეთქვათ? აი, ესეც კი პოლიტიკაში გადაიტანეს და დიდი შეცდომა დაუშვეს. ეს არის რუსეთისთვის სილის გაწვნა და შეურაცხყოფა – მე შენ ისე მძულხარ, დახმარებაც კი არ მინდა. ამ დროს გინდა, არ გაქვს იმდენი შნო, რომ მარტომ მოაგვარო პრობლემები.

„ალია“, 19 ივნისი, 2015 წელი

საქართველოს აშშ-სამთო-სატყეო დეპარტამენტი დაეხმარება

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის რიჩარდ ნორლანდის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები მზადაა, საქართველოს სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაში დაეხმაროს.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოს აშშ-ის სამთო-სატყეო დეპარტამენტი დაეხმარება, რომელსაც რისკებთან დაკავშირებით დიდი გამოცდილება აქვს.

- ამერიკის შეერთებული შტატები შეეცდება საქართველოს ამ მძიმე დროს ჩვენი სატყეო სამსახურის ჩართულობით დაეხმაროს, რომელსაც წყალდიდობისა და მეწყერული პროცესების რისკებთან დაკავშირებით კარგი გამოცდილება აქვს, რადგან საქართველოში ეს რისკები კვლავ არსებობს, – აღნიშნა აშშ-ის ელჩმა.

რაც შეეხება ფინანსურ და სხვა სახის დახმარებას, ნორლანდის თქმით, ზარალის დათვლის შემდეგ, შეერთებული შტატები საქართველოს ფინანსურადაც დაეხმარება.

- ველით საქართველოს ხელისუფლების მიერ დაზუსტებულ ინფორმაციას, რომ ვიცოდეთ, კონკრეტულად რაში დასჭირდება ქვეყანას დახმარება, – განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.

Comments are closed