globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 19 დეკემბერი, 2014 წელი

Posted by Globalresearch on Dec 19th, 2014 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

„რეზონანსი“: ევროკავშირმა საქართველოს „გაწევრიანების პერსპექტივა“ ახსენა

„რეზონანსი“: სოსო ცინცაძე: „2015-ში ხელისუფლების მთავარი გამოცდა კოალიციის მდგრადობა იქნება“ // ცუდი და კარგი მოვლენები საგარეო პოლიტიკაში

„ალია“: პუტინი საქართველოს ხელისუფლებასთან შესახვედრად მზად არის, როგორ უნდა მოიქცეს ღარიბაშვილი?

„ახალი თაობა“: ნანა დევდარიანი: „რუსეთთან მოლაპარაკების გარეშე არაფერი გამოგვივა“

————————

„რეზონანსი“, 19 დეკემბერი, 2014 წელი
ევროკავშირმა საქართველოს „გაწევრიანების პერსპექტივა“ ახსენა
ეკატერინე ბასილაია
(შემოკლებით)
„წინ ევროპისაკენ!.. შემდეგი ნაბიჯი ევროკავშირის წევრობა იქნება! – ამგვარი მოწოდებები კიდევ ერთხელ გაკეთდა მას შემდეგ, რაც გუშინ ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება მოხდა.
აღსანიშნავია, რომ ასეთ ოპტიმიზმს გარკვეული საფუძველი, როგორც ჩანს, მართლაც გააჩნია, რადგან ევროპარლამენტის მიერ გუშინ მიღებულ რეზოლუციაში არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი. კერძოდ, მესამე მუხლში საქართველო მოხსენიებულია არა როგორც „აღმოსაპვლეთ ევროპული ქვეყანა“ (Easterm Euroean Country), არამედ როგორც „ევროპული სახელმწიფო“ (European State), რომელსაც ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა აქვს.
საქმე ისაა, რომ ევროკავშირის ქარტიის თანახმად, ამ გაერთიანებაში გაწევრიანება შეუძლია ნებისმიერ „ევროპულ სახელმწიფოს“, რომელიც შესაბამის მოთხოვნებს აკმაყოფილებს, თუმცა სქართველო მანამდე ოფიციალურ დოკუმენტებში მოხსენიებული იყო, როგორც „აღმოსავლეთ ევროპული ქვეყანა“ ან „ევროპული ქვეყანა“, რაც გაწევრიანებასთან დაკავშირებით მის პერსპექტივას აკნინებდა. მაგალითად, ასოცირების შეთანხმების პრეამბულაში საქართველო სწორედ „აღმოსავლეთ ევროპულ ქვეყნადაა“ მოხსენიებული.
ამჯერად ტექსტში წერია, რომ „საქართველოს – ისევე როგორც ნებისმიერ სხვა ევროპულ სახელმწიფოს – გააჩნია ევროპული პერსპექტივა და შეუძლია (ევრო)კავშირის წევრობაზე განაცხადი გააკეოთს იმ შემთხვევაში, თუ ის დემოკრატიის პრინციპების ერთგულია, პატივს სცემს ფუნდამენტურ თავისუფლებს, ადამიანისა და უმცირესობების უფლებებს და უზრუნველყოფს კანონის უზენაესობას“.
კიდევ ერთი საინტერესო დეტალი იყო რატიფიცირების პროცესზე ორი – ყოფილი და მოქმედი, – პრეზიდენტების დასწრება. თუმცა, რატომღაც მოქმედი პრეზიდენტი სტურმებისათვის განკუთვნილ ადგილას, ბოლო, მესამე რიგში იყო მიყუჟული, ყოფილი კი მის წინ – პირველ რიგში. თანაც, ევროპული ოჯახისაკენ სვლის საბოლოოდ გაფორმების დღეს ევროპარლამენტში საქართველოს პრეზიდენტს სამადლობელი სიტყვით გამოსვლის უფლებაც არ მიეცა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ეს ფორმატი არავის, და მათ შორის არც პრეზიდენტის, გამოსვლას არ ითვალისწინებდა.
„გამოსვლა არაფერ შუაშია, კენჭისყრა იყო. ფორმატი გეშლებათ. არც პოროშენკოს ჰქონია გამოსვლა, მხოლოდ ტელეხიდი იყო, აქ არანაირი გამოსვლა არ შეიძლებოდა ყოფილიყო“, – ამბობს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის უფროსი თიკო მჟავანაძე.

„რეზონანსი“, 18 დეკემბერი, 2014 წელი
სოსო ცინცაძე: „2015-ში ხელისუფლების მთავარი გამოცდა კოალიციის მდგრადობა იქნება“
ცუდი და კარგი მოვლენები საგარეო პოლიტიკაში
ია აბულაშვილი
(შემოკლებით)
რამდენად ნაყოფიერი იყო ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები როგორც საგარეო, ისე საშინაო პოლიტიკაში და რა პრობლემების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს პოლიტიკური ცენტრი მომავალ წელს, ამ საკითხებზე „რეზონანსი“ პოლიტოლოგ სოსო ცინცაძეს ესაუბრა:
სოსო ცინცძე: წლის დამლევს ქვეყნის საგარეო პოლიტიკაში უკანასკნელ აკორდად იქცა ორი მოვლენა: ერთი სასიამოვნო, მეორე – არა. ცუდი არის ის, რომ ამერიკის კონგრესმა უარი გვითხრა პარტნიორობაზე. თუმცა სპეციალისტებისათვის მოულოდნელი და ტრაგიკული ამაში არაფერი იყო. ერთია ჩვენი სულსწრაფი და უმწიფარი პოლიტიკოსების აღფრთოვანებული განცხადებები და მეორეა რეალობა.
„რეალისტები“ რომელთა კატეგორიასაც თავს მივაკუთვნებ, არ ველოდით იმას, რომ შექმნილ რთულ საერთაშორისო გარემოში, ახალი ცივი ომის ზღვარზე ბალანსირების პერიოდში, ამერიკის კონგრესი საქართველოს აიყვანდა იაპონიის და ისრაელის დონემდე სამხედრო სფეროში თანამშრომლობის თვალსაზრისით. ჩვენთვის დიდი ხანია ანბანურ ჭეშმარიტებას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ნატოს ჩარჩოებს მიღმა ამერიკას სამხედრო სფეროში ორი მოკავშირე გააჩნია – იაპონია და ისრაელი – და საქართველოს მხრიდან რაიმე ილუზიები ამ სფეროში არასერიოზულია. ასეთ პირობებში ფიქრი იმაზე, რომ საქართველო და მოლდოვაც იქცეოდნენ ამერიკი სამხედრო პარტნიორებად, მხოლოდ სიბრიყვედ შეიძლება შეფასდეს. ასე რომ, ამ მხრივ არანაირი კატასტროფა ან ჩავარდნა არ მომხდარა.
რაც შეეხება სასიამოვნო ფაქტს, ეს გახლავთ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაციის პროცესის დაწყება. ნებისმიერ შემთხვევაში ეს არის სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი ევროპასთან დაახლოებით მიმართულებით. აქაც ჩვენ საღად უნდა შევაფასოთ რეალურად არსებული წარმატება და თავი შევიკავოთ საშიში ეიფორიისაგან. მეორე მხრივ, რამდენ წელსაც უნდა გაგრძელდეს ასოცირების რეჟიმი, ჩვენი ხელისუფლება, რასაკვირველია, ვალდებულია, ბრიუსელიდან კარნახის, კონსულტაციების, რჩევების თუ დახმარების გარეშეც მეტი მონდომებით და ეფექტით დაიწყოს ქვეყანაში ჭეშმარიტი, ფასეულობებისა და ღირებულებების განმტკიცების პროცესი“.

„ალია“, 19 დეკემბერი, 2014 წელი
პუტინი საქართველოს ხელისუფლებასთან შესახვედრად მზად არის, როგორ უნდა მოიქცეს ღარიბაშვილი?
გელა ზედელაშვილი
(შემოკლებით)
“დიპლომატიაში არსებობს საკვანძო სიტყვა. პუტინის შარშანდელ გამოსვლაში ეს საკვანძო სიტყვები იყო “არ ვიცი”. დღეს უკვე ამბობს, “ძნელია, მაგრამ გამოსავალი არსებობსო”. ე.ი. რა არის გამოსავალი? ე.ი. შესაძლებელია შეთავსება, რომ რაღაც ფორმით აღდგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. რასაკვირველია ის აღარ იქნება, რაც იყო კომუნისტების დროს, არც ფედერაცია იქნება. შეიძლება იყოს ანდორას მაგალითი – ორმაგი დაქვემდებარების თემა, აქ ფართო სპექტრია. მთავარია იყოს პოლიტიკური ნება. აქ მთავარი ის არის. რომ პუტინმა ჯერ ლავროვს ათქმევინა, ეტყობა იფიქრა, ჩემი ჩარევა არ გახდება საჭიროო, მაგრამ ლავროვი არ აღმოჩნდა საკმარისი და იძულებული გახდა თვითონ შემოგვთავაზოს. საქართველოს ხელისუფლებაში თუ ახლაც წაუყრუეს, ეს იქნება ძალიან დიდი პოლიტიკური შეცდომა”, – აცხადებს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე.
“როგორც კი პრემიერ-მინისტრი მოსკოვში ჩავა, წარმოიდგინეთ რა მოხდება “რუსთავი 2″-სა და “ნაციონალურ მოძრაობაში”. წავა ამაზრზენი თოქ-შოუები, მაგრამ ამ მომენტის გაშვება იქნება უდიდესი დიპლომატიური შეცდომა. თუ მოსკოვში ჩასვლა გადაწყდა, რასაკვირველია, იქ უნდა წავიდეს პრემიერ-მინისტრი, მაგრამ შეიძლება ის ვერ რისკავს – შეიძლება გაკიცხონ “ნაციონალებმა” და ე.წ. “ევროპელებმა” მაგრამ ახლა აუცილებლად უნდა მიაფურთხოს ეშმაკს ღარიბაშვილმა და ჩავიდეს მოსკოვში“.
„პუტინს არ აწყობს ჟენევის ფორმატი, იქ ამერიკელებიც არიან, ეუთოც არის ჩართული. როდესაც ამბობს, თქვენ თვითონ დაელაპარაკეთ ოსებსო და აფხაზებსო, რაღაც სხვა გეგმა აქვს. ჯერ ერთი, “თვითონ ელაპარაკეთო” როდესაც ამბობს, ეს ნიშნავს ელაპარაკეთ ჩემი შუამავლობითო. ასე ალაპარაკებდა თავისი შუამავლობით ერთმანეთს სომხებსა და აზერბაიჯანელებს, თუმცა იქ სიტუაციის დარეგულირება არ აწყობდა და საქმე ბოლომდე არ მიიყვანა. ჩვენ აქ წინასწარ უნდა ვიცოდეთ, რომ სანაცვლოდ პუტინი აუცილებლად რარაცას მოგვთხოვს – ალბათ, ნატოსკენ სვლა ცოტა შეასუსტეთო”, – მიიჩნევს პოლიტოლოგი.
„კი, ამერიკელებმა თვითონ გვითხრეს უარი პარტნიორობაზე. თუ პუტინი შეხვდება რომელიმე ჩვენს პირველ პირს, პირდაპირ ეტყვის – ბოლოს და ბოლოს თვალები არ გაქვთ? ხომ ხედავთ არავინ გიღებთ ნატოში, არც ევროკავშირში გირებენ, ქვეყანაში კრიზისი გაქვთ, ამავე დროს მე მაქვს 150-მილიონიანი ბაზარი. მთელი მსოფლიო ოცნებობს ამ ბაზარზე, თქვენ აგერ ხართ ყურისძირში, მიჩვეული ხართ ამ ბაზარს, ჩვენი მოსახლეობაც მიჩვეული თქვენს პროდუქტებს, მოდით ბოლომდე გავხსნათ ეს ბაზარიო. ამ შემთხევვაში ჩვეუნ უნდა უარვყოთ “ნაციონალების” მიერ დამკვიდრებული მანკიერი პოლიტიკა – ამათ აქვთ იდეოლოგია ან ყველაფერი, ან არაფერი, ან ახლავე დაგვიბრუნე აფხაზეთი და სამაჩაბლო, გაიყვანე ჯარები, ბაზები ან შენთან არაფერი სალაპარაკო არ გვაქვს. პუტის საქართველოს საკითხებზე შემთხვევით არ უსაუბრია, მოლდოვას სანქციები დაუწესა, ჩვენ იქით გვეუბნება, დამელაპარაკეთო”, – დასძენს სოსო ცინცაძე და შეკითხვას – “რატომ არის ჩვენს მიმართ ასე კეთილგანწყობილი?” – პასუხობს:
„თუ დაუკვირდებით, ის თავიდან ახალი ხელისუფლების მიმართ ცოტა ლოიალურია. ასე იყო შევარდნაძის დროსაც, სააკაშვილის დროსაც. მას უნდოდა რკინიგზის გახსნა, ოჩამჩირეში დევნილების დაბრუნებაც, მაგრამ მაშინ არაფერი გამოვიდა. დღეს, როცა რუსეთს სანქციები აქვს დაწესებული, ის გაცილებით დამთმობი იქნება, ვიდრე მაშინ, როცა ამ სანქციების პერიოდი ჩაივლის. თუ ჩვენ ისევ გავჯიუტდით და არ დაველაპარაკეთ, ეს ყველაფერი 1-2 წლის შემდეგ ბუმერანგად დაგვიბრუნდება. ახლა ცხინვალთან გაფორმდება ისეთივე ხელშეკრულება, როგოი აფხაზეთთან გაფორმდა, დაიწყება ისევ მავთულხლართების გადმოწევა. დღეს ირაკლი ღარიბაშვილი ისევე უნდა მოიქცეს, როდესაც თავის დროზე შარლ დე გოლი მოიქცა – მყურადღება არ მიაქცია ამერიკელების პრეტენზიებს, ჩავიდა მოსკოვში, 12 დღე დარჩა და ურთიერტობა აღადგინა. ჩვენ დღეს სწორედ ასეთი კაცი გვჭირდება.

„ახალი თაობა“, 19 დეკემბერი, 2014 წელი
ნანა დევდარიანი: „რუსეთთან მოლაპარაკების გარეშე არაფერი გამოგვივა“
შორენა გონგლაძე
(შემოკლებით)
ცოტა ხნის წინათ მედიაში გავრცელდა გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის ლიდერის ნინო ბურჯანაძის საკმაოდ საინტერესო ინიციატივა, რომელსაც დიდი ინტერესი არ გამოუწვევია. ბურჯანაძის ინიციატივის მიხედვით, საქართველოს მთავრობამ რუსეთს და თურქეთს უნდა შესთავაზოს, რომ ახალმა გაზსადენმა საქართველოს ტერიტორიაზე გაიაროს. ამით თბილისი საკმაოდ მნიშვნელოვან პოლიტიკურ და ეკონომიკურ დივიდენდებს მიიღებს, გამყარდება ქვეყნის სტაბილურობა.
გლობალური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელის ნანა დევდარიანი ამბობს, რომ ნინო ბურჯანაძის ინიციატივაზე ცენტრმა მუშაობა უკვე დაიწყო: „ნინო ბურჯანაძის ინიციატივა როგორც უსაფრთხოების, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით მნიშვნელოვანია. აღარაფერს ვამბობ დამატებით სამუშაო დგილებზე, გარდა მისა, მოალაპარაკების სედეგად ბუნებრივი აირის ნაწილი შესაძლოა საქართველოს დარჩეს, მით უმეტეს, რომ რუსული გაზი მარალკალორიულია. ამასთან, ამ პროექტს გეოპოლიტიკური ეფექტები სდევს. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენმაც ხომ საქართველოს უსაფრთხოების გარანტიები შეუქმნა. ამიტომ მივიჩნევთ, რომ ბურჯანაძის ინიციატივას საექსპერტო შეფასება სჭირდება. ჩვენ ამისთვის ვემზადებით და წლის ბოლომდე სემინარის ჩატარება გვაქვს დაგეგმილი, იანვარში კი კონფერენცია. მოწვეული გვეყოლება ენერგეტიკოსები, პოლიტოლოგები და უსაფრთხოების ექსპერტები“.
„გლობალური კვლევის ცენტრი“ შედეგებს მთავრობას და პარლამენტს მიაწვდის.
ნანა დევდარიანმა ისაუბრა აგრეთვე „გლობალური კვლევის ცენტრის“ კიდევ ერთ გამოცემაზე: „ის, რაც ჩვენს საზოგადოებას წლის დასაწყისში წარვუდგინეთ, იმას ამტკიცებს, რასაც ჩვენ ახლლა ყოველდღიურად ვისმენთ, რომ არც საქართველო და არც უკრაინა ნატოში სესვლის ზღურბლზე არ დგას. კარები ძველებურად ღიაა, მაგრამ შიგნით ვერ შევდივართ“.
ნანა დევდარიანი ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებასაც შეეხო: „ეს შეთანხმება ჩვენ დამატებით საფრთხეებს არ გვიქმნის, განსხვავებით უკრაინისაგან. ჩვენ არ უნდა გვქონდეს რაღაც გადაჭარბებული წარმოდგენები. ქართული პროდუქცია ევროპის ბაზარზე თავისუფლად ვერ შევა, რადგან არცერთი ქვეყანა არ დააზარალებს საკუთარ ფერმერს ქართველი გლეხის სასარგებლოდ…
რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე ნანა დევდარიანს ასეთი აზრი აქვს: „ბოლო ორ წელიწადში თუ რაიმე შეიცვლა, ეს არის ზურაბ აბაშიძის დამსახურება. მან მოახერხა და რუსეთს აუხსნა, რომ ევროკავშირთან დადებული ასოცირების შეთანხმება რუსეთისათვის საფრთხეს არ წარმოადგენსდ. მან მიაღწია იმას, როიმ რუსეთთან ბაზრის გახსნის პროცესი დაიწყო… შეიძლება ეს ზოგიერთებს არ აინტერესებთ, მაგრამ ამით ჩვენი მოსახლეობის მდგომარეობა უკეთესი ხდება. ამასთან, ეს არასაკმარისია, რადგან ჩვენ გვაქვს უაღრესად მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხები მოსაგვარებელი რუსეთთან… შესაბამისად, სხვა ფორმატია საჭირო, არსებული უნდა გაფართოვდეს… ჩვენ გვაქვს დასაბრუნებელი აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, ამიტომ ეს მოლაპარაკებები ადრე თუ გვიან მაინც იქნება. ჩვენ დროს ვკარგავთ, რაც ძალიან ცუდია. რუსეთიდან სამჯერ იყო გზავნილი – ერთხელ თვითონ პუტინმა განაცხადა, მეორედ – მისმა პრეს-მდივანმა, მესამედ – სერგეი ლავროვმა. ისინი მზად არიან უმაღლესი დონის შეხვედრისათვის. ამ სამ განაცხადზე ერთი ადექვატური და გამაწონასწორებელი პასუხი ხომ მაინც უნდა ყოფილიყო? სხვაგვარად ეს საკითხები არ მოგვარდება“.

Comments are closed