globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 20 თებერვალი, 2015 წელი

Posted by Globalresearch on Feb 20th, 2015 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

„ალია“: ინტერვიუ რამაზ საყვარელიძესთან: როდის ელოდება საფრთხე საქართველოს ლავროვის მუქარის შემდეგ? რას იზამს ჩინეთი?

რეზონანსი: ნატოს ცენტრი ომისა და ევროატლანტიკური კურსის ზღვარზე

„ვერსია“: ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: „ოცნების“ საგარეო პოლიტიკაზე ჩასაფრებული ვარ და რაიმე რომ მართლა შეიცვალოს, არავის შევარჩენ“

———————–

„ალია“, 20 თებერვალი, 2015 წელი

ინტერვიუ რამაზ საყვარელიძესთან: როდის ელოდება საფრთხე საქართველოს ლავროვის მუქარის შემდეგ? რას იზამს ჩინეთი?

ინტერვიუში პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე საქართველოს საგარეოპოლიტიკურ საკითხებზე ჟურნალისტ ნინო სამხრაძესთან საუბრობს. გთავაზობთ ამონარიდებს:

„თუ გახსოვთ ობამას ადრინდელი ფორმულირება – ნუ იჩქარებთ ნატოში გაწევრიანებას, რომ ამ ქვეყანას არაფერი დაუშავდეს. ლავროვის დღევანდელი მუქარა და ბარაკ ობამას მაშინდელი ნათქვამი ფრაზები ერთი პოზიციის ორ ხმაში შესრულებაა. ამ რეალობასთან გვაქვს საქმე. ჩვენთან უკმაყოფილებაა იმაზე, ნატოს რატომ აქვს კარი გაღებული, თუ შიგნით არ გვიშვებსო. არ გიშვებს არა იმიტომ, რომ თვითონ შეექმნება დიდი პრობლემები, პირიქით, ამას იმიტომ აკეთებს, რომ პრობლემები ჩვენ არ შეგვიქმნას, რომელშიც თავადაც მოუწევს ჩართვა.

მიუხედავად იმისა, რომ ნატოს ხელმძღვანელობა აცხადებს – მესამე ქვეყნის საქმე არ არის საქართველო შევა თუ არა ნატოშიო – ეს არის განცხადება განცხადებისთვის და სხვანაირად ვერ მოიქცევიან. ამაზე გადაბიჯება ნიშნავს იმას, რომ შეიძლება უკრაინის მსგავსი სიტუაცია შეიქმნას. რუსეთი უკან დახევას არ ფიქრობს და ამ ფონზე თუ გმირული თავგანწირვა გვაწუხებს, კი ბატონო, მაგრამ აქ დგება ქვეყნისა და ხალხის ბედის საკითხი. მთელი მსოფლიო ფრთხილობს, რომ შეიარაღებულმა მონსტრმა უბედურება არ დაატრიალოს და რატომ ვთვლით, რომ ჩვენ ამ მონსტრის მიმართ ფრთხილად არ უნდა ვიყოთ? შესაბამისად, ხელისუფლება ფრთხილ განცხადებებს აკეთებს. ბევრი რამ შეიძლება მოხდეს, არც რუსეთი იხევს უკან, არც დასავლეთი. დღეს უკვე შეიძლება ითქვას, რომ მათ შორის ორთაბრძოლაა და ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, მათ შორის ვინ უფრო ღონიერია.

ამავე დროს რუსეთისთვის შეიძლება სახიფათო ჩინეთი გახდეს. ჩინეთს ძალიან ბევრი პრეტენზია აქვს რუსეთთან, დაწყებული ციმბირის ტერიტორიებით და დამტავრებული იმით, რომ მასაც უნდა ევრაზიული სივრცის ლიდერობა. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ რუსეთის დაჯახება ჩინეთთან უფრო სერიოზული იქნება, ვიდრე ევროპასთან. ლაპარაკია რუსეთის გრძელვადიანი დაპირისპირების ჩართვაზე. ევროპისთვის ასეთი პოლიტიკის წარმოება, პრინციპში გამართლებულია. ევროპა ალტერნატიულ ენერგომატარებლებსაც ეძებს და გრძელვადიან დაპირისპირებაში რუსეთი განწირულია.

- როგორ ფიქრობთ თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე და ხელისუფლება ზეწოლას გაუძლებს და უპასუხებს გამოწვევებს?

- მოდით, დავსვათ კითხვა, საქართველოს ხელისუფლება შეძლებს, რომ სწორად გათვალოს ნაბიჯები? თავდაცვის მინისტრი არ არის იზოლირებული პერსონა და ის არის მინისტრთა კაბინეტის წევრი. შემდგომი ნაბიჯები მთელი ამ გუნდის უნარზეა დამოკიდებული და არა მხოლოდ მინდია ჯანელიძეზე. ჯერჯერობით არ გვეთქმის, რომ ეს გუნდი ვერ შეძლებს გამოწვევების გამკლავებას. ამ გუნდს შეეძლო სირთულეებისთვის თავი აერიდებინა და მარტივად ეთქვა, რომ მათ კურსი აიღეს ნეიტრალიტეტისკენ, რომელსაც საქართველოში ბევრი მომხრე ჰყავს, ცხადია, იქნებოდა ბევრი ლაპარაკი, მაგრამ ნეიტრალური კურსი ამ ხელისუფლებას ბევრი მანევრის საშუალებას მისცემდა. თუმცა რუსეთთან კარგი ურთიერთობა აბსოლუტურად არ ნიშნავს იმას, რომ შენ მიმართ დამღუპველ ნაბიჯს არ გადადგამს”.

“ჩვენ მივდივართ დასავლური გზით, მაგრამ ჩვენს რეალობაში გაჩნდა კიდევ ერთი ვერსია – თქვენ იცით, რომ პეკინიდან მატარებელი თბილისში ჩამოვიდა და ეს სარკინიგზო ხაზი უნდა წავიდეს თურქეთში, საიდანაც გადავა ევროპაში. ეს გზა თუ ჩინეთმა ბოლომდე აამუშავა, აბრეშუმის გზა მაქსიმალურად ამუშავდება. ამ აბრეშუმის გზის ამუშავებაში, რა თქმა უნდა, საქართველო მონაწილეობს. თავის დროზე ამ იდეას ირაკლი ღარიბაშვილმა მხარი დაუჭირა. თუკი ეს მიმართულება ამუშავდა, პოლიტიკური პროცესებიც ამ მიმართულებით წავა და საქართველოთი მარტო ევროპა და ამერიკა აღარ იქნება დაინტერესებული, არამედ ჩინეთიც. ჩინეთი კონკურენციაშია რუსეთთან და მას აქვს რუსეთის გადაყლაპვის სურვილი. ჩინეთი ეკონომიკურად ამერიკას უსწრებს, რუსეთში კი, რბილად რომ ვთქვათ მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაა. პროცესები იქით მიდის, დროთა განმავლობაში საქართველოს მფარველების რაოდენობა გაეზრდება და რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე სიტუაციები გაურთულდება. ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ დრო ჩვენზე მუშაობს. მთავარია, გვეყოს მოთმინების უნარი“.

რეზონანსი“, 20 თებერვალი, 2015 წელი

ნატოს ცენტრი ომისა და ევროატლანტიკური კურსის ზღვარზე

თიკო ოსმანოვა

(შემოკლებით)

“ქვეყნის ევროატლანტიკურ კურსს აშკარა და რეალური საფრთხე ექმნება”, – ამის შესახებ განცხადება “თავისუფალმა დემოკრატებმა” პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის განცხადების საპასუხოდ გააკეთეს, რომელმაც რუსეთის მორიგი მუქარის ფონზე განაცხადა, რომ საქართველოში ნატოს სამხედრო ინფრასტრუქტურა არ განთავსდება. მისი თქმით, ეს საკითხი დღის წესრიგშიც არ დგას.

„თუ ნატო საქართველოს ალიანსში „ჩათრევის“ პრაქტიკულ ნაბიჯებს გადადგამს, ამას რუსეთი შესაბამისი ზომებით უპასუხებს, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეტა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, საქართველოში ნატოს საწრთვნელი ცენტრრის გახსნასთან დაკავშირებით. თავდაცვის მინისტრის მინდია ჯანელიძის თქმით, რუსეთს ზედმეტი ვნებათაღელვისა და ნერვიულობის საფუძველი არ აქვს, რადგან ამ ცენტრს არავითარი შეტევითი ან აგრესიული ფუნქციები არ აქვს.

ამასთან, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, რომ ნატო-საქართველოს თანამშრომლობა არანაირად არაა მიმართული იმ მიზნისკენ, რომ საქართველოში ნატოს სამხედრო ინფრასტრუქტურა განთავსდება. მისი თქმით, ასეთი გეგმა ბუნებაში არ არსებობს და ბრიუსელში, მოსკოვსა და თბილისშიც კარგად იციან, რომ დღეს და ხვალ ნატოში საქართველოს გაწევრიანების საკითხი დღის წესრიგში არ დგას.

„საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა და სრული უფლება აქვს რომელ ორგანიზაციასთან სურს, იმასთან ითანამშრომლოს, მათ შორის ნატოსთანაც. თანაც, ეს თანამშრომლობა არანაირად არაა მიმართული იქითკენ, რომ საქართველოში ნატოს სამხედრო ინფრასტრუქტურა განთავსდეს, ასეთი გეგმა ბუნებაში არ არსებობს. საქართველო საერთოდაც არ გადადგამს ისეთ ნაბიჯს, რომელიც ზიანს მიაყენებს რეგიონულ უსაფრთხოებას. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს უპირველესად საფრთხეს უქმნის [არა ნატოს ცენტრი, არამედ] აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირება რუსეთის მხრიდან, რუსეთის ჯარები და რუსული სამხედრო ინფრასტრუქტურის განლაგება“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

„თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერის მაია ფანჯიკიძის თქმით, აბაშიძის განცხადება არის საგანგაშო, რადგან მან გამოავლინა მთავრობის რეალური პოზიცია, რომლის თანახმად, საქართველოს ხელისუფლებისათვის დღის წესრიგის პრიორიტეტი არ არის საქართველოს ნატოში გაწევრიანება. „როგორც ჩანს, ნატოში გაწევრიანება დღეს და ხვალ დღის წესრიგში არ დგას? არადა, უელსში მიღებული პაკეტი სწორედ ის გეგმაა, რომლის მიხედვით, საქართველოში ნატოს ინფრასტრუქტურა უნდა განლაგდეს და ხელი შეუწყოს ქვეყნის ნატოში გაწევრიანებას. ეს იყო ჩვენს მიერ გადადგმული ყველა ნაბიჯის ძირიტადი მიზანი“, – აღნიშნა ფანჯიკიძემ. მისი თქმით, გამოდის, რომ საქართველოს მთავრობა არ აპირებს აღნიშნული პაკეტის განხორციელებას და ალიანსში გაწევრიანებისაკენ ნაბიჯის გადადგმას. „ეს არის სწორედ ის, რსაც ცვენ ვამბობდით – საქართველოს ევროატლანტიკური კურსი არის საფრთხეში და ეს, სამწუხაროდ სინამდვილეა. საჭიროა რეაგირება აბსოლუტურად ყველა მხრიდან, პრვერ რიგში კი პრეზიდენტის მხრიდან. მიგვაჩნია, რომ საქართველოს გადარჩენის ეთადერთი გზა სწორედ ევროატლანტიკური ინტეგრაციაა“.

როგორც ჟურნალ „არსენალის“ რედაქტორმა, სამხედრო ექსპერტმა ირაკლი ალადაშვილმა განაცხადა, რუსეთი ყველანაირად შეუშლის ხელს საქართველოს ნატოსთან ინტეგრაციას და დასავლეთის მიდგომა მეტი სიმკაცრით თუ არ შეიცვალა, არაფერი გამოვა.

„სერგეი ლავროვმა ღიად განაცხადა ის, რაც უკვე დიდი ხანია ცნობილია. 2008 წლის აგრესიის მიზანიც სწორედ ის იყო, რომ საქართველო ნატოს დაშორებოდა. კრემლმა ამით ნატოს გაფართოება დროებით შეაჩერა. შესაბამისად, კრემლმა 2008 წლის ომით თავისი გეგმა მეტ-ნაკლებად შეასრულა, თუმცა, ცხადია, საბოლოოდ საკითხი არ გადაჭრილა. ამიტომ მოსკოვი შეეცდება ხელი შეუშალოს საქართველოს ალიანსთან ურთიერთობას. რაც უკრაინაში ხდება, ესეც ამ საკითხის გამოძახილია.

რაც სეეხება ნატოს საწრთვნელი ცენტრის გახსნას, აქ საუბარია არა სამხედრო ბაზის გახსნაზე, არამედ წრთვნისა და შეფასების ცენტრის დაარსებაზე, სადაც მომზადებას გაივლიან როგორც ქართველი, ასევე ნატოს წევრი და არაწევრი სახელმწიფოების წარმომადგენლები. ეს თქითქმის იგივეა, რაც საჩხერეში უკვე მოქმედებს – იქ არსებულ საწრთვნელ ცენტრში მომზადებას გადიან სომხეთის სამხედრო მოსამსახურეებიც.

ჩვენ ევროპასთან ინტეგრაცია გვინდა, შეიძლება მატაც ეს სურთ, მაგრამ პროცესები თუ არ დაჩქარდება და მიდგომები თუ არ შეიცვლება, ასე არაფერი გამოვა. აი, უკრაინის მაგალითი. რუსეთი მას თავისი გავლენის სფეროთ მიიჩნევს. უკრაინის შემდეგ კრემლის გავლენის სფერო ბულგარეთი, ჩეხეთი, პოლონეთი გახდება. ნათქვამია, მადა ჭამაში მოდისო და რუსეთიც, ალბათ, ასე მოიქცევა.

ჩვენს ხელისუფლებას, რა თქმა უნდა, ისე ხისტად მოქმედება, რაც 2008 წლამდე იყო, არ წაადგება. ეს შეუძლებელიც არის, რადგან კონფრონტაციის განახლებისათვის კიდევ ერთი საბაბი გახდება. თუმცა ისიც შეიძლება ითქვას, რომ კრემლისთვის საბაბს მნიშვნელობა არ აქვს, რასაც უნდათ, იმას გააკეთებენ“, – ამბობს ირაკლი ალადაშვილი.

ევროპული კვლევების ცენტრის ხელმზღვანელის კახა გოგოლაშვილის თქმით, ხელისუფლებამ პრინციპული პოზიცია უნდა შეინარჩუნოს დაკრემლს მკაფიოდ აუხსნან, რომ ნატოს საწრთვ ნელი ცენტრის განთავსებით რუსეთს არანაირი საფრთხე არ ემუქრება.

„მე არავითარ შემთხვევაში არ ვფიქრობ, რომ ხელისუფლებამ კურსი შეიცვლა, მაგრამ არ ღირს ამ საკითხზე რუსეთთან ბუნდოვანი საუბარი. თუ მოსკოვი რაღაცას ბუნდოვნად ლაპარაკობს, ჩვენგან მკაფიო და ნათელი განცხადება უნდა იყოს… რუსეთს არავითარი უფლება არ აქვს, რომ ხელი შეგვიშალოს. ვფიქრობ, რომ ესწ სასწავლო ცენტრი აშენდება და ამას ლავროვი ხელს ვერ შეუშლის… ჩვენ უნდა გავაგრძელოთ სვლა მშვიდად, ყოველგვარი პროვოცირების გარეშე. ჩვენი პოლიტიკა იმის მიხედვით არ უნდა ვცვალოთ, თუ რა მოესურვება დიდი ქვეყანას“, – უთხრა რეზონასს“ კახა გოგოლაშვილმა.

„ვერსია“, 20 თებერვალი, 2015 წელი

ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: „ოცნების“ საგარეო პოლიტიკაზე ჩასაფრებული ვარ და რაიმე რომ მართლა შეიცვალოს, არავის შევარჩენ“

ინტერვიუში პარტია „საქართველოს გზის“ საპატიო თავმჯდომარე, საქართველოს საგარეო საქმეთა ექს-მინისტრი სალომე ზურაბიშვილი კომენტარს უკეთებს ქვეყნის საშინაო და საგარეოპოლიტიკურ მოვლენებს, განსაკუთრებით კი ეხება მმართველი კოალიციის „ქართული ოცნების“ დიპლომატიას, უკრაინასთან და დასავლეთთან ურთიერთობას და ა.შ. (ესაუბრება ნინო კომახიძე).

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

- თქვენ ეთანხმებით ირაკლი ალასანიას განცხადების პათოსს, რომელიც მან ოპოზიციაში გადასვლის წინ გამოხატა – საქართველოს პროდასავლურ კურსს საფრთხე ემუქრებაო?

სალომე ზურაბიშვილი: არ ვიცი, ალასანია ოპოზიციაში ამ განცხადებით რატომ წავიდა. ეს დიდ შეცდომად მიმაჩნია, რადგან ეს ყველაზე სერიოზული ბრალდებაა, რაც შეიძლება ხელისუფლებას წაუყენო. ამაზე ასეთი ყვირილი არასწორია, მით უმეტეს, როცა ფაქტები არ გაქვს და მეორე დრეს უკან იხევ. გამოდის, რომ ალასანიას როცა მართლა ფაქტები ექნება და რომ იყვიროს მგელი-მგელიო, მას არავინ აღარ დაუჯერებს.მე ვერ ვხედავ სერიოზულ ფაქტებს, რომ რუსეთისაკენ მივდივართ. „ოცნების“ საგარეო პოლიტიკაზე ჩასაფრებული ვარ და რაიმე რომ მართლა შეიცვალოს, არავის შევარჩენ. თუ ალასანიას ასეთი ჭვბეი მართლაც ჰქონდა, კოალიციიდან კი არ უნდა გასულიყო, არამედ ვითარება შიგნიდან უნდა გამოესწორებინა. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს პოლიტიკური სპუკულაციაა, ამის გაკეთება კი დაუშვებელია.

- რას ნიშნავს „ნაციონალების“ დანიშვნა უკრაინის ხელისუფლების მაღალ თანამდებობებზე, რას უწოდებენ ამას დიპლომატიურ ენაზე?

სალომე ზურაბიშვილი: არ ვიცი რა ხდება უკრაინაში, რა გავლენები და ურთიერთობები მოქმედებს ამ ყველაფერზე, მაგრამ [„ნაციონალი“ ქართველების თანამდებობებზე დანიშვნა] არასწორად მიმაჩნია. დიპლომატიუ ენაზე უკეთ გეტყვით, რა ჰქვია ამას შიდაპოლიტიკურად: ეს არის აბსურდი. უკრაინის ხელისუფლებამ დანასაული უპირველესად საკუთარი ხალხის წინაშე ჩაიდინა, რადგან საქართველოდან ის ხალხი წაიყვანა, ვისი წარმატება აქ არავის უნახავს. არადა, ამ დროს უკრაინას საზღვარგარეთ ძალიან ძლიერი დიასპ[ორა ჰყავს და არ მესმის, კიევის ხელისუფლება ამას რატომ აკეთებს. ვინ არიან პოროშენკო და სხვა პოლიტიკოსები უკრაინაში? ზუსტად ვიცი, რა ხდებოდა ჩემი მინისტრობის დროს, როცა უკრაინისაგან იარაღს ვყიდულობდით და ოთხჯერ მეტს ვიხდიდით. სამაგიეროდ, შემდეგ ეს ფული მიხეილ სააკაშვილის ბიძასთან, მის შვილთან და სააკაშვილთან მიდიოდა.

- მაშინ ანტიამერიკული პროპაგანდა რა საჭიროა, რომ ამბობენ – ამერიკა ანიშნინებს კიევს „ნაციონალებს“ თანამდებობებზეო… „ნაციონალებისა“ და „ოცნების“ დაპირისპირება საქართველო-უკრაინის ურთიერთობებს ხომ არ გადაიყოლებს?

სალომე ზურაბიშვილი: დიახ, ეს კამპანია საჭირო არაა და სააკაშვილის პოლიტიკის გაგრძელებას ჰგავს, როცა მიშა ამბობდა, რომ ყველაფერი რუსეთის ბრალიაო. ახლაც იგივე ხდება და მე მგონი, „ნაციონალებზე“ მაღლა უნდა დავდგეთ. ჩვენი მხრიდან უკრანის თემაზე ზედმეტი ყვირილი არასწორია. უმჯობესია იქ ცაქვიდეთ და ამ საკითხებზე კიევში ვისაუბროთ. მე ვფიქრობ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უკრაინელ კოლეგებს სიტუაცია არასაკმარისად აუხსნეს. შეიძლება უკრაინის მთავრობა ჩვენს მოსაზრებას არ დაეთანხმოს, მაგრამ ეს არ უნდა გახდეს თბილისისა და კიევის დაპირისპირების კიზეზი. მთელი მსოფლიო მიიჩნევს, რომ უკრაინას ყველა მხარში უნდა დაუდგეს. ჩვენც ვერ შევცვლით ჩვენს მეგობრულ პოზიციას და არც უნდა შევცვალოთ.

Comments are closed