globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 22 აპრილი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Apr 22nd, 2015 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Вестник Кавказа» (რუსეთი): სძულთ თუ არა ერთმანეთი საქართველოს და რუსეთს?

«ТВ 5 перший» (უკრაინა): საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ანტიტერორისტული ოპერაციის ზონას ეწვია

«Первый Армянский Информационный» (სომხეთი): „ალექსანდრე ლუკაშენკო არამარტო ერევანში არ მოდის, შეურაცხყოფას იმითიც გვაყენებს, რომ ამ დღეს საქართველოს უნდა ეწვიოს“

«Радио Свобода//Эхо Кавказа» (აშშ): რაულ ხაჯიმბა: ქართულმა მხარემ უნდა გააცნობიეროს, რომ მიმდინარე პროცესები შეუქცევადია, წარსულის დაბრუნება შეუძლებელია

———————-

«Вестник Кавказа» (რუსეთი), 22 აპრილი, 2015 წელი

http://www.vestikavkaza.ru/articles/U-gruzin-net-nepriyazni-k-Rossii.html

სძულთ თუ არა ერთმანეთი საქართველოს და რუსეთს?

მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ გასული 2014 წლის წლის ბოლოს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მზადყოფნა გამოხატა რუს კოლეგასთან ვლადიმირ პუტინთან შესახვედრად, ქართველი და რუსი დიპლომატები საქართველოსა და რუსეთის პრტეზიდენტების შეხვედრის მიზნით არავითარ მოლაპარაკებას არ აწარმოებენ: ჯერ-ჯერობით ორ სახელმწიფოს შორის არსებული დაპირისპირება გადაულახავი ჩანს.

ამასთან, აშკარაა, რომ ქართველებს მოსკოვთან ურთიერთობის ნორმალიზება ნამდვილად სურთ, რასაც არასამთავრობო ორგანიზაცია „ევრაზიის ინსტიტუტის“ მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებიც ადასტურებს: საქართველოს ნატოში სავარაუდო გაწევრიანებას მხარს უჭერს 32&, გმობს – 40%. ეს შედეგები მკვეთრად განსხვავდება 2008 წლის მაჩვენებლებისაგან, როცა საქართველოს მოსახლეობის 77%-მა ნატოში შესვლას მხარი დაუჭირა. „ევრაზიის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი გულბაათ რცხილაძე თვლის, რომ შვიდი წლის წინანდელი მონაცემები ყალბია. მისი თქმით, ამჟამად საქართველოს მოსახლეობას რუსეთი „პრიორიტეტულ პარტნიორად მიაჩნია.

რუსეთის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტში არსებული ახლო საზღვარგარეთის პრობლემათა კვლევის ცენტრის კავკასიის სექტორის ხელმძღვანელი არტურ ატაევი „ვესტნიკ კავკაზას“ კორესპონდენტთან ინტერვიუში აცხადებს, რომ ქართველების უმრავლესობას რუსებთან ნორმალური დამოკიდებულება აქვთ: „საქართველოში რამდენჯერაც ჩავსულვარ, მოსახლეობაში რუსეთისადმი მტრობა არასდროს შემინიშნავს. საქართველოს მოსახლეობის ძირითად რაოდენობას რუსოფობია არ აწუხებს. რუსოფობიით მხოლოდ პოლიტიკური ისტებლიშმენტია დაავადებული, ეს კონტექსტი ფიგურირებს აგრეთვე მასმედიის ზოგიერთ საშუალებებში, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ მთლიანობაში საქართველო რუსეთის მიმართ უარყოფითადაა განწყობილი“.

ინტერვიუში არტურ ატაევმა, სოციოლოგიურ გამოკითხვებზე დაყრდნობით, აღნიშნა, რომ „ნატოს და ევროკავშირი მზად არიან საქართველოს დასაცავად არც ეკონომიკური და არც სამხედრო-პოლიტიკური თვალსაზრისით. საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული შეთანხმების მიხედვით, ევროკავშირში დაახლოებით 7 ათასი დასახელების ქართული პროდუქცია შეიძლება იყოს ექსპორტირებული, მაგრამ სინამდვილეში მხოლოდ 3%-ის ექსპორტი ხდება. არანაირი გეოპოლიტიკური თუ სხვა წინამძღვრები არ არის იმისა, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება. ეს მცდარი ტრენდია (ტენდენციაა), მაგრამ ქართულ პოლიტიკურ ისტემლიშმენტში მიღებულია. დარწმუნებული ვარ, რომ გარკვეული დროის გასვლის შემდეგ საქართველო რუსეთთან თავის დამოკიდებულებას შეცვლის“.

«ТВ 5 перший» (უკრაინა), 21 აპრილი, 2015 წელი

http://www.5.ua/ato-na-shodi/Saakashvili-vidvidav-zonu-ATO-77689.html

http://gordonua.com/news/war/Saakashvili-Ukrainskih-voennyh-uchastvuyushchih-v-ATO-obuchayut-eks-nachalnik-gruzinskogo-genshtaba-i-ego-oficery-77109.html

http://interfax.com.ua/news/political/261824.html

საქართველოს ექსპრეზიდენტი და უკრაინის პრეზიდენტის  მრჩეველი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონში, ანტიტერორისტული ოპერაციის ზონას ეწვია

უკრაინის მასობრივის ინფორმაციის საშუალებების მიერ გავრცელებული ცნობების თანახმად, გუშინ, 21 აპრილს საქართველოს ექს-პრეზიდენტი და უკრაინის პრეზიდენტის  მრჩეველი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონში ანტიტერორისტული ოპერაციის ზონას ეწვია.

„ქართველი ყოფილი ლიდერის მიზანი იყო იმ თანამემამულეების ნახვა, რომლებიც უკრაინის დამოუკიდებლობის დასაცავად იბრძვიან“, – იუწყება უკრაინის ტელეკომპანია «5 перший», – „მაგრამ ექს-პრეზიდენტი ფრონტის ხაზზე ვერ მოხვდა, რადგან ნაღმტყორცნებისა და სნაიპერთა სროლის საფრთხე იყო“. სამაგიეროდ, მიხეილ სააკაშვილი მივიდა ერთ-ერთ სპეცქვედანაყოფში, რომელიც გამიჯვნის ხაზთან ახლოს არის დილოცირებული.

„ჩვენ კარგად გვესმის, რომ თუ უკრაინის სახელმწიფოებრიობა ამ პირობებს ვერ გაუძლებს, მაშინ მომავალი არც საქართველოს, არც მოლდოვას და არც სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებს არ აქვთ. დღეს გამარჯვება აუცილებელია, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს ექს-პრეზიდენტის ანტეტორისტულ ზონაში ყოფნის ამსახველი ვიდეოსიუჟეტი, უკრაინულ წყაროებზე დაყრდნობით, რუსულმა მასმედიამაც გაავრცელა, თუმცა იმავდროულად გარკვეული კომენტარებიც დაურთო. მაგალითად, ზოგიერთმა გაიხსენა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის დროს, 2008 წლის 11 აგვისტოს მომხდარი ინციდენტი და მაყურებელს აჩვენა ვიდეოსიუჟეტი სახელწოდებით „მიხეილ სააკაშვილის სირცხვილი“.

«Первый Армянский Информационный» (სომხეთი), 22 აპრილი, 2015 წელი

http://ru.1in.am/1091792.html

„ალექსანდრე ლუკაშენკო არამარტო ერევანში არ მოდის, შეურაცხყოფას იმითიც გვაყენებს, რომ ამ დღეს საქართველოს უნდა ეწვიოს“

სომხეთის პარლმანეტის წევრმა, საგარეო საქმეტა ყოფილმა მინისტრმა ალექსანდრე არზუმანინამა ინტერვიუ მისცა სააგენტო «Первый Армянский Информационный-ს კორესპონდენტს სირანუშ პაპიანს, რომელშიც იგი სომეხთა გენოციდის 100 წლისთავთან დაკავშირებულ საკითხებს შეეხო, კერძოდ, ისაუბრა რუსეთისა და სხვადასხვა ქვეყნების ლიდერების ერევანში 24 აპრილს გამართულ ღონისძიებებში მონაწილეობის გარემოებებს.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

- როგორ ფიქრობთ, ვლადიმირ პუტინი სომხეთს ეწვევა თუ, როგორც მას სჩვევია, ბოლო მომენტში „ავად გახდება“? სხვათა შორის, თურქეთში, გალიპოლის ბრძოლის 100 წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებნებში, რუსეთი მაღალი დონით იქნება წარდგენილი. რას ნიშნავს ეს – რუსეთი ორსახოვან პოლიტიკას ატარებს?

- ვერ ვიტყვი, რომ ორსახოვან პოლიტიკას ახორციელებს-მეთქი, უფრო ზუსტი იქნება ვთქვა, რომ მოსკოვი „ნაჯახის პოლიტიკას“ ატარებს. საქმე იმაშია, რომ რუსეთმა დღეს მთელ ცივილიზებულ მსოფლიოს ომი გამოუცხდა, მას არ აქვს ნორმალური დამოუკიდებლობა არცერთ ცივილიზებულ სახელმწიფოსთან, მოსკოვი სანქციების ქვეშ იმყოფება და ამიტომ მისთვის მნიშვნელოვანი უნდა იყოს ყოველი ის ქვეყანა, რომელიც მოსკოვს მხარ დაუჭერს.. ამ თვალსაზრისით ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთი ამაყია, როცა მოსკოვში 9 მაისს ჩრდილოეთ კორეელი დიქტატორი ჩადის. თურქეთიც რუსეთისათვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია ისევე, როგორც ის 100 წლის წინათ.

რუსეთი თავისი ინტერესებიდან გამოდის, მაგრამ ასეთ ნაბიჯს შეიძლება სომხეთთან ურთიერთობა შეეწიროს, ამაში ეჭვს ვერავინ შეიტანს. უბრალოდ, ყოველმა ხელისუფლებამ უნდა გააცნობიეროს, როგორი სიფრთხილეა საჭირო რუსეთის იმპერიასთან ურთიერთობის დროს.

- უკვე ცნობილია, რომ ყაზახეთისა და ბელარუსის პრეზიდენტები ნურსულთან ნაზარბაევი და ალექსანდრე ლუკაშენკო 24 აპრილს ერევანში არ ჩამოვლენ. ევრაზიული ეკონომიკური კავშირის მომხრეები აცხადებდნენ, რომ ეს ქვეყნები სომხეთის ეკონომიკური და პოლიტიკური უსაფრთხოების გარანტორები იქნებიანო, დღეს კი ვხედავთ, რომ არავითარი მსგავსი რამ არ შეინიშნება, პარტნიორობაც კი…

- ისინი სომხეთის უსაფრთხოების გარანტორები ხელშეკრულების ხელმოწერის მომენტშიც არ იყვნენ. ჩვენ ხელისუფლებას ამის შესახებ ვაფრთხილებდით. გასაგებია, რომ ნაზარბაევი არ ჩამოდის, მაგრამ ლუკაშენკო ხომ ჩვენს კარგ მეგობრად ითვლება? ხომ ვაცხადებდით სხვადასხვა დონეზე, რომ ბელარუსი სომხეთის მნიშვნელოვანი პარტნიორიაო? ის არამარტო ერევანში არ მოდის, შეურაცხყოფას იმითიც გვაყენებს, რომ ამ დღეს საქართველოს უნდა ეწვიოს. იქიდან ხომ ავტომანქანით ერევნამდე ჩამოსვლისთვის რამდენიმე საათია საჭირო? მას თურქმე დრო არ აქვს… ეს რაღაცით დემარშს ჰგავს. ეს იმას ადასტურებს, რომ ევრაზიული კავშირი მართლაც იმიტაციაა, არაფერს არ წარმოადგენს არც ეკონომიკური და არც პოლიტიკური თვალსაზრისით.

«Радио Свобода//Эхо Кавказа» (აშშ), 22 აპრილი, 2015 წელი

http://www.ekhokavkaza.com/archive/news/20150421/3235/2759.html?id=26970070

რაულ ხაჯიმბა: ქართულმა მხარემ უნდა გააცნობიეროს, რომ მიმდინარე პროცესები შეუქცევადია, წარსულის დაბრუნება შეუძლებელია

გუშინს სოხუმში აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელმძღვანელის  რაულ ხაჯიმბასა და ჟენევის დისკუსიებზე გაერო-ს სპეციალური წარმომადგენლის ანტი ტურუნენის შეხვედრა გაიმართა, რომლის დროსაც მოლაპარაკების 32-ე რაუნდის დღის წესრიგის საკითხები განიხილეს.

„ამ პროცესის ჩარჩოებში ჩვენ მოლაპარაკების გაგრძელებას იმედიანად ვუყურებთ, განსაკუთრებით ეს ეხება გალის რაიონში ინციდენტების თავიდან აცილებას“, – განაცხადა ანტი ტურუნენმა. მისი თქმით, მოლაპარაკების დროს ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგები ჰუმანიტარულ სფეროშია. გაერო დიდ ყურადღებას უთმობს ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნებს და მზადაა, რესპუბლიკის ხელმძღვანელობას  კონკრეტული საკითხებისა და პრობლემების მოგვარებაში დახმარება გაუწიოს.

სასურველია, რომ ის ურთიერთობა, რომელიც ჟენევის დისკუსიების დროს ყალიბდება, არ გადაიქცეს ისეთ ტრადიციად, რომელიც არაფერს კონკრეტულს არ წყვეტს. ჩვენ ველოდებით, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა ჩვენს საკითხებს გაგებით მოეკიდება. რაც შეეხება ჩვენს ოპონენტებს: ოპონენეტს – ქართულმა მხარემ უნდა გააცნობიეროს, რომ მიმდინარე პროცესები შეუქცევადია, წარსულის დაბრუნება შეუძლებელია“, – განაცხადა რაულ ხაჯიმბამ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ანტი ტურუნენმა ჩამოთვალა, თუ რომელ სფეროებში იქნება პრიორიტეტული გაეროს ურთიერთქმედება აფხაზეთთან: „ესენია ჯანმრთელობის დაცვა, განათლება, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა. ვფიქრობ, რომ ჩვენ ჟენევის დიალოგისა და დისკუსიების პროცესში პროგრესს მივაღწევთ“.

Comments are closed