globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 22 მაისი 2015 წელი

Posted by Globalresearch on May 22nd, 2015 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

რეზონანსი: საქართველოს ვერდიქტი – დეკლარაციის დღე

რეზონანსი: ინტერვიუ კახა კუკავასთან: “ევროკავშირი 10 მილიარდს თუ ჩადებს, 2 წელიწადში საქართველო შვეიცარია გახდება”

„ალია“: იტერვიუ კახა კუკავასთან: „რატომ ეშინიათ საქართველოსთვის ვიზა-ლიბერალიზაციის მიცემის?“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ სერგი კაპანაძესთან: ევროკავშირი და საქართველო, ვიზა-ლიბერალიზაცია

———————-

რეზონანსი“, 22 მაისი, 2015 წელი

საქართველოს ვერდიქტიდეკლარაციის დღე

გვინდა გვითხრან, რომ ჩვენს ქვეყნებს ევროპული პერსპექტივა აქვთ

თაკო მათეშვილი

არცთუ დამაიმედებელი განცხადებების მიუხედავად, რომელსაც ევროპელი ლიდერები აკეთებენ, ქართული მხარე მაინც არ კარგავს იმედს, რომ რიგის სამიტი დღეს ჩვენთვის სასიამოვნო შედეგით – უვიზო რეჟიმის კონკრეტული თარიღის დასახელებით და ევროპული პერსპექტივის აღიარებით დასრულდება. ამის მისაღწევად, საქართველოდან ჩასული სამთავრობო თუ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები სხვადასხვა ფორმით აქტიურად მუშაობენ.

სამიტი გუშინ დაიწყო, თუმცა შემაჯამებელი დეკლარაცია დღეს უნდა მიიღონ. მანამდე განცხადების სამუშაო პროექტმა უცხოურ მედიაში რამდენჯერმე გაჟონა. ეს ცნობები არცთუ დამაიმედებელი იყო, ვინაიდან წინასწარი ინფორმაციით, რიგის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის დეკლარაცია საქართველოსა და უკრაინისთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებისა და ევროპული პერსპექტივის აღიარების მიმართულებით მნიშვნელოვან წინსვლას არ ითვალისწინებს.

“რადიო თავისუფლების” ინფორმაციით, ტექსტი გაცილებით უფრო სუსტია, ვიდრე ვილნიუსის დეკლარაცია, რომელიც ლიტვაში 2013 წლის სამიტზე მიიღეს. “როიტერის” ცნობით კი, რიგის სამიტი მცირედს შესთავაზებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს, რამდენადაც “კრემლის მომავალი გამოწვევის შიშით, ევროკავშირმა საკუთარი ამბიციები შეასუსტა”.

ცეცხლზე ნავთის დასხმის ეფექტი ჰქონდა ამ ყველაფრის შემდეგ ანგელა მერკელის გუშინდელ განცხადებას, სადაც თქვა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობა ევროკავშირის გაფართოების ინსტრუმენტს არ წარმოადგენს და საქართველოსა და უკრაინას უფრო მეტი რეფორმის გატარებისკენ მოუწოდა.

განსხვავებულია ევროპარლამენტარების პოზიცია, რომლებიც ევროკავშირის ლიდერებს საგანგებო წერილით მიმართავენ, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ევროპულ პერსპექტივას მხარი დაუჭირონ. ღია მიმართვას ხელს 95 ევროპარლამენტარი აწერს.”სამიტმა ძლიერი პოლიტიკური სიგნალი უნდა გაგზავნოს იმ ქვეყნების ევროპული პერსპექტივების შესახებ, რომელთაც ევროკავშირში გაწევრიანების გრძელვადიანი ამბიციაგააჩნიათ. ეს პერსპექტივები შესაძლოა იყოს პარტნიორი ქვეყნების დემოკრატიული განვითარებისა და მოდერნიზაციისთვის მთავარი მამოძრავებელი.

“მაშინ, როდესაც ამ ქვეყნებს ევროპული პერსპექტივა რეფორმების სტიმულს აძლევს, ვიზალიბერალიზაცია და უვიზო რეჟიმი შესაძლებელია და უნდა იყოს მიღწეული მოკლე დროში. სამიტმა ამ საკითხში პოლიტიკური წვლილი უნდა შეიტანოს”, – განაცხადა ევროპის სახალხო პარტიის ჯგუფის ვიცე – თავმჯდომარემ სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში სანდრა კალნიეტემ. ევროპის სახალხო პარტიის წევრები ასევე მიიჩნევენ, რომ ევროკავშირის ლიდერებმა უკრაინასა და საქართველოს სავიზო რეჟიმის გაუქმების კონკრეტული თარიღი უნდა შესთავაზონ.

ამ ყველაფრის ფონზე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ოპტიმიზმს ინარჩუნებს და აცხადებს, რომ უვიზო რეჟიმის მიღებას ერთი ნაბიჯი გვაშორებს. მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიზალიბერალიზაციის კუთხით საქართველოს ძალისხმევა აღიარებულია. ამის შესახებ თამარ ბერუჩაშვილმა ქართველ ჟურნალისტებს რიგაში განუცხადა.

“როგორც ყველას გვახსოვს, სულ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა ევროკომისიის ანგარიში, რომელმაც ძალიან მკაფიოდ დააფიქსირა წარმატება, რომ უპრეცედენტოდ მოკლე ვადაში განხორციელდა ასევე უპრეცედენტოდ დიდი მასშტაბის ამოცანები. პრაქტიკულად, საქართველომ სავიზო ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის უმეტეს ნაწილში მიღწია ყველაზე მაღალ, ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტს.

“დღეს ჩვენ ვიმყოფებით ფინიშის ბოლო ეტაპზე. ნამდვილად მხოლოდ ერთი ნაბიჯი დაგვრჩა გადასადგმელი იმ მიმართულებით, რომ მივიღოთ უკვე განცხადება საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით”, – განაცხადა ბერუჩაშვილმა.

ვიზალიბერალიზაციის მიღების კონკრეტული თარიღის გამხელას ელის უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილიც და აქვე დასძენს, რომ ქართულ მხარეს ასევე აქვს იმედი, რომ რიგის სამიტზე პარტნიორი ქვეყნებისგან მიიღებს უფრო მეტ პოლიტიკურ, ფინანსურ და ეკონომიკურ მხარდაჭერას.

“გვაქვს მოლოდინი, რომ რეზოლუციაში მოხდება ჩასწორება და მასში მითითებული იქნება კონკრეტული რიცხვი, როდის შეიძლება მივიღოთ ვიზა ლიბერალიზაცია. რიგის სამიტიდან თავისუფალი სავიზო რეჟიმის წამოღებას ჩვენ არც ვაპირებდით. არც ერთ ოფიციალურ პირს მსგავსი მოლოდინის თაობაზე კომენტარი არასდროს გაუკეთებია, თუმცა ჩვენ ნამდვილად გვაქვს იმის იმედი, რომ პარტნიორი სახელმწიფოების მხრიდან მივიღებთ მეტ მხარდაჭერას და ვიზალიბერალიზაციის თაობაზე თარიღის დაკონკრეტებას”, – აღნიშნა ირინა იმერლიშვილმა.

ხელისუფლების წარმომადგენლების გარდა რიგაში საქართველოდან არასამთავრობო სექტორის წევრებიც ჩავიდნენ, რომლებმაც ევროკომისარს სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებზე მოლაპარაკებებში იოჰანეს ჰანს პეტიცია გადასცეს. მათ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ევროპული პერსპექტივის აღიარება მოითხოვეს.

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების კონფერენციაზე, რომელშიც იოჰანეს ჰანი მონაწილეობდა, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, მათ შორის “საქართველოს ეროვნული პლატფორმის” თავმჯდომარემ ლაშა ტუღუშმა, პლაკატები გაშალეს, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინისთვის ევროპული პერსპექტივის აღიარების მოთხოვნით, რომლებიც, სამოქალაქო საზოგადოების მიერ შეგროვილ ხელმოწერებთან ერთად, იოჰანეს ჰანს გადასცეს.

“ჩვენ შევაგროვეთ ხელმოწერები ევროპული პერსპექტივის ანუ ევროკავშირში წევრობის პერსპექტივის მოთხოვნით. გარდა ამისა, არსებობდა სამი დამოუკიდებელი დოკუმენტი, რომელიც ქართული, უკრაინული და მოლდოვური მხარის მიერ ინდივიდუალურად შემუშავდა და რომელშიც ჩვენ ვხსნით მიზეზებს, თუ რატომ უნდა გახდნენ ჩვენი ქვეყნები ევროკავშირის წევრები.

“გვინდა, რეალურად გვითხრან, რომ ჩვენს ქვეყნებს აქვთ ევროპული პერსპექტივა, რაც გულისხმობს ევროკავშირში წევრობის პერსპექტივას; ეს მნიშვნელოვანი პოლიტიკური სვლაა. ეს მოგვცემს საშუალებას, დავაკონკრეტოთ ჩვენი ნება დროში, გეგმებში, რადგან ზოგადი საუბარი არ არის არსებითი. მნიშვნელოვანია კონკრეტული მესიჯი ბრიუსელიდან. ჩვენი მოთხოვნის დემონსტრაციულად გადაცემას ძალიან საინტერესო გამოხმაურებები მოჰყვა იგივე იოჰანეს ჰანის მხრიდან ოფიციალურ ნაწილში, ასევე კულუარებში”, – განაცხადა ლაშა ტუღუშმა.

მისივე თქმით, ევროპული პერსპექტივის მოთხოვნით 500-მდე ხელმოწერა მოგროვდა აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ევროკავშირის ზოგიერთი წევრი სახელმწიფოს არასამთავრობო სექტორში და გადაეგზავნა როგორც იოჰანეს ჰანს, ისე ფედერიკა მოგერინის.

რეზონანსი“, 22 მაისი, 2015 წელი

ინტერვიუ კახა კუკავასთან: “ევროკავშირი 10 მილიარდს თუ ჩადებს, 2 წელიწადში საქართველო შვეიცარია გახდება”

იაგო ნაცვლიშვილი

(შემოკლებით)

“თუ ევროკავშირი ჩვენი პარტნიორია და რეალური დახმარება უნდა, მაშინ მის წინაშე უნდა დავსვათ ისეთი საკითხები, რომელიც ჩვენთვის სამკვდრო-სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. პირველ რიგში, ეს არის პირდაპირი ინვესტიციები ეკონომიკის რეალურ სექტორში.

ამ ქვეყანაზე სხვადასხვა გრანტებითა და პროექტებით ათეულობით მილიარდი ევროა დახარჯული, მაგრამ შედეგი არის ნული, ამიტომ ჩვენ უნდა შევთავაზოთ მათ ჩადონ 10 მილიარდი ევრო ჩვენი ეკონომიკის რეალურ სექტორებში – სოფლის მეურნეობასა და მრეწველობაში. შესაბამისად, საქართველო ორ წელიწადში შეიძლება შვეიცარია გახდეს.“, – ამბობს „რეზონანსთან“ საუბრისას პარტია „თავისუფალი საქართველოს’ ლიდერი კახა კუკავა. პოლიტიკოსი აცხადებს, რომ სავიზო ლიბერალიზაცია საქართველოს არ სჭირდება, ვინაიდან ეს ქვეყნის პრობლემას ვერ მოაგვარებს, პირიქით – ქვეყანას დემოგრაფიული პრობლემის წინაშე დააყენებს.

კახა კუკავა: „ყველაზე სწორი პროგნოზი პარტია „თავისუფალმა საქართველომ“ გააკეთა, როცა განაცხადა, რომ საქართველო უვიზო რეჟიმს ვერ მიიღებსო, „ჩვენ არ ვატყტუებდთ მოსახლეობას, დანარჩენი კი ყველა ატყუებდა. ჩვენ ვამბობდით და ახლაც ვამბობთ, რომ ევროპასთან ურთიერთობისას საქართველო ბრიუსელისაგან სწრაფ და ხელშესახებპლუსებს ვერ მიიღებს, მაგრამ რასაც რეალურად მივიღებთ, ეს იქნება მიხეილ სააკაშვილის დაბრუნება და ერთსქესიანი წყვილების ქორწინების დაკანონება. სხვა შეღავთები – არც ვიზა-ლიბერალიზაცია და არც სავაჭრო ურთიერთობის სღავათები დღის წესრიგში არ დგას.. საერთოდ, ევროინტეგრაციის უკან არაფერი არ არის. ჩვენს ქვეყანას სჭირდება სხვა ტიპის რეფორმებზე გათვლილი ევროინტეგრაცია, რასაც სხვა ხელისუფლება სჭირდება. პოლიტიკა, რომელიც ადრე ხორციელდებოდა და დღესაც ასეა, ესაა გარყვნილებაზე დაფუძნებული კურსი.

ევროპა არაა ვალდებული, რომ ჩვენ მოგვხედოს. როგორი ურთიერთობაც ჩვენ დავამყარეთ, იმ ფარგლებშია ჩვენი ურთიერთობა. ჩვენ არ გვაქვს ეროვნულ ინტერესებზე  მორგებული პოლიტიკა. განა დასვა ჩვენმა ხელისუფლებამ ევროკავშირის წინაშე კონკრეტული დახმარების გაწევის საკითხი? ან ჯარი რომ გამოგზავნონ? მე ამის შესახებ არაფერი მსმენია. ჩვენმა ხელისუფლებამ არ იცის რა ჭირდება ხალხს და ქვეყანას.

ერთი საკითხია, რომ უვიზო მიმოსვლას გვაძლევენ, მაგრამ მეორე  საკითხია რაში გვჭირდება? განა ესაა ჩვენი მთავარი პრობლემა, რომ ვიზაა საჭირო ევროკავშირში შესასვლელად? მე მგონია, რომ ევროპასთან ჩვენ უფრო სხბვა საკითხები უნდა დავაყენოთ…

უვიზო მიმოსვლა არანაირ ევროპულ პერსპექტივას არ იძლევა. სამაგიეროდ, იძლევა დემოგრაფიულ პრობლემებს: უვიზო რეჟიმის დაწესებით საქართველოს მოსახლოეობა კიდევ ერთი მილიონით შემცირდება. საკითხი ასე უნდა დავსვათ: ამის შემდეგ საქართველო გაძლიერდება თუ დასუსტდება?

თუ გახსოვთ, მე ადრე დავსვი საკითხი რუსეთის ბაზრის გახსნის თაობაზე. დავსვი იმ კუთხით, თუ რას მოუტანდა ეს საქართველოს, ანუ მე მჯეროდა, რომ ამით ეკონომიკა გაძლიერდებოდა, სახელმწიფოც გაძლიერდებოდა. რაც შეეხება უვიზო რეჟიმს, მისი შემოღების შე3მთხვევაში სახელომწიფო დასუსტება.

(…)

თუ ევროკავშირს ჩვენდამი დახმარება სურს, ბრიუსელის წინაშე ისეთი საკითხები უნდა დავსვათ, რომლებთაც ჩვენთვის სამკვდრო-სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვთ. პირველ რიგში, ესაა ინვესტიციები ეკონომიკის რეალურ სექტორებში.

რაც შეეხება ე.წ. პრორუსულ ძალებს. მიმაჩნია, რომ ისინი არ გააქტიურებულან. ეს უფრო მითია, ვიდრე რეალობა. სოციოლოგიური გამოკითხვის შედგები, რომ ევრაზიულ კვაშირში შემსვლელთა მსურველი 31%-ია, რეალური არ არის, თუმცა ესაა მოსახლეობის პროტესტი საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული საგარეო პოლიტიკის მიმართ.

„ალია“, 22 მაისი, 2015 წელი

იტერვიუ კახა კუკავასთან: „რატომ ეშინიათ საქართველოსთვის ვიზა-ლიბერალიზაციის მიცემის?

ნინო სამხარაძე

(შემოკლებით)

საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი იმედის თვალით შესცქეროდა რიგის სამიტს. იმ იმედით, რომ ამ ქვეყნიდან გაასწრებდნენ და საშუალება მიეცემოდათ შენგენის ქვეყნებში თავისუფლად გადაადგილების, მაგრამ ნურას უკაცრავად, შენგენის ვიზის მიღება საქართველოს მოქალაქეებისთვის კატასტროფულად გამკაცრდა.

“ალიასთან” საუბარში ეს ინფორმაცია დაადასტურეს საფრანგეთის, იტალიის, ჰოლანდიის საელჩოს წარმომადგენლებმა. თუ მანამდე ყველაზე მარტივად იტალიის ვიზას მიიღებდით, დღეს ეს საელჩო გამკაცრებულ რეჟიმში მუშაობს, წითელი კი მაშინ აგვენთო, როცა იტალიაში ერთდროულად აიყვანეს 150 ქართველი კრიმინალი. მაშ ასე, ვიზა-ლიბერალიზაცია საქართველოს მოსახლეობას დიდი ხნით აუხდენელ ოცნებად დარჩება.

რატომ ეშინიათ საქართველოსთვის ვიზა-ლიბერალიზაციის მიცემის? „ალიას“ „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა ესაუბრა:

- ჩვენი ხელისუფლება გვეუბნება, რომ ვიზა-ლიბერალიზაცია იქნება, ესაა დიდი ტყუილი. განგვიმარტონ ერთი, რატომ არის ვიზა-ლიბერალიზაცია კარგი და რას მოუტანს საქართველოს… ეკონომიკისა და ქვეყნის უსაფრთხოებას გააძლიერებს, თუ პირიქით?.. ვიზაიბერალიზაციის შემთხვევაში, მინიმუმ ნახევარი მილიონი ქართველი, თუ მეტი არა, ამ ქვეყნიდან გაიქცევა და ეს ქვეყანას არც შემოსავლებს მოუტანს და არც ინვესტიციებს. 20 წელი ქვეყანა ევროატლანტიკურ კურსს ატარებს და რაიმე დადებითი შედეგი მივიღეთ? არა!.. სამაგიეროდ, ევროპა ჩვენგან მოითხოვს კრიმინალებს ვცეთ პატივი. მინისტრები, პრეზიდენტი, დეპუტატები, რომლებიც მოიპარავენ ხაზინის ფულს, თურმე კი არ უნდა დავსაჯოთ და პასუხისგებაში კი არ უნდა მივცეთ, პატივი უნდა ვცეთ და მათთან კოჰაბიტირებულად ვიცხოვროთ.

აი, რას ნიშნავს მიხეილ სააკაშვილის რიგაში ყოფნა, რომელიც არის ძებნილი, უამრავ დანაშაულში მხილებული, ბრალდებაწაყენებული, გვეუბნებიან, რომ ეს კლეპტოკრატი სისხლის სამართლის დამნაშავე, უნდა აღვიქვათ დიდ პოლიტიკოსად, რეფორმატორად და პატივი უნდა ვცეთ. მეორე, რაც დაკავშირებულია ევროპის კურსთან, ეს არის ტრადიციული ფასეულობების ნგრევა, ევროპა პირდაპირ მოითხოვს საქართველოსგან პატივი სცეს იმ ფასეულობებს, რომელიც გულისხმობს „ლგბტ“ თემატიკას, რაც ჩვენი ქვეყნის 99%-ისთვის არის არა მხოლოდ უბრალოდ, მიუღებელი, არამედ მომაკვდინებელი ცოდვა. არ არის თავსებადი არც ჩვენს რელიგიასთან და არც ტრადიციასთან, არც ჩვენს ზნეობასთან, ეს არის უბრალოდ, გარყვნილება. ევროპა ჩვენგან მოითხოვს, რომ გარყვნილება ვაქციოთ ჩვენი ზნეობის ნაწილად.

- სააკაშვილი საქართველოს ხელისუფლებას უკვე მერამდენედ უწოდებს ბანძს და აცხადებს, რომ ხელისუფლებას ფეხებზე ჰკიდია ვიზალიბერალიზაცია და ივლის თუ არა საქართველოს მოსახლეობა უცხოეთში. ეს საკითხი მას რომ ფეხებზე არ დაეკიდა, ფიქრობთ თუ არა, რომ უფრო ადრე მოგვცემდნენ ვიზა-ლიბერალიზაციას?..

- დიახ, ეს ხელისუფლება არის ბანძი. რაც შეეხება იმას, რომ ვიზალიბერალიზაციის საკითხი საქართველოს ხელისუფლების ბრალია, რომ არ გამოდის, ამაში ვერ დავეთანხმები. სააკაშვილი 9 წელი იყო ხელისუფლებაში და თუ ეს საკითხი მიღწევადი იყო, 9 წელიწადში უფრო შეიძლებოდა ამის მიღწევა, ვიდრე 3 წელიწადში, ამ მთავრობის პირობებში. ეს არის ურთულესი თემა, საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე საუბრობენ ადამიანები და არ ითვალისწინებენ ჩვენს ადგილმდებარეობას.

საქართველო მდებარეობს რუსეთს, თურქეთს, ირანს, აზერბაიჯანსა და ერაყს შორის, ძალიან რთული და წარმოუდგენელია, რომ ამ ქვეყნის წარმომადგენლებს ევროპამ უვიზო მიმოსვლა მისცეს, თან იმ ფონზე, როცა ამ ქვეყნებიდან მას ტერორისტული საფრთხეები ემუქრება. ჩვენ კი გეოგრაფიულად ვართ დერეფანი, ტერორისტებსა და ევროპას შორის.

რომელი მთავრობაც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში, პრაქტიკულად წარმოუდგენელია უვიზო მიმოსვლა ევროპასთან. საქართველოს სხვა პრობლემები აქვს და იმას მიხედონ, რა უნდათ ამათ, რომ კიდევ 500 ათასი ქართველი გავაგზავნოთ საბერძნეთში, გერმანიასა თუ იტალიაში იაფ მუშახელად? ეს ჩვენს ეკონომიკას ვერ გამოასწორებს.

„ახალი თაობა“, 22 მაისი, 2015 წელი

ინტერვიუ სერგი კაპანაძესთან: ევროკავშირი და საქართველო, ვიზა-ლიბერალიზაცია

(შემოკლებით)

„ახალი თაობის“ კორესპონდენტი ნათია ხურცილავა საგარეო საქმეთა მინისტრის ექს-მოადგილე სერგი კაპანაძესთან საუბრობს. თემა: ევროკავშირი და საქართველო, ვიზა-ლიბერლალიზაცია.

სერგი კაპანაძე: თავის დროზე მოლოდინი იყო, რომ რიგის სამიტზე მივიღებდით უვიზო მიმოსვლას ევროკავშირის ქვეყნებში, მაგრამ ეს მოლოდინი უფრო მეტად ხელისუფლებას ჰქონდა, ვიდრე ოპოზიციას. როცა ცნობილი გახდა წინასწარი ნეგატიური პროგნოზები, შემდეგ მთავრობაც თავშეკავებული გახდა. არა მგონია ძალიან ცუდი ვითარება იყოს, რადგან სამომავლოდ ძალიამ კარგი პერსპექტივები გვაქვს. როცა ჩვენ წინაშე არსებული მოთხოვნები შესრულებული იქნება, იმედი მაქვს, რომ მომავალ წელს ჩვენ უვიზო რეჟიმი დაგვიწესდება.

რასაკვირველია, რიგის სამიტზე რუსეთის ფაქტორი მოქმედებს, მოქმედებს უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტიც. კითხვები საქართველოში არსებული სიტუაციის მიმართაც არის. საქართველომ მიზანმიმართულად ბევრი უნდა იმუშაოს საფრანგეთისა და გერმანიის მთავრობებზეც, რადგან ტრადიციულად სწორედ ეს ქვეყნები გამოხატავენ სკეპტიციზმს საქართველოს მიმართ.. რაც შეეხება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ეს უწყება ამ მიმართულებით ყველაზე ნაკლებპრობლემატურია. სამინისტროს მუშაობა თანმიმდევრული და აქტიურია, მაგრამ არა მგონია იგივეს თქმა შეიძლებოდეს  ხელისუფლების სხვა შტოებზე, ან პოლიტიკოსებზე, მათ მიერ გაკეთებულ განცხადებებზე. ხშირად მესმის ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები ნატოსა და ევროკავშირის მიმართულებით“.

Comments are closed