globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 22 აგვისტო 2016 წელი

Posted by Globalresearch on Aug 22nd, 2016 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

„რეზონანსი//მთელი კვირა“: ინტერვიუ რამაზ საყვარელიძესთან: „ნაციონალები“ რეგიონალური ძალაუფლების აღებისკენ წავიდნენ

„რეზონანსი//მთელი კვირა“: ინტერვიუ ნუკრი ქანთარიასთან: “პარლამენტში მხოლოდ იურისტებისა და ეკონომისტების ადგილი არაა”

„რეზონანსი//მთელი კვირა“: „ოცნება“ – დისტანცირება არაპოპულარული სახეებისაგან

„რეზონანსი//მთელი კვირა“: „ოცნება“ მაჟორიტარებს ცვლის? // რატომ მოხსნა გოდერძი ბუკიამ საკუთარი კადიდატურა?

„კვირის პალიტრა“: ინტერვიუ გოდერძი ბუკიასთან: „დიახ, მაჟორიტარად წარდგენის შემდეგ დავფიქრდი, მინდოდა თუ არა კიდევ პოლიტიკაში ყოფნა და ამიტომ დიდ ბიზნესში წასვლა გადავწყვიტე

„კვირის პალიტრა“: ინტერვიუ გია ხუხაშვილთან: „ქართული ოცნება” გადამწიფებულ თინეიჯერს დაემსგავსა, რომელსაც მამა აზულუქებს“ // ოცნებასტყუილად ჰგონია, რომ არჩევნები 8 ოქტომბერს მთავრდება

„კვირის პალიტრა“: ინტერვიუ სოსო ცისკარიშვილთან: „პოლიტიკური კარიერა ქალბატონ სანდრა რულოვსს ბოდიშით უნდა დაეწყო!“ // მაჟორიტართა სიაში სამტრედიელი ფეხბურთელის კვალი ჩანს

„კვირის პალიტრა“: ინტერვიუ ირაკლი სესიაშვილთან: „დავით უსუფაშვილმა ნინო ბურჯანაძის ინიციატივას ფასი დაადო“ // ინტერვიუ და ლევან ბერძენიშვილთან: „ირაკლი სესიაშვილმა იცის, რომ ნინო ბურჯანაძესთან შეკრულები არ ვართ“

„კვირის პალიტრა“: არია აირია! „პაატა ბურჭულაძემ პოლიტიკური თვითჩაძირვის მაგალითი მოგვცა“ // განაცებული პაატა ბურჭულაძის რეიტინგი ამ პოლიტიკური მანევრით მხოლოდ ნულს გაუტოლდება“ // „პაატა ბურჭულაძის პარტიის ოფისში სკამიც კინაციონალური მოძრაობისჰაერით სუნთქავს

„რეზონანსი//მთელი კვირა“: რატომ მიდიან პაატა ბურჭულაძის პარტიიდან // „აღმოჩნდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ სატელიტი პარტიებისთვის უნდა ვიწვალოთ და ისინი კვლავ პარლამენტში შევიყვანოთ“

„რეზონანსი//მთელი კვირა“: ინტერვიუ მამუკა კაციტაძესთან: „პაატა ბურჭულაძის ახალი ბლოკის სიის №1 თავად ბურჭულაძე იქნება“

„ყოველკვირეული ალია“: რატომ დაემშვიდობა თამაზ მეჭიაური ვადაზე ადრე სანდრო ბრეგაძესა და ლალი მოროშკინას?

——————-

„რეზონანსი//მთელი კვირა“, 22 აგვისტო, 2016 წელი

ინტერვიუ რამაზ საყვარელიძესთან: ნაციონალები რეგიონალური ძალაუფლების აღებისკენ წავიდნენ

ელზა პაპოშვილი

პოლიტოლოგი და ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ პაატა ბურჭულაძის პარტიიდან მისი მომხრეების მასობრივ წასვლას ორი მთავარი მიზეზი აქვს – პოლიტიკური და ეკონომიკური.მოსახლეობა ბურჭულაძის გამოჩენით ელოდა, რომ ის ქართულ პოლიტიკაში მესამე ძალის როლს შეასრულებდა, რაც მან ვერ მოახერხა და ოპოზიციური კოალიციის შექმნით, მხარდამჭერებს იმედი გაუცრუა. რაც შეეხება ეკონომიკურ საკითხს, საყვარელიძის აზრით, ბურჭულაძის თანამოაზრეების ნაწილს მიაჩნდა, რომ მას დიდი ფინანსური რესურსი ჰქონდა, რომლითაც ის თავსაც უზრუნველყოფდა და მათაც ახეირებდა, რაც რეალობას მოკლებული აღმოჩნდა.

საყვარელიძე არ გამორიცხავს, რომ ახალი ოპოზიციური კოალიციის შექმნის ავტორი მიხეილ სააკაშვილი იყოს, რომლიც ქართულ პოლიტიკაში ახალ რელობას ქმნის, სადაც პაატა ბურჭულაძის როლი მთავარი და მნიშვნელოვანია, რადგან მას სუფთა წარსული და ელექტორატის მხარდაჭერა აქვს. პოლიტოლოგი იმასაც ელოდება, რომ ახლო მომავალში ამ კოალიციას სხვა პოლიტიკური პარტიებიც შეუერთდნენ, რომლებიც წარსულში სააკაშვილის ხელისუფლების სატელიტურ პარტიებად მოიაზრებოდნენ.

- უკვე რამდენიმე დღეა, რაც პაატა ბურჭულაძის პარტიას საკუთარი წევრები ტოვებენ. როგორ ფიქრობთ, რა არის ამის მიზეზი და ელოდით თუ არა მოვლენების ამგვარად განვითარებას?

- ციფრები ნამდვილად დამაფიქრებელი და მოულოდნელია, თუმცა, სიტუაციის მსგავს განვითარებას ველოდი, რადგანაც ამ ყველაფერს, როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური მხარე აქვს. პოლიტიკური თვალსაზრისით, ბევრს ეგონა, რომ ბურჭულაძე არც “ნაციონალებისა” და არც “ოცნების” მხარეს არ დაიჭერდა. იმ ადამიანებს, რომლებიც ორივე პარტიით უკმაყოფილო იყვნენ, ეგონათ, რომ ბურჭულაძის სახით ახალი, მესამე ძალა გამოჩნდა, მაგრამ ყოფილ “ნაციონალებთან” მისმა გაერთიანებამ ამ ხალხს ეს იმედი მოუსპო.

რაც შეეხება ეკონომიკურ მხარეს, ადამიანების უმრავლესობას იმედი ჰქონდა, რომ ბურჭულაძეს აღმოაჩნდებოდა იმდენი ფინანსური რესურსი, რომლითაც როგორც საკუთარ თავს, ასევე მათაც უზრუნველყოფდა. აქაც აღმოჩნდა, რომ შეცდნენ. გაჩნდა ეჭვი, რომ ბურჭულაძეს მათი კი არა, საკუთარი თავის უზრუნველყოფაც კი უჭირს. ველოდი, რომ ის “ნაციონალური მოძრაობისკენ” აუცილებლად გადაიხრებოდა. რა მნიშვნელობა აქვს, ამ ხალხს ახლა რა ჰქვია?! თუმცა, ასე მალე მაინც არ ველოდი. შესაბამისად, ადამიანებს, რომლებიც, როგორც აღვნიშნე, ბურჭულაძეს მესამე ძალად მოიაზრებდნენ და იმედი გაუცრუვდათ და უბრალოდ მისი პარტია დატოვეს.

- თქვენ როგორ ფიქრობთ, პაატა ბურჭულაძე ამ პარტიებთან გაერთიანებით რას მიიღებს?

- თუ მას პოლიტიკური წარმატება სურდა, მაშინ მესამე ძალის ფუნქცია უნდა შეესრულებინა. საზოგადოებაში ამის მოთხოვნა იყო. მას ეს შანსი უნდა გამოეყენებინა. აღმოჩნდა, რომ ეს შესაძლებლობა მან უბრალოდ ან არ, ან ვერ გამოიყეენა.

აღმოჩნდა, რომ ბურჭულაძემ “ნაციონალების” გარდა ყველაფერ ძველზე უარი თქვა. ეს იმას ნიშნავს, რომ ის მესამე ძალის ფუნქციას ვეღარ შეასრულებს. ამ შემთხვევაში ჩემთვის ძალიან რთულია ვთქვა, ბურჭულაძე რა სტრატეგიით ხელმძღვანელობს. მას ბლოკის შექმნა მიშა მაჭავარიანმაც შესთავაზა, მაგრამ მაშინ უარი თქვა, ახლა კი დათანხმდა, რომ სხვა პარტიებთან გაერთიანებულიყო. ამიტომაც პოლიტოლოგებს შორის გაჩნდა მოსაზრება, რომ ეს მიხეილ სააკაშვილის ახალი სტრატეგია უნდა იყოს. ანუ რებრენდიგი, ის ძველ სახეებს აღარ გაეკარება და ვითომ ახალი სახეებით, მაგრამ “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი წევრებისგან ახალ პლატფორმას შექმნის, რომელსაც შემდგომ დაეყრდნობა. აქ კი მთავარი დასაყრდენი პაატა ბურჭულაძე იქნება, რომელიც საზოგადოებაში გარკვეული რეიტინგით სარგებლობს. თუმცა, ეს ვერსიაც შეიძლება მთლად გამართული არ იყოს, რადგანაც საზოგადოებამ თუ დაინახა, რომ ბურჭულაძე სააკაშვილის სახეა, ის მათ მხარდაჭერას დაკარგავს. ფაქტია, რომ გარკვეული სახის თამაში მიდის, თუმცა კარტები მაინც ბოლომდე გახსნილი არ არის. ვნახოთ და დაველოდოთ, მოვლენები როგორ განვითარდება.

- გამოითქვა მოსაზრება, რომ პაატა ბურჭულაძე ამ პარტიებთან აუცილებლად უნდა გაერთიანებულიყო, რადგანაც მას ელექტორატის მხარდაჭერა კი აქვს, მაგრამ არა აქვს შესაბამისი პოლიტიკური გამოცდილება და გამართული პარტიული სტრუქტურა, რაშიც ეს პარტიები დაეხმარებიან. თქვენ როგორ ფიქრობთ, შესაძლოა, გაერთიანების მიზანი ეს ყოფილიყო?

- არ ვიცი, პაატა ბურჭულაძეს სინამდვილეში რა რაოდენობის ელექტორატის მხარდაჭერა აქვს. ვნახოთ, ამაზე პასუხს ალბათ რომლიმე სოციალური კვლევა გვეტყვის. მას ამომრჩეველი ჰყავდა იმ პოლიტიკური ნიშიდან გამომდინარე, რაც ზემოთ მოგახსენეთ, რომ ქართულ პოლიტიკაში მესამე ძალად უნდა შემოსულიყო. თუმცა, მან სხვა გზა აირჩია და სააკაშვილის ახალ ბუდეში გადაინაცვლა. შესაბამისად, უკვე აღარ ვიცი, მას რა რაოდენობის მხარდამჭერი დარჩა. სავარაუდოდ, მის მხარეს ახლა სააკაშვილის გარკვეული მხარდამჭერებიც გადაინაცვლებენ, რადგანაც მან ექსპრეზიდენტის ახალ ბუდეში გადაინაცვლა.

- რამდენიმე თვის წინ სოციალურმა კვლევამ აჩვენა, რომ მოსახლეობის 60%-ს გადაწყვეტილი არ ჰქონდა, ხმა რომელი პოლიტიკური სუბიექტისთვის მიეცა. თქვენი აზრით, ამ ეტაპზე რომელმა პოლიტიკურმა ძალამ მოახერხა, რომ ეს ხალხი დაეინტერესებინა და გადაებირებინა?

- ეს ადამიანები, რომლებიც თქვენ ახსენეთ, ვფიქრობ, რომ ისევ და ისევ ახალი ძალის ძიებაში არიან. დიდი შანსი იყო, რომ მათი დაინტერესება ბურჭულაძეს მოეხერხებინა, თუმცა, კოალიციის შექმნის შემდეგ ეს შესაძლებლობა დაკარგა. ახლა ამ ადამიანებზე არის დამოკიდებული, რა და ვინ ურჩევნიათ: ერთი – დაუჯერონ “ნაციონალების” დაპირებას, რომ ძალადობას აღარ გაიმეორებენ და მერე – “ოცნებას”, რომელსაც იმის ძალაც კი არ შესწევს, რომ კანონით მინიჭებული უფლებები გამოიყენოს. დღეს საქართველოს მხოლოდ ეს ორი არჩევანი აქვს.

- თქვენ თუ ელით, რომ ახლო მომავალში ამ ოპოზიციურ კოალიციას არჩევნებამდე სხვა პარტიებიც შეუერთდება?

- ამ კოალოციაში სხვა პარტიების შესვლა შესაძლებელია. გვახსოვს, რომ როცა “ნაციონალური მოძრაობა” ხელისუფლებაში იყო, ჰქონდა სატელიტური პარტიები, რომლის მობილიზებაც არ არის გამორიცხული, რომ ახლაც გააკეთოს. ამიტომაც, ახლო მომავალში ამ კოალიციის შემადგენლობის გაზრდას ნამდვილად ველი.

- პოლიტიკური პარტია “ცენტრისტების” გამოჩენასა და მათ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე უნდა გკითხოთ. როგორ ფიქრობთ, რატომ მოხდა ასე ღიად რუსული პროპაგანდის დაშვება და თანაც საზოგადოებრივ მაუწყებელზე? ვინ შეიძლება ამ ყველაფრის უკან იდგას?

- რა თქმა უნდა, ამ მოვლენების ირგვლივ პირველი ეჭვი რაც არის, ყველა ფიქრობს, რომ მის უკან კრემლი დგას. ამ ვერსიას თავად “ცენტრისტების” პოზიცია ამყარებს. თუმცა, ეს ვერსია ძალიან საეჭვოდ მიმაჩნია, რადგანაც რუსეთი არც ისე დაბნეული და გამოუცდელი იმპერიული ქვეყანაა, რომ იმ პარტიაზე დაყრდნობით იმუშაოს, რომელსაც რეგისტრირებული წარმომადგენელიც კი არ ჰყავს. ასევე ბედუკაძე არ არის იმ დონის ფიგურა, რომ მან რუსების დაინტერესება გამოიწვიოს. ის დისკრედიტირებული პირია და საზოგადოებისთვის ნულია. ამიტომაც რუსული ძალის რბილი პოლიტიკა ასეთი ადამიანის იმედზე არ დადგება. რუსული რბილი ძალის კონცეფციას ამ ქვეყანაში წამყვანი ადგილი უკავია. დღეს კრემლი ამ რბილი ძალის პოლიტიკით არა მარტო პოსტაბჭოთა ქვეყნებში მუშაობს, არამედ ამერიკის საარჩევნო პროცესში ერევა. ახლა ასეთი მასშტაბებისა და ამბიციების ქვეყანა, ხაჩიშვილის და ბედუკაძის იმედზე დადგა?- ცოტა დაუჯერებელია.

მე უფრო მეჩვენება, რომ ეს ამ ორი ფიგურის თავხედური თვითშემოქმედებაა, რომლებმაც შეიძლება მერე თუ რამე მოახერხეს, რუსულ გარკვეულ ძალებს თავიანთი “პოლიტიკური საქონელი” მიჰყიდონ. მათ რუსეთისგან რაიმე დაკვეთა ჰქონდეთ, ეს ჩემთვის წარმოუდგენელია.

- თუმცა საზოგადოებაში გაჩნდა კითხვები, რომ ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია ამ პარტიას პოლიტიკური ნებართვის გარეშე არ დაარეგისტრირებდა და შესაბამისად, მათი რეკლამაც საზოგადოებრივ მაუწყებელზე ასე ადვილად ვერ მოხვდებოდა. როგორ ფიქრობთ, “ცენტრისტების” გამოჩენით ვიღაცამ ქართველი საზოგადოების დატესტვა ხომ არ სცადა?

- მოდით ლოგიკურად ავხსნათ – თუ ხელისუფლებას საზოგადოების დატესტვა სურდა, რათა რუსეთის თემაზე ტაბუ მოეხსნა, ბედუკაძესა და ხაჩიშვილზე კარგი კანდიდატები ვერ ნახა?! მით უმეტეს, რომ ხელისუფლების გუნდში, მოდით პირდაპირ ვთქვათ, პრორუსული შეხედულების მქონე ადამიანები – თამაზ მეჭიაური და გოგი თოფაძე იყვნენ. გაცილებით უფრო სოლიდური ფიგურები ვიდრე ბედუკაძე და ხაჩიშვილია, რომელთა ნათქვამსაც საზოგადოებაში უფრო მეტი გამოხმაურება ჰქონდა. ვნახეთ, რომ როგორც კი ამ ადამიანების პოზიცია გამოიკვეთა, “ქართულმა ოცნებამ” ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რათა ეს ადამიანები მის სახელთან ასოცირებულები არ ყოფილიყვნენ და გაემიჯნა მათ.

რაც შეეხება საზოგადოებრივი მაუწყებლის როლს, მე ვფიქრობ ამ შემთხვევაში გამოძიებაა ჩასატარებელი. ფაქტია, რომ საზმაუ ხელისუფლებისგან კონტროლირებადი არ არის. მედიაზე გავლენა ბევრ დონეზე ხდება. არის როგორც ზედა, ასევე ქვედა დონის კონტროლი. არ არის გამორიცხული, რომ “ცენტრისტების” რეკლამის გაშვება ქვედა ეშელონების დამსახურებაა, ფული ჯოჯოხეთს ანათებს. ამიტომ ვამბობ, რომ ამ შემთხვევაში გამოძიებაა ჩასატარებელი. საზოგადოებრივ არხს ბორდი მართავს, რომელიც დამოუკიდებელმა კომისიამ შეარჩია. მე არ ვარ იმის მომხრე, რომ სახელისუფლო გუნდს საკუთარი ტელევიზია არ ჰქონდეს. თუმცა, ივანიშვილი იმის მომხრეა, რომ ხელისუფლებას ასეთი მედიასაშუალება არ სჭირდება და მან “მე-9 არხი” დახურა. ასეთ ადამიანს დააბრალო, რომ საზოგადოებრივ არხს მართავს, ცოტა კომიკური მგონია.

- სანდრა რულოვსის შანსებზე მინდა გკითხოთ. ის “ნაციონალურმა მოძრაობამ” ზუგდიდის მაჟორიტარ კანდიდატად წარადგინა. როგორ ფიქრობთ, მიხეილ სააკაშვილი რის მიღწევას ცდილობს და რა გამოუვა?

- ლოგიკურად გამართული სტრატეგია იქნება, თუ “ნაციონალურ მოძრაობას” ჩაფიქრებული აქვს, რომ ესა თუ ის რეგიონები აიღოს. ეს კი მათ უფრო მეტ ძალას მისცემს, ვიდრე მინისტრის პორტფელებია. ანუ, რეგიონალური ძალაუფლების აღებისკენ წავიდნენ.

ამისთვის, როგორც ჩანს, სანდრა რულოვსის ვარიანტი მოისინჯა. თუმცა, აქაც თავის თავში ბოლომდე დარწმუნებული არ არის, რადგანაც რულოვსის კანდიდატურა გაშვებულია ზუგდიდის რაიონში და არა ქალაქ ზუგდიდში. პოლიტიკურად აქტიური კი ქალაქი უფრო არის, ვიდრე რაიონის პერიფერია. როგორც ჩანს, მყარი და გარანტირებული არც მანდ არ არის. სტრატეგია გასაგები და სწორია. რულოვსის ფიგურა, სააკაშვილისგან გამომდინარე, წესით, გარკვეული წონის მატარებელი უნდა იყოს.

„რეზონანსი//მთელი კვირა“, 22 აგვისტო, 2016 წელი

ინტერვიუ ნუკრი ქანთარიასთან: “პარლამენტში მხოლოდ იურისტებისა და ეკონომისტების ადგილი არაა”

თაკო მათეშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, “ქართული ოცნების” წარმომადგენელი ნუკრი ქანთარია წინასაარჩევნოდ პარტიიდან წევრების გადინებას არ გამორიცხავს, თუმცა დარწმუნებულია, რომ ეს ძირითად გუნდსა და მის პერსპექტივაზე გავლენას არ იქონიებს. მისი თქმით, უკვე ყოფილი თანაგუნდელის, ნანა ყეინიშვილის გადაწყვეტილების რეალური მიზეზი ის იყო, რომ იგი მომავალ სიაში აღარ მოიაზრებოდა და გაშვებას წასვლა ამჯობინა და არა “ოცნებაში” “ნაციონალების” მომრავლება, რაც თავად ყეინიშვილმა მიზეზად დაასახელა. შესაბამისად, ნუკრი ქანთარიას აზრით, თუკი ყეინიშვილს სხვებიც მიბაძავენ, მათი მოტივიც იგივე იქნება. „ადამიანი თავის არჩევანში თავისუფალია. ნანამაც გადაწყვიტა, დამოუკიდებლად სცადოს არჩევნებში ბედი. ეს ჩემთვის დიდი დანაკარგი და ტრაგედია არაა“, – ამბობს დეპუტატი.

- მის ბედს ბევრი გაიზიარებს?

- ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ მოქმედ გუნდზე ეს არ იმოქმედებს. იმ გუნდზე, რომელიც საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს და კამპანიაშია ჩართული. გარანტირებული ბუნებაში არაფერია, მაგრამ ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ ჩვენ – “ქართულ ოცნებას”, ალტერნატივა არ გვყავს და საკმაოდ მყარი უმრავლესობა გვეყოლება. თუ ამ პარტიიდან გასული რომელიმე წევრი საკუთარი პარტიით შემოვა პარლამენტში, ეს ამომრჩევლის გადასაწყვეტია.

- ნანა ყეინიშვილმა “ოცნებიდან” წასვლის მიზეზად პარტიაში ყოფილი “ნაციონალების” მომრავლება დაასახელა. როგორ ფიქრობთ, რეალური მიზეზი ესაა?

- მგონია, რომ ეს საბაბი უფროა. ალბათ იგი მომავალ საპარლამენტო ნაკრებში აღარ მოიაზრებოდა და აქედან გამომდინარეობდა ეს ყველაფერი, დანარჩენი კი საბაბია. ნანა ყეინიშვილი საკმაოდ კარგად იყო იმ ოთხივე ადამიანთან, რომლებიც “ნაციონალურ მოძრაობას” 2012 წელს გამოეყვნენ. როცა ალასანიას გუნდმა “ოცნება” დატოვა და უმრავლესობის დაშლისა და სერიოზული პოლიტიკური კრიზისის საფრთხე დადგა, მაშინ სწორედ ამ ხალხმა ადეკვატური ნაბიჯი გადადგა, უმრავლესობას შემოუერთდა და ამ 4 წლის განმავლობაში მათგან არც ერთი ირიბი სხვლა არ გვახსოვს. გარდა ამისა, მათ თავიანთ რაიონებში ძალიან მყარი ამომრჩეველი ჰყავთ. საქმეც გაკეთებული აქვთ და ამ წმინდა პრაგმატიზმიდან გამომდინარე გადაწყდა, რომ თავიანთ რაიონებში მაჟორიტარ კანდიდატებად ყოფილიყვნენ და არა სიაში. კითხვები, რა თქმა უნდა, შეიძლება მაინც გაჩნდეს, მაგრამ ფაქტობრივად ესაა ის, რის გამოც გადაწყდა, რომ მათ “ოცნების” ეგიდით არჩევნებში კვლავ ეყარათ კენჭი. თანამშრომლობის 4-წლიანი პრაქტიკა გვაქვს და სერიოზულ მომენტებში მათი მხრიდან არანაირი გადახვევა არ ყოფილა. გარდა ამისა, წარსულშიც არანაირი დანაშაული არ ჩაუდენიათ. მხოლოდ “ნაციონალური მოძრაობის” ეგიდით მონაწილეობდნენ არჩევნებში და ამ პარტიას გარკვეულ თანხას სწირავდნენ, უფრო ხშირად ალბათ იძულებით. არჩევნების შემდეგ კი ყველამ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო. ესაა და ეს.

- როგორ ფიქრობთ, ამომრჩეველი რამდენად გეთანხმებათ ამ ყველაფერში?

- თავად იმ რაიონებში მათ მხარდამჭერები ჰყავთ. კვლევებიც ჩავატარეთ და ეს კვლევებმაც აჩვენა.

- ნანა ყეინიშვილის წასვლას დავუბრუნდეთ. გინდათ თქვათ, რომ მან უბრალოდ დაასწრო და სანამ გაუშვებდნენ, თავად წავიდა? მომავალ სიაში ალბათ ბევრი ვერ მოხვდება და სხვებიც ასე მოიქცევიან?

- შეიძლება ასეთი ინდივიდუალური შემთხვევები იყოს, შეიძლება ვინმეს “სათადარიგო აეროდრომი” ეგულება, საიდანაც გაფრენა შეეძლება, მაგრამ არ მგონია, ამან მასობრივი ხასიათი მიიღოს. ჩვენ ჯერ კიდევ იანვარში ვთქვით და კვირიკაშვილმაც ისაუბრა იმაზე, რომ ყველა, ბუნებრივია, ვერ მოხვდება სიაში, მაგრამ თითოეულ მათგანს, თავისი დამსახურების მიხედვით, საქმე გამოუჩნდება. ყოველ შემთხვევაში, არავინ გაირიყება და ყველას, ვისაც ქვეყნისათვის სარგებლის მოტანა ენდომება, ამის საშუალება მიეცემა. ეს ადრეც იყო გაცხადებული – ახალი სახეებიც იქნება და ძველებიც. ყველაფერს განახლება სჭირდება და ამაში ჩვენ თანხმობა გვქონდა. ახლა თუ ვინმემ გადაიფიქრა, ეს სხვა ამბავია.

- როდის იქნება სია ცნობილი და რამდენად გველის სიურპრიზები?

- არ მგონია, მოულოდნელობები იყოს. საგურამოს შეხვედრაზე ნახეთ, რომ ახალი სახეები შემოგვიერთდნენ. ბუნებრივია, ისინი იმისათვის შემოგვიერთდნენ, რომ პარლამენტში მოვიდნენ და იმუშაონ. სიაში ძველი გვარდიის ნაწილიც ასევე იქნება.

- თქვენ მოიაზრებით ძველ გვარდიაში?

- ვნახოთ, ვნახოთ.ეს ყველაფერი პროცესშია. სიები ჯერ არ განგვიხილავს. ყოველ შემთხვევაში, ამ ამბავს ყველამ ძალიან მშვიდად უნდა შევხედოთ და იმაზე უნდა ვიფიქროთ, თუ რა სჭირდება ჩვენს გუნდსა და ქვეყანას იმისათვის, რომ სიმშვიდე და სტაბილურობა შენარჩუნდეს და ამას სწრაფი განვითარებაც მოჰყვეს. არსებული პოლიტიკური სპექტრი არავითარ საფუძველს არ იძლევა იმისას, რომ ჩვენ სერიოზული ალტერნატივა გვყავდეს. სიაშიც, ვფიქრობ, სათანადო ადგილი ექნებათ მათ, ვინც წინა პარლამენტში საამისოდ გარკვეული მეცადინეობები გაწიეს.

- თუ სიაში ვერ მოხვდებით და სხვა საქმეს შემოგთავაზებენ, კმაყოფილი იქნებით?

- არა, მე ჩემი საქმე ისედაც მქონდა და მაქვს კიდეც. მე პროცესში ვარ და მუდმივად ვიქნები. მუშაობას ისე გავაგრძელებ, როგორც აქამდე იყო. პოლიტსაბჭოს ფორმატშიც და კამპანიაშიც ჩართული ვარ და ეს პროცესი გაგრძელდება. უმთავრესი ისაა, რომ მყარი უმრავლესობით გავიდეთ და პარლამენტში ისეთი სიჭრელე არ მივიღოთ, სადაც გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელი იქნება. უმთავრესი ესაა, დანარჩენი კი მეორეხარისხოვანია. ასე რომ, მუშაობა უნდა გავაგრძელოთ.

- მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენამ ხმაური გამოიწვია არა მხოლოდ იმის გამო, რომ ზოგიერთი მათგანი ადრე “ნაცმოძრაობის” გუნდში იყო, არამედ სპორტსმენებისა და ხელოვანების სიმრავლის გამოც. რა კრიტერიუმებით იხელმძღვანელა პარტიამ მათი შერჩევისას?

- ისინი პოლიტსაბჭოს ფორმატში შეირჩნენ. პროცესი გამჭვირვალე იყო. ბევრი კანდიდატურა განიხილებოდა, მათ შორის ჩემიც, მაგრამ მერე ერთობლივად გადავწყვიტეთ, რომ ახლა ამის აუცილებლობა არ არის და ჩვენ ჯობია, რომ მთლიანად საქართველოს მასშტაბით ჩავერთოთ კამპანიაში, ვიდრე მაჟორიტარებად, რომლებიც კონკრეტულ უბანშია არიან ჩაკეტილი. შედეგად, თბილისისათვისაც და რეგიონებისთვისაც ის ხალხი შევარჩიეთ, ვისაც ჩამოყალიბებული პოზიცია აქვს და ვინც თავისი წესიერებითაა ცნობილი.

ჩვენი ღირებულებები მათსას ემთხვევა. ბევრი მათგანი რეჟიმთან მებრძოლი იყო და შეუპოვრად იბრძოდა. ზოგი ფეხბურთელი იყო, ზოგი მუსიკოსი და ზოგიც რაგბისტი, მაგრამ ისინი ამავდროულად მებრძოლები და აქტიური მოქალაქეები იყვნენ. მოგეხსენებათ, მაჟორიტარული სისტემა პირდაპირ წარმომადგენლობას ითვალისწინებს, ხალხი პირდაპირ ირჩევს მათ და ეს ადამიანები საკანონმდებლო ორგანოში მათი წარმომადგენელი ხდებიან. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პარლამენტი წარმომადგენლობითი ორგანოა და არა მხოლოდ საკანონმდებლო. ამიტომ, სუფთა წარსულის მქონე ხალხი შევარჩიეთ, რომელსაც მოსახლეობა ენდობა.

- თუმცა, სპორტსმენებისა და ხელოვანების მიმართ მოსახლეობა სკეპტიკურადაა ხოლმე განწყობილი…

- რატომ? ისინი მხოლოდ სპორტით არ იყვნენ დაკავებული. მაგალითად, ყაველაშვილი საკმაოდ ჩამოყალიბებული ხედვის მქონე პიროვნება გახლავთ. იგი ნებისმიერ საკითხზე ძალიან აქტიურად საუბრობდა ჯერ კიდევ 9-წლიანი რეჟიმის დროს. ასე რომ, ის მხოლოდ ფეხბურთის თამაშის გამო არ შეგვირჩევია. იგივე შემიძლია ვთქვა კობიაშვილსა და ბიძინა გეგიძეზეც, რომელიც მართლაც დაუღალავი და თავგანწირული მებრძოლი იყო. თითოეულ მათგანს საკმაო ცოდნა და ცხოვრებისეული გამოცდილება აქვს საიმისოდ, რომ პარლამენტში ღირსეული ადგილი დაიმკვიდროს. გარდა ამისა, ჩვენ ყველა სფეროს წარმომადგენელი გვჭირდება. იგივე ზაზა ხუციშვილი უწესიერესი კაცი და ძალიან აქტიური მოქალაქეა. ის ჩვენ ჟურნალისტის რანგშიც გვახსოვს, მუსიკოსის რანგშიც და ვფიქრობ ისინი გუნდს გაამრავალფეროვნებენ. პარლამენტში მხოლოდ იურისტებისა და ეკონომისტების ადგილი არაა. მხოლოდ ისინი არ უნდა იყვნენ. თუმცა, მათი ადგილი განსაკუთრებული უნდა იყოს და ასეცაა. ჩვენთან საკმაოდ ბევრი იურისტი და ეკონომისტია. ასე რომ, ვფიქრობ, საინტერესო გუნდი იკვრება.

- თქვით, რომ მაჟორიტარობის განდიდატად განიხილებოდით და რომელ ოლქში?

- არა მხოლოდ მე, სხვებიც განიხილებოდნენ. სხვადასხვა ოლქებზე იყო საუბარი, მაგრამ შემდეგ ერთობლივად გადაწყდა რომ აგვერჩია ის ხალხი, ვინც უკვე დავასახელეთ. ჩვენ კი საერთო კამპანიაში მივიღოთ მონაწილეობა. გუნდმა, პოლიტსაბჭომ და პრემიერმა ასე არჩიეს.

„რეზონანსი//მთელი კვირა“, 22 აგვისტო, 2016 წელი

ოცნება – დისტანცირება არაპოპულარული სახეებისაგან

თაკო მათეშვილი

წინასაარჩევნოდ “ქართული ოცნება” არაპოპულარული და წამგებიანი სახეებისგან თავისუფლდება – ამ დასკვნამდე მიდიან სპეციალისტები ბოლო დროინდელი მოვლენების შეფასებისას და დასძენენ, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად ეს პროცესი სულ უფრო მასშტაბურ ხასიათს მიიღებს. ამაში ისინი გასაკვირს ვერაფერს ხედავენ და ამბობენ, რომ ყოველი სახელისუფლებო პარტია არჩევნების წინ მეტ-ნაკლებად ასე იქცევა. შესაბამისად, მათი აზრით, ეს არც ხალხისათვის და არც თავად პოლიტიკოსებისათვის უცხო არ იქნება და პარტიის რეიტინგს სერიოზულ ზიანს არ მიაყენებს. პირიქით, მათი ნაწილი მიიჩნევს, რომ არაპოპულარული სახეებისაგან გათავისუფლება “ოცნების” იმიჯს გამოაკეთებს კიდეც.

მოგეხსენებათ, ორიოდ დღის წინ ცნობილი გახდა, რომ პარტია “ქართული ოცნება” დეპუტატმა ნანა ყეინიშვილმა დატოვა. ამის მიზეზად მან “ოცნებაში” ყოფილი “ნაციონალების” მომრავლება დაასახელა. ნანა ყეინიშვილი პარტიიდან არცთუ თბილი სიტყვებით გააცილეს. ყოფილმა თანაგუნდელებმა თემაზე კომენტირებისას განაცხადეს, რომ ეს არც პარტიისათვის, არც მათთვის და არც ქვეყნისთვის დიდი დანაკარგი არ იქნება, რომ ამაში “ტრაგედია არაფერია” და ნანა ყეინიშვილის წასვლის გამო “კაპლები არ დასჭირდებათ”. ბევრს დარჩა შთაბეჭდილება, რომ რეალურად ნანა ყეინიშვილი კი არ განუდგა პარტიას, არამედ პარტია განუდგა ყეინიშვილს და ეს ჩვენთან საუბრისას არც თავად “ოცნების” წევრებს უარყვიათ.

ნანა ყეინიშვილის წასვლამდე ცოტა ხნით ადრე კი “ოცნებამ” შეურაცხმყოფელი ტერმინებით ვლადიმერ ბედუკაძე შეამკო, რომლის მიერ გასაჯაროებულმა კადრებმაც, 2012 წელს, ამ პარტიის არჩევნებში გამარჯვება დიდწილად განაპირობა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი ვოლსკიმ ბედუკაძეს “არარაობა” და “მოღალატე” უწოდა და მის მიერ დაარსებული პარტიის – “ცენტრისტების” გაუქმებაც მოითხოვა. არადა, გასული ოთხი წლის განმავლობაში მმართველი გუნდის წევრებს ლადო ბედუკაძის მიმართ ამგვარი ანტიპათია არ გამოუვლენიათ, მიუხედავად იმისა, რომ ბედუკაძე თავის შეხედულებებს არც ადრე მალავდა.

სწორედ ეს ყველაფერი აფიქრებინებთ პოლიტოლოგებს, რომ წინასაარჩევნოდ “ქართულმა ოცნებამ” პრაგმატული გათვლა გაკეთა და გაემიჯნა მათ, ვინც საყოველთაო მოწონებით ვერ სარგებლობს.

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე დარწმუნებულია, რომ პარტია არაპოპულარულ სახეებს იშორებს, თუმცა, მისი აზრით, ამას გაუბედავად აკეთებს, რადგან თამამად მოქმედება იმის აღიარების ტოლფასი იქნება, რომ გასული 4 წლის განმავლობაში ხელისუფლების საკადრო პოლიტიკა მცდარი იყო. „საერთოდ, 2012 წლამდე ყველა სახელისუფლებო პარტია არჩევნებზე თავდაჯერებული მიდიოდა. 2012 წელს ეს ტენდენცია უკვე შეირყა და ამ თავდაჯერებაში პირველი ბზარი გამოჩნდა. ახლა ეს ბზარი კიდევ უფრო გაფართოვდა და მმართველი პარტია არჩევნებში გაცილებით ნაკლები თავდაჯერებით მიდის. ეს ასეთი რეციდივებითაც ჩანს და იმითაც, რომ საკადრო სელექცია ორივე ფეხით მოიკოჭლებს. ასე რომ, აქ სენსაციური არაფერია,” – აცხადებს სოსო ცინცაძე. შესაბამისად, იგი ფიქრობს, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად ეს პროცესი გააქტიურდება.

“ამაზე მარტო ომარ ნიშნიანიძის ბუნტიც კი მეტყველებს, ის საჯაროდ ყვიროდა – ჩემზე უკეთესს და ჭკვიანს ვის მოიყვანენ, მე სიცოცხლეს ვწირავდი და ახლა ხელი მკრესო. ცხადია, რომ ომარ ნიშნიანიძე გამონაკლისი არ არის. “ოცნების” ძველი გვარდიიდან, ვინც სიის მიღმა დარჩა, ბუნებრივია, თავს შეურაცხყოფილად და მოტყუებულად გრძნობენ. ეს ხომ საქართველოა, სადაც კეთილდღეობას პარლამენტსა და პარტიის რიგებში ყოფნა იძლევა. ამიტომ ესეც ჩვეულებრივი მოვლენაა,” – დასძენს პოლიტოლოგი. ეს ყველაფერი კი, მისი აზრით, “ქართული ოცნების” იმიჯსა და რეიტინგს არც დადებით და არც უარყოფით შედეგს არ მოუტანს და ამ კუთხით ბევრი არაფერი შეიცვლება. მიუხედავად ამისა, იგი დარწმუნებულია, რომ პარტია ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვების უპირობო კანდიდატია იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მას ძლიერი ოპონენტი არ ჰყავს.

“2012 წელს “ნაციონალთა“ ტრაგედია ის იყო, რომ უეცრად ძლიერი, კარგად ორგანიზებული და კარგად დაფინანსებული ოპოზიცია გამოჩნდა. დღეს კი ოპოზიცია ძლიერი არ არის. საერთოდ არ არსებობს ოპოზიციური ძალა, რომელსაც ერთი-ერთზე შეუძლია “ოცნებას” კონკურენცია გაუწიოს. მართალია, ხალხში იმედგაცრუება და გულგატეხილობა არის, მაგრამ ალტერნატივა არ არის. 2012 წელს მიმზიდველი ალტერნატივა იყო ბიძინა ივანიშვილის სახით. დღეს კი ბარიკადების მეორე მხარეს ვაკუუმია. ამიტომაც ვფიქრობ, რომ “ოცნებას” სერიოზულ კონკურენციას ვერავინ გაუწევს. თუმცა, მას, 2012 წლისაგან განსხვავებით, ხალხის ნდობის მანდატი აღარ ექნება,” – აცხადებს სოსო ცინცაძე.

წინასაარჩევნოდ მმართველი პარტია წამგებიანი სახეების “მოშორებას” რომ ცდილობს, ამაში პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძეც დარწმუნებულია. ფიქრობს, რომ ყეინიშვილის წასვლაც ამის შედეგია – მან გაიგო, რომ მომავალ სიაში ვერ მოხვდება და უბრალოდ მოვლენებს დაასწრო, გაშვებას წასვლა ამჯობინა. სწორედ ასეთ ხალხს ჩაანაცვლებენ, ნიკა ჩიტაძის აზრით, ის ახალი, დასავლეთში განათლებამიღებული სახეები, რომლებიც “ქართულმა ოცნებამ” საზოგადოებას საგურამოდან გააცნო. ნიკა ჩიტაძე იმასაც კი არ გამორიცხავს, რომ კოალიციის დაშლაც “ოცნების” ინიციატივა ყოფილიყო იმავე მოტივის გამო. “თუმცა, არიან ძველი სახეები, რომლებსაც “ოცნება” არ ივიწყებს. ჩემი აზრით, ისინი წესით აღარ უნდა იყვნენ წარდგენილი კანდიდატებად, მაგრამ, როგორც ჩანს, პარტიაში ასე არ ფიქრობენ. შესაძლოა, ეს ერთი მხრივ, მათთვის მომგებიანიც იყოს, მაგრამ, მეორე მხრივ, ძირეული ცვლილებების გარეშე ქვეყანა რადიკალურ გარღვევებს ვერ მიიღებს,” – აცხადებს ნიკა ჩიტაძე. შესაბამისად, იგი ვარაუდობს, რომ არჩევნებამდე “ქართული ოცნებისაგან” გამოყოფილ კიდევ ბევრ ადამიანს ვიხილავთ. ეს, მისი თქმით, არა მხოლოდ პარტიის, არამედ ქვეყნის ინტერესებშიც შედის.

“ვისურვებდი პარლამენტში, მათ შორის “ქართული ოცნების” მხრიდანაც მოხვდნენ ის ადამიანები, რომელთაც საკანონმდებლო საქმიანობის წარმართვა შეუძლიათ. ეს ქვეყნისთვის არის აუცილებელი. იგივე ითქმის სხვა პოლიტიკურ პარტიებზეც-ისინიც ვალდებულნი არიან სიებში კომპეტენტური ადამიანები შეიყვანონ. ამიტომ დიდი იმედი მაქვს, რომ როდესაც “ქართულ ოცნებას” ვიღაცები გაემიჯნენ, ეს პარტიის გადაწყვეტილება იყო. მაგალითად, მეჭიაურზე, ასევე ჯაჭვლიანსა და ნიშნიანიძეზეც არის საუბარი. ალბათ არაერთი დეპუტატი შეიტყობს, რომ ისინი საარჩევნო სიებში აღარ არიან და პარტიის დატოვება მოუწევთ. იმედი მაქვს, “ქართული ოცნება” ამას აქტიურად შეეცდება. იმედია აცნობიერებენ, რომ მათი რეიტინგი დაცემულია და ამომრჩევლის მოსაზიდად ახალი სახეების წარმოდგენაც სჭირდებათ. ამიტომაც მგონია, რომ არჩევნებამდე აღნიშნული ტენდენცია შენარჩუნდება,” – ამბობს ნიკა ჩიტაძე.

„რეზონანსი//მთელი კვირა“, 22 აგვისტო, 2016 წელი

ოცნება მაჟორიტარებს ცვლის?

რატომ მოხსნა გოდერძი ბუკიამ საკუთარი კადიდატურა?

ნინო ქეთელაური

“ქართული ოცნების” მიერ ხობში მაჟორიტარობის კანდიდატად დასახელებულმა გოდერძი ბუკიამ საკუთარი კადიდატურა მოხსნა. ამის შესახებ მან განცხადება გაავრცელა, სადაც განმარატვს, რომ საკუთარ ადგილს უფრო ახალგაზრდა, ენერგიულ კანდიდატს დაუთმობს, თავად კი ბიზნესს უბრუნდება. ამასთან, სხვადასხვა წყაროს მიერ გავრცელებული ცნობების თანახმად, მმართველი პარტია ზოგიერთი სხვა უკვე ოფიციალურად წარდგენილი მაჟორიტარობის კანდიდატის ჩანაცვლებასაც გეგმავს და ბუკიას შემთხვევა 8 ოქტომბრის არჩევნების წინ შესაძლოა, ერთადერთი არ იყოს. გოდერძი ბუკიას პრესსამსახურის ცნობით, კანდიდატურის მოხსნის შესახებ თანამშრომლებმა 2 საათით ადრე გაიგეს, თუმცა დანამდვილებით იციან, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება პარტია “ქართულ ოცნებასთან” შეთანხმებით მოხდა. “ეს არ იყო მისი ცალსახა გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, მისი სურვილი იყო, მაგრამ პარტიასთან გააზრებულად და შეთანხმებულად მოხდა”, – აცხადებენ პრესსამსახურში.

გოდერძი ბუკიას განმარტებები

გოდერძი ბუკია კი საკუთარი კანდიდატურის მოხსნას ასე განმარტავს: “ჩემი განვლილი ცხოვრებისეული გამოცდილების ანალიზის გათვალისწინებით, მივიღე გადაწყვეტილება, 64-ე საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობიდან მოვხსნა ჩემი კანდიდატურა. გთხოვთ, ჩემს ამ გადაწყვეტილებას გაგებით მოეკიდოთ”, – წერს ბუკია და აღნიშნავს, რომ გაცილებით ენერგიული და შეზღუდვებისგან თავისუფალი, სახელისუფლებო ორგანოებთან და კერძო სტრუქტურებთან თანამშრომლობით, შეეცდება ქართულ ეკონომიკას ემსახუროს. “უცვლელად ვტოვებ ყველა იმ პროექტის ვალდებულებას და პასუხისმგებლობას, რომელიც რეგიონში და უშუალოდ ხობში, ჩემი ინიციატივით ხორციელდება”, – აცხადებს ბუკია და დასძენს, რომ პარტიის ხელმძღვანელობამ მისი გადაწყვეტილება გაიზიარა და დაარწმუნა, რომ ეს ნაბიჯი არავისთვის ქმნიდა უხერხულობას.

ყოფილი “ნაციონალები” – “ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატები

აღსანიშნავია, რომ გოდერძი ბუკია “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი წევრია და “ოცნების” მხრიდან მაჟორიტარად მის დასახელებას საზოგადოების ნაწილისგან კრიტიკა მოჰყვა, ისევე როგორც შემდეგი კანდიდატების დასახელებას:

რომან მუჩიაშვილი – (საგარეჯოს მაჟორიტარობის კანდიდატი), წლების განმავლობაში თანამშრომლობდა ყოფილ მმართველ გუნდთან და მისი ერთ-ერთი დამფინანსებელი იყო;

ირაკლი ხახუბია – (ფოთის მაჟორიტარობის კანდიდატი) თანამშრომლობდა და აფინანსებდა “ნაციონალურ მოძრაობას”;

გიორგი თოთლაძე – (ქარელის მაჟორიტარობის კანდიდატი) “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი წევრი, აგრეთვე წინა ხელისუფლების დროს ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე;

იოსებ მაკრახიძე – (გორის მაჟორიტარობის კანდიდატი) “ნაციონალური მოძრაობის” დანფინანსებელი, აქტიურად იყო ჩართული “ნაცმოძრაობის” საარჩევნო კამპანიაშიც;

კახა ოქრიაშვილი – (დმანისისა და წალკის მაჟორიტარობის კანდიდატი) “ნაციონალური მოძრაობის” გუნდის წევრი, 2012 წელს კენჭს იყრიდა დმანისში “ნაციონალების” კვოტით;

ენზელ მკოიანი – (ახალქალაქისა და ნინოწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატი) წლების მანძილზე “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, 2012 წელს კენჭს იყრიდა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში “ნაციონალების” კვოტით;

გენადი მარგველაშვილი – (ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატი) აქტიურად თანამშრომლობდა “ნაციონალურ მოძრაობასთან”;

გოჩა ენუქიძე – (ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მაჟორიტარობის კანდიდატი) წლების მანძილზე “ნაციონალურ მოძრაობის” წევრი, 2012 წელს კენჭს იყრიდა ამბროლაურის რაიონში “ნაციონალების” კვოტით.

გამონაკლისი შემთხვევა თუ ჩანაცვლებათა სერიის დასაწყისი

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის გუგული მაღრაძის თქმით, გოდერძი ბუკიას კანდიდატურის მოხსნის მიზეზებზე ინფორმაციას პირადად არ ფლობს და არც ის იცის, მაჟორიტარობის კანდიდატების შეცვლა გაგრძელდება თუ არა. “ეგ ყველაფერი საარჩევნო შტაბის დონეზე წყდება და ამ საქმეში ინტენსიურად არ ვარ ჩართული. მე პროგრამების შემუშავებაში ვარ, იქ, სადაც ჩემი ინტერესი დევს. ასეთ პრაქტიკულ საქმეში ნამდვილად არ ვმონაწილეობ”, – ამბობს გუგული მაღრაძე.

კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა “ქართული ოცნება” “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი წევრებს უშვებდეს, რადგან ამ ფაქტის გამო, არაერთხელ გახდა კრიტიკის ობიექტი. “ამ ეჭვის საფუძველი ნამდვილად არსებობს, რადგან იმ მიზეზით, რომ ყოფილი “ნაციონალების” “ოცნებაში” დეპორტირება ხდება, მმართველი ძალის მიმართ საკმაოდ დიდი კრიტიკა წამოვიდა. გარდა ამისა, როგორც წესი, ბიზნესმენები პარლამენტში მიდიან იმიტომ, რომ უფრო დაცულად იგრძნონ თავი, თუმცა, არც იმას გამოვრიცხავ, რომ ამის მიზეზი საკუთარი ბიზნესის ლობირება იყოს. თუ ბუკიას ექნება გარანტები, რომ ხელისუფლება მას რაიმე შარს არ მოსდებს, რა თქმა უნდა, პარლამენტში ყოფნა მისთვის ზედმეტი ტვირთია. ამასთანავე, მოგეხსენებათ, რომ სულ მუდიამ კრიტიკა ისმის და ურჩევნია ბიზნესს მიხედოს, თუმცა, მას სჭირდება გარანტიები. როგორც ჩანს, ეს გარანტიები მიიღო”, – ამბობს ვახტანგ ძაბირაძე, რომელიც არც იმას გამორცხავს, რომ “ოცნებამ” “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი წევრების ჩანაცვლება განაგრძოს, თუმცა, მისი თქმით, მმართველ გუნდს კონკურენტუნარიანი ახალი კანდიდატების მოძებნა გაუჭირდება.

“არ გამოვრიცხავ, რომ ეს ტენდენცია გაგრძელდეს, თუ, რა თქმა უნდა, “ქართული ოცნება” შესაბამის კანდიდატებს იპოვის, რათა კონკრეტული მაჟორიტარული ოლქი მოიგოს. მე ვფიქრობ, ბუკია თავის ოლქს მოიგებდა, რადგან ის რამდენჯერმე გახდა დეპუტატი. თუ “ქართული ოცნება” მოძებნის კონკურენტუნარიან კანდიდატს და “ნაციონალების” იმ ხალხს, ვინც ბიზნესით იყო დაკავებული, შემდეგ კი “ოცნებაში გადმოვიდა, ექნებათ გარანტია, რომ ბიზნესი აწარმოონ, ეს იქნება ორმხრივი შეთანხმება და მაჟორიტარების ჩანაცვლების პროცესი გაგრძელდება. “თუმცა, მეეჭვება, რომ “ქართული ოცნება” კონკურენტუნარიანი კანდიდატის შერჩევას ყველა ოლქში შეძლებს. პოლიტიკური პროცესიდან გამომდინარე, საკმაოდ რთული მდგომარეობაა, ვგულისხმობ პარტიების გამსხვილებას, კონკურენტული გარემოს შექმნას. საკმაოდ რთული იქნება ძლიერი მაჟორიტარი კანდიატების შერჩევა და მათზე ფსონის დადება”, – ამბობს ვახტანგ ძაბირაძე.

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი გოდერძი ბუკიას გადაწყვეტილებას უწონებს და ამბობს, რომ მისი განცხადება ძალიან წააგავდა მონანიებას. თუმცა, იმ აზრს, რომ ის ხელისუფლებამ გაუშვა, სკეპტიკურად უყურებს.

„გოდერძი ბუკიამ გააანალიზა თავისი წარსული ბიოგრაფია და ამის საფუძველზე მიიღო ეს გადაწყვეტილება. მე ვფიქრობ, მისი განცხადება ძალიან წააგავდა მონანიებას, რაც მომეწონა და ადამიანურად მივესალმები მის ნაბიჯს. იმიტომ, რომ ამ ქვეყნაში უნდა დამთვარდეს “მიგრანტი” დეპუტატების კასტა, რომლებიც პარტიიდან პარტიაში იმის მიხედვით მიგრირებენ, თუ ვინ არის ხელისუფლებაში. ეს არის ობიექტური რეალობა, რომლის გამოც ჩვენ მუდიმავად მანკიერ წრეში ვტრიალებთ. მით უმეტეს, პარტია, რომელიც სისხლიან 9 წელზე და დანაშაულებზე ლაპარაკობს, როგორ შეიძლება ასეთ ადამიანებთან აფორმებდეს კონტრაქტს, რომლებმაც კენჭი იყარეს ცოცხების ფონზე, “ნაციონალური მოძრაობის” სახელით?!

ეს ხელისუფლების მინუსია. თუმცა, მე მინდა დავიჯერო, რომ გოდერძი ბუკიას ეს საქციელი იყო მორალური პასუხისმგებლობის გრძნობით განპირობებული და ამის უკან არ იდგა სხვა მიზეზი. მაგალითად ის, რომ ახლა “ქართულმა ოცნებამ” იგრძნო, სამეგრელოში რომ სერიოზული პრობლემები აქვს და ცდილობს გადაახალისოს, გააძლიეროს სამეგრელოს ფრთა. მაგრამ რით უნდა გააძლიეროს, სიმართლე გითხრათ, ესეც არ ვიცი.

ქართული ოცნების” მიერ წარდგენილი დეპუტატების სია მეტყველებს იმაზე, რომ ისინი ვერ ნახულობენ ისეთ ავტორიტეტებს, რომლებსაც მაღალი შასნები აქვთ და ვინც ბიძინა ივანიშვილის რესურსების გარეშე რამეს წარმოადგენს”, – ამბობს გია ხუხაშვილი, რომელიც აღნიშნავს, რომ “ოცნებას” ყოფილი “ნაციონალი” მაჟორიტარების ჩასანაცვლებლად არც დროა აქვს და არც შესაბამისი კანდიდატები ჰყავს. დრო ძალიან ცოტაა დარჩენილი და მე არ მგონია, რომ მათ ძალიანაც რომ უნდოდეთ, სისტემურად რამეს შეცვლა მოახერხონ. მათ არჩევანი აქვთ ძალიან მწირი და არ მგონია, რომ პარტიული რიგების მთლიანი წმენდა შეძლონ. მით უმეტეს, რომ პრობლემა მარტო პარტიაში არ არის, პრობლემაა აღმასრულებელ ხელისუფლებაშიც და საჯარო სექტორში, ეს ბაცილა ყველგან ჩანერგილია. აქედან გამომიდნარე, მე სკეპტიკურად ვუყურებ იმ აზრს, რომ ყოფილი “ნაციონალების” შეცვლა გაგრძელდება. მე უფრო მგონია, რომ ეს ლოკალური პრობლემაა და ამ პროცესს “ქართული ოცენება” არ განავითრებს”, – ამბობს გია ხუხაშვილი.

„კვირის პალიტრა“, 22 აგვისტო, 2016 წელი

ინტერვიუ გოდერძი ბუკიასთან: „დიახ, მაჟორიტარად წარდგენის შემდეგ დავფიქრდი, მინდოდა თუ არა კიდევ პოლიტიკაში ყოფნა და ამიტომ დიდ ბიზნესში წასვლა გადავწყვიტე

ხობის ოთხგზის მაჟორიტარმა­ დეპუტატმა, ამჯერად “ქართული ოც­ნების” კანდიდატმა გოდერძი ბუკიამ არჩევნებში მონაწილეობის მიღებაზე უარი განაცხადა და პოლიტიკას ბიზნესში წასვლა არჩია:

- პარტიის ხელმძღვანელობას ავუხსენი, რომ არჩევნებში მონაწილეობა აღარ მსურდა. ოთხგზის დეპუტატი ვარ, კიდევ რამდენ ხანს უნდა ვიყო პარლამენტში?! დიდ ბიზნესში წასვლა გადავწყვიტე. თანაც ინტერესთა კონფლიქტი წარმოიშვა – არ მინდა ვინმემ იფიქროს, რომ დეპუტატობას საკუთარი ბიზნესის ლობირებისთვის ვიყენებ.

- მსგავსი ბრალდებები თქვენს მიმართ ისედაც წლების განმავლობაში ისმოდა. ახლა რომელმა ბიზნესწამოწყებამ გათქმევინათ დეპუტატობაზე უარი?

- ეს მხოლოდ ბრალდებები იყო და რეალობასთან საერთო არაფერი ჰქონდა.­ ჩემი მანდატი პირადი ინტერესებისთვის არასდროს გამომიყენებია. რაც შეეხება პროექტს, ხობში მნიშვნელოვანი ბიზნესინიციატივა მაქვს, რომელსაც ახლა ვერ დავაკონკრეტებ. რამდენიმე ქარხანა შენდება. მათი დამფუძნებელი და დირექტორი არ ვარ, თუმცა საქმე ჩემი ინიციატივით კეთდება. ვფიქრობ, ჯერ კიდევ მაქვს ჯანი და უნარი, ბიზნესში მეტ წარმატებას მივაღწიო.

- ახალი მოწოდების შესახებ მანამ არაფერი იცოდით, ვიდრექართული ოცნებახობში მაჟორიტარ კანდიდატად წარგადგენდათ?

- მმართველი გუნდისგან ხობში ჩემი კანდიდატურის მხარდაჭერა უდიდესი პატივი იყო. ეს ერთგვარ სიძლიერეზეც მიანიშნებდა, თუმცა, დიახ, წარდგენის შემდეგ დავფიქრდი, მინდოდა თუ არა კიდევ ოთხი წელი პოლიტიკაში ყოფნა და მივხვდი, რომ აღარ მინდა. თუმცა ეს არ ყოფილა დემარში. მერწმუნეთ, სხვა მიზეზი არ არსებობს.

- გასაგებია, რომ ყველა ხელისუფლებასთან საერთო ენის პოვნას ყოველთვის ახერხებდით, თუმცა არჩევნებამდე სულ ცოტა ხნით ადრე პარტია ფაქტის წინაშე დააყენეთ, თუ ხობში თქვენი შემცვლელი უკვე ნაპოვნია?

- ხელისუფლებას უნდოდა დავრჩენილიყავი და არჩევნებში ბრძოლა გამეგრძელებინა. მერწმუნეთ, ნეგატიური გამოხმაურების მიუხედავად, ხობში მეხუთედ დეპუტ­ატად არჩევა გარანტირებული მქონდა. მეც ვეცნობოდი ნეგატიურ გამოხმაურებებს და საზოგადოების რეაქციაც მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდა. არ მინდა ვინმეს ეგონოს, რომ დეპუტატობასა და პარლამენტს ჩაბღაუჭებული ვარ… ვფიქრობ, ახლა უფრო მეტის გაკეთებას შევძლებ ჩემი რაიონისთვის.

- როგორია თქვენი პროგნოზიშეძლებს ხელისუფლება სამეგრელოში გამარჯვებას?

- არამხოლოდ სამეგრელოში, ხელისუფლება ყველა რაიონში გაიმარჯვებს. თუმცა ადგილზე მეტი მუშაობაა საჭირო.

„კვირის პალიტრა“, 22 აგვისტო, 2016 წელი

ინტერვიუ გია ხუხაშვილთან: „ქართული ოცნებაგადამწიფებულ თინეიჯერს დაემსგავსა, რომელსაც მამა აზულუქებს“ // „ოცნებასტყუილად ჰგონია, რომ არჩევნები 8 ოქტომბერს მთავრდება

“ქართულმა ოცნებამ” საქართველოს მასშტაბით მაჟორიტარების წარდგენა დედ­ა­ქალაქით დაასრულა – პარტიის ლიდერების დაპირების მიუხედავად, წინასაარჩევნოდ მმართველი ძალის რიგებში ისევ სპორტსმენები და ხელოვანები ჭარბობენ. რა კრიტერიუმებით შეარჩია “ქართულმა ოცნებამ” თბილისის მაჟორიტარი კანდიდატები და პრინციპულად რატომ განსხვავდება პარტიის მაჟორიტარული სია პროპორციულისგან, ამ საკითხებზე ექსპერტი გია ხუხაშვილი გვესაუბრა:

- “ქართული ოცნება” საკუთარ განცხადებებს ეწინააღმდეგება – თავდაპირველად გვითხრეს, აქცენტს იმ პოლიტიკოსებზე ვაკეთებთ, რომლებსაც სუფთა წარსული აქვთ და განათლება საზღვარგარეთ მიიღესო, თუმცა მათ რიგებში ე.წ. მიგრანტი პოლიტიკოსები მივიღეთ, ანუ ადამიანები, რომლებიც პარტიიდან პარტიაში ხელისუფლების ცვლილების პარალელურად გადადიან. პარტიაში მიმდინარე პროცესების ფონზე, “ნაციონალური­ მოძრაობის” 9-წლიან რეჟიმზე საუბარიც კი უკვე ფარსს ემსგავსება!

“ქართული ოცნების” რიგები სწორედ წინა ხელისუფლების რეჟიმის უშუალო მონაწილეებით გაივსო. თუ “ქართული ოცნება”, მორალური ხარვეზების მიუხედავად, ნებისმიერ პოლიტიკოსთან კონტრაქტის გასაფორმებლად მზადაა, ვთხოვ, ღირებულებებსა და პრინციპებზე ნუ გველაპარაკებიან.

- და როგორია პროგნოზიშეძლებენ დასახელებული კანდიდატები გამარჯვებას?

- ლოგიკა, რომ კობიაშვილი, ყაველაშვილი თუ აბუსერიძე უფრო მნიშვნელოვანი­ ფიგურები არიან, ვიდრე პროფესიონალები­ და ისინი გაიმარჯვებენ, აბსოლუტურად მცდარია და მხოლოდ იმაზე მიანიშნებს, რომ “ქართული ოცნებისთვის” ძალაუფლება ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე სახელმწიფო ინტერესი. თუმცა ძალაუფლების მოპოვებას ისევ ბიძინა ივანიშვილის რესურსების პარაზიტობით გეგმავენ – ვიღაც ფოკუსებს ჩაატარებს და ძმაკაც-მეგობრებს მაჟორიტარებად წარადგენს, ბიძინა ივანიშვილი კი თურმე მათ ხელისუფლებაში დასვამს.

როგორც ჩანს, ის, ვინც მაჟორიტარებს არჩევს, სწორედ ასე ფიქრობს. “ქართული ოცნება” დაემსგავსა გადამწიფებულ თინეიჯერს, რომელსაც მამა აზულუქებს. გასაგებია, რომ სპორტსმენობა და მსახიობობა ნაკლი არ არის, მაგრამ ბოლო ოთხმა წელმაც ნათლად დაგვანახა, რომ კანონშემოქმედებითობა არ არის მათი მოწოდება. თვითონ ამ ადამიანებსაც რატომ აწვალებენ, გაუგებარია. თუ მათ დასაქმებაზე ზრუნავენ, სამსახური სხვადასხვა სპორტულ ფედერაციაში ეძებონ.

რატომ უნდა ისხდნენ ყაველაშვილი ან კობიაშვილი პარლამენტში და ქაღალდებს ატრიალებდნენ? ეს ხომ მათ შინაგანადაც ეჯავრებათ?! მათ პირველივე ტურში გამარჯვება გაუჭირდებათ – განსაკუთრებით თბილისში, ბევრ ოლქში მეორე ტური გველოდება, შესაბამისად, “ქართულ ოცნებას” არ ექნება ფუფუნება, გამარჯვება 8 ოქტომბერს გამოაცხადოს.

ხელისუფლება კი, რომელიც არჩევნების დღეს გამარჯვებას ვერ აცხადებს, ამომრჩევლის თვალში სისუსტეს ავლენს და მეორე ტურის შედეგებზეც ნეგატიურ გავლენას ახდენს. “ოცნებას” ტყუილად ჰგონია, რომ არჩევნები 8 ოქტომბერს მთავრდება, რეალურად ძალაუფლების საკითხი 8 ოქტომბრიდან ორი კვირის შემდეგ – მეორე ტურებზე გადაწყდება. მეჩვენება, რომ თბილისის მაჟორიტარი კანდიდატების შერჩევისას მათ ეს რისკი ვერც კი გაიაზრეს. მერწმუნეთ, ადრე თუ გვიან, პასუხისმგებლობის საკითხი აუცილებლად დადგება – თუ კანდიდატებმა გამარჯვების მოპოვება ვერ შეძლეს, კონკრეტულმა პირმა ამაზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე უნდა აიღოს.

- ვინ არის პასუხისმგებელი პირი -პრემიერი?

- ფაქტია, პარტიის მაჟორიტარ კანდიდატთა ჩამონათვალი და პროპორციული სია ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება – მაჟორიტარების სიას პრემიერი­, რომელიც ილიას სახლ-მუზეუმში ახალი სახეებით წარდგა, არ ადგენს. ამ საქმეში, ძირითადად, კახა კალაძეა ჩართული. გასაგებია, რომ კახა კალაძე პარტიის გენერალური მდივანია და კანდიდატების შერჩევაშიც აქტიურად მონაწილეობს, მე უფრო ის მიკვირს, რატომ გახდა ამ მხრივ უფუნქციო პარტიის თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილი?! მისი ხელი კანდიდატების შერჩევაში ნამდვილად არ იგრძნობა.

თავის მხრივ, პასუხისმგებლობას ვერც ბიძინა ივანიშვილი მოიხსნის – ის ყველაფერს გააკეთებს, რომ საკუთარი პარტია ხელისუფლებაში დატოვოს. თუმცა როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს არაჯანსაღი მიდგომა – ოთხი წელი ტყუილად დაიკარგა, პარტიამ ვერც ერთი ლიდერის აღზრდა ვერ მოახერხა, პირიქით, ყველა მიმართულებით დეგრადაცია განიცადა და მაჟორიტარები და პროპორციული სიის წარმომადგენლებიც გარედან მოჰყავს.
ამას გულისტკივილით ვამბობ, რადგან პარტიის შექმნაში გარკვეულწილად მეც ვმონაწილეობდი. მაგალითად, რა კავშირშია “ქართული ოცნების” მაჟორიტარ კანდიდატებთან ლევან კობიაშვილი? მრჩება შთაბეჭდილება, რომ მან, როგორც ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვერ გაამართლა და ახლა ფედერაციიდან დასაქმების ალტერნატიული გზით მის უმტკივნეულოდ ჩამოშორებას ცდილობენ. ვერ გამიგია, რატომ ფიქრობს თუნდაც კალაძე, რომ დეპუტატის მანდატი ნაკლებად საპასუხისმგებლოა? ან რატომ აწვალებენ თვითონ კობიაშვილს და იმ სფეროში უშვებენ, სადაც წარმატებული ვერ იქნება? ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ პარლამენტში ყაველაშვილი, აბუსერიძე თუ კობიაშვილი წარმატებული დეპუტატები იქნებიან.

ზაზა ხუციშვილი და ლევან გოგიჩაიშვილიც წლების განმავლობაში საზოგადოებრივად აქტიურები იყვნენ, თუმცა მათი განათლების ხარისხი ჩემთვის ნაკლებად ცნობილია. არა მგონია, მათთვის კომფორტული იყოს იმ ხალხთან ყოფნა, რომლებიც ციხის კადრების ფონზე 2012 წლის არჩევნებში კენჭს­ “ნაციონალური მოძრაობის” სახელით იყრიდნენ. სხვათა შორის, ლევან გოგიჩაიშვილის დავით უსუ­ფაშვილის კონკურენტად დასა­ხელება­ ჩემთვის მოულოდნელი იყო. მიუხედავად იმისა, რომ რესპუბ­ლიკური პარტიის” მიმართ ყოველთვის კრიტიკულად ვარ განწყობილი, ვფიქ­რობ, უსუფაშვილი ქართული პოლი­ტიკისთვის დასაკარგი ნამდვილად არ არის. მას “ქართული ოცნების” წინაშეც დიდი დამსახურება მიუძღვის, ამ პარტიისთვის ბევრი უმუშავია, რასაც ვერ დავაკონკრეტებ, ამიტომ იმდენი პატივი უნდა ეცათ, რომ კონკურენტი არ ჩაესვათ.

- და საბურთალოსგან განსხვავებით, რატომ­ არ დაასახელაქართულმა ოცნებამსაკუთარი კანდიდატი მთაწმინდაზესალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ?

- სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით მართლაც კარგი ჟესტია, როდესაც დამოუკიდებელ მაჟორიტარს მხარს უჭერ, თუმცა უსუფაშვილზე გული დამწყდა. არ ვფიქრობ, რომ ლევან გოგიჩაიშვილი დავით უსუფაშვილზე ნაკლებად კონკურენტუნარიანია. შანსი აბსოლუტურად თანაბარი აქვთ, რადგან ამ რაიონში ლევან გოგიჩაიშვილს კარგად იცნობენ.

- ცოტა ხნის წინქართული ოცნებისმაჟორიტარმა დეპუტატმა გოდერძი ბუკიამ კანდიდატურა მოხსნა. ეს გადაწყვეტილება ხომ არ ნიშნავს, რომ მმართველმა პარტიამ წარდგენილი კანდიდატების გადახედვა დაიწყო?

- პირველ რიგში, გულწრფელად მინდა დავიჯერო, რომ ბუკიამ საკუთარი წარსული გააანალიზა და მისი პოსტულატიც რეალური მონანიება გახლდათ. მეორე მხრივ, ყველა კვლევა ცხადყოფს, რომ “ქართულ ოცნებას” განსაკუთრებული პრობლემები სამეგრელოში აქვს – ამ რეგიონში “ნაციონალური მოძრაობა” გენერალურ ბრძოლას გეგმავს, სანდრა რულოვსის ზუგდიდის მაჟორიტარ კანდიდატად წარდგენაც სწორედ ამის მაჩვენებელი იყო. დღეს “ნაცმოძრაობისთვის” პრიორიტეტი სამეგრელოა, რადგან მას მთელი ქვეყნის მასშტაბით ეფექტური საარჩევნო კამპანიის ჩატარების რესურსი არა აქვს. შესაძლოა, სწორედ ამიტომ მმართველმა პარტიამ სამეგრელოში კანდიდატების გაძლიერება გადაწყვიტა. გოდერძი ბუკიასაც თამაშიდან რბილად გასვლაც ამიტომ შესთავაზეს. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს მხოლოდ “ქართული ოცნების” არასერიოზულობაზე მიანიშნებს. თუ ცოტა ხნის წინ ოპოზიციური პარტიების დაშლაზე ქირქილებდნენ, დღეს მათ მიერვე წარდგენილი მაჟორიტარი კანდიდატები ეცლებათ.

——-

ვიცე-სპიკერ მანანა კობახიძის განცხადებით, გოდერძი ბუკია საკუთარ სურვილებში მაჟორიტარ კანდიდატად წარდგენამდე უნდა გარკვეულიყო - კარგი იქნებოდა, გოდერძი ბუკიას გადაწყვეტილება მაჟორიტარ კანდიდატად წარდგენამდე მიეღო. ცუდია, როდესაც კანდიდატი არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე მონაწილეობაზე უარს ამბობს. თანაც, მის განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ბიზნესში მიდის. ეს ამ დრომდე არ იცოდა?! პარტია ხობში წარმატებულ კანდიდატს წარადგენს და ხობელებსაც ოპტიმისტურად განაწყობს. “ქართული ოცნება” უკეთეს არჩევანს გააკეთებს.

„კვირის პალიტრა“, 22 აგვისტო, 2016 წელი

ინტერვიუ სოსო ცისკარიშვილთან: „პოლიტიკური კარიერა ქალბატონ სანდრა რულოვსს ბოდიშით უნდა დაეწყო!“ // „მაჟორიტართა სიაში აშკარად ჩანს სამტრედიელი ფეხბურთელის კვალი“ // „ჩვენ დოყლაპიებივით არ უნდა დავსხდეთ და დაველოდოთ, რა დაგვატყდება თავს. ყველა ეს პროვოკაციული ნაბიჯი რუსული გეგმის ნაწილია

ნათია დოლიძე

ალბათ, ბევრისთვის ძნელად წარმოსადგენი იყო, რომ 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომისა და ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციის მერვე წლისთავზე ვინმე გაბედავდა და ამომრჩევლისთვის თავის მოწონებას 400-ლარიანი რუსული პენსიითა და საოკუპაციო ჯარის დაკანონებით შეეცდებოდა, მაგრამ ესეც მოხდა. პოლიტიკურმა ორგანიზაცია “ცენტრისტებმა” სწორედ ამგვარი შინაარსის საარჩევნო კლიპით შოკში ჩააგდო ქართველი საზოგადოება. მართალია, ამ ორგანიზაციას საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდა, მაგრამ საკმარისი კია ეს ქვეყანაში ისედაც გააქტიურებული რუსული პროპაგანდის ფონზე?! მით უფრო მაშინ, როდესაც ქვეყანაში წინასაარჩევნო კამპანია კულმინაციას აღწევს და ქვეყანაში არეულობის წახალისებით შესაძლოა ბევრი ცდილობდეს წყლის ამღვრევას. მმართველმა პარტიამ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების დასახელება თბილისში კანდიდატების წარდგენით დაასრულა და კიდევ ერთხელ გააოცა მხარდამჭერები. საქმე ის არის, რომ მათში საკმაოდ ბევრი არაპოლიტიკოსია, განსაკუთრებით თვალსაჩინოა სპორტსმენთა სიმრავლე. სწორედ ამის შეფასებით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ სოსო ცისკარიშვილთან:

- “ქართული ოცნების” თბილისში წარმოდგენილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების სია მიგვანიშნებს, რომ ეს თბილისელის მიერ არ უნდა იყოს შედგენილი. ველოდით, რომ გაცილებით კვალიფიციურ და მაღალი ავტორიტეტის ადამიანებს შემოგვთავაზებდნენ, მაგრამ თბილისელ ამომრჩეველს მოლოდინი აშკარად გაუცრუვდა. თუ გავითვალისწინებთ, რა პროფესიის ადამიანები ჭარბობენ მაჟორიტარობის კანდიდატების სიაში, აშკარად ჩანს მასში სამტრედიელი ფეხბურთელის კვალი. კონკრეტულ ადამიანებზე ლაპარაკი არ მინდა, იქ ბევრია ღირსეული და საკუთარ პროფესიულ კარიერაში წარმატებული, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ კანონმდებლებად ივარგებენ. მარტო თბილისის კი არა, საზოგადოდ სახელისუფლებო მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დიდად არ ბრწყინავენ, არ ვიცი, მათი წარმატებისთვის მხოლოდ “ქართული ოცნების” ქოლგა თუ იქნება საკმარისი.

- როდესაცქართულმა ოცნებამსიის პირველი ათეული გააცნო საზოგადოებას, დარჩა შთაბეჭდილება, რომ პროპორციული თუ მაჟორიტართა სიის შედგენაში პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი აქტიურად მონაწილეობდა, თუმცა მაჟორიტარი კანდიდატების სია აშკარად სხვაზე მეტყველებს...

- ახალი სახეების წარდგენა საგურამოში აშკარად გვაძლევდა საფუძველს, გვეთქვა, რომ ამ სიის ავტორი თუ არა, თანაავტორი მაინც კვირიკაშვილი იყო, მაგრამ თანდათან სხვა სურათი მივიღეთ. ძნელი ასახსნელია, რა ხდება, აშკარაა, რომ კადრების დეფიციტი აქვს “ქართულ ოცნებას”, შიდა დაპირისპირების კონტურებიც შეიძლება შევნიშნოთ. ჩანს, რომ იმისთვის, ვინც მაჟორიტარი კანდიდატები შეარჩია, მეცნიერება უცხო ხილია.
მაინცდამაინც ტრუსებში მორბენალი პროფესიონალები შეიყვანეს სიაში. შედეგად კი ისინი, ვინც წლების განმავლობაში ჩვენს ტაშს იმსახურებდნენ, შეიძლება მალე დიდი კრიტიკის ობიექტად იქცნენ, რადგან იწყებენ ისეთ საქმიანობას, რასაც არანაირი კავშირი არა აქვს მათ სპორტულ მიღწევებთან.

- საარჩევნოდ კალაძის ასეთმა აქტიურობამ ბევრს აფიქრებინა, რომ შესაძლოა სწორედ ის გეგმავდეს პრემიერობას, თუ მმართველმა პარტიამ მომავალ პარლამენტშიც შეძლო უმრავლესობით შესვლა

- ნამდვილად ვერ გამოვრიცხავთ პროცესების ასეთ განვითარებას. ასეთი რამ შესაძლოა რეალობად იქცეს, თუ ივანიშვილის ნდობა კვირიკაშვილმა რაიმე მიზეზით დაკარგა. აშკარაა, რომ ივანიშვილი მისივე ნებით გაპოლიტიკოსებულ ფეხბურთელს ძალიან სწყალობს. უცნაურია ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის გადეპუტატების სურვილიც, რაც აშკარად არასწორი ნაბიჯია.

- ზუგდიდის მუნიციპალიტეტშინაციონალურმა მოძრაობამმაჟორიტარ კანდიდატად ყოფილი პირველი ლედი, სანდრა რულოვსი წარადგინა. ფაქტია, მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ლამის ყოველდღიურად ავრცელებს მიმართვებს, არ ეშვება ქართულ პოლიტიკურ სივრცეს

- ნამდვილად ასეა, თუმცა ქალბატონი რულოვსის წარდგენა, მით უფრო ზუგდიდში, მოულოდნელი ნამდვილად არ ყოფილა. მნიშვნელოვანია, ვინ იქნებიან მისი კონკურენტები, რაც მეტი ადამიანი იყრის კენჭს ამ ოლქში, მით მეტად გაიზრდება ქალბატონი სანდრას წარმატების შანსი. რომც გაიმარჯვოს, არა მგონია, ეს საკითხი თავში ხელის საცემი იყოს, მაგრამ ფაქტია, ეს გასცდება ქართვEელი საზოგადოებIისა და მედიის სივრცეს და უცხოეთში რეზონანსსაც გამოიწვევს. რაც შეეხება მის განცხადებას, რომ თურმე მეტად აღარ იძალადებს “ნაციონალური მოძრაობა”, ძალიან არადამაჯერებელია. ეს შეიძლება გვერწმუნა, თუ ამას ქალბატონი სანდრა იტყოდა 2012 წლის 2 ოქტომბერს, ან მას მერე მოკლე ხანში. ცხადად ჩანს, რომ რულოვსი გულწრფელად არაფერს ნანობს, ისევე, როგორც მისი მეუღლე, შესაბამისად, ბოდიშიც არ მოუხდიათ, არადა, პოლიტიკური კარიერა სწორედ ბოდიშით უნდა დაეწყო ქალბატონ რულოვსს. მოკლედ, აშკარაა, რომ მან უბრალოდ გაიმეორა ფრაზა, რაც დაუწერეს, სულ ეს არის…

- პაატა ბურჭულაძის გიორგი ვაშაძის ორგანიზაციასთან, ასევეგირჩსადაახალ მემარჯვენეებთანგაერთიანება ბევრმა ბურჭულაძისა დანაციონალური მოძრაობისფარული ალიანსის ლუსტრაციად შეაფასა

- მე ასე არ ვიტყოდი, რადგან თქვენს ბევრ მკითხველზე ბევრად ახლო ურთიერთობა მაქვს ბატონ პაატასთან, რაც ჩვენი ნაცნობობის 30 წელს ეფუძნება. რასაკვირველია, ნებისმიერი ვერსია შეიძლება არსებობდეს ამ ნაბიჯის შეფასებისას, რადგან წინასწარ არც საზოგადოება შეუმზადებიათ ამგვარი გაერთიანებისთვის და, როგორც ჩანს, არც საკუთარი პარტიის წევრები. სწორედ ამითაა განპირობებული ნაწილობრივ მისი პარტიიდან ხალხის წასვლა. ეს შეცდომაა, რაც პოლიტიკური გამოუცდელობის მიზეზით უნდა მომხდარიყო. დარწმუნებული ვარ, ამ გაერთიანებისკენ გადადგმული ნაბიჯი იყო არა პაატა ბურჭულაძის არჩევანი, არამედ გამოსავალი. ამის მიზეზი კი ის არის, რომ მისი “მიჭირხვნის” პროცესი მთელი ძალით ამოქმედდა ქვეყანაში: ეს იყო უსინდისო ცილისწამებები, ასევე ფინანსური წყაროების გადაკეტვა, და მას სხვა გამოსავალი არ დარჩა, გარდა იმისა, რომ მიეღო ეს შეთავაზება და კოალიციურ რეჟიმში გაეგრძელებინა მოღვაწეობა. სამწუხაროდ, მას ყველა სივრცე, საიდანაც ფინანსებს იღებდა, გადაუკეტეს, სწორედ ფინანსური პრობლემების გამო გადადგა მან ეს ნაბიჯი. ვფიქრობ, ცოტა გაუჭირდება მხარდამჭერებისთვის ამის ახსნა, თუმცა ვიმედოვნებ, რომ ჩვენში უკვე არჩევენ, ვის რა როლი აქვს ნათამაშები ქვეყნის წარმატებასა თუ წარუმატებლობაში. არ შეიძლება ერთ ქვაბში მოვხარშოთ მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის დამნაშავე წევრები და ისინი, რომლებსაც არ ეყოთ თავის დროზე იქიდან წამოსვლის გამბედაობა, თუმცა დანაშაული არ ჩაუდენიათ. მით უფრო საკუთარ შეცდომებსაც თუ აღიარებენ.

- ჩვენი საზოგადოება გვარიანად შეაშფოთაცენტრისტებისსაარჩევნო კლიპმა

- რამდენიმე წელია, რაც სრულიად თვალსაჩინოა რუსული რბილი და ხისტი ძალის გავლენა საქართველოში მიმდინარე­ პროცესებზე. სამწუხაროდ, აქამდე ამაზე არანაირი რეაგირება არ მომხდარა. მეტიც, ყურადღების მიღმა დარჩა ძალიან სანდო და კვალიფიციური კვლევა სწორედ ამ თემაზე, რომელიც მოამზადა ლიბერალურმა აკადემია “თბილისმა”, რომელშიც ზედმიწევნით არის ნაჩვენები, რა ხდება ჩვენს თავს. ყველაზე გამაოგნებელია ის პროცესები, რაც ხდება არასამთავრობო სექტორში. ასზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაციის ფინანსური საწყისი აშკარად რუსულია. მათი აქტივისტები მოედვნენ ჩვენს ტერიტორიას და ამომრჩეველს გონებას უმღვრევენ. როგორც ვიცი, განსაკუთრებით დევნილთა ჩასახლებებში აქტიურობენ და ცდილობენ ეს ადამიანები დააჯერონ, რომ თუ პრორუსული ძალები გაიმარჯვებენ, რუსეთი მომენტალურად დაგვიბრუნებს ტერიტორიებს, რაც სიცრუეა. თუმცა სახელმწიფო არც ამაზე რეაგირებს.

მივედით იქამდე, რომ საკუთარ თავს ცენტრისტებად მოიხსენიებენ დაცენტრილი ადამიანები, რომლებიც მოღალატეობრივ საქმიანობას ეწევიან. ჯერჯერობით, რა სამართლებრივი ნაბიჯებიც გადაიდგა, შეიძლება საკმარისი იყოს, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე თვით, ეს მოღალატეები საქართველოს მტრები, უფრო შესაბამისად უნდა ისჯებოდნენ.

ჩვენი საზოგადოების ყურადღება ამ მნიშვნელოვანი ამბებიდან რომ მეათეხარისხოვან საკითხებზე გადაიტანონ, რუსული თითიდან გამოწოვეს თემა ქორწინების განმარტების თაობაზე. საზოგადოების ყურადღება უნდა იყოს მიმართული იმ ძალებისკენ, რომლებიც ვნებენ და მტრობენ ჩვენს ქვეყანას, და არა იმისკენ, რა ეწეროს კონსტიტუციაში ქორწინებასთან დაკავშირებით. თითქოს ეს თემა არჩევნებამდე ვერ მოითმენდა. ეს არ იყო შფოთის შემცველი ერთადერთი თემა, რომელიც შემოაგდეს და რაც რუსულ ინტერესებს ემსახურება. ამგვარი პროვოკაციული თემებით კიდევ ეცდებიან ვითარების დაძაბვას.
ჩვენი დასავლელი პარტნიორები ყოველ წუთს შეგვახსენებენ, რომ ჩვენი ევროინტეგრაციის პერსპექტივა დიდწილად დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები, რამდენად მშვიდ გარემოში და სამართლიანად ჩაივლის. რუსეთში კი აშკარად საწინააღმდეგო სურვილი აქვთ. საქართველოს დისტანცირება სჭირდებათ ევროატლანტიკური სივრცისგან, რათა 8 ოქტომბრის არჩევნები არ იქნეს ლეგიტიმურად ცნობილი. ჩვენ დოყლაპიებივით არ უნდა დავსხდეთ და დაველოდოთ, რა დაგვატყდება თავს. ყველა ეს პროვოკაციული ნაბიჯი რუსული გეგმის ნაწილია. ყველა, ვინც ახლა აქ არეულობის ატეხას შეეცდება, სწორედ კრემლის წისქვილზე დაასხამს წყალს. მზად უნდა ვიყოთ მათთვის არათუ პასუხის გასაცემად, არამედ იზოლირებაც კი უნდა მოვახდინოთ იმათი, ვინც ანტისახელმწიფოებრივ ნაბიჯებს დგამს. ეს არ შეეხება, რა თქმა უნდა, პოლიტიკოსებს, რომელთაც შეიძლება ჰქონდეთ განსხვავებული აზრი, მაგრამ სამარცხვინო “მეციხოვნეებსა” და დრომოჭმულ პოლიციელებს არ უნდა ჰქონდეთ პრეტენზია იმისა, რომ თავი ვინმეს პოლიტიკოსებად მოაჩვენონ, როდესაც მათი ერთადერთი მიზანი ფულია, თანაც უბინძურესი. სამშობლოს ღალატის განმარტება უნდა მოვიძიოთ ჩვენს კანონმდებლობაში და იმაზე კი არ ვიკამათოთ, სხვის საწოლში, საბნის ქვეშ ვინ არის და რას აკეთებს.

- ამ ორიოდე დღის წინ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ ის რამდენიმე კვირაში უკრაინისთვის უვიზო მიმოსვლის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებას ელოდება. როგორ ფიქრობთ, საქართველოსთვის ეს საკითხი არჩევნებამდე შეიძლება გადაწყდეს?

- არა მგონია, თუ ყველაფერი ნორმალურად ჩაივლის, ვფიქრობ, უვიზო მიმოსვლის თაობაზე გადაწყვეტილებას ჩვენი ევროპელი პარტნიორები სწორედ არჩევნების შემდეგ მიიღებენ. საეჭვოა პოროშენკოს ოპტიმიზმი, რადგან რამდენიმე წყაროსგან ვიცი, რომ ეს პროცესი შესაძლოა უფრო გახანგრძლივდეს უკრაინისთვის, რადგან საფრთხე იქ კვლავ დიდია, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ მისთვის მნიშვნელობა არა აქვს მინსკის ხელშეკრულებებს. ამას მოჰყვა ანგელა მერკელის მყისიერი განცხადება, რომ გერმანია მზად არის რუსეთს მოუხსნას სანქციები, თუ ის შეასრულებს მინსკის ხელშეკრულებებს, თუმცა ამის საპასუხოდ რუსეთმა ყირიმში მასშტაბური სამხედრო წვრთნა დაიწყო. როგორ ასრულებს საკუთარ ხელმოწერილ დოკუმენტებს რუსეთი, აქედანაც კარგად ჩანს და საქართველოში რუსეთის მოიმედედ მყოფ ხალხს ვურჩევ, ეს გაითვალისწინოს.

ვიმეორებ, უმნიშვნელოვანესია მოვახერხოთ და არჩევნებამდე ექსცესების გარეშე მივიდეთ. ჩვენი უპირველესი საფიქრალი უნდა იყოს სიმშვიდის შენარჩუნება. აქვე ერთ საკითხს მინდა გავუსვა ხაზი, რაც ჩვენში ყველა ხელისუფალს ახასიათებდა, კერძოდ, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი, თუმცა შესაძლოა არაპოპულარული გადაწყვეტილებების გადადება არჩევნების შიშით. ჩემთვის გამაოგნებელი იყო გიორგი კვირიკაშვილის განცხადება, რომ თურმე მასწავლებლები წამებულები არიან და მათი სერტიფიცირება და პროფესიული დონის შეფასება მიუღებელია. როგორ შეიძლება უბიძგო მასწავლებლებს იმისკენ, რომ საკუთარ განვითარებზე არ იზრუნონ?! ჯერ ისედაც რა დონე გვაქვს და ამგვარი გადაწყვეტილებები რას გამოიწვევს, ხომ წარმოგიდგენიათ?! ამას აკეთებენ მხოლოდ იმიტომ, რომ საარჩევნოდ მასწავლებლების გული მოიგონ. ზუსტად ამავე მიზეზით წლიდან წლამდე იდება მანქანების ტექდათვალიერების საკითხი, ვინაიდან მძღოლები ბევრნი არიან და ჩვენ კი ყოველ წელს არჩევნები გვაქვს, შესაბამისად, მათ განაწყენებას ერიდებიან და ხან როდის დააანონსებენ და ხან როდის, გადაწყვეტილებას კი არა და არ იღებენ. თუ ასე გაგრძელდა, ჩვენი ხელისუფლება შესაძლოა სახიფათო პოლიტიკური არითმეტიკის წინაშე დადგეს – “ნაციონალურ მოძრაობას” გამოვაკლოთ ციხე და ცოცხი, უდრის “ქართულ ოცნებას”.

ისევ სიმშვიდის შენარჩუნებას მინდა დავუბრუნდე და გავიხსენო ჩვენი პატრიარქის ამ რამდენიმე თვის წინანდელი ქადაგება, რომელშიც ბრძანა: “სადაც არ არის სიმშვიდე, იქ ჭეშმარიტება ვერ გაიმარჯვებს!”.

„კვირის პალიტრა“, 22 აგვისტო, 2016 წელი

ინტერვიუ ირაკლი სესიაშვილთან: „დავით უსუფაშვილმა ნინო ბურჯანაძის ინიციატივას ფასი დაადო“ // ინტერვიუ და ლევან ბერძენიშვილთან: „ირაკლი სესიაშვილმა იცის, რომ ნინო ბურჯანაძესთან შეკრულები არ ვართ

რუსუდან შელია

“რესპუბლიკელები” და ბურჯანაძე ერთმანეთს იყენებენ” – ასე ეხმაურება ირაკლი სესიაშვილი ნინო ბურჯანაძის უბლოკო სტატუსის შექმნის ინიციატივაზე რესპუბლიკელების პასუხს, რომ კონსტიტუციაში ევროატლანტიკური კურსი განისაზღვროს. რატომ გაუჩნდა საპარლამენტო უმრავლესობის წევრს ეჭვი, რომ ნინო ბურჯა­ნაძე და რესპუბლიკელები შესაძლოა უნისონში მოქმედებდნენ, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი საუბრობს:

- საქართველომ ევროატლანტიკური კურსი დიდი ხნის წინ აირჩია, ხელისუფ­ლებაც ამ მიმართულებას ავითარებს და შესაბამისად, დასავლური კურსი განხილვასაც კი არ ექვემდებარება. უბლოკო სტატუსი ოკუპაციის აღიარებას, სტატუსკვოს შეგუებასა და საქართველოს ბუფერულ ზონად გამოცხადებას ნიშნავს, სადაც უპირატესობა დომინანტ სამხედრო-პოლიტიკურ ძალას, ანუ რუსეთს ექნება. ვფიქრობ, ქალბატონი ნინოსგან უბლოკო სტატუსზე საუბარი პრორუსული პოლიტიკის გატარებას ნიშნავს, რაც, სავარაუდოდ, პრორუსულად განწყობილ ამომრჩეველზეა გათვლილი. დარწმუნებული ვარ, საქართველო არასოდეს დაუშვებს, ოკუპაციას შეეგუოს.

- მაშინ რატომ გახდა თქვენთვის მიუღებე­ლი რესპუბლიკელების ინიციატივა, რომ კონსტიტუციაში ქვეყნის ევროატლანტიკური კურსი განსაზღვრულიყო?

- რომ არა დავით უსუფაშვილის ინიც­იატივა, ნინო ბურჯანაძის შეთავაზება­ ნახევარი დღის საინფორმაციო სიახლე იქნე­ბოდა. დიდი ხანია ბურჯანაძე პოლიტიკ­ურ რეკლამას ატრიალებს, სადაც მთავარ პრიორიტეტად უბლოკო სტატუსს ასახელებს, თუმცა საზოგადოებას მისთვის ყურადღება არ მიუქცევია. ვფიქრობ, წინასაარჩევნოდ დუეტი შეიკრა და უსუფაშვილმა ბურჯანაძის ინიციატივას ფასი დაადო. თუ რესპუბლიკელებს კონსტიტუციაში მსგავსი ჩანაწერის გაკეთება სურდათ, ამისთვის ოთხი წელი ჰქონდათ – მე პირველი ვიქნებოდი, ვინც მხარს დაუჭერდა.

————

ირაკლი სესიაშვილის განცხადებას რესპუბლიკელი ლევან ბერძენიშვილი შეცდომად აფასებს:

- ირაკლი სესიაშვილმა იცის, რომ ნინო ბურჯანაძესთან შეკრულები არ ვართ და არც რუსების აგენტურას წარმოვადგენთ, ალბათ ფიქრობს, რომ მსგავსი­ განცხადებებით ცენტრალურ პოლიტიკაში ჩაერთვება, რადგან პერიფერიაშია გაშვებული. ბურჯანაძეს უნდა, რომ ავადმყოფ უჯრედებს თავი მოუყაროს, რათა პრორუსულად განწყობილი ჯგუფები წინასაარჩევნოდ ინაშვილისკენ, ნათელაშვილისკენ, ბედუკაძისკენ ან კვარაცხელიასკენ არ გაეპაროს. ამით რუსეთსაც ასიამოვნებს და მეტ დაფინანსებასაც მიიღებს.

- რატომ გამოეხმაურეთ ახლა ნინო ბურჯანაძის­ განცხადებას და არ დააყენეთ იგივე ინიციატივა­ ოთხი წლის განმავლობაში?

- ამ ინიციატივაზე უარს ამბობენ ის ადამიანები, რომლებიც ცოტა ხნის წინ იძახდნენ, კონსტიტუციაში უნდა ჩავწეროთ­ ქორწინების განსაზღვრებაო. მგონი, ლოგიკასთანაც მწყრალად არიან. წარმოიდგინეთ, როგორი გმირობა გამოიჩინა დავით უსუფაშვილმა და ივანიშვილმაც, რომ ამ ადამიანებს პარლამენტში ანტიდისკრიმინაციული კანონი მივაღებინეთ. ჩვენ ვსაუბრობთ ადამიანებზე, რომლებსაც ეზიზღებათ კანონები,­ სადაც საუბარია, რომ ქალი არ უნდა მოკლა – ამათ ევროპაში არ უნდათ, ამიტომაც­ ვითხოვთ, კონსტიტუციაში ქვეყნის კურსის განსაზღვრას.

- დააკონკრეტეთ, “ქართული ოცნებიდანვის არ სურს ევროპაში?

- იქ დღესაც ბევრი მეჭიაურია. არ დავაკონკრეტებ, თუმცა მიგანიშნებთ – გაიკითხეთ, რა განწყობაა “ოცნების” ფეხბურთელ და ხელოვან კანდიდატებს შორის… მათ დღესაც რუსეთი უყვართ.

- ლევან გოგიჩაიშვილზეც იმავეს ფიქ­რობთ, რომელიც უსუფაშვილის საარჩევნო კონკურენტია

- საბურთალო შეცდომას არ დაუშვებს და დავით უსუფაშვილზე, საქართველოს ისტორიაში ყველაზე კარგ პარლამენტის თავმჯდომარეზე, ლევან გოგიჩაიშვილს არ გაამარჯვებინებს. აშშ-ში ნასამართლევი ადამიანი წინასაარჩევნოდ კანდიდატურას­ ვერასოდეს დააყენებდა, საქართველოში ხდება პარადოქსები…

„კვირის პალიტრა“, 22 აგვისტო, 2016 წელი

არია აირია! „პაატა ბურჭულაძემ პოლიტიკური თვითჩაძირვის მაგალითი მოგვცა“ // განაცებული პაატა ბურჭულაძის რეიტინგი ამ პოლიტიკური მანევრით მხოლოდ ნულს გაუტოლდება“ // „პაატა ბურჭულაძის პარტიის ოფისში სკამიც კინაციონალური მოძრაობისჰაერით სუნთქავს

რუსუდან შელია

წინასაარჩევნოდ პროდასავლურობის პრინციპით ახალი საარჩევნო ბლოკი შეიქმნა – პაატა ბურჭულაძის პარტიასთან ერთად, პარლამენტში მანდატების მოსაპოვებლად “გირჩი”, გიორგი ვაშაძის “ახალი საქართველო” და “ახალი მემარჯვენეები” იბრძოლებენ. როგორც ითქვა, შესაძლოა, გაერთიანებას ედპ-ც შეუერთდეს.

პაატა ბურჭულაძესთან ერთად, პარტია “სახელმწიფო ხალხისთვის” ბიზნესმენმა ირაკლი გურჩიანმა დააფუძნა, თუმცა ის ერთ-ერთი პირველი აღმოჩნდა, ვინც პარტია შექმნიდან მალევე დატოვა. ირაკლი გურჩიანი “კვირის პალიტრასთან” დუმილს არღვევს და პაატა ბურჭულაძის პარტიიდან წამოსვლის მიზეზებზე დეტალურად საუბრობს:

- როდესაც დავრწმუნდი, რომ “სახელმწიფო ხალხისთვის” ოდესიდან იმართებოდა, პარტია მაშინვე დავტოვე. მადლობა ღმერთს, სწორი გზა დროულად დავინახე. პაატამ პარტიის ჩამოყალიბება პირველად სწორედ მე, 2015 წლის სექტემბერში შემომთავაზა – მაშინ პირველი კითხვა შემდეგი მქონდა: ხომ არ იყო ის დაკავშირებული მიხეილ სააკაშვილის ინტერესებთან? პაატამ ჩემი ეჭვები კატეგორიულად უარყო. ამის შემდეგ კიდევ რამდენჯერმე ვკითხე იგივე და ისევ კატეგორიულად იუარა. ჩვენი მეგობრობიდან გამომდინარე, არ მქონდა უფლება, მისი პასუხისთვის არ დამეჯერებინა. საბოლოოდ, აღმოჩნდა, რომ მომატყუა. რა თქმა უნდა, ბოლომდე არ გამეხსნა, მაგრამ როგორც კი დავრწმუნდი, მოძრაობა მაშინვე დავტოვე.

- კონკრეტულად, როდის დარწმუნდით ან როდის გაგიჩნდათ ეჭვი, რომ პარტია ოდესიდან იმართებოდა?

- პარტიის ოდესიდან მართვის შესახებ ეჭვი მას შემდეგ გამიჩნდა, რაც რეგიონებში ოფისების გახსნა დავიწყეთ – ყველგან მხოლოდ ყოფილი “ნაციონალები” მოდიოდნენ. პირადად მე კადრების შერჩევაში ვმონაწილეობდი. ბევრი ჩემი დაწუნებული კადრი, ჩემი უარყოფითი დასკვნის მიუხედავად, ორ კვირაში მაინც ინიშნებოდა. ჩემს შეკითხვაზე, რატომ მიიღეს ესა თუ ის ჩემგან დაწუნებული კადრი პარტიაში, მპასუხობდნენ, რომ თავადაც შეცდომაში შეიყვანეს და ადამიანებს მათი მეგობრის რეკომენდაციით ნიშნავდნენ, იმასაც მეუბნებოდნენ, ეს ადამიანები ჩვენი ერთგული იქნებიანო. წარმოიდგინეთ, ისეთ ადამიანებზეა საუბარი, რომლებიც მეუბნებოდნენ იმ უბედური 9 წლის განმავლობაში, “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ვიყავით და 2014 წლამდე შტაბში ან გამგეობაში ვმუშაობდითო, რა თქმა უნდა, “ნაციონალური მოძრაობის” კვოტით. ერთი აპლიკანტი მოვიდა და როდესაც ვკითხე, რომელიმე პარტიის წევრი თუ ყოფილხარ-მეთქი, მიპასუხა, დღესაც “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ვარო. ასეთი ადამიანი როგორ უნდა მიმეღო?! ბოლოს საერთოდ დავანებე გასაუბრებებში მონაწილეობას თავი, რადგან “რაღაც იდუმალი ძალა” პარტიაში მხოლოდ “ნაციონალებს” ასაქმებდა. ჩემთან ერთად გასაუბრებებს ხათუნა ლაგაზიძეც ესწრებოდა, თითქოს ჩემთან ერთად ისიც იწუნებდა ყოფილ “ნაციონალებს”, თუმცა პარტიაში თანამდებობებზე მაინც ინიშნებოდნენ. პაატა ბურჭულაძის პარტიის ოფისში სკამიც კი “ნაციონალური მოძრაობის” ჰაერით სუნთქავს. სხვა დეტალებზე, როცა დრო იქნება, აუცილებლად ვისაუბრებ!

- დღეს როგორ აფასებთ პაატა ბურჭულაძისგირჩთან“, გიორგი ვაშაძესა დაახალ მემარჯვენეებთანგაერთიანებას?

- ყველანი, “სახელმწიფო ხალხისთვის”, “გირჩი” და გიორგი ვაშაძე, ოდესას ჯაჭვით არიან მიბმული. პაატა ბურჭულაძის პარტია იმ სექტის ნაწილია, რომელსაც “ნაციონალური მოძრაობა” ჰქვია – პოლიტიკური ძალის, რომელმაც ჩვენს ხალხს სულში ჩააფურთხა. ამ ადამიანებთან ერთად მე ვერასოდეს ვიდგებოდი.

———-

ნინო ნადირაძე-კუზანოვა: პარტიაში არსებული გაუგებარი ვითარება ყრილობაზევე შევნიშნე. როგორც ვთქვი, თავი კომკავშირის შეკრებაზე მეგონა. ამ პარტიაში მყოფ ადამიანებს არ სჯერათ იმის, რასაც ამბობენ, ზედმეტად ხელოვნურები არიან. ყველაფერს თითქოს ნაძალადევად აკეთებენ. რაც შეეხება ახალ გაერთიანებას, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ინტუიცია არასოდეს მღალატობს და პარტიის დატოვებით, თავის დროზე, აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება მივიღე.

არჩილ გამზარდია, ექსპერტი: ბლოკში ისეთი პოლიტიკური ძალები შეიკრიბნენ, რომლებსაც უდავოდ “ნაცმოძრაობის” ელფერი დაჰკრავს – “ახალი მემარჯვენეები” ყოველთვის “ნაციონალების” არაოფიციალურ პარტნიორებად მოიაზრებოდნენ, ვაშაძე სააკაშვილისეულ განცხადებებს აკეთებდა და დღესაც იმავე აზრზეა. რეალურად, ვაშაძემ “ნაციონალური მოძრაობა” ბოკერიასთან დაპირისპირების გამო დატოვა, ლიდერად კი დღესაც სააკაშვილს მიიჩნევს. ლოგიკურია, რომ პოლიტიკური სცენიდან გაქრობის რეჟიმში მყოფი “ნაცმოძრაობა” ახალი სატელიტი გაერთიანებით სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნებას ცდილობს. ვფიქრობ, პოლიტიკურ ამინდს დღესაც სააკაშვილი ქმნის… თანაც, მიუხედავად იმისა, რომ აქცენტს პროდასავლურობაზე აკეთებენ, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული პარტიები გაერთიანდნენ – არა მგონია, კაციტაძესა და ზურაბ ჯაფარიძეს ან გიორგი ვაშაძეს ერთმანეთთან პრინციპები აერთიანებდეს. ვფიქრობ, პაატა ბურჭულაძეს არჩევნებში დამოუკიდებლად გასვლის შემთხვევაში მეტი შანსი ჰქონდა, პარლამენტში წარმომადგენლობით შესულიყო, სააკაშვილის ხელისუფლების გარემოს დაცვის მინისტრთან და ადეიშვილის ყოფილ მოადგილესთან ალიანსმა კი ის პოლიტიკურად დაასამარა. ბურჭულაძემ პოლიტიკური თვითჩაძირვის მაგალითი მოგვცა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში ბურჭულაძის რეიტინგი ისედაც სტაბილურად მცირდებოდა, მას საზოგადოების ნაწილი მაინც ალტერნატიულ ძალად მიიჩნევდა. დღეს პაატა ბურჭულაძეს ეს მოცემულობაც აღარ შერჩა.

რამაზ საყვარელიძე, ექსპერტი: რეალურია ვერსია, რომ სააკაშვილი­ პაატა ბურჭულაძის ირგვლივ ახალი საარჩევნო ბლოკის შექმნით “ნაციონალური მოძრაობის” რებრენდინგს ცდილობს – ეს არის მანევრი, რომ პოლიტიკურ ორბიტაზე “ნაციონალური მოძრაობის” ახალი პოლიტიკური მოდელი ჩამოყალიბდეს. ვფიქრობ, სააკაშვილი ორივე პოლიტიკური ძალის – “ნაციონალური მოძრაობისა” და პაატა ბურჭულაძის ახალი გაერთიანების საარჩევნო რესურსს ცდის. თუ აღმოჩნდება, რომ ახალი ბრენდი უფრო მისაღები იქნება საზოგადოებისთვის, ვიდრე “ნაციონალური მოძრაობა”, ბლოკის ლიდერად თავად მოგვევლინება, თუ “ნაციონალური მოძ­რაობა” აღმოჩნდა ასეთი ძალა, პაატა ბურჭულაძეს სატელიტ ძალად დაიტოვებს.

- რა საფუძველი აქვს ამ ვერსიას, როდესაც ბურჭულაძეს სწორედნაცმოძრაობიდანწამოსული პოლიტიკოსები უერთდებიან?

- მთავარი პოლიტიკური თამაშიც სწორედ ამაში მდგომარეობს – ყოფილი “ნაციონალები” ისევ ერთიანდებიან, ამჯერად პაატა ბურჭულაძის დახმარებით. თუმცა, “განაცებული” ბურჭულაძის რეიტინგი ამ პოლიტიკური მანევრით მხოლოდ ნულს გაუტოლდება. არადა, თავდაპირველად მისი რეიტინგი დაახლოებით 7% იყო, ახალ საარჩევნო ბლოკში გაერთიანებულ სხვა პარტიებს კი პულსი უკვე დიდი ხანია აღარ ესინჯება. პაატა ბურჭულაძეს თანაგუნდელებთანაც მოუწევს გამკლავება – მას საარჩევნო სიაში­ საკუთარი პარტიის წევრების ადგილის­ დათმობა ახალი პარტნიორებისთვის მოუწევს.
ამ რეალობას ბევრი არ შეეგუება, მეტიც, შესაძლოა, პროცესი თავად ბურჭულაძის პარტიის დაშლამდეც კი მივიდეს, შედეგად კი ბლოკში მხოლოდ პაატა ბურჭულაძე და სხვა ყოფილი, მაგრამ მაინც მოქმედი “ნაციონალები” დარჩნენ, რაც, ბუნებრივია, “ქართული ოცნების” რეიტინგზე მხოლოდ დადებითად იმოქმედებს.

———

გიორგი ვაშაძე, “ახალი საქართველოსლიდერი: პირადად მე პაატა ბურჭულაძესთან კონსულტაციები არ მქონია, თუმცა, მოლაპარაკება ამ პროცესს წინ უძღოდა. მთავარი ისაა, რომ გაერთიანება შედგა­ – ახალ ბლოკში ისეთი ადამიანები შევიკრიბეთ, რომლებსაც ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის სურვილი რეალურად გვამოძრავებს და გეგმებიც შემუშავებული გვაქვს. თუ ამ გაერთიანების შექმნა ბურჭულაძის რამდენიმე თანაგუნდელისთვის მიუღებელი აღმოჩნდა, ეს პარტიის საერთო განწყობას ნამდვილად არ ეპასუხება.

- გვახსოვსგირჩისწევრების განცხადებებირომლებიც პაატა ბურჭულაძის განცხადებებს, რომ ის თავს საბჭოთა ადამიანად მიიჩნევს და ამაყია, რომ მსოფლიოში რუსულ ბანად წარადგენდნენ, საჯაროდ აკრიტიკებდნენ. ბურჭულაძის ირგვლივაც ამოწურეთ კითხვები?

- ეს მხოლოდ წვრილმანი დეტალებია, რაც საერთო კამპანიაზე გავლენას ვერ მოახდენს. ამ საკითხზე საუბარი ჩვენთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია.

——-

გიორგი რუხაძე, “სახელმწიფო ხალხისთვისერთ-ერთი ლიდერი:

- გაერთიანებაზე შემოთავაზება “გირჩისგან”, “ახალი საქართველოსა” და “მემარჯვენეებისგან” მივიღეთ, ბლოკის შექმნის მთავარი მოტივი კი პროდასავლური ძალების მაქსიმალური კონსოლიდაცია და მომძლავრებულ პრორუსულ განწყობებთან დაპირისპირებაა. დღეს ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ძლიერი ალტერნატივა უნდა გაჩნდეს – საზოგადოების ნდობით აღჭურვილი, მკვეთრად გამოკვეთილი ლიდერის გარშემო ღირებულებებით გაერთიანებული ერთობა, რაც მოსახლეობას საშუალებას მისცემს, არჩევანი არა ცუდსა და უარესს, წარსულში ჩარჩენილ “ქართულ ოცნებასა” და “ნაცმოძრაობას”, არამედ წარსულსა და მომავალს შორის გააკეთოს.

- ფაქტია, რომ თქვენი პარტიის წევრებისთვის, მათ შორის, მერაბ მეტრეველისთვის, ყოფილნაციონალებთანგაერთიანების შექმნა­ მიუღებელი აღმოჩნდა. გამოდის, პარტიისთვის საკუთარ წევრებზე მნიშვნელოვანი ახალი პოლიტიკური პარტნიორები აღმოჩნდნენ?

- ბუნებრ­ივია, გაერთიანების შექმნა იოლი გადაწყვეტილება არ გახლდათ – პარტიაში არის მცირე ჯგუფი ადამიანებისა,­ მათ შორის, მერაბ მეტრეველიც, რომლებიც ამ ნაბიჯს არ ემხრობიან. ეს ჯანსაღი დემოკრატიული პროცესის ნაწილია, თუმცა დემოკრატიის მთავარი პრინციპი სწორედ ის არის, რომ გადაწყვეტილებას უმრავლესობა იღებს.

- ახალი ბლოკის შექმნის შემდეგ გაჩნდა ვერსია, რომ გაერთიანებანაციონალური მოძრაობისსატელიტი იქნება წინასაარჩევნოდ, თანაც, ხშირად აღნიშნავთ, პროდასავლურ ოპოზიციურ სპექტრს ვაერთიანებთო. ამ ლოგიკით, რატომ არ აწარმოებთ მოლაპარაკებასთავისუფალ დემოკრატებთანან რესპუბლიკელებთან?

- სპეკულაციები არასდროს დასრულდ­ება. ზოგისთვის “ნაცმოძრაობის” პროექტი ვიყავით და ზოგისთვის – “ქართული ოცნების”. პაატა ბურჭულაძე და მისი გუნდი ქართველი ხალხის პროექტია, რომელსაც შესწევს ძალა და აქვს რესურსიც, ქვეყანა­ განვითარების ახალ ეტაპზე გადაიყვანოს. “ოცნების” ხელისუფლების შავი პიარი და სუს-ის ზეწოლა იმისთვის, რომ პაატა ბურჭულაძის რეპუტაცია შელახოს და ჩვენს პარტიაში ბზარი გააჩინოს, უშედეგოდ დასრულდება. “ნაციონალური მოძრაობაც” ებრძოდა ოპოზიციურ ძალებს ბინძური მეთოდებით, მაგრამ სწორედ ეს გახდა მათი დასასრულის დასაწყისი. “ქართულ ოცნებას” ვაფრთხილებ – მსგავსი მეთოდებით მიზანს ვერ მიაღწევს, სამაგიეროდ, ქართულ სახელმწიფოსა და მის რეპუტაციას დააზარალებენ.

შესაძლოა, რამდენიმე ადამიანმა ზეწოლას ვერ გაუძლოს და ჩვენი რიგები მართლაც დატოვოს, თუმცა მათ ადგილს სხვა პატრიოტები დაიკავებენ და ჩვენც კიდევ უფრო გავძლიერდებით.

„რეზონანსი//მთელი კვირა“, 22 აგვისტო, 2016 წელი

რატომ მიდიან პაატა ბურჭულაძის პარტიიდან

აღმოჩნდა, რომ ნაციონალური მოძრაობის სატელიტი პარტიებისთვის უნდა ვიწვალოთ და ისინი კვლავ პარლამენტში შევიყვანოთ

ელზა პაპოშვილი

უკვე რამდენიმე დღეა, რაც პაატა ბურჭულაძის მოძრაობის “სახელმწიფო ხალხისთვის” წევრები სხვადასხვა რეგიონიდან პარტიას ტოვებენ. ბოლო მასშტაბური წასვლა ფოთის საქალაქო ორგანიზაციაში მოხდა. ორგანიზაციის ყოფილი აღმასრულებელი მდივანი ზაზა ჭურღულია ამბობს, რომ მასთან ერთად პარტია 50-მდე ადამიანმა დატოვა. ამის მიზეზად კი იგი პაატა ბურჭულაძის მიერ ახალი ალიანსის შექმნას ასახელებს, რომლიც მან რამდენიმე ოპოზიციურ პარტიასთან ერთად ჩამოაყალიბა.

“ჩემთან ერთად ორგანიზაციის დატოვების გადაწყვეტილება 50-მდე ადამიანმა მიიღო, რომლებმაც სააკაშვილისდროინდელ მოღვაწე ადამიანებთან ურთიერთობა და თანამშრომლობა არ ისურვეს. სამწუხაროდ, მეც და დანარჩენ 50 ადამიანს გვეშინოდა, რომ ბურჭულაძე “ნაციონალურ მოძრაობასთან” ითანამშრომლებდა. ამის ბოლომდე დაჯერება არ გვინდოდა, მაგრამ რეალობა სულ სხვა აღმოჩნდა. სამწუხაროდ და საუბედუროდ, დადასტურდა ფაქტი, რომ მოძრაობამ “სახელმწიფო ხალხისთვის” გარიგება ისეთ პოლიტიკურ პარტიებთან დადო, რომლებიც პრინციპულად და კატეგორიულად მიუღებელია ჩემთვის და იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ჩემ გვერდით დგანან. წარმოუდგენელია იმ ადამიანების გვერდით ვიდგე, რომელთა წინააღმდეგ 4 წლის წინ ხალხი სიცოცხლეს სწირავდა”, – განაცხადა ზაზა ჭურღულიამ. მან ასევე უარყო ის ფაქტი, რომ თითქოს მასზე და დანარჩენ წევრებზე, რომლებმაც პარტია დატოვეს, ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან გარკვეული სახის ზეწოლა ხდებოდა. ჭურღულიას თქმით, არ არის გამორიცხული, რომ პარტიის რიგები სხვა ქალაქებისა და რეგიონების წარმომადგენლებმაც დატოვონ, რომლებისთვისაც “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილ სახეებთან ურთიერთობა და თანამშრომლობა მიუღებელია.

პაატა ბურჭულაძის პარტია ასევე დასავლეთ საქართველოში პარტიის საორგანიზაციო ხელმძღვანელმა სოსო გაბრიჭიძემ დატოვა. მისი თქმით, ამის მიზეზი ბურჭულაძის მიერ ისეთ პოლიტიკურ ძალებთან თანამშრომლობაა, რომლებიც მისთვის როგორც პოლიტიკურად ასევე მორალურად მიუღებელია.

“პარტიის დატოვება მას შემდეგ გადავწყვიტე, რაც ქუთაისში პარტიას სათავეში “ნაცმოძრაობის” ყოფილი წევრი ამირან ხვადაგიანი ჩაუდგა. ყველას იმედი გვქონდა, რომ მოძრაობა “სახელმწიფო ხალხისთვის” არჩევნებზე დამოუკიდებლად გავიდოდა და ასეთ არაფრის მთქმელ და მომცემ პოლიტიკურ სუბიექტებთან არ გაერთიანდებოდა. ჩვენ ვართ მწარედ მოტყუებული ხალხი. გვეგონა, რომ უარს ვეუბნებოდით ყველაფერ წარსულს და ამომრჩეველს ახალი ენერგიითა და იმედებით პარლამენტში შესვლას ვპირდებოდით. ბოლოს აღმოჩნდა, რომ “ნაციონალური მოძრაობის” სატელიტი პარტიებისთვის უნდა ვიწვალოთ და ისინი კვლავ პარლამენტში შევიყვანოთ”, – აცხადებს გაბრიჭიძე.

“სახელმწიფო ხალხისათვის” ისნის #8 საარჩევნო ოლქის ყოფილი აღმასრულებელი მდივანი და ამავე პარტიის ვაზისუბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზურაბ პინაიშვილი ამბობს, რომ მან პარტია პაატა ბურჭულაძის ქმედებების გამო დატოვა.

“მე ვიყავი მაჟორიტარობის დეპუტატობის კანდიდატი და ისნის #8 საარჩევნო ოლქის აღმასრულებელი მდივანი, მაგრამ საქმის კურსში არავის ჩავუყენებივარ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” სატელიტ პარტიებთან – “გირჩსა” და “ახალ საქართველოსთან” გაერთიანება უნდა მომხდარიყო. ეს ჩვენთვის სრულიად მოულოდნელი და წარმოუდგენელი რეალობა იყო, რომლის წინაშეც აღმოვჩნდით. ამიტომაც მიმაჩნია, რომ საქმე პაატა ბურჭულაძის სახით, პოლიტიკურ ავანტიურასთან გვაქვს. ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე, მე და ჩემი თანაგუნდელები ვემიჯნებით “ნაციონალური მოძრაობის” წევრებთან კავშირს და პაატა ბურჭულაძის მხრიდან თავისი პარტიის წევრების მიმართ უპასუხისმგებლო, დამამცირებელ და ავანტიურისტულ დამოკიდებულებას, რის გამოც ჩემს გუნდთან ერთად აღნიშნულ პარტია დავტოვე”, – აცხადებს ზურაბ პინაიშვილი.

მოძრაობის “სახელმწიფო ხალხისთვის” ფოთის მაჟორიტარობის კანდიდატი კოტე კემულარია ამბობს, რომ ზაზა ჭურღულია პარტიის აღმასრულებელი მდივანი არ ყოფილა, მასთან ერთად კი ორგანიზაცია არა 50 კაცმა, არამედ მოძრაობის 4-მა აქტივისტმა დატოვა, რომლებიც მისი ნათესავები არიან.

კოტე კემულარიას თქმით, მათი პარტიის წინააღმდეგ წინასწარ დაწერილი სცენარით მიზანმიმართული კამპანია მიმდინარეობს.

“ფოთში 2400 მხოლოდ რეგისტრირებული მხარდამჭერი გვყავს და პაატა ბურჭულაძის მიმართ მხარდაჭერა ძალიან დიდია. რა თქმა უნდა, ეს ხელისუფლების შეშფოთებას იწვევს, რომელიც ისტერიკაშია ჩავარდნილი და არ იცის, რა ქნას. ხელისუფლებამ იქირავა და ფოთში ჩამოიყვანა ყოფილი მერი დავით ქანთარია, რომელიც სასტუმროში მეფესავით უზით და სუს-ის თანამშრომლებთან ერთად გეგმებს აწყობენ. ზაზა ჭურღულია კი სწორედ ქანთარიას ოჯახის წევრია. ის იბრალებს, რომ ჩვენი აღმასრულებელი მდივანი იყო, რეალურად კი მას ეს თანამდებობა არ ეკავა და არც ამის დამადასტურებელი დოკუმენტი არსებობს. განცხადების გაკეთებისას მის უკან მდგარი ადამიანებიც არიან ჭურღულიას ნათესავები და ასევე მის მიერ მოყვანილი რამდენიმე კოორდინატორი.

ეს არის უნიჭო სცენარი, ზუსტად ისეთივე, როგორიც იყო ხობში და ეს ქმედებები ხელისუფლებას შედეგს ვერ მოუტანს, რადგანაც ბურჭულაძეს საკამოდ ბევრი მხარდამჭერი ჰყავს. ვუთითებ ადამიანის სახელსა და გვარს, დაინტერესდით, როგორც ჟურნალისტები ასევე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები. ფაქტი სახეზეა, რომ ხელისუფლება ისეთ სცენარს თამაშობს, რომლის ამოცნობა პატარა ბავშვსაც კი შეუძლია. ამიტომ ჩირქის მოცხების ყველა მცდელობა წყალში ჩაეყრებათ და საზოგადოება კარგად მიხვდება, ვინ რას იტყუება”, – აცხადებს კოტე კემულარია.

„რეზონანსი//მთელი კვირა“, 22 აგვისტო, 2016 წელი

ინტერვიუ მამუკა კაციტაძესთან: „პაატა ბურჭულაძის ახალი ბლოკის სიის #1 თავად ბურჭულაძე იქნება

გვანცა ღვედაშვილი

“ახალი მემარჯვენეების” ლიდერი და ახლა უკვე “სახელმწიფო ხალხისთვის” პოლირიკური ბლოკის წევრი მამუკა კაციტაძე “მთელ კვირასთან” იმ მიზეზებზე საუბრობს, რის გამოც ბლოკი შეიქმნა. მისი თქმით, გაერთიანების ერთ-ერთი მიზეზი დღეს არსებული ორპოლუსიანი პოლიტიკური სისტემაა. რაც შეეხება გაერთიანების შემდეგ პარტიიდან მისი წევრების მასობრივ გადინებას, მამუკა კაციტაძის აზრით, თუკი ვინმე უხელფასობის გამო ტოვებს პარტიას, ეს კარგიცაა.

- რამ განაპირობა თქვენი პაატა ბურჭულაძესთან ერთად ბლოკში გაერთიანება?

- დაახლოებით 3-4 თვის წინ, როცა ყველა პარტია აცხადებდა, რომ არჩევნებში მონაწილეობა დამოუკიდებლად უნდა მიეღო, “ახალმა მემარჯვენეებმა” მგონი პირველებმა ვთქვით, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ჩვენ მონაწილეობას ბლოკურ რეჟიმში ვხედავდით. 2012 წელს საქართველოში ორპოლუსიანი პოლიტიკური სისტემა შეიქმნა. ოთხი წელი ვხედავდით ძველი და ახალი ხელისუფლების ჭიდილს. იმისთვის, რომ ეს ხელოვნური ორპოლუსიანობა დაინგრეს, საჭიროა ძალების კონსოლიდაცია და რესურსების გაერთიანება.

ასევე ჩვენ ვთქვით, რომ საკუთარ თავს ვხედავდით იმ პარტიის გვერდით, რომელსაც მყარი იდეოლოგიური საყრდენი გააჩნდა, ანუ იყო მემარჯვენე და ცენტრისტი თავისი იდეოლოგიით. ამ მიმართულებით ძალიან ბევრი ვიმუშავეთ, რადგან არაერთ პარტიასთან გვქონდა მსჯელობა, შეგვექმნა ერთი ჯგუფი, თუმცა ზოგისთვის ჩვენ, “ახალი მემარჯვენეები” არ ვიყავით მისაღები, ზოგი კი პირიქით – ჩვენთვის არ იყო საინტერესო და შეთავსებადი. საბოლოოდ ჩვენ, ახალი პოლიტიკური ცენტრი “გირჩი” და “ახალი საქართველო” შევჯერდით, რომ ჩამოგვეყალიბებინა პოლიტიკური ბლოკი “ახალი არჩევანი”. როცა დავფიქრდით, ჩავთვალეთ, რომ არც ერთ ჩვენგანს არ ჰქონია შეთავაზება ბატონი პაატა ბურჭულაძის პარტიასთან და გადავწყვიტეთ ეს შეთავაზება მისთვისაც გაგვეკეთებინა.

გულწრფელად გეტყვით, რომ პირდაპირ ტრიბუნიდან შეთავაზება არ მომხდარა. მანამდე, პაატას გარდა, გარკვეული კონტაქტები გვქონდა ამ პარტიის ლიდერებთან და რამდენიმე სამუშაო შეხვედრამ დაგავანახვა, რომ შესაძლებელი იყო მათთან გაერთიანება. ამიტომ გავაკეთეთ ის საჯარო შეთავაზება, რომელიც უკვე ყველამ იცის და დადებითი პასუხი მივიღეთ.

- რაზე მოხდა შეთანხმება? არის თუ არა საკითხი, რომელზეც განსხვავებული აზრის ხართ ბლოკში და შეთანხმებას ვერ მიაღწიეთ?

- დაახლოებით ერთი დღის განმავლობაში უწყვეტად გვქონდა შეხვედრები, როგორც ლიდერთა, ისე კონკრეტულ ჯგუფებს შორის და მივედით იმ გადაწყვეტილებამდე, რომელზეც ახლა ვართ. ჩვენი მიზანია, რომ მოვახდინოთ ძალების მაქსიმალური კონსოლიდაცია, რეალურ და გავლენიან მოთამაშედ დავფიქსირდეთ მომავალ პოლიტიკაში და დავანგრიოთ ძველი და ახალი ხელისუფლების ორპოლუსიანობა. ჩემი და ჩემი პარტნიორების აზრით, “ნაციონალური მოძრაობაც” და “ქართული ოცნებაც” ნელ-ნელა ისტორიის კუთვნილება ხდება იმ რანგის გავლენით, რაც მათ ჰქონდათ. ხაზს ვუსვამ, რომ გავლენებით და არა პოლიტიკიდან გაქრობით.

ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ გათვლა უნდა გაკეთდეს მომავალზე, განვითარებაზე, პროგრესზე და არა იმ ფაქტორზე, რომ ვიღაცას ვიღაცის ბოღმა აქვს და სანამ იმას არ ამოიღებს, მანამდე არ მოისვენებს. ასე ეს პროცესი არ დამთავრდება. ახლანდელი ხელისუფლება წინას გაუსწორდა, მომავალი ახლანდელს გაუსწორდება და ასე გაგრძელდება… რა თქმა უნდა, განსხვავებები არის. ჩვენ ვერ ვთანხმდებით წარსულის შეფასებებზე. შესაძლოა მომავალში სხვა საკითხებზეც ვერ შევთანხმედეთ, მაგრამ ჩვენ არ ვეძებთ საკითხებს, რაზე ვერ ვთანხმდებით, არამედ ვეძებთ საკითხებს, რომელზეც საერთო აზრი გვაქვს.

- რა პრინციპით მოხდება ბლოკის ერთიანი საარჩევნო სიის ფორმირება და როდის გახდება საზოგადოებისთვის ცნობილი?

- სიმართლე გითხრათ, ეს თემა პირველივე შეხვედრების სამსჯელო საგანი არ ყოფილა. დაახლოებითი კონტურები მოვხაზეთ. რაც შეეხება თანაბრობას, არაფერი არ არსებობს თანაბარი პოლიტიკური თვალსაზრისით და ბუნებრივია, იქნება პატარა განსხვავებები, თუმცა, ყველას ინტერესი დაკმაყოფილებული იქნება როგორც პროპორციულ სიებთან, ისე მაჟორიტარებთან მიმართებაში. ჩვენი ბლოკის განხეთქილების საბაბი სიები ნამდვილად არ გახდება, ამის დიდი რწმენა მაქვს. უახლოეს მომავალში ამ ყველაფრის პრეზენტაციას მოვაწყობთ და თქვენც დარწმუნდებით, რომ ასეა. რაც შეეხება იმას, თუ რა პრინციპით და თანმიმდევრობით მოხდება სიის შერჩევა, ეს ჯერჯერობით უცნობია. ერთადერთი ის არის გადაწყვეტილი, რომ ბლოკის ლიდერი და პირველი ნომერი ბატონი პაატა ბურჭულაძე იქნება.

- როგორია ბლოკის მოლოდინი, რამდენად წარმატებული იქნება ეს არჩევნები თქვენთვის?

- ჩვენ არ გვაქვს იმის ილუზია და არც ჩვენს ამომრჩეველს შევიყვანთ შეცდომაში, რომ ჩვენ ახლა მივიღებთ 60%-ს. მაგრამ ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ ბლოკს პარლამენტში ეყოლება ის წარმომადგენლობა, რომლის გარეშეც გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს ვერც ერთი პოლიტიკური ჯგუფი. ანუ, მნიშვნელოვანი ტიპის გადაწყვეტილებები აღარ მიიღება ამ ბლოკის გარეშე.

- გაერთიანების შემდეგ პაატა ბურჭულაძის პარტია საკმაოდ ბევრმა ადამიანმა დატოვა. როგორ ფიქრობთ, ეს ყველაფერი ხომ არ მოახდენს უარყოფით გავლენას ბლოკის რეიტინგზე?

- მე არ ვიტყვი იმას, რომ ამით არაფერი დაგვაკლდება. თითოეული მხარდამჭერის წასვლა არის გარკვეულად დანაკლისი და კარგი ნამდვილი არ არის. მაგრამ ჩვენ უნდა ვიმუშაოთ და საზოგადოებას ავუხსნათ, რომ მათი წასვლა ცუდი ნამდვილად არ არის.

ბლოკიდან წასული ადამიანების ნაწილი ამბობს, რომ მათი წასვლის მიზეზი იყო ხელფასების ვერმიღება. მე ერთმნიშვნელოვნად ვიტყვი, რომ თუ ადამიანი ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიაში შედის და ხელფასის ვერმიღების გამო შემდეგ ამ პარტიას ტოვებს, ეს კარგია. ოპოზიციურ პარტიაში ხელფასებისთვის არ მიდიან, ამ ტიპის ხეირისთვის სახელისუფლებო პარტიაში უნდა წახვიდე. ამიტომ ეს ნაწილი ძალიან კარგია, მაგრამ დანარჩენ შემთხვევაში კარგი ნამდვილად არ არის და ცუდია. თუმცა, როგორც იტყვიან “იგი წავა და სხვა მოვაო”, ეგ არაფერი… რაც შეეხება სხვა მიზეზებს, ჩემი აზრით, სხვა არის ორი ხასიათის. ერთი არის სახელმწიფო სამსახურების მიერ ინსპირირებული “მოქაჩვა”. როგორც კი გამოცხადდა ჩვენი ბლოკის შესახებ, მეორე-მესამე დღიდან ეს მომენტები უფრო გააქტიურდა, ვითომ იმ საბაბით, რომ მიუღებელია ეს, ის და ა.შ. თუმცა, საქმე ისაა, რომ პარტიას აქვს თავისი წესდება. პარტიაში გადაწყვეტილებას ხელმძღვანელი ორგანო იღებს და როცა ის იტყვის, რომ ეს ასეა, მისდამი დაქვემდებარებულმა პირებმა ან უნდა მიიღონ ეს, ან უნდა დისტანცირდნენ.

არის მეორე მომენტი – ხელმძღვანელობაში ვისაც აქვს განსხვავებული მოსაზრება, ანუ ვინც უმცირესობაში აღმოჩნდება, ან უნდა დამორჩილდეს უმრავლესობას, ან უნდა დისტანცირდეს.

„ყოველკვირეული ალია“, 22 აგვისტო, 2016 წელი

რატომ დაემშვიდობა თამაზ მეჭიაური ვადაზე ადრე სანდრო ბრეგაძესა და ლალი მოროშკინას?

“თამაზ მეჭიაურის პარტიაში – “ერთიანი საქართველოსთვის” სკანდალური გადატრიალებაა – ერთდროულად ორი ლიდერი, სანდრო ბრეგაძე და ლალი მოროშკინა გაუშვეს, მათთან ერთად წავიდა ლევან ჩიჩუაც. დაიწყო ახალი კონფიგურაციის ჩამოყალიბება ანუ ახალი ბლოკის შექმნა: თამაზ მეჭიაური-გოგი თოფაძე-ზვიად ჩიტიშვილი. ბლოკში რჩება “ქალთა პარტია”, “სახალხო ხელისუფლება” და ” ქართული იდეა”, – წერს გაზეთი ალია.

გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან:

“რა მოხდა, რატომ დაემშვიდობა მეჭიაური ვადაზე ადრე სანდრო ბრეგაძესა და ლალი მოროშკინას? როგორც ინკოგნიტო წყარო ამბობს, საქმე მას შემდეგ გართულდა, რაც სანდრო ბრეგაძემ ბლოკის დასახელებიდან “მეჭიაურის” ამოღება მოინდომა და ცოტა ხნით ადრე გოგი თოფაძესთან მოლაპარაკებები ჩაშალა. თუმცა ყველაფრის სათავე მაინც ფულია. ამათ ეგონათ, რომ თამაზ მეჭიაურს თავისი კურსელი ბიძინა ივანიშვილი დაუფინანსებდათ. ბიძინა კიდევ ასე ჰარი-ჰარალოზე რომ ყრიდეს თავის მილიონებს, მილიარდები არ ექნებოდა… ამასობაში თამაზ მეჭიაურის გარემოცვაში გადაადგილებები, ვიღაცებთან მოლაპარაკებები დაიწყო, იქმნება ბლოკი, სადაც ჩნდება ლევან მამალაძის პარტია.

როგორ თამაზ მეჭიაური ამბობს “ალიასთან” საუბარში, მას არაფერი აქვს საერთო ლევან მამალაძესთან და არც მოლაპაკებები გაუმართავს – ამ პარტიი შემოერთების იდეა სანდრო ბრეგაძეს ეკუთვნის და ამ ყველაფერს აკეთებდა მის ზურგს უკან“.

წყაროს თქმით, “როდესაც თამაზ მეჭიაურმა ბლოკის შესახებ განაცხადა, მე მაშინვე დავურეკე სანდრო ბრეგაძეს და ვკითხე, რაში სჭირდებოდა ლევან მამალაძის პარტიის წინა პლანზე წამოწევა? მან მიპასუხა, რომ მამალაძე არაფერ შუაში იყო, ის აღარც პარტიის ლიდერია და აღარც წევრი, ცოტა ხანში თავად იქნებოდა თავმჯდომარე. არადა ამ პარტიას თავმჯდომარე ჰყავს ზურაბ კობიაშვილის სახით. წყაროს თქმით, სანდრო ბრეგაძემ გადაწყვიტა პარტია “აეხია” როგორც კობიაშვილისთვის, ასევე მამალაძისთვის. რა თქმა უნდა მე ამ ინფორმაციით არ დავკმაყოფილდი და რუსეთში მცხოვრებ ლევან მამალაძესაც დავუკავშირდი, რომელმაც განაცხადა, რომ პარტია “სახალხო ხელისუფლება” მისი და სულხან მოლაშვილის დაფუძნებულია, ამჟამად კი მასთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რა ფორმით შეუერთდება თამაზ მეჭიაურს. რაში სჭირდებოდა ბრეგაძეს სხვისი პოლიტიკური ორგანიზაცია?”

იგივე წყარო ამბობს, რომ ამით რუსეთის გარკვეულ წრეებთან უნდა გაბმულიყო ურთიერთობები და დაწყებულიყო მოლაპარაკებები დაფინანსების თაობაზე. არ დაგავიწყდეთ, ამავე პერიოდში საქართველოში სტუმრად ჩამოდის რუსეთის დუმის დეპუტატი იგორ მოროზოვი, რომელიც, როგორც ამბობენ პუტინთან გახლავთ დაახლოებული. მეჭიაური მოროზოვს შეხვდა გორში, სადაც პურ-მარილიც გაიმართა და ფოტოებიც გავრცელდა. მაშინ მეჭიაურმა ჟურნალისტებთაბ განაცხადა: “გორში შევხვდი იგორ მოროზოვს, რომელსაც შვებულება აქვს და აქ იმყოფებოდა. გვქონდა საქმიანი საუბარცის. პროვატულ საუბარს ვერ დაგიკონკრეტებთ. თუ რამე გადაწყვეტილბა იქნება მიღებული, მოგახსენებთ”. რა პრივატული საუბარი გაიმართა? როგორც შევიტყვეთ მოროზოვმა მეჭიაურს უთხრა: დაფინანსება იქნება, მაგრამ ასევე იქნება დავალებები, რა მიმართულებით იმუშავებთ და რა სახის განცხადებებს გააკეთებთ, ვინ ფულს იხდის მუსიკასაც ის უკვეთსო“.

“პრინციპში მართალია, ისე ფულს ვინ მოგცემს, თუ მისი ინტერესიც არ გაითვალისწინე? თავად მეჭიაური “ალიასთან” ამ ფაქტზე ამბობს, რომ მართლაც ჰქონდა მსგავს შემოთავაზებას ადგილი, მაგრამ ის არ არის ის კაცი, რომელიც ვირაცის დავალებებს ბრმად შეასრულებს. თუმცა, წყაროს თქმით. მას შემდეგ რაც თამაზ მეჭიაურმა დუმის დეპუტატს უარი უთხრა, აქ უკვე დამოუკიდებელი თამაში წამოიწყო სანდრო ბრეგაძემ – გააბა ფარული ურთიერთობა ამ ადამიანთან და აი, აქ გაჩნდა მამალაძის პარტიის “წამოღების” იდეა მამალაძის გარეშე. მართალია, სანდრო ბრეგაძე ამ ფაქტს უარყოფს, მაგრამ ამბობენ, რომ “განშორების” მიზეზი სწორედ ეს გახდა. ლალო მოროშკინა ამ ეტაპზე გამოკვეთილ კომენტარს არ აკეთებს, ის ელოდება “უხერხული მოვლენების” დასრულებას და სხვა რომელიმე ძალასთან შეერთებას. სავარაუდოდ, შეიქმნება ან მოიძებნება კიდევ ერთი პარტია, სადაც იქნებიან სანდრო ბრეგაძე, სოსო მანჯავიძე, შალვა ხაჭაპურიძე და მამუკა არეშიძე“.

“სხვათა შორის, ბოლო დღეებში გაჩნდდა ვერსია, თითქოს ბიძინა ივანიშვილი გაბრაზებულია თამაზ მეჭიაურზე. მას უთქვამს, ეგ “მრეწველებთან” უნდა ყოფილიყო, გეგმიდან გადაუხვია, ევოლუციური გზით აღარ მიდის, მარგინალებთან დაიჭირა საქმეო. მარგინალებში იგულისხმებიან რუსეთი მოქალაქე ჩიტიშვილი, მამალაძე და ის წვრილ-წვრილი პარტიები, ვისთან ერთადაც მეჭიაურმა შექმნა საარჩევნო ბლოკი. ამბობენ, სწორედ ამ საკითხის გამოსწორების მიზნით მიუბრუნდა გოგი თოფაძეს და მართავს მოლაპარაკებებს.

სხვათა შორის, სანდრო ბრეგაძემ “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე დაწერა – მე ეროვნული კაცი ვარ და სადაც ბინძური ფული ტრიალებს, იმ საქმეში არ გავერევიო. “ალიასთან” არ აკონკრეტებს რა ბინძურ ფულს გულისხმობს. მოკლედ, სადღაც კიდევ არის ჩამარხული ძაღლის თავი, რაც ალბათ უახლოეს მომავალში გამოაშკარავდება”.

Comments are closed