globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 23 იანვარი, 2015 წელი

Posted by Globalresearch on Jan 23rd, 2015 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

რეზონანსი“, 23 იანვარი, 2015 წელი

ტერაქტი ქვეყნის დესტაბილიზაციისათვის

ვაზაგაშვილის მკვლელობაში სპეცსამსახურების კვალი იკითხება, რაც საქართველოს წინააღმდეგაა მიმართული

სტატიაში გადმოცემულია არასამთავრობო ორგანიზაცია „გადაარჩინე სიცოცხლეს“ ლიდერის, უფლებადამცველ იური ვაზაგაშვილის სიკვდილთან დაკავშირებული გარემოებები. გამოთქმულია მოსაზრება , თუ ვის ინტერესწში უნდა შედიოდეს მისი მოკვლა. „რუსული სპეცსამსახურებისაკენ ხელი უკვე ბევრმა გაიშვირა“ (ავტორი თაკო მათეშვილი).

დეპუტატი ირაკლი სესიაშვილი იური ვაზაგაშვილის მკვლელობას ტერორისტულ აქტს უწოდებს და აცხადებს, რომ ეს ქმედება მიზანმიმართულადაა განხორციელებული და ემსახურება საზოგადოების დაშინებასა და სახელმწიფოს სტაბილურობის მოშლას.

მოსაზრებას, რომ იური ვაზგაშვილის მკვლელობა შორს მიმავალი მიზნისთვის მოხდა, „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანიაც აფიქსირებს და დასძენს, რომ ამას შეიძლება ქვეყნისთვის ძალიან სახიფათო მოვლენები მოჰყვეს.

რამდენად გამოიწვევს ეს ყველაფერი ქვეყანაში დესტაბილიზაცია და იმოქმედებს თუ არა იური ვაზაგაშვილის სიკვდილი პოლიტიუკურ პროცესებზე, „რეზონანსი“ ამის სესახებ იურისტებსა და პოლიტოლოგებს ესაუბრება, მათ შორის „პოლიტიკისა და სამართლის ცენტრის“ ხელმძღვანელს ამირან გოგუაშვილს.

ამირან გოგუაშვილი იზიარებს მოსაზრებას, რომ ის რაც მოხდა, თავისი ხელწერით, სესრულების პროფესიონალიზმითა არ ჰგავს ჩვეულებრივი ადამიანების მიერ ჩადენილ ქმედებას და ფიქრობს, რომ აქ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული უცხოეთი სპეცსამსახურების კვალი იკითხება და ამბობს, რომ მომხდარი, პირველ რიგში „ნაცმოძრაობასა’ და დღევანდელო ხელისუფლებას არ აწყობდა. „თუ ამ ორ ფაქტორს გამოვრიცხავთ, რჩება ერთადერთი ძალა – გარკვეული ქვეყნის სპეცსამსახურები და ყველას კარგად მოეხსენება, თუ რომელი ქვეყნის სპეცსამსახურების ინტერესში შეიძლება შედიოდეს ჩვენს ქვეყანაში არეულობისა და დესტაბილიზების მოწყობა“.

რეზონანსი“, 23 იანვარი, 2015 წელი

დავოსის ათი გამოწვევა და საქართველო

სტატიაში, რომელიც ოფიციალური ინფორმაციების საფუძველზეა მომზადებული, გადმოცემულია საქართველოს დელეგაციის მიერ დავოსში მიმდინარე მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ჩარჩოებში განხორციელებული შეხვედრები და მოლაპარაკებები (ავტორი ელზა წიკლაური).

მასალაში ყურადღება გამახვილებულია 2015 წლის დავოსის ფორუმის თემაზე სახელმწოდებით „ახალი გლობალური კონტექსტი“, რომელიც იმ ათ ძირითად გამოწვევას მოაზრებს, რომლებსაც თანამედროვე მსოფლიო უპირისპირდება: რესურსების დეფიციტი, ინფრასტრუქტურის განვითარება, ინტერნეტის მომავალი. კორუფციასთან ბრძოლა, სოციალური ინკლუზიორობა, გენდერული თანასწორობა, გრძელვადიანი ინვესტიციები, დასაქმება და სამეწარმეო უსაფრთხოება.

ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდა რამდენიმე მმსხვილი უცხოური კომპანიების წარმომადგენლებს, მონაწილეობა მიიღო მსოფლიო ლიდერებტან გამართულ არაფორმალურ შეხვედრაში, გამოვიდა ინიციატივით თბილისში ჩატარდეს აბრეშუმის გზის ფორუმი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ყველა დაინტერესებული სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაცია.

„ახალი თაობა“, 23 იანვარი, 2015 წელი

გოგა ელიბეგოვი: სომხები საქართველოს ეკლესიებს არ ედავებიან“

ინტერვიუში არასამთავრობო ორგანიზაცია „გლობალ ბრიჯის“ ხელმძღვანელი გოგა ელიბეგოვი საუბრობს ბოლო ხანს ქართულ მასმედიაში გავრცელებულ იმ მოვლენების შესახებ, რომლებიც სომხეთისა და საქართველოს ეკლესიების ურთიერთობებს ეხება, კერძოდ, ედავება თუ არა სომხური ეკლესია ქართულ ეკლესიას ტაძრების კუთვნილების საკითხში (ავტორი – შორენა მარსაგიშვილი).

გოგა ელიბეგოვის თქმით, დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა ინფორმაციას, რომლის თანხმად, თითქოსდა სომხური ეკლესია იუნესკოში აპირებდა ჩივილს საქართველოს წინააღმდეგ.

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ამის გაკეთებას არც სომხეთის ხელისუფლება და არც ეჩმიაძინი (სომხური სამოციქულო ეკლესიის რეზიდენცია) არ აპირებს. ამ საკითხზე ხმაური ლევონ ისახანიანისა და ვაზგენ მირზახანიანის მეტიჩრობას მოჰყვა, რომლებმაც თვითონ გადაწყვიტეს, რომ საქართველოსთვის 442 ეკლესია მოეთხოვათ. ამასთან ეჩმიაძინს ამ მოთხოვნასთან არავითარი კავშირი არ აქვს. არაა გამორიცხული, რომ ეს მოთხოვნა ახალქალაქში განვითარებულ მოვლენებტან იყოს დაკავშირებული… თუმცა იქ ისეთი არაფერი არ ხდება, მაგრამ აქციებს აწყობენ, ვითომ რაღაცეებს ითხოვენ… ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ სადაო ეკლესიების საკითხიც იმიტომ წამოსწიეს, რომ ამ აქციის მონაწილეებში ანტიქართული განწყობა გაეღვივებინათ. ეგონათ, რომ თბილისელი სომხებიც მხარს დაუჭერდნენ, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ. ჩვენმა სომხებმა ამ საკითხს სრული იგნორირება გაუკეთეს.

ახალქალაქში აქციებს მელიქ რაისიანი და ნორიკ კარაპეტიანი აწყობს. რაისიანი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი იყო, მაგრამ რაღაცით დაუკმაყოფილებელები დარჩნენ და რადიკალური ფრთა შექმნეს. ახლა პროვოკაციებზე მიდიან, თუმცა არ გამოსდით. ბოლო მიტინგზე სულ 80 კაცი მივიდა.

მომიტინგეებს ძირითადად სოციალური მოთხოვნები აქვთ, რუსეთის ვიზების საკითხსაც აყენებენ, რადგან ბევრი ოჯახიდან რუსეთში სამუშაოდ არიან წასულნი. არა მგონია ეს სოციალური მოთხოვნები პოლიტიკურში გადაიზარდოს – ხალხი ხედავს, რომ ყველა რეგიონში მძიმე ვითარებაა და სამცხე-ჯავახეთი ამ მხრივ გამონაკლისი ვერ იქნება.

ტყუილია ის ინფორმაციაც, რომ თითქოსდა პოლიტპატიმრის სტატუსით ციხიდან გათავისუფლებული ვააგნ ჩახალიანი შეირაღებულ რაზმებს ქმნისო. მე ვესაუბრე მას და განაცხადა, რომ ამგვარი ხმების გავცელება პროვოკაცია და ავანტიურაა. იგი პოლიტიკაში არარ ერევა, აქციებში არ მონაწილეობს. ამ ხმებს მტრები უვრცელებენ.

შეკითხვაზე, „ზოგიერთი ექსპერტი ვარაუდობს, რომ გიუმრის არეულობების გადასაფარად რუსებმა შესაძლოა ახალქალაქში მოაწყონო პროვოკაცია“, გოგა ელიბეგოვი პასუხობს: „პროვოკაცია შეიძლება მოაწყონ, ასეთი რაღაცეები ეხერხებათ რუსებს, მაგრამ ხალხი ამ პროვოკაციებს არ აჰყვება. სომხებმა უკვე კარგად დაინახეს რუსების სახე გიუმრის მოვლენებით“.

Comments are closed