globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 23 ოქტომბერი 2017 წელი

Posted by Globalresearch on Oct 23rd, 2017 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

„კვირის პალიტრა“: ინტერვიუ გია ხუხაშვილთან: როგორ „იჭრება“ „შავი“ ფული ქართულ პოლიტიკაში

„კვირის პალიტრა“: ინტერვიუ ალეკო ელისაშვილთან: „დამარცხებას ღირსეულად ვაღიარებ“ // „ერთ მხარეს იყო დიდძალი როგორც ლეგალური, ისე არალეგალური ფული, მეორე მხარეს კი – უფულო დამოუკიდებელი კანდიდატი“

„კვირის პალიტრა“: ინტერვიუ ზაალ უდუმაშვილთან: „ხელისუფლებასთან ენის მოჩლექით საუბარს არ ვაპირებ“ //  „მიუხედავად ყველაფრისა, ახლა გაათმაგებული ენერგიით დავუპირისპირდები ქვეყანაში არსებულ უსამართლობას”

„კვირის პალიტრა“: ინტერვიუ ხათუნა ლაგაზიძესთან: „თვითმმართველობაში მივიღეთ „ქართული ოცნება“ „ნაციონალური ფრთებით“… // „ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ არა იმდენად ხელისუფლების გამარჯვებაზე, რამდენადაც ოპოზიციის მარცხზე” // რატომ ვერ მიიყვანეს დანარჩენმა ძალებმა უბნებში უფრო მეტი ამომრჩეველი?

ახალი თაობა“: ინტერვიუ ხათუნა ლაგაზიძესთან: „კახა კალაძე იქნება ან წარმატებული მერი, ან პოლიტიკურ კარიერას დაასრულებს“ // „2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე  „ოცნების“ ბედი კალაძეზე იქნება დამოკიდებული“

ახალი თაობა“: ინტერვიუ თორნიკე შარაშენიძესთან: „ალეკო ელისაშვილი ისევ მოჩხუბარი უნდა დარჩენილიყო. დასერიოზულებამ მას რეიტინგი დაუგდო“ // „ელექტრონულ ხმის მიცემაზე უნდა გადავიდეთ“

ახალი თაობა“: ინტერვიუ თამარ ჩხეიძესთან: „რუსთავი-2“-მა „ქართულ ოცნებაზე“ იმუშავა“ // „თუ ახალი ფაქტორები არ გამოიკვეთა, მომავალშიც ამავე შედეგებს მივიღებთ“

—-

„კვირის პალიტრა“: ინტერვიუ ლიტვის ელჩთან: „ევროკავშირი არ არის კეთილი ძიებისა და დეიდების კლუბი, იქ ძალიან მაღალია კონკურენციაა“ // „აუცილებლად გამოჩნდება ვინმე, ვინც გეტყვით, დაივიწყეთ ნატო და ევროკავშირიო, მაინც არავინ მიგიღებთო, მაგრამ ბოლომდე ერთგული უნდა იყოთ თქვენი ქვეყნის ამბიციების“

—————–

„კვირის პალიტრა, 23 ოქტომბერი, 2017 წელი

ინტერვიუ გია ხუხაშვილთან: როგორ იჭრება“ „შავი ფული ქართულ პოლიტიკაში

რუსუდან შელია

“პოლიტიკაში “შავი” ფულით ოპერ­ირება უკვე გამოცდილი სისტემით ხდება­ – ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, რომელზეც მკაცრი სასჯელია გათვალისწინებული, თუმცა, არ მახსენდება შემთხვევა, როდესაც არალეგალურად, კრიმინალური გზებით ფინანსური უზრუნველყოფის გამო რომელიმე­ პარტია ან პოლიტიკოსი დასჯილიყოს. არადა, ყველა სპეცსამსახური როგორც “თეთრი”, ისე “შავი” ფულის დიდ ნაწილს აკონტროლებს და ოპერატიული ინფორმაცია აქვთ ფინანსური ოპერაციების შესახებ. ქართულ პოლიტიკაში ეს საერთო თამაშის ნაწილად იქცა. ყველამ ყველაფერი იცის, მაგრამ არავინ მიიჩნევს, რომ კრიმინალთან აქვს საქმე”.

სახელმწიფო აუდიტის სამსახური პოლიტიკურ პარტიებში ე.წ. შავი ფულის შესაძლო არსებობაზე მიანიშნებს – პოლიტიკური პარტიების მონიტორინგის სამსახურის უფროსი ზურაბ აზნაურაშვილის განცხადებით, უკვე დაწყებულია მუშაობა არალეგალური ფულის აღმოსაჩენად, რომლის ფარგლებშიც 14 ფიზიკური პირი უკვე გამოჰკითხეს, ჯამში კი უწყებაში 31 საეჭვო შემოსავლების მქონე პირის დაბარება იგეგმება.

აუდიტის სახელმწიფო სამსახურის განცხადებასა და პოლიტიკაში არსებულ­ არალეგალურ ფინანსებზე “კვირის პალიტრასთან” ექსპერტი გია ხუხაშვილი საუბრობს:

- ყველამ კარგად ვიცით, რომ ქართულ პოლიტიკაში “შავი” ფული დიდი ხანია ტრიალებს. ვერავინ დამაჯერებს, რომ პარტიული აქტივი, მათ შორის, აგიტატორები თუ საარჩევნო უბნებზე ორგანიზაციული ჯგუფები ენთუზიაზმით მუშაობენ. პარტიისთვის ეს ქვედა რგოლი ერთ-ერთ მნიშვნელოვან

ფუნქციას ასრულებს, შესაბამისად, ნებისმიერი პოლიტიკოსისთვის მათი ფინანსურად უზრუნველყოფა პრიორიტეტია. როგორ უნდა დააფინანსოს ისინი პარტიამ, რომელსაც არა აქვს შესაბამისი ლეგალური ფინანსები? სწორედ ამ დროს ჩნდება “შავი” ფულის საჭიროება და არალეგალური გზებით თანხების მოძიება.

ფაქტობრივად, პარტიასა და საარჩევნო ჯგუფებს შორის ე.წ. ჩუმი შეთანხმება ფორმდება, რომ ანაზ­ღაურება არა საბანკო ანგარიშებით, არამედ ნაღდი ანგარიშსწორე­ბით გაიცემა და ამის შესახებ ინფორმაცია დახურული უნდა იყოს. ეს არის მთავარი მიზეზი, რის გამოც ფინანსური ქვედა დინებები ყოველთვის არჩევნების წინ აქტიურდება.

არ იფიქროთ, რომ ამ არალეგალურ მეთოდებს მხოლოდ ოპოზიციური პარტ­იები­ იყენებენ, რომლის დამფინან­სებ­ლებისთვისაც­ ოფიციალურად თანხის შეწირვა საფრთხის შემცველია,­ რადგან, შესაძლოა, ხელისუფლების ზეწოლის ობიექტები აღმოჩნდნენ, მმართველი გუნდიც აქტიურად იღებს ფინანსებს.­ თუნდაც თვითმმართველობის არჩევნებზე “ქართულმა ოცნებამ” ოფიციალურად­ 7 მილიონ ლარზე მეტი შემოწირულობა­ მიიღო, რაც ერთი პარტიისთვის სოლიდური თანხაა.

- რა სქემით ტრიალებს სახელისუფლებო პარტიასა თუ ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებშიშავიფული? რამდენად შესაძლებელია უცხო ქვეყნიდან, მათ შორის, რუსეთიდან შემოდიოდეს არალეგალურად?

- პოლიტიკაში “შავი” ფულით ოპერ­ირება უკვე გამოცდილი სისტემით ხდება­ – ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, რომელზეც მკაცრი სასჯელია გათვალისწინებული, თუმცა, არ მახსენდება შემთხვევა, როდესაც არალეგალურად, კრიმინალური გზებით ფინანსური უზრუნველყოფის გამო რომელიმე­ პარტია ან პოლიტიკოსი დასჯილიყოს. არადა, ყველა სპეცსამსახური როგორც “თეთრი”, ისე “შავი” ფულის დიდ ნაწილს აკონტროლებს და ოპერატიული ინფორმაცია აქვთ ფინანსური ოპერაციების შესახებ. ქართულ პოლიტიკაში ეს საერთო თამაშის ნაწილად იქცა. ყველამ ყველაფერი იცის, მაგრამ არავინ მიიჩნევს, რომ კრიმინალთან აქვს საქმე.

- არალეგალურ ფინანსებზე მიანიშნა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა­ არჩილ თალაკვაძემ. მანნაცმოძრაობისთვისთვის განმავლობაში შეწირული­ 5 ათასი­ ლარი საეჭვოდ მიიჩნია. ეს მხო­ლოდ განცხადება იყო განცხადებისთვის, თუ აუდი­ტის სამსახურის მუშაობის შემდეგ პოლიტიკური ჯგუფების პასუხისმგებლობაში­ მიცემას უნდა ველოდოთ?

- თალაკვაძისა და სხვა სახელისუფლებო ლიდერების განცხადებები რიტორიკას არ გასცდენია და მსგავსი დამოკიდებულება არც მომავალში შეიცვლება – როგორც ხელისუფლება, ისე ოპოზიციაც “შავ” ფულზე” შეთანხმებული არიან და ამ საკითხს მხოლოდ პოლიტიკური დღის წესრიგისთვის იყენებენ. დარწმუნებული ვარ, აუდიტის სამსახურმა დარღვევები რომც გამოავლინოს, სამართლებრივი პროცესი არ დაიწყება – ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ­ და ვეჭვობ, ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება.

ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ მსგავსი უკანონო ქმედებებით ხელისუფლებაში მოსული პოლიტიკური ძალა არც ძალაუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ მოიქცევა პატიოსნად, პირიქით, რაც მეტი შესაძლებლობა ექნება, სხვადასხვა მიზნისთვის “შავ” ფულს ბევრად მასობრივად გამოიყენებს. კი ბატონო, მეც არ მჯერა, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” სულ რაღაც ასი ათასი ლარით ჩაატარა წინასაარჩევნო კამპანია, თუმცა, ხელისუფლებამ სხვისკენ თითი მაინც არ უნდა გაიშვიროს, რადგან თავადაც იმავეს აკეთებს.

- “ნაციონალურ მოძრაობაშიაცხადებენ, რომ მწირი შემოწირულობის გამო რეგიონებში ოფისები და მოძრავი ქონება გაყიდეს­ და ამ თანხით დააფინანსეს წინასაარჩევნო კამპანია. ამასთან, რა სქემაზე მიუთითებთქართულ ოცნებაზესაუბრისას?

- “შავი” ფულის”ანალოგია შემოწირულობები, რომლებსაც ბიზნესი სახელისუფლებო პარტიებს გულუხვად აძლევს, რასაც მმართველი უტიფრად ამართლებს­ – ბიზნესი გავაბედნიერეთ და სოლიდური შემოწირულობები არ უნდა გაგიკვირ­დეთო. სააკაშვილიც იმავეს ამბობდა, მაგრამ მისი განცხადებები რეალობასთან ახლოს იყო? ბიზნესის ბუნებას კარგად ვიცნობ და ვიცი, რატომ შეიძლება მან ფული გასცეს,­ მით უმეტეს, პოლიტიკური პარტიის დასაფინანსებლად. ვგულისხმობ კორუფციულ გარიგებებს, ე.წ. ატკატებს, კეთილგანწყობის ყიდვას და ა.შ.

რაც შეეხება “ნაციონალურ მოძრაობას”, შესაძლოა, მანქანებიც და ოფისებიც გაყიდონ, თუმცა, ეს მაინც არ არის საკმარისი თანხა პოლიტიკისთვის, მით უმეტეს, ისეთი აქტიური კამპანიისთვის, როგორიც ამ პარტიას ჰქონდა. ფაქტია, ყველა პარტია ლაფშია ამოსვრილი და არც ერთს არა აქვს მორალური უფლება, თითი ერთმანეთისკენ გაიშვიროს. ეს არის დანაშაული, რომელიც, ფაქტობრივად, ჩრდილოვანი კანონის დონეზე მოქმედებს. თუ “შავი” ფული ოფიციალურად, შესაბამისი მექანიზმებით არ გაკონტროლდა, სახელმწიფოს მნიშვნელოვან საფრთხეს შეუქმნის.

დღეს ეს საკითხი მწვავედ არ დგას, თუმცა, მომავალში აუცილებლად გაჩნდება რისკი, რომ ქვეყანაში დიდძალი არალეგალური რუსული ფული შემოვიდეს და ეს შესაბამის პოლიტიკურ დღის წესრიგსაც შექმნის – ქართველი ამომრჩევლის ფინანსურად მართვა ხომ პოლიტიკოსებისთვის ყველაზე იოლი ამოცანაა?! თანაც მხოლოდ რუსეთის პოლიტიკური ელიტა არ ქმნის ამ მხრივ საფრთხეს, იგივე შეიძლება ითქვას თურქეთსა და ირანზეც.

———

“კვირის პალიტრა” აუდიტის სამსახურის პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის უფროსს ზურაბ აზნაურაშვილს დაუკავშირდა.

- ბატონო ზურაბ, როგორც აღნიშნეთ, პოლიტიკურ პარტიებში .. შავი ფულის არსებობის გამოსაკვლევად 14 პირია დაკითხული და კიდევ 31 პირის მიმართ არსებ­ობს შეკითხვები. კონკრეტულად, რა კითხვები გაუჩნდა აუდიტის სამსახურს და რომელი პოლიტიკური ძალების მიმართ?

- აუდიტის სამსახურის ანგარიშში საუბარია წინასაარჩევნო პროცესებში ყველა შესაძლო დარღვევის შესწავლაზე. ასევე შევისწავლით როგორც შემოწირულობებს, ისე ღონისძიებებზე დახარჯული თანხების დეკლარირების პროცესს. ამ პროცესში არის ალბათობა, გამოყენებული იყოს არადეკლარირებული ხარჯები, რადგან კამპანია საკმაოდ დიდ მასშტაბებზეა გასული და ყველა მუნიციპალიტეტის ყველა სოფელს მოიცავს.

შემომწირველებთან დაკავშირებითაც არსებობს კითხვები. ამიტომაც ვთხოვთ შემომწირველებს აუდიტის სამსახურში­ გამოცხადებას. შუალედურ ანგარიშში აღნიშნული 31 ფიზიკური პირი “ქართული ოცნებისა” და “ევროპული საქართველოს” შემომწირველია. მოკვლევა გრძელდება სხვა სუბიექტების შემომწირველებთან დაკავშირებითაც და მომდევნო დღეებში გაანალიზებული იქნება სექტემბრის ბოლოსა და ოქტომბრის თვეში განხორციელებული გადარიცხვებიც.

კითხვები არადეკლარირებული თანხების შესახებ არსებობს როგორც მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, ასევე მონიტორინგის პროცესში სხვადასხვა­ დამკვირვებლის მიერ გამოვლენილ სავარაუდო დარღვევებზე. ასევე საუბარია სარეკლამო ხარჯებზე, პლაკატებისა თუ ვიდეორგოლების დამზადებისა და განთავსების ხარჯებზე, რომლებიც არ ასახულა დეკლარაციის გრაფაში.

- როდის აპირებთ დასკვნის გასაჯაროებას და უკვე არსებული მასალებით თუ იკვეთება დანაშაულის ნიშნები?

- აუდიტის სამსახური სისტემატურად აქვეყნებს მონაცემებს. პერ­იოდულად გასაჯაროვდება ინფორმაცია თითოეული განცხადების შესწავლისა და პირების დაჯარიმების შესახებაც. დარღვევის არსებობის შემთხვევაში პასუხისმგებლობის ზომა ადმინისტრაციულ­ ჯარიმას გულისხმობს, რომელიც შესაძ­ლებელია დახარჯული თანხის ორმაგი ოდენობა იყოს. იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული წარმოების ფორმით ვერ მოხდება­ საკითხის შესწავლა, საქმის მასალები მთავარ პროკურატურას გადაეგზავნება, მაგრამ ამ ეტაპზე ამის საჭიროება არ არის.

„კვირის პალიტრა“, 23 ოქტომბერი, 2017 წელი

ინტერვიუ ალეკო ელისაშვილთან: „დამარცხებას ღირსეულად ვაღიარებ“ // „ერთ მხარეს იყო დიდძალი როგორც ლეგალური, ისე არალეგალური ფული, მეორე მხარეს კიუფულო დამოუკიდებელი კანდიდატი

თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი ალექსანდრე ელისაშვილი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც კონკურენტს, უკვე თბილისის მერ კახა კალაძეს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა:

- პოლიტიკაში მოსვლის დღიდანვე ვთქვი, რომ ჩემი მთავარი ამოცანა არა ზიზღისა თუ სიძულვილის ენაზე კონკურენტებთან საუბარი, არამედ ახალი, ცივილიზებული პოლიტიკური კლასის დამკვიდრება იქნებოდა. ცივილიზებული კონკურენციის მეთოდები ჩემმა კონკურენტებმა ვერ აითვისეს, თუმცა პრინციპებს არასოდეს ვღალატობ – პოლიტიკური კულტურა დამარცხების აღიარებასაც გულისხმობს და მე ამ დამარცხებას ღირსეულად ვაღიარებ. ვულოცავ კახა კალაძეს გამარჯვებას და გულწრფელად მინდა, ის დედაქალაქის წარმატებული მერი იყოს, თუმცა აქვე გულდაწყვეტილი გეტყვით, რომ თბილისი მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში “ქართული ოცნების” ხელში ნამდვილად მენანება.

- არჩევნების დღეს აცხადებდით, საარჩევნო უბნებზე დარღვევებია, ხელისუფლებას მეორე ტურის ეშინია, თუმცა ის მაინც ჩატარდებაო. მეორე ტურშიც ვერ მოხვდით. ეს რა გზავნილია თქვენთვის?

- ხელისუფლება არჩევნების დღეს სამარცხვინოდ მოიქცა, ამომრჩევლებს ძალით მიერეკებოდა საარჩევნო ყუთებთან, რაც დადასტურებულია ფაქტებით. არათანაბარ პირობებში ვიყავით წინასაარჩევნო პერიოდშიც, როდესაც ერთ მხარეს იყო დიდძალი როგორც ლეგალური, ისე არალეგალური ფული, მეორე მხარეს კი – უფულო დამოუკიდებელი კანდიდატი. უთანასწორო ბრძოლაში “ქართული ოცნება”"დაუსხლტა მეორე ტურს. რაც შეეხება კონკრეტულ გეგმებს, ბრძოლას ვაგრძელებ დედაქალაქის განვითარებისთვის – თბილისი უკეთესს იმსახურებს.

„კვირის პალიტრა“, 23 ოქტომბერი, 2017 წელი

ინტერვიუ ზაალ უდუმაშვილთან: „ხელისუფლებასთან ენის მოჩლექით საუბარს არ ვაპირებ“ //  „მიუხედავად ყველაფრისა, ახლა გაათმაგებული ენერგიით დავუპირისპირდები ქვეყანაში არსებულ უსამართლობას

ალექსანდრე ელისაშვილისგან განსხვავებით, „ნაციონალური მოძრაობა“ სახელისუფლებო კანდიდატს გამარჯვებას არ ულოცავს, მეტიც – ზაალ უდუმაშვილი პოლიტიკურ ვაჭრობაზე მიანიშნებს:

- არჩევნები სამართლიან გარემოში რომ ჩატარებულიყო, შედეგი სულ სხვანაირი იქნებოდა. “ქართულმა ოცნებამ” არჩევნები კი არა, მთელი საქართველოს მასშტაბით სპეცოპერაცია ჩაატარა. მობილიზებული იყო ადმინისტრაციული რესურსი, დაფიქსირდა უამრავი დარღვევა, ადამიანებს აშინებდნენ, იყო”კარუსელის” შემთხვევები. ყველამ დაინახა ე.წ. მაყურებლების სრული მობილიზება. ადამიანები, რომლებიც აკონტროლებდნენ უბნებზე მოსულ პირებს, მათ მითითებებს აძლევდნენ და ვინც არ იყო საარჩევნო უბანთან მოსული, პირად ნომრებზე ურეკავდნენ და ხმის მისაცემად მისვლას აიძულებდნენ. საკუთარი ამომრჩეველი ძალით მიჰყავდათ არჩევნებზე. ყველაფერი გააკეთა “ოცნებამ”, რომ მეორე ტური არ დანიშნულიყო. კომისიის წევრები დაბარებული იყვნენ და შეჯამებული შედეგების გადასწორება მიდიოდა, რომ ცესკო-ს გამოცხადებული შედეგებისთვის მიეახლოებინათ.

მიუხედავად ყველაფრისა, ახლა გაათმაგებული ენერგიით დავუპირისპირდები ქვეყანაში არსებულ უსამართლობას, ხელისუფლებასთან ენით მოჩლექით საუბარს არც არასდროს ვაპირებდი და არც მომავალში ვაპირებ.

- რაზე მიანიშნებთ?

- ადგილებთან დაკავშირებით მიდის უღირსი პოლიტიკური ვაჭრობა და არ ვაპირებ ამის განხილვას.

„კვირის პალიტრა“, 23 ოქტომბერი, 2017 წელი

ინტერვიუ ხათუნა ლაგაზიძესთან: „თვითმმართველობაში მივიღეთქართული ოცნება“ „ნაციონალური ფრთებით“… // ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ არა იმდენად ხელისუფლების გამარჯვებაზე, რამდენადაც ოპოზიციის მარცხზე // რატომ ვერ მიიყვანეს დანარჩენმა ძალებმა უბნებში უფრო მეტი ამომრჩეველი?

მათია დოლიძე

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები განსაკუთრებული ექსცესების გარეშე ჩატარდა. როგორც მოსალოდნელი იყო, “ქართულმა ოცნებამ” მთელი ქვეყნის მასშტაბით შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, პროპორციული წესით არჩევნებში “ქართულმა ოცნებამ” ამომრჩეველთა ხმების 55,66% მიიღო, მეორე ადგილზეა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” 17, 05%-ით, მესამე ადგილი და ამომრჩეველთა ხმების 10, 51% “ევროპულმა საქართველომ” დაიმსახურა. როგორც საარჩევნო გარემოს, ასევე ხმის მიცემის პროცესს “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე აფასებს:

- ყველაფერი შედარებითია, მაგრამ ჩემი აზრით, ამ არჩევნების “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობისას ჩატარებულ არჩევნებთან შედარება სრულიად არაადეკვატური იქნება – დღევანდელი პროცესები არსებითად განსხვავდება იმისგან, რაც იმჟამად ხდებოდა. ის იყო პირდაპირ შანტაჟითა და ტერორით ჩატარებული არჩევნები, დღეს, რა თქმა უნდა, იყო დარღვევები, ხარვეზებიც, მაგრამ ეს იყო ცალკეული შემთხვევა და არა – სისტემური პრობლემა. ამიტომ, მოდი, თვითმმართველობის არჩევნები შევადაროთ “ქართული

ოცნების” პირობებში ჩატარებულ სხვა არჩევნებს. შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ მათგან ყველაზე თავისუფალი იყო საპრეზიდენტო არჩევნები, როდესაც გამარჯვება “ქართული ოცნების” კანდიდატს გარანტირებული ჰქონდა და ხელისუფლებას ჩარევა არ დასჭირვებია, ყველაზე უარესი კი იყო 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები – ვგულისხმობ უკიდურესად დამთრგუნველ ფსიქოლოგიურ გარემოს, ოპონენტების წინააღმდეგ სოციალური ქსელებით გაჩაღებულ აღვირახსნილ კამპანიას.

ჩემი შეფასებით, 21 ოქტომბრის არჩევნები არის სადღაც ამ ორს შორის, როგორც თავისუფლების ხარისხით, ისე – მედიასივრცის ხელმისაწვდომობით… არ ყოფილა კორცხელის მსგავსი ინციდენტები. პროცესმა, ძირითადად, ძალადობრივი ფაქტების გარეშე ჩაიარა, იშვიათ გამონაკლისს თუ არ ჩავთვლით. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ შავი პიარისთვის არ მიუმართავს არც ერთ მხარეს, თუ რამდენიმე ღიმილის მომგვრელ შემთხვევას არ გავიხსენებთ, რაც წინასაარჩევნო კამპანიის მიწურულს სოციალური ქსელებით ვიხილეთ. შეიძლება ითქვას, რომ ამ არჩევნებისას იყო უფრო ეთიკური გარემო. გარდა ფინანსური რესურსისა, ყველა პოლიტიკურ ძალასა და სუბიექტს ჰქონდა თანაბარი პირობები წინასაარჩევნო კამპანიის წარმოებისას. მედიასივრცე იყო ღია ყველასთვის.

რა თქმა უნდა, დიდი როლი ენიჭება ფინანსებს და “ქართული ოცნების” გამარჯვებაში ამან უდიდესი წვლილი შეიტანა, მაგრამ ვერ ვიტყოდი, რომ მხოლოდ ეს იყო გადამწყვეტი.
ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ არა იმდენად ხელისუფლების გამარჯვებაზე, რამდენადაც ოპოზიციის მარცხზე. საზოგადოებამ უნდა გააანალიზოს ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი – როგორ განლაგდა და განაწილდა ამ არჩევნების შემდეგ და რა პერსპექტივები აქვს ამა თუ იმ ოპოზიციურ პარტიასა თუ კანდიდატს მომავალ საპრეზიდენტო თუ საპარლამენტო არჩევნებზე.

- ფინანსები ახსენეთ და, გასულ კვირასსაერთაშორისო გამჭვირვალობასაქართველომ” 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის პოლიტიკური პარტიების დაფინანსების შესახებ მომზადებული შუალედური კვლევა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით 1-ლი ივნისიდან 1- ოქტომბრამდე კვალიფიციურმა საარჩევნო სუბიექტებმა და თბილისის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ალექსანდრე ელისაშვილმა 10 319 998 ლარი შემოწირულობა მიიღეს, რომლის 93% წავიდაქართული ოცნებისყულაბაში. დადასტურებულია ისიც, რომ დამფინანსებელი კომპანიების მნიშვნელოვანი ნაწილი ხშირად გვევლინება სახელმწიფო შესყიდვებისას გამარჯვებულადისე ჩანს, რომ რაღაც ჯადოსნურ წრეზე დავდივართ

- ქართული ბიზნესი, ისევე როგორც მთლიანად ქართული სახელმწიფო – საზოგადოება და პოლიტიკური სპექტრი – ჩამოყალიბების პროცესშია; ასე ვთქვათ, საყმაწვილო სახადის პერიოდი გვიდგას. ბიზნესს მაინცდამაინც არ სჯერა საკუთარი თავის, როგორც პოლიტიკური სივრცის ერთ-ერთი მაორგანიზებელი ძალის, ბიზნესი ვერ ხედავს პოლიტიკურ ელიტას და სამოქალაქო საზოგადოებას, როგორც საკუთარი ინტერესების დაცვის მთავარ ბერკეტს. ბიზნესი მიდის ისევ მისთვის ცნობილი ერთადერთი გზით – ეს არის ხელისუფლების კეთილგანწყობის ყიდვის გზა.

ამას ბევრი მიზეზი აქვს, უპირველესად, ალბათ, ის, რომ გამოუცდელობით ბიზნესი ვერ ხვდება, რომ მისი დაცვის მთავარი ბერკეტი არის სწორედ მაქსიმალურად პლურალისტურ პოლიტიკურ და მედიაგარემოში… ხელისუფლებაზე ორიენტირებულობის მიზეზი ისიც უნდა იყოს, რაც გამოიარა ბიზნესმა “ნაციონალების” მმართველობისას, ანუ ის მიაჩვიეს ხელისუფლების მორჩილებას, რაც მას ძალიან მძიმე ტვირთად მოჰყვება.

კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, რაც განსაზღვრავს იმას, რომ ბიზნესი, ძირითადად, ხელისუფლების კეთილ ნებას არის მიკედლებული, არის ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრში არჩევანის სიმწირე.

გადავხედოთ დღევანდელ პოლიტიკურ სივრცეს – რომელ პოლიტიკურ ძალას აქვს შნო და მარიფათი, რომ, თუნდაც დაფინანსების შემთხვევაში, შეძლოს ბიზნესის ინტერესების დაცვა? კერძო ბიზნესი არ არის სახელმწიფო ბიუჯეტი, რომ ერთკაციანი “ფსევდოპარტიების” დაფინანსებაში ჩაყაროს ფული.

- დავუბრუნდეთ ხმის მიცემის პროცესს და იქ აღნუსხულ დარღვევებს. ყველაზე დიდი უკმაყოფილება გამოიწვია საარჩევნო უბნებშიქართული ოცნებისდა არა მხოლოდ მისი კოორდინატორების აქტიურობამ, რომლებიც ცდილობდნენ, აღერიცხათ საარჩევნო უბანზე მისული თავიანთი მხარდამჭერები, რაც, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის აზრით, ამომრჩევლის ნებაზე ზემოქმედების მცდელობა იყოალეკო ელისაშვილმა ეს პროცესი შეაფასა, როგორცშეხვედრა წარსულთან“, რადგან ამგვარი კოორდინატორები გაჩნდნენ სწორედნაციონალური მოძრაობისდროს, ოღონდ ისინი საარჩევნო უბნების გარეთ გვხვდებოდნენ, ძირითადად

- გამიჭირდება გადაჭრით რამის თქმა. ჯობს, ამ პროცესის შეფასება სპეციალისტებს მივანდოთ. ჩვენ ვნახეთ, რომ “ქართულმა ოცნებამ”, “ნაციონალურმა მოძრაობამ” და მისმა განაყოფმა “ევროპულმა საქართველომ” მოახერხეს საკუთარი ამომრჩევლის რესურსის სრულად მობილიზება. სწორედ ამას ემსახურებოდა კოორდინატორთა აქტიურობაც და ეს, როგორც ჩანს, მართლაც სჭირდებოდათ. ცესკო-მ არჩევნების მიმდინარეობისასვე, ასე, ნაშუადღევს, განაცხადა, ეს კანონდარღვევა არ არისო… შესაბამისად, ალეკო ელისაშვილსაც რომ ჰქონოდა ასეთი რესურსი, ალბათ, გამოიყენებდა, რადგან თუ არ ეკრძალებოდა ეს “ქართული ოცნების” დამკვირვებელს, ვერც სხვას აუკრძალავდნენ…

- ფაქტია, რომ არჩევნებიდან არჩევნებამდე არ იკლებს იმ ამომრჩეველთა რაოდენობა, ვინც საარჩევნო ურნასთან არ ცხადდება. ამჯერადაც დაბალი იყო აქტივობა. რატომ ვერ ახერხებენ პოლიტიკური ძალები ამომრჩევლის გააქტიურებას?

- მიმაჩნია, რომ “ქართულმა ოცნებამ” და “ნაციონალურმა ფრთებმა” (მე ასე მოვიხსენიებ “ნაციონალურ მოძრაობასა” და მის განაყოფ “ევროპულ საქართველოს”) არჩევნებზე მიიყვანეს საკუთარი მხარდამჭერების მაქსიმალური რაოდენობა. ეს, ჩემი აზრით, მათთვის არის ოპტიმალური შედეგი… რატომ ვერ მიიყვანეს დანარჩენმა ძალებმა უბნებში უფრო მეტი ამომრჩეველი? პასუხი მარტივია: მათ ეს ამომრჩეველი არ ჰყავთ… შესაბამისად, უკვე მერამდენედ, ქართველი ამომრჩეველი ადასტურებს, რომ ამ ერთკაციან პოლიტიკურ პარტიებს პერსპექტივა არა აქვთ.

რაც შეეხება ალეკო ელისაშვილს, მან მოახერხა გარღვევა, როცა მთელი პოლიტიკური ისტებლიშმენტის დაპირისპირების პირობებში – ვგულისხმობ “ქართულ­ ოცნებასა”­ და “ნაციონალურ ფრთებს”, რომელთაც კატეგორიულად არ აძლევდა ხელს ელისაშვილის მეორე ადგილი – შეძლო დიდი მხარდაჭერის მოპოვება. დღევანდელი მდგომარეობით ის მეორე ადგილზეა. რომც შეიცვალოს ეს მონაცემები და უდუმაშვილმა რაღაც მეათედებით აჯობოს, ეს ვერაფერს დააკლებს ელისაშვილის წარმატებას…

თუმცა, დარწმუნებული ვარ, მისი პოტენციური ამომრჩევლის ბაზა უფრო დიდი იყო. სამწუხაროდ, მან ვერ შეძლო, ეს მხარდაჭერა საარჩევნო ხმებად ექცია. მთელი საარჩევნო პროცესის განმავლობაში ვამბობდი, რომ ეს იყო ელისაშვილის მთავარი გამოწვევა… ვერ მოახერხა იმიტომ, რომ მას არ ჰყავდა პარტია და არ ჰქონდა არჩევნებისთვის საჭირო საორგანიზაციო რესურსი, საარჩევნო გამოცდილება და ფინანსები.

არადა, არჩევნებისას ორგანიზაციული რესურსი უმნიშვნელოვანესია, რაც აქვს “ქართულ ოცნებას” და გადაჭარბებულად – “ნაციონალურ მოძრაობას”.

მიუხედავად ამ შედეგისა, ალეკო ელისაშვილს აქვს პერსპექტივა. მან თბილისში შეძლო უდიდეს ისტებლიშმენტურ, პარტიულ ინტერესებთან გამკლავება, მეტწილად – შიშველი ხელებით და ძალიან საინტერესო, პროფესიონალი ადამიანები ამოიყენა გვერდში. დიახ, კალაძემ გაიმარჯვა და გახდა მერი, მაგრამ ალეკო ელისაშვილი დამარცხებული ნამდვილად არ არის.

ასევე გამარჯვება იყო ეს არჩევნები “ევროპული საქართველოსთვის”, რაც მათ სწორად შეაფასეს. ამ ორგანიზაციამ “ნაციონალური მოძრაობიდან” დისტანცირების შემდეგ რამდენიმე თვეში მოახერხა საკუთარი ამომრჩევლის მობილიზება და ორგანიზაციული სტრუქტურების სწრაფად გამართვა, თუმცა ამას, რა თქმა უნდა, ხელს უწყობდა ფინანსური თვალსაზრისით შექმნილი სასათბურე პირობები. ჩვენ კი შედეგად მივიღეთ ის, რომ დღეს ქართულ პოლიტიკურ სპექტრში კვლავაც ცოცხალია “ნაციონალური მოძრაობა” თავისი განაყოფებით. მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ როგორც “ქართული ოცნების”, ისე – “ნაციონალური ფრთებისთვის” ეს მხარდაჭერა არის მაქსიმუმი. არადა, ამისთვის “ქართულმა ოცნებამ” განსაკუთრებულად დიდი ადმინისტრაციული და ფინანსური რესურსი გაიღო.
უხეშად რომ დავთვალოთ, ამჟამინდელი მონაცემებით, არჩევნებზე მივიდა ელექტორატის 45%, აქედან ხმების დაახლოებით 55% მიიღო “ქართულმა ოცნებამ”. ეს მთელი ელექტორატის დაახლოებით 25% თუ გამოდის. ამაში შედის ადმინისტრაციული რესურსიც – სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებული ადამიანები, მათი ოჯახის წევრები, ახლობლები… და განა რამდენი პროცენტი რჩება თავისუფალი, დამოუკიდებელი ამომრჩევლისთვის? ბევრი არაფერი.

მოდი, შევხედოთ “ნაციონალურ მოძრაობას”. მან, თავის განაყოფთან ერთად, ქუდზე კაცის გამოყვანით მიიღო დაახლოებით 25%-მდე, რაც შეიძლება ელექტორატის საერთო რაოდენობის 15%-იც არ იყოს… მათემატიკურ სიზუსტეზე პრეტენზია არ მაქვს, მაგრამ უხეში დათვლითაც კი გამოდის, რომ ელექტორატის დაახლოებით 40% თუ უჭერს მხარს ამ სამ პოლიტიკურ ძალას. დანარჩენი 60% ახალ პოლიტიკურ ძალას ელოდება და მას არ მოსწონს არსებული სტატუს-კვო, ანუ, ფაქტობრივად, ისევ ორპარტიული პოლიტიკური ელიტა.

“პატრიოტთა ალიანსი”, რომელსაც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ჰქონდა რეიტინგის გაზრდის სერიოზული შანსი, ძველ შედეგს დასჯერდა. მათ შანსის გამოყენება საკუთარი უმოქმედობის გამო ვერ მოახერხეს.

შედეგად თვითმმართველობაში მივიღეთ “ქართული ოცნება” “ნაციონალური ფრთებით”… ისინი ეცდებიან, უახ­ლოესი 5-10 წლის განმავლობაში შეინარჩუნონ ეს სტატუს-კვო და მხოლოდ თვითონ დარჩნენ ქართულ პოლიტიკურ ასპარეზზე წონიან მოთამაშეებად. ეს არის მათი სასიცოცხლო ინტერესი. ამიტომაც იყო, რომ ასეთი მშვიდი და გაღიმებული სახით შეხვდა ოპოზიცია არჩევნების შედეგებს, თუ არ ჩავთვლით “ნაციონალური მოძრაობის” ცოტა გაბრაზებულ რამდენიმე განცხადებას, რადგან მთლად უამისობაც არ იქნებოდა.

დანარჩენ პარტიებს რა პერსპექტივა აქვთ? მათ უმეტესობას პულსი არც კი ესინჯება. ერთადერთი გამოსავალია ანტიისტებლიშმენტური მოძრაობა, რომელიც ძალიან მოდური გახდა მთელ მსოფლოში და რომლის ტალღაზეც მოვიდა აშშ-ში ტრამპი, საფრანგეთში კი – მაკრონი. ვიმეორებ, “ქართული ოცნება” და “ნაციონალური ფრთები” ყველაფერს გააკეთებენ, რომ ახალი პოლიტიკური აქტორები სცენაზე არ შემოუშვან, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ახალ აქტორებს რესურსი არა აქვთ. ეს რესურსი ის მომლოდინე ამომრჩეველია, რომელიც არჩევნებზე არ მივიდა. ასევე, თუნდაც ბიზნესი, რომელიც თუ დაინახავს, რომ პოლიტიკური რესურსის მქონე ძალა გამოჩნდა, აუცილებლად ეცდება მის დახმარებას. მაგრამ ამ ეტაპზე, ჩემი აზრით, დასავლეთსაც უნდა აძლევდეს ხელს ის სტატუს-კვო, რაც ამ არჩევნების შედეგად შეიქმნა, იმიტომ, რომ საკრებულოებში, ოპოზიციის სახით, წარმოდგენილია ორი მსხვილი პროდასავლური ძალა. შედეგად, დასავლური ინტერესები საფრთხის ქვეშ არ დამდგარა, მაგრამ რამდენად ხელსაყრელია ან რას მოუტანს საქართველოს მოსახლეობას ეს შედეგი, საკითხავია…

ძალიან სამწუხაროა, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ამ არჩევნებმა მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების წინ აჩვენა ოპოზიციის სრული უპერსპექტივობა, ანუ შეიძლება ითქვას, რომ ამ შედეგმა განსაზღვრა საპრეზიდენტო არჩევნების ბედიც. ვგულისხმობ ოპოზიციის დაქსაქსულობასა და ურესურსობას. ოპოზიციის წიაღში ძნელად მეგულება ალტერნატიული საპრეზიდენტო კანდიდატი, რომელიც მთელი ოპოზიციის გაერთიანებას შეძლებს.

- ყველაზე დიდ ინტრიგას ინარჩუნებდა თბილისის მერის არჩევნები. ბევრს ბოლო წუთამდე სჯეროდა, რომ იქნებოდა მეორე ტური

- მეორე ტური რომ ყოფილიყო, ეს ქართული დემოკრატიისთვის იდეალური იქნებოდა. რატომ არ შედგა მეორე ტური, ამასაც აქვს ლოგიკური ახსნა: მეორე ტურის პირობა იყო არჩევნებზე კალაძის მოწინააღმდეგე რაც შეიძლება მეტი ამომრჩევლის მოყვანა. ელისაშვილის გარდა, უბნებზე თავისი ამომრჩევლის მაქსიმუმი ყველამ მიიყვანა. მხოლოდ ელისაშვილს ჰქონდა მეტი ამომრჩევლის მობილიზებისა და პროცესის მეორე ტურამდე მიყვანისთვის საჭირო მხარდამჭერთა რესურსი, მაგრამ მან, მიზეზთა გამო, ეს ვერ შეძლო, რაზეც ზემოთ უკვე ვილაპარაკე…თუმცა, ამისთვის ძალიან ცოტა დააკლდა…

- ბიძინა ივანიშვილმა ხმის მიცემის შემდეგ საარჩევნო უბანზეც კი არ გააკეთა განცხადება. რატომ დადგა ის ამ არჩევნებისგან ასე შორს?

- ივანიშვილი დაიღალა საკუთარი პოლიტიკური გუნდის შეცდომებითა და ამაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებით. ამიტომაც გუნდი თავისუფალი ცურვისთვის მიუშვა. თან იცოდა ძალიან კარგად, რომ ამ არჩევნებზე მისი გუნდის წარმატებას საფრთხე არ ემუქრებოდა და არც აუტკივარი თავის ატკივება სჭირდებოდა. ამასთან, პასუხისმგებლობა მთლიანად გადააბარა “ქართული ოცნების” კანდიდატებს, განსაკუთრებულად – კალაძეს. ამიერიდან თბილისში ძალიან რთული იქნება ხელისუფლებისკენ მიმართული ისრების ივანიშვილისკენ გადამისამართება. წარმატების თუ წარუმატებლობის შემთხვევაში მთელი პასუხისმგებლობა კალაძეს დაეკისრება.

ახალი თაობა, 23 ოქტომბერი, 2017 წელი

ინტერვიუ ხათუნა ლაგაზიძესთან: „კახა კალაძე იქნება ან წარმატებული მერი, ან პოლიტიკურ კარიერას დაასრულებს“ // „2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე `ოცნების~ ბედი კალაძეზე იქნება დამოკიდებული

პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში თბილისის არჩევნების შედეგებზე საუბრობს.

- ქალბატონო ხათუნა, რამდენად ელოდით, რომ დედაქალაქში არჩევნების პირველივე ტურში გამოვლინდებოდა გამარჯვებული?

- სრულიად ლოგიკური შედეგი დაიდო. რაც შეეხება მეორე ტურს, მოსახლეობის განწყობიდან გამომდინარე, მეორე ტურის მოლოდინი იყო და მეც მქონდა, რაც კონკრეტულ მოცემულობაზე იყო დამოკიდებული: ორგანიზაციული სტრუქტურის ხარჯზე `ქართულმა ოცნებამ~ თავისი მხარდამჭერები გამოიყვანა უბნებზე, ისევე, როგორც ნაციონალური მოძრაობის ყველა ფრთამ. წვრილმა პარტიებმაც შეძლეს თავიანთი ამომრჩევლის მობილიზება, თუმცა მისული ამომრჩევლის ხარჯზე კალაძის ამომრჩევლის საერთო რაოდენობის შემცირების შესაძლებლობისა და მეორე ტურის შანსი მხოლოდ ალეკო ელისაშვილს ჰქონდა. თუმცა, ალეკო ელისაშვილის მთავარი გამოწვევა იყო ორგანიზაციული სტრუქტურების, ფინანსების არარსებობა და საარჩევნო პროცესის არასრული გამოცდილება. ეს არჩევნები კოორდინატორების არჩევნები იყო. ვისაც ჰყავდა კარგად მობილიზებული კოორდინატორი არჩევნებში, შედეგიც მან დადო. ასეთი საორგანიზაციო ქსელი ელისაშვილს არ ჰყავდა, შესაბამისად, მან ვერ მოახერხა სრულად იმ ამომრჩევლის მობილიზება და საარჩევნო ხმებად ქცევა, რომელიც მისი პოტენციური მხარდამჭერი იყო.

- ალეკო ელისაშვილი რომ ყოფილიყო მთელი ოპოზიციური სპექტრის კანდიდატი, კალაძე უფრო მეტი გამოწვევის წინაშე იდგებოდა?

- რთული სათქმელია. ასე მარტივად არ იკრიბება ეს ციფრები. მაგალითად, ნაციონალური მოძრაობის ამომრჩევლისთვის ისეთივე მოტივაცია იქნებოდა, როგორც უდუმაშვილის შემთხვევაში?! ან ნაციონალების პარტიული საორგანიზაციო სტრუქტურები ასე დაიხარჯებოდნენ?!

- კახა კალაძემ ბიძინა ივანიშვილის ფაქტორისგან რამდენად დამოუკიდებლად მოიგო ეს არჩევნები?

- რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი მუშაობდა. კახა კალაძემ არჩევნები მოიგო, როგორც ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური გუნდის ლიდერმა. რასაკვირველია, ივანიშვილის დახმარების წილი არ იყო ისეთი, როგორიც ნარმანიას, თუნდაც გიორგი მარგველაშვილის შემთხვევაში, როდესაც ივანიშვილს ვირჩევდით სხვა სახელითა და გვარით. ამ შემთხვევაში ჩვენ ავირჩიეთ კონკრეტული სახელისა და გვარის მქონე პიროვნება, რომელიც არის ივანიშვილის გუნდის ლიდერი. ამიტომ არის არსებითი განსხვავება. ერთადერთი, ვინც დამოუკიდებელი პოლიტიკური შტრიხები შესძინა საკუთარ თავს, ეს იყო კახი კალაძე. „ოცნების“ წიაღში ის იყო ერთადერთი, ვისაც შეეძლო ამ შედეგის დადება. ამიტომ მას შემდეგ, რაც კალაძემ თავისი კანდიდატურა დააყენა, მისი გამარჯვება იყო მოსალოდნელი ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით. მათ შორის ოპოზიციის დაქსაქსულობიდან, მისი სისუსტიდან გამომდინარე, თანაც საზოგადოებაში ძალიან მაღალი ნიჰილისტური განწყობებია სწორედ ოპოზიციის მიმართ, რაც კალაძის წისქვილზე ასხამდა წყალს. მიუხედავად ამისა, კალაძეს მარტივი ბრძოლა არ ჰქონია. ეს იყო პირველი არჩევნები, როდესაც ბიძინა ივანიშვილი პირდაპირ და უშუალოდ არ ჩაერთო პროცესში.

- როგორი მერი იქნება კალაძე? საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ ქვეყანაში სწორედ თბილისის მერი ხდება ყველაზე მაღალი ლეგიტიმაციის მქონე არჩეული პირი. ეს იქონიებს თუ არა გავლენას მის პოლიტიკურ ამბიციებზე?

- დღეს კახა კალაძე „ქართულ ოცნებაში“ ყველაზე მაღალი ლეგიტიმაციით არჩეული ლიდერია, რაშიც ლომის წილი თავად მას უდევს. კახა კალაძესა და მის შემდგომ ნაბიჯებზე ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე შეიძლება ის იქცეს ან განტევების ვაცად, ან „ქართული ოცნების“ წარმატების მთავარ მამოძრავებელ ღერძად.

- ამ გზაზე რა გამოწვევების წინაშე დგას კახა კალაძე?

- პირველი არის საკრებულო, რომელიც მივიღეთ „ოცნებითა“ და ნაციონალებით დაკომპლექტებული. სამწუხაროდ, რეალური ოპოზიციური ძალა, რომელსაც მერი ანგარიშს გაუწევს, საკრებულოში ვერ მოხვდა. შეიძლება კვლავ აქტუალური იყოს ცხრაწლიანი მმართველობის პერიპეტიები და მისი შეხსენება. საკრებულოში ძლიერი, მრავალფეროვანი ოპოზიციის არარსებობა კალაძეს კი მისცემს მერის პოზიციაზე მშვიდად არსებობის გარანტიას, მაგრამ ეს სიმშვიდე შეცდომებისთვის ყოველთვის არის კარგი საფანელი. უფრო მრავალფეროვანი, კონკურენტუნარიანი საკრებულოს შემადგენლობა მას აიძულებდა, უფრო ეფექტური ყოფილიყო. მეორე გამოწვევა არის ვალდებულებები საკუთარი პოლიტიკური გუნდის მიმართ. ეს იმაზეც იქნება დამოკიდებული, როგორი მადა ექნება „ქართულ ოცნებას“. ტენდერებს, სასათბურე პირობებს ვგულისხმობ, ასევე სამშენებლო ნებართვების გაცემას და ა.შ.

- გაუძლებს ამ გამოწვევებს?

- უნდა გაუძლოს. ის იძულებულია, იყოს წარმატებული მერი. სხვა შემთხვევაში, მას მერობის გზაზე ბარიერები და გამოწვევები საკმარისზე მეტი დახვდება. რამდენად იქნება წარმატებული მერი, მისი მოტივაციის მთავარი გამოწვევაა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის დაასრულებს პოლიტიკურ კარიერას და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ მასზე გადატყდება ჯოხი. სწორედ კალაძის წარმატება-წარუმატებლობაზე იქნება დამოკიდებული 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ქართული ოცნების“ ბედი.

- კახა კალაძე გუნდისგან, ქართული ოცნებისგან რამდენად დამოუკიდებელ თამაშს წამოიწყებს?

- გააჩნია, დასჭირდება თუ არა ეს მას. თუ კალაძემ დაინახა, რომ „ქართული ოცნება“ მის პოლიტიკურ მომავალს საფრთხეს უქმნის, მაშინ რეალურად ძალიან მნიშვნელოვანი არჩევანის წინაშე დადგება – შეეწიროს და ჩაჰყვეს „ქართულ ოცნებას“ თუ საკუთარი პოლიტიკური კარიერის გადარჩენაზე იფიქროს.

ახალი თაობა, 23 ოქტომბერი, 2017 წელი

ინტერვიუ თორნიკე შარაშენიძესთან: „ალეკო ელისაშვილი ისევ მოჩხუბარი უნდა დარჩენილიყო. დასერიოზულებამ მას რეიტინგი დაუგდო“ // „ელექტრონულ ხმის მიცემაზე უნდა გადავიდეთ

არჩევნების შედეგებს „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში თორნიკე შარაშენიძე აფასებს.

- ბატონო თორნიკე, წინასწარი პროგნოზები და ვარაუდები გამართლდა. ქართულმა ოცნებამ არჩევნები პირველივე ტურში დიდი უპირატესობით მოიგო...

- არ იყო მაღალი აქტივობა და ამიტომაც მოიგო.

- შესაძლოა მეორე ტური რამდენიმე თვითმმართველ ქალაქში გახდეს საჭირო. კალაძეს მეორე ტური არ დასჭირდა. მეორე ადგილზე ალეკო ელისაშვილი გავიდა. რას იტყვით თქვენ?

- ნახევარი პროცენტით ელისაშვილი იქნება წინ თუ უდუმაშვილი, ეს არაფერს ცვლის. ელისაშვილი ამტკიცებდა, რომ საერთოდ მოიგებდა. აქ მთავარი ის არის, რომ მოგებასთან ახლოსაც ვერ მივიდა. არც უნდა მისულიყო, გამომდინარე იმ კამპანიიდან, რომელიც მან წარმართა.

- რას გულისხმობთ?

- იმას, რომ მან თავის დროზე პოპულარობა მოიპოვა, როგორც მოჩხუბარმა პოპულისტმა, დარბოდა ყველგან და ჩხუბობდა, ბოლოს კი, არჩევნები რომ მოახლოვდა, ერთბაშად დასერიოზულდა. დასერიოზულდა და მისი რეიტინგიც დავარდა.

- რატომ, ამომრჩეველს დასერიოზულებული აღარ მოეწონა?

- არა. ხალხს სერიოზული ელისაშვილი არ სჭირდება. ხალხს სჭირდება მოჩხუბარი ელისაშვილი. ეს იყო მისი სერიოზული შეცდომა. მე არ ვიცი, რატომ გაიპრანჭა ბოლოს. ეს ჩემთვის გაუგებარია. სწორედ ამის გამო დაკარგა რეიტინგი. თუმცა მისი მოგების შანსი ისედაც დაბალი იყო. ერთი ვარიანტი იყო, რომ მეორე ტურში გასულიყო ალეკო ელისაშვილი კალაძესთან ერთად. სხვა ვარიანტი არ არსებობდა და ეს ვარიანტიც ბოლომდე მოკვდა.

- ვინ ურჩია ელისაშვილს, რომ ტაქტიკა შეეცვალა და აღარ ეჩხუბა?

- როგორც ჩანს, ვიღაცამ ურჩია, აღარ იჩხუბოო და ისიც სერიოზული პოლიტიკოსის როლში შევიდა. სერიოზული ელისაშვილი კი ვის რაში სჭირდება?!

- პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ქართულმა ოცნებამ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა და უმრავლესობით შევა საკრებულოში. გაყალბებასა და უხეშ დარღვევებს რამდენად ჰქონდა ადგილი?

- გაყალბება თვითონ ხმების დათვლის დროს ნაკლებად ხდება. მანამდე ხდება ამომრჩევლების დაშინება, ძველი ბიჭების ჩართვა საარჩევნო კამპანიაში, რომ მათ რაღაც ხმები მოიტანონ. ეს ძალიან სამარცხვინოა. აბა შენ უბნიდან რამდენ ხმას მოიტან და შენ _ რამდენს. თვითონ პროცესში გაყალბება ძნელია. მადლობა ღმერთს, აღარ ვართ იმ სიტუაციაში, რომ დათვლის დროს ყალბდებოდეს. ეს ვაიუშველებელი ისტერიკები რომ არ იყოს ყოველი არჩევნების დროს, კითხვები რომ არ გაჩნდეს, უნდა გადავიდეთ ელექტრონულ ხმის მიცემაზე! ხალხს აიდი ბარათის აღარ ეშინია, დაიჯერა, რომ იქ ეშმაკი არ ბუდობს და ასე შემდეგ. უნდა გადავიდეთ ელექტრონულ ხმის მიცემაზე. ყველაფერი დაწყნარდება და დამშვიდდება. გაყალბების შანსი, უბრალოდ, აღარ იარსებებს.

- ძველი ბიჭები ახსენეთ და მათი აქტიურობა თვალშისაცემი იყო ამ არჩევნებზე?

- რომ მიდიოდა ე.წ. დაკაჩავება, ეს ჩვეულებრივი თვალით კარგად ჩანდა. ხმა უნდა მისცე „ჩვენებს“, თუ არ მისცემ, ხომ იცი, რაც გელის. ბევრს ეშინია ამის. ერთ ისტორიას მოგიყვებით. სომხეთში ამერიკელებმა საარჩევნო უბნებზე დაამონტაჟეს კამერები, რათა გაეკონტროლებინათ პროცესი, რომ დარღვევები და გაყალბება არ ყოფილიყო. მმართველმა პარტიამ კი გენიალურად გამოიყენა ეს ამბავი. მათ გამოუცხადეს მოსახლეობას, ეს კამერები რომ დაყენდა, ამით ჩვენ გაგაკონტროლებთ, ვის მისცემთ ხმასო. ეს არის სამარცხვინო რეალობა. ხალხს განათლება და ინფორმირებულობა აკლია და ადვილად ხდება მისი დაშინება – მოტყუება.

- ძირითადად დაძაბულობა მაინც მარნეულსა და ისეთ ქალაქებში იყო, სადაც ეთნიკური უმცირესობები ცხოვრობენ. სპეცრაზმიც იყო მარნეულში მობილიზებული, თუმცა სერიოზულ გართულებას არ ჰქონია ადგილი. აქ ვერ აკონტროლებს ხელისუფლება სიტუაციას?

- მარნეულში მანამდე იყო დაძაბულობა. აქ ორი ფაქტორი თამაშობს როლს, პირველი, რომ მარნეულში დღემდე ინარჩუნებს გავლენას ნაცმოძრაობა თუ ყოფილი ნაცმოძრაობა და მეორე, მარნეულში არეულობა ძალიან საშიშია ეთნიკური განზომილების გამო. ეს ძალიან პრობლემატური იქნება.

- საბოლოო სურათი როგორი იყო? დიდი როლი ითამაშა ადმინისტრაციულმა რესურსმა და ქუჩის ბიჭების ფაქტორმა?

- ეს ორი ფაქტორი ისევ და ისევ მშვენივრად მუშაობს. ეს „ოცნების“ ინოვაცია არ არის, 90-იანი წლებიდან მუშაობს. ჩვენ რომ გვეგონა, ეს ძველი ბიჭები წავიდნენ და აქ ქურდულ სამყაროს გავლენა აღარ ჰქონდა, ასე არ ყოფილა. ძველი ბიჭების ფაქტორი ისევ ამუშავდა. აქ, როგორც ჩანს, კალაძის ფიგურაც თამაშობს როლს.

- რა თვალსაზრისით?

- კახა კალაძე, როგორც ვიცით, ძველ ბიჭებთან მშვენიერ ურთიერთობაშია…

- დახმარება აღმოუჩინეს პატივისცემის ნიშნად თუ ეს დავალება კახა კალაძისგან ჰქონდათ მიღებული?

- არა მგონია, უბრალოდ პატივსაცემად კეთდებოდეს. რა თქმა უნდა, რაღაც სამაგიეროს ელიან, სხვა თუ არაფერი.

- გაკეთდა შეფასებები, რომ რადგან ეს არჩევნები დიდი წარმატებით მოიგო ოცნებამ, არც 2020 წელს გაუჭირდებათ არჩევნების მოგება. თქვენ რას იტყვით?

- ბუნებრივია, 2020-შიც იგივე სქემა იმუშავებს. რამაც გაამართლა ერთხელ, ის მეორედაც გაამართლებს, მით უმეტეს, ოპოზიცია სუსტია და მარტივ მამრავლებად არის დაშლილი. ოპოზიციას არ ჰყავს ძლიერი ქარიზმატული ლიდერები, რომლებიც ხალხს ქუჩაში გამოიყვანენ და ფულიც ნაკლები აქვთ, ვიდრე `ქართულ ოცნებას~. როგორც ვნახეთ, ბიზნესმა ფული ძირითადად `ქართულ ოცნებას~ შესწირა.

- რამდენი ვადით უნდა ვუყუროთ ქართულ ოცნებას?

- რამდენი ვადითაც ქართველი ამომრჩეველი აიტანს. ჯერჯერობით იტანს. შაბათს ამომრჩეველი რომ დარაზმულიყო, მისულიყო და მიეცა ხმა კალაძის წინააღმდეგ, კალაძე ვერ გავიდოდა. კალაძე გავიდა იმიტომ, რომ ხალხი დარჩა სახლში, რადგან მან წესიერი ალტერნატივა ვერ დაინახა და ეს ფაქტი ოპოზიციამ უნდა აღიაროს.

- ზაალ უდუმაშვილი ვერ იჯერებს, რომ ყოველმა მეორე თბილისელმა კახა კალაძეს მისცა ხმა...

- ყოველმა მეორემ – არა, მაგრამ ყოველმა მეოთხემ ნამდვილად მისცა. ამომრჩევლის ნახევარი მივიდა არჩევნებზე და იქიდან ნახევარმა ხმა კალაძეს მისცა. თბილისს აღარ უნდოდა არათბილისელი მერი, მაგრამ, რა არჩევანიც იყო, მათაც იქიდან აირჩიეს. ნაცმოძრაობა თბილისში არ უყვართ, ელენე ხოშტარია ჯერჯერობით ისეთი პოპულარული და ძლიერი ფიგურა არ არის, თუმცა თავი ნორმალურად წარმოაჩინა და ვინღა დარჩა? ელისაშვილზეც ვისაუბრეთ უკვე. ამიტომ, კალაძეზე რომ მიდგებოდა საქმე, ფაქტია. მართალია, არათბილისელია, მაგრამ ცოტა მოძველბიჭოა და მან თვითონ მიაღწია ყველაფერს. ეს ფაქტორი ხალხზე კარგად მოქმედებს. მოხდა ის, რისი მოლოდინიც იყო და ამას ყველა შეგუებული იყო.

- საინტერესოა, ამის მერე რა მოხდება?

- არც არაფერი მოხდება. ჯერჯერობით გავაგრძელებთ ცხოვრებას ჩვეულებრივად. ერთადერთი, რამაც შეიძლება დაამარცხოს „ქართული ოცნება“, ეს არის სააკაშვილის გაძლიერება უკრაინაში. თუ ის ხელისუფლებას ჩაიგდებს ხელში, აქ ნაცმოძრაობა ავტომატურად ძალიან გაძლიერდება. მეორე ვარიანტი, რამაც შესაძლოა „ოცნება“ დაასუსტოს, მათ წიაღში მწვავე კონფლიქტი იქნება.

ახალი თაობა, 23 ოქტომბერი, 2017 წელი

ინტერვიუ თამარ ჩხეიძესთან: „რუსთავი-2-მა ქართულ ოცნებაზე იმუშავა“ // „თუ ახალი ფაქტორები არ გამოიკვეთა, მომავალშიც ამავე შედეგებს მივიღებთ

ადგილობრივ არჩევნებს „ახალ თაობასთან“ აფასებს ყოფილი დისიდენტი და დეპუტატი თამარ ჩხეიძე.

- ბევრი მოელოდა, რომ თბილისის მერი მეორე ტურში გამოვლინდებოდა. ამის მიუხედავად, მაშინვე გამოცხადდა, რომ კალაძემ არჩევნები პირველივე ტურში დამაჯერებლად მოიგო...

_ აბსოლუტურად დარწმუნებული ვიყავი, რომ სახელისუფლებო კანდიდატი და „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი მერის არჩევნებში პირველივე ტურში გაიმარჯვებდა. ხელისუფლებას არჩევნებისათვის უამრავი უპირატესობა და მძლავრი ბერკეტი აქვს, რასაც ის თავის სასარგებლოდ იყენებს. ეს ჩანდა რეიტინგებიდანაც. ძალიან სამწუხაროა, რომ კრიტიკულ მომენტში „რუსთავი 2“-მა მმართველ პარტიაზე იმუშავა.

- ეგზიტპოლს გულისხმობთ?

- ძირითადად, ეგზიტპოლს, თუმცა მანამდე გამოცხადებული რეიტინგებითაც „რუსთავი 2“-მა ხელისუფლების წისქვილზე დაასხა წყალი. ყველაზე მოულოდნელი მაინც ის მაჟორული განწყობა იყო, რომელსაც ეს ტელეკომპანია ქმნიდა არჩევნების დამთავრებამდე ცოტა ხნით ადრე. კრიტიკულ მომენტში ყველაზე კრიტიკულმა ტელევიზიამ იმოქმედა ისე, როგორც უნდოდა „ქართულ ოცნებას“. მან ღიად იმუშავა „ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატის სასარგებლოდ.

- ასეთი რამ ადრე არ მომხდარა?

- ამის ნიშნები ადრეც შემიმჩნევია. მაგალითად, ბოლო საპარლამენტო არჩევნების დღეს „რუსთავი 2“-ის ეთერით გავიდა კლიპი, რომელიც, ერთი შეხედვით, ზოგადად არჩევნების მხარდამჭერი იყო, თუმცა იქ კადრში ჩანდა ივანიშვილი, რაც, ფაქტობრივად, „ქართული ოცნების“ შეფარული რეკლამა იყო. უხეში გათვლით, მმართველ პარტიას მხარს უჭერს 20%. ესაა ბირთვი, რომელსაც შემდეგ სხვადასხვა მაქინაციით ემატება პროცენტები. ესაა როგორც გაყალბება, ისე მოსყიდვა და დიდი სახელმწიფო რესურსი. ამგვარად ეს 20% იმატებს და საბოლოოდ აღმოჩნდება ხოლმე, რომ მმართველ პარტიას ხმა მისცა 50-ზე მეტმა პროცენტმა. „ქართულ ოცნებას“ თავიდანვე ამაზე ჰქონდა გათვლა და მნიშვნელობა არა აქვს, რას ეუბნებოდა ამომრჩეველს კახა კალაძე ან ვარაუდობდა თუ არა ვინმე მეორე ტურს. სამწუხარო ისაა, რომ გადამწყვეტ მომენტში ამაში მონაწილეობს ის ტელევიზია, საიდანაც საზოგადოება იგებს სიმართლეს და ისმენს კრიტიკულ აზრს.

- რა იქნება ამ კუთხით მომავალში?

- მომავალში „რუსთავი-2“ გააგრძელებს თავის ჩვეულ საქმიანობას და ხელისუფლების კრიტიკას. ხელისუფლებას ოპოზიციური არხი სჭირდება კიდეც, მით უმეტეს, თუ ეს არხი კრიტიკულ მომენტში მის სასარგებლოდ იმუშავებს.

- არჩევნებამდეც იყო ისეთი შთაბეჭდილება, რომ ქართული ოცნება და ნაციონალური მოძრაობა ერთმანეთის წახალისებას ახდენდნენ...

- ყოველ შემთხვევაში, „რუსთავი 2“ მაშინ მმართველ პარტიაზე არ მუშაობდა. სხვათა შორის, არაადეკვატურია ამ ტელეკომპანიის ეგზიტპოლზე „ევროპული საქართველოს’ რეაქცია, ანუ თანხმობა. ამ პარტიის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ამ გამოკითხვის დროს ხალხი შეშინებული იყო და სწორ პასუხებს არ იძლეოდა, არჩევნების შედეგი კი სხვა იქნებაო. ეს იყო ამ პარტიის თანხმობა. სხვებისაგან განსხვავებით, „ევროპულ საქართველოს“ არ ვთვლი იმ პარტიად, რომელიც ხელისუფლებას გაურიგდა. ამიტომ მათი შეფასებები არაადეკვატურად მეჩვენა.

- ამგვარი სურათი შეიძლება მომავალ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებზეც მივიღოთ?

- თუ არაფერი შეიცვალა, იმავე სურათს მივიღებთ. შესაძლოა, გამოიკვეთოს ახალი ფაქტორი, რომელიც გარდამტეხი აღმოჩნდება და პოლიტიკურ ვითარებას შეცვლის. სხვა შემთხვევაში, სულ ამ წრეზე ვიტრიალებთ.

„კვირის პალიტრა“, 23 ოქტომბერი, 2017 წელი

ინტერვიუ ლიტვის ელჩთან: „ევროკავშირი არ არის კეთილი ძიებისა და დეიდების კლუბი, იქ ძალიან მაღალია კონკურენციაა“ // „აუცილებლად გამოჩნდება ვინმე, ვინც გეტყვით, დაივიწყეთ ნატო და ევროკავშირიო, მაინც არავინ მიგიღებთო, მაგრამ ბოლომდე ერთგული უნდა იყოთ თქვენი ქვეყნის ამბიციების“

ვაჟა თავბერიძე

ლიტვა-საქართველოს სტრატეგიულ ურთიერთობასა და პარტნიორობაზე “კვირის პალიტრა” ლიტვის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, გედრიუს პუოჯუნასს ესაუბრა.

- საქართველო-ლიტვის ურთიერთობების ერთ-ერთი ქვაკუთხედი ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფებებია. როგორ მოახერხა ლიტვამ ის, რასაც საქართველო, სამწუხაროდ, დღემდე ვერ ახერხებს?

- ამ კითხვაზე პასუხის წარსულში ძიებას, აჯობებს მომავლისკენ გაიხედოთ და წარმატებაც მოვა. ჩვენი, ლიტველების გზაც ევროკავშირისა და ნატოსკენ არ იყო ია-ვა­რდით მოფენილი. ლიტვური გამოცდილებიდან საქართველოს შეუძლია რამდენიმე გაკვეთილი გამოიყენოს. პირველ რიგში, აუცილებელია ერთსულოვნება. ყველას – პოლიტიკოსებს, საზოგადოებას, არასამთავრობო სექტორს, მედიას – ერთი გეოპოლიტიკური მიზანი უნდა ამოძრავებდეს. ჩვენ ვხუმრობთ ხოლმე, რომ ლიტვაში­ ორ კაცზე სამი პარტია მოდის, რომლებიც­ ვერასდროს რიგდებიან ერთმანეთში, მაგრამ, როცა საქმე გეოპოლიტიკურ მიზნებზე მიდგება, ყველანი ერთად ვდგავართ, ერთი ხმით ვსაუბრობთ. მეორე – უნდა იყოთ ამბიციური და არ უნდა მოსწყდეთ რეალობას. თუ გადაწყვეტილი გაქვთ, რომ ნატოსა და ევროკავშირის წევრები გახდებით, ესე იგი, ერთ დღეს ასეც მოხდება. უნდა იყოთ თანამიმდევრულები და აკეთოთ თქვენი საშინაო დავალება. წინ უნდა გაიხედოთ, ბევრი იშრომოთ, დასახული გზიდან არ გადაუხვიოთ და მიზანსაც მიაღწევთ. აუცილებლად გამოჩნდება, ასე ვთქვათ, შესაძლებლობათა ფანჯარა, რომელსაც საქართველო გამოიყენებს. ზოგჯერ გაურკვეველი მომავალი ძალიან დამთრგუნველია, მაგრამ მხნედ უნდა იყოთ – სწორ გზაზე დგახართ და მჯერა, რომ მიზანს მიაღწევთ.

- დასავლელი პარტნიორები გვაქებენ, ქვეყანაში ვითარდება დემოკრატია, ვატარებთ რეფორმებსკიდევ რა უნდა გააკეთოს საქართველომ? თანაც იმის ფონზე, რომ ნატოსა­ და ევროკავშირის წევრები ხდებიან ქვეყნები, რომელთაც საქართველო თუ არ აღემატებანამდვილად არ ჩამორჩება დემოკრატიული სტანდარტებით. არაფერს ვერჩით ალბანეთს, მონტენეგროსა და სერბეთს, მაგრამ არ ფიქრობთ, რომ დავალების შესრულებაზე, როგორც გადამწყვეტ ფაქტორზე აპელირება დასავლეთის ერთგვარი ორმაგი სტანდარტია?

- ვერ დაგეთანხმებით. რეფორმებს იმიტომ კი არ უნდა ატარებდეთ, რომ ნატოში ან ევროკავშირში მოხვდეთ, არამედ იმიტომ, რომ ეს თქვენს ქვეყანას წინ წასწევს. პირველ რიგში, თქვენივე ინტერესებშია სამთავრობო რეფორმები, ჯანსაღი კონკურენცია და მდგრადი ეკონომიკა. მე ვიყავი საქართველოში 16 წლის წინ და ფაქტია, დღეს ეს სულ სხვა ქვეყანაა. არსებობს კონკრეტული კრიტერიუმები, რომელთაც უნდა აკმაყოფილებდეთ, და იმავდროულად, არსებობს პოლიტიკური კონსენსუსის საკითხი. ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებამ საქართველოს გაუხსნა გზა მსოფლიოს ყველაზე მომგებიანი ბაზრისკენ – შეგიძლიათ ქართული პროდუქცია ევროკავშირის ბაზარზე გაიტანოთ. ეს კარგი შანსია, მაგრამ როგორ გამოიყენებთ, თქვენზეა დამოკიდებული. ევროკავშირი არ არის კეთილი ძიებისა და დეიდების კლუბი, იქ ძალიან მაღალია კონკურენცია და ამისთვის მზად უნდა იყოთ. რაც შეეხება ნატოს, იქ კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება პოლიტიკურ კონსენსუსს – ყველა წევრი უნდა დაეთანხმოს იმას, რომ კლუბში ახალბედა მიიღონ.

- საქართველოს ნატოში გაწევრებაზე საუ­ბრისას ხშირად ხაზს უსვამენ, განსაკუთ­რებით ევროსკეპტიკოსი ექსპერტები, რომ საქართველოს აქვს ორი კონფლიქტური რეგიონი და სანამ არ მოგვარდება, ნატოშიც ვერ შევალთ

- ვფიქრობ, მოთმინება უნდა გამოიჩინოთ, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო უკვე ძალიან ბევრს აკეთებს და ალიანსი და დასავლელი პარტნიორები ამას ხედავენ. თქვენც გაქვთ კონფლიქტის მოგვარების ბევრი ინიციატივა, ცდილობთ, ჩატეხილი ხიდების აღდგენას და ხალხთა შერიგებას. სწორედ ეს არის ერთადერთი მართებული გზა. ავიღოთ საფრანგეთისა და გერმანიის, პოლონეთისა და ლიტვის მაგალითი – ასეთმა მიდგომამ მოგვიტანა მშვიდობა. კონფლიქტის მოგვარების გასაღები თანამშრომლობაშია და არა ბრძოლაში­. საქართველო ყველაფერს სწორად აკეთებს. ვნახოთ, რას მოგვიტანს მომავალი.

- მაგრამ შერიგება მხოლოდ ერთ მხარ­ეზე­­ არ არის დამოკიდებული, ფაქტია, რომ საქართველოს მცდელობა, სოხუმისა და ცხინვა­ლის .. ხელისუფლებასთან საერთო ენა გამონახოს, მარცხით სრულდება. რა პოზიტიური შედეგი შეიძლება მოჰყვეს ერთი მხარის მცდელობას, თუ მეორეს ამის გაგონებაც არ სურს?

- საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარება, თქვენი დაახლოება ევროპულ ოჯახთან საუკეთესო გზაა შერიგებისთვის ნიადაგის მოსამზადებლად. ფაქტია, რომ ამ რეგიონებს არავინ აღიარებს დამოუკიდებელ ქვეყნებად – სოხუმი და ცხინვალი საქართველოს სუვერენული ტერიტორიებია და ასეც დარჩება.

- რუსეთზეც ვისაუბროთ. როგორ შეაფასებდით კრემლის ფაქტორს, მაგალითად, როდესაც საქმე საქართველოს ევროპულ მომავალს ეხება?

- ნატო და ევროკავშირი არ ცნობენ მესამე ძალის გავლენას, ან მათ მისწრაფებებს, შექმნან ბუფერული ზონები. ჩვენ გვჯერა, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება,­ თავად გადაწყვიტოს, რომელ ალიანსსა თუ ბლოკში სურს გაწევრება. ეს საქართველოს­ გადასაწყვეტია და არა მოსკოვის. თუ გსურთ, ნატოსა და ევროკავშირის წევრები გახდეთ, არ უნდა დავუშვათ, რომ ვინმემ ამას ვეტო დაადოს. იმავდროულად, ფაქტია, რომ ძალიან რთულ სამეზობლოში ვართ. 2008 და 2014 წლების მოვლენებმა ძირეულად შეცვალა გეოპოლიტიკური რეალობა ლიტვისთვისაც. ვცდილობთ, ამ ახალ გამოწვევებს მოვერგოთ – ჩვენ გავზარდეთ თავდაცვის ბიუჯეტი, დავაბრუნეთ სავალდებულო გაწვევის სისტემა, ვყიდულობთ სამხედრო ტექნიკას.

- ანუ ომისთვის ემზადებით?

- ჩვენ ვემზადებით თანამედროვე გამოწვევებისთვის. როგორც ამბობენ, თუ მშვიდობა გსურს, ომისთვისაც უნდა იყო მზად. ნატო კოლექტიური თავდაცვის პრინციპზეა დაფუძნებული და ეს სულაც არ ნიშნავს, რომ შეგიძლია დაელოდო, როდის მოვა ვინმე და დაგიცავს.

- თუ ნატოს წევრი ლიტვა ასე შეშფოთ­ებულია, პატარა საქართველომ რაღა თქვას?

- საქართველო ძალიან საჭირო რეფორმებს ატარებს, ეს თქვენი ქვეყნის სამხედრო თავდაცვისუნარიანობას გაზრდის. რაც შეგიძლიათ, ის უნდა გააკეთოთ…

- და იმედი გვქონდეს, რომ გადავრჩებით

- ისევ ლიტვის მაგალითს მოვიყვან – 2003 წელსაც კი, ერთი წლით ადრე, სანამ ნატოსა და ევროკავშირში შევიდოდით, ბევრი ამბობდა, რომ ამას ვერ მოვახერხებდით, რომ შანსი არ გვქონდა, რომ ლიტვა ნაცრისფერ ზონად გადაიქცეოდა და ა.შ. მაგრამ ჩვენ არჩეულ გზას არ გადავუხვიეთ და მან საბოლოოდ მიგვიყვანა კიდეც მიზნამდე. ის პატარა გეოპოლიტიკური სასწაული დღეს რეალობად იქცა.

საქართველოსაც აქვს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ ერთ დღეს თქვენ ნატოს წევრები გახდებით. ასე რომ, პოლიტიკურ შანსს უნდა დაელოდოთ. აუცილებლად გამოჩნდება ვინმე, ვინც გეტყვით, დაივიწყეთ ნატო და ევროკავშირი, რა გინდათ იქ, მაინც არავინ მიგიღებთო, მაგრამ ბოლომდე ერთგული უნდა იყოთ თქვენი ქვეყნის ამბიციების.

- აქ ერთი დეტალიაპოსტსაბჭოთა სივრცის მკვლევართა ნაწილი ფიქრობს, რომ დასავლეთმა ერთ დროს დაკარგული ბალტიისპირეთი, ასე ვთქვათ, ევროპულ ოჯახში დააბრუნა, მაგრამ საქართველოზე ევროპაში მსგავსი­ განცდა და სენტიმენტები არ არსებობს

- დიახ, დასავლეთს არასდროს უღიარებია ლიტვა და ბალტიისპირეთის სხვა ქვეყნები საბჭოეთის ნაწილად. ეს მართალია, მაგრამ დღეს თქვენ, ქართველებს, გაქვთ დასავლეთის დაპირება, მეტიც, გარანტია, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, თუ საჭირო რეფორმებს გაატარებს. ვფიქრობ, ასოცირების შეთანხმების რეალიზება ძალიან მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება და ამ შეთანხმებაში ჩაწერილი რეფორმების გატარება იოლი ნამდვილად არ იქნება. მეტიც, ეს იქნება მტკივნეული პროცესი, რომელსაც ხალხი ზოგ­ჯერ არ დაუჭერს მხარს. მაგალითისთვის ავიღოთ ერთ-ერთი მოთხოვნა: მანქანების ტექდათვალიერება, რომელიც 1-ლი იანვრიდან უნდა აღდგეს. თბილისში საშინლად არის ჰაერი დაბინძურებული. ამის გაკეთება იაფი არ დაჯდება, თან ეს იქნება არაპოპულარული ნაბიჯი, მაგრამ უნდა შეეგუოთ, რადგან თუ ევროკავშირში გინდათ შესვლა, მაშინ ევროპულ სტანდარტებთან ადაპტაციაც მოგიწევთ.

Comments are closed