globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 24 იანვარი, 2015 წელი

Posted by Globalresearch on Jan 24th, 2015 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

რეზონანსი“, 23 იანვარი, 2015 წელი

„ბევრ უნდა შემოსვლა, მაგრამ ჩვენ თანახმა არ ვართ“

თბილისი ადასტურებს, რომ საქართველოს ბაზარზე სამი ავიაკომპანია შემოდის

თიკო ოსმანოვა

(შემოკლებით)

ქართულ საავიაციო ბაზარზე სამი რუსული ავიაკომპანია სემოდის, რომლებმაც თბილისსა და მოსკოვს შორის რეგულარულად რეისებს შეასრულებენ. ტექნიკურ საკითხებზე მოლაპარაკება 25 იანვარს გაიმართება, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ კატეგორიულად ეწინააღმდეგება. პარტიის ინფორმაციით, მხარეებს შორის მოლაპარაკება ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ ხდება.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში კი ბრალდებას უარყოფენ და ოპოზიციას ხელოვნურ აჟიოტაჟშის ხელოვნურად მოწყობაში ადანაშაულებენ

“ჩვენ შევიტყვეთ, რომ 25 იანვარს, საზოგადოების ზურგს, უკან გაიმართება მორიგი მოლაპარაკებები საქართველოსა და რუსეთს შორის რუსული ავიაკომპანიების საქართველოში კაბალური პირობებითა და ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ შემოყვანასთან დაკავშირებით. საქართველოს მხრიდან ამ მოლაპარაკებებს აწარმოებს ივანიშვილის პირადი ბორტ-ინჟინერი, რომელიც მან დანიშნა ავიაციის დეპარტამენტის უფროსად. ამ მოლაპარაკებებისთვის რუსეთიდან სპეციალური ჯგუფი ჩამოდის. გვინდა ცალსახად განვაცხადოთ, რომ ჩვენ არ ვართ წინააღმდეგი ზოგადად ქართული საჰაერო სივრცის გახსნის და ამ სექტორში თავისუფალი საბაზრო მიდგომების გამოყენების, მაგრამ ჩვენ ვთვლით, რომ აქ არ უნდა შემოდიოდენ ავიაკომპანიები, რომლებიც “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” საქართველოს კანონს არღვევენ (მაგალითად “აეროფლოტი”), ავიაკომპანიები, რომლებიც არიან პირადად პუტინის მფლობელობაში (მაგალითად, “უტეაირი” (UTAIR) და ავიაკომპანიები, რომლებსაც დასავლური სანქციების გამო ძალიან დიდი მოცულობის ვალები აქვთ და აქ შეიძლება შემოდიოდნენ მხოლოდ პოლიტიკური და არა ბიზნეს მოტივებით (მაგალითად “ტრანსაერო”). ჩვენ ასევე ვეწინააღმდეგებით მოლაპარაკებების საზოგადოების ზურგს უკან ფარულად წარმოებას”, – ნათქვამია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” განცხადებაში.

ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელის გურამ ჯალაღანიას თქწმით, ქართულ საავიაციო ბაზარზე მხოლოდ სამი რუსული ავიაკომპანია შემოდის და არცერთი მათგანი ფრენებს ოკუპირებულ ტეროტორიებზე არ განახორცილებს. მისივე თქმით, საქართველო ამას არავიტარ შემთხვევაში არ დაუშვებს.

„საუბარია მხოლოდ სამ კომპანიაზე და არავითარ 18-ზე. ბევრს უნდა შემოსვლა, მაგრამ ჩვენ თანახმა არ ვართ. რაც შეეხება შეთანხმებას, არავითარი კაბალური შეთანხმება არ ხდება. „ნაციონალურ მოძრაობას“ ვურჩევ განმარტოს, რა არის კაბალური შეთანხმება და რას ნიშნავს. საიდუმლო და დასამალი არაფერი გვაქვს. ამ შეხვედრაზე ტექნიკური საკითხები გადაწყდება, რომელსაც შვეიცარიის წარმომადგენელიც დაესწრება. „ნაციონალებს“ თუ ის აწყობთ, რომ აჟიოტრაჟი ხელოვნურად შექმნან, კი, ბატონო… ამბოიბენ, რომ საქართველოს ცა გაიყიდაო, მაგრამ ამ სიტყვების მნიშვნელობა მათ იციან კი საერთოდ? ამ კომპანიებს აფხაზეთში ავიარეისების შესრულება კატეგორიულად აკრძალული აქვთ და ჩვენ ამას არ დავუშვებთ“.

როგორც გურამ ჯალაღანიამ აღნიშნა, ქართული ავიაკომპანია „აირზენა“ თბილისსა და მოსკოვს შორის ჩარტერულ რეისებს ასრულებს, მას შეუძლია ყველა სიხშირე აითვისოს. „ასე რომ, სწორი არ არის გავრცელებული ინფორმაცია, რომ ჩვენ რუსულ ავიაკოპმპანიებს განუსაზღვრელი სიხშირე მივეცით“, – განაცხადა სააგენტოს ხელმძღვანელმა, – ორივე მხარეს მხოლოდ 18-18 სიხშირის შესრულების უფლება აქვს. გააჩნია, როგორ აითვისებს „აირზენა“ ამ სიხშირეს, ბილეთის ფასი როგორი იქნება. ამბობენ, რომ რუსული ავიაკომპანიები დემპინგური ფასებით შემოდიანო, მაგრამ არც ეს ინფორმაციაა მარტალი“.

პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე ამბობს, რომ „ქართული ცა ვერ გაიყიდება, თვითმფრინავი მხოლოდ მოფრინდება და გაფრინდება. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ რეისებში მეტი მგზავრი იყოს, საქართველოში მეტი ტურისტი შემოვიდეს, ავიაბილეთების ფასი ხელმისაწვდომი იყოს, კომფორტული იყოს მგზავრობის მდგომარეობა და ამავე დროს მტკიცედ იყოს დაცული ჩვენი ქვეყნისა და ქართული ავიაკომპანიის ინტერესები. დემპინგური ფასები ვერ იქნება შემოღებული, ვიანიდან ამისთვის არსებობს საერთაშორისო მექანიზმები და თუ ვინმე ნახავს, რომ დემპინგური ფასებია, სეუძლია წავიდეს და უჩივლოს საერთაშორისო ორგანიზაციებში. ასეთი რამ მკაცრად ისჯება…

რაც შეეხება „ნაცმოძრაობის განცხადებას, ქართული ცა გაიყიდაო, არავითარი ცა არ გაყიდულა… მათ ბევრი ქართული სტრატეგიული ობიექტი გაყიდეს რუსულ კომპანიებზე და უმჯობესია ამაზე არ ისაუბრონ“, – განაცხადა „რეზონანსთან“ საუბარში“ ზურაბ აბაშიძემ.

„ახალი თაობა“, 23 იანვარი, 2015 წელი

ინტერვიუ ანზორ აბრალავასთან

ინტერვიუში პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, პარტია „სოლიდარობის“ ლიდერი ანზორ აბრალავა საუბრობს საქართველოში ბოლო დროს მომხდარ მოვლენებზე, რომლებიც განპირობებულია როგორც შიდა, ასე გარე ძალების ზემოქმედებით, რევანშიზმის მიზნით (ესაუბრება მარიკა მჭედლიშვილი).

ამონარიდი:

„კიევში ხდება სამხედრო, პოლიციური და პოლიტიკური ძალების მობილიზება, რესურსების მოგროვება. ნაციონალებს უნდათ დააჯერონ ხალხი, რომ საქართველოში სრული ქაოსია და ამას მხოლოდ მიხეილ სააკაშვილი მოუვლის. ეს საფრთხე ყველამ უნდა გააცნობიეროს, თორემ რებუსებით ლაპარაკი კუკუმალობას თამაშია. ეს დესტრუქციული ძალა ყველაფერს გააკეთებს, რომ არეულობის პირობებში, აქციების დროს, ხელისუფლებას ხელი წაუცდეს და რაღაც შეეშალოს. მაში პროვოკატორები მოქმედებას დაიწყებენ… ეს გეგმები „მარალ დონეზე“ საქართველოს ფარგლებსგარეთ დაიწერა. ნაციონალებს უცხოეთში დამცველები და ლობისტები არ აკლიათ. ამ ვითარებაში ხელისუფლებამ რაღაც უნდა იღონოს. არავინ დაინტერესებულა, რა ხდება ინსტიტუციებში, საგარეო საქმეთა სამინისტროს ამ მიმართულებით ნორმალურად უნდა ემუშავა..

იმ დროს როცა რევანშისტული ძალები ძლიერდებიან, საგარეო საქმეტა სამინისტრო არ ამბობს ქვეყნის სათქმელს, არ აწვდის უცხოეთს ინფორმაციას, ის ასრულებს სტატისტის როლს. სააკასვილის მმართველობის დროს საქართველოში იგივე ხდებოდა, რაც გუანტანამოს საპყრობილეში და მესამე რეიხში.. ეს ინფორმაცია გარეთ არ უნდა გაეტანათ? [არჩევნების შემდეგ] საგარეო საქმეთა სამინისტრო ამაზე არ ზრუნავდა“.

Comments are closed