globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 24 აპრილი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Apr 24th, 2015 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ნანა დევდარიანთან: „მეც არ დაველაპარაკებოდი რუსეთს, მე რომ სტავროპოლისა და კრასნოდარის მხარე მქონდეს შემოერთებული“

ალია: რას ასაიდუმლოებს ბელორუსიის პრეზიდენტი, რასაც მალე გავიგებთ?

რეზონანსი: რა ჩამოიტანა და რა მიაქვს ლუკაშენკოს თბილისიდან

რეზონანსი: ევროკავშირი რიგის სამიტზე საქართველოსთან, უკრაინასთან და მოლდოვასთან დაახლოებას გეგმავს

რეზონანსი: თინა ხიდაშელი და გიგლა აგულაშვილი შვეიცარიის ელჩს ინვესტორების ლობირებას დაპირდნენ

———————-

„ახალი თაობა“, 24 აპრილი, 2015 წელი

ინტერვიუ ნანა დევდარიანთან: „მეც არ დაველაპარაკებოდი რუსეთს, მე რომ სტავროპოლისა და კრასნოდარის მხარე მქონდეს შემოერთებული“

(შემოკლებით)

გლობალური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი ნანა დევდარიანი „ახალი თაობის“ ჟურნალისტ ნონა ცაბაძესთვის მიცემულ ინტერვიუში კომენტარს უკეთებს ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტს და საუბრობს აგრეთვე თბილისში გამართულ ორდღიან კონფერენციაზე რუსი და ქართველი ექსპერტების მონაწილეობით.

გთავაზობთ ამონარიდებს:

- ქალბატონო ნანა, ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტს არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა ჩვენს საზოგადოებაში. ზოგი ფიქრობს, რომ ხელისუფლებამ ევროპულ კურსს გადაუხვია. რას ფიქრობთ ამ ყველაფერზე?

- ამ სპეკულაციას ერთხელ და სამუდამოდ ბოლო უნდა მოეღოს! როცა ევროპელმა ლიდერებმა დაინახეს, რომ პრობლემის დარეგულირებაა აუცილებელი (მხედველობაში მაქვს უკრაინის კონფლიქტის სეწყვეტა) თავად ჩავიდნენ მისნკში და მოლაპარაკებები გამართეს. ამდენად, ევროპაზე უარის თქმა თუ არის ლუკაშენკოს აქ ჩამოსვლა, მაშინ პროროსული და პრობელარუსული ყოფილა მთელი ევროპა. დაამთავრონ ეს სპეკულაციები. ეს იმდენად იაფფასიანი განცხადებებია, რომ ამას პატარა ბავშვიც კი არ მოისმენს.

- რას ფიქრობთ ამ ვიზიტის შესახებ?

- ჩვეულებრივი ვიზიტია, თუმცა არ მახსოვს ბელარუსის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში. ჩვენ ნებისმიერ ქვეყანასტან ნუნდა გვქონდეს ნორმალური და კეთილმეზობლური ურთიერთობა, მით უმეტეს, როცა საუბარია ეკონომიკის განვიტარებაზე. ყველას მინდა შევახსენო: მოგწონთ თუ არ მოგწონთ ალექსანდრე ლუკაშენკო, ფაქტია, რომ ბელარუსში ყველა საწარმო მუშაობს. იქ სოფელში მცხოვრები პენსიონერიც კი თვეში 300 დოლარს ირებს პენსიის სახით. ჩვენი ბიზნესკავშირები ბელარუსთან იმიტომაა ადვილად დასამყარებელი, რომ წლების განმავლობაში ერთიანი ეკონომიკური სივრცე გვქონდა. დღეს ბელარუსის ეკონომიკა სერიოზულადაა მოდერნიზებული, მარალტექნოლოგიურია, ყველაფერი მუშაობს… ვის აყრიან [„ჩვენებური ევროპისმოყვარული კრიტიკოსები“] თვალში ნაცარს? ეს მიზანმიმართული კამპანიაა და კარგად ვიცით, თუ ვისგან მოდის ეს ყველაფერი.

- ვისგანაც მოდის, სწორედ იმათპარტიელ პრეზიდენტს ჰქონდა ლუკაშენკოსთან კარგი ურთიერთობა…

- დიახ, რა თქმა უნდა. სხვათა შორის, „ნაციონალ“ გივი თარგამაძესთან ძალიან კარგი ბიზნესკავშირები ჰქონდა ბელარუსში და ახლა გახდა ეს კურსი მიუღებელი მათთვის?

(…)

- ორი დღის განმავლობაში თბილისში ქართველი და რუსი ექსპერტების პრეს-კონფერენცია მიმდინარეობს, ერთამენთს ხვდებით. რას ეძღვნება ეს სეხვედრა ძირითადად, რაიმე გამოსავლის გზებზე ისაუბრეთ?

- დიახ, ეს არის ორდღიანი კონფერენცია და საკმაოდ რთულია ორგანიზების თვლასაზრისით, რადგან განწყობა და ფონი ყველამ კარგად იცით. არისა ჯგუფი, რომელიც ამბობს, რომ რუსეთთან ლაპარაკს საერთოდ აზრი არ აქვს. მეც არ დაველაპარაკებოდიო რუსეთს, შემოერთებული რომ მქონდეს შემოერთებულოი კრასნოდარისა და სტავროპოლის მხარეები… ჩვენ გვაქვს პრობლემა და ჩვენ უნდა ვცადოთ მისი დარეგულირება. ჩვენ ვისაუბრეთ ნორმალიზების პერსპექტივებზე, რა ნაბიჯები უნდა გადადგან ორივე ქვეყნის ხელისუფლებმა. ჩვენ ვართ ექსპერტები, ეს არის საექსპერტო კონფერენცია. ჩვენ არ ვართ პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირები, რომლებთან გადაწყვეტილებების მიღების უფლება აქვთ, თუმცა ჩვენ უნდა მოვსიჯოთ კამათში ის გზები, საითაც უნდა გადაიდგას ნაბიჯები.

- ის ექსპერტები არიან მოწვეულნი, რომლებიც რუსეთში პოლიტიკურ ამინდს ქმნიან?

- სწორედ ასეა. კონფერენციაზე ასევე სერიოზული საუბრები იყო ეკონომიკურ საკითხებზეც – როგორც გლობალურ, ისე რეგიონულ ჭრილში. მხოლოდ ღვინოზე და მინწყალის იმედად არ უნდა ვიყოთ, ეკონომიკური კავშირები უნდა გაფართოვდეს, ის ბაზარი ხელახლა უნდა მოვიპოვოთ, რომელიც დავკარგეთ ჩვენი უგუნური პოზიციის გამო. ქართველ და რუს ექსპერტებს შორის აზრთა გაცვლა-გამოცვლა მოხდა და ესეც კარგია.

ალია“, 24 აპრილი, 2015 წელი

რას ასაიდუმლოებს ბელორუსიის პრეზიდენტი, რასაც მალე გავიგებთ?

გელა ზედელაშვილი

(შემოკლებით)

თბილისში ჩამოსულმა ბელორუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ ვლადიმერ პუტინის დავალებები ზედმიწევნით კარგად შეასრულა და მნიშვნელოვანი გზავნილებიც დაგვიდო:

პირველი – როგორც ლუკაშენკო ამბობს, ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ მომავალი ურთიერთობების ფუნდამენტი, რომელიც დაფუძნებული იქნება მჭიდრო სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე, პოლიტიკაში ჩვენ არანაირი წინააღმდეგობა არ გვაქვს;

მეორე – 2014 წელს ჩვენს ქვეყნებს შორის ტვირთბრუნვამ საკმაოდ დაბალი რაოდენობა – 65 მილიონი დოლარი შეადგინა. რა თქმა უნდა, ეს არ არის ის ციფრი, რომელიც ჩვენთვის დამაკმაყოფილებელი უნდა იყოს. ბელორუსის პრეზიდენტის თქმით, დელეგაციაში არის 50 უმსხვილესი კომპანიის წარმომადგენელი და ბიზნესფორუმის საფუძველზე ტვირთბრუნვა გაიზრდება 200 მილიონამდე;

მესამე – ბელორუსსა და საქართველოს შორის გაფორმდა 15-პუნქტიანი განცხადება, რომლის მიხედვითაც, მხარეები ადასტურებენ სახელმწიფოთა შორის ურთიერთობაში სუვერენიტეტის, მთლიანობის, საზღვრების ხელშეუხებლობის პატივისცემის, ძალის გამოყენებისა და ძალით დამუქრების მიუღებლობას;

მეოთხე – ლუკაშენკოს თქმით, საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრაზე საუბარი იყო რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებაზე, თუმცა დეტალებში გამხელის უფლებამოსილება ჯერ არ გააჩნია: „მე და პრეზიდენტი მარგველაშვილი რეალისტები ვართ და ვთქვით, მოდი, გავავლოთ ხაზი და შევხედოთ ხვალინდელ დღეს – რა ნაბიჯების გადადგმა შეიძლება იმისთვის, რომ საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზება და ბელორუსთან ურთიერთობების გაღრმავება მოხდეს. ვფიქრობ, უახლოეს ხანში, ჩვენ ვიპოვით თუნდაც ერთ პასუხს პატარა კითხვაზე – რა ნაბიჯი გადავდგათ იმისთვის, რომ არა მხოლოდ შევწყვიტოთ ეს რიტორიკა, არამედ დავაახლოოთ სახელმწიფოების პოზიცია და ვიცხოვროთ ერთ ოჯახში, როგორც ეს ერთ დროს იყო… მე ჯერ არ მაქვს უფლებამოსილება პრეზიდენტისგან, ვისაუბრო ჩვენი შეთანხმებების შესახებ, მაგრამ უახლოეს პერიოდში თქვენ ამის შესახებ გაიგებთ“.

ალბათ, დამეთანხმებით, ყველაზე საინტერესო და დამაინტრიგებელი მეოთხე საკითხი გახლავთ, ლუკაშენკო ამბობს, მე და მარგველაშვილი კი შევთანხმდით, მაგრამ ახლა დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, ამის შესახებ უახლოეს ხანში გაიგებთო. ეკონომიკური თანამშრომლობა გასაგებია, პოლიტიკური ურთიერთობების ნ ო რ მ ა ლ ი ზ ე ბ ა ც გასაგებია, მაგრამ რაზე შეიძლებოდა ყოფილიყო საუბარი დახურულ კარს მიღმა?

„ალიას“ პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ესაუბრება (გთავაზობთ შემოკლებით):

სოსო ცინცაძე: ლუკაშენკო არა მხოლოდ პუტინის დავალებით ჩამოვიდა, თვითონაც იგრძნო, რომ მისი დრო დადგა. დიპლომატიაში არსებობს ტერმინის “კეთილგანწყობილი ნეიტრალიტეტი”. სწორედ ამის მიღწევას ცდილობს რუსეთი და საქართველოსთვის ესეც ბევრს ნიშნავს.

რაზეც არ უნდა შეთანხმებულიყვნენ ლუკაშენკო და მარგველაშვილი, ეს მაინც არის საქმის 50%, რადგან მარგველაშვილი დამოუკიდებლად არ არის არაფრის გადამწყვეტი. რა თქმა უნდა, ვერ შეთანხმდებოდნენ აფხაზეთისა და ოსეთის საკითხზე, აქ ჯერჯერობით არ იქნება არავითარი რევიზია, ამას დროს სჭირდება. ისინი ისაუბრებდნენ, რომ მოხდეს რუსეთ-საქართველოს პირველი პირების შეხვედრა უმაღლეს დონეზე. ლუკაშენკო ამაზე ილაპარაკებდა პრემიერ-მინიტრთანაც და უახლოეს ხანში ერთმანეთს შეხვდებიან ღარიბაშვილი და პუტინი ან ღარიბაშვილი და მედვედევი. ვინაიდან ლუკაშენკო მაინც მარგველაშვილის მიწვევით ჩამოვიდა, ამ საქმეში მასაც ჩართავენ. დღეს არ არის ლაპარაკი იმაზე, რომ თბილისი და მოსკოვი უცებ დაძმობილდნენ, ამ ყველაფრის მიზანია საქართველო და რუსეთი ერთმანეთს აღარ თვლიდნენ მტრებად – ჯერ გადავწყვიტოთ, რომ აღარ ვართ მტრები და მერე იმაზე ვიფიქროთ, როგორ გავხდეთ მეგობრები“.

- სანამ აფხაზეთისა და ცხინვალის საკითხი არ გადაწყდება, რა მეგობრობაზე შეიძლება იყოს ლაპარაკი?

სოსო ცინცაძე: ეს იქნება ყველა საკითხის შემდეგ. მანამდე არის სხვა პრობლემები, თუნდაც საციზო რეჟიმის გამარტივება, ბაზრის უფრო მეტად გახსნა… არ გამოვრიცხავ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას, საელჩოების გახსნას, ინვესტიციების შემოსვლას. კი, დღეს რუსეთს არ აქვს იმდენი ფული, რომ მილიარდები შემოიტანოს საქართველოში და ჩინელები გააკვირვოს, მაგრამ 200-300 მილიონი დოლარი ჩვენთვის მაინც ჟანგბადივით იქნება.

თავად ბელორუსიდან ჩვენ კომუნისტების დროიდან შემოგვქონდა კარტოფილი, სასოფლო-სამეურნეო მექნიზაცია და შემოგვყავდა პირუტყვი. ლუკაშენკოს, რა თქმა უნდა, სურს თვითონაც იხეიროს, მაგრამ ამ ეტაპზე ბელორუსიის პრეზიდენტს უფრო აინტერესებს პიარი და მომრიგებლის როლი. ხომ ხედავთ, თავისი შვილიც ჩამოიყვანა, რომელიც მისთვის არის ღმერთი. ლუკაშენკოს სხვა შვილებიც ჰყავს, უფროსი ბიჭები პირველი ცოლისგან, მაგრამ ეს (კოლია) ყველაზე მეტად უყვარს. მან თქვა – რუსეთი საქართველო და ბელორუსი ერთ ოჯახად უნდა ვცხოვრობდეთო – ამის თქმა იყო და უცებ დამირეკეს “რუსთავი 2″-დან – ბატონო სოსო, საქართველო ევრაზიულ კავშირში ხომ არ შედისო? ამათ “ოჯახი” პირდაპირი გაგებით ესმით, “ნაციონალების” საქმე ისეა – ჩიტი სანეხვეზე იჯდა და კუდს მაღლა სწევდაო. ჩვენ აქედან უფრო მატერიალურად ვხეირობთ, ვიდრე პოლიტიკურად. ლუკაშენკოსთვის ეს ყველაფერი უფრო იმიჯია, რომ მის გარდა ვერვინ ვერ მოახერხა საქართველო-რუსეთის ურთიერთობის ნორმალიზება, ვერავინ გაარღვია ეს თემა.

სხვათა შორის ლუკაშენკოსთან დაახლოების მცდელობა წინა ხელისუფლებას ჰქონდა, ვანო მერაბიშვილი იყო ჩასული და იცი რა პასუხით გამოისტუმრა? ჩვენ იმაზე მეტად უნდა ვიმეგობროთ, ვიდრე კომუნისტების დროს ვმეგობროდითო. ლუკაშენკო ჭკვიანი დიპლომატია – მოგვწონს თუ არა, ეს ასეა. შეიძლება მაგას კისინჯერის და რიშელიეს დიპლომატიური ნაშრომები წაკითხული არ აქვს, მაგრამ დღევანდელ ფონზე ეფექტურია. თუ საქართველო-რუსეთის ურთიერთობა დაარეგულირა, მაშინ მისი მაზანდა უკრაინაშიც აიწევს, პუტინისთვის ის შეუცვლელი გახდება. ვიმეორებ, ახლა მთავარია ჩვენს ხელისუფლებას ეყოს სიმტკიცე და არ შეეშინდეს “ნაციონალებისა” ამ საკითხში მაინც. ასევე უნდა გაუძლოს ევროპის ბუზღუნს… დასავლეთიდან ჯერ არავინ აკეთებს კომენტარს, ეს იქნება რამდენიმე დღის შემდეგ და შეიძლება არცთუ სასიამოვნო იყოს.ა, შემთხვევაში ჩვენ უდა ვიფიქროთ მოსახლეობაზე – სადაც კი შესაძლებელია რამე ეკონომიკური გარღვევა, უნდა გამოვიყენოთ. ჩვენთვის რა ხეირიც იქნება, ყველას იმ კუთხიდან უნდა ველაპარაკოთ, სხვა გზა ყბრალოდ აღარ დაგვრჩა“.

რეზონანსი“, 24 აპრილი, 2015 წელი

რა ჩამოიტანა და რა მიაქვს ლუკაშენკოს თბილისიდან

რაზე შეატყვეს პუტინს, რომ გზავნილების გასახმაურებლად ლუკაშენკო სჭირდება?”

თაკო მათეშვილი

(შემოკლებით)

პუტინის გზავნილების გადმოცემა, ევრაზიულ კავშირში შესვლაზე დაყოლიება, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავება თუ უბრალოდ ვიზიტი ვიზიტისათვის – ბელარუსის პრეზიდენტის საქართველოში სტუმრობას პოლიტოლოგები სხვადასხვა მიზნით ხსნიან და გამოთქვამენ ვარაუდს, თუ რის ჩამოსატანად და რის წასაღებად ჩამოვიდა იგი.

(…)

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ იმ განცხადებების მიღმა, რაც საჯაროდ გაკეთდა, ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტი ბევრ სხვა რამესაც გულისხმობდა, ნაწილის აზრით კი, საქართველოში მას მეტისმეტად დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ და საიდუმლო გარიგების დადებას გამორიცხავენ.

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო საქართველოს ვიზიტით გუშინწინ 10 წლის ვაჟთან ერთად ესტუმრა. გუშინ იგი პრეზიდენტ მარგველაშვილს ჯერ პირისპირ შეხვდა, შემდეგ გაფართოებული სხდომა ჩატარდა და ბოლოს პრესკონფერენციაც გამართეს, სადაც მიღწეულ შეთანხმებებზე უპასუხებს.

როგორც პრეზიდენტებმა პრესკონფერენციაზე აღნიშეს, მათ იმ ნაბიჯებზე ისაუბრეს, რომელიც ქვეყნებს შორის პოზიციების დასაახლოებლად უნდა გადაიდგას, თუმცა არ დაუკონკრეტებიათ, თუ რა ნაბიჯები იგულისხმება კონკრეტულად.

საუბარი, რა თქმა უნდა, შეეხო რუსეთ-საქართველოს ურთიერთობასაც და ლუკაშე:ნკომ შემდეგი საყურადღებო განცხადებაც გააკეთა: „პოზიციებჰი უნდა დაახლოვდეს, რათა ვიცხოვროთ ერთ ოჯახში, როგორც ერთ დროს. ბელარუს,  ქართველი დლა რუს ხალხს შორის წინააღმდეგობა არ არსებობს. არსებობს მხოლოდ პოლიტიკური გაუგებრობები და ისინი გადალახვადია. თუმცა უნდა დავსვათ კონკრეტული ამოცანები და გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები მათ ამოსახსნელად. მე არ მაქვს უფლება, ჩვენი შეთანხმებები გავამხილო, მაგრამ უახლოეს მომავალში თქვენ ამას გაიგებთ“, – აღნიშნა ბელარუსის პრეზიდენტმა.

ორაზროვანი განცხადების განმარტება მოგვიანებით მარგველაშვილის მრჩეველმა საგარეო ურთიერთობის საკითხებში თენგიზ ფხალაძემ სცადა და მოსახლეობა დაამშვიდა, რომ „არავინ არსად დაბრუნებას არ აპირებს, საუბარი კი სხვა რამეზე იყო“.

პოლიტოლოგები აქტიურად მსჯელობენ იმაზე, თუ რას შეიძლება ემსახურებოდეს რეალურად რუსეთთან ერთ-ერთი ყველაზე უფრო დაახლოებული ქვეყნის ლიდერის ვიზიტი და რა კონკრეტულ შედეგზეა გათვლილი მისი ქართველ კოლეგასთან შეხვედრა.

„ამერიკის მხარდამჭერთა ლიგის“ პრეზიდენტი, პოლიტოლოგი ირაკლი კიკიანი ამტკიცებს, რომ ლუკაშენკომ საქართველოში რუსეთის გზავნილები ჩამოიტანა, ვინაიდან მასთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვეტილი გვაქვს და ყველა გზა მოჭრილია. სწორედ ამისთვის სჭირდება, მისი აზრით, პუტინს მ ესამე, შუამავალი ქვეყანა.

რა იგულისხმება ლუკაშენკოს განცხადებაში ერთიან ოჯახში დაბრუნების შესახებ, ეს კიკიანის თქმით, რთული ამოსაცნობი არ უნდა იყოს, ვინაიდან ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა ვართ და ნათქვამ იც ყოფილ პოსტსაბჭოურ სივრცეში დაბრუნებას გულისხმობდა.

თუმცა იმის გამო, რომ საქართველოს ევროპული არჩევანი მტკიცეა და ამ გზაზე მყარად ვდგავართ, კიკიანი დარწმუნებულია, რომ ეს გზავნილი დეკლარაციის დონეზე დარჩება.

„ეს სწორედაც რომ ვიზიტი ვიზიტისთვისაა, რადგან რეალურ შედეგებს ვერ მოიტანს. ბელარუსი უსეთთან და ყაზახეთთან ერთიან ეკონომიკურ სივრცეშია გაერთიანებული. ის ურთიერთობა, რაც საქართველოსა და ბელარუსს შორისაა, ორმხრივ დონეზე გაგრძელდება, მაგრამ რაღაც საერთო ოჯახში ყოფნა დეკლარაციის დონეზე დარჩება“, – მიიჩნევს ირაკლი კიკიანი.

მოსაზრებას არ ეთანხმება პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე და ამბობს, რომ ლუკაშენკოს ასეთი გამონათქვამები ბევრს არაფერს ნიშნავს, რადგან იგი არ მიეკუთვნება იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც თითოეულ სიტყვას უფრთხილდებიან. მისი თქმით, ბელარუსის პრეზიდენტს არც რუსეთთან აქვს ისეთი ურთიერთობა, რომ იმ ქვეყნის პოლიტიკის წარმომადგენელი იყოს. ამის სადემონსტრაციოდ კი რუსეთის მიმართ გაკეთებული ლუკაშენკოს საკმაოდ დაძაბულ განცხადებებს გვახსენებს. აქედან გამომდინარე, ასკვნის, რომ პუტინს საქართველოსათვის რამეს გადმოსაცემად ვინმე არ დასჭირდებოდა.

„რამეზე შეატყვეს პუტინს, რომ გზავნილების გასახმაურებლად ლუკაშენკო სჭირდება? რომელიმე თავისი პოლიტიკური განცხადება ვინმეს საშუალებით გააკეთა? რატომ გვგონია, რომ ამ არადიპლომატიური პოლიტიკოსის საშუალებით საქართველოს რაღაცებს ელაპარაკება? საქართველოსთან საიდუმლო შეთანხმებებისათვის პუტინს სხვა არხებიც აქვს, თუნდაც კარასინი-აბაშიძის შეხვედრები. რატომ გამოვიყვანეთ ლუკაშენკოსგან სუპერმენი ან ჯეიმს ბონდი, არ ვიცი.

„ამ ფონზე, ვფიქრობ, ლუკაშენკოს უფრო იმის ჩვენება უნდა, რომ რუსეთთან დაპირისპირებულ ქვეყნებთან მიესვლება, ვიდრე იმის რომ საქართველო გადაიბიროს, ან გადმოიბიროს. ის თავის თავის კაცია და მეეჭვება, საბჭოთა კავშირის აღდგენის იდეები აწუხებს“, – ამბობს საყვარელიძე.

ვიზიტისგან კი უფრო ეკონომიკურ შედეგებს ელის, ვიდრე პოლიტიკურს, ვინაიდან პოლიტიკურ პროცესებში ჩართული თავად ლუკაშენკოც არაა. მიიჩნევს, რომ საქართველოში მისი პოლიტიკური წონა ცოტა არ იყოს გადაჭარბებულია.

ბელარუსის პრეზიდენტის სტუმრობას ეკონომიკური მიზნებით ხსნის პოლიტოლოგი იგორ კვესელავაც და ამბობს, რომ ასეთი ვიზიტის უკან ყოველთვის რაღაც იმალება. იგი ამბობს, რომ ეს ქვეყანა ჩვენთვის, ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობის თვალსაზრისით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორი შეიძლება გახდეს და პრეზიდენტიც სწორედ ამიტომ ჩამოვიდა.

„მოგეხსენებათ, ბელარუსი ევრაზიული კავშირის წევრია. ამიტომ, ბუნებრივია, გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ის აქ პუტინის დავალებით, მისი წინადადებების გასახმოვანებლად ჩამოვიდა. არ ვიცი, რამდენად მართალია ეს, ვინაიდან ლუკაშენკო საკმაოდ დამოუკიდებელი კაცია. ის ცალსახად რუსეთთან მიბმული არ არის, თუმცა ამ ქვეყანასთან საინტერესო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა აქვს და ამით თავის ქვეყანას ამდიდრებს.

„არ მგონია, ის მაინცდამაინც პუტინის დავალებით ჩამოსულიყო. ვფიქრობ, აქ საუბარი საბჭოთა კავშირის აღდგენაზე ან რამე მსგავსზე არაა. მოგეხსენებათ, ევრაზიული კავშირი დაახლოებით ისეთივე გაერთიანებაა, როგორიც ევროკავშირი. ევრაზიული კავშირის წევრებსაც, როგორც ევროკავშირის წევრებს, საერთო ბაზარი ექნებათ.

„ბელარუსის პრეზიდენტმა კარგად იცის, რომ მისი ურთიერთობა ევროპასთან გამართული ვერ იქნება, ვინაიდან ბელარუსული პროდუქცია ჯერჯერობით ევროპისბაზრის დასაპყრობად მზად არაა. ევროპის ბაზარზე გასვლა ურთულესი მომენტია, როგორც მათთვის, ისე ჩვენთვის, რადგან ბევრი არაფერი გვაქვს შესათავაზებელი.

„ამიტომ, ვფიქრობ, მისი ვიზიტი იმას ემსახურება, რომ საქართველო ევრაზიული კავშირის ერთგვარად ასოცირებული წევრი გახდეს, არა პოლიტიკური, არამედ სავაჭრო-ეკონომიკური თვალსაზრისით. ეს კი ბელარუსს ხელ-ფეხს გაუხსნის, რომ საქართველოსთან სავაჭრო, საფინანსო და ეკონომიკური ურთიერთობა ჰქონდეს“, – ამბობს კვესელავა და დასძენს, რომ ახლა შესაძლოა სწორედ იმის შესწავლა მიმდინარეობს, თუ რა შეიძლება წავიღოთ ჩვენ ბელარუსში და რა შეიძლება წამოვიღოთ იქიდან.

„ამ ეტაპზე, ბელარუსში საქართველოდან ეკონომიკური ურთიერთობის წაღებაა შესაძლებელი“, – აცხადებს იგი.

რეზონანსი“, 24 აპრილი, 2015 წელი

ევროკავშირი რიგის სამიტზე საქართველოსთან, უკრაინასთან და მოლდოვასთან დაახლოებას გეგმავს

ელზა პაპოშვილი

(შემოკლებით)

“აღმოსავლეთ პარტნიორობის” სამიტზე ევროკავშირი გეგმავს პროგრამის წევრ ქვეყნებთან უფრო დაახლოებას. თუმცა ჩვენ უნდა შევახსენოთ, რომ უფრო მეტი მათზეა დამოკიდებული”, – განაცხადა მოლდოვაში ოფიციალურ ვიზიტად მყოფმა ლიტვის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ რიგის სამიტთან დაკავშირებით, რასაც ქართველი ექსპერტები დადებითად აფასებენ, თუმცა ევროკავშირის მხრიდან რამე განსაკუთრებულ ახლო და მჭიდრო ურთიერთობას არ ელიან.

“ფონდი ღია საზოგადოების” ევროინტეგრაციის მიმართულების მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე ფიქრობს, რომ ლიტვის პრეზიდენტის განცხადება ევროკავშირის მხრიდან ღია მხარდაჭერას ნიშნავს. მისი თქმით, გრიბაუსკაიტემ საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას ამ განცხადებით კონკრეტულად მიანიშნა, რომ მათი დახმარებისა და ქვეყანაში რიგი რეფორმების გატარების გარეშე ევროკავშირი პარტნიორობას ვერ გაუწევს.

“რა თქმა უნადა, ლიტვის პრეზიდენტის განცხადებამდეც საქართველოსა და მის მეზობელ ქვეყნებს მოლოდინი ევროკავშირში გაწევრიანების შემოთავაზებაზე არ ჰქონია. ამაში ახალი და მოულოდნელი არაფერი არ ყოფილა, თუ გავითვალისწინებთ ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებას, სადაც მან ევროპარლამენტში თქვა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწვრიანება მინიმუმ 5 წელი არ იგეგმება. “ევროკავშირის ქვეყნებიდან თუკი საუბარი იქნება მჭიდრო ურთიერთობაზე, ვფიქრობ, ისინი ტექნიკური სახის დახმარებას გულისხმობენ. ასევე იქნება მცირე და საშუალო მეწარმეების განვითარებისთვის ხელშეწყობაზე საუბარი, რაზეც საქართველოს ხელისუფლებას ძალიან ბევრი სამუშაო აქვს.

რაც ასოცირების ხელშეკრულებაში ისედაც გარკვევით წერია, რომ ამ კუთხით ქვეყანამ ვალდებულება აუცილებლად უნდა შეასრულოს. ლიტვის პრეზიდენტის განცხადებაში საგულისხმოა ის დეტალი, რომ ამ ქვეყნებმა საკუთარი მომავლის გაუმჯობესებისთვის თავად უნდა იზრუნონ. “ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, პრეზიდენტმა ორი მთავარი ასპექტი იგულისხმა. პირველი ეს არის ტექნიკური საკითხი, რომ საქართველომ ზუსტად და ზედმიწევნით უნდა შეასრულოს ის ვალდებულებები რაც ასოცირების ხელშეკრულებით იკისრა, ხოლო მეორე მთავარი საკითხი, საქართველოში პოლიტიკური სიტუაციის მოგვარებაა. ქვეყანას ამ ეტაპზე დიდი ბერკეტი იმისა, რომ ევროკავშირზე ზეგავლენა მოახდინოს და დაარწმუნოს, რომ მზად არის ევროკავშირში გასაწევრიანებლად, სამწუხაროდ არ აქვს. რადაგანაც საქართველომ უნდა დაუმტკიცოს ევროკავშირის ქვეყნებს, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგადაა და ის პრეტენზიები, რაც მათ ჩვენს მიმართ აქვთ, გამოსწორებულია.

სახელმწიფომ პირველ რიგში ევროკავშირის ყურადღების მისაქცევად, უნდა დაიწყოს პოლიტიკური ვითარების გამოსწორება, ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ სიტუაციის გაუმჯობესება, პროკურატურის, პენიტენციალური სისტემის რეფორმა. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და ეკონომიკური მდგომარეობის განვითარება. ამ ყველაფრის შემდეგ ქვეყანას უკვე შეეძლება პრეტენზია გამოთქვას, ევროკავშირში გაწევრიანებაზე”, – აცხადებს ჩხიკვაძე “რეზონანსთან”.

საქართველოს საზოგადოებრივი საქმეთა ინსტიტუტის პროფესორი და საერთაშორისო ურთიერთობათა მაგისტრატურის ხელმძღვანელი თორნიკე შარაშენიძე დალია გრიბაუსკაიტეს განცხადებას ლოგიკურად მიიჩნევს და ფიქრობს, რომ სხვა მოლოდინი ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან საქართველოს არ უნდა ჰქონდეს. რადგანაც მისი თქმით, ქვეყანა ამ ეტაპზე არ არის მზად ევროკავშირში გაწევრიანებისთვის.

“ვფიქრობ, მჭიდრო და ახლო ურთიერთობაში ლიტვის პრეზიდენტმა თავისუფალი და ყოვლის მომცველი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება იგულისხმა, რომელიც შეიძლება დაიძრას. სხვა რამე სახის ურთიერთობაზე ამ ეტაპზე, არ მგონია, რომ საუბარი იყოს. საქართველო მოლდოვასგან განსხვავებით, ასე თუ ისე რეფორმების თვალსაზრისით მოღონიერდა. მოლდოვა ჩვენს ქვეყანასა და სხვა ევროპულ ქვეყნებთან შედარებით ეკონომიკის თვალსაზრისით ბევრად ჩამორჩენილია.

“რეფორმების გატარების კუთხით ევროკავშირისთვის აუცილებელია, რომ საქართველო და მათ შორის სხვა გაწევრიანების მსურველი ქვეყნები დემოკრატიულად განვითარდეს. აუცილებელია კონკურენტუნარიანი ეკონომიკის არსებობა, ეკოლოგიური ნორმების მაღალი ხარისხის ქონა და დაცვა. რამდენი ხანი დასჭირდება საქართველოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად, ძალიან რთული სათქმელია. იგვე დრო, რაც ალბათ, დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად დასჭირდა. ეს პროცესი ქართულ საზოგადოებასა და ხელისუფლებაზეა დამოკიდებული. ვფიქრობ ალბათ ძალიან დიდი დროა საჭირო ამ მიზნის მისაღწევად და ევროკავშირის ქვეყნების დასარწმუნებლად”, – აცხადებს შარაშენიძე “რეზონანსთან” საუბრისას.

რეზონანსი“, 24 აპრილი, 2015 წელი

თინა ხიდაშელი და გიგლა აგულაშვილი შვეიცარიის ელჩს ინვესტორების ლობირებას დაპირდნენ

თაია არდოტელი

(შემოკლებით)

“ძირითადი პრობლემები, რაც ელჩთან შეხვედრისას გამოიკვეთა, შემოწმების ვადები, ჩინოვნიკსა და მეწარმეს შორის არსებული ურთიერთობის, კომუნიკაციის ფორმაა”, – აღნიშნა “რეზონანსთან” საუბრისას, პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელმა გიგლა აგულაშვილმა შვეიცარიის ელჩთან შეხვედრის შემდეგ.

გიუნტერ ბეხლერთან აგულაშვილისა და მისი კოლეგა-თანაპარტიელის – ევროპასთან ინტეგრაციის კომიეტეტის თავმჯდომარის თინა ხიდაშელის შეხვედრის მთავარი თემა (გნებავთ, მიზეზი) საგადასახადო და სასამართლო სფეროში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით ელჩის მიერ გაკეთებული განცხადება იყო, რომლის თანახმად, უცხოელ ინვესტორებს საქართველოში სერიოზული პრობლემები აწუხებთ: „საქართველოში მოულოდნელი საგადსახდო პრობლემები და ჯარიმები არსებობს, რომელიც, შესაძლოა, უცხოელი ინვესტორებისათვის რისკებს წარმოადგენდეს… მათ ჯარიმებისა და გადასახადდების გადახდას აიძულებენ, რაც გაუმართლებელია“, – განაცხადა ელჩმა  ინგლისურენოვან „ფაინენშელ თაიმსთან“ ინტერვიუში ამ რამდენიმე კვირის წინათ.

როგორც გიგლა აგულაშვილმა აღნიშნა ელჩთან საუბრის შემდეგ, კონკრეტული საქმეები არ გაგვიხილავს, არ დასახელებულა საწარმოები და პიროვნებები, რადგან შეხ ვედრის ფორმატი ამას არ მოიცავდა. შევთანხმდით, რომ ერთობლივი ძალებით პარლამენტში ბიზნესფორუმს მოვაწყობთ, მას დაესწრებიან უცხოელი ბიზნესმენები და ინვესტორები – ისინი, ვისაც რაღაც პრობლემები აქვთ. ამ სეხვედრის სემდეგ იმის ტქმა შეგვეძლება, რომ თუ როგორი გეგმა დაგვჭირდება ამ პრობლემების მოსაგვარებლად“.

ამასთან, ჩვენ ელჩს შევთავაზეთ ერთგვარი ცხელი ხაზი და აღვუთქვით, რომ ჩვენი მხრიდან მსგავსი საკითხები მყისიერი რეაქციის ქვეშ იქნებოდა’, – აცხადებს აგრარული კომიტეტის ხელმძღვანელი გიგლა აგულაშვილი.

როგორც ევროპასთან ინტერგრაციის კომიეტეტის თავმჯდომარემ თინა ხიდაშელმა განაცხადა, პრინციპში, სამართლებრივად, გარკვეული ხარვეზები მართლაც არსებობს და ყველა ასეთი კანონი უნდა გადაიხედოს.

Comments are closed