globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 24 სექტემბერი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Sep 24th, 2015 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

„რეზონანსი“: პრორუსული აქცია პრეზიდენტის სასახლესთან // “ჩვენ ყველას დავანახვებთ, თუ რამდენი ხალხის მობილიზება შეგვიძლია”

„ახალი თაობა“: ინტერვიუ მურმან დუმბაძესთან: „ნატო თუ გვინდა, ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმები უნდა გავატაროთ, შანტაჟით ევროპას ვერ შევაშინებთ“

——————

„რეზონანსი“, 24 სექტემბერი, 2015 წელი

პრორუსული აქცია პრეზიდენტის სასახლესთან

ჩვენ ყველას დავანახვებთ, თუ რამდენი ხალხის მობილიზება შეგვიძლია”

ლიკა ამირაშვილი

(შემოკლებით)

დღეს პრეზიდენტის რეზიდენციასთან “ერეკლე მეორის საზოგადოების” მიერ ორგანიზებული აქცია იმართება. ორგანიზაციის ხელმძღვანელმა არჩილ ჭყოიძემ “რეზონანსთან” საუბრისას განაცხადა, რომ აქციის მთავარი მოთხოვნა სამხედრო ნეიტრალიტეტის გამოცხადება და რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაა.

„ჩვენი მოთხოვნაა, რომ პრეზიდენტმა სამხედრო ნეიტრალიტეტი გამოაცხადოს, რაც იმას გულისხმობს, რომ საქართველოში  არცერთი უცხო ქვეყნის საწრთვნელი ბაზა და ჯარისკაცი არ უნდა იყოს. გარდა ამისა, ვითხოვთ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენას და დიპლომატიური გზებით აფხაზეთისა და სამაცაბლოს დეოკუპირებას“, – განაცხადა ვასილ ჭყოიძემ.

„თავისუფალი ზონის“ გამგეობის თავმჯდომარემ გელა ვასაზემ განაცხადა, რომ მისი ორგანიზაცია ამ აქციას არ შეუერთდება: „ეს აქცია კრემლის გეგმის ილუსტრაციაა. საბოლოო ჯამში ამ აქციის მონაწილეებს საქართველოს ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში შეყვანა სურთ და იმის შეგუება, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი უკვე დაიკარგა. ამ ფონზე სუნდათ რუსეთთან ურთიერთობის დალაგება“.

როგორც პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა აღნიშნა „რეზონანსთან“ საუბრისას, არჩევნების მოახლოებასთან დაკავშირებით პრორუსული ძალები გააქტიურდებიან, მაგრამ არა იმდენად, რომ პროდასავლურ ორიენტაციას საფრთხე შეექმნას და ამომრჩეველზე იმოქმედონ.

„როდესაც ხედავენ, რომ გზაზე, რომელზეც საქართველო დგას და მაინცდამაინც წინ ვერ მივდივართ, ისინი ალტერნატივას ეძებენ. აქედან გამომდინარე, ამ გზაზე სიარულის დინამიკით უკმაყოფილო ადამიანები შესაძლოა სხვა მიმართულებით ჩამოყალიბდნენ. ეს ბუნებრივი პროცესია. ევროპაშიც გარკვეული სერიოზული პრობლემები დაიწყო. კიდევ რა მოხდება, არავინ იცის. შესაბამისად, მარტალია კარი ღიაა, მაგრამ რადგანაც ამ კარში შესვლა გაჭიანურდა, ადამიანებში ეს გარკვეულ პროტესტს იწვევს და საბოლოოდ ეს ორიენტირების შეცვლაში გადადის. არა მგონია, რომ 2016 წლის არჩევნებში პრორუსულმა ძალებმა იმძლავრონ, რადგან ჩვენ ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა გვაქვს [და გასაგებია, რომელი ქვეყნის მიზეზითაც]. დღეს პრორუსული ძალები ქვეყნის პროდასავლური ორიენტაციისათვის საფრთხის მომტანი არ არის, თუმცა თუი ეს ნეგატიური დინამიკა გარძელდება, შეიძლება 2020 წლისათვის მეტი დაძაბულობა იყოს“, – ამბობს გია ხუხაშვილი.

სამხედრო ექსპერტმა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან“ საუბრისას განაცხადა, რომ ამ აქციით პრორუსული ძალები გარკვეული ფონის შექმნას ცდილობენ, მაგრამ მათი მცდელობა შორს ვერ წავა. „სამხედრო ნეიტრალიტეტი და ევრაზიული მიმართულება ჩემს შეხედულებებს ეწინააღმდეგება. დღეს მსოფლიოში სიტუაცია საკმაოდ რთულია და ამიტომ ვთქვათ და ნეიტრალურები რომ ვიყოთ, ჩვენი სტატუსს ვერ დავიცავთ. შესაბამისად, ცივი ომის პირობებში ან ერთ ბანაკში უნდა ვიყოთ, ან მეორეში“, – ამბობს ვახტანგ მაისაია.

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე „რეზონანსთან“ საუბრისას ამბობს, რომ ისეთ ფეთქებად საშიშ რეგიონში, როგორიც კავკასიაა, ნეიტრალიტეტი ყველამ რომ მოისურვოს, მისი უზრუნველყოფა მაინც შეუძლებელია. „საკითხი ისე არ დგას, რომ ნეიტრალიეტეტი კარგია ან ცუდი, მაგრამ გლობალიზების ეპოქაში, თანაც ისეთ ფეთქებადსაშიშ რეგიონში, როგორიც სამხრეთ კავკასიაა, ნეიტრალიტეტი ძალიანაც გულით რომ რომ გინდოდეს, შეუძლებელია, ვინაიდან ჩვენი ნეიტრალიტეტი პირველ რიგში, ოფიციალურად თუ არაოფიციალურად, ჩვენმა მეგობრებმაც, მოკავშირებმა და მეზობლებმაც უნდა აღიარონ.

რუსეთის ერთადერთი მეზობელი, რომელიც გაეროს მიერ აღიარებულ-დაფიქსირებული ნეიტრალიტეტის სტატუსით სარგებლობს, ეს თურქმენეთია. რუსეთი სიხარულით დათანხმდება, რომ საქართველო ნეიტრალური იყოს, მაგრამ მოსკოვს საქართველოს ნეიტრალიტეტი ისე წარმოუდგენია, როლმ აქ რუსეთის გავლენა იყოს. გარდა ამისა, განა გაერო საქართველოს ნეიტრალიტეტს აღიარებს?“, – აღნიშნა სოსო ცინცაძემ.

„ახალი თაობა“, 24 სექტემბერი, 2015 წელი

ინტერვიუ მურმან დუმბაძესთან: „ნატო თუ გვინდა, ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმები უნდა გავატაროთ, შანტაჟით ევროპას ვერ შევაშინებთ“

„ახალ თაობასთან“ ინტერვიუში პარლამენტის ვიცე-სპიკერი მურმან დუმბაძე საქართველოს საშინაო და საგარეოპოლიტიკურ საკითხებზე საუბრობს და ამ ფონზე რესპუბლიკური პარტიის მოქმედებას აკრიტიკებს. იგი რესპუბლიკელებს ევროპის დაშანტაჟებაშიც ადანაშაულებს და ამას თავდაცვის მინისტრის, რესპუბლიკური პარტიის წევრის თინა ხიდაშელის ზედმეტ აქტიურობას უკავშირებს.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

„თავდაცვის მინისტრს ბოლო ხანებში სკანდალური განცხადებები დასჩემდა. თინა ხიდაშელს ულტიმატუმებით საუბარი დეპუტატობის დროსაც უყვარდა, მაგრამ თავდაცვის მინისტრის რანგში მყოფს ასეთი ლაპარაკი არ გამოადგება. მას სულ სადღაც ეჩქარება, ნატოშიც სწრაფად სურს შესვლა. ამიტომაც ამბობს, რომ თუ ვარშავის სამიტზე „მაპ“-ს არ მივიღებთ, საქართველოს პარლამენტში პრორუსული ძალები მოვლენო.

ჩემთვის გასაგებია თინა ხიდაშელის სისწრაფე, მაგრამ ამას ევროპელები ვერ გაიგებენ.. თინა ხიდაშელის ასეთი განცხადებები ძალიან ჰგავს ულტიმატუმს, იგი ევროპას აშანტაჟებს, ევროპელ ლიდერებს კი ასეთი ტონით საუბარი არ უყვართ. თითის ქნევით ნატოს ვერ შეაშინებ. ნატო თუ გვინდა, ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმები უნდა გავატაროთ, შანტაჟით ევროპას ვერ შევაშინებთ.

ევროპას არ სურს საქართველოს ხელისუფლების სათავეში პრორუსული ძალების მოსვლა, მაგრამ თინა ხიდაშელს შედეგს არც ამ არგუმენტის ფრიალი არ მოუტანს: იგი ამბობს, რომ ვარშავის სამიტზე თუ „მაპ“-ს არ მივიღებთ, პარლამენტში პრორუსული ძალები მოვლენო. ეს არგუმენტი არ გაჭრის, რადგანაც პრორუსული ძალები პარლამენტში ისედაც მოსულები არიან და ეს თავდაცვის მინისტრმაც ძალიან კარგად იცის, მაგალითად, ასეთი ძალაა „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“.

თავდაცვის მინისტრი თავისი განცხადებებით დემოკრატის პრინციპებსაც არღვევს. მესმის, რომ რუსეთი დამპყრობელია და ჩვენი ტერიტორიების 20% აქვს წაღებული, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვიღაცას რუსეთთან დიალოგი აეკრძალოს. დღევანდელ პოლიტიკურ სპექტრში არიან ძალები, რომელბიც ფიქრობენ, რომ ტერიტორიებს რუსეთთან დიალოგით დავიბრუნებთ. რატომ არის ეს პრორუსულობა? პრორუსულობა ის იქნებოდა, მათ რომ ეთქვათ – ვლადიმირ პუტინის მონები ვართო, ასეთ რამეს კი არავინ ამბობს. ამრიგად, ქალბატონი თინა ხიდაშელი გაგებით უნდა მოეკიდოს ე.წ. პრორუსული ძალების არსებობას. აი ეს არის ნამდვილი დემოკრატია.

მე არ ვიცი, მოხვდებიან თუ არა პრორუსული ძალები პარლამენტში, მაგრამ სამაგიეროდ, დარწმუნებული ვარ, რომ „ქართულ ოცნებას“ არჩევნების მოგება გაუჭირდება“, – ასკვნის მურმან დუმბაძე

Comments are closed