globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 25 ივნისი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Jun 25th, 2015 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

რეზონანსი: ინტერვიუ აკაკი ასათიანთან: “საჰაერო სისტემების გასაიდუმლოების აზრს ვერ ვხედავ”

რეზონანსი: აღმოსავლეთ ევროპას ამერიკული ჯარები დაიცავენ // „წევრობა აღარაა საკმარისი იმისათვის, რომ ნატოში ქვეყნებმა თავი მშვიდად იგრძნონ”

„ახალი თაობა“: საქართველოს მოქალაქეებმა შენგენის ვიზები შეიძლება გამარტივებულად მიიღონ // რას ნიშნავს საგასტროლო ვიზა?

„ალია“: ინტერვიუ დემურ გიორხელიძესთან: „მსოფლიო ბანკისთვის და სავალუტო ფონდისთვის რა მნიშვნელობა აქვს, ვინ იქნება საქართველოში ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი?“

———————-

რეზონანსი“, 25 ივნისი, 2015 წელი

ინტერვიუ აკაკი ასათიანან: საჰაერო სისტემების გასაიდუმლოების აზრს ვერ ვხედავ

იაგო ნაცვლიშვილი

(შემოკლებით)

“რუსეთის პროტესტი გაუგებარია. ის რეალურად გვეუბნება, რომ მე უნდა მქონდეს თავდასხმის საშუალება და შენ თავდაცვის შესაძლებლობა არ უნდა გქონდესო. ომის დროს საჰაერო თავდაცვითი იარაღის გარეშეც ჩამოვაგდეთ რუსეთის თვითმფრინავები. ახლა, როცა ეს იარაღი გვექნება, ასე ადვილად აღარ იფიქრებს ვინმე თავდასხმას”, – ამბობს “რეზონანსთან” საუბრისას “ტრადიციონალისტების” ლიდერი აკაკი ასათიანი.

გარდა ამისა, პოლიტიკოსი კომენტარს უკეთებს ერევანში მიმდინარე სახალხო აქციას და ამბობ, რომ სომეხი ხალხი რუსეთის სრულ გაბატონებას აპროტესტებს.

- როგორ შეაფასებდით ერევანში მიმდინარე საპროტესტო აქციას/

- სომხეთს რთული ეკონომიკური პრობლემები აქვს, მაგრამ მაინც მგონია, რომ მოსახლეობას პროესტი სულ სხვა რამის მიმართ გაუჩნდა: ვფიქრობ, რომ საზოგადოება რუსეთის სრულ გაბატონებას აპროტესტებს. ახალგაზრდობა ქუჩაში გამოდის და ხელისუფლების ოფიციალურ პოლიტიკას აკრიტიკებს. პრინციპში, სომხეთს დიდი არჩევანიც არ ჰქონდა, მას რთული ურთიერთობები აქვს ორ მეზობელთან – აზერბაიჯანთან და თურქეთთან. მხოლოდ ირანთან და საქართველოსთან აქვს ნორმალური კავშირები. ასე რომ გეოპოლიტიკურად სომხეთს ძალიან უჭირს. თუ გახსოვთ, ევროკავშირმა სომხეთსაც შესთავაზა ასოცირების ფორმატი. ამ მხრივ ჩვენ რეგიონში ყველაზე მეტად ვიყავით დაწინაურებული, მაგრამ ეს საპნის ბუშტი აღმოჩნდა. ევროკავშირმა ასოცირების სსტატუსი ყველას შესტავაზა, მაგრამ ამ შემოთავაზებას მხოლოდ ჩვენ და მოლდოვა დავეთანხმეთ, მოგვიანებით, უკრაინაც, მაგრამ კიევს ეს იანუკოვიჩის დამხობის ფასად დაუჯდა.

სომხეთმა თავიდანვე ყოყმანი დაიწყო, საბოლოო დ კი ევრაზიულ კავშირში გაწევრიანდა. მე ვფიქრობ, რომ სომხეთი რუსეთზე ამ დოზით დამოკიდებული არ უნდა იყოს. არაა გამორიცხული, რომ რუსეთი რარაც ფორმით პროცესებში ჩაერევა. არ დაგვავიწყდეს, რომ გიუმრიში რუსეთის სამხედრო ბაზა არსებობს. როგორი ფორმით ჩაერევა,. ძნელი სათქმელია, მაგრამ მოსკოვს რომ ბერკეტები აქვს სომხეთის ხელისუფლებაზე გავლენის მოსახდენად, ეს ფაქტია.

- საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ საფრანგეთთან ჰაესაწინააღმდეგო იარაღის შესყიდვის თაობაზე შეთანხმება გააფორმა. თუ ფლობთ ინფორმაციას, ეს ის იარაღია, რომელიც ირაკლი ალასანიას უნდა ეყიდა?

- დაზუსტებული ინფორმაცია არ მაქვს, თუმცა მალე ყველაფერი გვეცოდინება, რადგან საიდუმლო ინფორმაციას ვერ და არ დარჩება. საბოლოო ჯამში, სადღაც ამ დანადგარებს ხომ დაამონტაჟებენ? რაც არ უნდა მეგობრული ურთიერთობები გქონდეს მეზობლებთან, საჰაერო თავდაცვის სიტემების შეძენა მაინც აუცილებელია. სომხეთთან კორექტული ირთიერთობა გვაქვს, რუსეთთან კი როგორი დამოკიდებულება გვაქვს, ცხადია. ჩვენ საჰაერო თავდაცვის სისტემები გვჭირდება. რუსეთის პროტესტი ამ შემთხვევაში გაუგებარია: მოსკოვი გვეუბნება, მე უნდა მქონდეს შენზე თავდასხმის უფლება, შენ კი თავდაცვის შესაძლებლობა არ უნდა გქონდესო. ძალიან უცნაური პოზიციაა. როგორც ცნობილია, მსგავსი იარაღით ომის დროს თვითმფრინავები ჩამოვყარეთ. ასე რომ, ახლა, როცა იარაღი გვექნება, რუსეთი ასე ადვილად არარ იფიქრებს თავდასხმას.

- „თავისუფალმა დემოკრატებმა“ თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი პარლამენტში დაიბარეს, რომ ინფორმაციის გაზიარება ნდობის ჯგუფში მოხდეს…

- პარლამენტის „ნდობის ჯგუფში“ შეიძლება მართლაც დეტალებზე იყოს საუბარი, თუმცა საჰაერო სისტემების სესახებ ინფორმაცი საიდუმლო ვერ იქნება. ჯიბეში ხომ ვერ ჩავიდებთ და დავმალავთ? ან რა არის დასამალი? ყველამ უნდა იცოდეს, რომ ასეთი იარაღი გვაქვს, რომ მტრული მოქმედება ვერ გაბედონ.

- ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა, ირაკლი ალასანიამ რაც ილაპარაკა, ეს სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნებას ნიშნავსო…

- საიდუმლო შეიძლება იყოს დაზვერვითი საქმიანობა, ახალი იარაღის წარმოება, რაღაც ოპერაციის დაგეგმვა, მაგრამ საჰაერო სისტემების სემოტანასა და მის განლაგების გასაიდუმლოების აზრს ვერ ვხედავ. თუ „იმაზეა საუბარი, რომ რუსეთმა არ გაგვიგოს ამ იარაღის შესყიდვაო, რუსებს ეს დიდი ხანია გაგებული აქვთ.

რეზონანსი“, 25 ივნისი, 2015 წელი

აღმოსავლეთ ევროპას ამერიკული ჯარები დაიცავენ

წევრობა აღარაა საკმარისი იმისათვის, რომ ნატოში ქვეყნებმა თავი მშვიდად იგრძნონ”

თაკო მათეშვილი

(შემოკლებით)

“ესტონეთი, ლატვია, ლიტვა, პოლონეთი, ბულგარეთი, რუმინეთი, გერმანია – ეს ის ქვეყნებია, სადაც რუსეთისგან მომავალი პოტენციური საფრთხეების გამო ამერიკა სამხედრო ტექნიკას განათავსებს. პენტაგონის განცხადებით, ეს ნაბიჯი ნატოს რეგიონში ნებისმიერ სამხედრო კრიზისის დროს სწრაფად რეაგირებაში დაეხმარება. საქართველოში ამ ფაქტს ნატოს გამოღვიძებად აფასებენ და ამბობენ, რომ ამისკენ ამერიკას ჯერ საქართველოში, შემდგომ კი უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა უბიძგა.

(…)

სამხედრო ანალიტიკოსების თქმით, რუსეთის მეზობელ ნატოს წევრ ქვეყნებში ალიანსის სამხედრო ძალის არარსებობა რუსეთს მათი 1-2 დღეში დაპყრობის შესაძლებლობას აძლევდა, ახლა კი ევროპა ბევრად უფრო დაცული იქნება. რაც შეეხება ამ ყველაფრიდან საქართველოს “ხეირს”, სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ძლიერი მოკავშირეები ჩვენს დასახმარებლად უფრო ადვილად მოიცლიან. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პენტაგონი ევროკავშირის 7 ქვეყანაში სამხედრო ტექნიკას განათავსებს “დოიჩე ველემ” გაავრცელა. მისივე ცნობით, ამქვეყნებში აშშ-ის მიერ 250 ტანკის, ჯავშანტრანსპორტიორის, ქვეითთა სამხედრო მანქანების “ბრედლისა” და თვითმავალი საარტილერიო დანადგარების, ასევე სხვა სამხედრო ტექნიკის განლაგების შესახებ განცხადება ტალინში ყოფნისას გააკეთა პენტაგონის ხელმძღვანელმა ეშტონ კარტერმა. მისივე თქმით, ტექნიკის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ევროპაში წვრთნების ჩასატარებლად და ეს ნაბიჯი ნატოს დაეხმარება ნებისმიერი სამხედრო კრიზისის დროს სწრაფად რეაგირებაში“.

“ჩამოთვლილი ქვეყნებიდან ყველაზე სუსტი ლატვიაა. იქ რომ რუსული ტანკები შევიდეს, მეორე დილას ლატვია რუსეთის ხელში აღმოჩნდება. შემდგომ კი რეაგირება უკვე ძალიან ძნელი იქნება – ჯერ უნდა მოიწვიონ ნატოს საბჭო, იქ უყარონ კენჭი იმას, რომ ეს ქმედება ნატოს წინააღმდეგ აგრესიად ჩაითვალოს და მხოლოდ ამის შემდგომ აამოქმედონ მეხუთე მუხლი, რაც სამხედრო დახმარებას გულისხმობს. ხოლო თუ რუსებს ეცოდინებათ, რომ ლატვიის ტერიტორიაზე ამერიკელები დგანან და თუკი იქ შეიჭრებიან მათ გადაეყრებიან – ეს კი სულ ცოტა რუსულ-ამერიკულ ომს გამოიწვევს – ამას აღარ იზამენ. ამერიკის ეს ნაბიჯი პრევენციაა, რადგან რუსეთი ყველანაირ ზღვარს გასცდა. ამ ეტაპზე ამერიკელების პრიორიტეტი მათი მოკავშირეების დაცვაა. ევროპა ბევრად დაცული გახდება. ხოლო თუ ზემოაღწერილი სცენარით ნატომ ლატვია ვერ დაიცვა, ალიანსს ძირი გამოეცლება, ვეღარ იარსებებს. ამერიკელებს სურთ ნატო დაფიქსირდეს ალიანსად, რომელიც მუშაობს და წევრი-სახელმწიფოები ისე გააძლიერონ, თავდასხმა ვერავინ გაბედოს”, – აცხადებს „რეზონანსტან“ საუბრისას პოლიტოლოგი თორნიკე შარაშენიძე.

“როცა ახალი წევრები, მათ შორის ბალტიისპირეთის ქვეყნები ალიანში შევიდნენ, იქ რუსეთსა და ნატოს შორის სიტყვიერი გარიგება შედგა იმის თაობაზე, რომ ახალი წევრების ტერიტორიაზე სხვა ქვეყნების ჯარები არ განლაგდებოდა. ახლა აშკარაა, რომ ეს არარაა საკმარისი იმისთვის, რომ ნატოს წევრებმა თავი მშვიდად იგრძნონ. ეს საქართველოზე პირდაპირ გავლენას არ იქონიებს, მაგრამ ჩვენს მოკავშირეების დაცულობა ყველა შემთხვევაში კარგია, უფრო ძლიერები იქნებიან და მეტად მოიცლიან ჩვენს დასახმარებლად”, – მიიჩნევს შარაშენიძე.

“ნატომ გამოიღვიძა. მათ დაინახეს ის საფრთხე, რასაც ადრე ვერ ხედავდნენ ან დანახვა არ უნდოდათ. ჩვენ ის რეალურად ვიწვნიეთ ჯერ 1992 და განსაკუთრებით 2008 წელს. დღეს რუსეთი უკრაინას დაატყდა თავს. ხოლო იმის გამო, რომ უკრაინა ევროპასთან უფრო ახლოა, დასავლეთსა და თავად ნატოში უფრო აფორიაქდნენ. არც ერთ ზემოაღნიშნულ ქვეყანაში 10 წლის განმავლობაში ნატოს რამე სახის ტექნიკა ან დანაყოფი არ განუთავსებია – ამბოდნენ თუკი პრობლემა შეიქმნებოდა, სწრაფ რეაგირებას მოახდენდნენ გერმანიიდან, სადადც ნატოს ძირითად დანაყოფები განთავსებულია ჯერ კიდევ ცივი ომის პერიოდიდან მოყოლებული. თუმცა ამას ორი კვირა მაინც დასჭირდებოდა მაშინ, როცა რუსეთის არმიას დაახლოებით 2-3 დღე ეყოფა იმისთვის, რომ ლატვიაში შევიდეს და მეორე მხარეს გავიდეს. შესაბამისად, ნატო რეაგირებას ვერანაირად ვერ მოასწრებდა და ამის გამო ლატვიელები ძალიან წუხდნენ”, – განმარტავს „რეზონანსთან“ საუბრისას ჟურნალ “არსენალის” მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი.

„ახალი თაობა“, 25 ივნისი, 2015 წელი

საქართველოს მოქალაქეებმა შენგენის ვიზები შეიძლება გამარტივებულად მიიღონ

რას ნიშნავს საგასტროლო ვიზა?

მარიამ მჭედლიშვილი

(შემოკლებით)

„აღმოსავლეთის პარტნიორობის“ რიგის სამიტმა მეტ-ნაკლებად დადებითად შეაფასა საქართვლოს მიერ ევროპეიზაციისაკენ გადადგმული ნაბიჯები, სამოქმედო გეგმის შესრულება, მაგრამ მას კონკრეტული გადაწყვეტილება – უვიზო რეჟიმის მოცემა (ანუ „ვიზალიბერალიზაცია“) არ მოჰყოლია. არავინ იცის ის თარიღი, თუ როდიდან შეძლებენ საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონაში მოკლე ვადით უვიზოდ გადაადგილებას. კი ითქვა, რომ შესაძლოა მომავალი წლიდან მიიღოსო, აგრამ მანამდე ქვეყნიას ხელისუფლების მიერ ამ მიმართულებით გაწეული სამუშაო კიდევ ერთხელ შემოწმდება.

ახლა ირკვევა, რომ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისათვის, მათ შორის საქართველოსთვის, ვიზების გამარტივების აუცილებლობის საკითხი ევროკავშირისთვისაც აქტუალურია და ტურისტების კლების ტენდენციის შეჩერება  მხოლოდ ამ გზითაა შესაძლებელი. ივლისის დასაწყისში ევროპალალამენტი აპირებს ცვლილება შეიტანოს ევროკავშირის სავიზო კოდექსში, დაგეგმილია აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მოქალაქეებისათვის მოკლევადიანი ვიზების გაცემის გამარტივება.

(…)

თუ ევროპარლამენტმა ცვლილებებს მხარს დაუჭერს, მაშინ შემოღებული იქნება ე.წ. საგასტროლო ვიზა, რომელიც გათვლილია იმ გასტროლიორებზე, რომლებთაც არსებული 90-დღიანი ვიზა არ ჰყოფნით – საგასტროლო ტურები და სპორტული ღონისძიებები ხანდახან საკმაოდ დიდი ხნით გრძელდება ხოლმე.

(…)

სავიზო საკითხებზე ევროპარლამენტი გადაწყვეტილებას ივლისის ბოლოს მიიღებს. თუ მოკლევადიანი ვიზების გაცემა გამარტივდება, აღმოსავლეთ ევროპის, მათ შორის საქართველოს  მოქალაქეები მალე უფრო ადვილად სეძლებენ ევროპაში მოკლე ხნით წასვლას. წესით, ეს უნდა შეეხოს „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ წევრ ყველა ქვეყანას – საქართველოს, უკრაინას, აზერბაიჯანს, სომხეთს და ბელარუსს. მოლდოვას დიდი ხანია უკვე ევროკავშირთან უვიზოდ მიმოსვლის რეჟიმი აქვს.

„ალია“, 25 ივნისი, 2015 წელი

ინტერვიუ დემურ გიორხელიძესთან: „მსოფლიო ბანკისთვის და სავალუტო ფონდისთვის რა მნიშვნელობა აქვს, ვინ იქნება საქართველოში ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი?“

გელა ზედელაშვილი

(შემოკლებით)

(…) ისევ დიდი ჭიდაობა და ზეწოლა მიდის პარლამენტზე სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის მხრიდან, ამ ორი უდიდესი ფინანსური ორგანიზაციის წარმომადგენლები მხარს არ უჭერენ ეროვნული ბანკის შესახებ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს. როგორც დეპუტატი დავით ონოფრიშვილი ამბობს, სავალუტო ფონდის წარმომადგენელს აზიმ სადიკოვს შეხვდა და საუბრის ერთ-ერთი თემა სწორედ ეროვნული ბანკიდან საბანკო ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფის საკითხი იყო: „ძნელი სათქმელია, წარმოდგენილმა საკანონმდებლო ცვლილებამ რაღაც რადიკალურად შეცვალოს და ბანკებზე მონიტორინგი გააუმჯობესოს. პირიქით, პირველი რა პრობლემაც შეიქმნება, იქნება ის, რომ ეროვნული ბანკი დასუსტდება“.

24 ივნისს სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივის ავტორებს, თამაზ მეჭიაურსა და ნოდარ ებანოიძესაც შეხვდნენ. ამავე დღეს პარლამენტში უნდა გამოცხადებულიყო გიორგი ქადაგიძეც, ის საკომიტეტო მოსმენების შემდეგ, როცა ანგარიში უარყოფითად შეუფასეს, ამჯერად მთელი პარლამენტის წინაშე უნდა წარმდგარიყო, მაგრამ დავით უსუფაშვილს წერილი გაუგზავნა, საქართველოში არ ვიმყოფები და ვერ მოვალო. სამაგიეროდ მივიდნენ მისი ‘პატრონები“ და გამართეს კიდეც ვაჭრობა. სხვათა შორის, ეს არ არის პირველი „მეცადინეობა“ მათი მხრიდან, ივნისის დასაწყისში უკვე იმდენს მიაღწიეს, რომ პარლამენტის საფინანსოსაბიუჯეტო და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტს უარი ათქმევინეს ეროვნული ბანკიდან ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფაზე, მაგრამ ვერ დაითანხმეს იმაზე, რომ მისი ხელმძღვანელი არ წარადგინოს პრემიერ-მინისტრმა და არ დანიშნოს პარლამენტმა. როგორც მაშინ ამ კომიტეტის თავმჯდომარემ, თამაზ მეჭიაურმა განაცხადა „ალიასთან“ საუბარში, აქ უკვე აღარ არის ლაპარაკი გამოყოფაზე, ეს საკითხი გაირკვა, მაგრამ ახლა დავა მიდის იმაზე, ვინ დანიშნავს ხელმძღვანელს.

ფაქტია, სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს არც ამის გაგონება უნდათ, რადგან თუ წარდგენა პრემიერის პრეროგატივა იქნება, ფორმალურად მაინც გამოყოფა გამოდის. როგორც ეკონომიკის ექსპერტი, დემურ გიორხელიძე ამბობს „ალიასთან“, სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები უკვე ცდებიან თავიანთ კომპეტენციას და გადადიან პოლიტიკაში:

რატომ ერევიან უცხოელები ეროვნული ბანკის საქმეებში?

„ალიას“ დემურ გიორხელიძე ესაუბრა:

- ბატონო დემურ, ჩვენი მეგობარიფინანსისტები კატეგორიულად ითხოვენ, რომ თავი დაანებონ გიორგი ქადაგიძეს და პარლამენტში საერთოდ დაივიწყონ ცვლილებები.

- მე მათ ვურჩევ, ქადაგიძეს ვადა რომ ამოეწურება, წაიყვანონ და ჩააბარონ თავიანთი ბანკები, რასაც მოიგებენ, არავის გაუყონ. ძალიან მძიმე მოთხოვნები აქვთ და ეს გახლავთ იმის არგათვალისწინება, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება. ისინი ცდილობენ, ყველაფერი გააკეთონ თავიანთი პოლიტიკური შეხედულებების ფარგლებში. ვინაიდან პოლიტიკური ჩარევა მათ კომპეტენციაში არ შედის, მაშინ გამოდის, რომ მოქმედებენ კანონის გვერდის ავლით.

- რატომ გამოხატავენ პოლიტიკურ სიმპათიებს, რა უნდათ?

- ეს დაკავშირებულია გარკვეულ ჯგუფთან, მათ ურთიერთობა აქვთ „ნაციონალებთან“, ანუ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, მტკიცედ სჯერათ, რომ ისინი არიან პროდასავლური კურსის გამტარებლები. არადა, რაიმე დასავლური იქ არ არის, ჩვენ კარგად ვხედავთ, რომ პირიქით, ისინი ყოველგვარი დასავლური ღირებულების დისკრედიტაციას ახდენენ.

- არ შეიძლება, საფინანსო ორგანიზაციებს ჰქონდეთ რაიმე პოლიტიკური მოტივები, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება.

- რა თქმა უნდა… მოდით, აქ დავსვათ ერთი მარტივი კითხვა: მსოფლიო ბანკისთვის და სავალუტო ფონდისთვის რა მნიშვნელობა აქვს, ვინ იქნება საქართველოში ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი, ან საბანკო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, ან კიდევ ფინანსთა მინისტრი? ჩვენ ხომ ისედაც ვთანამშრომლობთ ამ ორგანიზაციებთან და ვითვალისწინებთ მათ რეკომენდაციებს? ჩვენ ხომ მათ ხელებში შევყურებთ? მიუხედავად ამისა, ისინი მაინც განაგრძობენ დიქტატის წესით მუშაობას. მე კიდევ ვიმეორებ: რა მნიშვნელობა აქვს მათთვის, ჩვენ დავაქცევთ საქართველოს ეკონომიკას, დავაქცევთ სახელმწიფოს და ქადაგიძის ნაცვლად მოვიყვანთ სხვას? ამაზე მათ არასოდეს აქვთ პასუხი.

(…)

- თქვენი აზრით, ეს გაუთავებელი ჭიდაობა რამეს შეცვლის ხალხის სასიკეთოდ?

- ეს არაფერს არ შეცვლის იმიტომ, რომ საქართველოს ეკონომიკა ისედაც სავალალო მდგომარეობაშია და მას კრიზისიდან ვერც სავალუტო ფონდის რეკომენდაციები გამოიყვანს და ვერც მსოფლიო ბანკის რეკომენდაციები. მეტიც, მათ ჩარევა ოდნავადაც კი ვერ გახდის უკეთესს. იმ ყრუ ქვეყანაში, სადაც თაღლითები ისე იქცევიან, როგორც უნდათ, რა ეკონომიკაზეა საუბარი? მე არ ვიცი, ეს თავხედი და თაღლითი როგორ იცხოვრებს, ვის უკანალში აპირებს შეძვრეს, როცა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი არ იქნება?! ჰგონია, რომ აქ, ამ ქვეყანაში უხიფათოდ იცხოვრებს? ქვეყანაში, სადაც ათახსირა და ჯიბეები უსუფთავა ათი ათასობით ადამიანს?! თუმცა, რად გინდა? ხელისუფლება რაიმეში ხელს უშლის თაღლითებს? ჩვენ თაღლითებისა და უვარგისი ხალხის ზეობის სახელმწიფო ავაგეთ!

Comments are closed