globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 25 ივლისი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Jul 25th, 2015 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ლევან ჩაჩუასთან: „საქართველო არ უნდა იქცეს ნატო-რუსეთის ცხელი ომის პოლიგონად“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ მანანა ნაჭყებიასთან: „2016 წლის არჩევნები პროდასავლურ და პრორუსულ ძალებს შორის არჩევნები იქნება“

———————

„ახალი თაობა“, 25 ივლისი, 2015 წელი

ინტერვიუ ლევან ჩაჩუასთან: „საქართველო არ უნდა იქცეს ნატო-რუსეთის ცხელი ომის პოლიგონად“

პოლიტიკური მოძრაობა „ქართული იდეის“ ლიდერი ლევან ჩაჩუა „ახალი თაობის“ კორესპონდენტ მარიამ მჭედლიშვილთან ინტერვიუში შეფასებას უკეთებს როგორც საქართველოს საშინაო პოლიტიკურ, ასევე საგარეოპოლიტიკურ მოვლენებსაც.

გთავაზობთ ამონარიდს:

- პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლებას, კონფლიქტურ ზონასა და საოკუპაციო ზოლთან დაკავშირებით მომხდარ მოვლენებში სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა აქვს არჩეულიო…

- პოლიტიკა, რომელსაც „ქართული ოცნება ამ მხრივ მიმართავს, კონსტრუქციულ და სახელმწიფოებრივ ხასიათს არ ატარებს. რუსეთთან ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობებიც ვერ ავაწყვეთ. ყველაზე საშინელება ის არის, რომ სერიოზული პრობლემების მოგვარებაზე საუბარიც კი არ დაგვიწყია

- ქვეყნის ტერიტორიოული მთლიანობის აღდგენას გულისხმობთ?

- დიახ, ამ თემების განხილვას უმაღლესი თანამდებობის პირების ცარევა ჭირდება. რუსეტს ოკუპირებული აქვს საქარტველოს ნაწილი, მოხდა ოკუპაცია, ამექსია, მაგრამ არა მიერტება. ეს იმას ნიშნავს, რომ კონფლიქტები გაყინული არ არის. ამ პრობლემებზე აუცილებელია დიალოგი. რუსეთისგანაც ასეთი მესიჯი წამოვიდა – უჩვენოდ ელაპარაკეთ აფხაზებსა და ოსებს, ოღონდ ჩვენი ინტერესებიც გაითვალისწინეთო.

- ეს საიმედო გზავნილია?

- ასეთი შანსი უნდა გამოვიყენოთ. აბა, სხვანაირად როგორ აღვადგენთ ტერიტორიულ მთლიანობას? ამ ხელისუფლებაში ერთი პოლიტიკოსც კი არ აღმოჩნდა, რომელიც რუსეთს ჰკითხავდა – თქვენი ინტერესები რაში მდგომარეობსო. ხელისუფლება ხომ არაფერს აკეთებს ამ კუთხით და ამით თავისებურად, ფარულად, „ნაციონალების“ წახალისებას ეწევა.

(…)

საქართველო ურთულეს მდგომარეობაში იმყოფება. ამ დროს საჰაერო თავდაცვის საშუალებების შეძენამ, ნატოს საწრთვნელი ცენტრის გახსნამ შეიძლება ძალიან ცუდად იმოქმედოს ქვეყნის უსაფრთხოებაზე: საქართველო შეიძლება გახდეს ნატო-რუსეთის, ან ისლამურ ხალიფატსა და რუსეთის დაპირიპირების პლაცდარმი. ჩრდილოეთ კავკასიაში მომხდარი ტერაქტებიც კი შეიძლება გადაიქცეს შეჯახების საბაბად. საომარ პლაცდარმად გადაქცევას საქართველოს მსგავსი პატარა და არამდგრადი ქვეყანა ვერ გაუძლებს. ამიტომ, ვისაც სამშობლო გვიყვარს, უარი უნდა ვუთხრათ „ნაც-ქოცურ“ გაერთიანებას.

„ახალი თაობა“, 25 ივლისი, 2015 წელი

ინტერვიუ მანანა ნაჭყებიასთან: „2016 წლის არჩევნები პროდასავლურ და პრორუსულ ძალებს შორის არჩევნები იქნება“

პარტია „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერი მანანა ნაჭყებია „ახალი თაობის“ კორესპონდენტ ნათია ხურცილავასთან ინტერვიუში მომავალ, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საუბრობს და აცხადებს, რომ პროდასავლურმა ძალებმა წარმატების მისაღწევად ერთიანი ალიანსი უნდა შექმნან პრორუსული ძალების წინააღმდეგ.

გთავაზობთ ამონარიდს:

- ექსპერტები 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს გარდამტეხ არჩევნებს უწოდებენ…

- წინ ურთულესი არჩევნები გველოდება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს არჩევნები პროდასავლურ და პრორუსულ ძალებს შორის არჩევნები იქნება. საქართველოს მოქალაქეებს მოუწევთ გადაწყვეტილების მიღება, თუ საით უნდა იარონ – რუსეთისაკენ თუ დასავლეთისაკენ. ჩვენ, დასავლურ ზალებს, განსაკუთრებული მობილიზება დაგვჭირდება. დასავლური ძალები მომავალი შემოდგომიდან, რომელიც გრძელი მარათონის დასაწყისი იქნწება, უნდა დავსხდეთ და გადავწყვიტოთ, თუ რას და როგორ ვაკეთებთ. მე ნამდვილად არ მემეტება ჩემი ხალხი და ჩემი ქვეყანა, რომ ისევ რუსეთის შემადგენლობაში აღმოჩნდეს. იმ სახელმწიფოს, რომელიც რუსეთის გავლენაში მოექცევა, მომავალი არ აქვს.

(…)

- წინასაარჩევნოდ პროდასავლური ძალების ერთობა შეიქმნება და ამომრჩევლის წინაშე ერთად წარსდგებით?

- აუცილებლად უნდა შეიქმნას ასეთი ტიპის ერთობა… ამ შემთხვევაში მხოლოდ პოლიტიკურ ძალებსა არ ვგულისხმობ. აუცილებელია იმ ადამიანების გამოყენებაც, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციებში არიან გარკვეულ თანამდებობებზე და რომლებსაც გამოკვეთილი პროდასავლური კურსი აქვთ აღებული. შეიძლება პირველ ეტაპზე ეს არ იყოს პოლიტიკური ერთობა, მაგრამ შემდეგ შეიძლება პოლიტიკური ხასიათი და პოლიტიკური ფორმა მიიღოს. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში წარმატებას დასავლეთზე ორიენტირებული ადამიანების ერთობამ უნდა მიაღწიოს.

Comments are closed