globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 25 აგვისტო 2015 წელი

Posted by Globalresearch on Aug 25th, 2015 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

რეზონანსი: აფხაზეთის რკინიგზის გახსნა საზღვარზე შვეიცარიელი მებაჟეების დადგომის სანაცვლოდ?

„ახალი თაობა“: ვახტანგ მაისაია: „რუსეთს საქართველოს რკინგზის აფხაზეთის მონაკვეთის აღდგენით სირიაში იარაღის გადატანა სურს“

„ახალი თაობა“: გია ხუხაშვილი: „აფხაზეთიდან მატარებელი ძალით ვერ შემოგვივარდება“

———————

რეზონანსი“, 25 აგვისტო, 2015 წელი

აფხაზეთის რკინიგზის გახსნა საზღვარზე შვეიცარიელი მებაჟეების დადგომის სანაცვლოდ?

თიკო ოსმანოვა

(შემოკლებით)

უახლოეს მომავალში აფხაზეთის რკინიგზა მთლიანად მზად იქნება ფუნქციონირებისათვის. 90-იანი წლების შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ რკინიგზის აღდგენა რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობდა. 2005 წელს რუსებმა რკინიგზა ფსოუდან სოხუმამდე აღადგინეს, 2008 წელს, საქართველო-რუსეთის ომამდე ორიოდე თვით ადრე – რკინიგზის სოხუმი-ოჩამჩირის მონაკვეთი. ახლა კი ოჩამჩირიდან მდინარე ენგურამდე – საოკუპაციო ხაზამდე დარჩენილი რკინიგზის აღდგენა მიმდინარეობს.

ექსპერტები რუსეთის ასეთი გააქტიურების რამდენიმე სავარაუდო მიზეზს ასახელებენ. მათი აზრით, გამორიცხული არაა, რომ მოსკოვი საქართველოსთან კიდევ ერთი შეიარაღებული დაპირისპირებისათვის ემზადებოდეს, რადგან რკინიგზის ბოლო შეკეთება აფხაზეთში სწორედ საქართველო-რუსეთის ომის დაწყების წინ მოხდა.

მეორე ვერსიით, რუსეთმა ან უკვე დაითანხმა საქართველოს ხელისუფლება აფხაზეთის რკინიგზის გახსნაზე, ან იმედი აქვს, რომ ახლო მომავალში დაითანხმ,ბს.

საგულისხმოა, რომ აფხაზეთის რკინიგზის შესაძლო გახსნაზე განცხადებებს რუსული მხრიდან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი აკეთებდა მოლაპარაკებაზე განხილვის მიზნით, მაგრამ ქართული მხარე არ ეთანმებოდა. სხვათა შორის, კარასინ-აბაშიძის მოლაპარაკების ბოლო თემა 2011 წელს ხელმოწერილი საქართველო-რუსეთის შეთანხმების ამოქმედებს იყო, რომელიც საქართველო-რუსეთის საზღვარზე (მდინარე ფსოუსთან) ტვირთების მოძრაობის გაკონტროლების მიზნით შვეიცარიული კომპანიის მებაჟეები უნდა ჩამდგარიყვნენ. გამორიცხული არაა, რომ რუსეთმა ამ შეთახმებასთთან აფხაზეთის რკინიგზის ამოქმედების მიბმა სცადოს.

არის კიდევ ასეთი მოსაზრენაც – რუსეთი, უბრალოდ, მის მიერ ანექსირებული აფხაზეთის ბოლომდე ათვისებასა და მისი ინფრასტრუქტურის ათვისებას ცდილობს.

აფხაზეთში რკინიგზის აღდგენის თაობაზე განცხადება თავდაპირველად რუსეთის თადავის მინისტრის მოადგილემ დიმიტრი ბულგაკოვმა გააკეთა, რომლის მიხედვით აფხაზეთში ამ მიზნით უკვე შეყვანილია 500 სამხედრო მოსამსახურე და 75 ერთეული სპეცტექნიკა, უკვე დაწყებულია მუსაობა ოჩამჩირიდან ენგურის ხიდამდე მონაკვეთის აღდგენა, რომელიც 1990-იანი წლებიდან არარ ფუნქციონირებს.

ამის საპასუხოდ საქართველოს თავდაცვის მინისტრი  თინა ხიდაშელი ამბობს, რომ  გაწმენდილ რკინიგზას ჩვენ ქართველი და აფხაზი ხალხის ერთობლივი თანაცხოვრებისთვის გამოვიყენებთ“. მისი თქმით, აფხაზეთში რკინიგზის აღდგენასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობასთან არანაირი მოლაპარაკება არ მიმდინარეობს.

შეკითხვაზე, აქვს თუ არა ოკუპირებულ ტერიტორიაზე რკინიგზის აღდგენას სამხედრო დანიშნულება, მინისტრმა განაცხადა, რომ ნებისმიერი რკინიგზა შეიძლება ნებისმიერი მიზნისთვის იყოს გამოყენებული. “ისინი ამბობენ, რომ ეს არის ეკონომიკური საქმიანობისთვის. დღეს ვნახე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ წლის ბოლომდე დასრულდება აფხაზეთში შიდა მიზნებისთვის რკინიგზის აღდგენა, თუმცა რკინიგზა ისეთი ტიპის მოვლენაა, რომელიც შეგიძლია ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ფუნქციით გამოიყენო. ის, რომ საქართველოს ტერიტორიაზე, გნებავთ ოკუპირებულზე, მაგრამ მაინც ჩვენს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის ძალები მსგავსი ტიპის ღონისძიებებს ახორციელებენ, იმ პოლიტიკის მაგალითია, რომელსაც რუსეთი ჩვენს მიწაზე ახორციელებს ყოველგვარი ავტორიზაციის გარეშე და საერთაშორისო ნორმების დარღვევით. ეს ახალი არაა, ამას შეჩვეულები ვართ, ალბათ კიდევ მეტს გააკეთებენ, მთავარია საქართველოს ხელისუფლება იყოს სრულ მზადყოფნაში იმისთვის, რომ ხელოვნურად გავლებულ ბარიერებს აქეთ არ მოხდეს ამის გადმოსვლა. რაც უფრო მეტ კარგს გააკეთებენ – რკინიგზას აღადგენენ თუ მსგავს რამეს, როცა აფხაზეთი დე ფაქტოდ საქართველოს ტერიტორია იქნება, ეს მხოლოდ კარგი იქნება, რადგან გაწმენდილი რკინიგზა დაგვხვდება”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

მედიის შეკითხვაზე, რა შეიძლება დაუპირისპიროს აფხაზეთში რკინიგზის აღდგენას საქართველოს ხელისუფლებამ, თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ “ამას ჩვენ ვერაფერს დავუპირისპირებთ”.

ქართველი ექსპერტები რკინიგზის შესაძლო აღდგენას საფრთხის შემცველად მიიჩნევენ და პარალელს 2008 წელთან ავლებენ.

საქართველოს ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარე პაატა დავითაია ამბობს, რომ რუსეთი ან საომარი მოქმედებებისათვის ემზადება, ან თბილისსა და მოსკოვს შორის შეთანხმება მოხდა რკინიგზის აღდგენასთან დაკავშირებით, „თორემ რუსები ისე ფულს ტყუილად არ დახარჯავენ“. თანაც იბადება კითხვა: თუ მართლაც რკინიგზის აღდგენა ხდება, მაში აღდგენილს ვინ უნდა მოაუაროს? ჩვენი ხელისუფლება ამ ყველაფერზე რეაგირებას არ ახდენს – გამოდის თავდაცვის მინისტრი და არაადექვატურ განცხადებას აკეთებს“, – ამბობს რეზონანსთან“ საუბრისას პაატა დავითაია.

კითხვაზე, ხომ არ უკავშირდება რკინიგზის აღდგენა 2011 წელს ხელმოწერილი შეთანხმებას (საზღვარზე ტვირთბრუნის მონიტორინგის თაობაზე), „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ წარმომადგენელი, საგარეო საქმეთა მინისტრის ექს-მოადგილე სერგი კაპანაძე ამბობს, რომ ასეთი რამ გამორიცხული არ არის. იგი ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის მიერ ამგვარი სამუსაოების წარმოებას პროვოკაციას აფასებს: „წინა გამოცდილებას თუ შევხედავთ, ამის მიზეზი შეიძლება ორი იყოს: პირველი – რუსეთს ან სამხედრო აგრესია სურს, ან იმედი აქვს, რომ რკინიგზის მაგისტრალის გახსნა ოდესღაც მაინც მოხდება და შემდეგ მას ტრანზიტისათვის გამოიყენებს. „ისე კი, ეჭვი მეპარება, რომ ამ რკინიგზის აღდგენის მიზანი აფხაზეთის რაიონების ერთმანეთთან დაკავშირება იყოს, რადგან დანახარჯი სავარაუდო მოგების არაპროპორციულია“, – აღნიშნავს სერგი კაპანაძე.

ეკონომიკის ექსპერტი დემურ გიორხელიძე ფიქრობს, რომ რუსეთი აფხაზეთის ინფრასტრუქტურას ავითარებს და ოკუპირებული ტერიტორიის მთლიანად ათვისებას ცდილობს: „ეს არის რუსეთის სრულიად გარკვეული პოლიტიკა – მთლიანობაში მოსკოვი ოკუპირებულ რეგიონს ითვისებს, ფიქრობს ინფრასტრუქტურის განვიტარებაზე და ეს ეკონომიკასთან არანაირ კავშირში არაა. თავისთავად რკინიგზის აღდგენა იქ მცხოვრება ადამიანებს გადაადგილებას გაუადვილებს, მაგრამ მოძრაობის აღდგენას უფრო სამხედრო დანიშნულება აქვს“, – უთხრა „რეზონანსს“ დემურ გიორხელიძეს.

„ახალი თაობა“, 25 აგვისტო, 2015 წელი

ვახტანგ მაისაია: „რუსეთს საქართველოს რკინგზის აფხაზეთის მონაკვეთის აღდგენით სირიაში იარაღის გადატანა სურს“

გულიკო ბალაძე

რუსეთის მიერ საქართველოს რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთის აღდგენა (სადგურ ოჩამჩირედან ენგურის ხიდამდე) შესაძლოა სირიაში რუსული იარაღის გადატანის გეგმებს უკავშირდება. როგორც ექსპერტი ვახტანგ მაისაია აცხადებსმოსკოვს ზალიან სჭირდება სასწრაფოდ გადაისროლოს შეიარაღება სომხეთსა და ირანში, იქიდან კი სირიაში გადაიტანოს. „საქართველოს რკინიგზის ზუგდიდი-თბილისის მონაკვეთი ტვირთების გადასაზიდად საკმაოდკარგ მდგომარეობაშია, მატარებლები რეგულარულად დადიან. ეს კი ნიშნავს, რომ რუსეთი ამ რკინიგზის გამოყენებას აპირებს, – ფიქრობს ექსპერტი, თუმცა იგი ხაზს უსვამს, რომ რუსეთი ამ გზას საქართველოს ნებერათვის გარეშე ვერ გამოიყენებს.

ვახტანგ მაისაიას აზრით, რუსეთი საქართველოს ულტიმატუმს წამოუყენებს და მოსთხოვა, მისცეს საშუალება სამხედრო შეიარაღება სირიაში გადაიტანოს, საქართველოს ტერიტორიის გავლით. „ეს იქნება რუსეთის პირველი მოთხოვნა. თუ საქართველოს მას არ შეასრულებს, მაშინ რუსეთი გარკვეულ ზომებს მიმართავს“, – ამბობს ექსპერტი და განმარტავს, რომ „არის საჰაერო და საზღვაო გზებიც, მათი მეშვეობითაც სეიძლება იარაღის გადატანა სომხეთში, ირანსა და შემდეგ სირიაში, მაგრამ ეს ძალიან ძვირადღირებული პროექტია და რუსებს არ აწყობთ“.

თუ რუსეთს აღნიშნული იარაღის გადატანა საქართველოს გავლით მოახერხებს, მაშინ ის სირიის პრეზიდენტის ბაშარ ასადის ხელისუფლების განმტკიცებას მოხმარდება.. „იმ სიტუაციაში, როცა საქართველორუსეთთან ფაქტიურად საომარ მდგომარეობაში იმყოფება, ჩვენი რკინიგზით რუსული იარაღის გადატანა არის ნონ-სენსი, ეს იქნება საქართველოს ხელისუფლების კაპიტულაცია“, – ამბობს ექსპერტი. „თუ რუსეთი ულტიმატუმს წამოგვიყენებს, მაშინ რთულ ვითარებაში აღმოვჩნდებით. როგორ განვითარდება ასეთ შემთხვევაში მოვლენები? ახლა ამის თქმა ძნელია, რადგან მსოფლიოში ვითარება ძალიან სწარაფად იცვლ;ება – რა იქნება ხვალ, ეს არავინ იცის“, – აცხადებს ვახტანგ მაისაია.

„ახალი თაობა“, 25 აგვისტო, 2015 წელი

გია ხუხაშვილი: „აფხაზეთიდან მატარებელი ძალით ვერ შემოგვივარდება“

ნონა ცაბაძე

რუსეთის მიერ ოჩამჩირე – ენგურის ხიდის რკინიგზის ხაზის აღდგენას ექსპერტი გია ხუხაშვილიც გამოეხმაურა. იგი მიიჩნევს, რომ ამ კუთხით არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. რკინიგზაზე მუშაობა ადრეც დაწყებული იყო, ახლა კი გააქტიურდა. „სოხუმამდე რკინიგზა ისედაც აღდგენილია და მოძრაობა არის. ახლა კი, როგორც ჩანს, გადაწყვიტეს, რომ მთლიანად მოაწესრიგონ ინფრასტრუქტურა“.

გია ხუხაშვილი თვლის, რომ ეს შიდა კომუნიკაციების აღდგენის პროცესია და არანაირად არ ნიშნავს იმას, აღდგენა კომუნიკაცია აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის: „ეს უკვე ჩვენზეა დამოკიდებული. შეგვიძლია აღვადგინოთ ან არ აღვადგინოთ. იქიდან მატარებელი ძალით ვერ შემოგვივარდება. ეს აბსურდია! ვინც ამ რისკებზე ფიქრობს, იმას ტექნიკური საკითხი არ ესმის, რომ ეს შეუძლებელია. სხვა საკითხია, თუ რამდენად პერსპექტიულია ეს საქმე.

- თქვენ ხედავთ რაიმე პერსპექტივას?

- გასაგებია, რომ სიტუაცია ძალიან რთულია, არის ხელშემშლელი პოლიტიკური და ეკონომიკური საკითხები, თუმცა თეორიუკლად არსებობს პირობები, რომელთა დაცვის შემთხვევაში შესაძლებელია, რომ ეს საკითხი განხილვად იყოს“, – ამბობს გია ხუხაშვილი.

Comments are closed