globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 26 იანვარი, 2015 წელი

Posted by Globalresearch on Jan 26th, 2015 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

რეზონანსი“: ინტერვიუ ვახტანგ ძაბირაძესთან: ახალ მსოფლიო ომამდე ორი ნაბიჯი რჩება

რეზონანსი“: ინტერვიუ ნინო ბურჯანაძესთან: „თუ რუსეთს მტერს უწოდებ და დალაპარაკების სურვილსაც გამოთქვამ, ის არ დაგელაპარაკება“

რეზონანსი“: ინტერვიუ ვაჰაგან ჩახალიანთან: „დედაქალაქში ბევრს ჰგონია, რომ აქ სეპარატისტები ცხოვრობენ, რაც სისულელეა“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ნანა დევდარიანთან: „ბიძინა ივანიშვილის დაკითხვა იური ვაზაგაშვილის მკვლელობის გახსნას წაადგება“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ნოდარ ნათაძესთან: „ქართული ოცნებაც“ და „ნაციონალებიც“ რუსეთის აგენტები არიან“

————————

რეზონანსი“, 26 იანვარი, 2015 წელი

ინტერვიუ ვახტანგ ძაბირაძესთან: ახალ მსოფლიო ომამდე ორი ნაბიჯი რჩება

ინტერვიუში ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკურ მოვლენებზე საუბრობს, თავის თვალსაზრისს გამოხატავს ბოლო დროს მომხდარ მოვლენებზე. გთავაზობთ ამონარიდებს მასალიდან:

ა) იური ვაზგაშვილის მკვლელობა: კვალი რუსეთისაკენ?

„ის, რომ ამ შემზარავი დანაშაულის კვალი შეიძლება რუსეთისკენ მიდიოდეს, არ არის ჰაერზე ნათქვამი, ამ ვერსიის გამორიცხვა არ შეიძლება. თუ დავაკვირდებით, როგორ არის დანაშაული დაგეგმილი, როგორია გათვლა, ბუნებრივად გვახსენდება, რომ ასეთი აქტის დაგეგმვა, განხორციელება და შესაძლო შედეგების გათვლა, როგორც წესი, სპეცსამსახურებში ხდება. აქედან გამომდინარე, ამ ვერსიას ვერაფრით გამოვრიცხავთ“.

ბ) ლარის გაუფასურების საგარეო ფაქტორები

„გამიჭირდება ლარის გაუფასურებაზე ლაპარაკი, რადგან არ გახლავართ კომპეტენტური, თუმცა ვიტყვი, ჩვენ ხომ აქეთკენ ნაბიჯ-ნაბიჯ მივდიოდით. როდესაც არ ხდება პრობლემების რანჟირება, მათი მოგვარებისას პრიორიტეტების განსაზღვრა და სამუშაო გეგმის შემუშავება, საბოლოოდ ასეთ შედეგს ვიღებთ. სულ ლაპარაკობდნენ ოპონენტები, რომ ეკონომიკური პროგრამები არ იყო ადეკვატური და არ ასახავდა რეალობას, თუმცა ხელისუფლებაში ეს არ შეისმინეს. რამდენიც უნდა ილაპარაკონ, რომ ყველაფერი საერთაშორისო პროცესების ბრალია, რომ დოლარი მთელი მსოფლიოს მასშტაბით მყარდება და სხვა ქვეყნებშიც იგივე ხდება, ეს ვერაფერი საშველია, რადგან სხვაა, მაგალითად, გერმანიის მოქალაქის მდგომარეობა და სხვა – ჩვენი მოქალაქის. მოკლედ, ამ ბოლო ორი წლის განმავლობაში ზოზინით კეთდებოდა საქმე და შედეგიც შესაბამისი გვაქვს. საჭიროა რადიკალური ნაბიჯების გადადგმა, რათა ლარი კი არა, ქვეყანა გადავარჩინოთ სამოქალაქო დაპირისპირებას – რაც უნდა ბევრი ვილაპარაკოთ, რომ ლარის შემთხვევაში საგარეო ფაქტორები მუშაობს, დიდად სარწმუნო არ ჩანს იმ ფონზე, როცა მსოფლიოს მასშტაბით ნავთობის ფასი ლამის განახევრდა, ჩვენთან კი თითქმის არაფერი მოჰკლებია. ბუნებრივია, მოსახლეობაში ჩნდება კითხვა, ამაზე რატომ არ მოქმედებს საგარეო ფაქტორები?!“.

გ) დასავლეთი და სამართლიანობის აღდგენა

“რაც შეეხება სამართლიანობის აღდგენას, ჩვენს ხელისუფლებას ეგონა, რომ ძველი ხელისუფლების მაღალჩინოსნებისთვის ბრალეულობის დამტკიცება უფრო ადვილი იქნებოდა, რაც ასე არ აღმოჩნდა. ვერ გათვალეს ბევრი რამ, რადგან ვერ მოხერხდა წინა ხელისუფლების წარმომადგენელთა ბრალეულობის სათანადოდ დამტკიცება. ალბათ, დროა, ამაზე ლაპარაკს თავი დაანებონ. მიუხედავად იმისა, რომ ასოცირების ხელშეკრულებას მოვაწერეთ ხელი და ჩვენი ხელისუფლებაც მუდმივად უსვამს ხაზს, რომ ქვეყნის დასავლური კურსი შეუქცევადია, აშკარად ჩანს, რომ ქვეყანაში ხელისუფლება ვერ ხელისუფლობს, რასაც დასავლეთშიც კარგად ხედავენ და ბუნებრივია, გარკვეული ეჭვებიც უჩნდებათ“.

დ) ქართველები უკრაინაში: „ამაზე უკრაინამ იდარდოს“

„უკრაინაში ყოფილი ჩვენი მაღალჩინოსნების დასაქმებაში ტრაგედიას ვერ ვხედავ, როდესაც თანამდებობებზე ნიშნავენ იმ პირებს, ვინც სისხლის სამართლის დამნაშავედ არ არის გამოცხადებული. ეს ხალხი რისი გამკეთებელია, სხვა საქმეა, მაგრამ ამაზე იდარდოს უკრაინამ. რაც შეეხება ძებნილ ადეიშვილს, ის ოფიციალურად არსად დაუნიშნავთ… შესაძლოა, ეს პროცესი ვიღაცამ გამოიყენოს საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობის ასარევად, მაგრამ ჩვენს ხელისუფლებას ვურჩევ, ნუ მიანიჭებს ამ საკითხს დიდ მნიშვნელობას. ჩვენ გაცილებით უარესი პრობლემები გვაქვს მისახედი“.

ე) უკრაინა-რუსეთის დაპირისპირება: პროგნოზი

„ამას მხოლოდ კონფლიქტს ვერ დავარქმევთ, იქ, ფაქტობრივად, ომი მიმდინარეობს. ბოლო ინფორმაციით, დონეცკის აეროპორტთან მიმდინარე შეტაკებებისას 300 კაცამდე დაიღუპა. ვითარების პროგნოზირება ძალზე რთულია. მიდის ძალების ბოლომდე მოსინჯვა როგორც რუსეთის, ასევე დასავლეთის მხრიდან. იმედი მაქვს, ეს დაპირისპირება ლოკალურ ფარგლებში – მაინც უკრაინასა და რუსეთს შორის დარჩება და არ გადაიზრდება რუსეთსა და ნატოს შორის საომარ წინააღმდეგობაში. ბოლო ინფორმაციით, ნატოს სამხედრო ძალები თანდათანობით აღმოსავლეთისკენ ინაცვლებენ და მათი თავმოყრა ხდება ბელორუსიის საზღვართან, ანუ მიდის არა მხოლოდ საომარი დაპირისპირება, არამედ, ფსიქოლოგიური ომიც. ვფიქრობ, დაძაბულობა რუსეთსა და დასავლეთს შორის მოიმატებს, მიაღწევს მაქსიმუმს და რაღაც დონეზე გაჩერდება. არ ვამბობ, რომ კონფლიქტი უცებ დასრულდება, სავარაუდოდ, გაგრძელდება დასავლეთის სანქციები, რაც უფრო მეტად ჩამოშლის რუსეთის ეკონომიკას. არის კიდევ ერთი ვარაუდი, რომ რუსეთმა დაიწყოს სრულმასშტაბიანი შეტევა უკრაინაზე, მაშინ რა მოხდება, ძნელი სათქმელია, ალბათ, დაიწყება მესამე მსოფლიო ომი, რომლამდეც ორი ნაბიჯი რჩება. თუ მოინდომა რუსეთმა, სავარაუდოდ, შეძლებს უკრაინის დაპყრობას, მაგრამ უკრაინით აღარ დაკმაყოფილდება. ეს პროცესი კი მსოფლიოს გაცილებით რთულ ვითარებაში შეიყვანს”.

რეზონანსი“, 26 იანვარი, 2015 წელი

ინტერვიუ ნინო ბურჯანაძესთან: თუ რუსეთს მტერს უწოდებ და დალაპარაკების სურვილსაც გამოთქვამ, ის არ დაგელაპარაკება“

ინტერვიუში დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე ვრცლად საუბრობს საქართველოს საშინაო და საგარეოპოლიტიკური პრობლემების შესახებ, ყურადღებას ამახვილებს ქვეყანაში ბოლო დროს მომხდარ მნიშვნელოვან მოვლენებზე.

გთავაზობს ამორაიდებს მასალიდან:

ა) იური ვაზგაშვილის მკვლელობა: „კვალი რუსეთისაკენ? აბსურდია!“

სრულიად აბსურდული კომენტარი წავიკითხე, რომ თითქოს ეს ტერაქტი საოკუპაციო ზოლიდან წამოვიდა. კარგი იქნება, თუ პროკურატურას ტავგზას არ აუბნევენ. მე ამას ირაკლი სესიაშვილის განცხადებაზე ვამბობ. თუნდაც საოკუპაციო ზოლიდან იყოს, მაშინ რას აკეთებს შინაგან საქმეთა სამინისტრო? ასე ტავისუფლად გადაადგილდებიან ჩვენს ტერიტორიაზე დივერსანტები? თუ ეს ასეა, ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლება მართლაც კიდევ უფრო უსუსური ყოფილა.

ბ) საქართველო-უკრაინა-რუსეთის ურთიერთობა

რა კურსს ატარებს ხელისუფლება რუსეთთან? ვუსმენდი „ოცნების ლიდერების განცხადებებს და შევშფოთდი. ჩვენ პატარა ერი ვართ და ნებისმიერი ჩვენი მოქალაქის დაღუპვა მძიმეა. ასევე მძიმეა უკრაინის მხარეს მებრძოლი ჩვენი თანამოქალაქის დაღუპვა, მაგრამ მეორე საკითხია პოლიტიკა. როდესაც სამძიმრიდან გამოსული „ოცნების“ ლიდერი ამბობს, რომ პატივი მიაგო [ჩვენს მტრებთან] მებრძოლ ადამიანს, ამით ის რუსეთს მტრად აღიარებს და ამბობს, რომ ქართველი მებრძოლების ბრძოლა რუსეთის წინააღმდეგ სახელმწიფოს პოლიტიკაა. მაშინ რუსეთი გამოვაცხადოთ მტრად და მას ომი გამოვუცხადოთ – ამას გვტავაზობთ. თუ რუსეთი მტერია, მაშინ მასთან ურთიერთობის დალაგებას როგორ ვაპირებთ. ტერმინოლოგიას პრინციპული მნიშვნელობა აქვს: თუ მას მტერს უწოდებ და იმავდროულად დალაპარაკების სურვილსაც გამოთქვამ, ის არ დაგელაპარაკება.

ხელისუფლებამ რა ნაბიჯიც გადადგა, ის შედეგი მიიღო. ის რუსეთს მავთულხლართებზე არ დალაპარაკებია. ჩვენს ტერიტორიებზე სალაპარაკოდ ძალა და გამბედაობა არ ეყოთ რაზეც ელაპარაკა – მწვანილზე, ღვინოზე, ვაშლზე და შაქარზე – ამაზე შედეგი დადგა. [პოლიტიკური] ვითარების დასარეგულირებლად ორი ქვეყნის პირველი პირების შეხვედრა, რა თქმა უნდა, აუცილებელია… ახლა დაგვიანებულიც კია. გამბედაობა რომ ჰქონოდათ, ხელისუფლებაში მოსვლიდან ორ კვირაში უნდა შეხვედროდნენ, მაგრამ ისე ეშინოდათ პრორუსობა არ დაბრალებოდათ და დასავლელი პარტნიორები არ გაბრაზებულიყვნენ, რომ ასეთი ნაბიჯები ვერ გადადგეს. 2003 წელს ჩვენ გვეყო გამბედაობა, რომ პირველი ნაბიჯები გადაგვედგა. ჩემი პირველი ვიზიტიც რუსეთში იყო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის რანგში და სააკაშვილის პირველი ვიზიტიც მოსკოვში იყო.

ვიზიტით ძალიან სერიოზული შედეგი გვქონდა იქამდე, სანამ სააკაშვილი პუტინის „გადაგდების“ გადაწყვეტილებას მიიღებდა. მაშინ მე ჩავედი კრემლოში და იქ გამოვედი კრიტიკულად, აქედან კი არ მიკეთებია განცხადებები … ნებისმიერ შემთხვევბაში პირდაპირი დიალოგი აუცილებელია. არ ვთვლი, რომ საქართველო ანტირუსულ კამპანიაში უნდა ჩაერთოს.

გ) საქართველო-რუსეთი-ირანი

რუსეთი და ირანი სამხედრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. თუ საქართველოს სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე ვიმოქმე3დებთ, მაშინ ეს ჩვენზე დადებითად იმოქმედებს. თუ ჩვენ ვიმოქმედებთ სხვა ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და მათი სატელიტი ვიქნებით, მაში შესაძლოა რთულ ვიტარებაში აღმოვჩნდეთ.

დ) საქართველო-ნატო-ევროკავშირი

შევთანხმდეთ, რომ ევროინტეგრაცია და ნატო სხვადასხვა რაღაცაა და ნუ ვაერთიანებთ. მეორეა, რომ არც არც ნატოში არავინ გვიღებს და არც ევროპაში. ჩვენ უნდა გვქონდეს მჭიდრო თანამშრომლობა დასავლეთთან. არც დემოკრატიულ ფასეულობებზე არ უნდა ვთქვათ უარი, მაგრამ ადამიანებს უნდა ვუთხრათ სიმართლე – ევროკავშირთან ხელმოწერილი დოკუმენტი ევროინტეგრაციის სესაძლებლობას არ იძლევა. ევროპაში ისეთი პროცესები მიდის, რომ ვიზის გამარტივების იმედი არ უნდა გვქონდეს. მე ვამბობ ფართო საზოგადოებისათვის, თორემ მე და თქვენ ამით დღესაც ვსარგებლობთ.

ნატოსთან თანამშრომლობა უნდა გავაგრძელოთ, მაგრამ უნდა შევწყვიტოთ ხალხის მოტყუება, რომ თითქოს ნატოში გვიღებენ. უნდა ვთქვათ სიმართლე, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრები ვერ გავხდებით. თანამშრომლობა ერთია და საქართველოში ნატოს ბაზების განთავსება – მეორე. ბაზები არ უნდა განთავსდეს, რადგან თუ განთავსდება, ასეთ შემთხვევაში ჩვენ აღმოვჩნდებით ძალიან სერიოზული დარტყმის ობიექტები. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ასეთ შემთხვევაში აფხაზეთრის და სამაჩაბლოს დაბრუნების შანსს საბოლოოდ დავკარგავთ. თუ ვინმე თანახმაა, რომ ბაზების განთავსების სანაცვლოდ ჩვენი ტერიტორიები დათმოს, მაშინ ამაზე ხმამაღლა განაცხადოს.

რეზონანსი“, 26 იანვარი, 2015 წელი

ინტერვიუ ვაჰაგან ჩახალიანთან: „დედაქალაქში ბევრს ჰგონია, რომ აქ სეპარატისტები ცხოვრობენ, რაც სისულელეა“

ინტერვიუში ყოფილი პოლიტპატიმარი ვაჰაგან ჩახალიანი საუბრობს სამცხე-ჯავახეთში შექმნილ ვითარებაზე, გამოთქვამს თავის თვლასაზრისს – არსებობს თუ არა სეპარატიზმის საფრთხე რეგიონში (ესაუბრება ვახო შამუგია).

ვაჰაგან ჩახალიანის თქმით, სამცხე-ჯავახეთში სეპარატიზმის საფრთხე არ არსებობს და საზოგადოების შიშები უსაფუძვლოა. მისივე მტკიცებით, ცილისწამებები „ნაციონალური მოძრაობისგან“ მოდის, რომლებსაც კვლავ ხელისუფლებაში დაბრუნება სურთ და ამისთვის ყველაფერს აკეთებენ.

„ნაციონალურ მოძრაობას“ ხელისუფლებაში დაბრუნება კვლავ სურს. ამისთვის ისინი ყველაფერს აკეთებენ, უკან არაფერზე იხევენ, მათ შორის, ასეთ ცილისწამებაზეც. მათ სურთ ურთიერთუნდობლობის და შუღლის დათესვა, რათა მერე თავიანთი საქმე გააკეთონ. უნდათ, რომ ის სიბოროტე და საშინელება გააგრძელონ, რასაც საქართველოში წლების განმავლობაში აკეთებდნენ. იმედია არაფერი გამოუვათ.

საქართველოს მოსახლეობას მინდა ვუთხრა, რომ სომხეთის და საერთოდ, ყველა სომხის ინტერესში შედის ის, რომ საქართველო ერთიანი, სტაბილური და ძლიერი ქვეყანა იყო. ჩვენ ორივე ერი ქრისტიანები ვართ საერთო წარსულით. ჩვენს შორის დაპირისპირება მხოლოდ არაკეთილმოსურნეებს სურთ.

სამცხე-ჯავახეთში სეპარატიზმის საფრთხე არ ასებობს და საზოგადოებაში არსებული შიშები უსაფუძვლოა. მე არც იმას გამოვრიცხავ, რომ ისინი რაღაც პროვოკაციის მოწყობას და მერე ამ ყველაფრის ჩემზე დაბრალებას აპირებენ. მათგან ყველაფერია მოსალოდნელი“ – განაცხადა ჩახალიანმა. მისივე თქმით, მართალია ახლა წნეხი და ძალადობა აღარ არის, როგორიც წინა მთავრობის დროს იყო, მაგრამ რეალურად არაფერი კეთდება და პროცესი წინ არ მიიწევს. „ამის მთავარი მიზეზი არის ის, რომ სააკაშვილის მომხრეები დღემდე ძლიერები არიან და ძველ თანამდებობებზე მუშობენ. სწორედ მათ სურთ, რომ რეგიონში არაფერი შეიცვალოს, იყოს დაძაბულობის მუდმივი კერა. ეს ვიღაცას ხელს აძლევს. მიხეილ სააკაშვილის დროს ბევრი უსამართლობა მოხდა. სამწუხაროდ, დღევანდელი ხელისუფლება გარკვეულწილად წინა მთავრობას და მის მიერ ჩადენილ დანაშაულს ხელს აფარებს, არ სურს მათი დასჯა ისე, როგორც ეს მათ ეკუთვნით. თუმცა, იმედი მაქვს, რომ სამართალი მალე იზეიმებს“- განაცხადა ჩახალიანმა.

„მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკა მიმართული იყო იმისკენ, რომ ან სანცხე-ჯავახეთი დაცლილიყო სომხებისაგან, ან ის საქართველოს შემადგენლობაში არარ ყოფილიყო. პრობლემა არის ის, რომ არ ხდება ინფორმაციის გაცვლა ცენტრსა და ჯავახეთს შორის, რაც ურთიერთუნდობლობას აყალიბებს. ამას ჩვენი რეგიონის თემატიკაზე მომუშავე პირთა არაკომპენეტენტურობაც ხელს უწყობს.

პირველ რიგში უნდა გაუქმდეს ის სეზღუდვები, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ დააწესა. ასე მაგალითად, აღარ უნდა აიკრძალოს რეგიონში სომხურენოვანი ლიტერატურის შემოტანა. ეს აბსურდია, რადგან უკვე ინტერნეტი არსებობს და თუ მინდა, ისედაც წავიკითხავ სომხურ ლიტერატურას. უნდა მოიშალოს ის ვაკუუმი, რაც დღეს თბილისსა და ახალქალაქს შორის არსებობს. დედაქალაქში ბევრს ჰგონია, რომ აქ სეპარატისტები ცხოვრობენ, რაც სისულელეა. არის ეკონომიკური სირთულეებიც… მე შემიძლია საქართველოს ხელისუფლებას ეფექტური განვიტარების გეგმა შევთავაზო, მეტიც- პასუხისმგებლობა ავიღო მის განხორციელებაზე. მე ვიცი, რაც სჭირდება აქაურობას, რადგან მე აქ დავიბადე და გავიზარდე. ამ რეგიონს დიდი პოტენციალი აქვს“, – ამბობს ვაჰაგან ჩახალიანი ინტერვიუში

„ახალი თაობა“, 26 იანვარი, 2015 წელი

ინტერვიუ ნანა დევდარიანთან: „ბიძინა ივანიშვილის დაკითხვა იური ვაზაგაშვილის მკვლელობის გახსნას წაადგება“

ინტერვიუში „გლობალური კვლევების ცენტრის“ ხელმძღვანელი, ექსპერტი ნანა დევდარიანი საქართველოს საშინაოპოლიტიკურ მოვლენებზე საუბრობს, განსაკუთრებით ყურადღებას ამახვილებს იური ვაზაგაშვილის მკვლელობაზე და კომენტარს უკეთებს მომხდარ ტერორისტულ აქტს (ესაუბრება ნონა ცაბაძე).

ნანა დევდარიანის განცხადებით, იმ პირთა პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, ვინც იური ვაზაგაშვილის შვილის, ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობის ფალსიფიკაცია მოახდინა. „მაინცდამიანც იური ვაზაგაშივილის აფეთქება იყო საჭირო, რომ ის ხალხი სამსახურებიდან გაეშვათ? ზოგი გასაშვები კი არა, დასაჭერიც არის. იმ პირთა პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, ვინც მისი შვილის მკვლელობის ფალსიფიკაცია მოახდინა“- განაცხადა დევდარიანმა. მისივე თქმით, ძალიან კარგია, როცა ბიძინა ივანიშვილი დაკითხვაზე თანახმაა, რადგან ეს ფაქტი საქმის გახსნას წაადგება.

„ბიძინა ივანიშვილმა თქვა ის, რაც იყო. იური ვაზაგაშვილი მხოლოდ თავისი შვილის მკვლელობის საქმის გამო კი არ იბრძოდა, ის იბრძოდა, რომ ქვეყანას დანაშაულებრივი რეჟიმი მოშორებულიყო. ამისთვის მან ძალიან ბევრი რამ გააკეთა. შეგახსენებთ, იმ სამასი ათას ხელმოწერას ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნით, ორგანიზება სწორედ იური ვაზაგაშვილმა გაუკეთა. ძალიან დიდხანს ითმინა, ბოლო პერიოდში, როგორც ჩანს, უკვე მოთმინების ფიალა აევსო. ძალიან კარგი, რომ ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ თუ საჭირო იქნება, მე დაკითხვაზეც თანახმა ვარო. ეს საქმის გახსნას მხოლოდ წაადგება“- განაცხადა დევდარიანმა.

„ახალი თაობა“, 26 იანვარი, 2015 წელი

ინტერვიუ ნოდარ ნათაძესთან: „ქართული ოცნებაც“ და „ნაციონალებიც“ რუსეთის აგენტები არიან“

ინტერვიუში სახალხო ფრონტის ლიდერი ნოდარ ნათაძე კომენტარს უკეთებს საქართველოს საშინაოპოლიტიკურ მოვლენებს და აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლებაში მყოფი „ქართული ოცნებაც“ და „ნაციონალური მოძრაობაც“ ორივე დესტრუქციული ძალაა (ესაუბრება მარიკა მჭედლიშვილი).

გთავაზობთ ამონარიდებს:

ა) რუსეთის აგენტები ხელისუფლებაში

„უმრავლესობას და უმცირესობას საერთო მიზნები აქვთ – ორუივე რუსეთის აგენტი და საქართველოს მტერია. ისინი პარლამენტში გარიგების შედეგად მოვიდნენ. ადრეც იყო და ახლაც იქნება იმის მცდეელობა, რომ ახლანდელმა უმრავლესობამ და უმცირესობამ, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შემთხვევაში კიდევ გაიყონ ადგილები. შესაძლოა, თითო-ოროლა ადგილი რუსეთის სხვა აგენტებსაც არგუნონ. ამ სიტუაციაში ჩვენ, სახელმწიფოებრივმა ძალებმა ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რომ არჩევნები მოვიგოთ“.

ბ) უკრაინა და საქართველო

„უკრაინაში ქართველების ტანამდებობზე დანიშვნები საშიში არ არის. კვიტაშვილი ჩვენს მტავრობაში მინისტრად კი იყო, მაგრამ ნაციონალთა ბანდის წევრი არ ყოფილა… სხვა პირები კი უკრაინაში ჯერ-ჯერობით მინისტრებად არ დანიშნულან, სტრატეგიული თანამდებობები არ უკავიათ. დამაფიქრებელი ისაა, რომ საქართველოში დაიწყო უკრაინასთან ურთიერთობის გამწვავების მცდელობა; რამდენჯერმე გამოვიდა ნინო ბურჯანაძე და უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტა მოითხოვა. ეს როგორ სეიძლება. ეტყობა, რუსეთიდან არის დავალება, რომ საქართველოს უკრაინასთან ურთიერთობა გაუფუჭდეს… სააკაშვილი აქ ვერაფერს მოაწყობს, ეს სეუძლებელია. იგი უკრაინაში თავის გუნდს ინახავს. ცხადია, კარგი საქმისთვის არა, მაგრამ ის იქ სერიოზულად მზადებას ვერ დაიწყებს, რადგან უკრაინაში მდგომარეობა მძიმეა.“

Comments are closed