globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 26 მაისი 2015 წელი

Posted by Globalresearch on May 26th, 2015 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

რეზონანსი: რვა პუნქტი, რომელიც უვიზო რეჟიმისთვის 15 დეკემბრამდე უნდა შევასრულოთ

რეზონანსი: ინტერვიუ ფიქრია ჩიხრაძესთან: “ევროპის კარი ჩვენთვის ღიაა და ძალიან უნდა მოვინდომოთ, რომ ისტორიული გადაწყვეტილება განხორციელდეს”

ახალი თაობა: ინტერვიუ მამუკა არეშიძესთან: „საქართველოსთვის „ისლამური ხალიფატის“ სახით უდიდესი საფრთხე არსებობს, რომელსაც ჯეროვნად ვერ ვაცნობიერებთ“

„ალია“: საქართველოს უშიშროების სამსახურის შეფობის სამი კანდიდატი და აშშ-ის ელჩის პოზიცია

———————-

რეზონანსი“, 27 მაისი, 2015 წელი

8 პუნქტი, რომელიც უვიზო რეჟიმისთვის 15 დეკემბრამდე უნდა შევასრულოთ

თაკო მათეშვილი

(შემოკლებით)

თავშესაფრის პოლიტიკა, ტრეფიკინგთან გამკლავება. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და ნარკოპოლიტიკის შემუშავება – ესაა ის ძირითადი საკითხები, რისი შესრულებაც ხელისუფლებამ 2015 წლის 15 დეკემბრამდე, ანუ საქართველოსა და უკრაინის მიღწევების ევროკომისიის მხრიდან ხელახლა შეფასებამდე უნდა შეძლოს.

შესაბამისად, სწორედ ამ დროისთვის ელოდება ხელისუფლება დადებით პასუხსა და უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით კონკრეტული პასუხის გამხელას. უმრავლესობის წევრები პირობას დებენ, რომ ვიზალიბერალიზაციის მეორე ფაზის ძირითადი ნაწილი 15 დეკემბრამდე დასრულდება და რიგის სამიტის დეკლარაცია ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა. სპეციალისტები იმაზე საუბრობენ, თუ რა არის საჭირო ამ ოპტიმიზმის გასამართლებლად და რისი შესრულება უნდა მოასწროს ქვეყანამ, რათა 15 დეკმებერსაც იმედგაცრუებულნი არ შევხვდეთ.

როგორც ფონს „ღია საზოგადოება – საქართველოს“ ევროინტეგრაციის პროგრამების მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე ამბობს, დეკემბრამდე პროგრესს ორ სფეროში უნდა მივღწიოთ. ერთ-ერთში თითქმის ყველაფერი გაკეთებული გვაქვს – ოთხი საკითხი: მიგრაციის პოლიტიკა, ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლა, ძალოვან სტრუქტურებს შორის ტანამშრომლობა და ანტიდისკრიმინაციული კანონის შესრულება.

მეორე სფეროში ნაწილობრივ გვაქვს შესრულებული მოთხოვნები და გასაკეთებელიც მეტია: თავშესაფრის პოლიტიკა, ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, ნარკოპოლიტიკის შემუშავება.  მოკლედ, სულ რვა საკითხია, სადაც სამუშაო გვაქვს, ზოგან მეტი, ზოგან ნაკლები. დანარჩენი – დოკუმენტების უსაფრთხოება, საზღვრის მართვა, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, პერსონალური მონაცემების დაცვა და ა.შ. ამ კუთხით თითქმის ყველაფერი რიგზეა და ყველაფერი შესრულებულია“, – აღნიშნავს ვანო ჩხიკვაძე. მისი აზრით, ეს ყველაფერი მიღწევადია და მათი მოგვარება დეკემბრამდე შესაძლებელია, თუმცა საჭიროა კოორდინირება და ბწევრი მუშაობა.

რაც შეეხება ამ ყველაფრის უკრაინასთან ერთად სინქრონში შესრულებას, ვანო ჩხიკვაძე ფიქრობს, რომ არაა გამორიცხული, რომ ჩვენ მიერ მიღწეული პროგრესი ცალკე შეფასდეს და არა უკრაინასთან ერთად.

სამოქმედო გეგმის შესრულებას შესაძლებლად მიიჩნევს საგარეო საქმეთა მინისტრის ექს-მოადგილე სერგი კაპანაძეც და ამბობს, რომ განსაკუტრებულად ძნელი გასაკეთებელი არაფერია, თუმცა საჭიროა გაორმაგებული შრომა. სერგი კაპანაძე ეხება უკრაინის საკითხს და ამბობს, რომ რადგანაც ორი ქვეყანა – უკრაინა და საქართველო ერთ პაკეტში განიხილება, შეიძლება უკრაინამ რეფორმები დროულად ვერ განახორციელოს, იქ არსებული მდგომარეობის გამო, თუმცა საქართველომ პაკეტიდან ცალკე გამოსვლაზე არ უნდა იფიქროს და მეტი ძალისხმევა საკუთარ საქმეს მოამხმაროს. თუ საჭირო იქნმება, უკრაინასაც უნდა დავეხმაროთ.

ევროპისაკენ მიმავალ გზაზე მარტო ვერც მოლდოვა იქნება და ვერც უკრაინა და ვერც საქართველო. ეს სამეული უკვე შეკრულია და ერთად ყოფნა გვიწევს. ზოგჯერ ჩვენ დაგვჭირდება სხვების დალოდება, ზოგჯერ კი მათ მოუწევთ დაცდა. ეს ბუნებრივი პროცესია და ერთად ყოფნა სიძლიერეც შეიძლება იყოს“, – მიიჩნევს სერგი კაპანაძე.

რეზონანსი“, 27 მაისი, 2015 წელი

ინტერვიუ ფიქრია ჩიხრაძესთან: “ევროპის კარი ჩვენთვის ღიაა და ძალიან უნდა მოვინდომოთ, რომ ისტორიული გადაწყვეტილება განხორციელდეს”

“შესაძლოა, ვიზალიბერალიზაციის საკითხი საკამათო იყოს, გადაწყდებოდა თუ არა ეს ამ სამიტზე ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამოც. მაგრამ ის, რომ განზრახულობათა ოქმსა და შემდგომ პერსპექტივაში ბევრად მეტი კონკრეტიკის გაჩენა შესაძლებელი იყო, ნათელია, – ამბობს „ახალი მემრაჯვენეების“ თავმჯდომარე ფიქრია ჩიხრაძე ინტერვიუში, რომელიც მას რეზონანსი კორესპონდენტმა იაგო ნაცვლიშვილმა ჩამოართვა.

გთავაზობთ ამონარიდებს:

„რიგის სამიტიდან უკეთესი შედეგის წამოღება ნამდვილად შეგვეძლო. შესაძლოა ვიზალიბერალიზების საკითხი საკამთო იყოს, გადაწყდებოდა თუ არა ეს სამიტზე ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, მაგრამ ის, რომ განზრახულობათა ოქმსა და შემდგომ პერპსექტივაში მეტად ბევრი კონკრეტიკის გაჩენა შესაძლებელი იყო, ეს ნათელია. კარგი იქნებოდა, დეკლარაციაში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის  აღდგენის საკითხი დაფიქსირებულიყო“.

(…)

„15 დეკემბრამდე ვიზალიბერალიზებისთვის აღებული ვალდებულებების შესრულება რეალურია. ვხედავთ, რომ ჩვენს მიმართ კეთილგანწყობა არსებობს. აქედან გამომდინარე, ჩვენს მდგომარეობას კარგად აცნობიერებენ, განსაკუთრებით ევროკავშირის წევრი ბალტიისპირეთის სახელმწიფოები და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები. საჭიროა მათთან მჭიდრო თანამშრომლობა და შემდეგ, უკვე მათთან ერთად, დასავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნებთან მუშაობა, რომ დადებითი გადაწყვეტილება იქნეს მიღებული ჩვენთან მიმართებით. ევროპის კარი ჩვენთვის დახურული არ არის და ზალიან უნდა მოვინდომოთ, რომ ისტორიული გადაწყვეტილება იქნეს მიღებული“.

ახალი თაობა“, 26 მაისი, 2015 წელი

ინტერვიუ მამუკა არეშიძესთან: „საქართველოსთვის „ისლამური ხალიფატის“ სახით უდიდესი საფრთხე არსებობს, რომელსაც ჯეროვნად ვერ ვაცნობიერებთ“

სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის ხელმძღვანელი,  კავკასიის საკითხების ექსპერტი მამუკა არეშიძე „ახალი თაობის“ ჟურნალისტ ნონა ცაბაძეს, სხვა საკითხებთან ერთად, ცხინვალის რეგიონზე, უკრაინა-რუსეთის პრობლემებზე, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზეც (რიგის სამიტის შედეგებზე) და „ისლამური სახელმწიფოს“ საფრთხეებზე ესაუბრება.

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

„პოლიტიკური თვალსაზრისით, ცხინვალის რეგიონში არაფერი ისეთი განსაკუთრებული არ ხდება, რანაირი პროცესი არ იწყება. უბრალოდ იქ ახლა საგაზაფხულო მინდვრის სამუშაოები მიმდინარეობს და რადგან ხშირ შემთხვევებში ადამიანებმა არ იციან, ვის რა ეკუთვნით, [ხელოვნურად გამიჯნულ] მინდვრებში მაინც დადიან და [რუსი მესაღვრეები აკავებენ]. დაკავებულთა 90 პროცენტი სწორედ ამ მიზეზიტ ხდება, დანარცენი 10% კრიმინალია“.

დღეს რუსეთს, რომელიც უკრაინასთან კონფლიქტი აქვს, იმის ფუფუნება არ აქვს, რომ ცხინვალის რეგიონში სიტუაცია გაამწვავოს და მეორე ფრონტი გაიხსნას.. რუსეთმა უკრაინის მოვლენებში გარკვეული მორალური გამარჯვება ევროპის წინააღმდეგ უკვე მოიპოვა. ევროპელები და ზოგადად, დასავლეთი, ძალიან ცუდად მოიქცნენ. მეორე საკითხია, რომ არც უკრაინის ხელისუფლებას დაუკლია ხელი თავისი ქვეყნისათვის ცუდის გაკეთებაში“.

საქართველოს ხელისუფლება რიგის სამიტიდან ხელმოცარული დაბრუნდა და ოპოზიციამ უვიზო რეჟიმის მიუღებლობა მთავრობას დააბრალა, თითქოსდა მტავრობა უნიათოაო და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი მტკნარი სიცრუეა. შეიძლება ხელისუფლებამ ორი წელი დაკარგა, როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკაში, მაგრამ არაფერი არ გაკეთებულაო, ამას ვერ ვიტყვით. შემიძლია სრული პასუხისმგებლობით ვთქვა, რომ რაც არ უნდა გაეკეთებინა ხელისუფლებას, მაინც ასეთ პასუხს მივიღებდით.

დასავლეთის უარი ვიზალიბერალიზაციაზე სუბიექტურმა და ობიექტურმა მიზეზებმა განაპირობა. სუბიექტური მიზეზი არის მუდმივი შიში რუსეთის მიმართ, შიშის ქვეშ კი დიდი პოლიტიკა არ კეთდება. ობიექტური ისაა, რომ საქართველოს ტემა უკრაინის ტემაზეა მთლიანად მიბმული, რაც ნაცმოძრაობის ერთ-ერთი მთავარი პოსტულატი იყო… დღეს ომის პროცესში მყოფი უკრაინისათვის უვიზო რეჟიმის მიცემა ევროპაში ლტოლვილთა უზარმაზარ ნაკადს გამოიწვევს, თანაც უკონტროლო ნაკადს“.

(…)

„საქართველო ახლა იმყოფება მაღალი რისკის ზონაში. აქ რუსეთი კი არ იგულისხმება, არამედ ისლამური ფუნდამენტალიზმი და არ არის გამორიცხული საქართველოს გავლით ისეთი ელემენტები მოხვდნენ ევროპაში, რომლებიც ბრიუსელისათვის მისაღები არ არის, მით უმეტეს, რომ საქართველოს წინა ხელისუფლებამ უამრავ ადამიანს ქვეყნის მოქალაქეობა მიანიჭა. რა თქმა უნდა, ამას სუბიექტური და ობიექტური მიზეზები ჰქონდა, მაგრამ დღეს ფაქტია, რომ ევროკავშირი ძალიან ფრთხილობს. დასავლეთის პოლიტიკა დამყარებულია გეოპოლიტიკურ კონიუნქტურაზე. სეიძლება და აიღონ და სიტუაციიდან გამომდინარე, ხვალვე მოგვცენ უვიზო რეჟიმი, ნატოშიც მიგვიღონ და ასე შემდეგ, შეიძლება ეს ათწლეულები გაჭიანურდეს…“

(…)

[საქართველოსთვის დღეს] უზარმაზარი ხიფათი არსებობს! პრაქტიკულად ჩვენ ვერ ვაცნობიერებთ, რამხელა საფრთხესთან გვაქვს საქმე. ეს ხიფათი, პრაქტიკულად, უკვე საქართველოშია, ოღონდ ამას ჯერ აქვს მკვეთრად გამოხატული ფორმა. ისინი, ვინც საქართველოს ტერიტორიაზე არიან, ძალიან ჭკვიანურად მოქმედებენ, ფრთხილად და ნაბიჯ-ნაბიჯ იკავებენ სივრცეს. ტერიტორიაზე არ მაქვს ლაპარაკი, ვსაუბრობ ეკონომიკურ სივრცეზე, სულიერ სივრცეზე. სწორედ ამ ტიპის მოქმედებებს ახორციელებნ. მაგალიტად, ვინ წარმოიდგენდა, რომ თბილისშიფუნდამენტალისტთა მეჩეთი აშენდებოდა. ფონიჭალაში უკვე დასასრულს აუახლოვდება სწორედ ასეთი მუსულმანურ-ფუნდამენტალისტური მეჩეთის მშენებლობა. ნებართვა 2010 წელსაა გაცემული. ჩვენ მაშინ ერთი ამბავი ავტეხეთ, მაში მთავარი როლი შიიტმა აზერბაიჯანელებმაც ითამაშეს, მათ არ სურდათ ამ მეჩეთის აშენება, მაგრამ მაშინდელმა მერმა მაინც გასცა ნებართვა. გიგი უგულავას ერთ-ერთი მთავარი დანაშაული ესეც არის. ჩვენ რელიგიის კანონი არასრულყოფილი გვაქვს. ამ კანონმა მოიტანმა ის, რომ ვერ ვკრძალავთ საკულტო ნაგებობის მშენებლობას“.

[ასეთი ტენდენციები] ძალიან სახიფათოა, რადგან „ისლამურმა ხალიფატი“  საბრძოლო მოქმედებების კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში გადმოტანას გეგმავს. დაღესტანში უკვე სერიოზულად მოიკიდა ფეხი ამ მოვლენამ, რასაც ისლამური ხალიფატი ჰქვია. აზერბაიჯანშიც მათ უამრავი მხარდამჭერი ჰყავთ – 40 ატასი, რომელტა ნაწილი უშუალოდ საქართველოს საზღვრებთან ცხოვრობს. ეს ყველაფერი უკვე საქართველოშიც არის და მეტი რა ხიფათი უნდა გვემუქრებოდეს, მაინცდამაინც მეტრო და ავტობუსები უნდა აგვიფეთქონ? თუმცა არ ვფქირობ, რომ ყველაფერი ტერორისტული აქტებით არ დაიწყება. უკვე სესამჩნევია, რომ რიგ რაიონებში სარწმუნოებისათვის ბრძოლა მიმდინარეობს!

(…)

„რასაკვირველია, საქართველოს სპეცსამსახურები უსაქმოდ არ სხედან და ამის მანიშნებელია ისიც, დაბრკოლილია ყველა ქართულენოვანი ისლამისტური ინტერნეტ-საიტი, თუმცა ეს უფრო ძველებს ეხება, ახლები კი სოკოებივით იზრდებიან. გამოცხადებულია კიბერომი. გარდა ამისა, შემცირდა ქართულენოვანი მოსახლეობის რაოდენობა სირიაში (დღეისათვის იქ მხოლოდ 50 ქართველია). სისრიაში ამ კუთხით გარკვეული ეფექტი არის, მაგრამ არ ვიცით, რა ხდება ერაყში. უბრალოდ, იქ კონტროლს ვერ უწევს საქართველო თავისი მიოკქალაქეების გადაადგილებას. მუშაობა კი მიდის, მაგრამ ეს მუშაობა არის დაგვიანებული. თავიდანვე უნდა გაკეთებულიყო, ძირშივე უნდა აღმოფხვრილიყო ეს უბედურება! იყო სესაძლებლობა, რომ საქმე აქამდე არ მისულიყო.

სირიაში საბრძოლველად წამსვლელებისთვის ფულადი დაინტერესება მიზეზების მხოლოდ ერთ-ერთი შემადგენელია. მთავარია იდეოლოგია. ჩვენ ამ იდეოლოგიას ვერაფერს ვერ ვუპირისპირებთ, რადგან საქართველოში სახელმწიფო იდეოლოგია არ არსებობს. თუმცა მარტო ჩვენთან კი არა, არ არსებობს არც რუსეთში და არც დასავლეთშიც. არ არის ისეთი იდეოლოგია, რომელიც [მუსულმანთა რადიკალური ისლამის] იდეოლოგიას დაუპირისპირდება“.

„ალია“, 26 მაისი, 2015 წელი

საქართველოს უშიშროების სამსახურის შეფობის სამი კანდიდატი და აშშ-ის ელჩის პოზიცია

ლევან ჯავახიშვილი

(შემოკლებით)

შსს-დან უშიშროების სამსახურების გამოყოფა უკვე გადაწყვეტილია. კანონპროექტი დამუშავების სტადიაშია და მალე პარლამენტში უნდა შევიდეს დასამტკიცებლად.

სამთავრობო კულუარებში უშიშროების სამსახურის ხელში ჩასაგდებად უკვე დიდი ბრძოლები დაიწყო. კონფიდენციალურმა წყარომ, რომელიც საკმაოდ ღრმად არის ჩახედული ქვეყნის უშიშროების საკითხებში და სამთავრობო კულუარულ ინფორმაციებზეც მიუწვდება ხელი, „ალიას“ აცნობა, რომ ჯერ არშექმნილი უშიშროების სამსახურის ხელში ჩასაგდებად ერთმანეთს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გუნდი და სახელისუფლებო ულტრალიბერალური დაჯგუფება ებრძვის, რომელთაც სათავეშიც „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერები უდგანან. შსს-ს დაშლის შემდეგ, თავად შსს ირაკლი ღარიბაშვილის დაქვემდებარებაში დარჩება, მისი კონტროლის ქვეშ არის და იქნება კრიზისების მართვის სააგენტო.

უკვე ცნობილია, რომ უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელს, პრემიერის წარდგინებით, პარლამენტი დანიშნავს, ეს იმას ნიშნავს, რომ ფორმალურად პარლამენტი გააკონტროლებს უშიშროების სამსახურს. მოკლედ, ეს სამსახური პრემიერის ქვემდებარე იქნება, მაგრამ მასზე კონტროლს პარლამენტი განახორციელებს. ასეთ შემთხვევაში კი უდიდესი მნიშვნელობა ექნება, ვინ იქნება ამ სამსახურის უფროსი. ღარიბაშვილს მისცემენ იმის უფლებას, საკუთარი კადრი დანიშნოს ამ პოსტზე, თუ „რესპუბლიკელები“ იძალებენ და საკუთარ რჩეულს წარადგენინებენ პარლამენტისთვის პრემიერს?

გაუგებარი რომ არაფერი დარჩეს, შეგახსენებთ, რომ თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელიც ექვემდებარება პრემიერს, მაგრამ ცალსახაა, რომ მისი ამ პოსტზე დანიშვნით, ღარიბაშვილის ფრთა დასუსტდა, ულტრალიბერალებისა კი, ამერიკელთა უშუალო ჩარევის შედეგად, გაძლიერდა. კი, თინა ხიდაშელი ფორმალურად ნემორჩილება პრემიერ მინისტრს, მაგრამ კრიტიკულ მომენტებში რას იზამს, კაცმა არ იცის. პრემიერს კი აქვს თავდაცვის მინისტრის გადაყენების უფლება, მაგრამ მას, სავარაუდოდ, ამას არავინ შეეკითხება, ისევე როგორც მისი დანიშვნა არ ჰკითხეს, – ამერიკელებმა გადაწყვიტეს, რომ თინა ხიდაშელი უნდა ყოფილიყო თავდაცვის მინისტრი და მათ ზეწოლას ვერც ირაკლი ღარიბაშვილმა გაუძლო და ვერც ბიძინა ივანიშვილმა.

წყარო აცხადებს, რომ ამერიკელები ახლა ცდილობენ, უშიშროების სამსახურიც „რესპუბლიკელებმა» ჩაიბარონ. მისი თქმით, ამერიკის ელჩთან, რიჩარდ ნორლანდთან ამ თემაზე აქტიურ მოლაპარაკებას თინა ხიდაშელი აწარმოებს. თუ `რესპუბლიკელებმა“ თავისი გაიტანეს და უშიშროების სამსახურის უფროსად თავიანთი კაცი დაანიშვნინეს ირაკლი ღარიბაშვილს, გამოვა, რომ ფაქტობრივად, ქვეყნის უშიშროების ყველა სამსახურს ულტრალიბერალები გააკონტროლებდნენ, ანუ ამერიკის პოლიტიკის უსიტყვო გამტარებლები საქართველოში.

მოდით, ვნახოთ, ასეთ შემთხვევაში უშიშროების რა სამსახურები რჩებათ პროამერიკელებს. უშიშროების სამსახური, თავდაცვის სამინისტროს დაზვერვა და კონტრდაზვერვა, ირაკლი ღარიბაშვილს კი დასუსტებული შსს დარჩება, რომელსაც საზოგადოებრივი წესრიგის დამყარების ფუნქციაღა ექნება. ცხადია, ასეთ შემთხვევაში ბალანსი უკვე ულტრალიბერალთა სასარგებლოდ დაირღვევა, ისინი მთელი ქვეყნის გაკონტროლებას შეძლებენ.

აქსიომაა – ვინც ქვეყნის უშიშროების სამსახურებს აკონტროლებს, ის აკონტროლებს ქვეყანასაც. „რესპუბლიკელები“ რიჩარდ ნორლანდს იმით აშინებენ, რომ, თუ ერთი კაცის, ირაკლი ღარიბაშვილის ხელში მოექცევა უშიშროების მთავარი სამსახურები და ბალანსი დაირღვევა, შესაძლოა, მან ამხელა ძალაუფლებას ვეღარ გაუძლოს და ავტოკრატიული გადაწყვეტილებების მიღება დაიწყოსო. ახსენებენ მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც სწორედ უშიშროების სამსახურების სრული კონტროლით დაიწყო ავტოკრატიული მმართველობა და ბოლოს ერთპიროვნულ დიქტატორად იქცა. თუმცა, აი, ულტრალიბერალთა ხელში რომ იქნება უშიშროების იგივე სამსახურები მოქცეულნი, ისინი როგორ გაუძლებენ ძალაუფლების ცდუნებას და რა საფრთხეებია მათგან მოსალოდნელი, ამის შესახებ რიჩარდ ნორლანდს თინა ხიდაშელი, ცხადია, არაფერს ეტყოდა.

გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ამ ეტაპზე, სამთავრობო კულუარებში მიმდინარეობს ბრძოლა იმისთვის, ვინ უნდა მართოს რეალურადეს ქვეყანა. აქვე ისიც გავიხსენოთ, რომ ფარული მოსმენების ე.წ. გასაღები, როცა ეს სამსახური შეიქმნება, შსს-ს ჩამოერთმევა და მას გადაეცემა – ჯერჯერობით, ასე დგას საკითხი.

უშიშროების სამსახურების მიერ ქვეყნის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების კონტროლის არაერთი მაგალითი არსებობს მსოფლიო ისტორიაში. ედგარ ჰუვერი გამოძიების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელი იყო თითქმის 50 წლის განმავლობაში და უკვე მტკიცებულებების დონეზეა დადასტურებული, ამ პერიოდის ამერიკის ყველა პრეზიდენტსა და მათი გარემოცვის წევრებს, კონგრესისა და სენატის ხელმძღვანელებს აკონტროლებდა მათზე მოპოვებული კომპრომატების მეშვეობით.

წარმოიდგინეთ, ეს ადამიანი ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის, ანუ ამერიკის მთავარი უშიშროების სამსახურის უფროსი არ ყოფილა და „ეფ-ბი-აი“-ს დირექტორის პოსტით ამდენი მოახერხა. სად არის იმის გარანტია, რომ უშიშროების საბჭოს „რესპუბლიკელთა“ კანდიდატი ასეთივე ძალაუფლების მოყვარული არ იქნება და მთელი მთავრობის გაკონტროლებას არ შეეცდება? ცხადია, ამის არანაირი გარანტია არ არსებობს.

„რესპუბლიკელებს“ და ზოგადად, ულტრალიბერალებს ამბიცია რომ მოეძალათ, უკვე თვალშისაცემია. ცხადია, არც ირაკლი ღარიბაშვილი მზის გულზე ხელდაკრეფილი და თინა ხიდაშელის ამერიკის საელჩოში სირბილს მშვიდად არ უყურებს. მასაც აქვს გარემოცვის მეშვეობით კონსულტაციები ამერიკის ელჩთან. ღარიბაშვილს თავისი არგუმენტი აქვს, რომ უშიშროების სამსახურის შეფის კანდიდატურა პრემიერმა შეარჩიოს და არა – სხვამ.

წყაროს ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილი არ აპირებს, „რესპუბლიკელთა“ მიერ შეთავაზებული კანდიდატურა წარუდგინოს პარლამენტს დასამტკიცებლად.

ამერიკის ელჩთან მისი წარმომადგენლის საუბრისას ასეთი სურათი გამოკვეთილა – ღარიბაშვილი მზად არის, კომპრომისზე წავიდეს და ამერიკის ხელისუფლებასთან შეათანხმოს უშიშროების სამსახურის უფროსის კანდიდატურა, ერთობლივი კონსულტაციების შედეგად შეარჩიონ, მაგრამ ეს არამც და არამც არ უნდა იყოს `რესპუბლიკელთა“ კანდიდატი. ღარიბაშვილის მთავარი არგუმენტი ის ყოფილა, რომ ასეთ შემთხვევაში, ქვეყანაში, ფაქტობრივად, ორხელისუფლებიანობა დამყარდება და მის ამ პოზიციას ამერიკის ელჩიც იზიარებს. ცხადია, მათ არ აწყობთ არასტაბილურობა და მოკლედ, საქმე იქით მიდის, რომ ყველა ვარიანტში უშიშროების სამსახურის უფროსად ამერიკის მოწონებული კადრი გვეყოლება.

გასარკვევი მხოლოდ ის არის, რომელი პოლიტიკური ძალიდან შეარჩევენ მას – ულტრალიბერალთა, პროამერიკელთა ფრთიდან თუ ირაკლი ღარიბაშვილის გუნდიდან.

წყაროს ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილის გარემოცვა უკვე ლაპარაკობს, რომ უშიშროების სამსახურის შეფი პრემიერის კრიზისების მართვის სააგენტოს ერთ-ერთი მესვეური იქნება. ლაპარაკია მინდია ჯანელიძეზე, ლევან ღირსიაშვილსა და გოჩა რატიანზე. როცა ირაკლი ღარიბაშვილმა მინდია ჯანელიძე დანიშნა თავდაცვის მინისტრად, მან ღირსიაშვილი და რატიანი მოადგილეებად წაიყვანა. თინა ხიდაშელმა კი ჯანელიძის ეს ორივე კადრი გამოუშვა სამინისტროდან და ორივენი ისევ იქ დაბრუნდნენ, საიდანაც თავდაცვის სამინისტროში წავიდნენ – კრიზისების მართვის სააგენტოში, მინდია ჯანელიძესთან.

თუ ირაკლი ღარიბაშვილმა მართლა ამერიკის ხელისუფლებასთან შეთანხმებით შეარჩია უშიშროების სამსახურის მომავალი შეფის კანდიდატურა, სავარაუდოდ, მინდია ჯანელიძე ამ პოსტს ვერ დაიკავებს, რადგან ამერიკელებმა ის დაიწუნეს და მის ადგილას თინა ხიდაშელი დაანიშვნინეს თავდაცვის მინისტრად ღარიბაშვილს. საეჭვოა, ამერიკელებმა არანაკლებ საპასუხისმგებლო პოსტი – უშიშროების შეფობა ანდონ მას, რადგან ჯანელიძემ პრორუსი ჩინოვნიკის იარლიყი თავდაცვის მინისტრობისას აიკრა, მასვე ჰბრალდება ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებების შესყიდვების ბლოკირება. თუნდაც ამ ფაქტორების გამო, მის დაბლოკვას ამერიკელები შეეცდებიან. ლევან ღირსიაშვილი და გოჩა რატიანი მინდია ჯანელიძის კადრები არიან, ლოგიკურად, მათაც ნაკლები შანსი უნდა ჰქონდეთ უშიშროების შეფის სავარძლის დაკავებისა, მაგრამ გამორიცხული არაფერია. წყაროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე, ირაკლი ღარიბაშვილის გუნდიდან სწორედ ეს სამი პიროვნება ცდილობს უშიშროების შეფის სავარძლის მოპოვებას. თუმცა, ასე იქნება თუ ისე, ბოლოს,მაინც ერთის თქმა შეიძლება:

ვაი, ჩვენს პატრონს, რომ ჩვენი ქვეყნის უშიშროების სამსახურის უფროსი ჩვენსავე არჩეულ მთავრობას არ შეუძლია დანიშნოს.

Comments are closed