globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 26 ივნისი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Jun 26th, 2015 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

„ალია“: ინტერვიუ ვახტანგ მაისაიასთან: “ისლამური ხალიფატის” კავკასიური ქსელი ქრისტიანთა წინააღმდეგ ბრძოლაში პანკისისა და ქვემო ქართლის მოსახლეობასაც ჩაითრევს?

რეზონანსი: “ისლამური სახელმწიფო” საქართველოს საზღვრებთან // ყველაზე სასტიკი ტერორისტული ორგანიზაცია ჩრდილოეთ კავკასიაში ფილიალს ქმნის

რეზონანსი: ინტერვიუ ვახტანგ მაისაიასთან: „ნატო სექტემბრისათვის ახალი ბირთვული სტრატეგიის მიღებას აპირებს”

რეზონანსი: ვინ არის იან კელი, ამერიკის ახალი ელჩი?

„ალია“: ვინ არის აშშ-ს ახალი ელჩი იან კელი და რა შეიცვლება მისი მოსვლით ქართულ პოლიტიკაში?

———————-

„ალია“, 26 ივნისი, 2015 წელი

ინტერვიუ ვახტანგ მაისაიასთან: ისლამური ხალიფატისკავკასიური ქსელი ქრისტიანთა წინააღმდეგ ბრძოლაში პანკისისა და ქვემო ქართლის მოსახლეობასაც ჩაითრევს?

ლევან ჯავახიშვილი

უსაფრთხოების ექსპერტმა, ვახტანგ მაისაიამ სოციალურ ქსელში მეტად შემაშფოთებელი განცხადება გააკეთა:

“სამწუხაროდ, ჩემი პროგნოზი კვლავაც ახდა, “ისლამური ხალიფატის” კავკასიური ქსელი უკვე შეიქმნა ოფიციალურად და ეს მოხდა ამა წლის 21 ივნისს. მისი მეთაური გახდა აბუ მუჰამედ ალ-კადირიელი, ანუ დარგოელი რუსტამ ასილდეროვი, წარმოშობით კადარის რაიონიდან, დაღესტანი. მან სულ პირველად მისცა ბაიათი “ისლამური ხალიფატის” ამირას და ხელმძღვანელობას. სავარაუდო პოტენციალი ამ დაჯგუფების არის დაახლოებით 5-10 ათასი ტაკფირისტი, რა თქმა უნდა, მისი ფილიალი დაარსდა, ასევე, სამხრეთ კავკასიაშიც – მათ შორის საქართველოში (სავარაუდოდ, მისი მეთაურია ალ-ჰუსეინ ბაკრი – ვინ არის, ჯერჯერობით უცნობია). ჩვენ უნდა ვიყოთ ფრთხილად!!!.

მოკლედ, შარი და ხათაბალა ისედაც მრავლად გვაქვს და “ისლამური ხალიფატიღა” გვაკლდა ყურის ძირში, რაც ჯიჰადის – რელიგიური ომის რეალური საფრთხის წინაშე გვაყენებს. რა სახის საფრთხეებს უნდა მოველოდოთ ამ უსიამოვნო სიახლიდან? ამის შესახებ ვახტანგ მაისაია გვასაუბრება.

- უკვე გაცხადებული ინფორმაციაა, რომ “ისლამური ხალიფატის” კავკასიური ქსელი შეიქმნა. ეს დღეს ხალიფატის პრესსპიკერმა, აბუ მუჰამედ აგნარიმ გამოაცხადა. “`კავკასიურ ქსელს” წარმოადგენს კავკასიური ვილაიეთი, რომლის მეთაურადაც დაინიშნა დაღესტნელი აბუ მუჰამედ ალ-კადირიელი, ანუ დარგოელი რუსტამ ასილდეროვი, რომელმაც მარტში მისცა ფიცი ხალიფატს. ამ დროისთვის მას 500 მებრძოლი ჰყავს და ცხადია, ამ ხალხით შეუერთდა `ისლამურ ხალიფატს~. მოკლედ, ჩემი ყველა ის პროგნოზი, ვარაუდი, რასაც ამდენი ხანი `ალიას~ მეშვეობით ვაცხადებდი, ერთიერთში ახდა.

- რას უნდა ველოდოთ ამისგან?

- კარგს არაფერს. “ისლამური ხალიფატი” ყველაზე აგრესიული, რადიკალური ფრთაა მუსლიმანური ფუნდამენტალისტებისა, სწორედ ისინი ღვრიან უდანაშაულო ხალხის, მათ შორის ბავშვებისა და ქალების სისხლს ეგვიპტესა და სირიაში. მათ ერთადერთი მიზანი აქვთ – ჯიჰადი, ომი ქრისტიანებისა და სხვა, ნებისმიერი “ურჯულოს”, არამაჰმადიანების წინააღმდეგ, როგორც ამას თავად ღიად აცხადებენ.

- რამდენად რეალურია, რომ საქართველოც ჩაითრიონ რელიგიურ ომში?

- გამორიცხული არაფერია, რადგან მათი მიზანი ხომ ქრისტიანების წინააღმდეგ ბრძოლაა, მე ვერ ვიტყვი, საქართველოში დღეს-ხვალ რა მოხდება, მაგრამ ძალიან ცუდია, რომ ყველაზე რადიკალური და აგრესიული მუსლიმანური სამხედრო დაჯგუფება ასე ძალიან მოგვიახლოვდა.

- შესაძლოა, რომ ისლამური ხალიფატისკავკასიურმა ქსელმა პანკისისა და ქვემო ქართლის მოსახლეობაც ჩაითრიოს ქრისტიანთა წინააღმდეგ ბრძოლაში?

- თუკი სირიაში მიჰყავთ პანკისიდან ახალგაზრდები, ჩრდილოეთ კავკასიაში გაუჭირდებათ მათი წაყვანა და საბრძოლოდ მომზადება? ცხადია, ამის რეალური საფრთხე არსებობს.

- ამ დროს რა უნდა გაკეთოს საქართველოს ხელისუფლებამ? რას ურჩევთ?

- არ ვიცი, რა უნდა გააკეთოს. მე უკვე ერთი წელია ვამბობდი, რომ ეს მოხდებოდა, მაგრამ ყური არავინ მიგდო ხელისუფლებიდან. ახლა ამ პრობლემის მოგვარება ჩვენი ხელისუფლების “ბრწყინვალე თავებისთვის” მიმინდვია. ხომ ჰყავთ ძლიერი სპეციალისტები კრიზისების მართვის საბჭოში, ადგნენ და ახლა მიხედონ ამ შარსა და მართლა ხათაბალას.

- ირონიით მოიხსენიებთ კრიზისების მართვის საბჭოს…

- აბა, რა ვქნა, წელიწადია ვიძახი, ამხელა საფრთხის წინაშე შეიძლება დადგეთ-მეთქი და კაცი არ შემხმიანებია, ვიტყუებოდი თუ ეს მოსალოდნელი საფრთხეები რეალური იყო. კრიზისების მართვის საბჭოში ჰყავთ ამ სფეროს “სპეციალისტები” და მინდია ჯანელიძემ და მისმა გუნდმა მიხედონ ამ პრობლემას.

——————-

თუ ამ საკითხზე კრიზისების მართვის საბჭოს მესვეურთ კომენტარის გაკეთება მოესურვებათ, მათ პოზიციას სიამოვნებით მოვისმენთ. გვაინტერესებს, როგორ აპირებენ იმ საფრთხეებთან გამკლავებას, რომლებიც, შესაძლოა, სასიკვდილო აღმოჩნდეს ჩვენი ქვეყნისთვის. ისე კი მეეჭვება, ვახტანგ მაისაიაზე კომპეტენტური ხალხი იჯდეს და ანეიტრალებდეს ამ სფეროში არსებულ საფრთხეებს მინდია ჯანელიძის უწყებაში. და კიდევ ერთი – შექმნილ სიტუაციას გამოეხმაურა შს მინისტრი ვახტანგ გომელაური, რომელიც აცხადებს, რომ კავკასიაში “ისლამური სახელმწიფოს” გააქტიურების გამო საზღვრებზე კონტროლი უფრო მეტად გამკაცრდება.

- ეს არ არის კარგი ამბავი არც საქართველოსთვის და არც მთლიანად კავკასიისთვის, თუმცა გამოწვევებზე საუბარი გადაჭარბებულია. ჩვენ ვმუშაობდით როგორც “ისლამური სახელმწიფოს”, ასევე, “იმარატ კავკასიის” მიმართულებით. ისევ გავაგრძელებთ. რა თქმა უნდა, კონტროლს და საზღვრებს უფრო მეტად გავამკაცრებთ. ასევე, გაგრძელდება კონტროლი, რომ საქართველოდან სირიაში საბრძოლველად აღარ წავიდნენ, – ამბობს გომელაური.

რეზონანსი“, 26 ივნისი, 2015 წელი

ისლამური სახელმწიფო” საქართველოს საზღვრებთან

ყველაზე სასტიკი ტერორისტული ორგანიზაცია ჩრდილოეთ კავკასიაში ფილიალს ქმნის

ეკატერინე ბასილაია

სირიისა და ერაყის შემდეგ ტერორისტული ორგანიზაცია “ისლამური სახელმწიფო” გააქტიურებას ჩრდილოეთ კავკასიაში იწყებს, ყოველ შემთხვევაში – დეკლარაციის დონეზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ტერორიზმის საფრთხე საქართველოს საზღვრებს უახლოვდება.

“ისლამურმა სახელმწიფომ” (ისის) ჩრდილოეთ კავკასიაში საკუთარი პროვინცია “კავკასიის ვილაიეთის” დაარსებისა და იქ მოქმედი მეამბოხეთა მთავარი ქოლგა-დაჯგუფების, “კავკასიის იმარატის” მებრძოლთა უმეტესობის გადმობირება-შეფიცვის შესახებ განცხადება გაავრცელა. “ვილაიეთის” მმართველად “იმარატის” დაღესტნის ფრთის ყოფილი მეთაური, 34 წლის აბუ მუჰამად ალ კადარი დაინიშნა, რომლის ნამდვილი სახელია რუსტამ ასელდეროვი. მან ისის-ს შარშან დეკემბერში შეჰფიცა ერთგულება და სწორედ ეს გახდა “ემირობიდან” მისი ჩამოქვეითების მიზეზი, რადგან “იმარატი” ისი-ის მოსისხლე მტერს, ალ-ქაიდას ემხრობა.

კავკასიის საკითხებში ექსპერტების თქმით, ბოლო პერიოდში ჩრდილოკავკასიაში “იმარატის” სტრუქტურა მოიშალა და თითქმის ყველა საველე მეთაური, მებრძოლების 80% “ისლამურ სახელმწიფოს” თანაუგრძნობს, ამიტომაც ისის-ის გააქტიურება მოსალოდნელიც იყო.

სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის ხელმძღვანელის, მამუკა არეშიძის განცხადებით, თუკი ადრე საქართველოდან ახალგაზრდა ისლამისტი შეფიცულები სირიასა და ერაყში მიდიოდნენ საომრად, ახლა მათ გააქტიურებას ადგილზე მოთხოვენ, რაც საქართველოსთვის ბევრად დიდი საფრთხეა, ვიდრე სირიაში საომრად წასვლა. მით უმეტეს, რომ ამ ადამიანების ადგილზე პარტიზანებად გამოყენების დიდი ალბათობაც არსებობს, რაც ხიფათს ერთიორად ზრდის.

მამუკა არეშიძე:პირველ ხანებში შესაძლოა არაფერი შეიცვალოს, თუმცა რადგანაც ჩრდილო კავკასიაში პროვინცია დაარსეს, ე.ი. ისის-მა რაღაც უნდა გააკეთოს. სულ მცირე, ეს იმას ნიშნავს, რომ სირიასა და ერაყში ჯგუფურად წასვლა არ მოხდება, ისინი ადგილზე დარჩებიან, რომ ადგილზე ერთგვარი წინააღმდეგობის ფრონტი შექმნან. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რა ტიპის ბრძანებას მიიღებენ ისინი ალ-ბაღდადის შტაბიდან და რა ტიპის გააქტიურებას მითხოვს ის. მთავარი იმის გარკვევაა, ამ ადამიანებს ადგილზე გამოიყენებენ როგორც იდეოლოგიურ მებრძოლებს, თუ როგორც ისლამისტ პარტიზანებს.

პირველ რიგში, მთავარი ხიფათი საქართველოს წინაშე არ დგას, რადგან ჩრდილოეთ კავკასიაში ორგანიზებული ჯამაათებია, საქართველოში კი ასეთი ორგანიზებული ძალა მარტო პანკისის ხეობაშია, იქაც უფრო იდეოლოგიური მიმართულებისკენ აქვთ გადახრა. თუმცა ჩვენ არ ვიცით, რა მდგომარეობაა, რა მასშტაბებია და რამდენად ორგანიზებულები არიან ქვემო ქართლში. მთავარი ფრონტი ჩრდილოეთ კავკასია იქნება და, არ გამოვრიცავ, რომ ჩრდილოეთ აზერბაიჯანიც.”

კავკასიის საკითხებში ექსპერტის, ალეკო კვახაძის განცხადებით, “თუკი ადრე საქმე ისეთ დაჯგუფებასთან გვქონდა, რომელიც ჩრდილოკავკასიელებისაგან იმართებოდა და ამიტომაც მათგან საქართველოს მისამართით რაიმე რადიკალური იდეა არ მოდიოდა, ახლა “კავკასიის ვილაიეთი” ერაყსა და სირიაში მყოფი პირებისგან იმართება, მათ შორის მათგანაც, რომლებსაც კავკასიასთან კავშირი არა აქვთ, მაგალითად, როგორიცაა ისის-ის მთავარი ხალიფა, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი. ამიტომაც რა დავალება მოვა სირიიდან და ერაყიდან, არაპროგნოზირებადია“. თუმცა კვახაძე იქვე იმედს გამოთქვამს, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში სიტუაციის ესკალაცია უახლოეს წლებში არ მოხდება და ისის-ის რიგებში გადასული “კავკასიის იმარატის” ყოფილი ლიდერების მხიდან რუსეთის წინააღმდეგ პარტიზანულად ბრძოლის ტაქტიკის შეცვლას არ ელის.

აღსანიშნავია, რომ ინტერნეტში გავრცელდა აუდიოჩანაწერი, სადაც რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მოქმედი “კავკასიის იმარატის” ყოფილი მეთაურები “ისლამური სახელმწიფოს” ლიდერს, აბუ-ბაქარ ალ ბაღდადის რუსულ ენაზე მიმართავენ და მის წინაშე ერთგულების ფიცს დებენ. საუბარია იმაზე, რომ დაღესტენიდან, ჩეჩნეთიდან, ინგუშეთიდან, ყაბარდო-ბალყარეთიდან და ყარაჩაი-ჩერქეზეთიდან ამბოხებულები ამ გადაწყვეტილებაში ყველა ერთიანია და მათ ამ საკითხზე უთანხმოება არ აქვთ.

(…)

აღსანიშნავია, რომ ალ-ქაიდას მოკავშირე დაჯგუფება “კავკასიის იმარატის” წინა მეთაური, ალიასხაბ კებეკოვი ანტიტერორისტული სპეცოპერაციის დროს 19 აპრილს მოკლეს. მაისის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ “იმარატის” მეთაურის მოვალეობას მუჰამად სულეიმანოვი, იგივე აბუ უსმან გიმრი შეასრულებდა.

მაშინ რუსულ მედია წერდა, რომ სწორედ კებეკოვი იყო კავკასიაში “ისლამურ სახელმწიფოს” ტრიუმფალური სვლის შემაკავებელი ფაქტორი. მისი ლიკვიდაციის შემდეგ კი რეგიონში ისის-ის გაძლიერების შესაძლებლობა უფრო და უფრო გაიზრდებოდა და ეს კავკასიასა და რუსეთს დიდ საფრთხეს უქადდა. იწერებოდა ისიც, რომ ჩრდილოკავკასიელი ამბოხებულების ლიდერების დიდი ნაწილი “ისლამური სახელმწიფოს” შეფიცული ხდებოდა, რის გამოც “კავკასიის იმარატში” მებრძოლების მწვავე კრიზისი იყო, რაც იმას მოასწავებდა, რომ კავკასიაში ისის-ი გააქტიურდებოდა. პოლიტოლოგების პროგნოზი ნელ-ნელა მართლდება.

მამუკა არეშიძის ცნობით, ალ-ქაიდას მოკავშირე “კავკასიის იმარატი” მებრძოლებისაგან დაიცალა და საუბარია იმაზე, რომ ამ ეტაპისათვის “კავკასიის იმარატის” ერთგულებას მხოლოდ ყაბარდო-ბალყარეთის ჯამაათი და ავარების საველე მეთაურები ინარჩუნებენ. ამ ფონზე კი ისის-ი გაძლიერდა. “აქიდან გამომდინარე, კავკასიაში გარკვეული დაპრისპირება შეიქმნება, მაგრამ სამხრეთ კავკასიაზე ეს დაპირისპირება არ იმოქმედებს, რადგან სამხრეთში ისის-ის გავლენა ბევრად დიდია, განსაკუთრებით ჩრდილოეთ აზერბაიჯანში,” – ამბობს არეშიძე და დასძენს: “რუსეთისთვის ცხელი დღეები დაიწყება და მე ვთვლი, რომ ეს ის მდგომარეობაა, როდესაც კონსულტანციები უნდა დაიწყოს საქართველოს, აზერბაიჯანისა და რუსეთის სპეცსამსახურებს შორის ამ ფრონტის წინააღმდეგ.”

რუსული გამოცემა “კავკაზსკი უზელის” ცნობით, მაგალითად 12 ივნისს ერთ-ერთი ცნობილი საველე მეთაური ასლან ბუტუკაევი ყველა ჩეჩენი ამბოხებულის სახელით “ისლამური სახელმწიფოს” შეფიცული გახდა.

მამუკა არეშიძის თქმით, კავკასიის მმართველად დანიშნულ ალ კადარის სწორედ ასლან ბუტუკაევი ლობირებს, რომელსაც კებეკოვის ლიკვიდაციის შემდეგ “კავკასიის იმარატის” მეთაურობა სურდა და მას შემდეგ გაწევრიანდა ისის-ში, რაც ეს სურვილი ვერ დაიკმაყოფილა და “კავკასიის ვილაიეთის” დაარსების საკითხიც წამოიწყო. ჯერ არ არის ცნობილი, “ისლამური სახელმწიფო” კავკასიის ვილაიეთის საშუალებით რა ოპერაციების განხორციელებას გეგმავს. თუმცა ის, რომ ისის-ის კავკასიაში მოახლოება დიდ საფრთხის მოახლოებას მიანიშნებს, საქართველოში ყველა აღიარებს.

როგორც ცნობილია, ე.წ. “ისლამური სახელმწიფოს” მხარეს საქართველოდან 150-ზე მეტი ადამიანი იბრძვის, ძირითადად აჭარის და ქვემო ქართლის მუსლიმური თემებიდან, მათ შორის პანკისის ხეობიდან 50-მდე ახალგაზრდა. ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით, რამდენიმე დღის წინ, შსს-ს კონტრტერორისტულმა ცენტრმა, სპეცოპერაციის შედეგად, პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოს ყოფილი იმამი აიუფ ბორჩაშვილი დააკავა. “ისლამური სახელმწიფოს” ერთ-ერთი ლიდერი პანკისის ხეობის მკვიდრი 29 წლის თარხან ბათირაშვილი, იგივე ომარ ალ შიშანია. ასევე ცნობილი მეთაური მურად მარგოშვილი, იგივე მუსლიმ ალ-შიშანი. “ისლამური სახელმწიფოს” ერთ-ერთ დაჯგუფებას “იარმუკს” ხელმძღვანელობს 2012 წლის აგვისტოში, კახეთში, სოფელ ლაფანყურთან ჩატარებული სპეცოპერაციის ერთ-ერთი მონაწილე ახმედ ჩატაევი, იგივე “ცალხელა ახმედა”.

ალეკო კვახაძე ამბობს, რომ კავკასიაში განახლდება ბოლო წლებში კებეკოვის მიერ აკრძალული თავის აფეთქებები და სხვა ტერაქტები. საქართველოში კი რაიმე ცხელ ამბებს არ პროგნოზირებს.

“ისლამურ სახელმწიფოს სამხედრო თვალსაზრისით ძალიან რთული ვითარება აქვს. მათი მთავარი საზრუნავი სირიასა და ერაყში არსებული ტერიტორიების შენარჩუნებაა, თუმცა მათ ასევე მსოფლიოს სხვა ისლამურ რეგიონებში საკოორდინაციო ცენტრიც სჭირდებათ, მაგრამ უშუალოდ საქართველოში რაიმე წარმონაქმნის შექმნა არ იგულისხმება. ჩვენი მოქალაქეები ჩვეული სქემით ისევ სირიასა და ერაყში წავლენ. ჩრდილოეთ კავკასიაში მათი გადასვლა ძალიან რთულია. ერთადერთი ის არის, რომ ჩრდილოკავკასიიდან სირიასა და ერაყში პირების რეკრუტირება საქართველოს ან აზერბაიჯანის გავლით უნდა მოხდეს, რაც დამატებით პრობლემებს ქმნის. მით უმეტეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ახსენა, რომ საქართველოს გავლით ხდება სირიასა და ერაყში მებრძოლების ტრანზიტი. ამან კი შესაძლოა უფრო მეტი უხერხულობა შეგიქმნას. გარდა ამისა, რაღაც სახის შეიარაღებაც შეძლება დაილექოს საქართველოში. აქ მთავარია, როგორ იმოქმედებენ ჩვენი სპეცსამსახურები. თუკი პროცესი მიუშვეს, მაშინ შესაძლოა არაპროგნოზირებადი შედეგები მივიღოთ”, – დასძენს კვახაძე.

რეზონანსი“, 26 ივნისი, 2015 წელი

ინტერვიუ ვახტანგ მაისაიასთან: ნატო სექტემბრისათვის ახალი ბირთვული სტრატეგიის მიღებას აპირებს”

თაკო მათეშვილი

(შემოკლებით)

“ზღვაში წვეთი” – ასე აფასებს სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია აშშ-ის მიერ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში სამხედრო ტექნიკის განლაგების შესახებ ინფორმაციას და ამბობს, რომ იმის გათვალისწინებით, თუ რას უპორისპირებს ამას რუსეთი, ძალები არათანაბარია.

ესტონეთი, ლატვია, ლიტვამ პოლონეთი, რუმინეთი, ბულგარეთი – ეს ის ქვეყნებია, სადაც რუსეთისაგან მომავალი პოტენციური საფრთხეების გამო ამერიკა დამატებით სამხედრო ტექნიკას (რადიო „დოიჩე ველეს“ ცნობით, 5000 ქვეითის, 250 ტანკის და სახვა შეიარარებას) განათავსებს. პენტაგონის განცხადებით, ეს ნაბიჯი ალიანსს ნებისმიერი იმ კრიზისის სწრაფად გადაჭრაში დაეხმარება, რომელიც შეიძლება ამ რეგიონში (აღმოსავლეთ ევროპაში) განვითარდეს.

როგორც სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია „რეზონანსი“-სადმი მიცემულ ინტერვიუში ამბობს, აშშ-ის გააქტიურება უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიამ განაპირობა. იგი ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ რუსეთში, მოსკოვში ამას წინათ სამხედრო გამოფენა გაიმართა და იქ უახლესი რუსული იარაღის ნიმუშების დემონსტრრება მოახდინეს. რუსეთის გააქტიურებაზე მიუთითებს ის ფაქტიც, რომ თავდაცვის სამინისტრომ დასავლეთის მიმართულებით მდებარე აეროდრომებზე მრავალფუნქციური თვითმფრინავები „სუ-30 და „სუ-35“ განალაგა.

„ჩვენი ზოგიერთი ვაი-პოლიტიკოსი ამბობდა, რომ რუსეთს ჟანგიანი ტანკები ჰყავს და ბევრი არაფერეი შეუძლიაო, თუმცა 2008 წლის ზაფხულში საკუთარ თავზე იწვნია რურული ჟანგიანი ტანკებისაგან მიყენებული ზიანი. ასე რომ, რუსეთის შეიარაღება ძალიან მნიშვნელოვანია: მოსკოვმა არმიის მოდერნიზება მოახდინა, მიიღო ახალი შეიარაღება… ამ ფონზე ჩრდილოატლანტიკური ალიანსი სიტუაციის გამწვავებისათვის არ ემზადებოდა და ყურადღება მოადუნა და ტავდაცვაზე გამოყოფილი თანხები სულ სხვა მიმართულებით გადაანაწილა. ამის შედეგად კი შექმნა სიტუაცია, რომ ნატო რუსეთის აქტიურობას მომზადებული ვერ შეხვდა. ის ტექნიკა, რომელსაც ალიანსი აღმოსავლეთ და სამხრეთ ევროპის ქვეყნებში განალაგებს, რუსეთის სეაიარარების რაოდენობასთან შედარებით, ზღვაში წვეთია. თუმცა ისიც უნდა ვთქვათ, რომ ალიანსმა სწრაფი რეაგირების ძალები ორჯერ მეტად გააძლიერა. ნავარაუდევი იყო, რომ მისი შემადგენლობა 20 ათასამდე უნდა გაზრდილიყო, მაგრამ რეალურად 40 ათასამდე გაიზარდა.

- შეიძლება თუ არა ამ ყველაფრით საქართველომაც იხეიროს?

- საქართველო რამდენად იხეირებს, ეს რთული საკითხია. ჩვრენ შეიძლება მხოლოდ იმას ველოდოთ, რომ საქართველოსადმი მხარდაჭერა გაძლიერდება. ნატომ დაიწყო მოლდოვას ალიანსში ჩართულობის გაზრდა და ჩვენც, იმედია, მეტად დაგვიჭერენ მხარს.

რეზონანსი“, 26 ივნისი, 2015 წელი

ვინ არის იან კელი, ამერიკის ახალი ელჩი?

ია აბულაშვილი

აშშ-ის სენატმა საქართველოში ახალი ელჩი დაამტკიცა. ამერიკელი დიპლომატი იან კელი საქართველოში მეუღლესთან ერთად სექტემბერში ჩამოვა. როგორც “რეზონანსთან” საუბრისას პეტრე მამრაძემ განაცხადა, იან კელი პოსტსაბჭოთა სივრცის სპეციალისტია, ძალიან დიდი გამოცდილებით – იცის, რა პრობლემები რის დემოკრატიის განვითარების კუთხით, ასევე კარგად იცის ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშომლობის საკითხები და მასთან დაკავშირებული ყველა პრობლემა.

“იან კელი არის გამოცდილი ამერიკელი დიპლომატი, რომელიც ღრმად იცნობს პოსტსაბჭოთა სივრცეს. სახელმწიფო დეპარტამენტში მუშაობის დაწყებამდე კელი რუსულ ენას ასწავლიდა კოლუმბიის უნივერსიტეტში. 1986 წელს დაიცვა სადოქტორი დისერტაცია სლავურ ენებსა და ლიტერატურაში. დიპლომატიური საქმიანობა დაიწყო სახელმწიფო დეპარტამენტში და იყო საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი ბელგრადში. მანამდე მუშაობა მოუწია მოსკოვსა და პეტერბურგში 1994 წლიდან ხელმძღვანელობდა დემოკრატიული ინიციატივების დეპარტამენტს, რომელიც კოორდინაციას უწევდა იმ უწყებებს, რომელიც ყოფილ საბჭოთა კავშირში დემოკრატიის მშენებლობას უწყობდა ხელს. 1997-200 წლებში იყო ანკარაში აშშ-ის საელჩოს პრესატაშე. 2000-2004 წლებში მუშაობდა რომში. 2004-2007 წლებში იყო საზოგადოებრივ საკითხებში მრჩეველი ნატოს აშშ-ის მისიაში. 2007 წელს დაინიშნა სახელმწიფო დეპარტამენტში რუსეთის საქმეების ოფისის დირექტორად, ასევე იყო სახელმწიფო დეპარტამენტის უფროსს პრესსპიკერი, შემდეგ კი ელჩის რანგში ევროპაში ეუთოს მისიაში მოღვაწეობდა”.

„რეზონანსი“: თქვენ წლების მანძილზე მუშაობდით სახელმწიფო კანცელარიაში, აპარატის უფროსად და ხშირად ხვდებოდით საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებს. მაინც რა კვალი დატოვეს მათ ქართულ პოლიტიკაში?

პეტრე მამრაძე: შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოში მოღვაწე ყველა ელჩი მაღალი რანგის დიპლომატი და თავისი საქმის პროფესიონალი იყო. თუმცა ქართული საზოგადოების ნაწილი აშშ-ის ადმინისტრაციას, აშშ-ის საელჩოს საქართველოში და შესაბამისად ელჩს მიაწერს ისეთ მნიშვნელობას და ფუნქციას, რომელიც მათ არასდროს გააჩნდათ და არც ახლა გააჩნიათ. გავიხსენოთ თუნდა ის, რომ თითქოსდა აშშ-ის ადმინისტრაცია ხელს უწყობდა „ვარდების რევოლუციას“ 2003 წლის შემოდგომაზე და მიხეილ სააკაშვილის გაპრეზიდენტებას 2004 წლის დასაწყისში. დღემდე პოპულარულია ლეგენდა, თითქოს ელჩმა ჯონ ბასმა წაახალისა სააკაშვილი დაერბია 2011 წლის 26 მაისის დემონსტრაცია – ამ დროს ყველაფერი პირიქით იყო, ბასმა გააფრთხილა მოსახლეობა, რომ ხელისუფლება ძალას გამოყენებდა, ხოლო შემდეგ განუწყვეტლივ მოითხოვდა მიტინგის დროს ძალის გადამეტების ბამოძიებას და დამნაშავეთა დასჯას.

„რეზონანსი“: მითი და ლეგენდა არც რიჩარდ ნორლანდს დაკლებია, თქვენ როგორ შეაფასებდით მიოს მოღვაწეობას საქართველოში?

პეტრე მამრაძე: რიჩარდ ნორლანდს პირველად 1992-93 წლებში შევხვდი, როდესაც საქართველოში ეუთოს მისიაში მუშაობდა. ელჩის რანგში ჩამოვიდა თუ არა, ყველაფერს აკეთებდა, რათა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები სამართლიანი და თავისუფალი ყოფილიყო. დღე და ღამეს ასწორებდა, ყველა რეგიონში ჩადიოდა. ზუგდიდშიც კი იყო ინ დძაბულ სიტუაციაში – მაშინ ჩვენი პრესა მას ბიძინა ივანიშვილის მეგობრად მოიხსენიებდა. როცა სააკაშვილი და მისი თანამზრახველები უწყვეტ რეჟიმში ცილს სწამებდნენ ივანიშვილს და მას პუტინის ოლიგარქს და „მე-5 კოლონას“ ეძახდნენ, ელჩი ნორლანდი თავის ქმედებებით ამ ცილისწამებას აქარწყლებდა. მან მართლაც დაიმსახურა ჩვენი საზოგადოების ნაწილის პატივისცემა. როგორ ადამიანი, იგი მორიდებული და მართლაც რომ ოჯახის კაცია. საქართველოში ჩამოყვანილი ჰყავდა დედა, რომელსაც თვითონ უვლიდა. როდესაც ეს ქალბატონი ჩვენ ქვეყანაში გარდაიცვალა, ნორლანდმა მთელ ქართულ საზოგადოებას გადაუხადა მადლობა მისი მწუხარების გაზიარებისთვის”.

„ალია“,26 ივნისი, 2015 წელი

ვინ არის აშშ-ს ახალი ელჩი იან კელი და რა შეიცვლება მისი მოსვლით ქართულ პოლიტიკაში?

ნინო სამხარაძე

ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოში ახალ ელჩს აგზავნის, ეს გახლავთ იან კელი. ამ სიმპათიურ პიროვნებაზე ამბობენ, რომ მაღალი კვალიფიკაციისა და გამოცდილების დიპლომატია, წარსულში ის რუსეთში მუშაობდა, შემდგომ – შუა აზიაში. სენატმა იან კელი უკვე დაამტკიცა. ამ ინფორმაციას ადასტურებს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო, ელჩი კელი და მისი მეუღლე ფრანჩესკა თბილისში ჩამოსვლას სექტემბერში გეგმავენ, ამერიკის მოქმედმა ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა იან კელის უკვე მიულოცა ამ თანამდებობაზე დამტკიცება. მაშ ასე, რა პოლიტიკური ძვრები შეიძლება მოჰყვეს ამერიკის ახალი ელჩის ჩამოსვლას და რა იძლევა ამის ფიქრის საფუძველს? როგორ ხელისუფლებას მივიღებთ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში?

„ალიას“ კითხვებს საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე პასუხობს:

- როგორც წესი, ამერიკელები საქართველოში მეორე რანგის დიპლომატებს უშვებენ ხოლმე, ჩვენ მოვიძიეთ ინფორმაცია იან კელისთან დაკავშირებით და ის დიპლომატიისმაღალ პილოტაჟს მიეკუთვნება. რა პოლიტიკური ცვლილებები შეიძლება მოხდეს მის პირობებში?

- გამომდინარე იქიდან, რომ იან კელი მართლაც ძალიან სერიოზული რანგის დიპლომატია, ეს ნიშნავს, რომ საკმაოდ სერიოზულად უნდა მიუდგეს საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია, ვიდრე ეს ბოლო წლებში ხდებოდა.

- რიჩარდ ნორლანდი საქართველოს საგარეო საკითხებში ზედმეტად ერეოდა და ხშირად გამაღიზიანებელი იყო მისი კომენტარები და განცხადებები, რადგან ასტრონომიიდან დაწყებული გასტრონომამდე მას ყველა საკითხზე რეაგირება ჰქონდა. რას უკავ- შირებთ მის აქტიურობას?

_ დიახ, ნორლანდი მართლაც ბევრ საკითხებზე აკეთებდა კომენტარს და ზუსტად მან ითამაშა ძალიან დიდი როლი იმაში, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნება“ მოსულიყო ხელისუფლებაში. ნორლანდი გრძნობდა თავის პასუხისმგებლობას, რას აკეთებდა „ქართული ოცნება“, როგორ იქცეოდა – ცუდად თუ კარგად, ამიტომაც აკეთებდა ყველაფერზე კომენტარს, რომ „ქართულ ოცნებას“ არაფერი გაეფუჭებინა. ამით იყო მისი ასეთი აქტიურობა განპირობებული. მე ძალიან ბევრ ადამიანს ვიცნობ, ვინც რიჩარდ ნორლანდის დიპლომატობაზე მაინცდამაინც მაღალი წარმოდგენის არ არის, შეიძლება ისინი რაღაცაში მართლები არიან, მაგრამ ერთი რამ აუცილებლად უნდა ვთქვათ, ამ კაცმა იკისრა მისია, რასაც ბოლომდე ასრულებს. ის, რომ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაშია, ამ საკითხზე დიდ პასუხისმგებლობას გრძნობს.

- გააგრძელებს თუ არა ნორლანდის გზას იან კელი?

- ახალი ელჩი იქნება სრულიად თავისუფალი ამდაგვარი პასუხისმგებლობისგან. მას, რა თქმა უნდა, არ ექნება პირადი ჩართულობის განცდა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მოსვლაში თუ მიხეილ სააკაშვილზე. ახალი ელჩი გახლავთ ძალიან სერიოზული დიპლომატი, ვფიქრობ, რომ მის ჩამოსვლას საელჩოშიც მოჰყვება პერსონალიების განახლება, ჩამოვლენ ახალი დიპლომატები და საქართველოსთან კიდევ უფრო სერიოზული ურთიერთობების დალაგება წავა. ეს არის ამერიკის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება, რომ საქართველოსთან კიდევ უფრო მჭიდრო ურთიერთობა დაამყარონ და სწორედ ამით არის განპირობებული, რომ ასეთი რანგის დიპლომატს უშვებენ საქართველოში. შემთხვევით პიროვნებას ისინი არ გამოუშვებდნენ.

- რას უნდა ნიშნავდეს, რომ ასეთი მაღალი რანგის დიპლომატს უშვებს ამერიკა?

- რიჩარდ ნორლანდი ზედმეტად დაუახლოვდა „ქართულ ოცნებასა“ და ბიძინა ივანიშვილს, ეს ამერიკაში პრობლემად ჩათვალეს და ახლა უშვებენ ისეთ ელჩს, რომელიც ძალიან გამოცდილია და მთავარი, მას პოლიტიკური სპექტრისადმი არავითარი სიმპათია-ანტიპათია არ გააჩნია. დარწმუნებული ვარ, ძალიან ობიექტურად შეაფასებს საქართველოში არსებულ პოლიტიკურ სიტუაციას. სხვათა შორის, გეტყვით, რომ შეიძლებოდა რიჩარდ ნორლანდს ორი წელი გაეგრძელებინა საქართველოში მოღვაწეობა, მაგრამ ამ დათმობაზე აღარ წავიდნენ. სხვათა შორის, გეტყვით, რომ ჯონ ტეფტის შემდეგ ისეთი მაღალი რანგის ელჩი არ გვყოლია და მის მერე გახლავთ იან კელი. ის რომ რუსეთშია ნამუშევარი, ეს არ ნიშნავს, რომ შეიძლება იქ ვიღაცის გავლენის ქვეშ მოექცა, ისინი საკმაოდ პრაგმატული ადამიანები არიან.

- ნორლანდის ჩამოსვლას უკავშირებთ ხელისუფლების ხავერდოვან ცვლას, რა პოლიტიკურ კონფიგურაციას მივიღებთ ახალი ელჩის პირობებში 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე? რა სქემას განიხილავს ამერიკის ადმინისტრაცია საქართველოსთან მიმართებაში?

- აშშ-ში ბარაკ ობამას პრეზიდენტად მოსვლის შემდეგ, საქართველო აღარ იყო პრიორიტეტი ამერიკისთვის, როგორც ეს ბუშის პერიოდში გახლდათ. ვფიქრობ, ამერიკელები საქართველოსთან მიმართებაში დღეს უკვე სერიოზულად დაფიქრდნენ, იან კელის გამოშვება კი ნიშნავს, რომ საქართველო ამერიკისთვის კვლავ პრიორიტეტული გახდება. ისინი უყურებენ სიტუაციას და ხვდებიან, რომ ყველაფერი კარგად არ ვინ არის აშშ-ს ახალი ელჩი იან კელი და რა შეიცვლება მისი მოსვლით ქართულ პოლიტიკაში? არის. მე ვფიქრობ, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე მივიღებთ არა ისეთ კოალიციას, რაც ვნახეთ 2012 წლის არჩევნებამდე „ქართული ოცნების“ სახით, არამედ პარლამენტში სხვადასხვა ძალების მიერ დაკომპლექტდება კოალიცია. ვფიქრობ, რომ ამერიკელებს სწორედ ეს სურთ, რაც იქნება ლოგიკური გაგრძელება საქართველოს დემოკრატიული განვითარების.

ამერიკელები სწორედ ამაზე მუშაობენ, რომ პარლამენტში იყოს პოლიტიკური ბალანსი, რომ არ მოხდეს ის, რაც მოხდა 2003 წლიდან 2012 წლამდე, როცა პარლამენტი იყო მონოპოლიზებული მხოლოდ ერთი კონკრეტული ძალის მიერ. როგორც ვნახეთ, ამან ბევრი ცუდი რამ მოგვიტანა. ჩვენ ვხედავთ დღევანდელ პარლამენტს, როცა საკონსტიტუციო უმრავლესობა არა აქვს „ქართულ ოცნებას“ და ისინი მაინც არაფრის დათმობაზე არ მიდიან.

- შეიძლება კელის ჩამოსვლა ჩაითვალოს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან გზავნილად, რომ მომდევნო საპარლამენტო არჩევნებზე „ქართული ოცნება“ დომინანტი არ იქნება და ის დაკარგავს უმრავლესობას.

- მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნებიდან“ მკერდზე ბევრი მჯიღს ირტყამს, არ გვჯერა „ენდიაისა“ და „აირაის“ კვლევების შედეგებისო, ხომ ხვდებით, რომ ორივე რეალობას ასახავს? „ქართული ოცნების“ რეიტინგი მკვეთრად ეცემა. წესით, მათ ვეღარ უნდა მოიპოვონ პარლამენტში უმრავლესობა.

- ამერიკელები რა ძალებზე გააკეთებენ აქცენტს და რა სქემებზე იმუშავებენ? რა პოლიტიკური ძალები წარმოგიდგენიათ კოალიციურ მთავრობაში?

- ვფიქრობ, რომ ისინი, რა თქმა უნდა, დიდ ყურადღებას დაუთმობენ ირაკლი ალასანიას პოლიტიკურ გუნდს. ძალიან საინტერესო იქნება ამ დროისთვის `რესპუბლიკური პარტია~. ბუნებრივია, არჩევნებში „ქართული ოცნება“ პარლამენტში მოხვდება, თუმცა „რესპუბლიკელების“ პოზიციაზე ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული, როგორი კოალიციური მთავრობა გვექნება – პროდასავლური, თუ პრორუსული.

რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, ისინი 20%-ს აიღებენ და კოალიციურ მთავრობაში თავისი ადგილი ექნებათ.

————

„ალია“, ასევე, დაუკავშირდა კანცელარიის ყოფილ უფროსს პეტრე მამრაძეს, რომელსაც მჭიდრო კავშირები აქვს დიპლომატებთან. ბატონმა პეტრემ უფრო ვრცელი ინფორმაცია მოგვაწოდა იან კელისთან დაკავშირებით. როგორც პეტრე მამრაძე აცხადებს, ის არის ძალიან ცნობილი დიპლომატი, თავის დროზე იგი ასწავლიდა კოლუმბიის უნივერსიტეტში რუსულ ენას, სადოქტორო დისერტაცია იან კელიმ სლავურ ენებსა და ლიტერატურაში დაიცვა და შემდეგ გახდა დიპლომატი. დიპლომატიის პარალელურად საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მას ევალებოდა ე.წ. ახალ დამოუკიდებელ ქვეყნებში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოების ორგანიზება.

როგორც მისი ბიოგრაფიიდან არის ცნობილი, მან 15-ივე პოსტსაბჭოთა რესპუბლიკა მოიარა და თხუთმეტივე რესპუბლიკაში ხელს უწყობდა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოების ორგანიზებას. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში კარგა ხანს იყო ერთ-ერთი ხელმძღვანელი პირი, სწორედ ამ ახალ დამოუკიდებელ ქვეყნებში დემოკრატიის ინიციატივების დეპარტამენტის ხელმძღვანელი. შემდეგ მას ჰქონდა ძალიან დიდი თანამდებობა. შეერთებული შტატების წარმომადგენელი იყო ეუთოში, კერძოდ, ევროპაში თანამშრომლობისა და უშიშროების ორგანიზაციაში. ახლა კი პირადად ბარაკ ობამამ  არადგინა ელჩად საქართველოში.

Comments are closed