globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 26 აგვისტო 2015 წელი

Posted by Globalresearch on Aug 26th, 2015 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

„ახალი თაობა“: ნატოს სასწავლო ცენტრიდან სამხედრო ბაზამდე ერთი ნაბიჯია

რეზონანსი: გრძნობთ თუ არა რუსეთის მხრიდან მორიგ სამხედრო აგრესიის საფრთხეს?

———————

„ახალი თაობა“, 26 აგვისტო, 2015 წელი

ნატოს სასწავლო ცენტრიდან სამხედრო ბაზამდე ერთი ნაბიჯია

სტატიაში გადმოცემულია ქართველ ექსპერტთა კომენტარები საქართველოში, თბილისში ნატოს სასწავლო ცენტრის გახსნასთან მიმართებით, რომელსაც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერრგიც უნდა დაესწროს (ავტორი – ნონა ცაბაძე).

ექსპერტი თორნიკე სარაშენიძე დადებითად აფასებს ნატოს სასწავლო ცენტრის გახსნას: „არა მგონია რუსები თბილისში ამ სასწავლო ცენტრის გამო შემოიჭრნენ, საფეღხე მათგან საერთოდ არ გვაკლდა. ზოგადად რუსეთიდან მოდის ყველაზე დიდი აგრესია, როდესაც ის ხედავს, რომ სუსტი და მიტოვებული ხარ ყველასგან. ამ ცენტრის გახსნა კი არის იმის სიგნალი, რომ ჩვენ მიტოვებულები არ ვართ“.

„საქართველოს ისეთი ადგილმდებარეობა აქვს, რომ მისით არამარტო რუსეთი, არამედ სხვაც ბევრია დაინტერესებული“, – აღნიშნავს ექსპერტი. თორნიკე შარაშენიძე კმაყოფილია თავდაცვის მინისტრის პოლიტიკით, მის მიერ გადადგმული ნაბიჯებით: „შედეგი მშვენიერია – ამ ცენტრის გახსნა მის დანიშვნამდე იყო გადაწყვეტილი, მაგრამ აშკარაა, მან გახსნა დააჩქარა“.

კითხვაზე, თინა ხიდაშელის განცხადებები რუსეთს ხომ არ აღიზიანებს“, თორნიკე შარაშენიძე პასუხობს: „ჩვენი მთავრობის ძირითადი  ნაწილი რუსეთს არ აღიზიანებს, ისინი ცდილობენ რუსეთის საამებელი განცხადებები გააკეთონ. ერთი ვინმე ხომ უნდა იყოს მთავრობაში, ვინც რუსეთს გააღიზიანებს? ეტყობა, როლები გადანაწილებული აქვთ“.

-         ეს ყველაფერი ხომ არ გამოიწვევს ახალ აგრესიას რუსეთის მხრიდან?

- მეტი რაღა უნდა ქნან? რკინიგზას აღადგენენ? თუ უნდათ, აღადგინონ. რუსეთი აგრესიულია, მაგრამა თანდათან სუსტდება. რუსეთის ეკონომიკა კატასტროფის პირასაა. ჩვენ ახლა გვეძლევა უნიკალური შანსი იმისა, რომ რუსეთს საბოლოოდ გავექცეთ. ეს სანსი საქართველომ ხელიდან არ უნდა გაუშვას“, – ამბობს ექსპერტი. მისი აზრით, საქართველოს პირველად 1998 წელს ჰქონდა რუსეთიდან თავის დაღწევის შანსი, სწორედ იმ დროს დაიწყო ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობა. ეს დღეს ჩვენი უსაფრთხოების მთავარი გარანტია. ეს მოხდა მაშინ, როცა რუსეთი ძალიან სუსტი იყო. ახლაც შეიძლება იგივე მოხდეს. რუსეთი მძიმე მდგომარეობაშია და ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, რომ ეს მომენტი ისევ ხელიდან არ გავუშვთ.

——–

საქართველოს უშიშროების უწყების ყოფილი ხელმზღვანელი ირაკლი ბათიაშვილი ამბობს, რომ ნატოს საწრთვნელი ცენტრის გახსნა რომელიმე პიროვნების დამსახურება არ არის: „ეს არის ხანგრძლივი პოლიტიკის შედეგი, რომელიც ჯერ კიდევ 2002-2003 წლებში დაიწყო. იმ დროს, ედუარდ სევარდნაძის პრეზიდენტობის პერიოდში, დაიწყო აშშ-საგან დაფინანსებული „წრთვნისა და აღჭურვის პროგრამა“. ამ მნიშვნელოვანი პროექტის რეალიზებას მაშინ მე პირადად ვაკვირდებოდი, რადგან პარალმენტის უშიშროებისა და თავდაცვის კომიეტეტის თავმჯდომარე ვიყავი. სწორედ მაშინ შემოიყვანეს საქართველოში ამერიკელი ინსტრუქტორები, რომლებმაც ჩვენი ჯარის ამერიკული სტანდარტებით  გაწრთვნა დაიწყეს“.

ირაკლი ბათიაშვილს მიაჩნია, რომ ნატოს ცენტრის გახსნა წინა წლებში დაწყებული პროცესის გაგრძელებაა და ამ სასწავლო ცენტრის გახსნიდან ნატოს სამხედრო ბაზის დაარსებამდე ერთი ნაბიჯია. „რუსები არ მალავენ, რომ მათ ამ ფაქტზე ძალიან მწვავე რეაქცია ექნებათ, თუმცა აქ გასათვალისწიებებლია ის, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ საფრთხე არსებობს. ეს ტერორისტული ორგანიზაცია საშიშია როგორც ჩვენთვის, ასევე რუსეთისათვის“.

ირაკლი ბათიაშვილი დადებითად აფასებს საქართველოში იენს სტოლტენბერგის ვიზიტს და მიაჩნია, რომ ჩვენი ქვეყნის განვითარებისათვის მჭიდრო ურთიერთობა მარალი დონის ორგანიზაციებთან აუცილებელია, თუმცა საფრთხეებიც სერიოზულად უნდა იქნეს გათვალისწინებული.

რეზონანსი“, 26 აგვისტო, 2015 წელი

გრძნობთ თუ არა რუსეთის მხრიდან მორიგ სამხედრო აგრესიის საფრთხეს?

ლიკა ამირაშვილი

ნატოს მიერ გაფართოებაზე უარის თქმა რუსეთმა აღიქვა, როგორც მწვანე შუქი საქართველოში მოქმედების დასაწყებად, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა “ამერიკის მშვიდობის ინსტიტუტში” სიტყვით გამოსვლისას. მისივე თქმით, როდესაც ნატომ 2008 წელს უარი თქვა გაფართოებაზე, სწორედ მაშინ დაიწყო ომი.

თინა ხიდაშელმა ასევე ისაუბრა რუსი სამხედროების ე.წ საზღვარზე გადაადგილების და რუსეთიდან მომდინარე საფრთხის შესახებ. მისი თქმით, საქართველოს მთავრობა საკუთარ ტერიტორიაზე კიდევ ერთ ომს არ დაუშვებს.

“2009 წელს მსოფლიომ თქვა, კარგი, დავივიწყოთ ყველაფერი და დავიწყოთ ახალი პარტნიორობა. რუსეთი კიდევ ერთხელ აღიარეს პარტნიორად. თუმცა შემდეგ უკრაინის ამბები დაიწყო. ვფიქრობ, თუ აგვისტოს ომის შემდეგ იყო ილუზია, რომ რუსეთი, შესაძლოა, პარტნიორი ყოფილიყო, უკრაინის მოვლენებისა და ომის შემდეგ, აბსოლუტურად ნათელი გახდა, რომ რუსეთისგან პარტნიორობა არ არის მოსალოდნელი,” – განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.

გრძნობთ თუ არა რუსეთის მხრიდან მორიგ სამხედრო აგრესიის საფრთხეს? – ამ კითხვით “რეზონანსმა” საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებს მიმართა.

———

მიხეილ ღანიშაშვილი (პოეტი): რუსეთის მხრიდან საფრთხეს ყოველთვის ვგრძნობ. რა თქმა უნდა, ეს განცდა ახლაც მაქვს. ეს განცდა დღემდე შენარჩუნებულია.

ნუცა ჯანელიძე (მუსიკათმცონდე): რამდენსაც ჩვენ ნატოში გაწევრიანებაზე აღფრთოვანებას გამოვხატავთ, იმდენჯერ ეს საფრთხე შეიქმნება. ამას ვეღარ უნდა მივხვდეთ? ამ საფრთხეს რომ ვგრძნობ, რუსეთი კიდევ უფრო უნდა ვლანძღო? ცოტა ეშმაკურად და ჭკვიანურად უნდა მოვიქცეთ.

იური მეჩითოვი (ფოტოგრაფი): მგონია, რომ რუსეთს ჩვენთვის არ სცალია. ვფიქრობ, რუსეთის მხრიდან რეალური საფრთხე არ გვემუქრება. ჩვენ ყველა მხრიდან საფრთხე გვაქვს. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი საფრთხე სიდუხჭირე და სიღატაკეა. არსებობს გარე და შიდა სარფთხეები. მიმაჩნია, რომ შიდა საფრთხეები ისე მატულობს, რომ გარე საფრთხეები გადაწონა.

გივი სიხარულიძე (მწერალი, მომღერალი): ამ თემაზე ლაპარაკი უკვე სამარცხვინო გახდა. 24 საათის განმავლობაში საფრთხის ქვეშ ვართ. მე დავრწმუნდი, რომ ჯარი, თავდაცვა, სამხედრო და თვითმფრინავი არაფერი არ გაგვაჩნია. ჩვენ ერთი გაუბედურებული ქვეყანა ვართ, რომელიც მხოლოდ ღმერთის ანაბარადაა. ნებისმიერი ქვეყანა, რასაც მოინდომებს, იმას გაგვიკეთებს.

გია ბუღაძე (ფერმწერი): საფრთხეს ვგრძნობ და ყოველთვის ვიგრძნობ. ეს სრულიად მოსალოდნელია იმიტომ, რომ რუსეთი ასეთია. რუსეთის მიმართ საფრთხეს მარტო ჩვენ კი არა, ბევრი სხვა ქვეყანაც გრძნობს. რუსეთი ყოველთვის მზადაა წარმოუდგენელ დიდ აგრესიაზე წავიდეს. საფრთხეს, რა თქმა უნდა, ვხედავ და ვგრძნობ.

Comments are closed