globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 27 იანვარი, 2015 წელი

Posted by Globalresearch on Jan 27th, 2015 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

რეზონანსი“: ნატოს საწვრთნელი ცენტრისთვის ადგილი შერჩეულია // საქართველოს ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე ეწვევა


რეზონანსი“: ინტერვიუ ვახტანგ ხმალაძესთან: „შსს- რეფორმირების საკითხი დგას“ // „ნატოს გენმდივნის მოადგილის ვიზიტი საქართველოს მიმართ ნატოს დამოკიდებულებაზე მეტყველებს“

——————

რეზონანსი“, 27 იანვარი, 2015 წელი

ნატოს საწვრთნელი ცენტრისთვის ადგილი შერჩეულია

საქართველოს ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე ეწვევა

ლიკა ამირაშვილი

(შემოკლებით)

“ნატო-საქართველოს ერთობლივი საწვრთნელი ცენტრის მშენებლობისთვის ადგილი უკვე შერჩეულია,” – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა. თუმცა ადგილი, სადაც საწვრთნელი ბაზა განთავსდება, საიდუმლოა.

ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე, რომელიც საქართველოს ორი დღით ეწვევა, მშენებლობის ადგილს მოინახულებს.

ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი ვერშბოუს საქართველოში ვიზიტს დადებითად აფასებს და თვლის, რომ მისი ვიზიტი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება. “უამრავ განცხადებას როგორც ნატოს მხრიდან, ასევე საქართველოს ხელისუფლების მხრიდან რეალიზაცია სჭირდება. ამიტომ ეს ვიზიტი სწორედ ამას ემსახურება. დროულია კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. ამის გარდა, არსებობს მთელი რიგი საკითხები, რომელიც საქართველმ ვალდებულებების სახით იკისრა. ეს ეხება შესაბამის მისიებს ნატოს ეგიდით, ასევე ნატო-საქართველოს რმხრივ თანამშრომლობას. ნებისმიერ შემთხვევაში ამ ვიზიტს მკაფიო შედეგი ექნება, რაც ნატოს მიმართულებით საქართველოს წინსვლის მომასწავლებელი უნდა იყოს. განურჩევლად იმისა, მოსწონს ეს რომელიმე ჩვენს მეზობელს თუ არა”, – განაცხადა სოსო ცისკარიშვილმა.

ცისკარიშვილის აზრით, ქვეყანაში რომ არ არსებობდეს წარმატებული წინსვლა, ეს ვიზიტიც არ შედგებოდა. მისი შეფასებით, ეს იქნება სწორედ წინ გადადგმული ნაბიჯი თანამშრომლობისთვის. საქართველოს ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე ალექსანდრე ვერშბოუ 29 იანვარს ეწვევა. ვიზიტის მთავარი მიზანი ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის მონიტორინგია. “ვიზიტის ფარგლებში ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე არსებითი პაკეტით გათვალისწინებული ნატო-საქართველოს ერთობლივი საწვრთნელი ცენტრის მშენებლობის ადგილს მოინახულებს. ალექსანდრე ვერშბოუ ასევე წაიკითხავს საჯარო ლექციას საქართველოს ატლანტიკური საბჭოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე”, – განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა დავით კერესელიძემ.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილის ინფორმაციით, ნატო-საქართველოს ერთობლივი საწვრთნელი ცენტრის მშენებლობის პროცესი ღია ინფორმაცია არ არის. “სად, რა ფორმით, რა კონსტრუქციით განთავსდება, ეს ყველაფერი საიდუმლო ინფორმაციას განეკუთვნება და ვერაფერს ვიტყვი”, – განაცხადა სესიაშვილმა.

ექსპერტი კორნელი კაკაჩია “რეზონანსთან” საუბრისას აღნიშნავს, რომ საქართველოში ალექსანდრე ვერშბოუს ჩამოსვლას განსაკუთრებული სტუმრის სტატუსს არ მიანიჭებდა. “ზოგადად ძალიან ხშირად ჩამოდის და მის ჩამოსვლაში განსაკუთრებული არაფერია, თუმცა ძალიან არგად არის ჩახედული საქართველოს საქმეებში, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც აშშ-ს წარმოადგენდა. ამ კუთხით მისასალმებელია, თუმცა განსაკუთრებულ სტატუსს არ მივანიჭებდი. წინასწარ რთულია იმაზე საუბარი, თუ რა საკითხებზე იქნება მსჯელობა. სავარაუდოდ, ეს უკავშირდება ასოცირების ხელშეკრულებას. ვფიქრობ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი იქნება ნატოს საწვრთნელი ბაზის შექმნა”, – განაცხადა კაკაჩიამ.

რეზონანსი“, 27 იანვარი, 2015 წელი

ინტერვიუ ვახტანგ ხმალაძესთან: „შსს- რეფორმირების საკითხი დგას

„ნატოს გენმდივნის მოადგილის ვიზიტი საქართველოს მიმართ ნატოს დამოკიდებულებაზე მეტყველებს“

ინტერვიუში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დეპუტატი ვახტან ხმალაძე კომენტარს უკეთებს საშინაოპოლიტიკურ მოვლენას – შინაგან საქმეთა ახალი მინისტრის დანიშვნას და იქვე საუბრობს საქართველოში ნატოს საწრთვნელი ბაზის მშენებლობის საკითხზეც (ესაუბრება თეა ბეჟიტაშვილი).

გთავაზობთ ამონარიდს:

შეკითხვა: ნატო-საქართველოს საწრთვნელი ცენტრის მშენებლობისათვის ადგილი უკვე შერჩეულია. ხომ არ იცით, კონრეტულად სად აშენდება ეს ცენტრი და ზოგადად, ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის საქართველოში ჩამოსვლა ჩვენი ქვეყნისათვის რამდენად მნიშვნელოვანი იქნება?

ვახტანგ ხმალაძე: არა, არ ვიცი, სად აშენდება საწრთვნელი ცენტრი… რაც შეეხება ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის ვიზიტს, პირველი, რაც აუცილებელია ვთქვა, ისაა, რომ მისი ვიზიტი მეტყველებს ნატოს დამოკიდებულებაზე საქართველოს მიმართ და ეს საქართველოსა და ნატოს  კარგი ურთიერთობისა და შემდგომიპერსპექტივის ნიშანია. პერსპექტივა რომ არ იყოს, მაშინ გენმდივნის მოადგილის ვიზიტი საქართველოში არ შედგებოდა. ის, რომ აქ სასწავლო-საწრთვნელი ცენტრი აშენდება, ესეც ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოსა და ნატოს დაახლოებისა და მჭიდრო თანამშრომლობის გზაზე, რაც, იმედი მაქვს, ნატოში ჩვენი გაწევრიანებით დასრულდება. ყოველ შემთხვევაში საქართველო უფრო ფართოდ იქნება ჩართული ნატოს საქმიანობაში, ეს აშკარაა.

საწრთვნელი ცენტრი იქნება მოსამზადებელი ბაზა არა მხოლოდ ქართველი მოსამსახურეებისათვის, არამედ სხვა ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეებისთვისაც. ესეც დაარეგულირებს საქართველოსა და ნატოს სხვა წევრი ქვეყნების წარმომადგენლების, ამ შემთხვევაში, სამხედრო თანამშრომლობის ხარისხს. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ნდობის დონის ასამაღლებლად პირადი ურთიერთობები საკამოდ მნიშვნელოვანი ფაქტორია. საბოლოო ჯამში ამ ცენტრის გახსნაში სარგებლობის მეტს ვერაფერს ვხედავ ევროპასთან ჩვენი ინტეგრაციის გზაზე. ამან მხოლოდ დადებითი შედეგი უნდა მოიტანოს“.

Comments are closed