globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 27 თებერვალი, 2015 წელი

Posted by Globalresearch on Feb 27th, 2015 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

ვერსია: საქართველოს აქვს მტკიცე მხარდაჭერა ევროპისაგან“ //

ბრიუსელში ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტის დეტალები

„რეზონანსი“: აბაშიძე-კარასინის ფორმატი პოლიტიკური წნეხის ქვეშ

„რეზონანსი“: ნატოს სარდალი საქართველოს აფრთხილებს! // „ის, რაც უკრაინაში ხდება, შესაძლოა, საქართველშიც დაიწყოს“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ნოდარ ნათაძესთან: „რუსეთმა საქართველოში შპიონაჟის ქსელი გაადიდა“

———————–

ვერსია“, 27 თებერვალი, 2015 წელი

საქართველოს აქვს მტკიცე მხარდაჭერა ევროპისაგან’

ბრიუსელში ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტის დეტალები

,,ბრიუსელში გამართულმა შეხვედრებმა დაადასტურა, რომ საქართველოს აქვს მტკიცე მხარდაჭერა ევროსაბჭოსგან, ევროკომისიისგან, ევროკავშირისგან და მათი მოლოდინი არის ის, რომ საქართველო იყოს წარმატების მაგალითი რეგიონში”, – განაცხადა საქართველოს პრემიერ- მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაურმა ბრიუსელში ვიზიტი შეაჯამა და მას წარმატებული უწოდა: ,,მქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრები ევროკომისიის პრეზიდენტთან, ევროსაბჭოს პრეზიდენტთან. ჩვენ განვიხილეთ ორმხრივი ურთიერთობების საკითხები, მთავარი თემა იყო რიგის სამიტი და მოსალოდნელი შედეგები. შეხვედრებმა დაადასტურა, რომ საქართველოს აქვს მტკიცე მხარდაჭერა. ჩვენ გვაქვს მოტივაცია და ამბიცია, რომ საქართველო მართლაც გახდეს წარმატების მაგალითი მთელი რეგიონისთვის. ჩვენი წარმატება იქნება ევროკავშირის წარმატებაც”.

მისივე თქმით, არის მოლოდინი, რომ რიგის სამიტზე საქართველომ პოზიტიური შეფასება მიიღოს და მიეცეს უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა: ,,არ მინდა, დავასწრო მოვლენებს, მხოლოდ აღვნიშნავ, რომ ამ მიმართულებით ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, წარმატებით დავხურეთ პირველი ფაზა და მალე დავხურავთ მეორე ფაზას. ასევე მქონდა შეხვედრა ევროპარლამენტში. ვისაუბრეთ რეგიონში არსებულ ვითარებაზე, შევაფასეთ რისკები და მოვისმინე მათი შეფასებები. მინდა გითხრათ, რომ გვაქვს სრული მხარდაჭერა. ჩვენ სწორი მიმართულებით მივდივართ, მთავარია, ვაჩვენოთ ჩვენი ერთობა, კონსოლიდაცია”.

პრემიერ-მინისტრმა ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე საქართველოში მოიწვია. როგორც ღარიბაშვილმა ბროკთან შეხვედრისას განაცხადა, ეს ვიზიტი იქნებოდა კარგი შესაძლებლობა იმის დასადასტურებლად, რა მიღწევები აქვს საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზაზე და ევროკავშირთან ურთიერთობაში. მხარეებმა ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული რეფორმების განხორციელებაზე ისაუბრეს. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა ევროპარლამენტის მიერ ასოცირების შეთანხმების რატიფიცირების პოლიტიკური მნიშვნელობა, რაც პრემიერ-მინისტრმა მორიგ ისტორიულ ნაბიჯად და საქართველოს ევროპული მისწრაფებებისადმი მტკიცე მხარდაჭერის კიდევ ერთ გამოვლინებად შეაფასა. ისაუბრეს ასევე საქართველო- ევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის შექმნის მნიშვნელობას, რომელიც საპარლამენტო დონეზე სიღრმისეული პოლიტიკური დიალოგის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ მინისტრი მოლდოველ კოლეგასაც შეხვდა. საქართველოსა და მოლდოვის რესპუბლიკას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ინტენსივობის ამაღლების მიზნით, ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის შექმნა იგეგმება. ირაკლი ღარიბაშვილმა კირილ გაბურიჩის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მოლდოვასთან ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების იმედი გამოთქვა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა შეხვედრისას აღნიშნა, საქართველოსთვის პრიორიტეტულია თანამშრომლობა ევროინტეგრაციისა და სავიზო ლიბერალიზაციის საკითხებზე გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისით.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორი ქვეყნის წარმატებულ თანამშრომლობას საბაჟო და სამართალდამცავ სფეროში გამოცდილების გაზიარების მიმართულებით.

მოლდოვის პრემიერ- მინისტრმა ქართველ კოლეგას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა. ,,მზად ვართ, ვაჩვენოთ არსებითი წინსვლა ევროინტეგრაციის დღის წესრიგის განხორციელების გზაზე”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკთან ერთობლივ ბრიფინგზე. მისი თქმით, საქართველოს ამბიციაა, იქცეს წარმატების მაგალითად რეგიონში და ცხადყოს ევროინტეგრაციის გარდამქმნელი ძალა: ,,ასოცირების ხელშეკრულება არ არის საბოლოო მიზანი ჩვენს ურთიერთობებში ევროკავშირთან – ის მხოლოდ გზას უხსნის ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას. საქართველოს მთავრობა კონცენტრირებულია ჩვენი მოქალაქეებისთვის ევროპული დღის წესრიგის სარგებლის ცხადყოფაზე“. პრემიერმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ ევროკომისია დადებითად შეაფასებს საქართველოს წარმატებებს და გასცემს რეკომენდაციას მისი მოქალაქეებისთვის მოკლევადიანი ვიზების გაუქმებასთან დაკავშირებით.

პრემიერ- მინისტრმა რუსეთის მიერ აფხაზეთსა და ცხინვალთან ე.წ. შეთანხმებების გაფორმება რეგიონების ანექსიის მცდელობად შეაფასა, ასევე, შეშფოთება გამოთქვა უკრაინის კრიზისის გამო. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო იყო და არის ევროკავშირის სანდო პარტნიორი მთელ მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში.

„რეზონანსი“, 27 თებერვალი, 2015 წელი

აბაშიძე-კარასინის ფორმატი პოლიტიკური წნეხის ქვეშ

თიკო ოსმანოვა

(შემოკლებით)

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გროგორ კარასინის შეხვედრის პარალელურად საქართველოში ამ ფორმატის საფრთხეებზე საუბრობენ და ხელისუფლებას დიალოგის შეჩერებისკენ მოუწოდებენ.

ზოგიერთი პოლიტოლოგ-ექსპერტის აზრით, ეს ფორმატი თავისი ფორმითა და შინაარსით საფრთხეს უქმნის საქართველოს ეროვნულ,მ ინტერესენბს. ამ მოსაზრებას კი აფხაზეთის გავლით რკინიგზის შესაძლო აღდგენის საკითხზე გამართული მოალაპარაკებით ამყარებენ.

ოთხთვიანი პაუზის შემდეგ პრაღაში აბაშიძე-კარასინის ფორმატის მოლაპარაკება განახლდა. გაიმართა მორიგი რაუნდი, რომლის დროსაც აფხაზეთის რკინიგზის აღდგენის საკითხიც განიხილეს. ზურაბ აბაშიძის თქმით, ამ მიმართულებით ახალი არაფერი მომხდარა: „ჩვენ ადრეც გვსმენია მათი პოზიცია, რომ თუ საქართველო დაინტერესებულია ამ რკინიგზის ამოქმედებით, ჩვენ უნდა მივმართოთ აფხაზებს და მათთან უნდა მოვილაპარაკოთ“, – განაცხადა რუსეთის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეცილაურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ.

პრაღაში შეხვედრას „თავისუფლაი დემოკრატები“ გამოეხმაურნენ და კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ საქართველო ნატოს ნელ-ნელა შორდება: „თბილისი ნატოს ნელ-ნელა შორდება და ეს ხდება საქართველოს ხელისუფლების სახელით. მისი [ზურაბ აბაშიძის] სფერო შემოიფარგლება მხოლოდ სავაჭრო და ჰუმანიტარულ-ადამიანურ ურთიერთობაზე მსჯელობით, თუმცა იგი ითავსებს საგარეო საქმეთა მინისტრის ფუქნციასაც“, – განაცხადა „ტავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნინო გოგუაძემ. მის აზრს იზიარებს „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ დამფუძნებელი ელენე ხოშტარია და ხელისუფლებას რუსეთთან მოპლაპარაკების ამ ფორმატის გაუქმებას ურჩ ევს. მისი თქმით აბაშიძე-კარასინის ფორმატი ჟენევის დისკუსიების ფორმატს ასუსტებს: „აბაშიძე-კარასინის ფორმატი თავიდანვე განწირული იყო და ვიცოდით, რომ ეს არავითარ შედეგს არ მოიტანდა. უფრო მეტიც, რაღაცა მომენტიდან ზიანის მომტანიც კი გახდა. ეს იმიტომ, რომ იქმნება ილუზია, რომ მას გარკვეული პოზიტივის მოტანა შეუძლია. ეს ასუსტებს ჟენევის ფორმატს, გადასახედია რუსეთთან ურთიერთობის სტარტეგია. ფაქტია, რომ ფორმატმა არ გაამართლა“, – უთხრა ელენე ხოშტარიამ „რეზონასსს“. მისივე თქმით, დასავლეთთან და უკრაინასთან მეტი აქტიურობაა საჭირო. „უნდა ვიყოთ ვმაქსიმალურად აქტიურები უკრაინის მხარდაჭერაში, არ უნდა გვერიდებოდეს რუსეთის მიერ განხორციელებულ აგრესიაზე ლაპარაკი. საჭიროა საუბარი რუსეთის მიერ ტერიტორიების ანექსიაზე, მის წინააღმდეგ მიმართული სანქციების გამკაცრებაზე… უნდა დასრულდეს ილუზია, რომ თითქოს რუსეთთან ურთიერთობა დარეგულირდება და ტან ნატოშიც შევალთ. უნდა გაცხადდეს, რომ რუსეთთან ვითარება ვერ გვარდება. რუსეთმა ემბარგო დაგვიწესა თავის დროზე და თუ მხოლოდ რუსულ ბაზარს ჩამოვეკიდებით, ისევ ემბარგოს შემოიღებს და ეს უფრო მტკივნეული იქნება“, – ამბობს ელენე ხოშტარია.

„ამ ფორმატმა თავისი მისია ამოწურა“, – ასე მიიჩნევს თსუ პროფესორი კორნელი კაკაჩიაც. მისი თქმით, ჩრდილოელ მეზობელთან პრინციპული პოლიტიკის გატარებაა საჭირო: „ზურაბ აბაშიძის ბოლოდროინდელი განცხადებებით თუ ვიმსჯელებთ, იგი ისეთ საკითხებზე საუბრობს, რომლებიც ამ ფორმატს სცილდება. აქედან გამომდინარე, ბუნებრივად ჩნდება აზრი, რომ ფორმატი უნდა შეიცვალოს, ანდა საერთოდ გაუქმდეს. ამ შეხვედრების მისია მეტ-ნაკლებად ამოიწურა. რუსეთთან პრინციპული პოლიტიკის გატარებაა საჭირო. რუსეთი ცხინვალთან და სოხუმთან შეთანხმებებს რომ აფორმებს, ამასთან დაკავშირებით რაღაც უნდა მოვიმოქმედოთ. ისე არ უნდა გავატაროთ, რომ თითქოს არაფერი მომხდარა.

„საერთაშორისო ორგანიზაციებისაგან მეტი აქტიურობაა საჭირო, ახალი იდეე4ბისა და პლატფორმების გაჟღერება. მეტი ჰარმონიზება უნდა იყოს უკრაინასთან, მოლდოვასთან და რამენაირად უნდა დაფიქსირდეს, რომ ეს სამი სხელმწიფო ერთნაირი მიდგომით გამოდიან დასავლეთთან დაკავშირებით. მარტო საქართველო ამას ვერ გააკეთებს. ჯერ-ჯერობით ეს ყველაფერი მიდის ინერციით, არც არ5აფერი ფუჭდება, მაგრამ არ ხდება იმ კავშირებისდამტკიცება, რომელიც ჩვენ გვაქვს. არადა, ეს საჭიროა. იმიტომ, რომ ყველაფერს თავისი ფასი აქვს. გარკვეული დროის შემდეგ თუ სახელმწიფომ არ იაქტიურა, ეს ყველაფერი თავის ღირებულებას დაკარგავს“, – ამბობს კორნელი კაკაჩია რეზონანსთან საუბრისას.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანი მიროტაძე ფიქრობს, რომ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს და ებაშიძე-კარასინის ფორმატი უნდა გაგრძელდეს: „ერთადერთი, რაზეც უნდა ვიფიქროთ, ეს ჟენევის ფორმატის გაფართოებაა. აბაშიძე-კარასინის ფორმატის გაფართოებას მთლიანობაში გამოვრიცხავ, მაგრამ მიმაჩნია, რომ ამდიალოგის შენარჩუნება ცუდი არ იქნება. ამაზე აურზაურის ატეხვა არასწორია. ეს ფორმატი პოლიტიკური ნიშნებით დატვირთული არ არის. რუსეთთან ურთიერთობის ერთადერთი მიზანია მშვიდობიანი მოლაპარაკება. ომით ვერასოდეს ვერაფერს მოვიგებთ, რადგან ამის ძალიან მძიმე გამოცდილება გვაქვს“, – გვითხრა ანი მიროტაძემ.

„რეზონანსი“, 27 თებერვალი, 2015 წელი

ნატოს სარდალი საქართველოს აფრთხილებს!

ის, რაც უკრაინაში ხდება, შესაძლოა, საქართველშიც დაიწყოს

თაკო მათეშვილი

საქართველოს რეალურად ემუქრება საფრთხე, უკრაინის ბედი გაიზიაროს და რუსეთის აგრესია საკუთარ თავზე ისევ იწვნიოს – ამგვარად ეხმაურებიან თბილისში ნატოს გენერალის განცხადებასა და გაფრთხილებას იმის თაობაზე, რომ რუსეთი მალე, შესაძლოა, საქართველოსა და მოლდოვაზე გადმოვიდეს.

პოლიტოლოგები ამბობენ, რომ განცხადებაში არაფერი იყო ისეთი, რის შესახებაც აქამდეც არ ვიცოდით, მაგრამ აქვე იმასაც დასძენენ, რომ კარგია, ეს საფრთხეები უკვე ნატომაც რომ გაიზიარა და ამაზე საუბარი ხმამაღლა დაიწყო. ისინი არ გამორიცხავენ, რომ რუსეთმა საქართველოში ახალი ფრონტი გახსნას, მით უმეტეს, რომ ამისათვის საჭირო ყველანაირი წინაპირობა არსებობს.

განცხადება იმის შესახებ, რომ რუსეთისგან გარკვეული მოქმედებას, შესაძლოა, მოლდოვასა და საქართველოშიც ველოდოთ, ევროპაში ნატოს ძალების სარდალმა, გენერალმა ფილიპ ბრიდლავმა ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტში გააკეთა და დასძინა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინაში თავის მიზანს ვერ მიაღწია.

„არ მგონია, რომელიმე ჩვენგანი დარწმუნებულიიყოს, რომ პუტინმა თავის მიზანს მიაღწია უკრაინაში. არც მე მჯერა, რომ უკრაინის არმიას შეუძლია შეაჩეროს რუსები აღმოსავლეთ უკრაინაში“, – განაცხადა გენერალმა. ბრიდლავის თქმით, რუსეთმა სერიოზულად გაზარდა სამხედრო დარგზე ფინანსური გავლენა, მათ შორის ბირთვული შეიარაღება. მანვე აღნიშნა,რომ პუტინის კამპანია დეზინფორმაციის გასავრცელებლად ძალიან შთამბეჭდავია.

„ჩვენ ასვე ვხედავთ გარკვეულ მოქმედებას მოლდოვაში, საქართველოზე ზეწოლას, ასე რომ, იქაც შესაძლებელია ველოდოთ გარკვეულ მოქმედებას“, – განაცხადა ბრიდლავმა.

პარტია „ევროპელი დემოკრატების“ ლიდერი პაატა დავითაია ამბობს, რომ საქართველოს წინააღმდეგ საფრთხე გაზრდილია და ამის დამადასტურებლად ის ვითარება მოჰყავს, რაც ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზეა. დავითაიას თქმით, იქაური ძალების შეიარაღება სერიოზულადაა გაზრდილი და საზღვრებსაც ყოველდღიურად წევენ.

დავითაია ამბობს, რომ პუტინის მიზანი ევრაზიული კავშირის შექმნაა, რომელსაც საქართველოს გარეშე მომავალი არ აქვს. ეს ყველა წინაპირობა, დავითაიას აზრით, იმაზე მეტყველებს,რომ რუსეთის ქმედება მომავალშიც აგრესიული იქნება.

„ამიტომაც ნატოს ხელმძღვანელობის განცხადება არ მიკვირს. პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ბოლო 2 თვის განმავლობაში პირადად ჩემთან არაერთი მაღალჩინოსანი და ნ ატოს წარმომადგენელი მოსულა სახელმწიფო დეპარტამენტიდან და კონსულტაციები გვქონია. მათ ის საფრთხე აინტერესებთ, რაც გვემუქრება.

„ინფორმაცია აქვთ არა მხოლოდ ჩემი მხრიდან, არამედ თავიანთი დაზვერვიდან, დიპლომატიური წყაროებიდან და ა.შ. ეს ყველაფერი მეტყველებს, რომ ის, რაც უკრაინაში ხდება, მომავალში, შესაძლოა, საქართველოშიც დაიწყოს. ამიტომ კეთდება ეს განცხადებებიც. ჩვენ სერიოზული მეთვალყურეობის ქვეშ ვართ, თუმცა მხოლოდ განცხადებები და მეთვალყურეობა საკმარისი არაა“, – აღნიშნავს პარტიის ლიდერი.

იგი ამბობს, რომ თავისუფლად შეიძლება რუსეთმა საქართველოში ახალი ფრონტი გახსნას და ზოგადად, არაფერს გამორიცხავს. მისი აზრით, სიტუაციის განვითარების არაერთი ვარიანტი არსებობს.

„თუნდაც სამცხე-ჯავახეთში სეპარატიზმის გაღვივება და მერე მისი მიერთება ცხინვალის რეგიონთან. ამ გზით რუსეთს სომხეთთან პირდაპირი საზღვარი ექნება. საუბარი დაახლოებით 70 კილომეტრის ტერიტორიის დაპყრობაზეა, ამაზე ლაპარაკი უკვე ღიად მიდის.

„გარდა ამისა, ნატოს საწვრთნელი ბაზის გახსნასთან დაკავშირებით რუსებმა უკვე გააკეთეს განცხადება და არაა გაომრიცხული სამხედრო აგრესია დაიწყონ. პოლიტიკური ისტებლიშმენტი მათ უკვე მზად ჰყავთ და მხოლოდ სამხედრო ფაქტორია საჭირო. ეს ყველაფერი იძლევა საფუძველს ვთქვათ, რომ სიტუაციის განვითარების არაერთი ფორმა არსებობს“, – აცხადებს პაატა დავითაია.

რაც შეეხება იმას, თუ რა კონკრეტულ დახმარებას შეიძლება ველოდოთ დასავლეთისგან გარდა განცხადებებისა, იგი ამბობს, რომ ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული. მათ შორის საქართველოს მთავრობის ქმედებაზე, მის მიერ წარმოებულ საგარეო პოლიტიკაზე და ა.შ.

მოსაზრებას პოლიტოლოგი, პროფესორი თორნიკე შარაშენიძე ეთანხმება და აღნიშნავს, რომ ჩვენს აქტიურობაზე მართლაც ბევრი რამაა დამოკიდებული.

რაც შეეხება იმას, თუ რამდენად რეალურია ჩვენთვის საფრთხე და შეიძლება თუ არა რუსეთისგან სამხედრო აგრესიას ველოდოთ, შარაშენიძე მიიჩნევს, რომ რუსეთს ეს ჯერ არ სიჭირდება, თუმცა სამომავლოდ გამორიცხული არაფერია.

„ბრიდლოუს თქმა რად გვინდა, ჩვენით რა, ვერ ვხვდებით, რომ სამიზნე ვართ? თუმცა მაინც კარგია, რომ ამას ისინიც აღიარებენ. რაკი უკრაინის შეიარაღებული ძალები დაამარცხა, რუსეთი დარწმუნდა, რომ მოლდოვა-საქართველოს დამარცხება კიდევ უფრო მარტივად შეუძლია“, – აცხადებს შარაშენიძე.

საფრთხე, პოლიტოლოგ ირაკლი კიკიანის აზრითაც, რეალურია. ამბობს,რომ იგი ანგარიშს მხოლოდ ძალას უწევს. აქედან გამომდინარე, დასავლეთმა რუსეთზე ზეწლა უნდა გააძლიეროს, რათა მას თავისი ქმედება ძალიან ძვირად დაუჯდეს.

„რუსეთის სახელმწიფო დაარსების დღიდან თავისი არსით იმპერიაა. სხვა იმპერიებისგან განსხვავებით, რომლებსაც ინტერესი უკეანის მიღმა უფრო ამოძრავებდა, მას თავისი სამეზობლოს დაპყრობა უნდოდა ყოველთვის.

„ვერც უკრაინაშიდ ა ვერც საქართველოში რუსეთმა ჯერ თავისი სასიცოცხლო ინტერესი ვერ დაიკმაყოფილა. პუტინი არც მალავს, რომ 2015 წელი ევრაზიული კავშირის აღდგენის წელია. ალიანსმა უნდა გაითვალისწინოს, რომ თუკი ეს მართლაც მოხერხდჟა, ევრაზიული კავშირი მთელი დასავლური ცივილიზაციისათვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს“, – აცხადებს ირაკლი კიკიანი.

„ახალი თაობა“, 27 თებერვალი, 2015 წელი

ინტერვიუ ნოდარ ნათაძესთან: „რუსეთმა საქართველოში შპიონაჟის ქსელი გაადიდა“

ინტერვიუში სახალხო ფრონტის ლიდერი ნოდარ ნათაძე ჟურნალისტ მარიკა მჭედლიშვილთან საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე საუბრობს.

გთავაზობთ ამონარიდს:

ნოდარ ნათაძე: „ქართული ოცნება“ რუსეთიდან იმართება ისევე, როგორც იმართებოდნენ მოსკოვიდან ედუარდ შევარდნაძისა და მიხეილ სააკაშვილის მთავრობები. ყურადსარებია, რომ ბოლო რამდენიმე თვიუს განმავლობაში საქართველოში რამდენიმე ათეული საზოგადოებრივ-პოლიტიკური ორგანიზაცია შეიქმნა, ანუ რუსეთმა საქართველოში შპიონაჟის ქსელი გააფართოვა. არის იმის საშიშროება, რომ რუსეთიდან მართვადი ორგანიზაციები საპარლამენტო არჩევნებისთვის გააქტიურდებიან და არჩევნებშიც გაიმარჯვებენ. მაგალიტად, ნინო ბურჯანაძერს დიდი რაზმი ჰყავს. არიან კიდევ სხვა ძალებიც, რომლებიც საკუთარ თავს პატრიოტულს უწოდებენ… მიხეილ სააკაშვილისა და ნინო ბურჯანაძის საქმიანობა ქვეყნის ღალატი იყო, როცა ეს უკანასკნელი პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი იყო.

- რაიმეს გასხვისებას გულისხმობთ?

- არამარტო. ღარლატია ტერმინს „სამხრეთ ოსეთის“ დაკანონებაც. ეს ტერმინის ოფიციალურად 1989 წლიდან არარ არსებობს. ავტონომია რუსმა შექმნა, ქართველმა კი გააუქმა. „ნაციონალები“ პატრიოტები არ არია, ეს ტერმინის სწორედ მათ განაახლეს…

-         თქვენ ახსენეთ რუსეთიდან მართული ორგანიზაციები. მათი მოქმედება აშკარაა?

- ძირითადად ისინი ჩასაფრებულები არიან. ეს ორგანიზაციები თამამად მაშინ იმოქმედებენ, თუ პუტინს საქმე [კარგად] წაუვა, რაც ახლა გამორიცხულია. თუ მაინც დაიწყება მათი მოქმედება, ეს უპირველესად დაღესტან-კახეთის საზღვრის მიდამოებში მოხდება. მე დარწმუნებული ვარ, რომ ვლადიმერ პუტინი უკრაინაში ომს წააგებს. პეტრო პოროშენკო იარაღს მიიღებს დასავლეთიდან. რუსეთის თავისუფალი ტელეარხები უკვე იმაზე მსჯელობენ, თუ ვინ გახდება რუსეთის პრეზიდენტი. პირადად მე მგონია, რომ პუტინს საკუთარი გენერლები არ აცოცხლებენ.

- თქვენი აზრით, საქართველოში ანტიდასავლური განწყობები თუ შეინიშნება?

- სპეციალურად ვრცელდება ილუზიები, ცრუ აზრები, რომ თუ ჩვენ ხუთიანზე არ მოვიქცევით, დასავლეთი ზურგს შეგვაქცევს, აღიარებს აფხაზეთის დამოუკიდებლობას და ა.შ. ასევე გვიცურებენ ფორმულირებას, რომ თითქოს დასავლეთისათვის მთავარია ცისფერების ქორწინება, მიწის გაყიდვა და ა.შ. ჩვენ დასავლეთს სტრატეგიულად ვჭირდებით ორი ფაქტორის გამო: პირველი – საქართველო ერთაერთი დასავლური სახელმწიფოა სამხრეთ კავკასიაში. აზერბაიჯანი რუსეთისა და თურქეთის მოკავშირეა, მათ საერთო ინტერესები აქვთ. მათი მიზანია დასავლეთის ინტერესები ახლო აღმოსავლეთში არ გაატარონ. დასავლეთის მოკავშირე არ არის სომხეთიც, რადგან სომხების ეროვნული ცნობიერება საკუთარ მიწა-წყალს კია არა, დიასპორის ცხოვრებით ყალიბდება.

მეორე ფაქტორია ჩრდილოეთ კავკასიის ხალხები. თითო-ოროლას გარდა, ისინი ძირირტადადა საქართველოზე არიან ორიენტირებულნი. თუ საქართველო არარ იქნება, მაშინ წინა პლანზე გამოვამათი რელიგიური ორიენტაცია და ისინი თურქეთის მოკავშირეებად იქცევიან. ამიტომაც არის დასავლეთისტვის საქარტველო მნიშვნელოვანი.

Comments are closed