globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 27 აგვისტო 2015 წელი

Posted by Globalresearch on Aug 27th, 2015 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

რეზონანსი: ვლადიმირ პუტინის მიერ აფხაზებისთვის შეპირებული მილიარდები ტყუილი აღმოჩნდა

რეზონანსი: სოხუმი რკინიგზის გაწმენდას გალის და ტყვარჩელის “სწრაფი ტემპით განვითარებას” უკავშირებს

———————

რეზონანსი“, 27 აგვისტო, 2015 წელი

ვლადიმირ პუტინის მიერ აფხაზებისთვის შეპირებული მილიარდები ტყუილი აღმოჩნდა

ეკატერინე ბასილაია

(შემოკლებით)

მოსკოვის მიერ სოხუმისათვის შეპირებული მილიარდები ტყუილი აღმოჩნდა. უკვე თავად ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები არ მალავენ უკმაყოფილებას და აცხადებენ, რომ წელს რუსეთმა აფხაზეთს ფულის მიცემა პრაქტიკულად შეუწყვიტა – სოხუმის ბიუჯეტში “რესპუბლიკის” სოციალ-ეკონიომიკური განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში რუსეთისაგან შეპირებული 3,7-მილიარდიანი დახმარებიდან აგვისტოს ჩათვლით ჯერ მხოლოდ 127 მილიონი რუბლია გადარიცხული.

“ეს რუსეთი მხრიდან აფხაზების “გადაგდების” პირველი შემთხვევა არ არის. 3 თვის წინ დე ფაქტო პარლამენტს “რესპუბლიკის” ბიუჯეტის კორექტირება მოუწია 9 თვის წინ პუტინისგან შეპირებული 5 მილიარდი რუბლის მიუღებლობის გამო. წინანდელ გადაგდებას ახლა 3,6 მილიარდიანი უარიც დაემატა – როგორც რუსული გამოცემა “კომერსანტი” წერს, სოხუმში აცხადებენ, რომ 2015 წელს რუსეთმა ოკუპირებული აფხაზეთისთვის პრაქტიკულად შეწყვიტა ფულის მიცემა “რესპუბლიკის” სოციალ-ეკონომიკური განვითარების ფარგლებში და სოხუმმა შეპირებული 3,7-მილიარდიანი დახმარებიდან აგვისტოს ჩათვლით ჯერ მხოლოდ 127 მილიონი რუბლი მიიღო. ამ დაფინანსების ვერმიღებას ერთვის ის, რომ 2015 წელს აფხაზეთმა 2010 წელს რკინიგზის რეკონსტრუქციისთვის აღებული “მთავრობის” სესხის – 2 მილიარდი რუბლის დაფარვა დაიწყო. პუტინისგან შეპირებული 5 მილიარდი რუბლის მიუღებლობის გამო აფხაზეთში დიდი ვნებათაღელვა იყო. დე ფაქტო პარლამენტის სხდომაზე “დეპუტატების” ძალიან მწვავე გამოსვლების და რუსეთის მიმართ კრიტიკული მოწოდებებიც ისმოდა.

“აღსანიშნავია, რომ 5 მილიარდი რუბლის გამოყოფის დაპირება პუტინმა გასული წლის ნოემბერში გასცა – როდესაც აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ხაჯიმბასთან რუსეთსა და აფხაზეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და მოკავშირეიბის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. ამ დაპირებას აფხაზები დღემდე ელოდებიან.

„ევროპელი დემოკრატების” თავმჯდომარე, კონფლიქტოლოგი პაატა დავითაია აცხადებს, რომ რუსეთმა აფხაზებს ფულის მიცემა ძალიან შეუმცირა ერთი იმიტომ, რომ თავად რუსებს უჭირთ ეკონომიკურად და აფხაზების შენახვა მათთვის პრობლემაა, მეორე კი ისაა, რომ კრემლი უკმაყოფილოა იმ სიტუაციით, რომელიც ე.წ. ხელშეკრულების გაფორმებამ გამოიწვია აფხაზებში და აფხაზების ღია და მწვავე კრიტიკა მათ კარგად ახსოვთ“.

“ამ უარის ფონზე კი აფხაზები ხედავენ იმას, რომ სადაც რუსული ბაზები შენდება, ყველა შემოღობილია, იქვე შენდება ეკლესია, სკოლა, საცხოვრებელი სახლები. რუსული ფული მხოლოდ რუსული ბაზებისთვის იხარჯება, აფხაზებისთვის კი, არა. ეს კი მათ გაღიზიანებას იწვევს. ხედავენ, რომ მათ დაპირებული ფული არ მიიღეს, მაგრამ რუსული ბაზები შენდება და კაპიტალდაბანდება მხოლოდ იმ ტერიტორიაზე ხორციელდება. აფხაზები უკმაყოფილოების არიან, ხაჯიმბა კი მათ აწყნარებს – ის დაპირებული მილიარდები კი არ დავკარგეთ, უბრალოდ ტექნიკური პრობლემები და მოვაო… მართალია, აფხაზებმა იციან, რომ რუსებთან დიდი პრობლემები აქვთ და საგონებელში არიან, მაგრამ საქართველოსკენ მაინც არ იხედებიან”.

რეზონანსი“, 27 აგვისტო, 2015 წელი

სოხუმი რკინიგზის გაწმენდას გალის და ტყვარჩელის “სწრაფი ტემპით განვითარებას” უკავშირებს

ვახტანგ შამუგია

(შემოკლებით)

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსი სამხედროების მიერ ოჩამჩირიდან მდინარე ენგურამდე არსებული 33-კილომეტრიანი სარკინიგზო კომუნიკაციების აღდგენითი სამუშაოების დაწყებას თბილისში დიდი რეზონანსი მოჰყვა. საზოგადოების ნაწილმა ეს ნაბიჯი რუსული აგრესიის წინაპირობად აღიქვა, ნაწილმა ტრანკავკასიურ მიმოსვლაზე თბილისსა და მოსკოვს შორის ფარულად დადებულ გარიგებად, ნაწილმა კი უბრალოდ მორიგ ინფრასტრუქტურულ პროექტად.

თავის მხრივ, სეპარატისტული რეჟიმისათვის გაუგებარია, თუ რატომ არის ატეხილი თბილისში ასეთი აჟიოტაჟი  და ვნებათაღელვა რკინიგზის აღდგენის გამო. აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის პრემიერი არტურ მიქვაბია რკინიგზის რეაბილიტაციას რუსეთის „ძმური დახმარების გაწევის“ ფაქტად მიიჩნევს. მისი თქმით, ოცამჩირე-ენგურის რკინიგზის ხაზის ამოქმედებას აფხაზეთისათვის ზალიან დიდი მნიშვნელობა აქვს – ტყვარჩელისა და გალის რაიონების სწრაფი განვიტარების თვალსაზრისით. დღეს ამ რაიონებში წარმოებული პროდუქცია ავტოტრასპორტის მეშვეობით გადის რუსეთის ბაზარზე, რკინიგზით კი მათი გადაზიდვა გაიოლდება და გაიაფდება.. რაც შეეხება იმ ლაპარაკს, თითქოსდა ეს რკინიგზა  რუსული ტვირთების სომხეთში ტრანზიტისთვის იქნება გამოყენებული, ეს ჭორები უკვე 15 წელიწადია მესმის, – ამბობს არტურ მიქვაბია.

აფახაზი მარალჩინოსნის პოზიციას კატეგორიულად არ ეტანხმება ქართველი ექსპერტ-ეკონომისტი მურმან შონია, რომელიც წარმოშობით გალის რაიონიდანაა: „გალიდან რუსეთში ძირითადად თხილი გადის, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ გალში მოყწეული თხილის დიდ ნაწილი უმეტესად საქართველოს ბაზრებზე იყიდება. გარდა ამისა, რუსეთში გადის აფხაზური ციტრუსიც, მაგრამ ეს ცისტრუსების პლანტაციები ძირითადად მხოლოდ გაგრისა და სოხუმის რაიონებშია გაშენებული. ასე რომ, ამ პროდუქციის რუსეთში გასატანად რკინიგზის რეაბილიტაცია უადგილოა, ხოლო რაც შეეხება ტყვარჩელისა და გალის რაიონების ეკონომიკურ განვითარების წახალისებას, ეს, უბრალოდ, სასაცილო იდეაა. გალში ტერიტორიები პრაქტიკულად გაუკაცრიელებულია, იქ არანაირი ეკონომიკური ცხოვრება არ მიმდინარეობს. ერტადერთი, რაც იქ ხდება, ესაა ხე-ტყის უკანონო და უკონტროლო ჭრა, რაც კატასტროფულ მასშტაბებს აღწევს. რომელ პროგესზე და წინსვლაზეა საუბარი?, – ამბობს „რეზონანსთან საიბრისას მურმან შონია.

სამხედრო მიმომხილველი გიორგი ინაური ოჩამჩირე-ენგურის რკინიგზის მონაკვეთის აღდგენაში საფრთხეს ხედავს, თუმცა სხვა მიმართულებითაც ამახვილებს ყურდადღებას: „რა თქმა უნდა, აგრესიის სემთხვევაში რუსეთი ამ რკინიგზას აუცილებლად გამოიყენებს, რაც ამ ტრანსპორტით დიდი სამხედრო ძალების შორ მანძილზე სწრაფი გადაყვანა შეიძლება, ეს ეფექტური საშუალებაა, თუმცა, რადგანაც საქართველოს შავიზღვისპირა სასაზღვრო ზოლი თიტქმის სრულიად დაუცველია, რუსეთის სხვა მიმართულებიდანაც სეეძელაბ ჩვენთვის საფრთხის შექმნა, მაგალითად, რუსეთის შავი ზღვის ფლოტს სრულიად თავისუფლად შეუძლია შესაბამისი სამხედრო ოპერაციის განხორციელება ჩვენს საზღვაო აკვატორიაში. ამიტომაც შესაბამის უწყებებს ამაზე ყუარადღების გამახვილებას ვურჩევდი’, – ამბობს გიორგი ინაური. მისივე თქმით, ახალი სამხედრო აგრესიის საფრთხე ამ ეტაპზე მინიმალურია, რადგან რუსეთს ამჟამად ძალიან ბევრი საგარეოპოლიტიკური და საშინაო პრობლემები აქვს მოსაგვარებელი.

„ახალი აგრტესია ამ ეტაპზე ან უახლოეს პერიოდში ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა რუსეთი ამ სარკინიგზო კომუნიკაციის აღგენას მისთვის ასეთ რთულ ფინანსურ სიტუაციაში, ალბათ, ტყუილუბრალოდ არ ახორციელებს“, – ამბობს გიორგი ინაური.

Comments are closed