globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 27 სექტემბერი 2017 წელი

Posted by Globalresearch on Sep 27th, 2017 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

ახალი თაობა: ინტერვიუ თინათინ ბოკუჩავასთან: „ამ კონსტიტუციის მიღებით „ქართულმა ოცნებამ“ უგუნური ნაბიჯი გადადგა“

ახალი თაობა: „მიხეილ სააკაშვილი პეტრო პოროშენკოს მძევალია“ // რევოლუციაც რომ მოხდეს უკრაინაში, მიშა ვერ გაიმარჯვებს

საქართველო და მსოფლიო: ინტერვიუ ნიკოლოზ მჟავანაძესთან: „მიზანი იყო ტახტზე აეყვანათ ან ბათუმ-ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი, ან ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტი პეტრე“ // ლიბერალები ელოდებიან, რომ ტახტზე ერთ-ერთის ასვლის შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილს უკან დააბრუნებენ

——————

ახალი თაობა“, 27 სექტემბერი, 2017 წელი

ინტერვიუ თინათინ ბოკუჩავასთან: „ა კონსტიტუციის მიღებით ქართულმა ოცნებამ უგუნური ნაბიჯი გადადგა

ნაციონალური მოძრაობის წევრი, პარლამენტის დეპუტატი თინათინ ბოკუჩავა „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში პარლამენტის მიერ მესამე მოსმენით მიღებულ საკონსტიტუციო ცვლილებებსა და პარლამენტის სხდომაზე განვითარებულ მოვლენებზე საუბრობს.

- ქალბატონო თინათინ, პრემიერმა კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიცია ცდილობს ეს კონსტიტუცია წარმოაჩინოს, როგორც ერთი პარტიის კონსტიტუცია.

- და რას გვთავაზობენ, რომ „ქართული ოცნება“ სხვადასხვა პარტიებად აღვიქვათ?! ბესელიას „ქართული ოცნება“, თალაკვაძის „ქართული ოცნება“ თუ რა?!

- აქ საუბარია კოალიციაზე, რომელშიც რამდენიმე პარტია შედის და რომლებიც მხარს უჭერენ საკონსტიტუციო ცვლილებებს

- მარტივად რომ ვთქვათ, „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი პარტია, რომელიც მხარს უჭერს ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს და სწორედ ამიტომ არის ეს კონსტიტუცია ერთპარტიული კონსტიტუცია, რასაც ვაპროტესტებთ ჩვენ. ეს არის ის კონსტიტუცია, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს ართმევს შესაძლებლობას, რომ მშვიდობიანი გზით, არჩევნების გზით შეცვალოს ხელისუფლება ქვეყანაში. როგორც არ უნდა ეცადონ ამის შეფუთვას და საიდანაც არ უნდა მოუარონ ამ მოცემულობას, ეს მოცემულობა დარჩება ასეთად. ეს კონსტიტუცია, რომელიც მიიღეს, არ იძლევა შესაძლებლობას, რომ ამ ქვეყანაში იყოს ნორმალური დემოკრატიული პროცესი. ხელისუფლებამ შესაძლებლობა წაართვა ამ ქვეყნის მოსახლეობას, რომ მათ პირდაპირი გზით აირჩიონ პრეზიდენტი.

მმართველი ძალა დღეს სრულიად მარტოა. მათ ზურგი შეაქცია აბსოლუტურად ყველა პოლიტიკურმა პარტიამ. მათ აკრიტიკებს ძალიან მწვავედ ვენეციის კომისია. საქართველოს პრეზიდენტი, მთელი სამოქალაქო სექტორი. მათ არჩიეს, იმის ნაცვლად, რომ მიგვეღო პოლიტიკურ კონსენსუსზე დამყარებული დოკუმენტი, რომელიც მართლაც მოემსახურებოდა ჩვენი ქვეყნის ინტერესს, მხოლოდ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური დავალება შეესრულებინათ.

კონსტიტუციაში ჩადებულია საარჩევნო სისტემა, რომლის წინააღმდეგაც არის სრული ოპოზიციური სპექტრი. ეს კონსტიტუცია არის ცუდი და მორგებულია ბიძინა ივანიშვილის სურვილზე, დარჩეს ძალაუფლება მას და მის გუნდს. ეს არის და ეს.

- ხელისუფლების წარმომადგენლები გპასუხობენ, რომ თავის დროზე მოქმედი კონსტიტუცია მიხეილ სააკაშვილზე იყო მორგებული. ასე არ იყო?

- და ახლა არის ბიძინა ივანიშვილზე მორგებულიო, ამას ამბობენ. ეს არის უტიფარი განცხადება. ჩვენ ვამბობთ მოქმედ ხელისუფლებაზე, რომელსაც აქვს ძალაუფლება და ამ ძალაუფლებას ბოროტად იყენებს.

- პარლამენტის სხდომაზე მოვლენები ძალიან მწვავედ განვითარდა. თქვენმა პარტიამ პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვა. ეს წინასწარ იყო ჩაფიქრებული?

- ჩვენ გამოვიყენეთ პარლამენტის სხდომა, გავაკეთეთ პოლიტიკური განცხადებები. შემდეგ, პროტესტის ნიშნად, დავტოვეთ სხდომათა დარბაზი. ეს სრულიად მოსალოდნელი იყო, რადგან ჩვენთვის სრულიად მიუღებელია ის ცვლილებები, რომლებიც მიიღო „ქართულმა ოცნებამ». პრეზიდენტი ალბათ გამოიყენებს ვეტოს უფლებას და ეს იქნება კიდევ ერთი პროცედურა, რომ იქნებ გონს მოეგოს მმართველი ძალა და უკან წაიღოს თავისი ერთპარტიული კონსტიტუცია.

- გჯერათ, რომ ქართული ოცნება პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს გაითვალისწინებს?

- რა თქმა უნდა, არ მჯერა, რომ გაითვალისწინებს. როგორც აქამდე ყველა ვეტოს საზეიმო ვითარებაში ძლევდა „ქართული ოცნება“, ამჯერადაც დაძლევს პრეზიდენტის ამ ვეტოსაც, მაგრამ ეს იქნება მისი მხრიდან კიდევ ერთი უგუნური ნაბიჯი, რომელსაც გადადგამს. ეს არის მათთვის შანსი, რომელსაც მათ ვეტოს გამოყენებით პრეზიდენტი მისცემს.

- ისინი ასე არ ფიქრობენ...

- გასაგებია, რომ არ ფიქრობენ, მაგრამ მართალია გვიან, მაგრამ მიხვდებიან, რომ ეს მათი მხრიდან იყო უგუნური ნაბიჯი. თუმცა, ცხადია, რჩება სხვა შესაძლებლობა, რომ ეს კონსტიტუცია დიდხანს არ იყოს ჩვენი ქვეყნის მმართველი დოკუმენტი, რადგან ის კარგს არაფერს მოგვიტანს.

- რა არის სხვა გზა?

- წინასწარ ვერ განვსაზღვრავთ, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. თუმცა, როგორც აქამდე, მომავალშიც ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეების ინტერესები დავიცვათ, მათ შორის საკონსტიტუციო პროცესში.

- ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი შესწორება თამამად შეიძლება ეწოდოს

- ეტყობა, ირაკლი კობახიძეს სურს, წელთაღრიცხვა მისი სპიკერობიდან დაიწყოს, მაგრამ ეს, ცხადია, ასე არ არის. ისტორია, ვფიქრობ, განსხვავებულ შეფასებას მისცემს „ქართული ოცნების“ მიერ ერთპარტიულად, ძალმომრეობით და საზოგადოების უდიდესი ნაწილის ნების წინააღმდეგ მიღებულ კონსტიტუციას.

ახალი თაობა“, 27 სექტემბერი, 2017 წელი

„მიხეილ სააკაშვილი პეტრო პოროშენკოს მძევალია

რევოლუციაც რომ მოხდეს უკრაინაში, მიშა ვერ გაიმარჯვებს

რა პერსპექტივა შეიძლება ჰქონდეს სააკაშვილს, როგორც პოლიტიკოსს უკრაინაში? გლობალური კვლევების ცენტრში ამ თემაზე ექსპერტებმა იმსჯელეს. სემინარის ორგანიზატორი ნანა დევდარიანი გახლდათ. „ახალი თაობა“ დაინტერესდა, თუ აწყობს ქვეყანას საქართველოში სააკაშვილის ექსტრადირება?

„ბოლო დროს ტოპნიუსებში მიმდინარეობს უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის დემარშები. მის შესახებ არის სრულიად ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები. ჩვენ ვეცადეთ, ჩვენი ვერსიები გამოგვეთქვა, რა პერსპექტივა შეიძლება ჰქონდეს სააკაშვილს, როგორც პოლიტიკოსს ზოგადად უკრაინაში“, – განაცხადა ნანა დევდარიანმა.

- ამბობენ, რომ ხელისუფლებას არ აწყობს სააკაშვილის ექსტრადირება. მოთხოვნა გაგზავნილია. უკრაინის გენპროკურორმა განაცხადა, რომ სააკაშვილის ექსტრადირება არც იგეგმება. ქვეყანას აწყობს სააკაშვილის გადმოცემა?

- ბრალდებები, რომლებიც სააკაშვილს წაუყენეს, ძალიან სასაცილოა იმ ფონზე, რა დანაშაულებიც აქვს ჩადენილი. მეორეც, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში ხელისუფლებას არ აწყობს ისეთი ნაღმის შემოსვლა, როგორიც არის სააკაშვილი.

- რატომ არის ნაღმი?

- მიხეილ სააკაშვილი მუდმივად დესტრუქციისთვისაა მომართული. ის არის პიროვნება, რომლისთვისაც ყოველთვის მუშაობს ფორმულა: რაც უარესი, მით უკეთესი. სააკაშვილი არა ქვეყანაზე, არამედ საკუთარ თავსა და კეთილდღეობაზე რომ ფიქრობს, ეს მას არაერთხელ დაუდასტურებია.

ექსპერტ იოსებ არჩვაძის თქმით, სააკაშვილს მოუწევს მუდმივი თამაში, რომ როგორმე თავი შეინარჩუნოს უკრაინის პოლიტიკაში. „მიხეილ სააკაშვილი ცდილობს, შეინარჩუნოს თავისი თავი, როგორც პოლიტიკურმა ფიგურამ. მაგრამ, რადგანაც მუდმივი არაფერი არ არის და მათ შორის დიდი მოთამაშეების ბალანსებისა და ინტერესების თანაფარდობაში, ვისაც ინტერესი გააჩნია უკრაინის მიმართ, სააკაშვილს მოუწევს მუდმივი თამაში, რომ როგორმე შეინარჩუნოს თავი უკრაინის პოლიტიკის ზედაპირზე. ამას დრო გვიჩვენებს“, _ განაცხადა იოსებ არჩვაძემ.

———–

თამარ კიკნაძე, პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტის დირექტორი:

- უკრაინის უბედურება საბჭოთა კავშირის დაშლიდან დაიწყო, როდესაც მან ატომურ იარაღზე უარი თქვა. ჩვენ ვხედავთ პოლონელებისა და უნგრელების აქტივობას. მათ უკრაინის მიმართ თავიანთი ინტერესები აქვთ ტერიტორიების სახით. ამიტომ ეს არის გლობალური პროექტი, რომლითაც ბევრი მხარეა დაინტერესებული. დღევანდელი საერთაშორისო ურთიერთობები აღარ არის ისეთი, როგორიც გასულ საუკუნეში, როცა სახელმწიფოები იყვნენ ძირითადი სუბიექტები. აქ არის უამრავი ტრანსნაციონალური კომპანიის, კერძო სამსახურების ინტერესები. ამიტომ ურთიერთობები ძალიან გართულებულია. სააკაშვილი უკრაინამდე სანაგვეზე იყო მოსროლილი. ახალ პროექტში ჩაჯდა. ის არის ერთი ავანტიურისტი ადამიანი, რომელიც ყველანაირ ქმედებაზე თანახმაა. ამ შემთხვევაში მას იყენებენ სხვადასხვა ინტერესებისთვის. უკრაინაში არის რუსეთის, პოლონეთის, უნგრეთის ინტერესები. არაფერი სპონტანურად არ ხდება. ყველაფერი წინასწარ, გაცილებით ადრე დაიგეგმა. ყველას აქვს თავისი როლი და ფუნქცია. სააკაშვილი რომ ვაჟკაცი არ არის, გორში გამოჩნდა. მის უკან ისეთი ძალა დგას, რომელიც თამამად მოქმედების საშუალებას აძლევს.

- რა ძალებია?

- ძალიან სერიოზული ძალაა. საზღვრების გადაკვეთაც, კოლომოისკის დახმარებაც, ტიმოშენკოს მხარში დგომაც ამაზე მიგვანიშნებს. ამ პროცესში ჩაბმულია პოროშენკოც. მას, უბრალოდ, შეეძლო, სააკაშვილი პერსონა ნონ გრატად გამოეცხადებინა და არ შემოეშვათ.

- პეტრო პოროშენკოც პროექტის მონაწილეა?

- დიახ. ცოტა ხანში უკრაინაში არეულობები დაიწყება და მას დაყოფენ. რუსეთი თავის წილს წაიღებს, უნგრეთსაც თავის წილს მისცემენ და პოლონეთსაც. ასე დამთავრდება ეს პროექტი. ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული, პარალელურად, ისეთი ქმედებები ხდება, ეს გარდაუვალია. საბჭოთა კავშირიდან რუსეთმა ვერ აითვისა უკრაინა იმ სახით, რაც იყო. სააკაშვილი დღე და ღამე რუსეთს აგინებდა, მაგრამ პრაქტიკულად ის ყველაფერი განახორციელა, რაც რუსებს უნდოდათ. დღეს უკრაინაში პოლიტიკური გავლენა ამერიკელებისაა, ეკონომიკური გავლენა – რუსების. პერმანენტული ვაჭრობა მიმდინარეობს. უკრაინაც ვაჭრობის თემაა.

———–

პეტრე მამრაძე, ექსპერტი, პარლამენტის ყოფილი წევრი:

- მე ვიცოდი, რომ სააკაშვილი უკრაინაში ჩაფლავდებოდა, რადგან ვიცოდი მისი მუშაობის სტილი. არავითარი შეთქმულების თეორიები. ყველაფრის მიუხედავად, მას მომავალი არ აქვს. ეს უკრაინაა. კაცს ჟანგბადივით სჭირდება პიარი და ტელეეთერებში გამოჩენა. ის ამბობს, რასაც ვიტყვი, ვაკეთებ, ვერაფერი შემაჩერებს, ვერც შენი საზღვრები, ვერც მესაზღვრეები, მე ხომ მესაზღვრე ვიყავიო.

ამ დღეებში სააკაშვილმა პოროშენკოსთან გარიგების შედეგად აიღო ასეთი გეზი _ არავითარი აქციები და არავითარი რევოლუცია, მაგრამ თქვა, მე მინდა შევკრიბო უკრაინაში 300 სპარტელი, 300 უკრაინისთვის თავდადებული ადამიანი, 300 კვალიფიციური ადამიანი. ადამიანები ხელს მოაწერენ იმას, რომ ერთი ვადის შემდეგ არცერთი პოლიტიკაში არ დარჩება. მე საერთოდ არ შევალ რადაშიო. შემდეგ ჩამოთვალა ყველა ის მნიშვნელოვანი პროექტი, რომლებიც შესთავაზა ხელისუფლებას. მიუხედავად ამისა, რევოლუციაც რომ მოხდეს უკრაინაში, მიშა ვერ გაიმარჯვებს. ეს არის ძალიან მძიმე შემთხვევა.

————

ექსპერტი მამუკა არეშიძე აცხადებს, რომ სააკაშვილმა დაფინანსება უნგრეთიდან მიიღო და გაემართა უკრაინისკენ. ის მაშინ იყო უნგრეთში, როცა პუტინიც არაოფიციალური ვიზიტით იქ იმყოფებოდა.

„მიხეილ სააკაშვილს დასავლეთის გარკვეული მხარდაჭერა აქვს. არის რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი – უკრაინასთან დაკავშირებით მუშაობს ამერიკული პროექტი, მარშალის გეგმა, რომელიც გულისხმობს უზარმაზარი თანხით დახმარებას. მანამდეც უკრაინას უზარმაზარი თანხა გადაეცა. ტექნოლოგიური თვალსაზრისით ისეთი შეიარაღება შევიდა, რომლის აფიშირება ამერიკელებს არ უნდათ. ამერიკელებს უკრაინაში ისეთი ხელისუფლება სჭირდებათ, რომელიც გარკვეულწილად დამჯერი და ფასეულობების გამზიარებელი იქნება. ასეთ ხელისუფლების მოყვანას ვერაფრით მიაღწიეს. მე შევხვდი ერთ-ერთ ელჩს, ახალ წელს უკრაინაში ვიყავი, შარშან ზაფხულშიც გახლდით ივანო ფრანკოვსკში. იქ გარკვეულ პირებთან მქონდა საუბრები. დასავლეთს უნდა გარანტიები. დასავლეთს სჭირდება საფრთხობელა პოროშენკოს წინააღმდეგ, რომელიც ეტყვის, თუ ჭკუით არ იქნები… მიშა ამას გადასარევად აკეთებს. დასავლეთში უპირველესად ამერიკა იგულისხმება. მიშა იქ კონსოლიდირებული თემაა. იქ ვოლსკისა და სახალხო პარტიის აქტიურობაც ამაზე მიგვანიშნებს. ისინი ამბობენ, ჩვენ ახლა ბრძოლა უნდა მოვიგოთ არქტიკისთვის, უკრაინა ჩვენთვის არ არის ისეთი აქტუალური, დიდი რესურსი რომ შევწიროთო. ამერიკელები ძალიან უკმაყოფილონი არიან პოროშენკოს ფიგურით, ეუბნებიან, არაფერს აკეთებო. ძლივს გააუქმებინეს ქარხანა ლიპეცკში. თუმცა, მას არ გაუუქმებია, რუსებმა გაუუქმეს. გაგანია ომი იყო, ახალგაზრდა ბიჭები იღუპებოდნენ, ლიპეცკში კი ქარხანა მუშაობდა.

მოკლედ, ასეა თუ ისე, მიშას აქვს გარკვეული წრეების მხარდაჭერა. არის კიდევ ერთი საინტერესო ნიუანსი – ბრძანებულებაში, რომელიც სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას ეხება, არ არის მითითებული ის დოკუმენტები, რომლის საფუძველზეც მოქალაქეობა ჩამოართვა., ნომერი, პასპორტი და სხვა“, – აცხადებს მამუკა არეშიძე.

- ეს რას ნიშნავს?

- გარკვეული თამაშია. არ არის გამორიცხული, პეტრო პოროშენკო ამით გაფრთხილებას აძლევდა მიშას და მიშამ დაასწრო. ამ დოკუმენტით შემოირბინა მთელი ქვეყანა. პოროშენკო ამ გადაწყვეტილებით ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდა. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, პოლონეთი ევროკავშირში უკრაინის მთავარი საყრდენია, უკრაინის პრობლემების მთავარი გამხმოვანებელია. ამ დროს პოლონეთმა აბსოლუტურად უგულებელყო სააკაშვილის პოლონეთიდან ძალადობით შესვლის ფაქტი. მიხეილ სააკაშვილს უცებ აუვარდა რეიტინგი, ხალხმა ჩათვალა, რომ ჰეროიკულად შეიჭრა. მიშა ბოიკოსთან რომ არის კავშირში, ყოველ დღე ბოიკოსთან რომ რეკავს, იციან, მაგრამ ითვლება, რომ იმდენად გენიოსია, ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით თამაშობს. ბოიკო მედვედჩუკის კაცია, რომელიც პუტინის ახლო წრეში შედის. ასე რომ, სააკაშვილს აქვს გარკვეული საყრდენები არა მხოლოდ დასავლეთში. ვიღაცასთან მოლაპარაკებულია მოსკოვში. მიშამ ჩართო უამრავი ხალხი მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მაგრამ თავისი მდგომარეობის განმტკიცებისთვის ბრძოლა ჯერ წინ აქვს. მისი მეგობრები, ტიმოშენკო და სადოვი, თითქოს მასთან არიან, საბოლოო ჯამში, ერთმანეთს დაერევიან, თუმცა მიშას მიმართ უბრალო ხალხის მხარდაჭერა იზრდება.

მიშას ტვინი რომ ჰქონდეს, ვინმეს დაიყენებდა წინამძღოლ ვაცად, მაგრამ ამდენი ტვინი არ აქვს, არ შეუძლია. უნიჭიერესი კაცია, მაგრამ მას არ აქვს წესად, ასეთ სიტუაციაში ვინმე დაიყენოს „პარავოზად“.

- საქართველოში შეიძლება შემოვიდეს?

- აქ სად უნდა შემოვიდეს? აქ მას დახვდება ისეთი შემადგენლობა, რომელიც ყელს გამოღადრავს. ისინი დადგებიან, რომ მიშა საქართველოში არ შემოუშვან. მე ვეთანხმები ბატონ პეტრეს, თუ ვინმე არ დაიყენა გვერდით ვაცად, ცუდადაა სააკაშვილის საქმე. უკრაინის ხელისუფლებას რომ შეუქმნა სერიოზული პრობლემები, ფაქტია. სააკაშვილის უკან გარკვეული ძალები დგანან არა მხოლოდ დასავლეთში, არამედ მოსკოვშიც. ესეც ფაქტია.

- პოლონეთის ინტერესებს გამორიცხავთ?

- არ გამოვრიცხავ. მაშინვე გაჩნდა არაფორმალური პრეტენზია. პოლონელებს გაახსენდათ, რომ კათოლიკეები ცხოვრობენ უკრაინაში. უნგრელებს გაახსენდათ, რომ მათი თანამემამულეები ცხოვრობენ ნოვგოროდის მხარეში.

———-

ვახტანგ მაისაია, ექსპერტი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში:

- მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში პოლონეთის საზღვრიდან შესვლის შემდეგ მის მხარდასაჭერად დონბასის ძალები გამოჩნდნენ. პოროშენკომ, ელემენტარულად, თავი შეიკავა. მან სწორი გადაწყვეტილება მიიღო. პოროშენკომ გადადგა გარკვეული ნაბიჯები, რომ მიშა უკრაინაში შეეტყუებინა.

- შეგნებულად შეიყვანა?

- დიახ, ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინა, რომ სისხლი არ დაღვრილიყო. როგორც გამოჩნდა, სისხლი არ დაიღვარა. პოროშენკო გამოვიდა სახელმწიფოს ინტერესების დამცველად. სამაგიეროდ, სააკაშვილს ახლა შეექმნა პრობლემა. ის არის პოროშენკოს მძევალი. ის ჯარიმა, რომელიც მას დააკისრეს, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას არ გულისხმობს. ნებისმიერ დროს პოროშენკოს შეუძლია, სააკაშვილი უკრაინიდან პანღურით გააგდოს. მას აღნიშნული სამართლებრივი საფუძველი გააჩნია. პოროშენკოს უნდოდა, სააკაშვილის მეშვეობით გაერკვია ძალთა თანაფარდობა. სანამ სააკაშვილის გარღვევა არ მოხდა, პოროშენკოსთვის გაურკვეველი იყო, რა თამაშს თამაშობდნენ იულია ტიმოშენკო და სხვები. ბოლოდროინდელი პროცესებით პოროშენკომ გამოავლინა იმ ძალთა ბალანსი, რომელიც დღეს უკრაინაში არსებობს. პოროშენკომ, ფაქტობრივად, დაადანაშაულა სააკაშვილი, მისი მომხრეები დააპატიმრა. სააკაშვილს მახე დაუგეს. ის საკუთარ მებრძოლებს ვერ იცავს. პოროშენკომ მას აქტიური ძალა ჩამოაცილა. უკრაინის სპეცსამსახურები კარგად მუშაობს. სააკაშვილის გარკვეულ პერიოდში აწეული რეიტინგი ახლა ისევ დაეცა. მისი რეიტინგი ისევ 2%-მდე დავიდა. მიხეილ სააკაშვილი კიევზე მარშით რომ არ წავიდა, ეს იყო მისი შეცდომა. პოროშენკომ საკმაოდ კარგად გაანეიტრალა და უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის პრობლემა ნამდვილად არ არსებობს. სააკაშვილი არ მართავს სიტუაციას. სააკაშვილს მართავენ სხვები.

გეოპოლიტიკური სიტუაცია ასეთია: ამერიკელების მხარდაჭერა სააკაშვილს არ გააჩნია. როდესაც უგულავამ სააკაშვილს პოლიტიკური ჯართი უწოდა, ბუნებრივია, სანქცირებული იყო შესაბამისი პატრონების მიერ. ტრამპის ინტერესი შეცვლილია. ამერიკის დახმარება სიმბოლურია. ტრამპმა უარი განაცხადა უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე. ტრამპმა ბევრად შეამცირა ის თანხა, რომელიც მარშალის გეგმით უკრაინისთვის იყო გათვალისწინებული. ამერიკას აქვს შიდა პრობლემები და არა სცალია გარე პრობლემებისთვის. ამიტომ იყო, როცა სააკაშვილს ჩამოართვეს უკრაინის მოქალაქეობა, წამოვიდა ამერიკიდან. ის სულ სხვა პასპორტით მოძრაობდა. სხვა საკითხია, პოლონეთში როგორ გაატარეს. სააკაშვილმა უკრაინას ფრონტი გაუხსნა პოლონეთისა და უნგრეთის მიმართულებით. მაშინ დაიძაბა უნგრეთ-პოლონეთის ურთიერთობა. უნგრეთმა ულტიმატუმი წაუყენა უკრაინას და შეუწყვიტა გაზის რეექსპორტი. ამიტომ პოროშენკომ საკმაოდ სერიოზული ნაბიჯები გადადგა უნგრეთის წინააღმდეგ. უკრაინის დასავლეთ ფრონტის გახსნა დასავლეთის თამაში რომ არ იყო, ჩანს. პოროშენკოზე ფსონს ისინი არ შეცვლიან. პოროშენკო არის მძიმეწონოსანი, სააკაშვილი არის არარაობა.

- სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირება უნდა მოხდეს?

- საქართველოში სააკაშვილმა იმდენი სისხლიანი დანაშაული ჩაიდინა, რომ მისი შერჩენა გამორიცხულია. მიშას უნდოდა, ლვოვის ვარიანტი სარფში მოეხდინა 2015-ში, მაგრამ მიხვდა, რომ აქ არ გაუვიდოდა.

საქართველო და მსოფლიო“, 27 სექტემბერი, 2017 წელი

ინტერვიუ ნიკოლოზ მჟავანაძესთან: „მიზანი იყო, ტახტზე აეყვანათ ან ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი, ან ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტი პეტრე // ლიბერალები ორივე მიტროპოლიტისგან ელოდებიან, რომ ტახტზე ასვლის შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილს უკან დააბრუნებენ

ეკა ნასყიდაშვილი

პატრიარქის მკვლელობის მცდელობაში ეჭვმიტანილი დეკანოზი გიორგი მამალაძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას შორენა თეთრუაშვილის განზრახ მკვლელობის მომზადებისა და იარაღის უკანონო შენახვა-ტარებისთვის ცხრაწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. თავდაპირველად გიორგი მამალაძეს ბრალდება წარდგენილი ჰქონდა სისხლის სამართლის კოდექსის 18,109-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მომზადება ანგარებით) და 236-ე მუხლის მეორე ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა). თბილისის საქალაქო სასამართლომ გადააკვალიფიცირა გიორგი მამალაძისთვის წარდგენილი ბრალდება და იგი დამნაშავედ ცნო განზრახ მკვლელობის მომზადებაში, სსკ-ის 18,108-ე მუხლით.

დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. ინფორმაცია ამის თაობაზე პროკურატურამ 13 თებერვალს გაავრცელა. მას პატრიარქის მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადება ედება ბრალად. შორენა თეთრუაშვილი, ილია მეორესთან ერთად, აღნიშნულ პერიოდში ბერლინში იმყოფებოდა, სადაც პატრიარქი მკურნალობდა.

დამნაშავე დასჯილია და თითქოს კითხვის ნიშნებიც არარ არსებობს, მაგრამ საზოგადოებისთვის საეჭვო რჩება ის გარემოება, რომ მთელ ამ სკანდალურ და ხმაურიან საქმეში მხოლოდ ერთი დეკანოზია დამნაშავე და დასჯილი, რომ მხოლოდ ერთმა კაცმა დაგეგმა დანაშაული და შესრულებაც გადაწყვიტა… ვინ არის რეალურად პატრიარქისა და საპატრიარქოს წინააღმდეგი? ამ საკითხზე ადამიანის უფლებათა დამცველი ნიკოლოზ მჟავანაძე გვესაუბრება.

- დეკანოზ გიორგი მამალაძეს 9 წლით აღუკვეთეს თავისუფლება, თუმცა საქმე კვლავ ძიებაშიანუთუ მარტო მოქმედებდა დეკანოზი?

- ხელისუფლებაში მიხეილ სააკაშვილის გუნდი რომ იყოს, მამალაძეს წამებით აღიარებინებდნენ ყველაფერს, მაგრამ ის რეჟიმი აღარ არის და დეკანოზიც მალავს მთავარ ინფორმაციას, როგორც ჩანს, ჰპირდებიან, რომ ციხიდან გამოიყვანენ, პრეზიდენტი შეიწყალებს ან რამე მსგავსი მოხდება. ფაქტია, მკვლელობის დამკვეთები გარეთ არიან… გიორგი მამალაძე, ალბათ, მალე მიხვდება, რომ მოატყუეს და ალაპარაკდება – იტყვის, რა და როგორ იყო. გამოძიებამაც უნდა დააჩქაროს პროცესი. მათი ვალია, დროულად გამოააშკარავონ დამკვეთები.

როდესაც ეს ამბავი მოხდა, მაშინვე ვამბობდი, რომ ნაციონალების კვალი და ხელწერა იკვეთებოდა. პატრიარქის წინააღმდეგ რაც ხდება, ყველაფერი მიხეილ სააკაშვილის დაკვეთაა. გახსოვთ, ალბათ, როდესაც ის ხელისუფლებაში მოვიდა, საჩუქრად გადასცა ეკლესიას “პრადოები” და ჯიპები… ამით სურდა, ჯიბეში ჩაესვა ეკლესია, მაგრამ ასე არ მოხდა. მეტიც, 2012 წელს საპატრიარქომ მხარი არ დაუჭირა მიხეილ სააკაშვილს, რაც მან და მისმა მხარდამჭერებმა არ აპატიეს პატრიარქს. თუ ჩემი არ გჯერათ, გადახედეთ, ვინ უჭერს მხარს დეკანოზ მამალაძეს – “რუსთავი 2”, “ნაცმოძრაობა” და მისი განშტოებები, მყრალი დედაკაცი ელისო კილაძე, ვითომ ექსპერტები და ა.შ. მათ სურთ, წამებულის მანტია მოარგონ მამალაძეს და უტევენ ეკლესიას.

გიორგი მამალაძის ადვოკატები არიან მეუფე დიმიტრისა და სოსო ოხანაშვილის ადვოკატები, რომლებიც ცდილობენ, ბრალდებულმა სიმართლე არ ილაპარაკოს, რადგან, თუ ის ხმას ამოიღებს, საპროცესო შეთანხმებით გათავისუფლდება. გამოძიება გრძელდება, მაგრამ აქამდე ვერ დაადგინეს ბევრი რამ და ამიტომ დამნაშავე არ უნდა მისცენ პასუხისგებაში? მამალაძეს კონკრეტული დანაშაულისთვის გამოუტანეს 9-წლიანი სასჯელი, მაგრამ გამოძიება სხვა მიმართულებითაც მიმდინარეობს. რაც ხელთ ჰქონდათ, იმ ფაქტებით დააპატიმრეს მამალაძე. ასე რომ არ ყოფილიყო და ვიღაცები ვერსიების საფუძველზე დაეჭირათ, წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა. მამალაძის დაჭერაზე რა ამბავი ატეხეს და რას იზამდნენ, ეპისკოპოსები რომ დაეპატიმრებინათ?!

ამ ხელისუფლებას ისედაც აკლია გაბედულება, მაგრამ რომც ჰქონოდა, მეუფე დიმიტრის მაინც ვერ დაიჭერდნენ უხმაუროდ. ყველამ იცის, რომ ის ერთ-ერთი დამნაშავეა, თავის რაიონში ჩასვლაც აუკრძალეს, ხევში არ უშვებენ, მაგრამ სამხილების გარეშე ხელს ვერ დაადებ. ყველამ ვიცით, რომ ზურაბ ჟვანია სააკაშვილმა მოკლა, მაგრამ ხომ ვერ დადეს მტკიცებულება? ასე რომ, მტკიცებულებები აუცილებელია, განსაკუთრებით მაშინ, როცა საკითხი საპატრიარქოს ეხება, თუმცა დუმილს ყოველთვის ვერ შეძლებენ და საქმე გაიხსნება.

- რა იყო მიზანი, რა სურდათ, თუკი პატრიარქის სიცოცხლის ხელყოფას მოახერხებდნენ?

- ზემოჩამოთვლილი ადამიანების მიზანი იყო, ტახტზე აეყვანათ ან ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი, ან ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტი პეტრე. ლიბერალები ორივე მიტროპოლიტისგან ელოდებიან, რომ ტახტზე ასვლის შემთხვევაში, სააკაშვილს უკან დააბრუნებენ, რადგან არსებული ხელისუფლება ცუდია. ეს ასე იგეგმებოდა, მაგრამ პატრიარქი გადარჩა და ახლა ცდილობენ, გული გაუხეთქონ მას, თუმცა, როგორც ჩანს, ის ძლიერი ადამიანია, რადგან იმ სიბინძურეს, რომელიც ეკლესიისა და საპატრიარქოს წინააღმდეგ აგორდა, ძნელად თუ გადაიტანდა კაცი.

იმთავითვე ყველამ იცოდა, რომ უწმინდესის დაცვის უფროსი სოსო ოხანაშვილი ნაცების ჩანერგილი იყო. ის ამ ადგილას ბაჩო ახალაიას თანაშემწის თანამდებობიდან გადაიყვანეს, რასაც ახლა თავდაცვის სამინისტროც ადასტურებს. სოსო ოხანაშვილი 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევის აქტიური მონაწილე იყო და ეს ყველამ იცოდა.

ეკლესიასთან ახლოს ვარ და ვიცი, როგორ იზოლაციაში ჰყავდა მოქცეული სოსო ოხანაშვილს პატრიარქი – ოპოზიციის ლიდერები ვერ ახერხებდნენ კომუნიკაციას ილია მეორესთან. არსებობს უამრავი ვერსია იმისა, როგორ ცდილობდნენ დროდადრო უწმინდესის მკვლელობას. იყო შემთხვევები, როდესაც ის ცუდად გახდა, სასწრაფო დახმარების მანქანა არ გამოიძახეს. მოკლედ, ყველანაირად ცდილობდნენ, პატრიარქი მოეკლათ. ამის დასტური იყო ისიც, რაც თვითონ ოხანაშვილმა განაცხადა, რომ სურდათ, სამედიცინო პუნქტი გაეკეთებინათ. საინტერესოა, რისთვის სჭირდებოდათ სამედიცინო პუნქტი, რა, პატრიარქი უღრან ტყეში ან უდაბნოში ცხოვრობდა?! ბევრი ინფორმაცია მაქვს, მაგრამ ფაქტებით არ არის გაჯერებული და ამიტომ ვერ ვლაპარაკობ. ის ადამიანები, რომლებმაც ყველაფერი იციან, ალბათ, მალე ალაპარაკდებიან.

- რატომ იყვნენ ასეთი გავეშებულები? პატრიარქმა ანდერძი დაწერა და იცოდნენ, ვინ იქნებოდა მისი თანამესაყდრე?

- პატრიარქი სიკვდილს არ აპირებდა, ამიტომ ანდერძს არ დაწერდა, მაგრამ, ალბათ, ტახტის მსურველებმა იციან, რომ თანამესაყდრეები ვერ იქნებიან. არადა, ცდუნება დიდია. მეუფე დიმიტრისაც უნდა პატრიარქის ტახტი და პეტრესაც. ის, რომ სოსო ოხანაშვილი დიმიტრის სიძეა, ხოლო გიორგი მამალაძე – მისი კადრი, ეჭვის საბაბს იძლევა, რომ დიმიტრიმ იცოდა მათი განზრახვის თაობაზე. სოსო ოხანაშვილი მხოლოდ იმიტომ არის ჩამოსათრევი და ყურებით დასაკიდებელი, პატრიარქზე რომ თქვა: ტერორისტებს მფარველობდაო. იცით, ვის გულისხმობდა? – ლაზებს, რომლებიც საქართველოს იცავენ. ნაძირალაა სოსო ოხანაშვილი და ახლა ყველაფერს იკადრებს, რადგან იცის, ეს ამბავი არ შერჩება და დაიჭერენ. თავს იცავს პატრიარქის დისკრედიტაციის ხარჯზე, მაგრამ არაფერი გამოუვა. ის ამ საქციელით აღიარებს და ადასტურებს, რომ მართლაც ჩანერგილი იყო ეკლესიაში და არა მხოლოდ ეგ. მაქვს ინფორმაცია, რომ ოხანაშვილინაირი კიდევ უამრავი პირია ჩანერგილი, მათ შორის, სასულიერო პირები. 40 ეპისკოპოსიდან ბევრი გამყიდველია. მათგან ზოგი ჩუმად არის და მხოლოდ დიმიტრი აქტიურობს, მხოლოდ ის იბრძვის ღიად, რათა საპატრიარქო “ნაცმოძაობის” სააგიტაციო შტაბად გადაიქცეს.

ბევრი ამბობს, პოლიტიკა ეკლესიაშიც შევიდა და იქ დაპირისპირებააო, მაგრამ ასე არ არის. უბრალოდ, იქ ფაშისტმა ნაციონალებმა ადამიანები ჩანერგეს. მათ სურდათ, მოესპოთ ჩვენთვის ყველაზე წმინდა რამ – სარწმუნოება.

- ბევრს ხომ არ ვსაუბრობთ ნაციონალებზე? ისინი ხელისუფლებაში აღარ არიან. არ ფიქრობთ, რომ შესაძლოა, ამ ხელისუფლებაშიც ვიღაცას აღიზიანებდეს პატრიარქის რეიტინგი? საზოგადოებას ახსოვს ჭაბუა ამირეჯიბის ორმოცზე სუფრასთან ბიძინა ივანიშვილმა ილია მეორეზე თქვა: ისიც ჩვეულებრივი მოკვდავიაოარც ივანიშვილს მოსწონს, როდესაც ვინმე მასზე წინ დგას

- ამ ხელისუფლებაში ყინწვისის ანგელოზები რომ არ არიან, ბევრჯერ გვილაპარაკია. ბევრია სოროსის კადრი და მოღალატე, მაგრამ მეეჭვება, ბიძინა ივანიშვილს ილია მეორის წინააღმდეგ მოქმედების სურვილი ჰქონდეს. ვითომ თეოლოგები ათას სულელურ ჭორს ავრცელებენ. მაგალითად, ამას წინათ თქვეს, ილია მეორემ ბიძინა ივანიშვილს სთხოვა მიშა დავაბრუნოთო… ნაცების მიზანია ერთი და იმავე სქესის მქონე პირებს შორის ქორწინების დაკანონება და პროსტიტუციის ლეგალიზება. ამას ეკლესია მხარს არ დაუჭერს და, თუ შეძლებენ ამ ინსტიტუტის დაკნინებას, მაშინ ყველასთვის სულერთი იქნება, ეკლესია რაიმეს მხარს დაუჭერს თუ არა. აი ამისთვის სჭირდებათ დიმიტრისა და პეტრეს, ოხანაშვილთან ერთად, პატრიარქისა და საპატრიარქოსთვის ჩირქის მოცხება.

- კენჭისყრისას ერთხელ ჩავარდნილი ანტიდისკრიმინაციული კანონი საქართველოს პარლამენტმა ბიძინა ივანიშვილის ბრძანებით დაამტკიცა. ამ კანონის მიღების წინააღმდეგი იყო ეკლესია

- ეს ხელისუფლება იძულებულია, კოჭი გაუგოროს გარკვეულ ძალებს. ხედავთ, ალბათ, რა ხდება უკრაინაში. წინააღმდეგობას გაუწევ და იზოლაციაში მოხვდები, მერე კი სულ გაგაქრობენ… ვერ ხედავთ, ამერიკის პრეზიდენტი სულ სხვა ლოზუნგებით მოვიდა და სხვა რაღაცას აკეთებს. რომელ ივანიშვილზე და რომელ მთავრობაზე მელაპარაკებით?!

ერთხელ პატრიარქმა თქვა: გლობალიზმი წარმოიდგინეთ, როგორც დიდი ლოდი, რომელიც დაეშვა მთიდან და, თუ ლავირება ვერ მოასწარი, ყველა ვარიანტში დაგეჯახება. უნდა მოვიქცეთ ისე, რომ არ გავეჯახოს და არ მოვყვეთ ქვეშ!

Comments are closed