globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 28 დეკემბერი, 2014 წელი

Posted by Globalresearch on Dec 28th, 2014 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

„ახალი თაობა“: ირაკლი ღარიბაშვილის პრეს-კონფერენცია: „ნაციონალურ მოძრაობას ოპონენტებად არ აღვიქვამ“


„ახალი თაობა“: ვალერი ხაბურძანიას პრეს-კონფერენცია: „რუსეთს არც უნდა ვებრძოლოთ და არც ბაბაია უნდა დავუძახოთ!“

„რეზონანსი“: რუსეთი ახალ ემბარგოს გვიწესებს!

————————

„ახალი თაობა“, 27 დეკემბერი, 2014 წელი
ირაკლი ღარიბაშვილის პრეს-კონფერენცია: „ნაციონალურ მოძრაობას ოპონენტებად არ აღვიქვამ“
ნათია ხურცილავა
(შემოკლებით)
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2014 წლის შემაჯამებელი პრეს-კონფრენცია გამართა და ჟურნალისტთა შეკითხვებს პასუხი გასცა.
იყო თუ არა საქართველოს საგარეო პოლიტიკა წარმატებული? ირაკლი ღარიბაშვილი ფიქრობს, რომ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით გარკვეული ხარვეზები არსებობდა, თუმცა საერთო ჯამში ქართული დიპლომატია წარმატებული იყო:
„ნათქვამია, ზოგი ჭირი მარგებელიაო. საგარეო საქმეთა მინისტრის შეცვლამ საგარეო პოლიტიკის გააქტიურება გამოიწვია. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი საგარეო პოლიტიკა საერთო ჯამში წარმატებული იყო. ჩვენ მოვახერხეთ ასოცირების ხელშეკრულების გაფორმება ევროკავშირთან, რაც დიდი საერთო წარმატებაა. ამაში, რასაკვირველია, საგარეო საქმეთა სამინისტროს დამსახურებაცაა და ეს არ უნდა დავუკარგოთ. (…) ვიცი, რომ საზღვარგარეთ ჩვენს შესახებ ტყუილები ვრცელდება ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ, შეიძლება ვაღიაროთ, რომ უკრაინის მიმართულებით უფრო მეტი აქტიურობა იყო საჭირო, მაგრამ ამას გამოვასწორებთ“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
უკრაინასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვებზე (უკრაინის ხელისუფლებაში თანამდებობებზე ქართველების დანიშვნა, უკრაინისათვის დახმარების გაწევა და ა.შ.) ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მას არავითარი სურვილი არ აქვს შეხვდეს საქართველოს მთავრობის იმ ყოფილ წევრებს, რომლებიც დღეს უკრაინის მთავრობის ოფიციალურ წევრებად ითვლებიან.
რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის ვიზიტს უკრაინაში, ამაზე მუშაობა მიმდინარეობს, თუმცა როდის შედგება შეხვედრა, ჯერ-ჯერობით უცნობია.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, უკრაინისთვის საქართველოს დახმარება მხოლოდ ჰუმანიტარული დახმარებით გამოიხატება.
კითხვაზე, უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ქართველთა ბრძოლა არის თუ არა ქართული საქმე, პრემიერმა განაცხადა, რომ ქართული საქმე არის საქართველოში ქართველების მიერ და ქართული მთავრობის მიერ გაკეთებული საქმე: „ჩვენ ვემიჯნებით უკრაინაში ქართველების ბრძოლას. ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ უკრაინას მხოლოდ ჰუმანიტარულად დავეხმარებოდით და ასეც გავაკეთეთ… გავაგზავნეთ ნმედიკამენტები, სხვა საშუალებები. დანარჩენზე ვერაფერს გეტყვით. უკრაინელ ხალხს სოლიდარობას ვუცხადებთ. ჩვენთვის ძალიან მძიმეა ის, რაც უკრაინაში ხდება, მაგრამ ჩვენი სოლიდარობა და დახმარება მხოლოდ ჰუმანიტარულ დახმარებაში გამოიხატება.
პრემიერ-მინისტრმა კითხვა, „არის თუ არა ვლადიმერ პუტინი საქართველოს და რუსეთის საერთო მტერი“, პროვოკაციულად ჩათვალა და აღნიშნა, რომ ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მომზადებული {დაკვეთილი] კითხვა. „თქვენი შეკითხვა არის პროვოკაციული… ეს არის „ნაციონალური მოძრაობის მიერ მომზადებული კითხვა. ის, რომ მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდის წევრები მოუწოდებდნენ ქართველ ჯარუისკაცებს, რომ დათმონ საქართველოს მოქქალაქეობა და წავიდნენ უკრაინაში, რადგან იქ მაღალი ანაზღაურება ექნებათ, ეს არის პირდაპირი ღალატი და მოწოდება ღალატისაკენ“, – ხაზი გაუსვა პრემიერ-მინისტრმა.

„ახალი თაობა“, 27 დეკემბერი, 2014 წელი
ვალერი ხაბურძანიას პრეს-კონფერენცია: „რუსეთს არც უნდა ვებრძოლოთ და არც ბაბაია უნდა დავუძახოთ!“
(შემოკლებით)
სტატიაში, რომლის ავტორია ჟურნალისტი შორენა გონგლიძე, დაგმოცემულია საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრის ვალერი ხაბურძანიას მიერ გამართული პრეს-კონფერენციის ანგარიში. ყოფილმა მინისტრმა, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველო-უკრაინისა და საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზეც ისაუბრა.
საქართველო-უკრაინის ურთიერთობაზე საუბრისას უშიშროების უწყების ყოფილი ხელმძღვანელი შეეხო ქართველი მოქალაქეების მონაწილეობას უკრაინაში მიმდინარე სამხედრო მოქმედებებში:
„მიხეილ სააკაშვილის მოწოდებები, რომ ქართველებმა უკრაინის სამხედრო-პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობა მიიღონო, კანონდარღვევაა. ჩემი აზრით, საქართველოს მოქალაქეს არაფერი ესაქმება არც უკრაინაში, არც ავღანეთში და არც ცენტრალურ აფრიკაში. საქართველოს მოქალაქემ საქართველოს ტერიტორია უნდა დაიცვას. უკრაინის კონფლიქტი არის შიდასლავური კონფლიქტი, რომელსაც რუსეთ-დასავლეთის დაპირისპირება განაპირობებს. მე ვთვლი, რომ მტრის წინააღმდეგ საკუთარ ქვეყანაში უნდა იბრძოლო და ისეთ მტერს როგორიც რუსეთია, საერთოდ არ უნდა ებრძოლო“, – აღნიშნა ვალერი ხაბურძალიამ.
„პრორუსულობა არ ნიშნავს ნიშნავს რუსეთის ინტერესების გატარებას. თუ ეს ასეა, მაშინ პროამერიკული ძალები ქვეყანაში ამერიკის ინტერესებს ატარებენ? თუ კარგად გავიაზრებთ, ევროკავშირის რეალურად მხოლოდ ორი ქვეყანაა: აბა შევხედოთ – დაიცალა ლიტვა, ლატვია, ესტონეთი (მათი მოქალაქეები სამუშაოდ გერმანიასა და საფრანგეთში მიდიან]. გარდა ამისა, ამ სახელმწიფოებს უკვე ჰყავთ კონკურენტი პოლონეთის სახით. არც რუმინეთშია კარგი მდგომარეობა. პრორუსულობა ნიშნავს საქართველოს იმ ინტერესების წინ წამოწევვას, რომელი ინტერესებიც რუსეთისას ემთხვევა და ამით შესაძლებელია ქვეყნისთვის სასარგებლო საქმის კეთება“, – აცხადებს ვალერი ხაბურძანია.
ყოფილი მინისტრის აზრით, დღევანდელი ხელისუფლება არაფერს აკეტებს რუსეთთან ურთიერთობის აღდგენისათვის.
„ვლადიმერ პუტინმა გააკეთა განცხადება, რომ მზად არის შეხვდეს საქართველოს ხელისუფლებას. ადრე საუბარი იყო პრეზიდენტზე, მაგრამ ახლა სცენაზე პრემიერ-მინისტრიც შემოვიდა და მე ვთვლი, რომ სწორედ ის უნდა წავიდეს მოლაპარაკებაზე. კარგად უნდა გავიაზრით, რომ ადამიანების ბედით არ უნდა ითამაშო. თუ შეხვედრა შესაძლებელია, უნდა დავთანხმდეთ და ვიმსჯელოთ დეოკუპაციაზე. მე ძალიან ცუდად მენიშნა აფხაზების განცხადება ენგურჰესთან დაკავშირებით. თუ ეს პროექტი შეწყდება, იზარალებს მხოლოდ საქართველო…
ვალერი ხაბურძანიას თქმით, ქართულ ლობს აფხაზურმა ლობმა აჯობა, რადგან ქართული ლობი [რუსეთში] საკმაოდ დაქსაქსულია და ერთამენთს ეჯიბრებიან. მან კომენტარი გაუკეთა ევრაზიული ეჯკონომიკური კავშირის შექმნას და მასტან საქართველოს დამოკიდებულებას. „დღეს საქართველოში მოსახლეობის დაახლოებით 30% მხარს დაუჭერს ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში ინტეგრაციას“, – აღნიშნა ვალერი ხაბურძანიამ.

„რეზონანსი“, 26 დეკემბერი, 2014 წელი
რუსეთი ახალ ემბარგოს გვიწესებს!
(შემოკლებით)
2015 წლის პირველი იანვრიდან რუსეთის ფედერაციაში სხვადასხვა ქვეყნიდან პროდუქტის შეტანის წესებში ცვლილებები შევა, რომლის ძირითად კარანტინს დაექვემდებარება ხილი, ბოსტნეული (როგორც ნედლი, ისე გამხმარი ან ჩირის სახით), მწვანილი, სუნელები, თხილი, ჩაი და სხვა მსგავსი პროდუქცია, ყვავილებიც კი. ჩამოთვლილი სახეობების შეტანა ევროკავშირისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის რამდენიმე ქვეყნიდან აიკრძალება, მათ შორის, საქართველოდან, უკრაინიდან, მოლდოვადან, აზერბაიჯანიდან, უზბეკეთიდან და ტაჯიკეთიდან – უცნობია“, – ნათქვამი პუბლიკაციაში (ავტორი – ელზა წიკლაური).
რუსული მედიის ინფორმაციით, აღნიშნულ აკრძალვაზე მიღებულ გადაწყვეტილებას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი ჯერ კიდევ ზაფხულში მოაწერა. ცნობილია ისიც, რომ ახალი რეგულაცია არ გავრცელდება ევრაზიული საბაჟო კავშირის ქვეყნებზე – სომხეთზე, ყაზახეთზე და ბელორუსზე. სამივე ქვეყნიდან რუსეთში პროდუქციის ექსპორტი დაბრკოლების გარეშე განხორციელდება.
2014 წლის დეკემბერში შემაჯამებელ პრეს-კონფერენციაზე ვლადიმერ პუტინის თითქოსდა დამაიდემებელი განცხადების შემდეგ, რომელშიც ქართული პროდუქციის რუსულ ბაზარზე იმპორტიც იყო ნახსენები, მოსკოვის მხრიდან თბილისისთვის მორიგი ემბარგოს დაწესება რთული წარმოსადგენი იყო. ფაქტია, რომ ეს მოხდა და თანაც აკრძალვა უახლოეს დღეებში შევა ძალაში. ქართული ხილ-ბოსტნეულის რუსეთში ექსპორტის შეჩერებაზე ოფიციალური თბილისის პოზიცია ჯერჯერობით უცნობია. ”რეზონანსმა”, დიდი მცდელობის მიუხედავად, ვერ მოახერხა კომენტარის მოპოვება. ექსპერტები კი თვლიან, რომ მოსკოვის მხრიდან ასეთი გადაწყვეტილების მიღება მოულოდნელი არ იყო.
”რუსეთი არღვევდა, არღვევს და მომავალშიც დაარღვევს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის სავაჭრო წესებს. რუსეთს ყოველთვის აქვს და ექნება ასეთი გადაწყვეტილების კონტრარგუმენტი, რომელსაც სანიტარული სამსახურის მეშვეობით გაავრცელებს. გახმაურებული სანქციების გამო რუსეთს თვითონ აქვს პრეტენზია და ამბობს, რომ მსო -ს პირობებს ევროპა არღვევს. ამ სანქციებიდან გამომდინარე კი, მოსკოვი ცდილობს, შიდა ბაზრის სტიმულირება მოახდინოს. პოლიტიკურ კომპონენტს რომ თავი დავანებოთ, ალბათ ამ ისტორიასთან გვაქვს საქმე. გარდა ამისა, მოსკოვი გარკვეულ იმედს ამყარებს საბაჟო კავშირზეც. ის ცდილობს, ამ კავშირის სიკეთე წევრ ქვეყნებს აგრძნობინოს და მიანიშნოს იმაზე, რომ სხვებთან შედარებით რუსეთის ბაზრის ათვისებაში მათ უპირატეს პირობებში აყენებს”, – განაცხადა ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში გია ხუხაშვილმა.
რაც შეეხება საქართველოს, ხუხაშვილის თქმით, მართალია, ეს აკრძალვა მტკივნეული იქნება, თუმცა საკითხის დრამატიზება არ ღირს. ”ეს პრობლემური საკითხია საქართველოსთვის, მაგრამ რუსეთის ბაზარი ჩაკეტილი იყო ცოტა ხნის წინათ და რაღაცნაირად გადავიტანეთ”, – დასძინა ხუხაშვილმა.
კიდევ ერთი ექსპერტის, დემურ გიორხელიძის თქმით, რუსეთი ახალი აკრძალვით ცალმხრივად არღვევს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ნორმებს და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობასაც არასტაბილურს ხდის.
”ამ ახალ გადაწყვეტილებაში საინტერესოა, რაზეა აქცენტი გაკეთებული. ფაქტია, რომ საქართველოსთვის ბაზარი იხურება, თუმცა ამას ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა უკვე აღარ აქვს. რუსეთის ბაზარი მთლიანადაც რომ დაიხუროს, ამ ქვეყანასთან არ არის ვაჭრობა იმდენად დიდი (მთლიანი ექსპორტის 9%-ია), რომ საქართველოს ეკონომიკას სერიოზული პრობლემა შეუქმნას. ჩვენს ეკონომიკას ისედაც ცუდად აქვს საქმე და საჭიროა სხვა ღონისძიებების გატარება და არა რუსეთზე მისი ჩამოკიდება”, – დასძინა გიორხელიძემ.

Comments are closed