globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 29 ივნისი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Jun 29th, 2015 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

„კვირის ქრონიკა“: ინტერვიუ მამუკა არეშიძესთან: „თუ ბიძინა ივანიშვილის ხათრით პრეზიდენტად გიორგი მარგველაშვილი ავირჩიეთ, ქალაქის მერად – დავით ნარმანია, აშშ-სთან მეგობრობის ხათრით ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება რაღა პრობლემაა?

„ახალი თაობა“: ინტერვიუ მამუკა არეშიძესთან: „მოსკოვიდან ვაშინგტონამდე ისლამისტებზე ყველა ფულს აკეთებს“

„კვირის პალიტრა“: ინტერვიუ ბადრი ნაჭყებიასთან: „საქართველოში ტერორისტთა ლიტერატურა უკვე შემოდის, შემდეგი უკვე იარაღი იქნება!”

რეზონანსი: ანტირუსული ისტერია სოხუმის “პარლამენტში”

———————-

„კვირის ქრონიკა“, 29 ივნისი, 2015 წელი

ინტერვიუ მამუკა არეშიძესთან: „თუ ბიძინა ივანიშვილის ხათრით პრეზიდენტად გიორგი მარგველაშვილი ავირჩიეთ, ქალაქის მერად - დავით ნარმანია, აშშ-სთან მეგობრობის ხათრით ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება რაღა პრობლემაა?

ნინო სამხარაძე

(შემოკლებით)

26 ივნისს ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ ერთსქესიანთა ქორწინებები ამერიკის კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგება და კანონიერად ცნო. (…) რა თქმა უნდა, ეს უკვე ძალიან უხეში გზავნილია ძირძველი ტრადიციების მატარებელი ქვეყნებისთვის, განსაკუთრებულად კი ამან შეშფოთება გამოიწვია საქართველოში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას ეხმაურება. საკვირაო ქადაგებისას მან აღნიშნა, რომ ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება, ეს არის დიდი შეცდომა, ადამიანები და სახელმწიფოები ზოგჯერ უკანონობას აკანონებენ. პატრიარქმა ქართველ ხალხს მოუწოდა, გაარჩიოს, სად არის კეთილი და სად – ბოროტი და რა არის მისაღები და რა – მიუღებელი.

(…)

მაშ ასე, რას ემსახურება ამერიკელების ეს გზავნილი, რას ჩამოიტანს სექტემბერში ამერიკის ახალი ელჩი და რა პოლიტიკურ კონფიგურაციას მივიღებთ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში? ამ და სხვა მნიშვნელოვან კითხვებზე „კვირის ქრონიკას“ მამუკა არეშიძე პასუხობს:

- 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების უსისხლოდ დასრულება დიდწილად ამერიკელების მოთხოვნამ განაპირობა, რომ სააკაშვილს უსისხლოდ გადაებარებინა ხელისუფლება. ამერიკის ელჩი რიჩარდ ნორლანდი სწორედ ამ მისიით იყო ჩამოსული. ჩვენ გვახსოვს, როცა მას დიმიტრი შაშკინმა შეატყობინა ირაკლი ალასანიაზე მოსალოდნელი თავდასხმა და რიჩარდ ნორლანდი ალასანიასთან ზუგდიდში ჩავიდა, რითაც მას მოსალოდნელი თავდასხმა აარიდა. თუმცა ამბობენ, რომ იგი ზედმეტად დაუახლოვდა ბიძინა ივანიშვილს. თქვენი აზრით, ახალი ელჩი, იან კელი რა გზავნილებით ჩამოვა საქართველოში?

ამერიკის შეერთებული შტატები განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს იმას, რომ საქართველომ თავისი პოზიციები ამერიკასთან არ შეცვალოს, ჩავთვალოთ, რომ ახალი ელჩის სტრატეგიული ამოცანა იქნება ამ მდგომარეობის შენარჩუნება და გაღრმავება, მაგრამ არსებობს ტაქტიკური თემებიც, კერძოდ, ვინ იქნება ამერიკის ადმინისტრაციის ინტერესის სფერო, რომელი პოლიტიკური გუნდი და პოლიტიკური პერსონა.

ვის დაუჭერს მხარს აშშ-ს დღევანდელი ადმინისტრაცია. ის ადმინისტრაცია, რომელიც ამერიკის არჩევნების შემდეგ მოვა. კონკრეტულად ვის დაუჭერენ მხარს ამერიკელები, ამის თქმა რთულია, მაგრამ, თუ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის დასკვნების მიხედვით ვიმსჯელებთ, რომელიც მათ გამოაქვეყნეს, აქედან ჩანს, რომ გარკვეული გამაფრთხილებელი სიგნალი დღევანდელი ხელისუფლებისთვის ნამდვილად არის, ყურადღება მივაქციოთ, როგორ კეთდება ასეთი დასკვნები. ბუნებრივია, ამერიკას არ აქვს საშუალება, ყველა ქვეყანაში ჩავიდეს და თავის პარტნიორ მოკავშირე ქვეყნებში თავად შეაგროვოს ინფორმაციები. როგორც წესი, ასეთი ტიპის ინფორმაციები მიიღება ადგილებიდან, სახალხო დამცველის აპარატიდან, პოლიტიკური სპექტრიდან, არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, მაგალითად, როგორიც არის „ჰუმან რაიტს ვოტჩი“. ამის საფუძველზე ამერიკის საელჩო რაპორტს ამზადებს და იწერება დასკვნა. რასაკვირველია, რაპორტების უმრავლესობა ობიექტური ვერ იქნება, ეს არის სუბიექტური, თუნდაც იმი ომ, რომ ოპოზიციური პარტია ცდილობს, თავისი სამრეკლოდან დაინახოს მოვლენები.

(…)

- ხელისუფლებას აქვს ტერორიზმის საფრთხე, ჩვენ სამეზობლოში ვხედავთ, როგორ იზრდება საფრთხე ყოველდღიურად. ფიქრობთ თუ არა, რომ ამ კრიზისის გეგმა არსებობს?

- საფრთხე არის სერიოზული და სტაბილური, ეს არ ნიშნავს, რომ საფრთხე ამწუთიერია. რასაკვირველია, ვიღაც შეიძლება შეშფოთდეს, რომ 25 ივლისს ისლამურმა სახელმწიფომ ერთმანეთისგან დაშორებულ სამ ქვეყანაში იერიში მიიტანა სხვადასხვა ობიექტზე – საფრანგეთში, ტუნისსა და ქუვეითში 90-მდე ადამიანი მოკვდა ერთ დღეში. ასევე, შეიძლება მოხდეს კავკასიაში, მაგრამ ვიმეორებ, რომ საქართველოს ჯერ კიდევ აქვს დრო. აქედან გამომდინარე, სასწრაფოდ უნდა დაიწყოს პრევენციული ზომების გატარება. თქვენ ნახეთ, პანკისის ხეობაში დააპატიმრეს ადამიანი, რომელსაც ბრალი ედება მოხალისეების გაყვანაში სირიასა და ერაყში, ეს არის ზღვაში წვეთი, საჭიროა კომპლექსური მიდგომა, სპეციალისტების ჩართვა, სხვათა შორის, ესეც კრიზისების მართვის სამსახურის თემაა, დღეს იმდენად დიდი გამოწვევები და რისკები აქვს ქვეყანას, რომ 40-კაციანი კრიზისების საბჭო ამას როგორ აუვა, ვერ წარმომიდგენია. გამოწვევები არის სერიოზული, ბუნებრივი კატასტროფებით, დამთავრებული ტერორიზმითა და რადიკალური ისლამური სახელმწიფოს გამოწვევებით.

„ახალი თაობა“, 29 ივნისი, 2015 წელი

ინტერვიუ მამუკა არეშიძესთან: „მოსკოვიდან ვაშინგტონამდე ისლამისტებზე ყველა ფულს აკეთებს“

ნონა ცაბაძე

(შემოკლებით)

„ისლამური სახელმწიფოსაგან“ მომდინარე საფრთხეებს „ ახალ თაობასთან“ საუბარში ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე აფასებს.

- დღეს აქტიუარად საუბრობენ იმაზე, რომ ისლამური საფრთხზე სულ უფრო გვიახლოვდება. მართლაც ასეა?

- შესაძლოა, ეს არ არის მყისიერი საფრთხე და დღეს ტერქატი არ მოხდება, ან ხავლ – რომელიმე ობიექტზე თავდასხმა, თუმცა საფრთხე არსებობს. ის ზალები, რომლებთაც ვაჰაბიტებს ეძახიან ზალიან გაძლიერდნენ და უდრო მეტი რეგიონი ჩაითრიეს, ვიდრე ეს იყო 10-15 წლის წინ. ისინი მეტ ძალასა და გავლენას იკრებენ ჩვენს საზღვრებთან ახლოს ტერიტორიებზე. თუ ამას წავუყრუებთ, ერთ მშვენიერ დრეს ცუდ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით. მომზადებაა საჭირო ამისათვის, რაც შეიძლება ხვალ მოხდეს. აი, ესაა მთავარი. საზოგადოებაც და ხელისუფლებაც მზად უნდა იყოს რისკებისა და საფრთხეები ლიკვიდაციისათვის. ერთხელ უკვე დავუშვით შეცდომა, როცა ქვეყანა ლოზუნგებსა და ფსევდოპატრიოტულ თემებს გადავაყოლეთ, დავკარგეთ ტერიტორიების 20%… დღეს პოლიტიკური ისლამის თემასთან დაკავშირებით ყველა პროფესორი გახდა და ისეთი გულარხეეინი დამოკიდებულებაა, რომ ნამდვილად არაა მოსაწონი.

- რეალურ საფრთხედ არ აღიქვამენ?

- არ აღიქვამენ და ეს არის ქართული ხასიათი. არც რუსეტს აღიქვამდნენ საფრთხედ, იძახდნენ – 200 წელი ერთად ვიყავით, რუსეთმა ჩვენ რა უნდა გვიქნასო… რაც გვიქნა და რითაც დამთავრდა ყველაფერი, ყველამ ვნახეთ. საერთოდ, ჩვენი ხელისუფლების პასიურ ქცევაზე საზოგადოება მწვავე რეაგირებას არ აკეთებს. გაცვივბდებიან, ჩაატარებენ სადღაც აქციას და ამით მთავრდება.

მსოფლიოში არიან ადამიანები და ქვეყნები, რომლებიც მართლაც შეშფოთებას გამოხატავენ ისლამური საფრთხის გამო, ზოგი კი ამ კონფლიქტზე ფულს აკეთებს და თავისი ინტერესების გატარებას ცდილობს. მაგალიტად თურქეთი, რომელიც ერთი მხრივ, ვითომ ებრძვის ამ ხალიფატს, მეორე მხრივ კი ცდილობს, რომ  მაინცამაინც ძლიერი წინააღმდეგობა არ გაუწიოს. ასევე მოქმედებს ამერიკის შეერთებული შტატები. ერთადერთი სახელმწიფო, რომელიც ცდილობს „ისლამური ხალიფატის“ წინააღმდეგ მეტი გააკეთოს, არის ირანი. სპარსეთი ყურის არაბული ქვეყნებთაგან ზოგი ისლამისტებს აფინასებს, ზოგი კი ანტიისლამურ კოალიციაშია და მათ ბომბავს. მოკლედ, ფულს აკეთებენ, ვაჭრობა მისის ნავთობზე, ბენზინზე…

- რა მდგომარეობაა ჩვენთან, ისევ ხდება მებრძოლების გადინება სირიაში?

- ხდება, როგორ არ ხდება, თუმცა ისეთი ინტენსივობით არა, როგორც ადრე. პრევენციული ღინისძიებაა გატარდა აჭარაში, მაგრამ არ ვიცით რა ხდება ქვემო ქართლში. იქიდან წასული იმ ახალგაზრდების ერთი ნაწილი რომ გგონია, აზერბაიჯანშია დასაქმებული, უცებ სირიაში ვხედავთ. წამსვლელთა კონტროლი ძალიან რთულია. ზრდასრული ადამიანი მიდის აზერბაიჯანში, საზღვარზე ვერ დააკავებ. აზერბაიჯანიდან გადადის სამხრეთ რუსეთის ტერიტორიაზე, დაღესტანში, იქიდან კი პირდაპირი რეისებია თურქეთში, სტამბოლიდან ჩაჯდები ავტობუსში და ოთხ საათში ქალაქ გაზიანთეპში ხარ, რომელიც თურქეთის ქურთისტანში მდებარეობს, იქიდან კი გამყოლს 200 დოლარს გადაუხდი და პირდაპირ სირიის საზღვართან მიგიყვანს. მოკლედ, პოლიტიკური ბიზნესია.

- ამ წამსვლელების მოტივაცია ფული არ არის?

- ფული როგორ არ არის, ახლა უკვე ფულიც გახდა, რადგან საბრძოლო საქმის სპეციალისტებს დიდ ხელფასს უხდიან, მოხალისეებს კი უფრო ნაკლებს. მარტო ბენზინით ვაჭრობით „ისლამური სახელმწიფო“ თვეში ას მილიონ დოლარს შოულობს (სირიისა და ჩრდილოეთ ერაყის საბადოებს ისინი აკონტროლებენ). ისინი ვაჭრობენ აგრეთვე კულტურული და ისტორიული ძეგლებით. ტელევიზორში რომ აცხადებენ, ძეგლებს ანადგურებენო, ეს სხვების დასანახად ხდება. სინამდვილეში ყველაფერს ყიდიან.

- თქვენ ბრძანეთ, ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლაში მოსკოვიდან ვაშინგტონამდე ყველა ჩართულიაო და ამაში საფრთხეს ვერ ხედავენ?

- იმდენად ძლიერი ჰგონიათ თავი, რომ ფიქრობენ, ამ პროცესს მაში შეაჩერებენ, როცა დასჭირდებათ. მათ შექმნეს ფონი, რომ საჭიროა ისლამისტთა წინააღმდეგ ბრძოლა, დარაზმეს საზოგადოებები, თვითონ კი ხელს ითბობენ. მარტივად რომ ვთქვათ, დღეს შიიტებს ეხმარება რუსეთი, სუნიტებს კი ამერიკა და არაბული ქვეყნები. ვისაც როგორ ჭირდება, ამ რელიგიურ ფაქტორს ისე იყენებს.

- და ამ დროს საფრთხე რეალურია?

- საფრთხე ძალიან მაღალი დონის არის! ჩვენნაირი დაუცველი და სუსტი ქვეყნისათვის, რომელსაც საზღვრებიც კი არ აქვს დემარკირებულ-დელიმიტირებული, ძალიან არამყარი მდგომარეობაა, მით უმეტეს, რომ ჩვენს სპეცსამსახურებში შესაბამისი პროფილის მცოდნე პაროფესიონალების ნაკლებობაა. პოლიტიკური ელიტა ზოგადად აცნობიერებს ამ საფრთხეს, მაგრამ კონკრეტულად არაფერი კეთდება. ისლამური მოძრაობებეი ჩვენს ქვეყანაშიც იქმნება, მათი რაოდენობა სოკოებივით გაიზარდა. ასე მატულობს იმ როგანიზაციების რაოდენობაც, რომლებიც აქ არსებულებს უცხოეთიდან ეხმარებიან. ვხედავ ამ ყველაფერს, მაგრამ რა ვქნა? ვცდილობ, თქვენი მეშვეობით გავაგებინო ქვეყანას.

„კვირის პალიტრა“, 29 ივნისი, 2015 წელი

ინტერვიუ ბადრი ნაჭყებიასთან: „საქართველოში ტერორისტთა ლიტერატურა უკვე შემოდის, შემდეგი უკვე იარაღი იქნება!”

(შემოკლებით)

რა საფრთხეებს უქმნის რეგიონსა და საქართველოსისლამური სახელმწიფოსკავკასიაში გამოჩენა? – ამ საკითხებზე „კვირის პალიტრის“ ჟურნალისტს ნათია დოლიძეს ესაუბრება ტერორიზმისა და პოლიტიკური ძალადობის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი ბადრი ნაჭყებია, რომლის თქმით, „ვითარება მართლაც დამაფიქრებელია და საქართველოს ხელისუფლებამ უსაფრთხოებისთვის ზომების მიღებაზე უნდა იფიქროს.

(…)

- ვისაუბროთ საქართველოს იმ საფრთხეებს, რაცისლამური სახელმწიფოსკავკასიაში გააქტიურებამ შეიძლება წარმოშვას.

- “ისლამური სახელმწიფოს” გამოჩენა ამა თუ იმ ფორმით ჩვენს საზღვრებთან, საფუძვლიან გაანალიზებას საჭიროებს. თუ კავკასიისკენ დიდი ფინანსური ნაკადი წამოვიდა, ამან შეიძლება ძალიან დიდი პრობლემები შექმნას საქართველოში. არ დაგავიწყდეთ, რომ “ისლამურ სახელმწიფოსთან” დაკავშირებული ჯგუფები საქართველოში უკვე მოქმედებენ, რასაც ადასტურებს ის სპეცოპერაციაც, რომელიც ცოტა ხნის წინ ჩატარდა და რომლის დროსაც დააკავეს პირი, რომელიც სირიასა და ერაყში ჩვენი მოქალაქეების გაყვანაშია ბრალდებული.

თუ ფინანსების ნაკადები წამოვიდა, ეს მხოლოდ ჩრდილოეთ კავკასიაში არ მოხვდება, მოხვდება ჩვენი ქვეყნის იმ ტერიტორიებზეც, სადაც მუსლიმანები კომპაქტურად არიან დასახლებული: ქვემო ქართლში, აჭარაში, პანკისის ხეობასა და აფხაზეთში, განსაკუთრებით, გუდაუთის რაიონში, სადაც ბოლო თვეებია აქტიურად ეწევიან ისლამის პროპაგანდას თურქეთიდან ჩამოსული ემისრები. არ გამოვრიცხავ, რომ არა მხოლოდ ჩრდილოეთ კავკასიაში, არამედ საქართველოშიც შეიქმნას მობილური ჯგუფები, რომლებიც უფრო აქტიურად დაიწყებენ პროპაგანდისტულ მუშაობას. არავის ვაშინებ, მაგრამ პროპაგანდისტული მუშაობიდან სამხედრო და ტერორისტულ ოპერაციებამდე ერთი ნაბიჯია. მით უფრო, რომ ჩვენი ქვეყნის გეოგრაფიული ლანდშაფტის გათვალისწინებით, საქართველოში არცთუ ცოტა ადგილია, სადაც შეიძლება ექსტრემისტებმა თავშესაფარი იპოვონ. ამიტომაც საჭიროა ამ საკითხზე სერიოზული მუშაობა. უპირველესად აუცილებელია საქართველოს სპეცსამსახურები ანტიტერორისტული მიმართულებით გაძლიერდეს. ხელისუფლებამ სიღრმისეულად უნდა გააანალიზოს მოსალოდნელი საფრთხეები და გამოიტანოს დასკვნები მანამ, სანამ ლიტერატურას იარაღი ჩაანაცვლებს. საქართველოში ტერორისტთა ლიტერატურა უკვე შემოდის, შემდეგი უკვე იარაღი იქნება!

(…)

- ამ ეტაპზე რა ნაბიჯები უნდა გადადგას ჩვენმა ქვეყანამ?

- ჩემი აზრით, აუცილებლად უნდა ჩამოყალიბდეს ტერორიზმთან ბრძოლის ძლიერი ორგანიზაცია, თავისი სპეციალური ქვედანაყოფებით; უნდა გაიზარდოს ანტიტერო-რისტული ჯგუფების ფორმირება, მაქსიმალურად გამოვიყენოთ ჩვენი დასავლელი პარტნიორების ანტიტერორისტული ბრძოლის გამოცდილება. ამ მიმართულებით ჩვენი ხელისუფლება გარკვეულ ნაბიჯებს დგამს, მაგრამ ძალიან ფრთხილობს და ეს გასაგებიც არის… რასაკვირველია, საუკეთესო იქნებოდა, ამ საფრთხეს ჩვენთვის ისე ჩაევლო, რომ არ შეგვხებოდა, მაგრამ ასე არ გამოვა. ჩვენ უკვე ვართ ამ პროცესების მონაწილე.

აუცილებლად უნდა გამახვილდეს ყურადღება ერთ საკითხზეც: ვფიქრობ, საქართველოდან სირიასა და ერაყში ჩვენი მოქალაქეების წასვლის შემთხვევები აუცილებლად მოიკლებს, თუმცა არსებობს დიდი საფრთხე, რომ ამ ხალხმა თავმოყრა დაიწყოს სწორედ ამ ახალი ვილაიეთის დროშის ქვეშ.

სავარაუდოდ, ამ ხალხს ახალი ფუნქციებით აქვე დატვირთავენ. თუ მართლაც შეიქმნა სერიოზული კერა ჩრდილოეთ კავკასიაში და გაჩაღდა ფრონტი რუსეთის წინააღმდეგ, არ გამოვრიცხავ მოჯაჰედი მოხალისეების სხვადა­სხვა რეგიონიდან კავკასიაში თავმოყრასაც. შეგახსენებთ გასული საუკუნის 90-იან წლებს, როდესაც ამგვარივე პროცესი მიმდინარეობდა. მაგალითად, ერთ-ერთი იმჟამინდელი ჩრდილოკავკასიელი ლიდერი ხატაბი იორდანიული წარმოშობის არაბი გახლდათ… ვფიქრობ, პროცესების ეპიცენტრად დაღესტანი იქცევა, სადაც კონსოლიდაცია, სავარაუდოდ, “ისლამური სახელმწიფოს” იდეის გარშემო მოხდება და ამას დაემატება ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის იდეაც.

რეზონანსი“, 29 ივნისი, 2015 წელი

ანტირუსული ისტერია სოხუმისპარლამენტში

სეპარატისტთა ხელისუფლებამ რუსეთს, შესაძლოა, აფხაზეთში სამხედრო ბაზების განთავსებისათვის იჯარა მოსთხოვოს

ეკატერინე ბასილაია

უკვე ერთი კვირაა, აფხაზი “დეპუტატები” აფხაზეთის სუვერენიტეტის შელახვასა და რუსეთის პრემიერის თანაშემწის, ვლადისლავ სურკოვის მხრიდან შანტაჟზე ძალიან აღშფოთებულ განცხადებებს აკეთებენ. მართალია, ყველა ე.წ. პარლამენტარის გამოსვლაში კრემლის პოლიტიკის კრიტიკა არცთუ თამამია, მაგრამ სურკოვის ღია ლანძღვაში ანტირუსული ქვეტექსტი მრავლადაა, ხოლო აფხაზური მედია რუსული პოლიტიკის ღია და მწვავედ კრიტიკას უკვე არ ერიდება.

აფხაზური მედიის ცნობით, რუსული პოლიტიკით უკმაყოფილების ბოლო წვეთი აღმოჩნდა რუსეთისა და ოკუპირებული აფხაზეთის შინაგან საქმეთა ორგანოების ერთობლივი საინფორმაციო და საკოორდინაციო ცენტრის შექმნის საკითხი, რომელიც ფაქტობრივად აფხაზეთის დე ფაქტო შსს-ს რუსეთის შსს-სთან მიერთებას ნიშნავს და რაც დე ფაქტო პარლამენტარების განცხადებით, მათ სუვერენიტეტს ზღუდავს.

აფხაზური საზოგადოების უკმაყოფილება კიდევ უფრო გააძლიერა სურკოვის ულტიმატუმმა – თუკი ამ პროექტის რატიფიცირებაზე უარს იტყვიან, რუსეთი დაპირებულ ფინანსურ დახმარებას, რომელმაც უკვე ნახევარი წელი დაიგვიანა, საერთოდ არ გადარიცხავს.

სწორედ ეს ულტიმატუმი შეფასდა აფხაზეთში შატნაჟად, რასაც პარლამენტარების აღშფოთება მოჰყვა და მათ ერთსულოვნად უარი თქვეს “აფხაზეთის სუვერენიტეტის შეზღუდვის ხარჯზე” ამ დოკუმენტების რატიფიცირებაზე.

სოხუმში აცხადებენ, რომ ყოველი დახმარების ჩარიცხვის წინ კრემლი მათ ახალ-ახალ მოთხოვნებს უყენებს და ეს მათთვის მიუღებელია.

პროექტის მიხედვით, საინფორმაციო და საკოორდინაციო ცენტრი ხდება სტრუქტურა, რომელიც აფხაზეთის “ხელისუფლების” წინაშე ანგარიშვალდებული არ იქნება. ცენტრს ენიჭება ისეთი ფუნქციები, როგორიცაა სს დანაშაულის, კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, ასევე მონაცემთა ბაზის შექმნა, ექსპერტიზა და ა.შ. ეს სტუქტურა “რესპუბლიკის” შსს-ს შეცვლის და ის დაფინანსებული იქნება პირდაპირ რუსეთის ბიუჯეტიდან.

შეთანხმების ეს პროექტი დე ფაქტო პარლამენტში მოულოდნელი არ ყოფილა. ცნობილი იყო, რომ რამდენიმე თვის წინ “დეპუტატები” მსგავს “უწყებათაშორის შეთანხმებას” განიხილავდნენ და მოსკოვსა და სოხუმს შორის ამ თემაზე კონსულტაცია მიმდინარეობდა.

აფხაზური გამოცემის “ნოვაია გაზეტას” რედაქტორი იზიდა ჭანია წერს, რომ დიდი ხანია ასეთი კონსენსუსი აფხაზებს არ უნახავთ და წინა კვირას ამ თემის “პარლამენტში” განხილვამ აჩვენა, რომ არის თემები, რომლის ირგვლივაც ყველა ერთიანდება.

ჭანია წერს, რომ დღეს ამ შეთანხმების მიღებაზეა დამოკიდებული რუსეთიდან აფხაზეთისათვის ფინანსების მიწოდება. ამის შესახებ “პრემიერმა” მიქვაბიამ ვლადიმირ სურკოვთან შეხვედრის შემდეგ “დეპუტატებს” პირდაპირ განუცხადა და სწორედ ეს სურკოვის შანტაჟი გახდა “პარლამენტარების” გაერთიანებს მთავარი ფაქტორი.

თითქმის ყველა “დეპუტატი” გამოვიდა განცხადებით, რომ აფხაზეთი არ ექვემდებარება “ცალკეული, არცთუ კეთილსინდისიერი რუსი ჩინოვნიკის აშკარა შანტაჟს”. ნაწილმა უკმაყოფილოდ განაცხადა ისიც, რომ რუსეთი აფხაზეთს ფინანსური დახმარებისათვის მუდმივად ახალ პირობებსა და მოთხოვნებს უყენებს.

“ვინ ეკითხება სურკოვს ჩვენს შიდა საქმეებს? ვინ დანიშნა ის აფხაზების ზედამხედველად?” – განაცხადა აფხაზეთის ე.წ. პარლამეტის წევრმა ასლან კობახიამ.

“ვაჭრობა აფხაზეთის დამოუკიდებლობის ხარჯზე უადგილოა და არ მოხდება. ღია შანტაჟი რუსი ჩინოვნიკების მხრიდან იწვევს გაუგებრობას და გულისწყრომას. მოკავშირეებს ასე არ ექცევიან,” – აღნიშნა “პარლამენტარმა” ახრა კვეკვესკირმა ე.წ. პრემიერ მიქვაბიასთან შეხვედრისას.

პარლამენტში ასევე გაისმა კრიტიკა რუსეთის მიერ შეუსრულებელ დაპირებებზეც.

დე ფაქტო პარლამენტის წევრ ლეონიდ ჩამაგუას თქმით, რუსეთის მხრიდან აფხაზეთისთვის გამოყოფილ ფინანსურ დახმარებას ყოველწლიურად თან მოჰყვება დამატებითი მოთხოვნები და ეს იმ დროს, როცა რუსეთი თავის დაპირებებს არ ასრულებს. კერძოდ კი, რუსეთი არც საკუთარ საზღვარზე ამსუბუქებს გადაადგილების რეჟიმს და არც “აფხაზეთის საზღვრის” გამაგრებაში ხარჯავს დამატებით ძალისხმევას.

პირველად პარლამენტში საჯაროდ დადგა საკითხი, რომ აფხაზეთმა რუსეთს სამხედრო ბაზებისათვის თუნდაც შეღავათიანი პირობებით, იჯარის გადასახადი მოსთხოვოს.

“დეპუტატების” განცხადებით, სამხედრო ბაზებიდან მიღებული შემოსავალი არ იქნება იმაზე ნაკლები, რასაც დღეს რუსეთს დახმარების სახით ეხვეწებიან.

საინფორმაციო და საკოორდინაციო ცენტრის პროექტს მხარი მხოლოდ ერთმა “დეპუტატმა” – სერგეი შამბამ დაუჭირა.

აფხაზური მედიის პროგნოზით, “დეპუტატები” არ მიიღებენ არც ამ და არც სხვა პროექტს, რომელიც აფხაზეთის ინტერესებს ეწინააღმდეგება. აქედან გამომდინარე, ვარაუდია, რომ იმ დეპუტატების რაოდენობა, რომლებსაც ზოგიერთი რუსი პოლიტოლოგი ნაციონალისტის წოდებით აჯილდოვებს, გეომეტრიული სისწრაფით გაიზრდება.

“იმ პირობებში, როდესაც აფხაზებს სხვა სტრატეგიული პარტნიორი არ ჰყავთ, მხოლოდ სინანული შეიძლება იმაზე, რომ რუსული პოლიტიკა კორექტულობით არ ხასიათდება და ძალისმიერი წნეხის ტაქტიკას ეფუძნება. დღეს ჩვენ ათწლეულობის განმავლობაში რუსეთისაგან შეთავაზებული ყველა დოკუმენტის უპირობოდ მიღების ნაყოფს ვიმკით. თან ისე, რომ ზოგჯერ დოკუმენტების რატიფიცირებასაც არ ვახდენდით, როგორც ეს იყო რკინიგზის თაღლითობისას, რომლის დავალიანება აფხაზეთის ბიუჯეტს დღესაც ადევს”, – წერს აფხაზური გამოცემა “ნუჟნაია გაზეტას” რედაქტორი იზიდა ჭანია.

აფხაზეთის უშიშროების ექს-მინისტრის, “ექსპერტთა კლუბის” თავმჯდომარის ლევან კიკნაძის განცხადებით, გასული წლის ნოემბერში ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის გაფორმებული ე.წ. სამოკავშირეო ხელშეკრულების შემდეგ სპეციალისტები პროგნოზირებდნენ, რომ აფხაზებს იმ უფლებებსაც წაართმევდნენ, რაც აქამდე საკუთარ მიწაზე ჰქონდათ და აფხაზები განცხადებებში უფრო და უფრო კატეგორიულებიც გახდებოდნენ. მაგრამ ეს შედეგს არ მოიტანს.

“საქმე იქითკენ მიდის, რომ თანდათან მოსკოვთან ურთიერთობა გამწვავდება. აფხაზებს სხვა გამოსავალი არ ჰქონდათ და ხელშეკრულებას ამიტომაც მოაწერეს ხელი, მიუხედავად იმისა, რომ არა მარტო პარლამენტში, მოსახლეობაშიც დიდი პროტესტი და ვნებათაღელვა იყო. მაგრამ რა შეცვალა ამან? არაფერი.

“ახლაც არ აქვთ სხვა გამოსავალი. როგორც წინა ხელშეკრულებისას მოხდა, აქაც რაღაც კოსმეტიკურ ცვლილებას შეიტანენ და ხელს მაინც მოაწერინებენ. აფხაზებს სხვა მოკავშირე არ ჰყავთ, ამიტომაც უკმაყოფილო განცხადებები იქნება, მაგრამ რუსეთთან მკაფიო დაპირისპირებამდე საქმე არ მივა.

“ანტირუსული განწყობით გაერთიანება, ისე, რომ ის საშიშ ძალად გადაიქცეს, ამ ეტაპზე მოსალოდნელი არ არის. მომავალში კი გადაუვალი მგონია.

“თუმცა, აქ ერთი რამეცაა – მთელი აფხაზეთი გადაჭედილია რუსი სამხედროებით, მესაზღვრეებით, ამას ემატება ძალიან გაზრდილი სომხური მოსახლეობა, რომელიც ყოველთვის რუსის მხარეს იჭერს ხოლმე და ამ ფონზე კი ადგილობრივი აფხაზები უმცირესობაში ექცევიან. ამდენად, მომავალში რუსული პოლიტიკისათვის წინააღმდეგობის გაწევა ბევრად გართულდება”, – ამბობს კიკნაძე.

მისი თქმით, რუსეთის ხელისუფლება აფხაზეთის შიდა პროცესებს და აფხაზურ შსს-ს ისედაც აკინტროლებდა, მაგრამ ადრე ეს დე ფაქტოდ ხდებოდა, ახლა კი დოკუმენტის სახე მიეცა, თანაც შეთავაზება შანტაჟის სახით მოხდა და სწორედ ამ ულტიმატუმმა გააღიზიანა აფხაზები ყველაზე მეტად.

“სურკოვი და მთელი კრემლი დიდი ხანია ფიქრობს, რომ აფხაზებს ულტიმატუმები უნდა წაუყენონ, მაგრამ ასე კატეგორიული განცხადება და დაფინანსების ასე ღიად დამადლება უკვე მათი “სუვერენიტეტისა” და “დამოუკიდებლობისათვის” ხაზის გადასმაა. მაინც მგონია, რომ ცოტა ხანში კრემლიდან იტყვიან, რომ ასეთი კატეგორიული განცხადება მათგან არ მოდიოდა და პროეექტს მაინც მიაღებინებენ,” – აღნიშნავს კიკნაძე და დასძენს, რომ აფხაზების დიდი ხანია რუსეთის მიმართ გაღიზიანებულები არიან შეპირებული 5 მილიარდი რუბლის არგადმორიცხვის გამო და ეს ულტიმატუმი ამიტომაც გახდა ასე გამაღიზიანებელი.

“მით უმეტეს, რომ რუსული დაფინანსება სულ უფრო და უფრო მცირდება და ამ შემცირების გამოცაა სოხუმში უკმაყოფილება. ამიტომაც გააჟღერეს დე ფაქტო პარლამენტში იდეა – სამხედრო ბაზებისათვის გადავახდევინოთ იჯარა, დაფინანსებისათვის ხვეწნა არ გვინდა, მეტს მაინც არაფერს გვაძლევენო.

“რუსეთი აფხაზებს ამგვარ ულტიმატუმებს არ აპატიებს. მოსკოვმა ყოვეგვარი წინაპირობის გარეშე აღიარა მათი დამოუკიდებლობა და ასე რომ, აფხაზებს რუსეთის წინააღმდეგ წასვლის უფლებაც არ აქვთ. ამიტომაც რუსი აკეთებს იმას, რაც მისი ქვეყნის პოლიტიკისათვისაა საჭირო. აფხაზეთს როგორც საკუთარ კოლონიას, ისე უყურებს და ექცევა. აფხაზეთში მოსწონთ თუ არა, კრემლი თავის პოლიტიკას და მიზნებს არ გადაუხვევს, – დასძენს კიკნაძე.

Comments are closed