globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 29 დეკემბერი, 2014 წელი

Posted by Globalresearch on Dec 29th, 2014 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

„რეზონანსი“: ინტერვიუ დავით ბაქრაძესთან: „გარკვეული პროდუქტები შეიძლება გაძვირდეს, მაგრამ ამას ხარისხის ზრდა მოჰყვება“


„რეზონანსი“: რა არის რუსეთის ამ ახალი ემბარგოს მიზეზი და აქვს თუ არა რაიმე აზრი და პერსპექტივა აბაშიძე-კარასინის ფორმატის შეხვედრებს?

„რეზონანსი“: კადიროვს საქართველოსთან პირდაპირი კავშირი სურს // თბილისში ჩეჩნეთ-საქართველოს დამაკავშირებელი ახალი მაგისტრალების მშენებლობას სკეპტიკურად აფასებენ

„ვერსია“: ინტერვიუ თენგიზ სიგუასთან: „ყარაბაღში თუ ომი დაიწყება, რუსეთი საქართველოზე სამხედრო გზას გახსნის“

„ვერსია“: მიხეილ სააკაშვილი: „პუტინს პატიოსანი ადამიანის თვალები აქვს, მე მას ვენდე და არ შევმცდარვარ“

————————

„რეზონანსი“, 29 დეკემბერი, 2014 წელი
ინტერვიუ დავით ბაქრაძესთან: „გარკვეული პროდუქტები შეიძლება გაძვირდეს, მაგრამ ამას ხარისხის ზრდა მოჰყვება“
(შემოკლებით)
ვრცელ ინტერვიუში საქართველოს ევროინტეგრაციის მინისტრი დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც საქართველომ ბოლო პერიოდში გადადგა, ევროკავშირის მიერ ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებაა. მისი თქმით, შემუშავებულია სამოქმედო გეგმა, რომელსაც საქართველო 2015 წელს განახორციელებს (ესაუბრება ჟურნალისტი ლიკა ამირაშვილი).
დავით ბაქრაძე: „ასოცირების შეთანხმება პრაქტიკულად საქართვეკლოს მოდერნიზაციის, მისი ევროპეიზაციის სამოქმედო გეგმაა, რომელიც ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკური და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროს შეეხება. მისი განხორციელება ემსახურება ადამიანის უფლებების დაცვის განმ,ტკიცებას, დემოკრატიის გაღრმავებას… მისი დადებითი გავლენა ყველა მოქალაქის ბედზე პოზიტიურად აისახება…. საქართველო თანმიმდევრულად ხდება ევროკავშირის ეკონომიკის ნაწილი, რაც ქვეყნის მოქალაქეებისათვის მნიშვნელოვანი შედეგების მომტანია. აღნიშნული შეთანხმერბის რეალიზებით მოხდება ექსპორტის სტიმულირებისა და კაპიტალის შემოდინება, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკისათვის…
დღეს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის საკითხი საყოველტაო ყურადღების ცენტრშია. ჩვენთან წარმატებით ხორციელდება ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზების გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებები. ამ ეტაპზე სამოქმედო გეგმის პირველი – საკანონმდებლო ბაზა შესრულებულია და დაწყებულია მეორე – იმპლიმენტაციის ფაზით გათვალისწიენებული ღონისძიებების განხორციელება.
შესაბამისი რეფორმების განხორციელების შემდეგ ევრკავშირის ქვეყნებში უვიზოდ მიმოსვლა შესაძლებელია, მაგრამ კონკრეტულ ვადებზე ამჟამად საუბარი ნაადრევია. მომავალი წლის მაისში „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ რიგის სამიტი გაიმართება და ველოდებით ლიბერალიზების მეორე ეტაპის დადებით შეფასებას“.
შეკითხვაზე, „ექსპერტთა დიდი ნაწილის აზრით, ასოცირების შეთანხმების გათავლისწინებული ვალდებულებების შესრულების შემდეგ, პირველ ეტაპზე, ეკონომიკაში ნეგატიური მოვლენები შეიძლება დაიწყოს, მაგალითად, შეიძლება გაძვირდეს ზოგიერთი პროდუქტი. რამდენად უნდა ველოდოთ მსგავს უარყოფით ეფექტს პირველ ეტაპზე? რა ზომებს მიმართვას ხელისუფლება ამ უარყოფითი ეფექტისა გასანეიტრალებლად?“, რესპოდენტი ბაქრაძე პასუხობს:
დავით ბაქრაძე: „ევროკავშირთან დადებული შეთანხმებისა და მისი ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის კომპონენტის განხორციელება მნიშვნელოვანი კერძო და სახელმწიფო დანახარჯებთან არის დაკავშირებული, თუმცა სხვადასხვა მიმართულებით ევროკავშირის რეგულაციებზე და სტანდარტებზე გადასვლა რამდენიმე წელზეა გათვლილი და ამდენად, სესრულებად ამოცანას წარმოადგენს.
გარდა ამისა, თუ იქნება გარკვეულ პროდუქციაზე ფასების უმნიშვნელო მატება, მას პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესება მოჰყვება.
თავისუფალი ვაჭრობის დროს სატარიფო და არასატარიფო ბარიერების მოხსნით საქართველო ევროკავშირის ეკონომიკური სივრცის ნაწილი ხდება. აღსანიშნავია, რომ ევროპის ბაზარი, 500 მილიონიანი მოსახლეობით, მსყიდველობითუნარიოანობის გათვალისწინებით, ყველაზე დიდი ბაზარია, რაც საქართველოს ინვესტირებისათვის მიმზიდველ ქვეყნად აქცევს“.

„რეზონანსი“, 29 დეკემბერი, 2014 წელი
რა არის რუსეთის ამ ახალი ემბარგოს მიზეზი და აქვს თუ არა რაიმე აზრი და პერსპექტივა აბაშიძე-კარასინის ფორმატის შეხვედრებს?
ეკატერინე ბასილაია
(შემოკლებით)
ახალი წლიდან რუსეთში, შესაძლოა, ქართული ხილ-ბოსტნეულის შეტანა აიკრძალოს. ეს მაშინ, როდესაც ხელისუფლება რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობის აღდგენას თავის ერთ-ერთ მთავარ მიღწევად ასახელებდა.
რა არის რუსეთის ამ ახალი ემბარგოს მიზეზი და აქვს თუ არა რაიმე აზრი და პერსპექტივა აბაშიძე-კარასინის ფორმატის შეხვედრებს? – ამ შეკითხვით “მთელმა კვირამ” საზოგადოების ცნობილ წარმომადგენლებს მიმართა.
ჯემალ ჭკუასელი (“ერისიონის” სამხატვრო ხელმძღვანელი): “ერთი კაცი სცემდა თავის ცოლს. მეზობელმა უთხრა – რა არის, ქალს რატომ სცემ, მიზეზი რა არისო? მიზეზი რომ მქონდეს, ცემას არ ვაკმარებდი, მოვკლავდიო, – უპასუხა ქმარმა. ასეა რუსეთიც, მას მიზეზი არ სჭირდება. არც არასდროს დასჭირვებია. თვითნება ხალხია. თქვითნება სახელმწიფოა. რაღაც მოუნდება და მორჩა. “კარასინი-აბაშიძის“ ფორმატის შეხვედრები კი… გაბუტვით რას გავაკეთებთ?! შეხვედრები უნდა გაგრძელდეს, ვერც ჩვენ გადავსახლდებით და არც რუსეთი წავა სადმე. ამიტომ უნდა ვეცადოთ, სალაპარაკო ფორმატი ყოველთვის არსებობდეს.”
თემურ გოცაძე (მხატვარი): “რუსეთი აგრესორია… მაგრამ მიუხედავად ამ აგრესიისა, მოლაპარაკებას ყოველთვის აქვს აზრი და პერსპექტივა. როდის რა შეიცვლება, როგორ და რა ფორმით – ამას ვერ განსაზღვრავ. შეიძლება ისე მოხდეს, საერთოდ დაინგრეს ეს ქვეყანა. მოლაპარაკების მაგიდასთან ყოველთვის უნდა იჯდე და თუკი საკუთარი პოზიციის, ინტერესის გატანას ვერ შეძლებ, მისი დაფიქსირება მაინც უნდა შეგეძლოს.”
ნიკა ვაჩეიშვილი (ძეგლთა დაცვის სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი): “თუკი რუსეთის სამეზობლო პოლიტიკას და შენ მიმართ გადადგმულ ნაბიჯებს დეტალურად არ შეაფასებ, ცხადია, ყოველთვის შეცდომაში იქნები. როდესაც ასეთ მეზობელთან დაიწყებ ურთიერთობის დათბობას, სიურპიზები მეტი იქნება და იქნება ორი განსხვავებული ხაზი – ერთი შენი, როდესაც გინდა, რომ ვითომ რაღაც დათბეს და მეორე აგრესორის, რომელიც ყოველთვის ჩაერევა შენს შიდა საქმეებში და ყველაფერს გაგიკეთებს, რომ შენ არ იყო კარგად. რა თქმა უნდა, ემბარგო მოულოდნელი არ იქნება და ღმერთმა ქნას, რომ რუსეთმა კიდევ სხვა მოულოდნელობები არ მოაყოლოს. მათგან კარგს ქართული საზოგადოება არ ელოდება და რატომ ელოდება მაინცდამაინც აბაშიძე, არ ვიცი. შეიძლება დათვის გალიაში შესვლა?! ზუსტად ასეთი ამოცანაა აბაშიძე-კარასინის ფორმატი. ეს არის თავის მოტყუება და სხვა არაფერი.”
აჩიკო გულედანი (მუსიკოსი): “ძალიან მარტივად არის საკითხი: რუსეთს ყოველთვის ერთი მიზანი ჰქონდა – ჩვენი ქვეყნის დაპყრობა და მნიშვნელობა არ აქვს, ვინ არის ხელისუფლებაში. ჩვენი მთავრობა წამოუწვა ფეხებთან, მაგრამ აზრი არ აქვს.
“აქ მწვანილზე არ არის საუბარი, აფხაზეთის მიმდინარე ანექსია იქნება, ცხინვალთან მოლაპარაკება თუ სხვა რამ, რუსები საკუთარ ინტრესებს განახორციელებენ. ნებისმიერი სხვა ყველაფერი, ნებისმიერი მოლაპარაკება ილუზიაა. რაც უფრო თავს დაუხრი, კიდევ უფრო უარესია. სამწუხაროდ, ჩვენს მთვარობას ეს დღემდე არ ესმის.
“აბაშიძე-კარასინის ფორმატი, “აეროფლოტის” შემოსვლა – ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ მთავრობა ქვეყანას რუსეთს აბარებს. ყველაზე კარგ შემთხვევაში ეს არის უბრალოდ პოლიტიკური სიბეცე, უარეს შემთხვევაში კი – ქვეყნის გაყიდვა.”

„რეზონანსი“, 29 დეკემბერი, 2014 წელი
კადიროვს საქართველოსთან პირდაპირი კავშირი სურს
თბილისში ჩეჩნეთ-საქართველოს დამაკავშირებელი ახალი მაგისტრალების მშენებლობას სკეპტიკურად აფასებენ
სტატიაში გადმოცემული და კომენტირებულია ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურის რამზან კადიროვის განცხადება, რომლის თანახმად, ჩეჩნეთის მთავრობა მუშაობს საქართველოსთან დამაკავშირებელი სარკინიგზო-საავტომობილო გზების დაპროექტებაზე და რომ ეს გზა ორივე მხარეს დიდ სარგებლობას მოუტანს (ავტორი – ვასო შამუგია).
რამდენად რეალურია გეგოგრაფიულადა მეტად რთულ ამ რეგიონში (იგულისხმება ჩეჩნური ითუმ-ყალედან ქართული შატილისკენ მომავალი გზა) საავტომობილო და სარკინიგზო ხაზის გაყვანა? ამ თემაზე გაზეთს კავკასოლოგი ალეკო კვასხვაძე ესაუბრება.
სპეციალისტის თქმით, ამჟამად რუსეთის (ჩეჩნეთის) საზღვრიდან შატილ-ბაროსახოსკენ მომავალი გზა გრუნტის გზაა და შესაბამისად, არასტაბილური გამტარუნარიანობისაა, განსაკუთრებით შემოდგომა-ზამთარ-გაზაფხულზე. თუ გადაწყვეტილი იქნებას ასფალტისაფარიანი გზის გაყვანა, ეს კოლოსალურ სახსრებთან იქნება დაკავშირებული და, შესაბამისად, არარენტაბელურია. რუსეთის ხელისუფლება, ძალიან დიდი ალბათობით, ამ პროექტრის განხორციელებაზე უარს იტყვის, მით უმეტეს ამჯამად, როცა ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს ფინანსურ-ეკონომიკური სირთულეები აქვს.
ექსპერტმა აღნიშნა, რომ არის კიდევ ავარეთ-კახეთის საავტომობილო გზის მშენებლობის გეგმა, რომელიც რამზან კადიროვის ჩანაფიქრს საფუძველშივე კლავს: ხსენებული მაგისტრალი უფრო ნაკლებად დანახარჯიანია და მისი ფუნქციონირება, თუ აშენდება, წლის ყველა დროს შეიძლება.
რაც შეეხება ჩეჩნეთიდან საქართველოში რკინიგზის ხაზის გაყვანას, მსგავსი პროექტი ჯერ კიდევ 1980-იან წლებში, საბჭოთა პერიოდში არსებობდა და გზა ჩეჩნეთ-ინგუშეთის ტერიტორიიდან, კავკასიის ქედზე გვირაბების მეშვეობით, საქართველოში უნდა შემოსულიყო. სამუშაობი 1980-იანი წლების მიწურულს დაიწყო, მაგრამ მალევე შეჩერდა საქართველოს საზოგადოების მოთხოვნით, რადგან არაგვისა და არხოტის ხეობების ხელუხლებელ ბუნებას დიდი ეკოლოგიური ზიანი მიადგებოდა.
„რამზან კადიროვს სჩვევია მსგავსი უპასუხისმგებლო და დაუფიქრებელი განცხადებების გაკეთება. მას არ ადარდებს, რა რეზონანსს გამოიწვევს მისი სიტყვები. გავიხსენოთ თუნდაც ის განცხადებები, რომლებშიც იგი მოსკოვს საქართველოსა და უკრაინის განადგურებისაკენ მოუწოდებდა. შესაბამისად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ის პროექტი, რომელზეც მან ისაუბრა, სერიოზულად იქნება განხილული“, – ამბობს ალეკო კვასხვაძე.
ექსპერტი იმ საფრთხეებზეც საუბრობს, რომელიც შეიძლება შეექმნას საქართველოს სახელმწიფოს უსაფრთხოებას იმ შემთხვევაში, თუ მაინც მოხდა ამ პროექტის, თუნდაც საავტომობილო გზის აშენება. ეს იქნება რუსეთის სოციალურ-ეკონომიკუირი ექსპანსია ხევსურეთსა და ფშავში, რაც ქართულ მხარეს საბოლოო ჯამში დიდ პრობლემებს შეუქმნის“.

„ვერსია“, 29 დეკემბერი, 2014 წელი
ინტერვიუ თენგიზ სიგუასთან: „ყარაბაღში თუ ომი დაიწყება, რუსეთი საქართველოზე სამხედრო გზას გახსნის“
ინტერვიუში საქართველოს ექს-პრემიერ-მინისტრი თენგიზ სიგუა რამდენიმე საგრეო-პოლიტიკურ პრობლემას ეხება (ესაუბრება მერაბ ბერიძე).
თენგიზ სიგუა აცხადებს, რომ თუ მთიან ყარაბაღში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ომი განახლდება, რუსეთი საქართველოს ტერიტორიას გამოიყენებს თავისი ჯარების გიუმრის სამხედრო ბაზაში დასამატებლად. ამ მიზნით კი რუსეთ-აფხაზეთის ხელშეკრულება საკმაო საფუძველს იძლევა აფხაზეთში დისლოცირებული რუსეთის სამხედრო ქვედანაყოფების გადასასროლად.
რაც შეეხება აფხაზეთის რკინიგზის გახსნას, მისი თქმით, ამ სემთხვევაში უფრო რუსულ-სომხური ინტერესები იკვეთება, თორემ საქართველოს ამ რკინიგზისგან მაქსიმუმ 10% ექნება. სომხეტს ამ რკინიგზით რუსეთისაგან რვირტების მიღება სურს, რადგან რუსეთთან უშუალო სახმელეთო კავშირი არ აქვს, პროდუქციას ძირითადად საზღვაო პორტებით – ფოთისა და ბათუმის მეშვეობით იღებს. რაც შეეხება ირანს, ირანიდან სომხეთი მნიშვნელოვან ტვირთებს ვერ მიიღებს, რადგან ირანის რკინიგზა ძალიან გადატვირთულია. ასე რომ, სომხეთი საქართველოზე ზალიან არის დამოკიდებული და თუ სამხედრო დაპირისპირება წარმოიქმნება, რუსეთი შეეცდება , სახმელეთო გზა გაიხსნას გიუმრამდე.
ასეთ სიტუაციაში, ჩვენ, რასაკვირველია, რუსეთის ლანძღვა-გინებას უნდა მოვეშვათ. კიდევ კარგი, ევროპა და აშშ ჩვენს მხარესაა, თორემ შესაძლოა რუსეთმა ითავხედოს – მოსკოვი გაღიზიანებულია, რადგან ნატო მოსკოვს ძალიან მიუახლოვდა..
ერთადერთი, რისიც ევროპას ეშინია, ეს რუსეთის ბირთვული არსენალია. მე პრემიერის თანამდებობაზე ყოფნისას, შვეიცარიაში რამდენჯერმე ვიყავი. მაშინ იქ ეშინოდათ, რომ კრემლი ევროპის დედაქალაქებს დაარტყამდა, საკვები პროდუქტები და მედიკამენტებიც კი ჰქონდათ მომარაგებული. მოგვიანებით, ეს საშიშროება თითქმის მოიხსნა, მაგრამ ახლა ისევ დღის წესრიგში დადგა – „ცივი ომი“ ისევ იწყება…. ამ ფონზე ჩვენ მაქსიმალურად ფრთხილი პოლიტიკა უნდა გავატაროთ. დასავლეთთან უფრო მეტი დაახლოება გვჭირდება, სხვა შემთხვევაში დაღუპულები ვართ
დასავლეთი ჯარს არ შემოიყვანს, მაგრამ ტექნიკით დაგვეხმარება. ჩვენს ტერიტორიაზე ნატოს საწრთვნელი ბაზა იქმნება და რუსული აგრესიის შემთხვევაში ალიანსს სრული უფლება ექნება დაიცვას საკუთარი სამხედრო ბაზა.

„ვერსია“, 29 დეკემბერი, 2014 წელი
მიხეილ სააკაშვილი: „პუტინს პატიოსანი ადამიანის თვალები აქვს, მე მას ვენდე და არ შევმცდარვარ“
გიორგი იაშვილი
(შემოკლებით)
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, მედიას წლიური ანგარიში წარუდგინა. სწორედ ამ შეხვედრის დროს ღარიბაშვილს ღიად მოსთხოვეს ეთქვა, რომ პუტინი საქართველოს მტერია. ბატონმა ირაკლიმ ეს არ გააკეთა და საპარლამენტო ოპოზიციამ მაშინვე ერთი ამბავი ატეხა, ხელისუფლება საგარეო კურსს ცვლის და რუსეთისკენ მიდისო. რუსეთისკენ სვლის რა გითხრათ, მაგრამ ფაქტია, რომ ყოფილი ხელისუფალნი ჯიუტად ცდილობენ ამომრჩეველს წარსული დაავიწყონ. დაავიწყონ ის, რასაც თავად აკეთებდნენ და ისიც, თუ როგორ მეტყველებდა მათი ლიდერი ვლადიმერ პუტინზე.
ახლა შესაძლოა ვინმე მოგვედავოს, სააკაშვილი მუდამ პუტინის დაუძინებელი მტერი იყოო, მაგრამ რა ვუყოთ 2004 წლის 12 აპრილს გაზეთ „იზვესტიაში“ დაბეჭდილ სააკაშვილის სტატიას, რომელშიც ის რუსეთის ლიდერს არათუ ხოტბას ასხამს, არამედ სიღრმისეულად აქვს შესწავლილი რუსეთის პირველი პირის თვალების ელვარება, სულის სიღრმე და… სააკაშვილის სიტყვები თითქმის არაფრით განსხვავდება იმ წერილისგან, ნოდარ დუმბაძემ ზურიკელას მერისთვის რომ მიაწერინა. ჰოდა…
რაღა ჰოდა, აი რას ამბობს მიხეილ სააკაშვილი პუტინზე: „მე მივხვდი, რომ პუტინს ყოველთვის ატყუებდა შევარდნაძე, ამიტომ მას ნდობა ჰქონდა დაკარგული საქართველოს ლიდერებისადმი. შევარდნაძე არ ასრულებდა არც ერთ დანაპირებს. მე რომანტიმკული ადამიანი ვარ და ამიტომ შემიძლია, თამამად ვთქვა – პუტინს პატიოსანი ადამიანის თვლები აქვს, სწორედ სე – პატიოსანი ადამიანის თავლები. მე ვენდე მას და დამიჯერეთ, არ შევმცდარვარ. მან ყველა დანაპირები შეასრულა…“
როგორია?! ამ ჩვენს რომანტიულ პრეზიდენტს მუზა რომ მოსვლოდა, ეგებ პუტინის თვალებზე ლექსიც კი დაეწერა (ეგებ დაწერილიც აქვს, მაგრამ იმავე ზურიკელასი არ იყოს, მალავს ეტყობა), მაგრამ როგორც კოტე ყუბანეიშვილი იტყოდა, არ გაწუხებენ მუზები, სანამ არ წაიკუზებიო და სანამ პატიოსანმა თვალებმა სააკაშვილი დაოთხილი არ არბენინა და გორში არ „წაკუზა“, მანამ ვერ და არ დაიჯერა, რომ შეცდა. პრინციპში, მხოლოდ ამაში კი არა, იმაშიც შეცდა, ტელევიზიით მსოფლიოს რომ გამოუცხადა, რუსეთთან ომი მოვიგე და ყვარყვარესავით გაჭიმული აპირებდა ცხინვალში შესვლას, მაგრამ ამავე ყვარყვარესავით იკითხა ბოლოს – მე აქ საიდან მოვხვდიო?!
რა გამოდის?! როცა სააკაშვილს პუტინის თვალებზე აბოდებდა და მზად იყო, მის პატიოსნებაე თავი დაედო, მთელი ნაცელიტა ტაშს უკრავდა, ხოლო, როცა ღარიბაშვილმა ოფიციალურად არ თქვა ადამიანზე, მტერიაო, თურმე ქვეყნის მოღალატეა. ისევ სააკაშვილს და მი ინტერვიუს მივუბრუნდეთ.
„შევარდნაძეს, ამ რუსეთის მოძულეს, ხელისუფლებაში კორუფციის ბუდე ჰქონდა. შევარდნაძე რუსმა ძალოვნებმა მოიყვანეს ხელისუფლებაში და სწორედ მათ შეუნარჩუნეს ხელისუფლება ათი წლის განმავლობაში. შევარდნაძემ აჭარა აბაშიძეს გადაულოცა და მე ვაპირებ დავიბრუნო. ვეუბნები ასლანს, რომ ჩვენს იურისდიქციას დაექვემდებაროს, ვცდილობ, მომთმენი ვიყო, მაგრამ მოთმინებასაც აქვს საზღვარი. აფხაზეთან დაკავშირებით სერიოზული მოლაპარაკებები გვექნება მე და პუტინს და მჯერა, ყველაფერი ისე იქნება, როგორც ორივე მხარეს სურს“, – ესეც სააკაშვილის სიტყვებია.
გაგიკვირდებათ და, თურმე მთელი შეგნებული პოლიტიკოსობის პერიოდში სააკაშვილი შევარდნაძეს რუსეთის აგენტს რომ ეძახდა, 2004 წელს ფიქრობდა, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტი რუსეთმოძულე იყო. და იმ კორუფციის ბუდეში ერთ-ერთი უმაღლესი თანამდებობა რომ თავად ეკავა, ეგ ან არ ახსოვს, ან არ უნდა რომ ახსოვდეს. სამაგიეროდ, სააკაშვილის მომხრეები აღაშფოთა იმან, რომ ღარიბაშვილმა არ თქვა, პუტინი მტერიაო.
(…)
2004 წელს მიხეილ სააკაშვილი მომხრე იყო საქართველოში რუსეთის სამხედრო ბაზები ყოფილიყო და ამას არც მალავდა. უფრო მეტიც – იგი რუსეთის სამხედრო ბაზების იმედად იყო და სურდა, რომ მათი მეშვეობით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დაცული ყოფილიყო:
„აბაშიძე და შევარდნაძე რუსეთის სამხედრო ბაზებს ვერ აფასაებდნენ. მჯერა, რუსეთის ის ბაზები, რომლებიც ახლა საქართველოშია, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში სერიოზულ როლს შეასრულებენ და საქართველოს ერთიანობის განმტკიცებაში თავის წვლილს სეტანენ“.
აი, ხომ ხედავთ: ევროპისა და ამერიკისკენ მომზირალ მიხეილ სააკაშვილსთურმე რუსული ბაზების იმედი ჰქონდა და ამას პირდაპირ ამბობდა. სავარაუდოდ, მას იმის იმედიც ჰქონდა, რომ ვლადიმერ პუტინი მას ერთი ვიზიტისა და ერთი ინტერვიუს შემდეგ დაუძახებდა, აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის გასაღებს მისცემდა და თან მადლობას ეტყოდა.

Comments are closed