globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 30 აპრილი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Apr 30th, 2015 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

რეზონანსი: დიდი ევროგაცრუება – რიგაში არც უვიზო რეჟიმს მოგვცემენ, არც ევროპულ პერსპექტივას

„საქართველო და მსოფლიო“: ჭილოფში ამოცნობილი ძია სემი ანუ “ალ ქაიდადან” “ისლამურ სახელმწიფომდე”

„საქართველო და მსოფლიო“: “ოთხი ამერიკული საწვრთნელი ცენტრი საქართველოში უკვე მოქმედებს”

„საქართველო და მსოფლიო“: ინტერვიუ ჰამლეტ ჭიპაშვილთან: “ისლამური სახელმწიფოს” სახელით სირიაში მებრძოლი უკანონო შეიარაღებული ფორმირებები უკრაინაში გადაჰყავთ

ვერსია“: ექსკლუზიური ინტერვიუ უშიშროების საბჭოს მდივანთან

როგორ აფასებს ირინა იმერლიშვილი სირიაში ქართველი ახალგაზრდების წასვლას და როდის ჩატარდება უშიშროების საბჭოს მორიგი სხდომა

ვერსია“: ექსკლუზიური ინტერვიუ ისრაელის ელჩთან // იუვალ ფუქსი: ,,მომავალზე უნდა ვიყოთ ორიენტირებულნი და არ დავჯერდეთ მხოლოდ 26-საუკუნოვან მეგობრობას

„ალია“: რაზე ისაუბრეს აშშ-ის ელჩმა და ბიძინა ივანიშვილმა ერთი-ერთზე?

———————-

რეზონანსი“, 30 აპრილი, 2015 წელი

დიდი ევროგაცრუებარიგაში არც უვიზო რეჟიმს მოგვცემენ, არც ევროპულ პერსპექტივას

ეკატერინე ბასილაია

რიგის სამიტზე საქართველოს, დიდი ალბათობით, იმედგაცრუება ელოდება. საუბარია იმაზე, რომ დეკლარაციის პროექტი, რომელსაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების მეთაურები საბოლოო სახით 21-22 მაისს რიგის სამიტზე მიიღებენ, ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის შესახებ მკაფიო განაცხადს, რასაც აგრერიგად ელოდნენ თბილისში, კიევსა და კიშინიოვში, არ შეიცავს. ეს დოკუმენტი, რომლის შინაარსიც გუშინ რადიოთავისუფალმა ევროპამგაავრცელა, უკვე გადაგზავნილია აღმოსავლეთ პარტნიორობის 6 ქვეყანაში, მათ შორი საქართველოშიც.

რადიო “თავისუფალი ევროპის” ცნობით, ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორი ქვეყნებისათვის რიგის სამიტის დეკლარაციის პროექტი ბრიუსელში ევროკავშირის ბლოკის წევრ დიპლომატებს შორის ერთ თვეზე მეტია, განიხილება და საბოლოო ვარიანტი, რომელიც მაისში დაგეგმილი სამიტისთვის მომზადდა, “ძალიან ცოტა კარგ ამბავს შეიცავს” ევროკავშირში გაწევრიანების მსურველი ქვეყნების – უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვასათვის. “ამ სამმა ქვეყანამ ცოტა ხნის წინ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება გააფორმა, იმედოვნებდნენ, რომ რიგის სამიტზე ევროკავშირში მომავალში მათი გაწევრიანების შესაძლებლობის აღიარება მოხდებოდა. ამის ნაცვლად დეკლარაციის პროექტი საუბრობს მხოლოდ “თითოეული პარტნიორის სუვერენულ უფლებაზე, თავისუფლად აირჩიოს ევროკავშირთან ურთიერთობაში ამბიციის დონე და მიზანი,” – წერს გამოცემა და დასძენს, რომ აღნიშნული პროექტი დიდი დარტყმაა ევროკავშირის წევრი პოლონეთისა და ლიტვისათვის, რომლებიც საწინააღმდეგო მიდგომას ლობირებდნენ, წერია სტატიაში სათაურით “რიგის სამიტზე საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას იმედგაცრუება ელოდება.”

პროექტი აღმოსავლეთ სამეზობლოში ევროკავშირის ამბიციების შესუსტებაზე მიუთითებს და მნიშვნელოვან მარცხს წარმოადგენს პოლონეთისა და ლიტვისათვის, რომლებმაც დიდი ძალისხმევა გასწიეს საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ევროინტეგრაციის ხელშესაწყობად.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ ეტაპზე რაიმე კომენტარს არ აკეთებს. როგორც სამინისტროს პრესსამსახურში განაცხადეს, “მთავრობა აქტიურად აგრძელებს მუშაობას რიგის სამიტის მიზნების განსახორციელებლად.”

თბილისელი პოლიტოლოგები კი ამბობენ, რომ რიგაში არც უვიზო მიმოსვლაზე აგვინთებენ მწვანე შუქს და სწორედ ამიტომაც არც ეს საკითხია დოკუმენტის პროექტში შეტანილი. უარის მიზეზი კი, “ევროპული კვლევების ცენტრის” დირექტორის, კახა გოგოლაშვილის განცხადებით, არის ომი უკრაიანსა და ახლო აღმოსავლეთში, რომელიც თავისთავად საფრთხეს ქმნის, ასევე მესამე ქვეყნებიდან მიგრაციული ნაკადის მომძლავრება და მისი გართულებული კონტროლი, რაც კიდევ უფრო რთულდება, როდესაც მესამე ქვეყნებთან უვიზო რეჟიმს აწესებ.

“ევროკავშირში გაფართოების მიმართ საკმაოდ რთული განწყობაა, ძირითადად მოსახლეობაში. ისევე როგორც რთული განწყობაა მიგრაციული პოლიტიკის ლიბერალიზაციის მიმართ. ამიტომ ამ ორ საკითხზე – ევროპულ პერსპექტივაზე და მისი დეკლარაციაში ასახვაზე, ისევე როგორც საქართველოსათვის სავიზო ლიბერალიზაციის საკითხის მხარდაჭერაზე წევრ სახელმწიფოებს შორის შეთანხმება ვერ მოხერხდა,” – აღნიშნავს გოგოლაშვილი. (…) მისი პროგნოზით, ჩვენსავით არც უკრაინას მისცემენ რამეს. ჩვენ ერთად განგვიხილავენ. მოლდოვას ვიზის ლიბერალიზაცია კი მისცეს იმიტომ, რომ ის სხვა ისტორიულ მომენტში მოხვდა. იმ დროს უკრაინაში ომი გაჩაღებული არ იყო. უკრანასა და სირია-ერაყში მიმდინარე ომმა შეცვალა გარემო და კონტექსტი. გარდა ამისა, მოლდოვასთან რუმინეთის ფაქტორმაც იმუშვა, რადგან მოლდოვას მოსახლეობის დიდი ნაწილი რუმინეთის პასპორტს ატარებს და ევროკავშირის ტერიტორიაზე ისედაც თავისუფლად გადაადგილდებიან.

“უკრაინაში, სადაც დღეს ომი მიმდინარეობს, რუსეთთან გახსნილია საზღვარი და წესიერად მისი კონტროლი ვერ ხორცილდება. ლოგიკურია, რომ ევროპაში უკრაინასთან უვიზო რეჟიმის შემოღების ეშინიათ, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკურად ეს უკრაინისათვის და უკრაინა-ევროკავშირის ურთიერთობისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. პოლიტიკური გადაწყვეტილებები ყოველთვის სასწორზე შეგდებული სხვადასხვა მოსაზრებების შედეგად მიიღება. ამ მომენტში, მგონია, სასწორი თავშეკავებისკენ გადაწონის. რომ არა უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში ომი, მეტი იმედი გვექნებოდა. ჩვენ ვალდებულებები პრაქტიკულად შევასრულეთ, მაგრამ საერთაშორისო კონქტექსტი შეიცვალა,” – ამბობს გოგოლაშვილი და დასძენს, რომ ყველაფრის მიუხედავად, წლის ბოლომდე დიდი დროა და 2016 წლიდან ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შანსი კვლავ გვაქვს.

დიპლომატიური აკადემის რექტორი სოსო ცინცაძე აცხადებს, რომ ამ სამიტზე არაფერ რეალურს არ მოგვცემენ და პრესაში ინფორმაციის ხელოვნურად გაჟონვა იმიტომ მოხდა, რომ საქართველო სამიტამდე შეეგუოს ამას და უვიზო მიმოსვლისა და ევროპული პერსპექტივის მოლოდინი არ ჰქონდეს. მისივე განცხადებით, საქართველოს ვიზა ლიბერალიზაციით ევროპა არაფერს არ იგებს, ეს მხოლოდ ახალი თავის ტკივილი იქნება, რადგან მეორე დღესვე ათი ათასობით ქართველი შევარდება ევროპაში.

სოსო ცინცაძე: “საქართველოდან არა განათლებული, პერსპექტიული ნაწილი გაიქცევა, არამედ მომსახურე ხალხი. ევროპელებს კი მოსამსახურე ყელამდე ჰყავთ. ევროპის ციხეები ქართველებითაა სავსე. ვის უნდა კიდევ ქართველი და თავის ტკივილი?! 15 წელია თითქოს ევროპისკენ მივდივართ და ხელისუფლებამ ხალხს ქუჩაში სიარული ვერ ასწავლა. ევროპული ფასეულობების და ღირებულებების დამკვიდრება უნდა დაეწყო 15 წლის წინ. ხალხს ვერ ასწავლა წითელზე არ გადავიდეს და მანქანები ტროტუარზე და სადარბაზოებში არ ეყენოს. დედაქალაქში პროსპექტები ბაზრებადაა ქცეული, პროსპექტზე “პეტრუშკა” იყიდება”.

(…)

რომ ჩაწერონ, შემდეგ იძულებულები ხდებიან დრო და დრო ჩამოვიდნენ და თქვან, რომ აუცილებად გავხდებით ევროკავშირის წევრები. როგორც ჩანს, ჩვენმა ხელისუფლებამ თავი მოაბეზრა ევროპას, ხალხი ელოდება გაწევრიანებასო და ამიტომ უბრალოდ მიგვანიშნებენ, იმედი ნუ გექნებათო. თუმცა ხმამაღლა არასდროს არავინ გვეტყვის იმას, რომ ევროკავშირის წევრი არ გავხდებით. ასეთი პოლიტიკაა. მიზეზად გვეტყვიან, რომ რეფორმები დასრულებული არ არის, ასეთი ფორმულა იქნება – “ევროკავშირი მიესალმება იმ ღრმა ძირეულ რეფორმებს, რომელმაც საქართველოს წარმატება მოუტანა, მაგრამ ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი.” ეს “მაგრამ” იქნება საკვანძო სიტყვა,” – მიიჩნევს დიპლომატიური აკადემიის რექტორი და დასძენს, რომ დასავლეთისათვის დღეს მთავარი ის კი არ არის, რომ საქართველო სერიოზულად იქცეს ევროპის შემადგენელ ნაწილად, არამედ ის, რომ საქართველო რუსეთის შემადგენელ ნაწილად არ იქცეს, ის, რომ საგარეო ვექტორი არ შეცვალოს.

“ევროპელი დიპლომატებისაგან ევროკავშირში აქვთ ინფორმაცია, რომ ჩვენთან, რაღაც ნაწილში დასავლეთის მიმართ უკმაყოფილება იზრდება, იმის გამო კი არა ნატო-ში და ევროკავშირში არ გვიღებენ, ვიცით, რომ ეს არ მოხდება, არამედ იმიტომ, რომ ცინიკურად გვექცევიან. სადღაც უგანდიდან გამოქცეულს მეტი შანსი აქვს, რომ ევროკავშირის მოქალაქე და ევროპელი გახდეს, რადგან მათ თავის სოფელში არავინ აბრუნებს. მათ შვილებს ევროპელობის უფრო მეტი შანსი აქვთ, ვიდრე ჩვენს შვილებს. ეს ცინიზმია! გამორიცხულია ამ სამიტზე საქართველოს გამარტივებული სავიზო რეჟიმი მისცენ. რეალურს არაფერს მოგვცემენ. ევროჩინოვნიკებს დიდი ფანტაზია აქვთ და რაღაცას ჩაგვიწერენ, რაღაც ახალს მოიფიქრებენ, ისე, როგორც უელსის ნატო-ს სამიტზე მოიფიქრეს – მაპი არ მოგვცეს, რაღაც ნეიტრალური ფორმულა მოიფიქრეს და თქვეს, “ოქროს პაკეტს” გაძლევთო. ამგვარ ნეიტრალურ ფორმულას მოძებნიან რიგაშიც,” – ამბობს ცინცაძე.

„საქართველო და მსოფლიო“, 29 აპრილი, 2015 წელი

ჭილოფში ამოცნობილი ძია სემი ანუალ ქაიდადან” “ისლამურ სახელმწიფომდე

ნანა დევდარიანი

ამ დღეებში თითქმის სანქციამოხსნილი ირანის სამხედრო ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ჰასან ფირუზაბადიმ სკანდალური განცხადება გააკეთა: “შეერთებულ შტატებს არ ეგების “ისლამური სახელმწიფოს” დახმარება იარაღით, ფულითა და სურსათით, ხოლო შემდეგ მობოდიშება, თითქოს ეს შეცდომით ხდება. ამერიკელები სიტყვით გვარწმუნებენ, რომ “ისლამურ სახელმწიფოს” უპირისპირდებიან, საქმით კი ჩანს, რომ ისინი დაკვირვებასა და რეკოგნოსცირებას ეწევიან”.

ფირუზაბადიმ ივარაუდა, რომ უახლოეს მომავალში ევროპასა და აშშ-ს ტერორიზმის სასტიკი ტალღა გადაუვლის და იქვე დაამატა, თუ მოარულ ხმებს დავუჯერებთ, რომ “ისლამური სახელმწიფო” სწორედ ამერიკელების შექმნილია, მაშინ მათ არ უნდა გაუჭირდეთ ამ ტერორისტული დაჯგუფების ალაგმვა თუნდაც საკუთარი ხალხის უსაფრთხოებისთვისო.

ცნობები იმის თაობაზე, რომ ამერიკის საჰაერო ჯარების თვითმფრინავები რეგულარულად სხდებიან აეროპორტებში, რომლებსაც “ისლამური სახელმწიფო” აკონტროლებს, რეგულარულად ვრცელდება. 1 თებერვალს ერაყის პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ “ისლამურ სახელმწიფოსთან” ომი, ფაქტობრივად, მესამე მსოფლიო ომია, რადგან იგი მსოფლიო ხალიფატის შექმნისკენ ისწრაფვის.

მარტის დასაწყისში ერაყელმა სამხედროებმა “ისლამური სახელმწიფოს” ოთხი ინსტრუქტორი დააკავეს, მათგან სამს ამერიკისა და ისრაელის პასპორტები აღმოაჩნდათ. რა თქმა უნდა, ეს პასპორტები არ ადასტურებს აშშ-ის ან ისრაელის პირდაპირ მონაწილეობას ისლამისტების დახმარებაში, მაგრამ ასოციაციებმა უმალ იფეთქა და ბევრი ექსპერტი თუ პოლიტიკოსი უკვე საჯაროდ ალაპარაკდა. დღევანდელ ვითარებას სულ უფრო ხშირად ადარებენ გასული საუკუნის 70-იან წლებს, როდესაც საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ აშშ-მა “ალ ქაიდა” შექმნა. ახლაც სწორედ ამერიკელებს ადანაშაულებენ “ისლამური სახელმწიფოს” შექმნაში. როგორ დაუპირისპირდა “ალ ქაიდა” შემქმნელს, ყველამ იცის. სავარაუდოდ, “ისლამური სახელმწიფოც” ასე მოიქცევა, მაგრამ მანამდე კიდევ ბევრ სისხლს დაღვრის.

შარშან თვით აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ ამერიკულმა დაზვერვამ სათანადოდ ვერ შეაფასა “ისლამური სახელმწიფოს” სიმძლავრე სირიაში, ხოლო ერაყელი მოკავშირეების ძალებზე გადაჭარბებული წარმოდგენა ჰქონდათ ისლამისტებთან დაპირისპირების საკითხში. უბრალო ენით რომ ვთქვათ, “ისლამური სახელმწიფო” გაცილებით ძლიერი აღმოჩნდა, ვიდრე “დემოკრატიას ნაზიარევი” ერაყის ჯარი.

უაღრესად ზედაპირული, მაგრამ გლობალური მედია ისლამისტებს რელიგიურ ფანატიკოსებად ხატავს: ერთ ხელში _ ყურანით, მეორეში კი _ “კალაშნიკოვით”. სისასტიკის ტირაჟირება, პრაქტიკულად, ყოველდღიურად ხდება ტელეეკრანებზე. ახლახან სოციალურ ქსელებში სირიელი ბავშვების ტრაგიკული კადრები გავრცელდა, რომლებმაც საზოგადოება შეძრა. აქციაც ჩატარდა და სატელევიზიო სიუჟეტებიც მომზადდა, მაგრამ ეს ყველაფერი დღეს არ დაწყებულა. ასეთივე ბავშვები იხოცებოდნენ ერაყში “დემოკრატიის შეტანისას” და განა მნიშვნელობა აქვს, რა აღმსარებლობისა იყვნენ ისინი? მუსლიმანები კი ამ სასტიკ ძალას ისლამის მტრად მიიჩნევენ. მართლაც, რამ შეიძლება მეტი ზიანი მოუტანოს ისლამს, ვიდრე მისი მიმდევრების ცივსისხლიან მკვლელებად, თანაც, ბავშვების მკვლელებად წარმოჩენამ? მუსლიმანები სწორედ ამიტომ მიიჩნევენ, რომ “ისლამური სახელმწიფოს” შემქმნელნი და ხელშემწყობნი ფარულად სწორედ ისლამს ებრძვიან.

ფანატიკოსების ქმედებაში რაციონალიზმი არ უნდა ეძებო, მაგრამ რა ვუყოთ იმას, რომ “ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლები ერთობ რაციონალურად ყოფენ ერაყს სამ ნაწილად, თანაც იმგვარად, რომ მისი წიაღისეულის ექსპლუატაცია მეტად მოსახერხებელია? ეს სამი ნაწილია – ქურთისტანი, სუნიტური ერაყი და ე.წ. შიიტთა მიწა.

ყველაზე მეტად სირია, ერაყი, ირანი და ჩინეთი დაზარალდება. მოიგებს _ აშშ, თურქეთი, ისრაელი და საუდის არაბეთი. ერაყში “ისლამური სახელმწიფოს” შეჭრის პოლიტიკური შედეგია ირანიდან დახმარების დერეფნის ბლოკადა ბაშარ ასადის ჩამოგდების მიზნით. არ ღირს იმის შეხსენება, რომ “არაბული გაზაფხულის” შედეგად არც ერთ ქვეყანაში აღარ არის მშვიდობა და სტაბილურობა, ხოლო საერო სახელმწიფოები სწორედ “დემოკრატიის ექსპორტის” შემდეგ ისლამისტური ძალების თავშესაფრად იქცნენ.

შარშან მოსკოვში ნავთობკომპანიების ყოველწლიური კონგრესი გაიმართა, რომელზეც მკაფიოდ ითქვა, რომ “ალ ნუსრას” არმიის მიერ სირიაში მოპარული ნავთობი ბაზარზე Exxon-Mo­b­il-ის (ყატარი) მიერ არის შეთავაზებული, ხოლო “ისლამური სახელმწიფოს” ნავთობს Aramco (საუდის არაბეთი) იყენებს.

“ისლამური სახელმწიფოს” ყველაზე დიდ წარმატებად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ იგი ორ მთავარ ნავთობსადენს აკონტროლებს: ერთი პორტ ბანიასისკენ მიემართება და სირიას ამარაგებს, მეორე – პორტ ჯეიჰანს. პირველი “ისლამურმა სახელმწიფომ” გადაკეტა, მეორე კი შეუფერხებლად მუშაობს. დასავლური პრესა შეშფოთებულია იმით, რომ “ისლამური სახელმწიფო” ნავთობის გაყიდვით ძლიერდება, მაგრამ თითქმის არავინ სვამს კითხვას – როგორ ახერხებენ ისლამისტები ნავთობის გაყიდვას, როცა ეს ბაზარი ყველაზე მკაცრად კონტროლდება და მისი უმსხვილესი მოთამაშეების თანხმობის გარეშე, არათუ ტანკერებს, კანისტრასაც ვერ გაყიდი?!

აღარავისთვის არის საიდუმლო, რომ ბოლო 25 წლის განმავლობაში ატეხილ ომებს ნავთობის მკვეთრი სუნი ასდის. ყველა სამხედრო ინტერვენციაც სწორედ ნავთობის საბადოების გამო ხდებოდა და არა იმიტომ, რომ დემოკრატიის დეფიციტმა შეაწუხა ვინმე.

ახლახან ცნობილი გახდა სკანდალური ფაქტები, თუ როგორ ცდილობდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი, რადაც უნდა დაჯდომოდა, ლიბიაში ომი გაეჩაღებინა. The Washington Times-მა გამოაქვეყნა დოკუმენტები, რომელთა თანახმად სახელმწიფო დეპარტამანტი დამახინჯებულ ინფორმაციას აწვდიდა თეთრ სახლს. საიდუმლო აუდიოჩანაწერები მოწმობს, რომ პენტაგონი და დემოკრატი კონგრესმენები ისე უკმაყოფილო იყვნენ ქალბატონი კლინტონის 2011 წლის გადაწყვეტილებით საომარი მოქმედებების გაგრძელების თაობაზე, რომ დიპლომატიური არხებით კადაფის ვაჟს დაუკავშირდნენ.

ისევე, როგორც სადამ ჰუსეინის შემთხვევაში, ოფიციალური განცხადებები კეთდებოდა, თითქოს მუამარ კადაფი საკუთარი ხალხის გენოციდს აპირებდა(?!). არც ეს დადასტურდა, როგორც _ ერაყში მასობრივი განადგურების იარაღის არსებობა, მაგრამ სადამიც დაამხეს და კადაფიც. ახლა ქალბატონი კლინტონი პრეზიდენტობისთვის ემზადება. მშვენიერი ბექგრაუნდია!

კიევის მაიდანზე დარიგებული ამერიკული ორცხობილების შემდეგ აღარავის უკვირს, რომ შეერთებული შტატები პირდაპირ უჭერს მხარს ამბოხებებს, სახელმწიფო გადატრიალებებს, მართვად ქაოსს და ქვეყნების აშკარა დეგრადაციას. კადაფის დამხობამდე ჰილარი კლინტონი ამბოხებულთა წარმომადგენელს _ მაჰმუდ ჯიბრილს შეხვდა, რათა გაერკვია, შეძლებდნენ თუ არა ისინი კადაფის დამხობას საკუთარი ძალებით. 45 წუთში იგი მიხვდა, რომ ამბოხებულთა იმედად ყოფნა არ შეიძლებოდა. საჭირო იყო სამხედრო ჩარევა.

“მე ვლაპარაკობდი იმაზე, რომ ვოცნებობ დემოკრატიულ საზოგადოებაზე, რომელშიც ლიბიელები თანაბრად მონაწილეობენ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში გამონაკლისის გარეშე, კადაფის მომხრეებიც კი, იმ პირობით, თუ მათ დანაშაული არ აქვთ ჩადენილი ლიბიელი ხალხის წინააღმდეგ. ვლაპარაკობდი იმაზე, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა დაიცვას მშვიდობიანი მოსახლეობა შესაძლო(?!) გენოციდისგან. შეხვედრის დასასრულს მივხვდი, რომ გამოცდა ჩავაბარე. ბენღაზი გადარჩენილი იყო.” – ჯიბრილმა ამ შეხვედრის შესახებ უამბო თჰე თიმეს-ს. ხომ არ გეცნოთ ეს რიტორიკა? საკუთარი სახელმწიფოს ინტერესები სწორედ ასე უნდა “შეფუთო”, რომ ამერიკელები შენს სამშობლოს დაესხნენ თავს და თანაც _ დემოკრატიის სახელით!

თავის მხრივ, პრეზიდენტმა ობამამ სულ მალე ამერიკელი ერისადმი მიმართვაში განაცხადა: “კონკრეტულ მომენტში, კონკრეტულ ქვეყანაში, ლიბიაში ჩვენ შევეჯახეთ საშინელი მასშტაბის ძალადობის პერსპექტივას. ჩვენ მოგვეცა უნიკალური შესაძლებლობა, შევაჩეროთ ეს ძალადობა: ჩვენ მივიღეთ საერთაშორისო მანდატი ჩარევაზე, ფართო კოალიცია მზად არის, შემოგვიერთდეს, მხარს გვიჭერენ არაბული ქვეყნები, ხოლო ლიბიელი ხალხი გვემუდარება, დავეხმაროთ”.

აი, ასე: კონკრეტული ჯიბრილი “ლიბიელი ხალხია”, ძალადობა მომავალში ივარაუდება, ოღონდ მისი საშინელი მასშტაბი წინასწარ არის ცნობილი, ამიტომ შევდივართ ლიბიაში და ვამხობთ ხელისუფლებას.

რაკი შინაურ მღვდელს შენდობა არ აქვს, ვნახოთ, რას წერს აშშ-ის მიერ წარმოებულ ომებსა და “პერმანენტულ რევოლუციაზე” The Washington Times-ის მიმომხილველი მაიკლ როზეფი: “საზღვარგარეთ ამერიკის მიერ წარმოებული სამხედრო ოპერაციების რუკას რომ გადავხედოთ, გაგვიძნელდება, არ შევამჩნიოთ, რომ მათი გეოგრაფია ფართოვდება. საომარი მოქმედებები ხორციელდებოდა ევროპაში (იუგოსლავია და უკრაინა), აფრიკაში, ცენტრალურ აზიასა და ახლო აღმოსავლეთში. ამერიკამ წამოიწყო მთელი წყება ომებისა, რომელთაც დასასრული არ უჩანს. ყველა მათგანის მსვლელობისას აშშ დახმარებისთვის მოკავშირეებს, ნატოსა და იაპონიასაც კი მიმართავდა”.

როზეფი ბოლო 25 წლის განმავლობაში წამოწყებულ ომებს (ერაყი, სომალი, ბოსნია, მაკედონია, ჰაიტი, ზაირი, სიერა-ლეონე, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, ლიბერია, ალბანეთი, ავღანეთი, სუდანი, სერბია, ლიბია, იემენი, პაკისტანი, სირია, უგანდა, იორდანია, თურქეთი, ჩადი, მალი, სომალი) მიმოიხილავს და ასკვნის: “ტერორიზმის საფრთხე ჩინებული გამართლებაა სამხედრო ოპერაციისთვის. სამხედრო მოქმედებების მთავარ დასაბუთებად ამერიკელებისა და ეროვნული ინტერესების დაცვა იქცევა ხოლმე… ზოგიერთ შემთხვევაში ომს ეთნიკური წმენდისა და მასობრივი მკვლელობების საფრთხით ამართლებენ, რომელთაც თითქოს იმ ქვეყნების მთავრობები აპირებენ(?!)”.

მართალია, დროთა განმავლობაში ირკვევა, რომ ამ საბაბებს სინამდვილესთან საერთო არაფერი აქვს, მაგრამ იმ დროისთვის ყველაფერი უკვე დამთავრებულია. სამაგიეროდ, რჩებიან ის “დამხმარენი”, რომელთა გარეშე უცხო ქვეყანაში არეულობის თუ დაპირისპირების მოწყობა ვერ ხერხდება. ასე იყო ავღანეთში, ასეა ახლა ერაყსა და სირიაში. თუ დავიჯერებთ, რომ 11 სექტემბრის შემზარავი ტერაქტები “ალ ქაიდამ” და ამერიკელების გამოზრდილმა ბენ ლადენმა განახორციელეს, ირანის გენერალური შტაბის მეთაურის გაფრთხილება ერთობ რეალისტური აღმოჩნდება. “ისლამური სახელმწიფო”, ადრე თუ გვიან, სწორედ აშშ-ს შეუტრიალდება.

ეს არ მახარებს, პირიქით – ბავშვი ყველგან ბავშვია, ის არც სირიაში უნდა იღუპებოდეს, არც ერაყში და არც ამერიკაში, თუმცა ამაზე, პირველ რიგში, ამერიკელებმა უნდა იფიქრონ. მხედველობაში ხელისუფლება მყავს, თორემ ხალხს იქაც არავინ არაფერს ეკითხება.

„საქართველო და მსოფლიო“, 29 აპრილი, 2015 წელი

ოთხი ამერიკული საწვრთნელი ცენტრი საქართველოში უკვე მოქმედებს

ეკა ნასყიდაშვილ

სირიასა და ერაყში მიმდინარე საომარმა მოქმედებებმა პანკისის ხეობიდან უკვე 7 ახალგაზრდა შეიწირა. ადგილობრივების შეფასებით, სირიასა და ერაყში 50-მდე პანკისელი იბრძვის. დაზუსტება შეუძლებელია.

საქართველოს ხელისუფლება აღიარებს, რომ ეს პრობლემა აქტუალურია: “ვცდილობთ, მაქსიმალურად გავაკონტროლოთ პანკისში არსებული ვითარება, მაგრამ საქმე არის ის, რომ იქაურები ჯერ ლეგალურად მიდიან თურქეთში, იქიდან კი სირიაში გადადიან და საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობენ”, - განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა. პანკისელებს დღეს ყველაზე მეტად მათი ხეობის ტერორიზმთან გაიგივება აწუხებთ. უცხოეთიდან დაფინანსებას ან სხვა სახის დახმარებას უარყოფს ადგილობრივი იმამი, თუმცა პანკისის ხეობის კავშირი ტერორიზმსა და საეჭვო ფონდებთან მაინც იკვეთება _ წლების განმავლობაში ეს ხეობა ჩეჩენი თუ არაბი საველე მეთაურების თავშესაფარი იყო. ამასთანავე, ამერიკული სანქციების შავ სიაშიალ ქაიდასთანთანამშრომლობაში ეჭვმიტანილი საქველმოქმედო ფონდების _ “ალბირ ალ დავალიასდაჯი-ერ-ეფის” _ სამოქმედო არეალად, მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებთან ერთად, დუისიცაა მითითებული. პანკისის ხეობაში მიმდინარე მოვლენებზე, რომლებიც ჩვენი ქვეყნისთვის სახიფათოა, კომენტარი იმ ადამიანებს ვთხოვეთ, რომლებმაც ეს ხეობა კარგად იციან და იქ არსებული პრობლემების შესახებ ინფორმაციაც აქვთ.

———

ვალერი ხაბურძანია, უშიშროების ყოფილი მინისტრი:

- 1990-იანი წლების ბოლოდან პანკისის ხეობაში არეულობის დაწყება რუსეთში მიმდინარე ომმა გამოიწვია. ფედერალურმა ჯარებმა სეპარატისტ ჩეჩნებს შეუტიეს. რუსლან გელაევის დაჯგუფება ხალხთან ერთად საქართველო-რუსეთის საზღვარს მოადგა. საქართველოს მთავრობის იმჟამინდელი მეთაურის გადაწყვეტილებით, საქართველოს ტერიტორიაზე ლტოლვილი ჩეჩნები შემოუშვეს, მაგრამ მშვიდობიან მოსახლეობას შეიარაღებული დაჯგუფებებიც შემოჰყვნენ, მათი განცალკევება ვერ მოხერხდა. შეიარაღებულმა ხალხმა ყაზბეგის მოსახლეობა შეაწუხა, პრობლემებს ქმნიდნენ, ამიტომ მთავრობამ გადაწყვიტა, ჩეჩნები პანკისის ხეობაში გადაეყვანათ, რადგან იქ მათი მონათესავე ხალხი ცხოვრობდა. ყველა ფიქრობდა, რომ ისინი ძალიან მალე დატოვებდნენ ხეობას, მაგრამ რამდენიმე წელიწადს დარჩნენ.

პანკისის ხეობაში შეიარაღებული დაჯგუფების არსებობამ გამოიწვია ის, რომ ნელ-ნელა სახელმწიფო ინსტიტუტები იქ შესვლას ვეღარ ახერხებდნენ. ქართველებსა და ჩეჩენ მოსახლეობას შორის წინააღმდეგობები გაჩნდა, ამიტომ საქართველოს იმჟამინდელმა ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, შემოესაზღვრა ხეობა და, ალბათ, გახსოვთ, რომ სოფელ მატანში და თელავთან ახლოს ბლოკ-პოსტები გაიხსნა. იმ პერიოდში უფრო მეტად კონტროლდებოდა ყველა შემომსვლელ-გამსვლელი, ვიდრე დღეს.

დაძაბულობა და ხელისუფლების აღშფოთება იმან გამოიწვია, რომ პანკისში გამოჩნდნენ არაბი ემისრები, რომლებიც არა მხოლოდ ვაჰაბიზმს ქადაგებდნენ, არამედ წვრთნებსაც ატარებდნენ _ მოსახლეობას აფეთქების “ხელოვნებაში” წვრთნიდნენ.

- საქართველოში ვაჰაბიტური მოძრაობა 1990-იანი წლების ბოლოდან დაიწყო?

- ვაჰაბიზმი არაბებთან ერთად შემოვიდა. მიუხედავად იმისა, რომ რუსლან გელაევი იყო შეიარაღებული დაჯგუფების მეთაური, არაბები მეტ ძალაუფლებას ფლობდნენ. ერთი არაბი იყო _ ამჟეტი, რომელიც აკონტროლებდა სიტუაციას.

- წარმატებით დასრულდა სპეცოპერაცია, რომელიც თქვენი მინისტრობისას პანკისის ხეობაში ჩატარდა?

- ყველა ფიქრობს და ამბობს, რომ 2001 წელს პანკისის ხეობაში სპეცოპერაცია ირაკლი ალასანიამ ჩაატარა. წლები გავიდა და დღემდე ამბობენ, რომ პანკისის ხეობაში ვითარების დარეგულირებაში ალასანიამ დიდი წვლილი შეიტანა. არადა, ეს პრობლემა და თემა მე წამოვწიე, იმხანად ალასანია ჩემთან არც მუშაობდა. მინისტრობის პერიოდში პანკისის ხეობიდან თითქმის არ გამოვსულვარ. რაც შეეხება ირაკლი ალასანიას, ის მაშინაც ამერიკულ ობიექტებზე აქტიურობდა, იქ იყვნენ რუსული ჯგუფებიც და მათ კოორდინაციას მე ვუწევდი. მოგვიანებით შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩაერთო და შინაგანი ჯარების შეყვანის შედეგად ხეობა გავათავისუფლეთ, რა თქმა უნდა, პატარ-პატარა ჯგუფები დარჩნენ, მაგრამ კონტროლს ექვემდებარებოდნენ. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ირაკლი ალასანია პანკისში იყო, მაგრამ მის სახელს სამინისტროს მიერ შესრულებული სამუშაოს 15%-იც კი არ მიეწერება.

- თუ თქვენი მინისტრობისას დაცული იყო პანკისის ხეობის შემოსასვლელები, დღეს რამ გამოიწვია ასეთი უკონტროლობა?

- მძიმე სოციალურმა ფონმა და ხელისუფლების ზედმეტად ლიბერალურმა პოლიტიკამ გამოიწვია ის, რომ პანკისში ვაჰაბიტური დაჯგუფებები გააქტიურდნენ, არ გამოვრიცხავ, რომ კვლავ გამოჩნდებიან არაბი ემისრებიც, რადგან სირიისათვის ახალგაზრდა მებრძოლების რეკრუტირებას ცდილობენ. სახელმწიფომ სასწრაფოდ უნდა მიიღოს ზომები, რათა ახალგაზრდები დასაქმდნენ, დაეხმაროს ტრადიციულ რელიგიურ კონფესიებსა და უხუცესთა საბჭოებს.

- ბატონო ვალერი, როგორ ფიქრობთ, დაგვეხმარება თუ არა საქართველოში ნატოს საწვრთნელი ცენტრის განთავსება თუ მეტი პრობლემების წინაშე აღმოვჩნდებით? ყოფილი თავდაცვის მინისტრი ალასანია ხსნას ნატოს ცენტრის განთავსებაში ხედავს.

- როდესაც ჩემი მინისტრობისას პანკისში პრობლემა იყო, პროცესს სხვა სახე ჰქონდა… საქართველოში ხალხი ჩამოდიოდა, დღეს კი აქედან სხვაგან მიდიან საბრძოლველად. ადრე თუ გვიან, სირიაში საბრძოლო მოქმედებები დასრულდება და ეს მებრძოლებიც დაბრუნდებიან… რაც შეეხება ნატოს საწვრთნელ ცენტრს, რაღაც მოგონილი ბოდვა მგონია, რადგან ოთხი ამერიკული საწვრთნელი ცენტრი საქართველოში უკვე მოქმედებს. რა საჭიროა ნატოს ცენტრი, თუ არა ვიღაცის გასაღიზიანებლად?!

- ვის გააღიზიანებს - ვაჰაბიტებს?

- დიახ, გააღიზიანებს ვაჰაბიტებს და ეს რუსეთისთვისაც არასასიამოვნო ფაქტია. არ მესმის, რა საჭიროა იმაზე ძალებისა და ენერგიის ხარჯვა, რაც არაფერში გამოგადგება, სარგებელი არ გაქვს და საფრთხე მძაფრდება.

———

ტრისტან წითელაშვილი, გენერალი, სამხედრო ექსპერტი:

- არა მხოლოდ ის, რაც პანკისის ხეობაში ხდება, არამედ ყველაფერი, რაც დღეს ქვეყანაში ჩვენ თვალწინ ხდება, სახელმწიფოს ბრალია. ხელისუფლება ისეთი უნიათო აღმოჩნდა, რომ ყველა მიმართულებით ცუდი პროცესები მიმდინარეობს. ვერ შეძლეს, გადაედგათ სწორი ნაბიჯები, რომლის მილოდინიც ხალხს ჰქონდა და ეს მხოლოდ პანკისს არ ეხება. პანკისის ხეობიდან ადამიანები, ძირითადად, ეკონომიკური და სოციალური პრობლემის გამო მიდიან. ვფიქრობ, ხელისუფლებას ეს ყველაფერი ძალიან ცუდად მოუბრუნდება და პანკისის ხეობის მსგავსმა პრობლემამ, შესაძლოა, სრულიად საქართველო მოიცვას.

- ბატონო ტრისტან, ეს ხელისუფლება რა შუაშია? მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაშია ეს პრობლემა. არ თვლით, რომ გარე ფაქტორების როლიც ძალიან დიდია?

- დიახ, დიდია გარე ფაქტორების როლიც, მეც მაგას ვამბობ. რაც მსოფლიოში ხდება, ამერიკის პოლიტიკის ბრალია. “ისლამური სახელმწიფო” ვისი შექმნილი გგონიათ? ამერიკელების ფულით ფინანსდებიან, პასუხისმგებლობაც მათ კისერზეა.

ის, რაც პანკისში ხდება, გამოიწვია საქართველოს მთავრობის რიტორიკამ, რომელიც წინა მთავრობის რიტორიკისგან არაფრით განსხვავდება. აი, აქამდე მიგვიყვანა ირაკლი ალასანიას უპასუხისმგებლო განცხადებებმა, საკუთარ თავზე დიდმა წარმოდგენამ, თავნებობამ.

თუ საქართველოში ნატოს ცენტრები განთავსდება, საფრთხე მოიმატებს. იქ, სადაც ნატოს ბაზები და ცენტრებია, ყველგან არასტაბილური ვითარებაა, სწორედ ეს ქვეყნებია მიმზიდველი “ისლამური სახელმწიფოსთვის”.

- ეს ხეობა ადრე იმაზე მეტად დაცული თუ ყოფილა, ვიდრე დღეს არის?

-დღეს რომ არის, ასე უპატრონოდ, პანკისის ხეობა არასოდეს ყოფილა. ვისაც უნდა, როგორც უნდა და როცა უნდა, მაშინ შემოდის საზღვარზე. რა დაცულობაზე მელაპარაკებით? პირტიტველა ბავშვები წაიყვანეს ქვეყნიდან, ამას ვინ მოახერხებდა და რომელ პერიოდში? ასეთი ვითარება პანკისში ედუარდ შევარდნაძის მმართველობისას არ ყოფილა, როცა იქ რუსლან გელაევი “დაჯირითობდა”. ხელისუფლება ვალდებულია, მეტი კავშირი იქონიოს პანკისის ხეობის მოსახლეობასთან და ყველაზე მთავარი _ გადახედოს ნატოში ინტეგრირების საკითხს; დაფიქრდეს, არის თუ არა ნატო საქართველოსთვის სიკეთის მომტანი. ერთდერთი გამოსავალია, _ ჩატადრეს რეფერენდუმი და გაირკვეს, რა სურს საქართველოს მოსახლეობას.

როდის გააქტიურდნენ ვაჰაბიტური დაჯგუფებები საქართველოში? _ მას შედეგ, რაც ირაკლი ალასანიამ საჰაერო თავდაცვით სისტემებსა და ნატოს ცენტრებზე დაიწყო ლაპარაკი და, არა მხოლოდ ალასანიამ, მის აზრს ხელისუფლების აზრიც ემთხვევა. მოლაპარაკება ვაჰაბიტებთანაც შეიძლება, თუ ხელისუფლება სწორ გზას დაადგება და გადადგამს იმ ნაბიჯებს, რომლებიც ქვეყანას სჭირდება. ამერიკელების მეთოდით მუშაობა არაფერში გამოგვადგება.

„საქართველო და მსოფლიო“, 29 აპრილი, 2015 წელი

ინტერვიუ ჰამლეტ ჭიპაშვილთან: “ისლამური სახელმწიფოსსახელით სირიაში მებრძოლი უკანონო შეიარაღებული ფორმირებები უკრაინაში გადაჰყავთ

შორენა ცივქარაშვილი

(შემოკლებით)

(…)

“საქართველო და მსოფლიოს” პოლიტოლოგი ჰამლეტ ჭიპაშვილი ესაუბრება.

- (…) როდესაც საქართველო-უკრაინის ურთიერთობებსა და ორ ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს შორის პარალელებზე ვსაუბრობთ, აუცილებლად გასათვალისწინებელია ერთი მომენტი, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება რატომღაც ყურადღებას არ აქცევს. დღეს უკრაინის რადას წევრია ყირიმელი თათრების ლიდერი მუსტაფა ჯამილოვი. ის დიდი გავლენით სარგებლობს. ყირიმელი თათრები, რომლებიც საკმაოდ ექსტრემისტულად არიან განწყობილი რუსეთის წინააღმდეგ, “ისლამური სახელმწიფოს” შეიარაღებულ ძალებში ირიცხებიან და, სხვათა შორის, სირიაში მთავრობის წინააღმდეგაც იბრძვიან. სირიაში “ისლამური სახელმწიფოს” სახელით მებრძოლი უკანონო შეიარაღებული ფორმირებები უკრაინაში ეტაპობრივად გადაჰყავთ.

- ცნობილია, რომისლამური სახელმწიფოსმებრძოლები ყველა ქრისტიანულ ქვეყანას ემუქრებიან. უკრაინას, როგორც ქრისტიანულ სახელმწიფოს, რისთვის სჭირდება ეს ყველაფერი?

- უკრაინაში ახლა ამას ყურადღებას არ აქცევენ. ამჟამად უკრაინაში “ისლამური სახელმწიფოს” სახელით სირიაში მებრძოლი უკანონო შეიარაღებული ფორმირებებისა და უკრაინელი ფაშისტების კონსოლიდაცია მიმდინარეობს. ისეთმა ფაშისტურმა დაჯგუფებებმა, როგორებიცაა “აიდარი” და “აზოვი”, საერთო ენა გამონახეს “ისლამური სახელმწიფოს” მეომრებთან. უკრაინაში ეს კავშირები ჯამილოვის ხელშეწყობით უკვე არსებობს. “ისლამური სახელმწიფოც” აშშ-ის შექმნილია და ამის დამადასტურებელი ფაქტებიც არსებობს.

- უკრაინას, როგორც ქრისტიანულ სახელმწიფოს, მომავალში ეს ცუდად არ დაუბრუნდება?

- ჯერჯერობით ამაზე უკრაინაში არავინ ფიქრობს, ახლა მათი „პირველი მტერი“ რუსეთია.

(…)

- საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ბელარუსის პრეზიდენტი იმყოფებოდა. ალექსანდრე ლუკაშენკომ საქართველო-ბელარუსისა და რუსეთის მეგობრობაზე ისაუბრა და ერთი დიდ ოჯახში დაბრუნებაც ახსენა. ექსპერტების ნაწილი ფიქრობს, რომ ლუკაშენკოს ვიზიტის ნამდვილი მიზანი თბილისსა და მოსკოვს შორის შუამავლის როლის შესრულება იყო

- თუ საქართველოს ხელისუფლებას ჭკუა შერჩა, ამ ვიზიტს უნდა ჩაებღაუჭოს, რადგან სხვა გამოსავალი, უბრალოდ, არ გვაქვს. ევროკავშირში არასდროს მიგვიღებენ და თავისუფალი ვაჭრობის დაწყების შემთხვევაში ქართული პროდუქცია ავტომატურად გაძვირდება. თუ არ აღვადგინეთ მჭიდრო ეკონომიკური კონტაქტები რუსეთთან, ჩვენი საქმე წასულია.

რთულია პირდაპირ თქმა, ლუკაშენკო რამდენად ასრულებდა პუტინის დავალებას, ვინაიდან თვითონ ლუკაშენკო ლამის ყოველდღიურად ვაჭრობს პუტინთან. სამაგიეროდ, ბელარუსმა იმდენი მოახერხა, რომ რუსულ გაზს ნახევარ ფასში იღებს. ლუკაშენკომ აღადგინა კრემლთან ურთიერთობა, ამიტომ ლუკაშენკოს ნათქვამი, რომ შეეცდება ქვეყნებს შორის ხიდების აღდგენას, ლიტონი სიტყვები არ არის. მან თქვა, დავიწყოთ ურთიერთობა და ვნახოთ, რა იქნება, მომავალი დაგვანახვებს, როგორ განვითარდება ჩვენი ურთიერთობაო. თუმცა საკითხავია, მოგვცემს თუ არა ამის უფლებას აშშ და ევროკავშირი.

პირდაპირი დიალოგი რუსებთან აუცილებელია და მე ვერ გავიზიარებ ფანჯიკიძისა და ზოგიერთი “ქოცის” ან “ნაცის” მოსაზრებას, რომ რუსეთთან პირდაპირი ლაპარაკი დასავლეთის ჩარევის გარეშე არ შეიძლება. აგრეთვე, განცხადება იმისა, რომ, თუ რუსეთი არ უარყოფს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას, მასთან სალაპარაკოდ არ დავსხდებითო, განწირულის პოზიციაა. რუსეთთან დიალოგი საქართველომ ყოველგვარი წინაპირობის გარეშე უნდა დაიწყოს და ისიც უნდა გვესმოდეს, რომ ერთი და ორი შეხვედრით აფხაზეთსა და ოსეთს არ დაგვიბრუნებენ. ეს საკითხები ხანგრძლივი დიალოგისა და მსჯელობის საგანია.

- საზოგადოებაში კითხვის ნიშნები გაჩნდა, რატომ არ დახვდა ლუკაშენკოს საქართველოს პრეზიდენტი ან პრემიერი?

- პროტოკოლის მიხედვით, პრეზიდენტისა და პრემიერის აეროპორტში დახვედრა აუცილებელი არ არის, თუმცა ღონისძიებები იმართება პრეზიდენტის სასახლეში. ლუკაშენკოს ვიზიტისას კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რა დიდი მნიშვნელობა აქვს პრეზიდენტის სასახლეს. წლების განმავლობაში რესპუბლიკის პროტოკოლის ხელმძღვანელი ვიყავი და მინდა, ვთქვა, რომ ყველა ხელისუფლების დროს სტუმრების მიღება და გამასპინძლება დიდი პრობლემა იყო. როგორ შეიძლება სტუმრების მიღების ცერემონია პარლამენტის შენობის ეზოში, ხოლო პრეზიდენტის სახელით დაგეგმილი წვეულების სასტუმროში გამართვა?! ეს დაუშვებელია.

ვერსია“, 30 აპრილი, 2015 წელი

ექსკლუზიური ინტეrვიუ უშიშროების საბჭოს მდივანთან

როგორ აფასებს ირინა იმერლიშვილი სირიაში ქართველი ახალგაზრდების წასვლას და როდის ჩატარდება უშიშროების საბჭოს მორიგი სხდომა

ნინო კომახიძე

(შემოკლებით)

ერიდება საშინაო პოლიტიკაზე, განსაკუთრებით, ყოფილ პარტიულ ლიდერზე, ირაკლი ალასანიაზე საუბარს. შესაბამისად, არ გვპასუხობს ფრანგული საჰაერო შეიარაღების შანსის დაკარგვა-არდაკარგვის საკითხზე და ზოგადად, ხელისუფლების შტოებს შორის არსებულ აშკარა დაპირისპირებაზე. ირინა იმერლიშვილი, რომელიც დღეს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანია, პოსტზე დანიშვნის შემდეგ ექსკლუზიურ საგაზეთო ინტერვიუს `ვერსიას~ აძლევს და ბევრ საინტერესო განცხადებასაც აკეთებს, საუბარს კი ბელარუსის პრეზიდენტის ვიზიტის შეფასებით ვიწყებთ.

- საქართველო- ბელარუსის ურთიერთობებში უმნიშვნელოვანესი არაღიარების პოლიტიკის გაგრძელება იყო. სწორედ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის გადაუხადა გიორგი მარგველაშვილმა განსაკუთრებული მადლობა კოლეგას. არავისთვისაა საიდუმლო, რომ ლუკაშენკომ საქართველოს მხარდაჭერის გადაწყვეტილება დიდი პოლიტიკური და ეკონომიკური წნეხის მიუხედავად მიიღო. ამავე დროს, საინტერესო და სასარგებლო შეიძლება აღმოჩნდეს სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარება, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის სფეროში. ბელარუსი დღესაც რჩება აგროტექნიკის ერთ-ერთ მსხვილ მწარმოებლად პოსტსაბჭოთა სივრცეში.

(…)

- გაქვთ ინფორმაცია, ვის, რომელი რაიონებიდან გაჰყავს ქართველები სირიაში?

- საერთაშორისო ტერორიზმი გლობალური გამოწვევაა. ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომები უშუალოდ აისახება უსაფრთხოების გარემოზე კავკასიაში. ფაქტი, რომ სირიისა და ერაყის ტერიტორიაზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში ჩვენი მოქალაქეებიც მონაწილეობენ, ცხადია, მნიშვნელოვანი გამოწვევაა ჩვენი სახელმწიფოსთვის. სრულიად ვიზიარებ საზოგადოების შეშფოთებას ამ ფაქტებით, თუმცა ვფიქრობ, კონკრეტული დეტალების საგაზეთო ინტერვიუში გამჟღავნება შეუძლებელია. ერთადერთი, რისი თქმის უფლებაც მაქვს, შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ შესაბამისი მუშაობა მიმდინარეობს.

- კავკასიაში არსებულ ისედაც მუდმივად მძიმე ვითარებას, ამჯერად, `კავკასიის იმირატის~ მეთაურის მკვლელობა ხომ არ დაამძიმებს? უცხოური მედია არ გამორიცხავს, რომ ამას კავკასიაში უფრო სისხლიანი დაპირისპირება მოჰყვება, მათ შორის, ისის-ის ჩართულობით. როგორი უნდა იყოს ამ გარედაპირისპირებებში საქართველოს როლი და ჩვენს ქვეყანას პირდაპირი საფრთხე თუ ემუქრება?

- ისის-ი გლობალური საფრთხეა, საქართველო აქტიურად მონაწილეობს ანტიტერორისტულ ღონისძიებებში და განსაკუთრებული წვლილი შეაქვს გლობალური უსაფრთხოების სისტემის ფუნქციონირებაში. ევროინტეგრაციის, ნატო- სთან დაახლოების ინტენსივობა, თავდაცვისუნარიანობის ამაღლების პროცესი საშუალებას გვაძლევს, ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეები შევამციროთ.

- ქალბატონო ირინა, დიდი ხანია, არის უშედეგო მცდელობა, მთავრობა და პრეზიდენტი აფხაზეთისა და სამაჩაბლოს თემაზე დახურულ ფორმატში შეხვდნენ; ასევე ჩავარდა და შემდეგ, მხარეთა ორმხრივი თანხმობით გადაიდო პარლამენტსა და პრეზიდენტს შორის ამავე თემაზე ჩანიშნული შეხვედრა. რატომ არ არის ეს საკითხი ქვეყნის პირველი პირებისთვის აქტუალური?

- უკანასკნელი 2-3 თვის განმავლობაში, საქართველოს პრეზიდენტმა ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებულ საკითხებზე შეხვედრების მთელი სერია გამართა. შეიძლება ითქვას, პრეზიდენტი შეხვდა ყველას, ვინც აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის, ცხინვალის თემატიკაზე მუშაობს _ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ექსპერტებს, საპარლამენტო ოპოზიციისა და არასაპარლამენტო პარტიების ლიდერებს, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ლეგიტიმური სტრუქტურების ხელმძღვანელებს. შეხვედრების მთავარი მიზანი ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში ერთიანი, ფართო საზოგადოებრივ კონსენსუსზე დაფუძნებული სტრატეგიის შემუშავებაა. ის რომ, საპარლამენტო უმრავლესობასთან შეხვედრა ამ დრომდე არ შედგა „არააქტუალობის“ ბრალი არ არის, უბრალოდ, გარკვეული ტექნიკური მიზეზებითაა გამოწვეული და ასეთი შეხვედრა უახლოეს მომავალში გაიმართება. საპარლამენტო უმრავლესობასთან შეხვედრა, თუ შეიძლება ასე ითქვას, წრეს შეკრავს _ პრეზიდენტს ექნება სრული ინფორმაცია ამ საკითხებზე. სწორედ ეს გახდება საფუძველი, პროცესის დასკვნითი ნაწილის, მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციის მოსამზადებლად, სადაც ქართული მხარე კონფლიქტებთან დაკავშირებით ერთიან, შეჯერებულ ხედვას წარადგენს.

ვერსია“, 30 აპრილი, 2015 წელი

ექსკლუზიური ინტერვიუ ისრაელის ელჩთან

იუვალ ფუქსი: ,,მომავალზე უნდა ვიყოთ ორიენტირებულნი და არ დავჯერდეთ მხოლოდ 26-საუკუნოვან მეგობრობას

მაკა ლომაძე

(შემოკლებით)

რა სიახლეებია ქართულებრაულ ურთიერთობებში, რა პროექტები ხორციელდება ორ ქვეყანას შორის და რატომ ექმნებათ პილიგრიმებს პრობლემები ისრაელში შესვლისას? ,,ვერსიისკითხვებს, ისრაელის ელჩი საქართველოში იუვალ ფუქსი პასუხობს.

- მიგვაჩნია, რომ ისრაელი ძალიან შემოქმედებითი და ახალგაზრდებისთვის სასურველი ქვეყანაა. ეს სწორედ ის სულისკვეთებაა, რომლის გაზიარების სურვილიც გვაქვს არამარტო საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. მხოლოდ დამოუკიდებლობის დღეს კი არა, მომავალ კვირებშიც დაგეგმილია კონცერტები და გამოფენები. ვფიქრობ, წლევანდელი პრიორიტეტი _ კრეატიულობა, საინტერესო იქნება საქართველოსთვისაც, რადგან თქვენი ქვეყანაც, თავის მხრივ, ძალიან კრეატიულია. საქართველოს შეუძლია ისრაელისგან ისწავლოს, როგორ გამოიყენოს პოტენციალი, რათა უფრო მეტი რამ აწარმოოს ნებისმიერ სფეროში. სოფლის მეურნეობა იქნება ეს, ხელოვნება თუ ტექნოლოგია.

- საქართველო- ისრაელს 26-საუკუნოვანი მეგობრობა აკავშირებს. რას ნიშნავს ეს თქვენთვის?

- ყოველთვის პატივი უნდა ვცეთ იმას, რაც იყო, მაგრამ ამავდროულად, წინ ვიყუროთ. წელს, 67-ე დამოუკიდებლობის დღეს აღვნიშნავთ, რომელიც აკმაოდ ახლოსაა თქვენს ეროვნულ დღესასწაულთან. ორივე ძველი ერი ვართ, მაგრამ _ ახალგაზრდა სახელმწიფოები; ორივე ქვეყანას პატარა ფართობი და მცირერიცხოვანი მოსახლეობა ჰყავს, მაგრამ სამაგიეროდ, ორივეს შეგვიძლია, თავი მოვიწონოთ ძლიერი კულტურით, ისტორიით, მეგობრობით… მგონია, ძალიან ბევრი რამის შეთავაზება შეგვიძლია ერთმანეთისთვის, რათა მეგობრებზე მეტი ვიყოთ. გავაგრძელებთ თანამშრომლობას ყველა სფეროში, რასაც საფუძველი ჩაეყარა არამარტო ბოლო წლებში, არამედ ორი ქვეყნის დამოუკიდებლობის დასაწყისიდან.

- როგორი უნდა იყოს ეს ორმხრივი ურთიერთობები, რათა, როგორც ბრძანებთ, ერთმანეთისთვის მეგობრებზე მეტი ვიყოთ?

- 17 მარტს გვქონდა არჩევნები და ჯერ კიდევ ხელისუფლების გადაბარების პროცესი მიმდინარეობს. რამდენიმე კვირაში ახალი მთავრობა მოვა სათავეში. შემიძლია გითხრათ, არაფერი შეიცვლება ჩვენს მეგობრობაში, რადგან ისრაელის ყველა პოლიტიკურ პარტიას შორის კონსენსუსია თქვენდამი კეთილგანწყობის მიმართულებით. ჩვენი მთავრობა ვადაზე ადრე გამოიცვალა. ორწელიწადნახევრის განმავლობაში, რომელიც დაახლოებით დაემთხვა „ქართული ოცნების“ გამოჩენას საქართველოს პოლიტიკურ სათავეში, აღვადგინეთ კავშირების ინტენსივობა, რაც შეფერხებული იყო გარკვეული მიზეზებით აგვისტოს ომის მერე. ახალმა მთავრობებმა ახალი ბიძგი მისცეს, ახალი მექანიზმი შეიმუშავეს ორმხრივ ურთიერთობაში. რამდენიმე მათგანს დავასახელებ: ერთიანი ეკონომიკური კომისია, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა მაშინდელი პრემიერ- მინისტრის, ივანიშვილის ისრაელში ვიზიტის დროს, 2012 წელს; შემდეგ ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ალასანიას ვიზიტის დროს შევთანხმდით პოლიტიკურ- სამხედრო კონსულტაციებზე. შედგა სამუშაო ჯგუფიც, ასევე განვაახლეთ შეთანხმება სოფლის მეურნეობის სფეროში. მოხდა მინისტრების გაცვლითი ვიზიტები; ხელი მოეწერა დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ ხელშეკრულებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ისრაელის შიდაუსაფრთხოების სამინისტროს შორის. დავიწყეთ კოოპერაცია ორი ქვეყნის სამუშაო ჯგუფების დონეზე პოლიციასა და სხვადასხვა უწყებაში, რომლებიც დაკავებული არიან შიდაუსაფრთხოებით. უფრო ადრე მოეწერა ხელი ხელშეკრულებას ორ საგარეო უწყებას შორის. სამომავლოდ კი, ჩვენი ამოცანაა, ეს მექანიზმები ავამოქმედოთ. არსებული ფორმატი ამ ეტაპზე, ვფიქრობ, საკმარისია და ახლა მნიშვნელოვანია, უკვე ხელმოწერილი გეგმები განვახორციელოთ. არსებულმა სამინისტროებმა, პირველ რიგში, უნდა განაგრძონ ეს შეხვედრები. მერე, უნდა გადავიდეთ პრაქტიკულ შედეგებზე. იყო ბევრი ტრენინგი სოფლის მეურნეობაში, პოლიციელებისთვის, კოოპერაციის სხვა ფორმებზეც ვიმსჯელეთ, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია. ვფიქრობ, პოტენციალი გაცილებით დიდია.

- საინტერესოა, უსაფრთხოების სფეროში პრაქტიკული თვალსაზრისით დახმარებაში რა იგულისხმება?

- უსაფრთხოება ფართო ცნებაა. აქ ვხედავ რამდენიმე ძალიან პრაქტიკულ შესაძლო არჩევანს. პოლიცია, პირველ რიგში ძალიან მნიშვნელოვანია ისევე, როგორც ყველა სახის სამოქალაქო უსაფრთხოება. ძალიან ბევრი გვაქვს გასაზიარებელი და შესათავაზებელი როგორც ტრენინგების თვალსაზრისით, ასევე აღჭურვილობის კუთხითაც. ეს არის ე.წ. რბილი ანუ არასამხედრო უსაფრთხოება. ასევე, ვიგულისხმე საგანგებო სიტუაციების უსაფრთხოება, როგორიცაა, მაგალითად, სახანძრო ბრიგადები… ასევე, არის სფეროები, რომლებიც დიპლომატიური დიალოგის თემაა. მაგალითად, რეგიონული უსაფრთხოება. შეშფოთებულნი ვართ რეგიონში მიმდინარე მოვლენებით _ ირანს, სირიას, ერაყს… ვგულისხმობ. ეს რეგიონი საქართველოდანაც არც ისე შორსაა, ამიტომ დიალოგის ფორმატში კარგია, თუ ამ საკითხებზე ვიმუშავებთ, მათ შორის, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. გამოცდილების და შეხედულებების გაცვლა, შეფასებაა მნიშვნელოვანი, რათა ერთმანეთისგან ვისწავლოთ და საუკეთესო გამოსავალი ვნახოთ. აქტუალურია კიბერუსაფრთხოებაც, რომელშიც ბევრი ებრაული კომპანიაა ჩართული და მგონი, არის შესაბამისი სივრცე, ამ სფეროშიც ვითანამშრომლოთ. შესაძლოა, უშუალო მეზობლები არ ვართ, მაგრამ მაინც არც ისე შორს ვართ ერთმანეთისგან. კარგი იქნება, თუ ეს გვემახსოვრება და კიდევ უკეთესი _ თუ ამას პრაქტიკულ თანამშრომლობაში გადავზრდით.

- საქართველოს უსაფრთხოების შანსებს როგორ აფასებთ?

- ისრაელის მსგავსად, საქართველოც დიდი გამოწვევების წინაშე დგას. თუმცა, გეოგრაფიას ვერ შეცვლი. ისრაელმა, აგვისტოს ომის დროს, მაშინვე დააფიქსირა ოფიციალური პოზიცია ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. ჩვენ ზოგადად, იარაღის გამოყენების წინააღმდეგი ვართ. დადებითად ვაფასებთ, რომ საქართველოს მთავრობა ცდილობს, რიტორიკას უკლოს რუსეთთან და ამის ნაცვლად, პრაქტიკული დიალოგი დაამყაროს.

(…)

- მომლოცველებს ზოგჯერ პრობლემები ექმნებათ ისრაელის საზღვრის გადაკვეთაში. ამაზე რა კომენტარს გააკეთებდით?

- შარშან, საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელთანაც უვიზო რეჟიმი შემოვიღეთ. მანამდე, ამ მხრივ, მეტი პრობლემა იქმნებოდა. იყო ტურისტების ჯგუფი, რომლებთან დაკავშირებითაც სასაზღვრო პოლიციას სერიოზული ეჭვები გაუჩნდა. სიხარულით აღვნიშნავ, რომ წელს ორჯერ და მეტჯერ გაიზარდა ქართველი ტურისტების რიცხვი. მათმა აბსოლუტურმა უმრავლესობამ ყოველგვარი გართულების გარეშე გადალახა საზღვარი. ზოგს მაინც შეექმნა პრობლემები, რადგან ლეგიტიმური კითხვები გაგვიჩნდა. სამწუხაროდ, არიან არალეგალებიც, რომლებიც ამ ნებადართულ 90 დღესაც აჭარბებენ. უვიზო რეჟიმი ზედმიწევნით კარგი ორმხრივი ურთიერთობის ბუნებრივი შედეგი იყო, მაგრამ ის იმიტომ ხომ არ შემოვიღეთ, არალეგალების რიცხვი გაზრდილიყო? სირთულეების მერე დავუკავშირდით საქართველოს, მათ შორის საპატრიარქოსაც, რომელთანაც არაჩვეულებრივი ურთიერთობა გვაქვს. გვინდოდა, ამით საქართველოს მიმართ ჩვენი ნდობა და სითბო გამოგვეხატა, მაგრამ იურიდიულ დარღვევებზე თვალს ვერ დავხუჭავთ. იმედია, ასეთი შემთხვევები აღმოიფხვრება. ჩვენი ამოსავალი წერტილი კი არის, რომ ყველა ტურისტი, მომლოცველი და სტუდენტი მივიღოთ. ასევე, სასიხარულოა, რომ საქართველოში, ყოველ წელს, უფრო და უფრო მეტი ებრაელი ჩამოდის.

„ალია“, 30 აპრილი, 2015 წელი

რაზე ისაუბრეს აშშ-ის ელჩმა და ბიძინა ივანიშვილმა ერთი-ერთზე?

ნინო სამხარაძე

(შემოკლებით)

29 აპრილს, როცა მთავრობა მოვალეობის შესრულების რეჟიმში გადავიდა, ბიძინა ივანიშვილთან, შუშის სასახლეში აშშ-ს ელჩი რიჩარდ ნორლანდი შემთხვევით არ მისულა.

ერთსაათიანი საუბრის შემდეგ, ელჩმა ნივანიშვილის რეზიდენცია დატოვა. რა გზავნილებით შეიძლებოდა მისულიყო აშშ-ს ელჩი, ივანიშვილთან? „ალია“ კულუარულად არკვევდა მათი შეხვედრის მიზეზს, სანდო წყარო ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ ნორლანდის მისვლის მიზეზი რამდენიმე იყო. პირველი, ბიძინა ივანიშვილს მან კიდევ ერთხელ მოუწოდა, რომ შეწყდეს სამართლებრივი დევნა მიხეილ სააკაშვილსა და ირაკლი ალასანიაზე, რაც დასავლეთში პოლიტიკურ ზეწოლად აღიქმება. ნორლანდი ივანიშვილს არწმუნებს, რომ სააკაშვილზე ძებნის გამოცხადება და საქართველოს მოკავშირე ქვეყნებში მისი გადმოცემის წერილების გაგზავნა, მხოლოდ აზარალებს საქართველოს ხელისუფლების იმიჯს, რაზეც ივანიშვილს ცალსახა პოზიცია აქვს – რას ვეუბნებით ქართველ ხალხს, რომელმაც ეს ხელისუფლება სამართლიანობის აღდგენის დაპირებით მოიყვანა…

მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი გზავნილი აშშ-ს ელჩისგან იყო ის, რომ ივანიშვილისგან პირადად მოესმინა, რაც დღეს ხდება, არის თუ არა იმის წინაპირობა, რომ საქართველოში რიგგარეშე არჩევნები გარდაუვალია. ამერიკელები ცდილობენ, ქვეყანაში საარჩევნო ციკლი დასრულდეს.

იყო კიდევ ერთი საკითხი – დაბრუნდეს ივანიშვილი პოლიტიკაში და აიღოს პასუხისმგებლობა, რაზეც ბიძინა ივანიშვილი ჯერ მხოლოდ ფიქრობს…

იურისტი და ყოფილი პარლამენტარი ვალერი გელბახიანი, რომელიც ერთი კვირის წინ „ალიასთან“ ინტერვიუში, შავლიაშვილის გადადგომის შემდეგ, ხოკრიშვილის და შემდეგ კი ლევან ყიფიანის გადადგომას პროგნოზირებდა, საინტერესოა, რას ფიქრობს, მოვლენების შემდგომ განვითარებაზე?

მაშ ასე, გთავაზობთ ინტერვიუს ვალერი გელბახიანთან:

(ამონარიდი)

- უკრაინული მედია ავრცელებს სკანდალურ ინფორმაციას, კიევში ვიზიტად მყოფი უსუფაშვილი და ხიდაშელი სააკაშვილს შეხვდნენ, სადაც ხელისუფლების ხავერდოვანი გზით გადატრიალების გზებზე ისაუბრეს, თქვენ გჯერათ ამ შეთქმულების თეორიის?

- არ გამოვრიცხავ, რომ შეიძლება დაემთხვეს პროდასავლური პარტიების ინტერესები. მოსალოდნელია ფორსმაჟორი, დაპირისპირება, ინტერესჯგუფების დაწყვილება, პოლიტიკური მოძრაობები რა მიმართულებით აიღებს კურსს, ამაზეა ბევრი რამ დამოკიდებული. ჩემი ინფორმაციით, ამერიკული წრეებიც არ არიან კმაყოფილები არსებული ხელისუფლებით.

დასავლეთიდან ხელს შეუწყობს გარკვეული პოლიტიკური ძალების კოორდინაციას, ვისაც პრორუსული ნიშა არ აქვთ. როგორც ვიცი, ამერიკის დიპლომატიური კორპუსი ხვდება ქართულ ოპოზიციურ ძალას და სახელისუფლებო წრეებს და ჩემამდე როგორც მოდის ინფორმაცია, მიდის ხელისუფლების შეცვლის სქემებზე მუშაობა. ამერიკელებმა კითხვები გააჩინეს ლუკაშენკოს ვიზიტთან დაკავშირებით. ლუკაშენკომ მოსინჯა პოზიცია რუსეთსაქართველოს შემდგომი ურთიერთობის თაობაზე, მიიღო პასუხი, რომ ეს შესაძლებელია. ამ ვიზიტის შემდეგ ამერიკელებმა დასკვნები გააკეთეს.

აშშ-ი 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადება იწყება, შემოდგომაზე კონტურები გამოიკვეთება, თუ მოვიდა რესპუბლიკური ფრთა, ეს ნიშნავს, რომ მოდის `ნაციონალური მოძრაობის~ მხარდამჭერი ხელისუფლება აშშ-ი, ამიტომ შემოდგომა ძალიან მძიმე იქნება საქართველოს პოლიტიკური ვითარებისთვის.

ასევე, დაანონსებულია, რომ რუსეთი ოფიციალურად არის დაინტერესებული საქართველოთი და პუტინს ვიხილავთ მალე კავკასიის დიპლომატიურ ვიზიტებში. მოსალოდნელია, ევრაზიული კავშირის გაფართოებისთვის რუსეთმა გადადგას შემხვედრი კომპრომისული ნაბიჯები საქართველოსთან მიმართებაში, იქნება შეთავაზებები. ეს, რა თქმა უნდა, დასავლეთისთვის ცნობილია, მსოფლიოს ახალი ცენტრის შექმნაზე მიდის რუსეთი ძალიან გამალებული და დაჩქარებული ტემპით! ასე რომ, ყოფილი „დსთ“ კი არა, შეიძლება, მთლიანად ახლო აღმოსავლეთისა და შორი აღმოსავლეთის ქვეყნებიც მოაქციონ ამ არეალში…

- შეიძლება საქართველოში ფერადოვანი რევოლუცია ვიხილოთ, თუკი ამერიკაში რესპუბლიკელები მოვლენ?

- „რესპუბლიკელების“ გამარჯვების შემთხვევაში ჩვენ, ალბათ, საარჩევნო ციკლის დასრულებას არავინ დაგვაცლის, `ნაციონალები“ უკვე ღიად დაიწყებენ იმის პროპაგანდას, რასაც დღეს ვერ ბედავენ. მათ შეუერთდებიან სხვა პარტიები, „`რესპუბლიკელები“ და `თავისუფალი დემოკრატები“. `რესპუბლიკელებს~ გარანტიები არ აქვს, თორემ ახლავე გადადგამდნენ ნაბიჯებს ოპოზიციაში, ხოლო თუკი ბატონი ბიძინა ამერიკელების სამიზნეში მოხვდება, მას სერიოზული პრობლემა შეექმნება.

Comments are closed